forum.ge
reklama
FORUM.GE ... წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
reklama

Pages: (9) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> ზოგადი უნარების ტესტები (2007), აბა ნახეთ, რამე ლოგიკაში თუ ჯდება
Makumba666
Crazy Devil


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 11236
წევრი No.: 7733
რეგისტრ.: 10-December 04

გამოგზავნილია: 9 Jul 2007, 18:10  #6094046      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
თავიდან ვიტყვი, რომ ვარ სრულ ჭკუაზე, ჩემი IQ არის 140, ანუ, წესით არ ვარ მთლად უიმედო. ცოტა ხნის წინ ეროვნული გამოცდების საიტზე დაიდო ზოგადი უნარების ტესტების სწორი პასუხები. ის პასუხები, რომელთაც მინდა თქვენაც გადაავლოთ თვალი. მაშ ასე ზოგადი უნარები II ვარიანტი 2 ივლისი:

3. ხანძარი : დაუდევრობა
(ა) ომი : იერიში
(ბ) ავადმყოფობა : ზრუნვა
(გ) ქორწინება : სიყვარული
(დ) შრომა : სიბეჯითე
სწორი პასუხია (დ). ანუ ქორწინება, თურმე სიყვარულის შედეგი ყოფილა smile.gif, როგორც ხანძარი - დაუდევრობის. ამას კიდევ ტესტის შემდგენლის იდეალიზმს მიაწერდა კაცი, რომ არა სხვა მარგალიტები.

4. ბაღი : მცენარე
(ა) ცა : ღრუბელი
(ბ) ქალაქი : შენობა
(გ) ზღვა : კუნძული
(დ) ქარხანა : სახელოსნო
რატომ არის სწორი პასუხი (ბ) და არა მაგალითად (დ) - ამას ჩემი სუსტი ტვინი ვერ წვდება.

6. სვეტი : სვეტოვანი
(ა) მორალი : მორალური
(ბ) ციტატა : ციტირებული
(გ) რომანი : რომანტიკული
(დ) ორნამენტი : ორნამენტული
სწორი პასუხია (დ). რატომ არ აკმაყოფილებს ტესტის პირობას (ა) - ეგ თუნდაც კოდელ ნინოს ჰკითხეთ. smile.gif

27. ადამიანის სხეული : წარბი
(ა) შენობა : რაფა
(ბ) ლოკოკინა : ნიჟარა
(გ) ავეჯი : სავარძელი
(დ) მდინარე : ხიდი
სწორი პასუხი ყოფილა (ა). რატომ არ აკმაყოფილებს ტესტის კრიტერიუმებს პასუხი (ბ) - ანუ რატომ არ არის ნიჟარა ლოკოკინას შემადგენელი ნაწილი - ვერ ვხვდები.

მოკლედ, ძალიან ბევრი ამნაირი მარგალიტია. ცხადია, მე ჩემი სუსტი ტვინით ვერ შევწვდი ტესტების ავტორების დონეს. სად მე და სად ისინი. მაგრამ იქნება, რომელიმე ღრმადგანათლებულმა ტესტისების... ოჰ, მაპატიეთ - ტესტების ავტორმა შემოიხედოს და ახსნას რატომ ჰგონია ზოგიერთ ბილწს და გათახსირებულს biggrin.gif, ჩემი თამადობით, რომ მაგათ ტვინი არ აქვთ და ეს ე.წ. ტესტები ჩაწყობის კიდევ ერთი მეთოდია.
ალბათ ვიღაცისგან ფულს ვიღებთ, რომ ასეთი დაწყობილი და დალაგებული ეროვნული გამოცდები გავაბანძოთ. sad.gif თუ ასეა, მოვითხოვ - ჩემი წილი გადამიხადეთ!!! biggrin.gif


--------------------
Kill'em all!
Guardian
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5000
წევრი No.: 15329
რეგისტრ.: 12-December 05

გამოგზავნილია: 9 Jul 2007, 18:29  #6094196      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
Makumba666

