forum.ge
reklama
FORUM.GE ... წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
reklama

Pages: (64) « პირველი ... 5 6 [7] 8 9 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> თბილისის კერძო სკოლები, რომელია საუკეთესო. ფასი-ხარისხი
088
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5142
წევრი No.: 46207
რეგისტრ.: 9-November 07

გამოგზავნილია: 9 Feb 2010, 16:40  #17885185      · პროფილი · პირადი მიმოწერა
Dara

ოოოო. ეს უკვე მაფიქრებს, არადა რომ მომეწონა ბაქსვუდის სკოლა. უკვე დავიბენი და აღარ ვიცი როგორ მოვიქცე. არადა რაც ვნახე ყველაზე კარგი შთაბეჭდილება ამ სკოლამ დატოვა help.gif


--------------------
საჭირო რამეა დროფბოქსი https://www.dropbox.com/referrals/NTY3NTY2Nzg4OQ

ძალიან მაგარი ონლაინ მაღაზია
http://myhabit.com/ref=qd_mr_per_l?refcust=7BOOAJN4X5DVTZ3ARZCIWGBTRI

იყიდება ჯეტა http://forum.ge/?f=56&showtopic=34612957
sava062
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2105
წევრი No.: 16842
რეგისტრ.: 3-February 06

გამოგზავნილია: 9 Feb 2010, 18:21  #17886991      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
Dara
QUOTE
საზღვარგარეთ ეჭვი მეპარება 6 წლის ბავშვშს თუ უშვებენ შორს


ატარებენ და თან როგორ... მეტიც, ერთი ქალაქიდან მეორეში. მაგალითად ბაქსვუდის სკოლა ჰეისტინგშია და ბავშვები დადიან რაიდან

QUOTE
რაც შეეხება ერთსაათიან მგზავრობას. პირველი რომ ბავშვი დაიღლება. რაც არ არის კარგი თავისთავად. მერე წნევის დიდი ცვალებადობაა, რამაც შეიძლება შიდა თავის ქალის წნევა აუწიოს (ჩემსას ისედაც აქვს მომატებული).


როგორ ფიქრობთ ეს ფაქტორი არ გვაქვს გამოკვლეული? 1000-დან 2-3 შემთხვევაა, როდესაც ბავშვზე ასეთი მგზავრობა უარყოფითად მოქმედებს და ისიც პირველივე დღეებში ვლინდება. სხვა დანარჩენ შემთხვევაში, ექიმები და პედიატრები პირიქით, პოზიტიურად არიან განწობილნი თბილისის ტყვიით დამძიმებულ ჰაერს რომ ვაცილებთ ამ ბავშვებს... პრობლემები წნევის ცვალებადობისას შესაძლებელია წარმოიშვას იმ შემთხვევაში, თუ ტრანსპორტირება (აყვანა-ჩამოყვანა) ხდება ერთი საათის განმავლობაში. სკოლის შემტხვევაში კი ბავშვი ადის 7 საათია სკოლაში და მერე ჩამოდის...

QUOTE
მერე ტარების უსაფრთხოება. მე ეჭვი მეპარება, ამ მინიავტობუსებში ყველა ბავშვს ბავშვის ღვედი ან სავარძელი ქონდეს. ავარია რო მოხდეს, ჯვარი წერია? აირბაგები არის?


ავარიები თბილიში არ ხდება? სხვადასხვა უბნებიდან მიკროავტობუსები ერთდროულად იკრიბებიან ბაგებში, საიდანაც მათ კოლონას სკოლის უსაფრთხოების მანქანა აცილებს სკოლამდე და პირიქით
* * *
სკოლაში ბევრი მოსწავლე სწავლობს და მათ შორის ისეთები, რომლებიც თემქაზე ან მოსკოვის პროსპექტზე ცხოვრობენ და მშვენივრად მგზავრობენ.
088
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5142
წევრი No.: 46207
რეგისტრ.: 9-November 07

გამოგზავნილია: 9 Feb 2010, 18:25  #17887055      · პროფილი · პირადი მიმოწერა
sava062

QUOTE
როგორ ფიქრობთ ეს ფაქტორი არ გვაქვს გამოკვლეული?


