forum.ge
reklama
თბილისის ფორუმი ... წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (15) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> ინდ. მეწარმე, შპს თუ ფიზიკური პირი ?, მინდა დაბალ შემოსავლიანი ბიზნესის დაწყება
Zia_kurosawa
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3179
წევრი No.: 51003
რეგისტრ.: 8-January 08

გამოგზავნილია: 8 Apr 2011, 19:24  #24868408      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
მოკლედ


ბიზნესი რომელიც ერთ აპარატს ეფუძნება
და ამ აპარატით უნდა ვიარო კარ და კარ ვთქვათ smile.gif
რა ვქნა? რომელი რა როგორ გავხსნა? smile.gif

როგორ უნდა ვიხადო გადასახადები? როგორ დავიბეგრები?
ყველაზე პატიოსანი ვარიანტები დაწერეთ თუ შეიძლება smile.gif
გოთვერნობას გამოცდილება უნდა, რომელიც არ მაქვს biggrin.gif

მადლობთ ყურადღებისთვის!


--------------------
Never argue with idiots; they will bring you down to their level and then beat you with experience! :)

quattro - a victory of an idea

ქალი უნდა ტყნა Copyright კირა ბებო
OHO
†ჯვაროსანი†


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 12073
წევრი No.: 7707
რეგისტრ.: 9-December 04

გამოგზავნილია: 8 Apr 2011, 21:15  #24870035      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი
QUOTE
მინდა დაბალ შემოსავლიანი ბიზნესის დაწყება

QUOTE
ფიზიკური პირი ?

გამორიცხე თუ ბიზნესია wink.gif
QUOTE
ინდ. მეწარმე

ადვილად რეგისტრირდები, მთელი ქონებით აგებ პასუხს!
QUOTE
შპს

რეგისტრაციას ოდნავ მეტი სირბილი უნდა(წესდება,დაფუძნების და დირექტორის დანიშვნის ოქმი ...) და 100 ლარის საწესდებო კაპიტალი მინიმუმ, მხოლოდ შ.პ.ს-ს სახელზე რიცხული ქონებით აგებ პასუხს!

ასე რომ შენი გადასაწყვეტია!

პ.ს საქართველოში მიღებული მახინჯი შეხედულებებით(ძირითადად საქმეში ჩაუხედავი ხალხი) უმეტესობა შ.პ.ს-ს უფრო სერიოზულად აღიქვავს ვიდრე ინდ.მეწარმეს ... თუნდაც პირველს საწესდებო კაპიტალად მხოლოდ 100 ლარი ჰქონდეს, მეორეს კი საკუთრებაში დიდი ქარხანა ან საცხოვრებელი კორპუსი ჰქონდეს!

This post has been edited by OHO on 8 Apr 2011, 21:16


--------------------
"ჯერ იყო "პრინუჟდენიე კ ვაინე", რათა მერე ყოფილიყო "პრინუჟდენიე კ მირუ". (c) crocodile

Птичка..... (c) http://www.youtube.com/watch?v=tP3ZaiZOjvs
Zia_kurosawa
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3179
წევრი No.: 51003
რეგისტრ.: 8-January 08

გამოგზავნილია: 8 Apr 2011, 21:58  #24870789      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
OHO

რა ხდება მაშინ როდესაც
შენ სახელზე ქონება არ ირიცხება? smile.gif

დააფუძნებ შპს ს ან ინდმეწარმეს? smile.gif

აი მაგალითად, მიდიხარ პროფილაქტიკაში,
მიდიხარ ხელოსანთან, მიდიხარ მრეცხავთან
ისენი ჩეკს ხომ არ გირტყამენ? დაა
ეგენი როგორ იბეგრებიან? დაახლოებით მაგ ტიპის
მომსახურებას ვაპირებ..

ხოოდა? არ მინდა რომ დამიჭირონ biggrin.gif

This post has been edited by Zia_kurosawa on 8 Apr 2011, 21:59
OHO
†ჯვაროსანი†


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 12073
წევრი No.: 7707
რეგისტრ.: 9-December 04

გამოგზავნილია: 8 Apr 2011, 23:09  #24872244      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი
Zia_kurosawa
QUOTE
რა ხდება მაშინ როდესაც
შენ სახელზე ქონება არ ირიცხება?

