forum.ge
reklama
FORUM.GE ... წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (3) 1 [2] 3   ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> შვილად აყვანა, შვილად აყვანის პროცედურა მარტივდება
lexa
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3010
წევრი No.: 42168
რეგისტრ.: 18-September 07

გამოგზავნილია: 9 Oct 2009, 17:48  #15901502      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
შვილად აყვანის პროცედურა გამარტივდება

საქართველოს კანონში "შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ" ცვლილება შედის. შვილად აყვანის პროცედურა გამარტივდება.
ამის თაობაზე განცხადება მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე ჯანდაცვის მინისტრმა, სანდრო კვიტაშვილმა გააკეთა.
როგორც მინისტრმა განმარტა, დღევანდელი კანონმდებლობით გაშვილების კომპონენტი არის ძალიან გართულებული, გაძლიერებულია კონტროლის მექანიზმიც.
მთავრობის სხდომაზე განიხილება ცვლილებები აღნიშნულ კანონმდებლობაში და სხვა კანონებში, რომლებიც ამ საკითხთან არის დაკავშირებული.
კვიტაშვილის თქმით, პროცედურა გამარტივდება, რისი მიზანი ის არის, რომ რაც შეიძლება მეტი ბავში იზრდებოდეს ოჯახურ პირობებში.
მისივე თქმით, დღეისთვის რთული პროცედურების გამო ძალიან ბევრი ადამიანი წლების განმავლობაში დგას ბავშვის აყვანის რიგში, ხდება გარიგებები ამ საკითხებთან დაკავშირებით.
როგორც მინისტრმა განაცხადა, გამარტივებული კანონმდებლობა და პროცედურები შესაძლებლობას მისცემს ადამიანებს, "აღარ გამოიყენონ თავისი გზები ბავშვის შვილად აყვანისთვის".


--------------------
Don't argue with fools. They'll drag you down to their level and beat you with their experience
Registration
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 513
წევრი No.: 78470
რეგისტრ.: 13-December 08

გამოგზავნილია: 10 Oct 2009, 16:02  #15914367      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
მისასალმებელია.
და მაინც, რას გულისხმობს ეს გამარტივება?


--------------------
I like you too much not to say it. You've got everything, except one thing: madness. A man needs a little madness, or else he never dares cut the rope and be free. (c) Zorba
didi bege
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2796
წევრი No.: 15063
რეგისტრ.: 2-December 05

გამოგზავნილია: 10 Oct 2009, 16:06  #15914412      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი
აწი როგორ იქნება არ ვიცი, მაგრამ აქამდე რაც იყო, ეს იყო სრული მარაზმი, რამდნეი ოჯახი ვიცი ჩემს ირგვლივ რომელთაც მთელი სულით და გულით სურდათ შვილის აყვანა, მაგრამ ვერაფრით ვერ ახერხებდნენ,


--------------------
პროტონის უნაზეს პუტუნს უმაჩის თივთიკა სველი
ზიმბეროს ნაღვლიან ჩურჩულს კამკამა ტიკტიკა შველის
levanti
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 211
წევრი No.: 100156
რეგისტრ.: 17-September 09

გამოგზავნილია: 14 Oct 2009, 16:43  #15973038      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
lexa
QUOTE
საქართველოს კანონში "შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ" ცვლილება შედის. შვილად აყვანის პროცედურა გამარტივდება.



ჯერ გაამარტივონ და მერე ვიმსჯელოთ smile.gif


--------------------
ო, მშვენიერნო, თქვენდა მიმართ
არ შეიცვლება ჩემი აზრები . . .
tatia_19
I@M@I@L


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 410
წევრი No.: 100998
რეგისტრ.: 27-September 09

გამოგზავნილია: 14 Oct 2009, 18:02  #15974019      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
QUOTE
საქართველოს კანონში "შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ" ცვლილება შედის. შვილად აყვანის პროცედურა გამარტივდება.