შენ, ალბათ, GRE არასდროს ჩაგიბარებია - იმის ანალოგიით არის შედგენილი.
მე პასუხებს არ ვნახულობდი და ბოლოს გარდა ყველას სწორად გავეცი პასუხი - ბოლო კითხვა ვერ არის მართლა გამართული - ანუ, ამას -
QUOTE
რატომ არ აკმაყოფილებს ტესტის კრიტერიუმებს პასუხი (ბ) - ანუ რატომ არ არის ნიჟარა ლოკოკინას შემადგენელი ნაწილი

ვერც მე ვხვდები.
naneee
zzzzzz


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4923
წევრი No.: 15771
რეგისტრ.: 29-December 05

გამოგზავნილია: 9 Jul 2007, 18:34  #6094231      · პროფილი · პირადი მიმოწერა
აუუუუუუუფ მე ბოლობდე არ წავიკითხე lol.gif მეოგნა პასუხები არ ეწერა user.gif

This post has been edited by naneee on 9 Jul 2007, 18:34


--------------------
-Gatsby? What Gatsby?
Makumba666
Crazy Devil


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 11236
წევრი No.: 7733
რეგისტრ.: 10-December 04

გამოგზავნილია: 9 Jul 2007, 18:40  #6094288      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
Guardian
QUOTE
შენ, ალბათ, GRE არასდროს ჩაგიბარებია

არა, ჩემ დროს სხვანაირი გამოცდები იყო. რავი, შეიძლება ვცდები, მაგრამ ჩემი აზრით ეს ისეთივე "მეტკაა", როგორიც იყო ხოლმე ძველ გამოცდებზე. შეიძლება ვცდები, მაგრამ რაც ლოგიკას არ ემორჩილება ის ან ღვთაებრივია smile.gif (თუ მორწმუნე ხარ), ანდა ძალიან ბიწიერი.
Guardian
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5000
წევრი No.: 15329
რეგისტრ.: 12-December 05

გამოგზავნილია: 9 Jul 2007, 18:52  #6094369      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
Makumba666
QUOTE
რაც ლოგიკას არ ემორჩილება

ლოგიკას ყველა ემორჩილება, ბოლოს გარდა -

QUOTE
3. ხანძარი : დაუდევრობა

ამის ერთადერთი სწორი მიზეზ-შედეგობრივი ანალოგიაა -
QUOTE
(გ) ქორწინება : სიყვარული

ვიღაცამ შეიძლება იკითხოს, რატომ -
QUOTE
(დ) შრომა : სიბეჯითე

- არაო? იმიტომ, რომ შრომა არ არის ერთხელობრივი აქტი, ქორწინებისა და ხანძრისგან განსხვავებით.

QUOTE
4. ბაღი : მცენარე

პასუხი -
QUOTE
(ბ) ქალაქი : შენობა

როგორც ბაღშია მცენარეები, ისე ქალაქშია შენობები.
რატომ -
QUOTE
(დ) ქარხანა : სახელოსნო

- არა? იმიტომ, რომ ქარხანაში სახელოსნოები არ არ არის - ქარხანაში შეიძლება იყოს დაზგები ან სხვა დანადგარები, სახელოსნო კი, ფაქტიურად, თავად არის მცირე ზომის ქარხანა.

QUOTE
6. სვეტი : სვეტოვანი

სიტყვა 'სვეტოვანი' ნიშნავს მრავალი სვეტის მქონეს, შესაბამისად, სწორი პასუხია -
QUOTE
(დ) ორნამენტი : ორნამენტული

რატომ -
QUOTE
(ა) მორალი : მორალური

- არა? იმიტომ, რომ, ჯერ ერთი, მორალი ერთია და არა - მრავალი, და მეორეც - მორალი აბსტრაქტული ცნებაა, სვეტისა და ორნამენტისაგან განსხვავებით.

