forum.ge
reklama
FORUM.GE ... წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> შეწყალების კომისია, პატიმარი როგორ უნდა მოხვდეს
g_b_g_b
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2832
წევრი No.: 5741
რეგისტრ.: 17-July 04

  გამოგზავნილია: 13 Jun 2012, 16:23  #31648827      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
გამარჯობათ,

ვინმემ თუ იცით დამეხმარეთ smile.gif

როგორ უნდა მოხვდეს პატიმარი სიაში, რომელსაც შემდგომ შესწალების კომისია განიხილავს?
ყველა პატიმარს შეუძლია მოხვდეს?! რა დანაშაულიც ჩამდენს უფრო იწყალებენ?

ინტერნეტში მინდოდა მენახა ამ შესყალების კომისიის რეკვიზიტები, ან საიტი რომ წამეკითხა ეს ინფორმაცია მაგრამ ვერ ვნახე...
ვინმემ თუ იცით ლინკი მომეცით..


მადლობა წინასწარ!!!


--------------------

-----

Cisco Certified Network Associate (CCNA) - since 2010
Cisco Certified Network Professional (CCNP) - since 2012
Cisco Certified Network Associate Voice (CCNA Voice) - since 2012
დღლაზიკა
Junior Member


**
ჯგუფი: Registered
წერილები: 26
წევრი No.: 144468
რეგისტრ.: 14-March 12

გამოგზავნილია: 15 Jun 2012, 18:39  #31682663      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
QUOTE
რა დანაშაულიც ჩამდენს უფრო იწყალებენ?

მთავარია ხათუნას მოუნდეს და ნებისმიერს .. wink.gif
g_b_g_b
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2832
წევრი No.: 5741
რეგისტრ.: 17-July 04

გამოგზავნილია: 20 Jun 2012, 11:20  #31751871      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
ვინმეს თუ აქვს გამოცდილება, გთხოვთ დამეხმაროთ.
თუ პატიმართან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება და მაგალითად 10 წლის მაგივრად უნდა იჯდეს 3 წელი, შეწყალებაზე ციხეში ჯდომის რა პერიოდიდან შეიძლება საბუთების შეტანა?
კანონის მიხედვით 6 თვის შემდეგ შეიძლება შეწყალებაზე საბუთების შეტანა, მაგრამ რეალურად რომ შედეგი ქონდეს და შეიწყალონ რეალურად რამდენი მოუწევს ჯდომა დაახლოებით?

როგორც მითხრეს ვისთანაც საპროცესო შეთანხმება ფორმდება, იმათთან უფრო დიდი პროცენტი არის რომ შეიწყალონ მომავალში პატიმარი.. სიმართლე არის ეს?


მადლობა წინასწარ.

pro_leo66
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 429
წევრი No.: 117343
რეგისტრ.: 19-June 10

გამოგზავნილია: 20 Jun 2012, 11:53  #31752306      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
უფრო მემგონი მისჯილი ვადის ნახევარი მაინც უნდა მოიხადოს


--------------------
არხოტიონზე შაგვარდი, ვაჟ დედის გამზრდელზედაო.
და სანამ წამოსდგებოდი, სამ დაგკრა ზედი-ზედაო
ფეხბურთში მთავარი შედეგია.... FUCK THE WORLD
"აუცილებლად დაქორწინდი. თუ კარგი ცოლი გარგუნა ბედმა, გამონაკლისი იქნები და თუ ცუდი - ფილოსოფოსი მაინც გახდები."
ევრიპიდე.
Likvidatori
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 73
წევრი No.: 130420
რეგისტრ.: 22-April 11

გამოგზავნილია: 20 Jun 2012, 14:25  #31754614      · პროფილი · პირადი მიმოწერა

წაიკითხე ქვემოთ მოცემული პრეზიდენტის ბრძანებულება და ყველაფერს უკეთ გაიგებ თავად....თუ მაინც იქნება რომელიმე საკითხი გაუგებარი მომწერე და გიპასუხებsmile.gif




საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება
N 277 2004 წლის 19 ივლისი ქ.თბილისი

