forum.ge
reklama
FORUM.GE ... წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> თარგმანის დამოწმება საზღვარგარეთ
kobalsky
fibo kowalsky


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6376
წევრი No.: 15704
რეგისტრ.: 27-December 05

გამოგზავნილია: 21 Jul 2010, 15:17  #20774426      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი · aim · yim · msn
მაქვს ქართული ცნობა საქართველოში ნასამართლეობის შესახებ.
გადავათარგმნინე ეს საბუთი ინგლისურად და დავამოწმებინე ნოტარიულად.
მინდა ამ საბუთის გამოყენება საფრანეთში მაგრამ როგორც ვიცი ქართული ნოტარიუსის ბეჭედს ძალა არა აქვს საფრანეთში და უნდა იყოს აპოსტილით დამოწმებული.
აპოსტილით დავამოწმებინე იუსტიციის სამინისტროში და დაამოწმეს მარტო ქარტული საბუთი (რომელიც მიბმულია თარგმანს წინ) და აპოსტილით არ არის დამოწმებული თარგმანი.
ანუ პრობლემა ისაა რომ საფრანეთში ამობიბენ რომ ნათრგმნი არ არის დამოწმებულიო და როგორ შემიძლია ეს დავამოწმო?
შეუძლია საფრაგეთში ნოტარიუსმა (თარჯიმნითურთ) დაამოწმოს ეს თარგმანი ისე რომ საფრანეთში ცნოონ?
თუ საქართველოს საელჩოს ჩაურევლად ეგ საქმე არ გამოვა?

მადლობთ წინასწარ.


--------------------
My current Signature-------(Shift+Alt+1)
მყ ცურრენტ შიგნატურე--(Shift+Alt+2)
Ьн Сгккуте Ышптфегку---(Shift+Alt+3)
Мй Цуррент Сигнатуре----(Shift+Alt+4)
――――――――――――――――
no matter how hard you try
     you can't stop us now
my emoticons are under copyright
ნიკზე დაჭერით მელაპარაკე ბიჭო! © მე
leono
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 245
წევრი No.: 87272
რეგისტრ.: 23-March 09

გამოგზავნილია: 21 Jul 2010, 17:33  #20776573      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
ეგ დოკუმენტი ჯერ აპოსტილით უნდა დაგემოწმებინა და მერე უნდა გეთარგმნა. ასე ხდება საერთოდ. რადგან უკვე თარგმანზეა აკინძული, ჯერ გახსენი ისე, რომ არ დაზიანდეს. შემდეგ ახალი თარგმანი გააკეთე (თარგმნე აპოსტილიც და მეორე მხარეზე ამობეჭდე). შემდეგ ხელახლა დაამოწმებინე ნოტარიუსს. ამის შემდეგ წესით პრობლემა აღარ უნდა გქონდეს.
kobalsky
fibo kowalsky


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6376
წევრი No.: 15704
რეგისტრ.: 27-December 05

გამოგზავნილია: 21 Jul 2010, 18:44  #20777610      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი · aim · yim · msn
leono
მადლობა კარგი გამოსავალია.

უბრალოდ პირველ პოსტში არ დავწერე, წესით ჩეხეთის ვიზისთვის მინდა ეგ საბუთი და ქართულიდან ჩეხურად უნდა მეთარგმნა.
ამიტომაც გავაკეთე თარგმანი საქართველოში, თორე საფრანგეთში სად ნახავ ქართულის და ჩეხურის მცოდნე თარჯიმანს.
ანუ როგორც ვხედავ 2 გამოსავალია:
1) საქართველოში გავაგზავნო საბუთი უკან და აპოსტოლი დავარტყმევინო ნათარგმნ გვერდზე.
2) ქართული გვერდი აპოსტოლით მოვხსნა და ხელახლა ვათარგმნინო საფრანგეთში.
ხო, იმედია ფრანგულად ან ინგლისურად ნათარგმნს მიირებენ საელჩოში.
leono
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 245
წევრი No.: 87272
რეგისტრ.: 23-March 09