This post has been edited by Guardian on 9 Jul 2007, 18:56
vimpel
Andrew Carnegie


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 757
წევრი No.: 27800
რეგისტრ.: 4-January 07

გამოგზავნილია: 9 Jul 2007, 18:56  #6094395      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
QUOTE
Makumba666

პასუხების უნახავად შევამოწმე ჩემი თავი და ყველას სწორად გავარტყი. სხვა ტესტები არ ვიცი( აბიტურიენტი არ ვარ), მაგრამ ესენი ნამდვილად ემორჩილებიან ლოგიკას, მემგონი სწორებია yes.gif


--------------------
არავინაა დამარცხებული, სანამ თვითონ არ ჩათვლის თავს დამარცხებულად.
სიმდიდრე ამ ქვეყანაზე თავდაპირველად იდეების სახით მოდის!
Stalker2005
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8574
წევრი No.: 9735
რეგისტრ.: 2-May 05

გამოგზავნილია: 9 Jul 2007, 18:58  #6094407      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი · msn
Makumba666
QUOTE
მოკლედ, ძალიან ბევრი ამნაირი მარგალიტია. ცხადია, მე ჩემი სუსტი ტვინით ვერ შევწვდი ტესტების ავტორების დონეს

შენს ტვინს რას ერჩი დალოცვილო?!
უბრალოდ. მთელი ეს კანალიზაცია დროზე უნდა გადაიკეტოს და სანამ დროა ამის შემდგენი ფეკალური სულისკვეთების ხალხი თავის ლომაია წიფურიებიანად ამ კანალიზაციაში უნდა ჩაირეცხოს ....სანამ გვიან არ არის!!!

იდეა - ბაღი არის მცენარე-ნაგებობებით დამშვენებული ქალაქი!
იდეის ხორცშესხმა - ქალაქში სადაც ბევრი შადრევნებია, შენობებს აშენება არ სჭირდებათ....ისინი თავისით იზრდებიან, რჩება მხოლოდ მათი გაფერადება!!!

ჩემი სატესტო შეკითხვა: რა კავშირია ლომაიას და აკუმულატორს შორის???? biggrin.gif


--------------------
პადრე რომელიც მოვიდა ადრე
Guardian
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5000
წევრი No.: 15329
რეგისტრ.: 12-December 05

გამოგზავნილია: 9 Jul 2007, 19:05  #6094464      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
პრინციპში, ბოლო ვარიანტშიც არის რაღაც ლოგიკა, მაგრამ მაინც შედარებით სუსტად შედგენილი კითხვაა -
QUOTE
ადამიანის სხეული : წარბი

როგორც წარბი შემოსაზღვრავს ადამიანის ტვინის ფანჯარას - თვალს, ისე რაფა შემოსაზღვრავს შენობის ფანჯარას.
თანაც, ნიჟარა რაღაც ვერ არის იმავე პროპორციებში ლოკოკინას სხეულთან, როგორც წარბი - ადამიანის სხეულთან.
sharlot
ბი-ბი-ლო


*******
ჯგუფი: Honorary Member
წერილები: 12828
წევრი No.: 1960
რეგისტრ.: 21-March 03

გამოგზავნილია: 9 Jul 2007, 19:17  #6094550      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ვებგვერდი · icq
QUOTE
27. ადამიანის სხეული : წარბი
(ა) შენობა : რაფა
(ბ) ლოკოკინა : ნიჟარა
(გ) ავეჯი : სავარძელი
(დ) მდინარე : ხიდი
სწორი პასუხი ყოფილა (ა). რატომ არ აკმაყოფილებს ტესტის კრიტერიუმებს პასუხი (ბ) - ანუ რატომ არ არის ნიჟარა ლოკოკინას შემადგენელი ნაწილი - ვერ ვხვდები.

იმიტომ რომ ნიჟარა ლოკოკინის გარსია ასე რომ ვთქვათ.
ადამიანის სხეულს აქვს თავი, თავზე წარბი,

შენობას ფანჯარა, ფანჯარას რაფა.


--------------------
[IMG]http://raichu.de/avatare/animiert/0077.gif[/IMG] მძლავრად დიაგონალზე !
Stalker2005
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8574
წევრი No.: 9735
რეგისტრ.: 2-May 05

გამოგზავნილია: 9 Jul 2007, 19:17  #6094552      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი · msn
Guardian
QUOTE
როგორც წარბი შემოსაზღვრავს ადამიანის ტვინის ფანჯარას - თვალს.....