შეწყალების გამოყენების წესის შესახებ

1. საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 78-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელების უზრუნველსაყოფად დამტკიცდეს თანდართული დებულება „შეწყალების გამოყენების წესის თაობაზე“.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „მსჯავრდებულთა შეწყალების გამოყენების წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 13 მაისის N 319 ბრძანებულება.
3. ამ ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების პირველი მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი შეზღუდვები არ ვრცელდება იმ პირზე, რომელსაც შეწყალების თაობაზე შუამდგომლობა (თხოვნა) შემოტანილი აქვს ამ ბრძანებულების ძალაში შესვლამდე. ასეთი პირის შეწყალების საკითხი განიხილება, თუ იგი აკმაყოფილებს საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 13 მაისის N 319 ბრძანებულებით დამტკიცებულ მსჯავრდებულთა შეწყალების გამოყენების წესით დადგენილ პირობებს.

მიხეილ სააკაშვილი

დამტკიცებულია
საქართველოს პრეზიდენტის
2004 წლის 19 ივლისის
N 277 ბრძანებულებით

დებულება
შეწყალების გამოყენების წესის თაობაზე

მუხლი 1.
1. ეს დებულება განსაზღვრავს მსჯავრდებულთა და იმ პირთა შეწყალების წესს, რომლებმაც მოიხადეს სასჯელი და არა აქვთ გაქარწყლებული ან მოხსნილი ნასამართლობა.
2. შეწყალება გამოიყენება:
ა) იმ პირის მიმართ, რომელიც მსჯავრდებულია საქართველოს სასამართლოს მიერ და სასჯელს იხდის საქართველოს ტერიტორიაზე;
ბ) იმ პირის მიმართ, რომელიც მსჯავრდებულია სხვა სასამართლოს მიერ და სასჯელს იხდის საქართველოს ტერიტორიაზე, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;
გ) იმ სასჯელმოხდილი პირის მიმართ, რომელსაც არა აქვს გაქარწყლებული ან მოხსნილი ნასამართლობა.
3. შეწყალება არ გამოიყენება იმ მსჯავრდებული პირის მიმართ:
ა) რომელსაც მიესაჯა უვადო პატიმრობა, თუ მას ფაქტობრივად არა აქვს მოხდილი თავისუფლების აღკვეთის 25 წელი;
ბ) რომელიც სასჯელს იხდის თავისუფლების აღკვეთის სახით ორი ან მეტი დანაშაულის ჩადენისათვის და მოხდილი არა აქვს დანიშნული სასჯელის ნახევარი;
გ) რომელსაც მსჯავრი დაედო მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის, მისჯილი აქვს თავისუფლების აღკვეთა ხუთ წელზე მეტი ვადით და მოხდილი არა აქვს დანიშნული სასჯელის ნახევარი;
დ) რომელიც ადრე მსჯავრდებული იყო და ნასამართლობის გაქარწყლებამდე ან მოხსნამდე კვლავ ჩაიდინა განზრახი დანაშაული და არა აქვს მოხდილი დანიშნული სასჯელის ნახევარი;
ე) რომელიც პირველადაა მსჯავრდებული ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთით და მოხდილი არა აქვს დანიშნული სასჯელის 1/3;
ვ) რომლის მიმართ ადრე გამოყენებულ იქნა ამნისტია ან შეწყალება და ნასამართლობის გაქარწყლებამდე ან მოხსნამდე კვლავ ჩაიდინა განზრახი დანაშაული;
ზ) რომელიც სასჯელს იხდის პირობითი მსჯავრდებისას სასამართლოს მიერ დანიშნული გამოსაცდელი ვადის განმავლობაში ჩადენილი განზრახი დანაშაულისათვის;
თ) რომელიც სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლდა პირობით ვადამდე და ნასამართლობის გაქარწყლებამდე ან მოხსნამდე კვლავ ჩაიდინა განზრახი დანაშაული;
ი) რომელსაც სასამართლოს მიერ სასჯელის მოუხდელი ნაწილი შეცვლილი აქვს უფრო მსუბუქი სასჯელით;
კ) რომელიც სასჯელის მოხდის ადგილიდან ხასიათდება უარყოფითად;