არაფერი რა უნდა მოხდეს?

QUOTE
დააფუძნებ შპს ს ან ინდმეწარმეს?

კი პრობლემა არაა!

QUOTE
მიდიხარ ხელოსანთან, მიდიხარ მრეცხავთან
ისენი ჩეკს ხომ არ გირტყამენ?

არ გირტყავენ და ჯარიმდებიან!!! თუ მათი საქმიანობა არაა განთავისუფლებული კანონმდებლობის შესაბამისად ...
QUOTE
ეგენი როგორ იბეგრებიან? დაახლოებით მაგ ტიპის
მომსახურებას ვაპირებ..

დაარეგისტრირდი გადამხდელად დაარეგისტრირე სალარო და ამუშავე ის ... უხეშად რომ გითხრა შენს მიერ მიღებულ შემოსავალს (სალაროს მიხედვით) გამოაკლებ ხარჯს (საბუთიანი ხარჯი იგულისხმება) და სხვაობის 20%-ს(ანუ საშემოსავლო გადასახადს) გადაიხდი საგადასახადოში და ეგაა.

დაბეგვრის რეჟიმი ინდ.მეწარმის და შ.პ.ს-ს შემთხვევაში განსხვავდება მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც გიწევს სუფთა მოგების/შემოსავლის 20%-ის გადასახადებში გაშვება ... ასე რომ გადაიხადე მეხუთედი და იძინე მშვიდად ... yes.gif წარმატებები ბიზნესში!
GrigolS



*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3989
წევრი No.: 12976
რეგისტრ.: 21-September 05

გამოგზავნილია: 8 Apr 2011, 23:45  #24873009      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
Zia_kurosawa
დაარეგისტრირდი ინდ. მეწარმედ.
იმის და მიუხედავად, რომ მთელი ქონებით აგებ პასუხს, ეს უმნიშვნელოა დაბაალ შემოსავლიანი ბიზნესის პირობებში. დადებითი მხარე კი საგადასახადოსთან გამატრივებული ურთიერთობაა.
აუცულებელია სალაფო აპარატი, სხვა ვარიანტში უნდავ გამოიყენო წერილობითი ხელშეკრულება, მარტივი ფორმის (ან მიღება/ჩაბარების აქტი, სადაც აღწერს შესრულებულ სამუშაოს და ზუსტად მიუთითებ ანაზღაურებას.).

პრობლემების თავიდან აცილების მიზნით, გირჩევ კონსულტაცია გაიარო ბუღალტერტან, იმიტომ რომ დაბალშემოსავლიანი ბიზნესის დროს პრაქტიკულად უმნიშვნელოა შერჩეული სამარტლებრივი ფორმა.

უბრალოდ ფიზიკურ გადამხდელად რეგისტრაცია ბიზნესის კეტების უფლებას არ გაძლევს.
რაც შეეხებას დაბეგვრას, ორივე შემთხვევაში ერთი და იგივეა:
ინდ. მეწარმე იხდის საშემოსავლოს 20%-ს
შპს იხდის მოგების გადასახადს 15%-ს და მერე 5%-ს დივიდენდის გატანაზე.

შპს-ს ბუღალტერია მარტივი საქმე ნამდვილად არ არის. მაგალითს გეტყვი:
გინდა შპს-თი იყიდო რაღაც აპარატი, რაც ღირს 500 ლარი, შპს-ს დაფუძნებისას საზოგადოების კაპიტალი განსაზღვრე 200 ლარით, რა უნდა გააკეთო: იღებ ჯიბიდან 500 ლარს, საიდანაც 200 ლარი კომოანიის თანხაა, 300 ლარს კი აფორმებ სესხად კომპანიაზე (აუცილებლად პროცენტიანი სესხი უნდა გააფორმო, რომ საგადასახადო უსასყიდლო მიწოდებაზე არ დაგბეგროს), შემდეგ შეიძინო ის აპარატი. მერე, რა საკვირველია, უნდა გაისტუმრო ეს სესხი კომპანიიდან შემოსული თანხებით. რეალურად ამ მისესხება ამოღბებით იღებს კომპანიიდან თანხას. მაგრამ ამ ყველაფერს სჭირდება დოკუმენტაცია და სწორი ბუღალტერია (თუ სუფთა მუშაობა გინდა).
მოგება რომ მოგებაა, ეგეც დათვლის მერე უნდა გამოიტანო და დაბეგრო.

