forum.ge
reklama
FORUM.GE ... წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
reklama

Pages: (7) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> ვალდორფის სკოლა
ლაბუ
Busuna


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1159
წევრი No.: 16720
რეგისტრ.: 30-January 06

გამოგზავნილია: 28 Jul 2009, 10:51  #14874068      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი
ძალიან გთხოვთ ყველას, ვისაც რამე შეხება გქონიათ ამ სკოლასთან, გამიზიარეთ თქვენი აზრი smile.gif


--------------------
Behind every great woman is a man checking out her ass..
Верьте людям на слово..... заверенное подписью и печатью
თამარ
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 402
წევრი No.: 87007
რეგისტრ.: 19-March 09

გამოგზავნილია: 28 Jul 2009, 14:58  #14877211      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
სკოლა მდებარეობს ვაჟა-ფშაველას მე-6 კვარტალში,
დაარსებულია გერმანელი დონორების მხარდაჭერით.
გამოირჩევა სწავლების თავისებური მეთოდიკით. ძირითადი დაკვირვებაა, რომ ეს სკოლა უფრო შეეფერება ადამიანებს, რომლებიც შემოქმედებით პროფესიებს ირჩევენ. რაც შეეხება ზუსტ მეცნიერებებს, ტექნიკურ საგნებს, ბავშვებს ძირითადად პრობლემები ექმნებათ, იმიტომ რომ სწავლება ხდება არასისტემატურად, ე.წ. ეპოქებად.
just_mee
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2813
წევრი No.: 84295
რეგისტრ.: 9-February 09

გამოგზავნილია: 28 Jul 2009, 20:22  #14881438      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
ჩემმა შვილმა დაამთავრა ეს სკოლა.ძალიან კმაყოფილი ვარ და ვემადლიერები ამ სკოლას.ჩემი შვილი პირველივე წელს მოეწყო მოუმზადებლად.

This post has been edited by just_mee on 28 Jul 2009, 20:23
ლაბუ
Busuna


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1159
წევრი No.: 16720
რეგისტრ.: 30-January 06

გამოგზავნილია: 29 Jul 2009, 10:53  #14887742      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი
ანუ, ამ სკოლასთან დაკავშირებით ბევრი მითქმა- მოთქმა არსებობს, ამიტომაც მაინტერესბს თქვენი აზრი. მანდ გადავიყვანო ბავშვები, თუ ჩვეულებრივ სკოლაში? რეალობას მოწყვეტილები არ გაიზრდებიან?
elene_e
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 1276
წევრი No.: 19115
რეგისტრ.: 9-April 06

გამოგზავნილია: 29 Jul 2009, 15:13  #14890911      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
ლაბუ

მე დავდიოდი ბავშვობაში მანდ შაბათის სკოლაში.ასე ერქვა და ძალიან მაგარი იყო.ძალიან მაგარ რაღაცეებს გვასწავლიდნენ, სპექტაკლებს მართავედნე სკოლის ბავშვები, კერამიკასაც ასწავლიდნენ, ქაღალდებისგან და სიმინდის ფოჩებისგან კალათებს, ჭიქებს და რაღაცეებს გვაკეთებინებდნენ, ცურვაც იყო.smile.gif ზოგადი სკოლის მხრივ არ ვიცი რა ხდება.შაბათის სკოლა ნეტა თუ არსებობს კიდევ საინტერესოა


--------------------
რად მინდა ხმალი თუნდ იყოს მჭრელი ,თუ სიმართლისთვის დამიჩლუნგდება -ილია ჭ

''ის რაც ჩვენ ვიცით იშვიათად თუ რამეს გვიშველის.და რაც არ ვიცით,მუდამ იგი გვჭირდება სწორედ"- კაი რა ფაუსტ რა, რა დროს ეგენია

გოეთეს ფაუსტი
მაჰათმა განდი
| ციურიხი* ნიუ იორკი* თბილისი* ედინბურგი* დუბაი* ლონდონი |


******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 5666
წევრი No.: 50449
რეგისტრ.: 1-January 08

გამოგზავნილია: 31 Jul 2009, 09:26  #14913268      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
არის როგორ დადებითი, ასევე უარყოფითი აზრები ამ სკოლასთან დაკავშირებით,



http://www.religionnewsblog.com/1213

http://www.waldorfanswers.org/index.htm

http://www.sfgate.com/cgi-bin/article.cgi?...30/MN110559.DTL

http://www.waldorfcritics.org/




პატივისცემით,
განდი.