ლ) რომელიც არ ცნობს თავს დამნაშავედ, არ ინანიებს ჩადენილ დანაშაულს და არ ითხოვს შეწყალებას.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ მსჯავრდებულთა შეწყალების საკითხი განიხილება იმ შემთხვევაში, თუ მსჯავრდებული არასრულწლოვანია ან არის რაიმე განსაკუთრებული გარემოება და არსებობს შეწყალების საკითხთა კომისიის შესაბამისი გადაწყვეტილება. (30.05.2005 N 395)
მუხლი 2.
1. შეწყალების შესახებ შუამდგომლობათა (თხოვნათა) წინასწარი განხილვისა და მსჯავრდებულთა შეწყალების თაობაზე საქართველოს პრეზიდენტისათვის წინადადებათა წარდგენის მიზნით იქმნება შეწყალების საკითხთა კომისია (შემდგომში _ კომისია).
2. კომისიის შემადგენლობა (თავმჯდომარე, წევრები) განისაზღვრება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით. კომისიის შემადგენლობაში შედიან საქართველოს პარლამენტის წევრები, საქართველოს სახალხო დამცველი, საზოგადოების წარმომადგენლები.
3. კომისია თავის წევრთაგან ირჩევს კომისიის მდივანს.
4. კომისიის სხდომები მოიწვევა, როგორც წესი, წელიწადში ორჯერ, საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით (რეზოლუციით). სხდომის მოწვევამდე კომისიის წევრებს ეგზავნებათ დღის წესრიგი, რომელზეც ისინი წინასწარ წარმოადგენენ თავიანთ მოსაზრებებს. კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ კომისიის სხდომას ესწრება წევრთა ორი მესამედი მაინც. მიღებულად ჩაითვლება ის გადაწყვეტილება, რომელსაც მხარი დაუჭირა კომისიის წევრთა სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტმა, ხოლო ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა. (24.07.2007 N441)
5. კომისიის წინადადებანი შეწყალების თხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე ან შეწყალების თხოვნაზე უარის თქმის შესახებ აისახება კომისიის სხდომის ოქმში.
6. კომისიის მიერ მომზადებულ წინადადებებს შეწყალების თხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე განიხილავს საქართველოს პრეზიდენტი და იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას.
7. საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია, შეწყალების შუამდგომლობის (თხოვნის) განხილვის ნებისმიერ სტადიაზე და/ან ამ დებულებით დადგენილი მოთხოვნების დაუცველად მიიღოს გადაწყვეტილება პირის შეწყალების თაობაზე. (30.05.2005 N 395)
მუხლი 3.
1. შეწყალების აქტი გამოიცემა საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით.
2. საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებაში მითითებული უნდა იყოს შეწყალებული პირის ბიოგრაფიული მონაცემები, სასამართლო განაჩენი, სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი, რომლის საფუძველზეც იქნა მსჯავრდებული, შეწყალების ღონისძიების სახე და საფუძველი. განკარგულებაში შესაძლებელია ასევე მითითებულ იქნეს შეწყალების ღონისძიების გამოყენების მოტივი.
3. შეწყალების შუამდგომლობის (თხოვნის) დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემთხვევაში, კომისია იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.
მუხლი 4.
შეწყალების შუამდგომლობის (თხოვნის) დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემთხვევაში, კომისიაზე განსახილველად განმეორებითი თხოვნა შეიძლება შეტანილ იქნეს შუამდგომლობის (თხოვნის) დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ კომისიის გადაწყვეტილების მიღების დღიდან ექვსი თვის შემდეგ.
მუხლი 5.