ინდ. მეწარმით კიდევ ცხხოვრებას საოცრად იმარტივებ და ბუღალტერიას შენით აკეთებ rs.ge-ს მოცემული ბლანკებით, მარტივად და სწრაფად. თან ნუ გააცილებით მარტივია კაპიტალის გადაადგილება, იმიტომ რომ ასეთი ოპეაცია საერთოდ საჭირო არ არის, თუ ფული გაქვს - გაქვს და მორჩა.

OHO
QUOTE
00 ლარის საწესდებო კაპიტალი მინიმუმ

ასეთი რამე აღარ არსებობს.


This post has been edited by GrigolS on 8 Apr 2011, 23:55


--------------------
A diplomat is a man who always remembers a woman's birthday but never remembers her age.” – Robert Frost
luka_B
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1384
წევრი No.: 46628
რეგისტრ.: 12-November 07

გამოგზავნილია: 9 Apr 2011, 00:05  #24873418      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
თუ მარტო მუშაობ დარეგიტრირდი მიკრო მეწარმედ მაგრამ მანდ არის დიდი შეზღუდვები საქმიანობის მიხედვით, ყველა ვარიანტში სტატუსის მინიჭებას შემოსავლების სამსახური წყვიტავს მანამდე კი მოიძიეთ დადგენილება მიკრო სტატუსის მინიჭებაზე ახლა ნამდვილად არ მახსოვს თან შაბათ კვირაა და თუ გნებავთ მომიპიემეთ და მაგ დადგენილებას გამოგიგზავნით.

QUOTE
00 ლარის საწესდებო კაპიტალი მინიმუმ


ასეთი რამე აღარ არსებობს.


შპს-ზე რამე ზღვარი შემოიღეს ისევ?
OHO
†ჯვაროსანი†


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 12073
წევრი No.: 7707
რეგისტრ.: 9-December 04

გამოგზავნილია: 9 Apr 2011, 01:41  #24875106      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი
GrigolS
QUOTE
ასეთი რამე აღარ არსებობს.

უი ხო ეხლა გადავხედე და მომძველებია ინფო smile.gif 2011 დან ახალი კოდექსია და smile.gif

This post has been edited by OHO on 9 Apr 2011, 01:45
luka_B
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1384
წევრი No.: 46628
რეგისტრ.: 12-November 07

გამოგზავნილია: 9 Apr 2011, 02:14  #24875449      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
QUOTE
00 ლარის საწესდებო კაპიტალი მინიმუმ


ასეთი რამე აღარ არსებობს.


საწესდებოს მინიმალურ ზღვარზე საუბრობთ?? ეგ ხო 0 იყო რამე შეიცვალა?
Zia_kurosawa
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3179
წევრი No.: 51003
რეგისტრ.: 8-January 08

გამოგზავნილია: 9 Apr 2011, 03:19  #24875922      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
QUOTE
თუ მათი საქმიანობა არაა განთავისუფლებული კანონმდებლობის შესაბამისად ...


აი მაგალითად როცა მანქანა მყავდა მივდიოდი ტარასასთან
ხადავიკია ,
ძალიან იაფად აკეთებდა, მაგრამ
ჩეკს არ არტყამს არც შავი არც თეთრი ბუღალტერია არა აქვს,
იქვე დგას ვულკანიზატორი, მოიშიკი, მალიარი,, არავის ამხელა
წვალებები არა აქვს გაკეთებული smile.gif

ძალიან ვაფასებ თQვენს რჩევებს და პოსტებს,
რამდენი დრო დამიზოგეთ და ენერგია და წვალება smile.gif

ხოდა მეც რომ ვთქვათ მაგათ პონტში ვიყო,
აი აქ რომ დავწერო რომ ვთქვათ ვბურავ შუშებს ჯადოსნური
აპარატით.. ვიარო კარდაკარ მათთან ვისაც მანქანები ყავთ
დავწერო ფორუმზე მაი მარკეტზე და მოკლედ რა
გავხდე
შუშების დამბურველი კეთილი კაცი.