--------------------
დავით აღმაშენებლის, ილიას და მაჰათმა განდის გზა ჩვენ ტაძრამდე მიგვიყვანს.

<სძლიო საკუთარ თავს> - აი, რა საკითხი დგას დღის წესრიგში.

<თავისუფლებისკენ მიზანმიმართული სწრაფვა>, <საკუთარი ხალხის უანგარო სამსახური>, <პრიორიტეტების გონებრივი გადანაწილება>, - განდი-- "თავისუფლებისთვის მებრძოლი".
GURAM
Cherokee


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2377
წევრი No.: 49519
რეგისტრ.: 18-December 07

გამოგზავნილია: 31 Jul 2009, 20:41  #14921131      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
ჩემი ერთი ნაცნობი სწავლობდა მაგ სკოლაში.
ასწავლიდნენ ბიჭისთვის ყოვლად არასაჭირო საგნებს
თექა, ქსოვა და ა.შ.
ჩემ შვილს და მითუმეტეს ბიჭს, ნამდვილად არ მივიყვანდი მანდ.

უფროს კლასებში ძირითადი აქცენტი იყო ხელსაქმეზე და ხელოსნობაზე
(ონკანის შეკეთებით დაწყებული და შტეფსელის გამოცვლით დამთავრებული biggrin.gif )
რატომ უნდა კარგოს ბავშვმა სკოლაში დრო ამ სისულელეებზე, როცა საუკეთესო ასაკია ინფომაციის და განათლების მისაღებად, არ მესმის.
საბოლოო ჯამში, ბავშვი, რომელიც მაგ სკოლას ამთავრებს, არაფრით არაა რიგით საჯარო სკოლადამთავრებულ ბავშვზე უფრო ნასწავლ-ნაკითხი.
ამას რომ თავი დავანებოთ, ძალიან სპეციფიური მეთოდიკით ასწავლიან, რაც ძირითადად შტაინერის ფილოსოფიას ეყრდნობა.
შედეგად კი ისე გამოდის, რომ ბავშვს თანატოლებისგან განსხვავებული აზროვნება უყალიბდება. ნუ, მე იმ შემთხვევაზე ვამბობ, რაც ვიცი... ოღონდ განსხვავებული არა ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით...
+ ამას, გადასახადი და ათასი სხვა ხარჯი, რომელიც ისევ სწავლების სპეციფიკიდან გამომდინარეობს... და არის ყოვლად ზემეტი, ჩემი აზრით.
კიდევ იყო რაღაც ნიუანსები, რაც ახლა ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ ის კი მახსოვს, რომ მთლად კარგი და სასიამოვნო შთაბეჭდილება ჩემზე ვერ მოახდინა.
აი მაგალითად, ამ ჩემი ახლობლის ბავშვი ერთ დღეს დაბრუნდა სკოლიდან და მშობლებს გამოუცხადა, რომ ზღვა არის ბოროტი წყალი და ტელევიზორი კი ბოროტი ყუთი biggrin.gif
და ყოველ წელს მთელი ოჯახი დადის ზღვაზე და ყოველ საღამოს მიმსხდრები არიან ტვ-სთან. biggrin.gif
დიდი ნაწილი მაგ მეთოდიკისა არის გამოუსადეგარი და ფუჭი, (წინა მაგალითიც კმარა მაგისთვის) საქართველოს გარემოში. ბევრ ძალიან უსარგებლო რამეს ასწავლიდნენ, რომელიც შეიძლება არაფერს აზიანებს მარა არც მატებს ბავშვს რამეს... smile.gif

ოღონდ ახლა მთლად ჩემი პოსტით ნუ იმსჯელებ, დაეკითხე სხვებსაც, იქნება და ვცდები მე. wink.gif


--------------------
Как пусто стало на Доске Почета!.. © В. Вишневский
VanessaMae
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 124
წევრი No.: 80424
რეგისტრ.: 27-December 08

გამოგზავნილია: 2 Aug 2009, 14:10  #14938547      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
ლაბუ

http://waldorfschule.ge/ პირველ რიგში ამ სკოლის ოფიციალური საიტი, მართალია ახალი გაკეთებულია, მაგრამ რაღაც ინფორმაციას მაინც მიიღებთ ამ სკოლის შესახებ.
ertidaori
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 91
წევრი No.: 88722
რეგისტრ.: 12-April 09