1. საქართველოს პრეზიდენტს შეწყალების თაობაზე შუამდგომლობით (თხოვნით) მიმართავენ ამ დებულების პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პირები უშუალოდ ან მათი ოჯახის წევრები, საქართველოს პარლამენტის წევრი (წევრები), ცალკეული პირები, პირთა ჯგუფები, ორგანიზაციები და უწყებები. შეწყალების შუამდგომლობას (თხოვნას) იღებს და კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრაციაში ატარებს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საქმისწარმოებისა და საკადრო საკითხთა სამსახური (30.08.2010 N 695), რის შემდეგაც შეწყალების შუამდგომლობა (თხოვნა) გადაეცემა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მოქალაქეობის, სახელმწიფო ჯილდოებისა და შეწყალების საკითხთა სამსახურს (30.08.2010 N 695) (შემდეგში - სამსახური).
2. შეწყალების თაობაზე შუამდგომლობის (თხოვნის) შემოსვლიდან ერთ თვეში სამსახური უზრუნველყოფს შესაბამისი უწყებებიდან სათანადო დოკუმენტების გამოთხოვას, რომელთა საფუძველზეც ადგენს ცნობას და ამზადებს შეწყალების საქმეს კომისიაზე განსახილველად. (16.03.2010 N171)
3. შესაბამისი უწყება ვალდებულია დოკუმენტების გამოთხოვის თაობაზე სამსახურის თხოვნის მიღებიდან ორ კვირაში უზრუნველყოს საჭირო მასალების სამსახურში გადაგზავნა. ამასთან, მსჯავრდებული პირის შეწყალების საკითხის განხილვის პროცესში მის მიმართ სისხლისსამართლებრივი ან დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს სამსახურს. (16.03.2010 N171)
4. მსჯავრდებული პირის შეწყალების საქმე შუამდგომლობასთან (თხოვნასთან) ერთად უნდა შეიცავდეს:
ა) განაჩენის (განაჩენთა) ასლს, რომლის საფუძველზეც პირი იხდის სასჯელს, ასევე იმ გადაწყვეტილებათა ასლებს, რომლებიც გამოტანილია ზემდგომი სასამართლო ინსტანციების მიერ განაჩენის (განაჩენთა) თაობაზე;
ბ) ცნობას მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;
გ) მონაცემებს დანაშაულის შედეგად გამოწვეული ზიანის შესახებ;
დ) ცნობებს მსჯავრდებულის ბიოგრაფიული მონაცემებისა და მისი ოჯახური მდგომარეობის შესახებ;
ე) მონაცემებს შეწყალების თაობაზე ადრე წარდგენილი შუამდგომლობებისა და მათი განხილვის შესახებ;
ვ) მონაცემებს მსჯავრდებულის მიმართ ამნისტიის ან შეწყალების აქტის გამოყენების თაობაზე;
ზ) ცნობას მსჯავრდებულის ნასამართლობის შესახებ;
თ) მონაცემებს მსჯავრდებულის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 72-ე ან/და 73-ე მუხლებით გათვალისწინებულ ღონისძიებათა გამოყენების შესახებ;
ი) მსჯავრდებულის დახასიათებას, გაცემულს სასჯელის აღმსრულებელი ორგანოს ხელმძღვანელის მიერ.
5. სასჯელმოხდილი პირის შუამდგომლობას (თხოვნას) თან უნდა ერთვოდეს:
ა) განაჩენის (განაჩენთა) ასლი;
ბ) ცნობა სასჯელის მოხდის შესახებ;
გ) დახასიათება, გაცემული შესაბამისი სამსახურის (თუ მუშაობს) ან ადგილობრივი მმართველობის ორგანოს მიერ.
6. მსჯავრდებულის (სასჯელმოხდილის) თხოვნით, შუამდგომლობას შეიძლება დაერთოს სხვა მასალები, რომლებსაც არსებითი მნიშვნელობა აქვთ შეწყალების საკითხის გადასაწყვეტად.
7. სამსახური კომისიას წარუდგენს ინფორმაციას იმ მსჯავრდებულთა შესახებ, რომლებიც ამ დებულების პირველი მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად არ ექვემდებარებიან შეწყალებას. კომისია იღებს გადაწყვეტილებას ამ პირთა შეწყალების თხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე, თუ ამ დებულების პირველი მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად სხვაგვარი გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული. (16.03.2010 N171)