ძალიან სასიამოვნო ფაქტია.ადრე შვილად აყვანის პროცედურა 1 წელი გრძელდებოდა
QUOTE
აწი როგორ იქნება არ ვიცი, მაგრამ აქამდე რაც იყო, ეს იყო სრული მარაზმი, რამდნეი ოჯახი ვიცი ჩემს ირგვლივ რომელთაც მთელი სულით და გულით სურდათ შვილის აყვანა, მაგრამ ვერაფრით ვერ ახერხებდნენ,

გეთანხმები.მინიმუმ 1 წელი წვალობდა ხალხი რომ შვილი აეყვანათ.
bocmani
ღმერთმანის ძმა


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 12410
წევრი No.: 46477
რეგისტრ.: 11-November 07

გამოგზავნილია: 12 Oct 2010, 23:09  #22015565      · პროფილი · პირადი მიმოწერა
მეზობელი განყოფილებიდან შემოვედი მეგობრებო...

იქნებ შვილად აყვანის პროცედუირა მითხრათ ვინმე მადლიანმა!

მადლობა წინასწარ smile.gif


--------------------
ფორუმზე პოსტვა ბიძინას პრესკონფერენციის მერე დავიწყე...
სერიოზული საფრთხეები დავინახე და იმიტომ.. - rusa1960

კაპიტალისტური სამყარო ასეა მოწყობილი ბუნებას ხეებს ჩიტების ჭიკჭიკს ჩაანაცვლებს ბეტონი და მშენებლობა საიდანაც გაკეთდება ფული - ფრიდრიხა

Грузия не прадайоца...
gvantsa_7
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 340
წევრი No.: 28923
რეგისტრ.: 25-January 07

გამოგზავნილია: 12 Oct 2010, 23:45  #22016271      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
საქართველოს მოქალაქისთვის თუ უცხოელისთვის?
bocmani
ღმერთმანის ძმა


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 12410
წევრი No.: 46477
რეგისტრ.: 11-November 07

გამოგზავნილია: 12 Oct 2010, 23:52  #22016395      · პროფილი · პირადი მიმოწერა
gvantsa_7
QUOTE
საქართველოს მოქალაქისთვის თუ უცხოელისთვის?

საქართველოს მოქალაქისათვის...
badriko
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4384
წევრი No.: 46866
რეგისტრ.: 15-November 07

გამოგზავნილია: 13 Oct 2010, 00:26  #22017063      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
ბოდიში მაგრამ, დევნილი მოსახლეობისათვის უნდა დაწესდეს ამ დარგში პრივილეგიები ფულადი წახალისების თანხლებით.
ჩვენი მიზანია დევნილთა რიცხვის გაზრდა !

ამ აზრს მერამდენე წელია ვაფრქვევ, მაგრამ მთავრობას ისევ ძილქუშის ძილით სძინავს.
* * *
bocmani,
პრიორიტეტული იქნები, თუკი :
უშვილო ოჯახი გაქვთ ;
კაი ხელფასი გაქვთ;
კაი საცხოვრებელი ფართი გაქვთ.

საქართველოში მგონი წელიწადში 200 ჯანმრთელი ბავშვია გასაშვილებელი, მსურველი კი ათასი წყვილია.

ყველას სურს თავისი ჯურის და უფრო კი ჯანმრთელი ბავშვის აყვანა.
არაჯანმრთელი უპატრონო ბავშვები კი მრავლად არიან და უცდიან მშობლებს !
ამათ რა დააშავეს მაინც ?
თუ იქნება ფულადი წახალისება, პრობლემაც მოიხსნებოდა.