გამოგზავნილია: 2 Aug 2009, 14:14  #14938586      · პროფილი · პირადი მიმოწერა
ყოველ შემთხვევაში ბავშვია მთავარი მაგ სკოლაში და არა ნიშანი ან მშობლის ამბიცია,
თუ ჩვეულებრივი (საჯარო ან კერძო) სკოლიდან ბავშვი გამოდის უკვე ჩამოყალიბებული, დაშტამპული აზრებით, ვალდორფის სკოლაში ეგ პრობლემა არ ექნება ... თავისუფალი იქნება შტამპებისგან და კომპლექსებისგან, ნუ რა თქმა უნდა თუ ოჯახიც მიეხმარა, ეგ ხომ საუკეთესოა ...
რჩევა ძნელია, თავად უნდა გაეცნოთ სკოლის მეთოდიკას და ნახავთ ... თორემ ვიღაცის რჩევას თუ გაითვალისწინებთ და თავად არ გაიგებთ, უკმაყოფილება ყოველთვის გექნებათ: ან ზედმეტად კარგად მოგეჩვენებათ ან პირიქით, გააჩნია ვინ მოახდენს ყველაზე დიდ შთაბეჭდილებას თქვენზე ... თორემ ისე აქაც ბევრ აზრს ნახავთ და ყველა თავისებურად შეაფასებს ...
და ძალზე ცოტა თუ ერკვევა რა არის ვალდორფის პედაგოგიკა სინამდვილეში, ჭორების და მიკერძოების გარეშე ...


--------------------
სანამ არ მოკვდები სანამ მოკვდები,
წარწყმდები როცა მოკვდები

"Интеллигенция, воспитанная колонизатором, является главным врагом собственного народа" Дж. Неру"

ეროვნულ-ჩოხიან-მეფიან-მართმადიდებელ-გამაძღარ-ტრადიციულ- .... ქართველის სიცილაკი
Perpetuum_Mobile_Project
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1101
წევრი No.: 73389
რეგისტრ.: 4-November 08

გამოგზავნილია: 2 Aug 2009, 14:29  #14938727      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
QUOTE (ertidaori @ 2 Aug 2009, 14:14 )
ყოველ შემთხვევაში ბავშვია მთავარი მაგ სკოლაში და არა ნიშანი ან მშობლის ამბიცია,
თუ ჩვეულებრივი (საჯარო ან კერძო) სკოლიდან ბავშვი გამოდის უკვე ჩამოყალიბებული, დაშტამპული აზრებით, ვალდორფის სკოლაში ეგ პრობლემა არ ექნება ... თავისუფალი იქნება შტამპებისგან და კომპლექსებისგან, ნუ რა თქმა უნდა თუ ოჯახიც მიეხმარა, ეგ ხომ საუკეთესოა ...
რჩევა ძნელია, თავად უნდა გაეცნოთ სკოლის მეთოდიკას და ნახავთ ... თორემ ვიღაცის რჩევას თუ გაითვალისწინებთ და თავად არ გაიგებთ, უკმაყოფილება ყოველთვის გექნებათ: ან ზედმეტად კარგად მოგეჩვენებათ ან პირიქით, გააჩნია ვინ მოახდენს ყველაზე დიდ შთაბეჭდილებას თქვენზე ... თორემ ისე აქაც ბევრ აზრს ნახავთ და ყველა თავისებურად შეაფასებს ...
და ძალზე ცოტა თუ ერკვევა რა არის ვალდორფის პედაგოგიკა სინამდვილეში, ჭორების და მიკერძოების გარეშე ...

ისთე, საშუალო სკოლა დავამთავრე, მაგრამ შტამპის რა მოგახსენოთ. მე არა მგონია, რომ შტამპს სკოლა ადებს ბავშვს. შტამპს ბავშვს ადებს საზოგადოება, რომელიც თავს პიროვნებაზე მაღლა აყენებს. ეს "საზოგადოება" კი ხშირ შემთხვევაში დოგმატების ქვეშ მცხოვრები ოჯახია, რომელიც გამუდმებით ცდილობს იმავე დოგმების ქვეშ გაზარდოს შვილი. ასე ვიღებთ ქარხნულ ნაწარმს, დაშტამპულ ადამიანს.