როგორ გავაკეთო ეს ბიზნესი ისე, რომ
გადავიხადო მაქსიმალურად ნაკლები
გავაკეთო სტატუსი (შპს, ინდმეწარმე, მიკრო მეწარმე)
თუ კი მუშაობას ვაპირებ მარტო ან მაქსიმუმ 2 კაცი!

არ მაქვს ქონება
არ მაქვს შემოსავალი

ვთქვათ, საცდელად გავედი
ვინმესთან, X პიროვნებასთან, არ მაქვს ლეგალური სტატუსი
არც სალარო აპარატი და ვეუნები
ბატონოჩემო დაგიბურავთ შუშებს კანონის შესაბამისად
და ის მეუნება, კი-ს
დავუბურე მისსავე გარაჟთან გამოვართვი ფული
და ეს კაცი პოლიცია-მილიცია რომ აღმოჩნდეს?
რა ხდება? დამიჭერს? biggrin.gif


ESTRANGED
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 165
წევრი No.: 49720
რეგისტრ.: 20-December 07

გამოგზავნილია: 9 Apr 2011, 11:55  #24877494      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
QUOTE (Zia_kurosawa @ 9 Apr 2011, 03:19 )
QUOTE
თუ მათი საქმიანობა არაა განთავისუფლებული კანონმდებლობის შესაბამისად ...


აი მაგალითად როცა მანქანა მყავდა მივდიოდი ტარასასთან
ხადავიკია ,
ძალიან იაფად აკეთებდა, მაგრამ
ჩეკს არ არტყამს არც შავი არც თეთრი ბუღალტერია არა აქვს,
იქვე დგას ვულკანიზატორი, მოიშიკი, მალიარი,, არავის ამხელა
წვალებები არა აქვს გაკეთებული smile.gif

ძალიან ვაფასებ თQვენს რჩევებს და პოსტებს,
რამდენი დრო დამიზოგეთ და ენერგია და წვალება smile.gif

ხოდა მეც რომ ვთქვათ მაგათ პონტში ვიყო,
აი აქ რომ დავწერო რომ ვთქვათ ვბურავ შუშებს ჯადოსნური
აპარატით.. ვიარო კარდაკარ მათთან ვისაც მანქანები ყავთ
დავწერო ფორუმზე მაი მარკეტზე და მოკლედ რა
გავხდე
შუშების დამბურველი კეთილი კაცი.

როგორ გავაკეთო ეს ბიზნესი ისე, რომ
გადავიხადო მაქსიმალურად ნაკლები
გავაკეთო სტატუსი (შპს, ინდმეწარმე, მიკრო მეწარმე)
თუ კი მუშაობას ვაპირებ მარტო ან მაქსიმუმ 2 კაცი!

არ მაქვს ქონება
არ მაქვს შემოსავალი

ვთქვათ, საცდელად გავედი
ვინმესთან, X პიროვნებასთან, არ მაქვს ლეგალური სტატუსი
არც სალარო აპარატი და ვეუნები
ბატონოჩემო დაგიბურავთ შუშებს კანონის შესაბამისად
და ის მეუნება, კი-ს
დავუბურე მისსავე გარაჟთან გამოვართვი ფული
და ეს კაცი პოლიცია-მილიცია რომ აღმოჩნდეს?
რა ხდება? დამიჭერს? biggrin.gif

2011 წლის 1 იანვრამდე ავტომობილების ტექნიკური მომსახურება და რემონტი განტავისუფლებული იყო გადასახდისგან და იმიტო არ არტყამდენ ჩეკს 168 მუხლი "ლ" ქვეპუნქტი.
ახალი კოდექსში ასეთი არაფერი წერია. ასე რომ დარღევაა.

პოლიცია არა მაგრამ საგადასახადო დაგიბარებს.
Mr-Banks
ჩვენ ვაძლიერებთ ერთმანეთს


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4378
წევრი No.: 126786
რეგისტრ.: 31-January 11

გამოგზავნილია: 9 Apr 2011, 13:28  #24878828      · პროფილი · პირადი მიმოწერა
მეწარმე ფიზიკურ პირსა და ინდ. მეწარმეს შორის არსებითი განსხვავებები მითხარით რა......


--------------------
კაცს დააწვენენ საგიჟეთში, რომელიც პერიოდულად იძახის: "გაგაწარმოვებ, გაგაწარმოვებო..."