--------------------
ნიკი გავაუქმე. ეგ მალბეზე ხარონი სულ გამოჩერჩეტდა. კვლავ დამბანა ისევ პოლიტ. მოტივით. არადა "იდიოტი" არც ერთი იუზერისთვის არ მითქვამს. ამ მათხოვარს ჰგონია, თავისი უკანშესატენი ბანებით ელისეის მინდვრებზე სიარულს დამიშლის... ეჰ, რა დამარხავს ამდენ მკვტარს !
gvantsa_7
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 340
წევრი No.: 28923
რეგისტრ.: 25-January 07

გამოგზავნილია: 13 Oct 2010, 01:24  #22017862      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
ვინც ფულის გამო იშვილებს ბავშვს, ის მას სავარაუდოდ ექსპლუატაციას გაუწევს, და არა აღზრდის

bocmani
შვილად აყვანის მსურველმა პირებმა ბავშვის შვილად აყვანისთვის უნდა გაიარონ შესაბამისი რეგისტრაცია სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოში რეგისტრაციის ან ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

რაგისტრაციითვის საჭიროა ბავშვის შვილად აყვანის მსურველ პირთა განცხადების ფორმის შევსება და წარდგენა სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოში. განაცხადის ფორმას თან უნდა ერთვოდეს განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.

იმ შემთხვევაში თუ მშვილებელი კანდიდატი ასაყვანი ბავშვის ნათესავია, მან დამატებით უნდა წარმოადგინოს ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი.
ბავშვის გაშვილებისა და ოჯახში განთავსების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას კი იღებს სასამართლო

დამატებითი ინფორმაციისათვის:
მომსახურების სააგენტოს მისამართი: ქ. თბილისი, ი. ჯავახიშვილის 51, ტელ: 91 00 46
ჰერმიონ
Evil Dead


*******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 13819
წევრი No.: 22129
რეგისტრ.: 29-July 06

გამოგზავნილია: 13 Oct 2010, 09:49  #22019353      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
ორი მსგავსი თემა გავაერთიანე და არ დაიბნეთ user.gif


--------------------
She loved mysteries so much that she became one

გენთალ :უსერ:
bocmani
ღმერთმანის ძმა


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 12410
წევრი No.: 46477
რეგისტრ.: 11-November 07

გამოგზავნილია: 13 Oct 2010, 12:31  #22020975      · პროფილი · პირადი მიმოწერა
მადლობა დიდი კოლეგებო!... უბრალოდ ჩემი სფერო არააა ეგ დარგი და შესაბამისად ვიკითხე კომპეტენტურ ადამიანებთან! მადლობა კიდევ ერთხელ !;)
badriko
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4384
წევრი No.: 46866
რეგისტრ.: 15-November 07

გამოგზავნილია: 22 Oct 2010, 12:25  #22157012      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
QUOTE
ვინც ფულის გამო იშვილებს ბავშვს, ის მას სავარაუდოდ ექსპლუატაციას გაუწევს, და არა აღზრდის

გვანცა, კარგია, რომ თავად არ ხართ დარწმუნებული თქვენივე ნაწერში.

საკითხს პოპულისტურად კი არ უნდა შევხედოთ (ფულადი პრემია შვილად აყვანის საქმეში), არამედ - კომპლექსურად :

1. საქართველოში არის უამრავი პრობლემა, რომელთა დახარისხება შესაძლებელია ა და ბ ჯგუფებში ისე, რომ ა ჯგუფის ერთ-ერთი პრობლემის ბ ჯგუფის ერთერთ პრობლემასთან გაერთიანებით ორივე პრობლემა მოისპოს ანუ ამ პრობლემების დაწყვილებით და შერწყმით მოხდება პრობლემების გაქრობა.

მაგალითად, ა ჯგუფის პრობლემაა, რომ დევნილთა ანუ აფხაზეთ-სამაჩაბლოში დასაბრუნებელ პირთა რაოდენობა არ მატულობს სასურველი ტემპით. ანუ თუკი ხვალ დევნილთა რაოდენობა 10.000 მდე შემცირდა, მერე ვერც დაიბრუნებ ტერიტორიებს. ანუ პარადოქსალურად, ჩვენ უნდა ვზარდოთ დევნილთა რიცხვი, რაოდენობა.