ეს პასუხი მაშინ იქნებოდა სწორი, თუ რომელიმე ერთ-ერთს, ადამიანის წარბს ან ფანჯრის რაფას, თავდაყირა წარმოვიდგენთ....რამდენადაც ვიცი წარბი ზევიდანაა, ხოლო ფანჯრის რაფა ქვევიდან, თუ მნიშვნელობა არა აქვს....?! lol.gif
sharlot
ბი-ბი-ლო


*******
ჯგუფი: Honorary Member
წერილები: 12828
წევრი No.: 1960
რეგისტრ.: 21-March 03

გამოგზავნილია: 9 Jul 2007, 19:17  #6094553      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ვებგვერდი · icq
Guardian
QUOTE
მაგრამ მაინც შედარებით სუსტად შედგენილი კითხვაა -

ვახ, აი ხომ ხედავ დაგეთანხმე wink.gif
* * *
Stalker2005
QUOTE
ეს პასუხი მაშინ იქნებოდა სწორი, თუ რომელიმე ერთ-ერთს, ადამიანის წარბს ან ფანჯრის რაფას, თავდაყირა წარმოვიდგენთ....რამდენადაც ვიცი წარბი ზევიდანაა, ხოლო ფანჯრის რაფა ქვევიდან, თუ მნიშვნელობა არა აქვს....?!

უბრლაოდ სხვებთან სედარებით, თორემ არ გამომიცნო ლოგიკა რომაა მაგაში გეთანხმები.
Makumba666
Crazy Devil


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 11236
წევრი No.: 7733
რეგისტრ.: 10-December 04

გამოგზავნილია: 9 Jul 2007, 19:22  #6094593      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
Guardian
QUOTE
არა - იმიტომ, რომ ქარხანაში სახელოსნოები არ არ არის - ქარხანაში შეიძლება იყოს დაზგები ან სხვა დანადგარები, სახელოსნო კი, ფაქტიურად, თავად არის მცირე ზომის ქარხანა.

არა ბატონო. მე თავად ვერ დავიჩემებ პროლეტარობას, smile.gif თუმცა პროფი დავამთავრე წითელ დიპლომზე, მაგრამ ვინაც ქარხანაში ნამუშევარია, იცის, რომ იქ არის საამქროები და სახელოსნოებიც. ამიტომ სახელოსნო ქარხნის ისეთივე შემადგენელი ნაწილია, როგორც შენობა - ქალაქის. სახელოსნო - ანუ, რუსულად мастерская.

QUOTE
არა - იმიტომ, რომ, ჯერ ერთი, მორალი ერთია და არა - მრავალი, და მეორეც - მორალი აბსტრაქტული ცნებაა, სვეტისა და ორნამენტისაგან განსხვავებით.

ასევე მრავალია ორნამენტიც. და რატომაა მორალი აბსტრაქტული, ხოლო ორნამენტი კონკრეტული? არ ვიცი და სვეტოვანიც ისეთივე აბსტრაქცია არაა, როგორც მორალური, ანდა თაღოვანი, ჰაეროვანი, იდიოტური დ.ა.შ?
რავი, მე მაქვს ჭკუა სხვანაირად მოწყობილი?
ერთადერთი რაც იმჰო, განასხვავებს მაგ ცნებებს არის ის, რომ ერთი ფიზიკურია, მეორე კი არა. და როცა მაგ ცნებების განსხვავება გინდა - მინიმუმ 2 მაგალითია საჭირო. თუ 2-ვე ფიზიკური იქნა - იასნია ფსიქიურს არ დაწერ დ.ა.შ
Guardian
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5000
წევრი No.: 15329
რეგისტრ.: 12-December 05

გამოგზავნილია: 9 Jul 2007, 19:24  #6094607      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
Stalker2005
QUOTE
ეს პასუხი მაშინ იქნებოდა სწორი, თუ რომელიმე ერთ-ერთს, ადამიანის წარბს ან ფანჯრის რაფას, თავდაყირა წარმოვიდგენთ....რამდენადაც ვიცი წარბი ზევიდანაა, ხოლო ფანჯრის რაფა ქვევიდან, თუ მნიშვნელობა არა აქვს....?!