ძია რუდოლფს დიდ პატივს ვცემ და თუ ეს სკოლა მის ფილოსოფიას ეფუძნება, ეს მე მხოლოდ დადებითად განმაწყობს სკოლისადმი.. თუმცა სხვა არანაირი შეხება არ მქონია და ამიტომ ვერაფერს გირჩევთ
ertidaori
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 91
წევრი No.: 88722
რეგისტრ.: 12-April 09

გამოგზავნილია: 2 Aug 2009, 15:06  #14939119      · პროფილი · პირადი მიმოწერა
მართალია საზოგადოება, გარემო, სკოლა ადებს შტამპებს _ უბრალოდ ვალდორფის პედაგოგიკა უტოვებს უფრო დიდ შანსს ბავშვს რომ დაძლიოს შტამპები .... smile.gif
VanessaMae
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 124
წევრი No.: 80424
რეგისტრ.: 27-December 08

გამოგზავნილია: 2 Aug 2009, 15:29  #14939345      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
მე თვითონ ეს სკოლა მაქვს დამთავრებული
QUOTE
მე არა მგონია, რომ შტამპს სკოლა ადებს ბავშვს.


ვერ დაგეთანხმები, რადგან ვთვლი, რომ სკოლა ძალიან დიდ როლს თააშობს როგორც ფსიქოლოგიის, ისე აზროვნებისა და შეხედულებების ჩამოყალიბებაში. სკოლა კი ზუსტად ის ადგილია სადაც ბავშვი ჩამოყალიბებამდელ პერიოდს ატარებს და ძალიან მნიშველოვანია, თუნდაც ურთიერთობა რა ფორმითაა მოსწავლესა და მასწავლებელს შორის. დამოკიდებულება მათ შორის.

ამ სკოლაში აქცენტი გაკეთებულია ბავშვის შესაძლებლობების ჰარმონიულ განვითარებაზე, რათს არ მოხდეს, ერთის ხარჯზე მეორის დათრგუნვა. აი მაგალითად მოვიყვან საჯარო სკოლების სწავლების მეთოდს, სადაც აქცენტი ინფორმაციის დამახსოვრებაზე კეთდება. ამ დროს აქტიურად მუშაობს ტვინის ერთი ნახევარსფერო, რომელიც აზროვნებას განსაზღვრავს, და ის თავს ინვითარებს მეორე ნახევარსფეროს ხარჯზე, რომლის განვითარებაც თითქმის არ ხდება, ეს განუვითარებელი ნახევარსფერო კი ადამიანის ნებას განსაზღვრავს. ანუ იმას, თუ რამდენად შეუძლია ადამიანს საკუთარი იდეების რეალიზება. ხელსაქმე სწორედ ნების განვითარებას უწყობს ხელს, რაც ასეთი კატასტროფა გახადეს თბილისში, როგორ შეიძლება ბიჭს ქსოვა ასწავლოო biggrin.gif

ამ სკოლაში არაჩვეულებრივადაა შესწავლილი ბავშვის ფსიქოლოგია, რომელზე დაყრდნობითაც სწავლის მეთოდია შექმნილი. აქ ზედმეტი და გადაჭარბებული მართლა არაფერია და ამაში დასარწმუნებლად ლაბუ გირჩევთ სკოლაში მისვლას და მასწავლებლებთან გასაუბრებას, გირჩევთ ადგილზე გაეცნთ სკოლას, აქაური გამოკითხვებით შეიძლება არაკომპეტენტურ დასკვნამდე მიხვიდეთ.

QUOTE
ანუ, ამ სკოლასთან დაკავშირებით ბევრი მითქმა- მოთქმა არსებობს


რაც შეეხება ჭორებს biggrin.gif საქართველოში საჭორაო თემას რა გამოლევს, ჭორაობის მიზეზს კი ყოველთვის განსხვავებულობის პრობლემა წარმოადგენს, ან უბრალო შური. არ ვიცი. აი მაგალითად კარგად მახსოვს, სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები ხალხი ჭორაობდა ამ სკოლაში სატანისტები არიან, იმიტომ, რომ დროდადრო სქელ ფარდებს აფარებენ კლასებს და რიტუალებს ატარებენო. biggrin.gif არადა ამ დროს კლასში სლაიდებს ვუშვებდით, ვთქვათ ხელოვნების ისტორიის გაკვეთილზე, რომლეიღაც ნაგებობას ვნახულობდი და ა.შ.