მეორე გიჟი ეუბნება: "მე ვერ გამაწარმოვებ, e ხარისხად x ვარო".

ანეგდოტი მათემატიკოსებისათვის :))
ESTRANGED
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 165
წევრი No.: 49720
რეგისტრ.: 20-December 07

გამოგზავნილია: 9 Apr 2011, 13:46  #24879117      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
QUOTE (Mr-Banks @ 9 Apr 2011, 13:28 )
მეწარმე ფიზიკურ პირსა და ინდ. მეწარმეს შორის არსებითი განსხვავებები მითხარით რა......

მეწარმე ფიზიკური პირად ითვლება: ინდ. მეწარმე და ფიზიკური პირი, რომელიც ანხორციელებს შემდგე საქმიანობას: სახელოვნებო, სამეცნიერო, სამედიცინო, არქიტექტურული, საადვოკატო ან სანოტარო, სააუდიტო, საკონსულტაციო (მათ შორის, საგადასახადო კონსულტანტთა),

მოკლედ ძირითადი განსხვავება ისაა რომ ინდ. მეწარემს შეუძლია გამოიყენოს დაქირავებული მუშა-ხელი და მას შესაძლებლობა აქვს მოგების მზნით არაერთჯერადი ოპერაციები განახორციელოს. ფიზიკური პირის შემთხვევაში სამეწარმეო საქმიანობას ვერ ახორციელებ რა.
Zia_kurosawa
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3179
წევრი No.: 51003
რეგისტრ.: 8-January 08

გამოგზავნილია: 9 Apr 2011, 22:36  #24888651      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
ESTRANGED

QUOTE
პოლიცია არა მაგრამ საგადასახადო დაგიბარებს.



თუ კი ქონება არ ირიცხება ჩემს სახელზე რას მიზამენ?
დამიჭერენ? smile.gif თუ მას მერე დამიჭერენ რაც
მე ჯიუტად გავაგრძელებ შუშუების დაბურვას?

QUOTE
მოკლედ ძირითადი განსხვავება ისაა რომ ინდ. მეწარემს შეუძლია გამოიყენოს დაქირავებული მუშა-ხელი და მას შესაძლებლობა აქვს მოგების მზნით არაერთჯერადი ოპერაციები განახორციელოს. ფიზიკური პირის შემთხვევაში სამეწარმეო საქმიანობას ვერ ახორციელებ რა


მე ჩემი შუშების დაბურვით ვახორციელებ სამეწარმეო საქმიანობას?
არავის არ ვქირაობ, მარტო ვმუშაობ smile.gif

ESTRANGED

დიდი მადლობა yes.gif
GrigolS



*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3989
წევრი No.: 12976
რეგისტრ.: 21-September 05

გამოგზავნილია: 9 Apr 2011, 23:35  #24890036      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
Zia_kurosawa
ქონება ირიცხება თუ არ ირიცხება არ აქვს მნიშვნელობა. დაგერიცხება საურავები და გაიზრდება მანამ სანამ სისხლის სამართალებრივ დანაშაულამდე არ მივა და მერე ციხეა. თან გადასახადი არ არის იმხელა, რომ გიღირდეს თნდაც 5 წლის შემდეგ ამის გამო ციხეში ჩაჯდომა

საშემოსავლო არის 20% და ვალდებული ხარ გადაიხადო, რაც არ უნდა მოხდეს, როგორც არ უნდა მოხდეს და რა ფორს მაჟორული გარემოებაც არ უნდა იყოს. პირველ წელს იხდი ერთხელ, წლის ბოლოს, შემდეგი წლის 1 იანვრიდან 1აპრილამდე, შემდეგ კი კვარტალურად დაგერიცხება ავანსები (გადახდილი საშემოსავლო განაწილდება 4 ტოლ ნაწილად და დაგერიცხება), რაც აუცილებლად უნდა დაფარო. თუ წლის ბოლოს აღმოჩნდება რომ გადაიხადე მეტი ვიდრე გეკუთვნოდა - დაწერ განცხადებას და დაგიბრუნებენ, ან სხვა გადასახადებში გადაიტან, ან მომავალი წლის გადასახადი შეგიმცირდება. ავანსები იანგარიშება ბოლო დეკლარაციიდან (რომელსაც წელიწადში ერხელ აბარებ). თუ წლის შემოსავალი ითვალისწინებს მეტ გადასახადს ვიდრე წინა წელს გადახდილი თანხა, სვაობას დაფარავ დეკლარაციის ჩაბარების შემდეგ. მომდევნო წლის ავანსები დაირიცხება გაზრდილი/შემცირებული დეკლარაციის მიხედვით.