ანალოგიების შემთხვევაში ნამდვილად არა აქვს მაგას მნიშვნელობა - პირიქით, მშვენიერი დისტრაქტორია (ანუ, დამაბნეველი) აბსტრაქტული აზროვნების შესამოწმებლად - ვისაც მაგის უნარი არა აქვს, რომ ეგეთი სწრაფი განზოგადება მოახდინოს და ზემოთ არის რაღაც თუ ქვემოთ, მაგას ყურადღება არ მიაქციოს, ის აშკარად მოიკოჭლებს აბსტრაქტულ აზროვნებაში.

This post has been edited by Guardian on 9 Jul 2007, 19:26
Makumba666
Crazy Devil


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 11236
წევრი No.: 7733
რეგისტრ.: 10-December 04

გამოგზავნილია: 9 Jul 2007, 19:26  #6094625      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
sharlot
QUOTE
იმიტომ რომ ნიჟარა ლოკოკინის გარსია ასე რომ ვთქვათ.ადამიანის სხეულს აქვს თავი, თავზე წარბი,

შენობას ფანჯარა, ფანჯარას რაფა.

პროპორციები აქ არაფერ შუაშია. თუ მასეა - ვისაც უნდა ნაძლევს დავუდებ, რომ ფანჯრის რაფის ზომის შეფარდება შენობის ზომასთან აბსოლუტურად არაპროპორციულია ადამიანის სხეულის ზომის წარბთან შეფარდებისა. მოკლედ, სორი, მაგრამ ყურით მოთრეული არგუმენტია.
ჰოდა კიდე, ლოკოკინას აქვს ზურგი, და ზურგზე კი ნიჟარა, რითი არ გავს ეს ამას:
QUOTE
ადამიანის სხეულს აქვს თავი, თავზე წარბი,


This post has been edited by Makumba666 on 9 Jul 2007, 19:26
Peppi
ვიყიდი დროს


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8421
წევრი No.: 11116
რეგისტრ.: 30-June 05

გამოგზავნილია: 9 Jul 2007, 19:28  #6094646      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი · yim
Makumba666
რა დროს გაგვისწრია ეროვნული გამოცდებისთვისwink.gif

ისე, მეც მაგრად გამიჭირდა ამოხსნა, ფაქტიურად ჩავფლავდი, არადა . . . მოკლედ თავის ქებას არ დავიწყებ

მოკლედ 4-დან ლოგიკურად ამოვხსენი 1 და ინტუიციით მივხვდი 1. ანუ სულ 50%, რაც ძალზედ სავალალოა

QUOTE
რატომ არ აკმაყოფილებს ტესტის კრიტერიუმებს პასუხი (ბ) - ანუ რატომ არ არის ნიჟარა ლოკოკინას შემადგენელი ნაწილი - ვერ ვხვდები.

აი ეს ამოვხსენი სწორედ, აი ჩემი მსჯელობაც: მოცემულია - ადამიანის სხეული და წარბი. ანუ დიდ მასაზე არის რაღაც პატარა ნაწილი და სავარაუდოდ ეს ორი ელემენტი ერთმანეთთეა მიმაგრებული; ასეთი მსჯელობით კი - ლოკოკინა არასწორია, პირიქით, რომ ყოფილიყო ნიჯარა-ლოკოკინა კიდევ შეიძლებოდა. ასევე არასწორი იქნება ავეჯი და სავარძელი, რადგან ჩემს მსჯელობას თუ მივყვებით სავარძელი ავეჯის სხეულზე არაა "დამაგრებული" და სიდიდის პროპორციებიც გაურკვეველია. მაგრამ სულ ეს არის, მეტი ვეღარ გავქაჩე (:

QUOTE
ქორწინება, თურმე სიყვარულის შედეგი ყოფილა

აი ეს მეც ვერ გავიგე, ისევე როგორც სხვები
რატო, რატოო???????????????????


--------------------
www.perfectcook.org -კულინარიული ინტერნეტ-გამოცემა ქართულად; ქართული და უცხოური კერძები - სურათებით; კულინარიული მოგზაურობა და პროდუქტების მიმოხილვა; კონკურსი - მრავალი პრიზით და Peppi-ის ბლოგი . . .
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (9) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: კავკასუს ონლაინი
[ Script Execution time: 0.0392 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]