თუ გაქვთ გამოკვლეული ექიმების დასკვნა იქნებ აქ დაგედოთ, ჩვენთვის იქნება უკეთესი. და ცოტა ქვემოთ არ აპირებთ ჩამოსვლას?

This post has been edited by 088 on 9 Feb 2010, 18:27
sava062
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2105
წევრი No.: 16842
რეგისტრ.: 3-February 06

გამოგზავნილია: 9 Feb 2010, 20:16  #17888973      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
088

QUOTE
და ცოტა ქვემოთ არ აპირებთ ჩამოსვლას?


ცოტა ქვემოთ ვიყავით და აქ ამოვედით შეგნებულად და ეხლა უკან რაღა დაგვაბრუნებს? smile.gif

ჯანდაცვის დეპარტამენტს მივმართეთ სამი წლის წინ ოფიციალური პასუხისათვის და მოგვწერეს უარყოფითი ზემოქმედება შესწავლილი არ არისო. ცალკეული პედიატრებისგან და თერაპევტებისგან ოფიციალური წერილები არ გვაქვს, მაგრამ კარგი იდეაა, გამოვითხოვთ... ამას წინათ ერთ-ერთ სამედიცინო ჟურნალში იყო სტატია სკოლაზე და იქაც არაფერი არ ეწერა უარყოფით გავლენაზე
088
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5142
წევრი No.: 46207
რეგისტრ.: 9-November 07

გამოგზავნილია: 9 Feb 2010, 21:33  #17890329      · პროფილი · პირადი მიმოწერა
sava062
თუ მალე გააკეთებთ მაგ დასკვნას ძალიან დამავალებ.თქვენთან მინდა ბავშვის მოყვანა და მინდა ბოლომდე მშვიდად ვიყო,დამიჯერეთ ჩემს გარდა კიდევ ბევრისთვის იქნება ეგ გადამწყვეტი
Enjey
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 996
წევრი No.: 12092
რეგისტრ.: 9-August 05

გამოგზავნილია: 9 Feb 2010, 22:02  #17890821      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · aim
Dara
ეგ Укачивание მე მჭირდა და ჩემს და-ძმებს. და საერთოდ ხშირია ბავშვებში
განსაკუთრებით მგზავრობა ვისაც არ უწევს იმათში. ჩემი გამოცდილებით
აშკარად ბენზინის სუნი მოქმედებდა, გაჩერებულ მანქანაშიც კი.
მერე კაი შეკრული ჟიგულებიდან და ვოლგებიდან რომ გადავედით შედარებით
იზოლირებულ სალონებზე-გაგვიარა,ან გავიზარდეთ.
საზღვარგარეთ კიდევ თბილისის ხელა უბნებია და არამგონია ყველა სახლის ახლოს მუშაობდეს და სწავლობდეს.

* * *
QUOTE (Dara @ 9 Feb 2010, 13:54 )
ესე იგი, ასეთი სია გამომივიდა:

ქორალი –                                 250–280 ლარი თვეში                  დიღომი
21–ე საუკუნე                         3500 ლარი წელი                           ვაკე–საბურთალო
მწიგნობართუხუცესი         3500 ლარი წელი                           ლისი
ბინული                                     3000 ლარი                                      გაგარინი
ქართული სასწავლებელი  1500 ლარი                                      ავლაბარი
სულაკაურის სკოლა                ??                                                                            წერეთელი
პრომეთე                                   800 ლარი                                         მუხიანი
ოლიმპი                                       ??                                                          ჯიქია
ჯეჯილი                                  ??                                                            ჯიქია?
სადუნი                                      ??                                                     წერეთელი
ევროპული სკოლა                      ??                                                      ყაზბეგი
წმ.გიორგის                               4700 ლარი                                   ბაგები
სხივი                                           ??                                                დიღომი
ქართულ–ამერიკული     
იტალიური სკოლა                                                                       წერეთელი
GLC                                                                                                      ნუცუბიძე
ახალი სკოლა                    4900 ლარი                                          ბაგები
გაეროს (ბაქსვუდი)        3900 ლარი                                        წყნეთი
ბრიტანული დაწყებითი სკოლა 2300 ფუნტი                   ?

