forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
Pages: (95) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> საჯარო რეესტრი - N A P R - vol 2, FAQ - და არა მარტო
შევარდენი1906
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 13772
წევრი No.: 16940
რეგისტრ.: 6-February 06

გამოგზავნილია: 12 Mar 2010, 22:27  #18452552      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · icq · aim · yim · msn
პირველი ნაწილი - საჯარო რეესტრი

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
user posted image

დავიწყოთ მცირედი ისტორიული ექსკურსით ... ერთ-ერთი პირველი ნასყიდობის ხელშეკრულება რომელიც დოკუმენტის სახით არის შემორჩენილი თარიღდება 1777 წლით და ეს არის
ნასყიდობის წიგნი ჯრუჭის მონასტრის არქიმანდრიტის სიმონ ქავთარაძისა და თავადი წერეთლებისა
user posted image

smile.gif

თავად საჯარო რეესტრს არც თუ ისე დიდი ხნის ისტორია აქვს -


სახელმწიფო რეესტრის შესახებ საქართველოს 2004 წლის 1 ივნისის კანონის საფუძველზე, ჩამოყალიბდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო. სააგენტოს შექმნამ, პრაქტიკულად, საფუძველი დაუდო ქვეყანაში ახლებური სარეგისტრაციო სისტემის ჩამოყალიბებას.

ფრაზა - "ქონების რეგისტრაცია" ყველასათვის დროში გაწელილ, უამრავ ბიუროკრატიულ პროცესთან და პროცედურასთან ასოცირდებოდა.

ქვეყანაში უძრავი ქონების ბაზრის განვითარების აუცილებლობიდან გამომდინარე, საჭირო გახდა მომხმარებელზე ორიენტირებული, გამჭვირვალე, უსაფრთხო და ერთიანი სარეგისტრაციო სისტემის შექმნა. შესაბამისად, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ძალისხმევა სარეგისტრაციო პროცედურების გამარტივებისა და თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების პრაქტიკული გამოყენებისაკენ მიმართა.

სააგენტოში განხორციელებული რეფორმა ძირითადად ოთხი მიმართულებით განვითარდა: ინსტიტუციური, საკანონმდებლო, ადმინისტრაციული და ტექნოლოგიური. შედეგად კი, მომხმარებელმა მიიღო სწრაფი, მარტივად ხელმისაწვდომი და მოსახერხებელი მომსახურება.

user posted image


თქვენ უკვე გაქვთ საშუალება დისტანციურად, ინტერნეტის მეშვეობით მოახდინოთ უძრავი ქონების რეგისტრაცია საქართველოს ნებისმიერ ქალაქსა და რაიონში ჩაუსვლელად.

მაგალითად: თუ თქვენ იმყოფებით თბილისში და გესაჭიროებათ ბათუმში მდებარე უძრავი ქონების შესახებ საჯარო რეესტრიდან ამონაწერი, საკადასტრო გეგმა, ცნობა ყადაღის შესახებ ან ტექბიუროს არქივში დაცული დოკუმენტი, საჯარო რეესტრის ვებგვერდზე თქვენ ელექტრონულად ავსებთ განაცხადის ფორმას და ინტერნეტით აგზავნის საჯარო რეესტრის მონაცემთა ბაზაში.

პროგრამაში შესასვლელად დააჭირეთ ღილაკს

სარეგისტრაციო სამსახური კანონით განსაზღვრულ ვადაში მოამზადებს თქვენს მიერ მოთხოვნილ დოკუმენტებს, რომელსაც ასევე ელექტრონულად, ინტერნეტის მეშვეობით მიიღებთ.

სარეგისტრაციო მომსახურების საფასურიs გადახდა საბანკო პლასტიკური ბარათის საშუალებით შეგიძლიათ.

განცხადებების და უფლებების რეგისტრაციის ელექტრონული წიგნი

user posted image

საჯაროსამართლებრივი შეზღუდვისა და საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის რეესტრი
user posted image

ქალაქ თბილისის სარეგისტრაციო ზონის საკადასტრო რუკა
user posted image

ტექნიკური აღრიცხვის არქივიდან ინფორმაციისა და დოკუმენტაციის გამოთხოვნის პროგრამა
user posted image

მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრი
user posted image

მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე გირავნობის/ლიზინგის უფლებათა რეესტრი
user posted image

ელექტრონული საქმისწარმოების პროგრამული უზრუნველყოფა (კანცელარიის პროგრამა)
user posted image




--
სარეგისტრაციო მომსახურების საფასურების განაკვეთები და მომსახურების ვადები



საკონსულტაციო ბარათები სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისათვის



---

ავტორიზებული მომხმარებლების ადგილმდებარეობის გზამკვლევი (რუქა)


სერტიფიცირებული ამზომველები



ონლაინ ვიდეო კონსულტაცია - 9:00 – 18:00-მდე


ცხელი ხაზი -

თუ გსურთ უძრავი ქონების რეგისტრაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე იურიდიული კონსულტაციის მიღება, თქვენ შეგიძლიათ სახლიდან გაუსვლელად, ტელეფონით მიიღოთ აღნიშნული მომსახურება. სააგენტოს კვალიფიციური იურისტები გაგიწევენ უფასო იურიდიულ კონსულტაციას, გაგაცნობენ რეგისტრაციისათვის საჭირო დოკუმენტაციის ნუსხას.