გამოგზავნილია: 21 Jul 2010, 21:52  #20780059      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
მოიცადე, ეხლა სულ დამაბნიე. smile.gif ჩეხეთისთვის თუ გინდოდა, ინგლისურად რატომ ათარგმნინე. ან ეს საფრანგეთი რაღა შუაშია. smile.gif

მოკლედ,

შენ გაქვს ქართულ ენაზე შედგენილი საბუთი ნასამართლეობის შესახებ, რომელიც მოგცა (სავარაუდოდ შინაგან საქმეთა) სამინისტრომ. შენ ამ საბუთის თარგმანი გააგზავნე ჩეხეთში, მაგრამ საბუთს რადგან აპოსტილი არ ჰქონდა, არ მიიღეს. ეხლა ხომ აქვს უკვე აპოსტილი. ხოდა ეგ აპოსტილიანი საბუთი ათარგმნინე ხელახლა (უნდა ითარგმნოს აპოსტილიც.) და მაგ ახალ თარგმანს აგიკინძავს ნოტარიუსი იმ შენ საბუთზე. თვითონ თარგმანს აპოსტილის დასმა არ სჭირდება. თარგმანს უბრალოდ დამოწმება უნდა, რომ თარგმანი შეესაბამება ორიგინალს და ასე შემდეგ. მაგას ყველაფერს ნოტარიუსი გაგიკეთებს. ხოდა ეგ ყველაფერი უნდა გააგზავნო მერე ჩეხეთში. ასე ვიცი მე.
kobalsky
fibo kowalsky


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6376
წევრი No.: 15704
რეგისტრ.: 27-December 05

გამოგზავნილია: 30 Jul 2010, 21:43  #20908123      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი · aim · yim · msn
leono
დიდი მადლობა პასუხისათვის.
ვარ საფრანგეთში და იქ ვაკეთებ ჩეხეთის ვიზას (ჩეხების დაჟინებული თხოვნით).

მე ასე გავაკეთე დროის სიმცირის და გარკვეული პირობების გამო:

აიღეს ჩემი საბუთი (ქართულად) ნასამართლეობის შესახებ;
მიიტანეს იუსტიციის სამინისტროში და აპოსტილისა და ლეგალიზაციის განყოფილებაში ყავდათ ქართულიდან-ჩეხურად მთარგმნელი თარჯიმანი
იმან თარგმნა და იუსტიციის სამინისტრომ დაამოწმა აპოსტილით თრაგმანიც და ქარტული ორიგინალი საბუთიც:

ამონაწერი იუსტიცისს სამინისტროს საიტიდან სადაც ყველა შენი საბუთის ნახვა შესაძლებელია ონლაინ რეჟიმში:
ხელმომწერი: Ia Bakhtadze
თანამდებობა: Translator of Apostille and Legalization Division
დამტკიცებულია: Civil Registry Agency
დამოწმებულია: Civil Registry Agency Ministry of Justice of Georgia

და კიდევ მეუბნება ჩეხეთის საელჩო (პარიზში) რომ ნათარგმნი დამოწმებული არ არისო.
თავი ძლივს შევიკავე რომ მეგინა.

რატომ არის ეს არასწორი გზა ნათარგმნის ლეგალიზაციის არ მესმი.
შეგიძლიათ ვინმემ ამიხსნათ?