გთხოვთ დამეხმაროთ ამ ინფორმაციის შევსებაში


* * *
088 მე ესე ვიცოდი რომ ადრეც იყო ეგ სკოლა, უბრალოდ სხვა შენობაში? თუ მერევა რაღაცა?

* * *
088 თვითონ ბავშებს მოსწონთ, სიამოვნებით დადიან სკოლაში. მე რომ ვცხოვრობდე პლატოზე, არც დავფიქრდებოდი, მაგრამ დიღომში ვარ, ამიტომ ვეღარ ავარჩიე ჯერ კარგი ვარიანტი. წყნეთი ჩემთვის ძალიან შორია, ბაგებიც და ვაკეც.[/B][B][B]

ქართული სასწავლებელი 1500 ლარი ავლაბარი
აქ შანსი არაა 2 წელი ვერ მოხვალთო და არც ტრსანსპორტია არც კვება, არც რამე დამატბითი გარდა გაკვეთილებისა. 2 საათამდეა მგონი

ოლიმპი ?? ჯიქიას 5,მაგთის ოფისთან
ფასი აღარ მახსოვს 3500 მგონი? მოსამზადებელი აქვთ (2000 ლარი?), აუზი საკუთარი. მაგრამ სპორტულია და სწავლა ცოტა ლაითად მიდისო (ვერ მოვიფიქრ ქართულად)

პრომეთე 800
მუხიანშია. კარგი სახელმწიფო სკოლის მსგავსია თითქოს...ერთ შენობაშიც არიან და დირქტრს აქვს გახსნილი,იგივე მასწავლებლებით.(ჭორებია,ფაქტები არ მაქვს)

ევროპული სკოლა ??
ის არაა რაღაც კატასტროფა ფასი რომ აქვს?

სხივი ??
დიღომი გუდვილის შესახვევში.
დემრელის დაწყებით. საშინელი შთაბეჭდილება დამრჩა და რა ვიცი...უფასოდაც არ მინდა, ფასი დამავიწყდა მაგრამ ცოტა არ იყო+ტრანსპორტი ცალკე.

ბრიტანული დაწყებითი სკოლა 2300 ფუნტი
დირექტორშა იყო მგონი და მომეწონა თვითონაც და რაც ილაპარაკა ისიც,მაგრამ ძვირია და ტრანსპორტი არ აქვთ. მაღალი კლასები 3000. მოსამზადებელი 1600 გირვანქა-ვაზისუბნის ქუჩაზეა დაწყებითები.

This post has been edited by Enjey on 9 Feb 2010, 22:32


--------------------
არაფერი იცვლება ისე ხშირად, როგორც წარსული

Love Can Damage Your Health
tamo077
Newbie


*
ჯგუფი: Registered
წერილები: 8
წევრი No.: 111514
რეგისტრ.: 5-February 10

გამოგზავნილია: 10 Feb 2010, 00:55  #17894616      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
სულაკაურის სკოლა 3500 ლარი,მაგრამ ისეთი შენობა დამხვდა შიგნით აღარც შევედი.
ევროპული სკოლა 4000 ევრო
სხივი 2500 დოლარი
ქართულ-ამერიკული 1600 დოლარი
ჯეჯილი ვაკეშია აბულაძის #12,ზუსტად აღარ მახსოვს 3000 ან 3500 ლარი
მე პირადად ძალიან მომეწონა ქართულ-ამერიკული და ალბათ გადავწყვიტავ მანდ წაყვანას.
ვინმეს თუ გაქვთ ინფორმაცია ძალიან გთხოვთ დამეხმარეთ,კიდევ მაინტერესებს 21-ე საუკუნეზე თუ იცით რამე.წინასწარ დიდი მადლობა
088
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5142
წევრი No.: 46207
რეგისტრ.: 9-November 07