ახლა რაც შეეხება მეწარმეობას. სამეწარმეო საქმიანობაა ყველაფერი რითიც შეიძლება იშოვო ფული და არ წერია რომ ასეთი არ არის (კანონი მეწარმეთა შესახებ, მუხლი 1). მინების დაბურვა სამეწარმეო საქმიანობაა. შესაბამისად შეგიძლია განახორციელო ასეთი საქმიანობა მრავალჯერადად მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ დარეგისტრირდები ინდ. მეწარმედ ან განახორციელებ საქმიანობას შპს ან სხვა მეწარმეთა შესახებ კანონით დადგენილი ფორმით (სააქციო საზოგადოება, სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება, კომანდიტური საზოგადოება, კოოპერატივი). ნუ ნათელია რომ ყველაზე მარტივი არის ინდ. მეწარმე, მერე შპს და დანარჩენი იურისტის კადრის გარეშე არის ტანვა/ოხვრა/წამება biggrin.gif

ინდ. მეწარმე უფლებამოსილია დაასაქმოს 5 არაოჯახისწევრი პირი. შეუძლია იყოს მარტო. ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს.


ახლა რაც შეეხება მიკრო საწარმოს:
მიკრო საწარმოდ შუშების დაბურვის ბიზნესს ვერ მოაქცევ. 90% უარს გეტყვიან. მოგიწევს მცირე ბიზნესად რეგისტრაცია, რაც ცოტა მარაზმია. ახლა რატომაა მარაზმი:
მცირე ბიზნესი საშემოსავლოს იხდის საერთო შემოსავლის 5%-ს. ანუ ვერ გაქვითავს ხარჯებს. შესაბამისად თუ ბიზნესის მუშაობის პრინციპი მომსახურების გაწევაა და დანახარჯები საერთო შემოსავლის 15%-ზე ნაკლებია, მაშინ შეღავათია, მაგრამ თუ დანახარჯები საერთო შემოსავლის 15%-ზე მეტია, გადასახადი იმატებს და თან ძალიან დიდი ოდენობებით. ამიტომ ჯობია საქმიანობა უბრალოდ აწარმოო ე.წ. შეღავათის გარეშე. არის გათვალისწინებული 3%-იანი დაბეგვრის განაკვეთი, მაგრამ ამ შემთხვევაში უნდა დაადასტურო საერთო შემოსავლის 60% მაინც ხარჯებში. ანუ დიდი შუალედია, რომელში უშეღავათო სისტემა ჯობია.

PS თუ საწარმოს/მეწარმის ბრუნვა წლის გნმავლობაში აღემატება 100000 ლარს, მაშინ უნდა დადგეს დღგ-ს გადამხდელად (რეალიზაციის 18%, გადახდა ხდება ყოველთვიურად).

PSS გადასახადების არ გადახდა, რეგისტრაციის არ გავლა, ჩუმად მუშაობა და მსგავსი თემები, აჯობებს დაივიწყო. თავიდან კარგია, მაგრამ თუ გაგიგეს....

This post has been edited by GrigolS on 9 Apr 2011, 23:41
Mr-Banks
ჩვენ ვაძლიერებთ ერთმანეთს


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4378
წევრი No.: 126786
რეგისტრ.: 31-January 11

გამოგზავნილია: 10 Apr 2011, 00:35  #24891528      · პროფილი · პირადი მიმოწერა
ESTRANGED

დიდი მადლობა განმარტებისთვის. მაგალითად, რაიმე დამისახელე, ისეთი საქმიანობა, რომელსაც რომ დავიწყებ, უნდა დავრეგისტრირდე მეწარმედ...

ასეთი საქმიანობაა მაგალითად ბავშვების მომზადება ხომ? მარა ვინ იხდის ამის საშემოსავლოს? givi.gif
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (15) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: კავკასუს ონლაინი
[ Script Execution time: 0.0387 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]