This post has been edited by kobalsky on 30 Jul 2010, 21:44
eka_ko
Junior Member


**
ჯგუფი: Registered
წერილები: 17
წევრი No.: 118288
რეგისტრ.: 11-July 10

გამოგზავნილია: 3 Sep 2010, 21:47  #21417269      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
ხალხო, გატყობთ ერკვევით აპოსტილებში bis.gif მეც დამაკვალიანეთ რა, როგორ მოვიპოვო აპოსტილი დაბადების მოწმობაზე, რომელიც ამერიკაშია გაცემული. ამერიკის საელჩო ვერ მაკვალიანებს, მეუბნებიან ინტერნეტში მოძებნეო ვისი კომპეტენციაა და მათ გადაუგზავნეო. იქნებ თქვენ უფრო ერკვევოდათ ამ საკითხში.... yes.gif
პატივისცემით, biggrin.gif
GURAMI19
ForZa Italyyy


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6323
წევრი No.: 24597
რეგისტრ.: 19-October 06

გამოგზავნილია: 4 Sep 2010, 18:02  #21429150      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · yim
kobalsky


მეც ეხლახან გავაკეთე ეგ საბუთი smile.gif

ნასამართლეობა წავიღე წერეთელზე რომ არის რეესტრი იქ. დაარტყეს აპოსტილი. შემდეგ წავიღე მთარგმნელთან სადაც ჯერ ინგლისურად თარგმნეს და მერე ინგლისურიდან ჩეხურად ნასამართლეობაც და აპოსტილიც, შემდეგ გამაგზავნეს ნოტარიუსთან თვითონ დავამოწმებინე და მოირჩა ყველაფერი smile.gif ჩავაბარე საელჩოში smile.gif თუ გინდა მოგწერ იმ კაცის ნომერს პმ-ში ვინც თარგმნის მაგას. 25 ლარი ჯდება მაგის თარგმნა. ჩეხია ვინც თარგმნის.


eka_ko

წერეთელზე მიდი რეესტრში 2 სართულზე და იქ იკითხე შეიძლება დაგაკვალიანონ. აპოსტილების განყოფილება მანდ არის.

This post has been edited by GURAMI19 on 4 Sep 2010, 18:04


--------------------
ადამიანი მაშინ რწმუნდები სამშობლოს სიყვარულში, როდესაც მის ფარგლებს გარეთ იმყოფები © GURAMI19

მე ისეთ ქართველს რა ვუთხრა,
რა ვუთხრა ისეთ ამხანაგს,
ვინც ვერ ახერხებს ქართულად
წერას, კითხვას და ლაპარაკს. © მუხრან მაჭავარიანი

Life is full of difficult decisions !!!
eka_ko
Junior Member


**
ჯგუფი: Registered
წერილები: 17
წევრი No.: 118288
რეგისტრ.: 11-July 10

გამოგზავნილია: 4 Sep 2010, 21:34  #21432264      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
დიდი მადლობა ყურადღებისათვის.
ინეტით მოვძებნე ორგანიზაცია, რომელიც აკეთებს ამერიკიდან აპოსტილებს. იცით რამდენი მოითხოვეს????? wow.gif თან უბრალო ფოსტა მივუთითე, ცოტა იაფად რომ გამოვსულვიყავი.
300 $ ღირს ეს სიამოვნება. user.gif ცოტა ძვირია, არა?
gast
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4786
წევრი No.: 57529
რეგისტრ.: 4-April 08

გამოგზავნილია: 6 Sep 2010, 17:06  #21457583      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
kobalsky
leono
აპოსტილი რა არის და რატომაა მაინც და მაინც საჭირო?


--------------------
better late than never
kobalsky
fibo kowalsky


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6376
წევრი No.: 15704
რეგისტრ.: 27-December 05

გამოგზავნილია: 7 Sep 2010, 11:10  #21468301      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი · aim · yim · msn
gast
http://www.cra.gov.ge/index.php?sec_id=74&lang_id=GEO
პასუხი შენს კითხვაზე აქ არის
GURAMI19
მადლობა ყურადღებისთვის.
ანუ 1 აპოსტილის დარტყმა მოგიწია ისიც ქართულ საბუთზე...
რავი მე 2ის დარტყმა მომიწია (ქარტულ საბუთზე და ნათრაგმნზეც) ალბათ იმიტომ რომ პარიზში ვაბარებდი ჩეხეთის საელჩოში.
თარგმნითაც წერეთელზე რეესტრში მითარგმნეს.
მე უკვე ჩავაბარე საბუტები და ველოდები პასუხს ვიზაზე.