25 15 27 + (შიდა ნომერი 1)

________________

თუ თქვენ საჯარო რეესტრში უკვე შეტანილი გაქვთ განაცხადი და გაინტერესებთ ინფორმაცია სარეგისტრაციო განცხადების მსვლელობისა და შედეგის შესახებ, შეგიძლიათ ტელეფონით გაარკვიოთ, თუ რა სტადიაშია თქვენი განცხადების განხილვა. კერძოდ, უკვე რეგისტრირებულია თუ არა საკუთრების უფლება, ხოლო თუკი რეგისტრაცია შეჩერებულია ან განცხადების დაკმაყოფილებაზე უარია ნათქვამი, ტელეფონით განგიმარტავენ, რა არის ამის მიზეზი.



25 15 27 (შიდა ნომერი 2)
________________

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სისტემის თანამშრომლების მხრიდან ნებისმიერი სახის უკანონო ქმედების ჩადენის შემთხვევაში შეგიძლიათ დარეკოთ ნომერზე:

8 800 282 828
(ცხელი ხაზი)

ნებისმიერი ტელეფონიდან, მათ შორის, მობილურიდან განხორციელებული ზარი უფასოა

________________

საჯარო რეესტრის ამონაწერში ტექნიკური ხარვეზის (ფართთან, მისამართთან, სახელთან, გვართან და სხვა ტექნიკურ ხარვეზთან დაკავშირებით) აღმოჩენის შემთხვევაში


25 15 27 + (შიდა ნომერი 3)



---
FAQ (ხშირად დასმული შეკითხვები ) სხვადასხვა მომსახურების შესახებ




და ბოლოს საიტის სანახავად დააკლიკეთ აქ smile.gif

თუკი ყოველივე ამის შემდეგ დაგრჩათ გაურკვეველი რაიმე საკითხი რაზეც პასუხი ამ ბმულების საშუალებით ვერ მიიღეთ დასვით კითხვა ამ თემაში და გპირდებით მეგობრების დახმარებით ოპერატიულ და კომპეტენტურ პასუხებს wink.gif
--
მარად თქვენი

შევარდენი1906 smile.gif

This post has been edited by შევარდენი1906 on 20 Feb 2015, 11:07

მიმაგრებული სურათი
1153201002040338.jpeg.jpeg


--------------------
შ ე რ ი გ დ ი თ !!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!


otucho
Milf hunter


*******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 12358
წევრი No.: 11344
რეგისტრ.: 9-July 05

გამოგზავნილია: 13 Mar 2010, 15:00  #18461658      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · aim · yim · msn
მშვენიერია მომწონს ძალიან ეს თემა


შევარდენი1906
up.gif


--------------------

ქალები და Yლეობები არ გვინდა
arqivariusi
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 317
წევრი No.: 86767
რეგისტრ.: 16-March 09

გამოგზავნილია: 14 Mar 2010, 20:58  #18486481      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
შევარდენი1906
მაინტერესებს ტექნიკური აღრიცხვის არქივში თუ ბინა ირიცხება ჩემს სახელზე, აუცილებელია თუ არა მისი დარეგისტრირება?smile.gif
შევარდენი1906
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 13772
წევრი No.: 16940
რეგისტრ.: 6-February 06

გამოგზავნილია: 14 Mar 2010, 21:37  #18487224      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · icq · aim · yim · msn
arqivariusi
QUOTE
შევარდენი1906 მაინტერესებს ტექნიკური აღრიცხვის არქივში თუ ბინა ირიცხება ჩემს სახელზე, აუცილებელია თუ არა მისი დარეგისტრირება?smile.gif


შეკვეთილ კითხვებს არ ვართ wink.gif მაგას ჯობია პირველი პოსტის ის ნაწილი შემავსებინო რომელიც ტექბიუროს თითქმის სამოცდაათწლიან ისტორიას ეხება და აშკარად გამოტოვებული მაქვს smile.gif


ისე კი დაინტერესებულთათვის განვმარტავ, რომ
QUOTE
ტექნიკური აღრიცხვის არქივში თუ ბინა ირიცხება ჩემს სახელზე, აუცილებელია თუ არა მისი დარეგისტრირება?smile.gif
ამ შემთხვევაში აუცილებელი და სავალდებულო არაა ბინის დარეგისტრირება თუმცა სასურველი ნამდვილად არის smile.gif