8. კომისიის მიერ შემუშავებული წინადადებების შესაბამისად, სამსახური უზრუნველყოფს საქართველოს პრეზიდენტისათვის წარსადგენად განკარგულებათა პროექტების მომზადებას და განკარგულებებიდან ამონაწერების დანიშნულებისამებრ გაგზავნას. (16.03.2010 N171)
მუხლი 6.
1. მსჯავრდებულთათვის შეწყალების შეფარდებისას შეიძლება გამოყენებულ იქნეს:
ა) სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლება;
ბ) სასჯელის მოხდისაგან ნაწილობრივ გათავისუფლება – სასჯელის ვადის შემცირება;
გ) სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლა.
2. სასჯელმოხდილ პირებს შეწყალების აქტით შეიძლება მოეხსნათ ნასამართლობა.
მუხლი 7.
1. შეწყალების შუამდგომლობის (თხოვნის) განხილვისას მხედველობაში მიიღება: (30.05.2005 N 395)
ა) მსჯავრდებულის პიროვნება, ჩადენილი დანაშაულის საზოგადოებრივი საშიში ხასიათი, ნასამართლობა, სასჯელის მოხდის ვადა, სასჯელის მოხდის ადგილებში მსჯავრდებულის ქცევა, ოჯახური პირობები, ჯანმრთელობის მდგომარეობა, დაზარალებულის მოსაზრება და სხვა გარემოებანი;
ბ) სასჯელმოხდილი პირის ქცევა, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის კატეგორია და სასჯელის მოხდიდან გასული ვადა.
2. არასრულწლოვანი პირის შეწყალების შუამდგომლობა (თხოვნა) განიხილება რიგგარეშე და ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ გარემოებებთან ერთად მხედველობაში მიიღება პირის ფსიქიკური განვითარების დონე, ცხოვრებისა და აღზრდის პირობები და სხვა პიროვნული თავისებურებანი. (30.05.2005 N 395)
მუხლი 8.
1. კომისიის გადაწყვეტილებით, საჭიროების შემთხვევაში, შეწყალების შუამდგომლობა (თხოვნა) დასკვნისათვის შეწყალების საქმის მასალებთან ერთად შეიძლება გაეგზავნოს საქართველოს პროკურატურას, საქართველოს შინაგან საქმეთა და სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროებს. (16.03.2010 N171)
2. აღნიშნულმა ორგანოებმა თავიანთი დასკვნები შეწყალების საკითხთა კომისიას უნდა წარუდგინონ შეწყალების საქმის მიღებიდან ორ კვირაში.
მუხლი 9.
1. მსჯავრდებულის შეწყალების თაობაზე საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება შესასრულებლად ეგზავნება საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს, ხოლო სასჯელმოხდილი პირის შეწყალების თაობაზე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს. (16.03.2010 N171)
2. საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება მსჯავრდებულის შეწყალების თაობაზე ცნობისათვის ეგზავნება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს.
3. შეწყალებაზე უარის თქმის შესახებ კომისიის გადაწყვეტილება ეგზავნება სასჯელის აღმასრულებელ ორგანოს, რომელიც აცნობებს მსჯავრდებულს კომისიის გადაწყვეტილების თაობაზე. (16.03.2010 N171)
მუხლი 10.
1. სასჯელის აღმსრულებელი ორგანო მსჯავრდებულთა შეწყალების თაობაზე საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების აღსრულებას უზრუნველყოფს დაუყოვნებლივ.
2. სასჯელის აღმსრულებელი ორგანო მსჯავრდებულთა შეწყალების თაობაზე საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების შესრულების შესახებ ინფორმაციას უგზავნის სამსახურს. (16.03.2010 N171)
g_b_g_b
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2832
წევრი No.: 5741
რეგისტრ.: 17-July 04

გამოგზავნილია: 20 Jun 2012, 14:56  #31755111      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
მადლობა smile.gif .
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: კავკასუს ონლაინი
[ Script Execution time: 0.9593 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]