eka_ko
Junior Member


**
ჯგუფი: Registered
წერილები: 17
წევრი No.: 118288
რეგისტრ.: 11-July 10

გამოგზავნილია: 8 Sep 2010, 01:12  #21481958      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
წარმატებებს გისურვებ!!!
შენ ჩემგან განსხვავებით აქაური აპოსტილი გჭირდება, ამიტომ უპრობლემოდ აკეთებ.
მე კი ამერიკულ საბუთზე მომთხოვეს, შესაბამისად ამერიკამ უნდა დაარტყას შტამპი. მაგრამ აქ კიდევ ერთი პრობლემაა ის, რომ ყველა შტატში განსხვავებული კანონები აქვთ. ანუ ნიუ-იორკში გაცემულ საბუთებზე ვინ უნდა გასცეს აპოსტილი, ჯერ ვერ გამირკვევია sad.gif
მიკლედ, გამკვირვებია რა, არც ამერიკის საელჩომ არ იცის დაზუსტებით, არც ჩვენმა საგარეო საქმეთა სამინისტრომ..... გამაგებინეთ, მე ჩვეულებრივმა ადამიანმა საიდან უნდა ვიცოდე?????? sad.gif
eka_ko
Junior Member


**
ჯგუფი: Registered
წერილები: 17
წევრი No.: 118288
რეგისტრ.: 11-July 10

გამოგზავნილია: 9 Sep 2010, 21:31  #21511485      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
ხალხო, თუ ვინმეს დაჭირდეს საზღვარგარეთის საბუთზე აპოსტილი, თურმე ჩიტაძის 6–ში საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის მიმღებში შეავსებ ბლანკს და გეხმარებიან ოფიციალურად.
მაგრამ რა ფასად დამიჯდა ამ ინორმაციის მოპოვება........ ვერ წარმოიდგენთ.
kobalsky
fibo kowalsky


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6376
წევრი No.: 15704
რეგისტრ.: 27-December 05

გამოგზავნილია: 10 Sep 2010, 11:57  #21519222      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი · aim · yim · msn
eka_ko
QUOTE
მე კი ამერიკულ საბუთზე მომთხოვეს

ამისთანა რა საბუთია რომ საქართველოში აპოსტილი მოგთხოვეს? თუ საიდუმლო არ არის
eka_ko
Junior Member


**
ჯგუფი: Registered
წერილები: 17
წევრი No.: 118288
რეგისტრ.: 11-July 10

გამოგზავნილია: 10 Sep 2010, 21:53  #21529358      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
ბავშვის დაბადების მოწმობაა, რომელიც ნიუ-იორკშია გაცემული. მე და მეუღლე სამუშაოდ ვიყავით წლების წინ და კანონები მაშინ არ ვიცოდით და არც აპოსტილის აუცილებლობა. ეხლა კი სკოლამ მოგვთხოვა და პრობლემები შეგვექმნა.
delfsma
Newbie


*
ჯგუფი: Registered
წერილები: 2
წევრი No.: 182621
რეგისტრ.: 4-March 14

გამოგზავნილია: 9 Mar 2014, 19:28  #40139193      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
eka_ko
QUOTE
თუ ვინმეს დაჭირდეს საზღვარგარეთის საბუთზე აპოსტილი, თურმე ჩიტაძის 6–ში საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის მიმღებში შეავსებ ბლანკს და გეხმარებიან ოფიციალურად.
მაგრამ რა ფასად დამიჯდა ამ ინორმაციის მოპოვება........ ვერ წარმოიდგენთ.

კიდევ არის აქ აპოსტოლიტ დამოწმება ტუ იციტ?

ვიცი რომ არის იუსტიციის სახლში და მაინტერესებს მარტო იქ არის ტუ სხვაგანაც შეიძლება
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: კავკასუს ონლაინი
[ Script Execution time: 0.0431 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]