აუცილებელია ტექბიუროში აღრიცხული უზრავი ნივთის დარეგისტრირება, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მესაკუთრეს სურს რაიმე სახის ტრანზაქზიის განხორციელება (გაყიდვა. ჩუქება, იპოტექით დატვირთვა, გაქირავება და ა.შ. )

This post has been edited by შევარდენი1906 on 14 Mar 2010, 21:37
ივანიჩ
რაჭველი :)


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9344
წევრი No.: 33192
რეგისტრ.: 16-April 07

გამოგზავნილია: 14 Mar 2010, 21:56  #18487587      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მე მაქვს ესეთი კითხვა,
ტექბიუროში აღრიცხული ბინის ნომერი არი შEცდომით
ანუ ცნობა დახასიათებაში წერია 148 და სინამდვილეში არის 147
როგორ შEიძლება გასწორდეს ეგ ყველაფერი?


--------------------
Audi A4 1.8 T Quattro 1999
BMW 520 1992
Honda CR-V 1999
Mitsubishi Pajero V6 2001
Mitsubishi Pajero V6 2003
Mitsubishi Colt 2004
Suzuki Jimny Sierra 2005
Mitsubishi Colt 2004
conditiosinequanon
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 176
წევრი No.: 110026
რეგისტრ.: 21-January 10

გამოგზავნილია: 14 Mar 2010, 23:39  #18489630      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
არასამეწარმეო იურიდიული პირის რეგისტრაციისას შესაძლებელია რომ წესდება დაიწუნონ ან რამე მსგავსი>>>?
შევარდენი1906
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 13772
წევრი No.: 16940
რეგისტრ.: 6-February 06

გამოგზავნილია: 15 Mar 2010, 10:36  #18494761      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · icq · aim · yim · msn
IVANICHA
QUOTE
მე მაქვს ესეთი კითხვა,
ტექბიუროში აღრიცხული ბინის ნომერი არი შEცდომით
ანუ ცნობა დახასიათებაში წერია 148 და სინამდვილეში არის 147
როგორ შEიძლება გასწორდეს ეგ ყველაფერი?


აქ მნიშვნელოვანია ერთი გარემოება - შეცდომა დაშვებულია ნასყიდობის ხელშეკრულებაში თუ პრივატიზციის ხელშეკრულებაში -

conditiosinequanon
QUOTE
არასამეწარმეო იურიდიული პირის რეგისტრაციისას შესაძლებელია რომ წესდება დაიწუნონ ან რამე მსგავსი>>>?


რა თქმა უნდა yes.gif
ივანიჩ
რაჭველი :)


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9344
წევრი No.: 33192
რეგისტრ.: 16-April 07

გამოგზავნილია: 15 Mar 2010, 13:42  #18497231      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
შევარდენი1906
ნასყიდობისაში არა
პრივატიზების ხელშეკრულებაა,

ანუ
ცნობა დახასიათებაში წერია რომ ინდ. საკუთრების საგანია ბინა #148 , როცა რეალურად არი 147

უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი :პრივატიზაციის ხელშეკრულება , ნოტარიუსი ს .
ბახტაძე რეესტრის ნომერი გარკვევით არ იკითხება მცხოვრების გრაფაში მითითებულია ბინის
№147, №9ნ 5057, 03.10.1992
, აღრიცხვის თარიღი : , 05.10.1992
საერთო ფართობი - 116 კვ.მ., წილი - -
უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი :პრივატიზაციის ხელშეკრულება , ნოტარიუსი ს .
ბახტაძე რეესტრის ნომერი გარკვევით არ იკითხება მცხოვრების გრაფაში მითითებულია ბინის
№147, №9ნ 5057, 03.10.1992
აღრიცხვის თარიღი : , 05.10.1992
შევარდენი1906
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 13772
წევრი No.: 16940
რეგისტრ.: 6-February 06

გამოგზავნილია: 15 Mar 2010, 15:04  #18498682      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · icq · aim · yim · msn
IVANICHA

მცხოვრების გრაფაში კი წერია 147 მაგრამ ხელშეკრულების თანახმად პრივატიცაზია კეთდება ბინა 148 -ზე sad.gif

სამწუხაროდ საჯარო რეესტრში ეს პრობლემა ვერ გამოსწორდება ვინაიდან შეცდომა დაშვებულია ნოტარიუსის მიერ... შესაბამისად ჩასწორება სანოტარო აქტში უნდა განახორციელოს ნოტარიუსმა ...

sad.gif

ივანიჩ
რაჭველი :)


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9344
წევრი No.: 33192
რეგისტრ.: 16-April 07