მოკლედ მე უზომოდ ბედნიერი ვარ იმის გამო, რომ ამ სკოლაში ვსწავლობდი. არც უნივერსიტეტში ჩაბარება გამხდარა ჩემთვის პრობლემა, საერთოდ არ მოვმზადებულვარ არცერთ საგანში და სრული დაფინანსებაც ავიღე. და მე გამონაკლისი ნამდვილად არ ვარ...
ლაბუ
Busuna


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1159
წევრი No.: 16720
რეგისტრ.: 30-January 06

გამოგზავნილია: 2 Aug 2009, 22:40  #14943796      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი
სკოლაშიც ვიყავი, რაღაცეები წავიკითხე კიდევაც... VanessaMae, დიდი მადლობა, ძალიან მნიშვნელოვანი იყო შენი აზრი smile.gif მშობლები უნდა იყვნენო ჩართულები აქტიურად, რასაც მე ვერ შევძლებ...
just_mee
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2813
წევრი No.: 84295
რეგისტრ.: 9-February 09

გამოგზავნილია: 2 Aug 2009, 22:44  #14943851      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
ლაბუ
ეს ასე ამბობენ,თორემ ბავშვს კი არ გარიცხავენ მშობლის გამო.პირადად მე პასიური ვიყავი,ვაღიარებ.ერთადერთი მშობელთა კრებას ვესწრებოდი მხოლოდ.

This post has been edited by just_mee on 2 Aug 2009, 22:45
Solveig
ensom


********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 42600
წევრი No.: 8096
რეგისტრ.: 6-January 05

გამოგზავნილია: 2 Aug 2009, 22:51  #14943921      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
Perpetuum_Mobile_Project
QUOTE
ისთე, საშუალო სკოლა დავამთავრე, მაგრამ შტამპის რა მოგახსენოთ. მე არა მგონია, რომ შტამპს სკოლა ადებს ბავშვს. შტამპს ბავშვს ადებს საზოგადოება, რომელიც თავს პიროვნებაზე მაღლა აყენებს. ეს "საზოგადოება" კი ხშირ შემთხვევაში დოგმატების ქვეშ მცხოვრები ოჯახია, რომელიც გამუდმებით ცდილობს იმავე დოგმების ქვეშ გაზარდოს შვილი. ასე ვიღებთ ქარხნულ ნაწარმს, დაშტამპულ ადამიანს.

აბსოლუტურად ვეთანხმები ამ აზრს.
VanessaMae
QUOTE
ვერ დაგეთანხმები, რადგან ვთვლი, რომ სკოლა ძალიან დიდ როლს თააშობს როგორც ფსიქოლოგიის, ისე აზროვნებისა და შეხედულებების ჩამოყალიბებაში. სკოლა კი ზუსტად ის ადგილია სადაც ბავშვი ჩამოყალიბებამდელ პერიოდს ატარებს და ძალიან მნიშველოვანია, თუნდაც ურთიერთობა რა ფორმითაა მოსწავლესა და მასწავლებელს შორის. დამოკიდებულება მათ შორის.

რა თქმა უნდა, დიდ როლს თამაშობს, მაგრამ ფაქტია, რომ ნორმალურსკოლადამთავრებულები (საკმაოდ ბევრი, ვისაც მე ვიცნობ) სულაც არ არიან დაშტამპული აზროვნების.
QUOTE
ამ დროს აქტიურად მუშაობს ტვინის ერთი ნახევარსფერო, რომელიც აზროვნებას განსაზღვრავს, და ის თავს ინვითარებს მეორე ნახევარსფეროს ხარჯზე, რომლის განვითარებაც თითქმის არ ხდება, ეს განუვითარებელი ნახევარსფერო კი ადამიანის ნებას განსაზღვრავს.

ამ ინფორმაციის წყარო მაინტერესებს smile.gif ოღონდ, ვალდორფის სკოლაო, არ მითხრათ. smile.gif


--------------------
საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე აქტიურად მომუშავე ჰიდროაგრეგატი არის მტრის წისქვილი. © სლავა მესხი

"ქალი-დიდი ძალაა"- გვეუბნება პარტია (© კ/ფ "შეხვედრა წარსულთან")
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (7) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: კავკასუს ონლაინი
[ Script Execution time: 0.0427 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]