გამოგზავნილია: 10 Feb 2010, 10:05  #17897619      · პროფილი · პირადი მიმოწერა
QUOTE
კიდევ მაინტერესებს 21-ე საუკუნეზე თუ იცით რამე


ჩემს ახლობლის ბავშვები დადიან და დიდად კმაყოფილი არაა. მე-6 გერმანულ სკოლას აშკარად ჯობიაო, მაგრამ დიდი ვერაფერიო. 2-3 საათამდეა სწავლა და ამათაც მხოლოდ ცენტრალურ ქუჩებამდე მიჰყავთ ბავშვები.

QUOTE
ქართულ-ამერიკული 1600 დოლარი


ამის პირობები როგორია (ფასის გარდა) ან სადაა ტერიტორიულად? თუმცა აგერ ვნახე ტემა და დიდად არ აქებენ

[URL= ქართულ-ამერიკულ უმაღლეს სკოლაში]qartul-amerikuli skola[/URL]

This post has been edited by 088 on 10 Feb 2010, 10:23
Dara
Member


****
ჯგუფი: Members
წერილები: 127
წევრი No.: 73
რეგისტრ.: 3-May 01

გამოგზავნილია: 10 Feb 2010, 11:04  #17898100      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი
ქორალი – 250–280 ლარი თვეში დიღომი
21–ე საუკუნე 3500 ლარი წელი ვაკე–საბურთალო
მწიგნობართუხუცესი 3500 ლარი წელი ლისი
ბინული 3000 ლარი გაგარინი
ქართული სასწავლებელი 1500 ლარი ავლაბარი
სულაკაურის სკოლა 3500 ლარი წერეთელი
პრომეთე 800 ლარი მუხიანი
ოლიმპი 3500 ლარი ჯიქია
ჯეჯილი 3000-3500 ლარი აბულაძე 12
სადუნი ?? წერეთელი
ევროპული სკოლა 4000 ევრო ყაზბეგი
წმ.გიორგის 4700 ლარი ბაგები
სხივი 2500 დოლარი დიღომი
ქართულ–ამერიკული 1600 დოლარი
იტალიური სკოლა წერეთელი
GLC ნუცუბიძე
ახალი სკოლა 4900 ლარი ბაგები
გაეროს (ბაქსვუდი) 3900 ლარი წყნეთი
ბრიტანული დაწყებითი სკოლა 2300 ფუნტი ?
* * *
sava062 ისე არ გამიგოთ რომ მე თქვენი სკოლის წინააღმდეგი ვარ ან კონკურენტი სკოლის თანამშრომელი smile.gif უბრალოდ დედა ვარ რომელიც ეძებს თავისი შვილისთვის საუკეთესოს. თქვენი სკოლაც განხილვაში მაქვს და ალბათ მაინც ამოვალ სანახავად. მაგრამ ასეთი კითხვა მაქვს - ავტობუსებში თუ აქვთ ბავშვებს სპეც. საბავშვო უსაფრთხოების ღვედები - ბუსტერები ან სავარძლები? ვინ აცილებს და ხვდება ბავშვს, ამ დროს ვინ უზრუნველყოფს უსაფრთხოებას.
როცა მიდიან ექსკურსიებზე (პირველი კლასები) რამდენი ბავშვი მოდის ერთ დიდზე?
თუ აქვს თქვენს სკოლას მოსამზადებელი კლასი და თუ შესაძლებელია იქ ბავშვის მიყვანა 1 სემესტრით? ანუ თუ სწავლა იწყება სექტემბერში, გაზაფხულიდან მოვიდეს?