ბ ჯგუფის პრობლემიდან კი დავასახელებდი ამჯერად არა პოლიტიკურს, არამედ სოციალურ-ჰუმანიტარულს : ბავშვთა შვილად აყვანას. ასაკვირველია, ისედაცაა ცნობილი, რომ ამ პრობლემის მოგვარება შეიძლება ასევე პრობლემატური სტერილური წყვილებისათვის შემოთავაზებების გაკეთებით. მაგრამ აქ მე უფრო შორს მივდივარ : ერთბაშად სამი პრობლემა გადავჭრათ ანუ პრიორიტეტულად უფრო დევნილებს მივცეთ-მეთქი ბავშვები.

ამით :
1. დევნილთა რაოდენობაც იზრდება ;
2. სტერილური წყვილები (კერძოდ, უშვილო დევნილი ოჯახები) ღებულობენ შვილებს ;
3. უპატრონო ბავშვები პოულობენ თავიანთ ადგილს საზოგადოებაში, ოჯახში.

რაც შეეხება ფულად წახალისება-პრემიას, ეს მე იმიტომ ვთქვი, რომ პირველ ეტაპზე არის შვილობასთან და ოჯახის კეთილმოწყობასთან დაკავშირებული ბევრი ხარჯი, რის შემდეგაც ხდება ოჯახური ცხოვრების აწყობა, ინერციით სვლა, კალაპოტში ჩადგომა.

თქვენ კი აქ დიდაქტიკური ხასიათის ცალფეხა შეგონებებით დამმოძღვრეთ.
არსებობს კონტროლიც ანუ შვილობის სოციალური კომიტეტი (უნდა შეიქმნას) პირველი 3 წლის მანძილზე აკონტროლებს აყვანილი ბავშვის ჯანმრთელობას, ფსოქოლოგიურ მდგომარეობას მადოპტირებელ ოჯახში.

დიახ, უნდა გამოიყოს ფულადი წახალისების ფონდი, მით უფრო, რომ ბევრ დევნილს, რომლებსაც (განსაკუთრებით, 40 წელს გადაჭარბებულ ქალებს) უკვე მიეცათ ბინები, მრავალწლიანი დევნილობის პრობლემების გამო არ მიეცა შანსი თავის დროზე შეექმნა ოჯახი და ჰყოლოდა შვილები. მათ წინაშე სახელმწიფო ვალდებულიცაა.

This post has been edited by badriko on 22 Oct 2010, 12:35
xlebci
t(b)ili


*****
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 4641
წევრი No.: 122656
რეგისტრ.: 18-October 10

გამოგზავნილია: 22 Oct 2010, 13:50  #22158145      · პროფილი · პირადი მიმოწერა
QUOTE
ყველას სურს თავისი ჯურის და უფრო კი ჯანმრთელი ბავშვის აყვანა.
არაჯანმრთელი უპატრონო ბავშვები კი მრავლად არიან და უცდიან მშობლებს !
ამათ რა დააშავეს მაინც ?
თუ იქნება ფულადი წახალისება, პრობლემაც მოიხსნებოდა

რა ფულადი წახალისება...მე პირადად ამას ისედაც გავაკეთებ...
Du bist Deutschland
Super Member


****
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 656
წევრი No.: 108184
რეგისტრ.: 2-January 10

გამოგზავნილია: 18 Nov 2010, 22:17  #22575304      · პროფილი · პირადი მიმოწერა · aim
QUOTE
პრიორიტეტული იქნები, თუკი :
უშვილო ოჯახი გაქვთ ;

ანუ თუ მყავს ჩემი და მინდა ვიშვილო შესაძლოა ამის გამო უარი მითხრან???
რა სისულელეა...

QUOTE
საქართველოს კანონში "შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ" ცვლილება შედის. შვილად აყვანის პროცედურა გამარტივდება.


და როდის ვიხილავთ ამ კანონს დღის შუქზე?
მე ძალიან მაინტერესებს და მოუთმენლად ველი.

QUOTE
რა ფულადი წახალისება...მე პირადად ამას ისედაც გავაკეთებ...

yes.gif


--------------------
იფიქრე ნანა, ი ფ ი ქ რ ე !
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (3) 1 [2] 3  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: კავკასუს ონლაინი
[ Script Execution time: 0.1389 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]