გამოგზავნილია: 15 Mar 2010, 17:27  #18501431      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (შევარდენი1906 @ 15 Mar 2010, 15:04 )
IVANICHA

მცხოვრების გრაფაში კი წერია 147 მაგრამ ხელშეკრულების თანახმად პრივატიცაზია კეთდება ბინა 148 -ზე sad.gif

სამწუხაროდ საჯარო რეესტრში ეს პრობლემა ვერ გამოსწორდება ვინაიდან შეცდომა დაშვებულია ნოტარიუსის მიერ... შესაბამისად ჩასწორება სანოტარო აქტში უნდა განახორციელოს ნოტარიუსმა ...

sad.gif

პმ მოგწერე მაინც

ეხლა უნდა წავიდე და ს. ბახტაძე უნდა მოვძებნო
შევარდენი1906
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 13772
წევრი No.: 16940
რეგისტრ.: 6-February 06

გამოგზავნილია: 15 Mar 2010, 17:36  #18501617      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · icq · aim · yim · msn
IVANICHA
QUOTE
პმ მოგწერე მაინც

ეხლა უნდა წავიდე და ს. ბახტაძე უნდა მოვძებნო



არ იწვალო sad.gif პმ ნახე აჯობებს ...

მოკლედ ჯერ ნოტარიუსთა პალატაში მოგიწევს მისვლა ...
Swayzak
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 122
წევრი No.: 9203
რეგისტრ.: 5-March 05

გამოგზავნილია: 15 Mar 2010, 17:50  #18501916      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ერთი ასეთი თხოვნა მაქვს,
თუ შეგიძლიათ გამიწიოთ კონსულტაცია.

93 წელს მიღებული მაქვს მიწის ნაკვეთი სასოფლო სამეურნეო (რეფორმით მიღებული).
დავკარგეთ მიღება ჩაბარების აქტი. რაიონის საგადასახადოში მოვიპოვეთ ცნობა მესაკუთრეობაზე.
ასევე გავაკეთეთ ადგილის ნახაზი. რეესტრიდან ითხოვენ ცნობას, თუ რამდენ ნაკვეთად არის გაცემული ეს მიწა.
საქმე რაშია ახლა. ეს სიები, ვის რამდენ ნაკვეთად გადაეცა მიწა გამქრალია (!). არც ადგილობრივ გამგეობაშია და არც არქივში.
ავიღე შესაბამისი ცნობები, ამ ორგანოებიდან, რომ არ აქვთ ეს სიები.
კითხვა: დამიმტკიცებს თუ არა რეესტრი ამ მიწას, ჩემს ხელთ არსებული დოკუმენტაციის საფუძველზე? თუ არა, მაშინ რა გზას უნდა მივმართო?
conditiosinequanon
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 176
წევრი No.: 110026
რეგისტრ.: 21-January 10

გამოგზავნილია: 15 Mar 2010, 17:56  #18502037      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (შევარდენი1906 @ 15 Mar 2010, 10:36 )
IVANICHA
QUOTE
მე მაქვს ესეთი კითხვა,
ტექბიუროში აღრიცხული ბინის ნომერი არი შEცდომით
ანუ ცნობა დახასიათებაში წერია 148 და სინამდვილეში არის 147
როგორ შEიძლება გასწორდეს ეგ ყველაფერი?


აქ მნიშვნელოვანია ერთი გარემოება - შეცდომა დაშვებულია ნასყიდობის ხელშეკრულებაში თუ პრივატიზციის ხელშეკრულებაში -

conditiosinequanon
QUOTE
არასამეწარმეო იურიდიული პირის რეგისტრაციისას შესაძლებელია რომ წესდება დაიწუნონ ან რამე მსგავსი>>>?


რა თქმა უნდა yes.gif

და რა შეიძლება არ "მოეწონიოთ" კანონწინააღმდეგობას არ ვგულისხმობ. შინაარსში რა შეიძლება არ მოეწონოთ
შევარდენი1906
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 13772
წევრი No.: 16940
რეგისტრ.: 6-February 06

გამოგზავნილია: 15 Mar 2010, 17:58  #18502078      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · icq · aim · yim · msn
conditiosinequanon
QUOTE
და რა შეიძლება არ "მოეწონიოთ" კანონწინააღმდეგობას არ ვგულისხმობ.


სწორედ კანონწინააღმდეგობა და კრების ოქმთანნ შეუსაბამობა თორე აბა მეტი შინაარსი რაში აინტერესებთ
conditiosinequanon
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 176
წევრი No.: 110026
რეგისტრ.: 21-January 10

გამოგზავნილია: 15 Mar 2010, 18:00  #18502123      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
რამდენი ხანია ვაკეთებ და ვერ მოვაბი თავი ხვალ ნოტარიუსში მიმაქვს იმედია არ გამაკოტრებენ :|
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (95) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



 
[ Script Execution time: 0.5322 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]