This post has been edited by Dara on 10 Feb 2010, 11:25


--------------------
Dara, princess of Chaos
088
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5142
წევრი No.: 46207
რეგისტრ.: 9-November 07

გამოგზავნილია: 10 Feb 2010, 11:26  #17898347      · პროფილი · პირადი მიმოწერა
Dara
QUOTE
ავტობუსებში თუ აქვთ ბავშვებს სპეც. საბავშვო უსაფრთხოების ღვედები - ბუსტერები ან სავარძლები?


ეს მეც მაინტერსებს, თუმცა რაც ვნახე მერსედესის მარშუტკები იყო. ბაგებამდე დაცვის მანქანა აცილებდა და როგორც დირექტორმა მითხრა მარშუტკაში აუცილებლად იქნება (როგორც დილით, ისე საღამოს) ერთი პედაგოგი მაინც.
Dara
Member


****
ჯგუფი: Members
წერილები: 127
წევრი No.: 73
რეგისტრ.: 3-May 01

გამოგზავნილია: 10 Feb 2010, 11:37  #17898468      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი
მოკლედ, შორტლისტი ესეთი გამოვიდა, თქვენი კომენტარების, ფასების და ადგილმდებარეობის გათვალისწინებით. იტალიური სკოლის ფასის არ ვიცი ჯერ.

1. ქორალი – 250–280 ლარი თვეში დიღომი
2. მწიგნობართუხუცესი 3500 ლარი წელი ლისი
3. ჯეჯილი 3000-3500 ლარი აბულაძე 12
4. ქართულ–ამერიკული 1600 დოლარი
5. იტალიური სკოლა წერეთელი
6. გაეროს (ბაქსვუდი) 3900 ლარი წყნეთი

088
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5142
წევრი No.: 46207
რეგისტრ.: 9-November 07

გამოგზავნილია: 10 Feb 2010, 11:42  #17898519      · პროფილი · პირადი მიმოწერა
Dara

რიგითობის მიხედვით ჩემის აზრით შემდეგნაირად დავალაგებდი:

1. გაეროს (ბაქსვუდი) 3900 ლარი წყნეთი;
2. ახალი სკოლა - 4900 ლარი ბაგები;
3. წმ.გიორგის 4700 ლარი ბაგები;
და დანარჩენები.
Dara
Member


****
ჯგუფი: Members
წერილები: 127
წევრი No.: 73
რეგისტრ.: 3-May 01

გამოგზავნილია: 10 Feb 2010, 11:45  #17898546      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი
088 ხო, ჩემი პრიორიტებით არ იყო smile.gif უბრალოდ სია. და 4900 ნამდვილად მეძვირება... რას ასწავლიან ნეტა ასეთს პირველ კლასში, რომ 4900 ღირს? რაღაც უფრო მეჩვენება მშობლების მატერიალური მდგომარეობის "ცენზია" ვიდრე სწავლის ხარისხი....
088
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5142
წევრი No.: 46207
რეგისტრ.: 9-November 07

გამოგზავნილია: 10 Feb 2010, 11:51  #17898621      · პროფილი · პირადი მიმოწერა
Dara

ამიტომაც 1. გაეროს (ბაქსვუდი) 3900 ლარი წყნეთი;

ფასს შეესაბამება

სხვა რამეში თუ დამარწმუნებთ დიდი სიამოვნებით. მე მაინტერსებს გაეროს სკოლაზე ცუდი თუ გაგიგიათ

sava062

დაგვპირდა რომ გამოიკველევენ წნევის ცვალებადობა უარყოფითად რომ არ მოქმედებს ბავშვის ჯანმრთელობაზე

This post has been edited by 088 on 10 Feb 2010, 12:10
Dara
Member


****
ჯგუფი: Members
წერილები: 127
წევრი No.: 73
რეგისტრ.: 3-May 01

გამოგზავნილია: 10 Feb 2010, 12:27  #17899068      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი
ამ ჯეჯილზე ვინმემ რამე იცის? მივიდე თუ არ ღირს? smile.gif
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (64) « პირველი ... 5 6 [7] 8 9 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: კავკასუს ონლაინი
[ Script Execution time: 0.0448 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]