forum.ge
reklama
FORUM.GE ... წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
reklama

  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> სამოტივაციო წერილისა და თემის წერა
Front National
SPQR


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 11541
წევრი No.: 40257
რეგისტრ.: 20-August 07

გამოგზავნილია: 11 Jun 2010, 22:23  #20107138      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
იყო ასეთი კითხვა და იქ გავეცი პასუხი, აქაც დავწერ, რომ შემდეგ აღარ იყოს ასეთი კითხვა და პლუს განყოფილება გავითარდეს.


ესე იგი განცხადების დაწერისას ჯერ წარმოადგენ თუ რომელი ორგანიზაციის, გაერთიანების, პარტიის, ორდენის ან ჯგუფის წარმომადგენელი ხარ (ოღონდ შენი ნამდვილი სახელი არ მიუთითო!) და მიაყოლო თუ ვის მიმართავ.

მაგ:

(მისალმება).

დიდი იმედითა და ინტერესით "დედათა კლუბი" დახმარების თხოვნის მიზნით მოგმართავთ საერთაშორისო ორგანიზაცია - "გადავარჩინოთ სიცოცხლე".


შემდეგ უნდა იყოს თქვენი და მიმართვის ადრესატის გარკვეული დახასიათება:

"დედათა კლუბი" აგერ უკვე სამი წელია ჩამოყალიბდა, რომელშიც გაწევრიანებული არიან სამ და მეტ შვილიანი და სიღარიბის ზღავრსა და მის ქვემოთ მყოფი, არასრულწლოვანი და ქვრივი დედები. ორგანიზაციას აქვს საკუთარი შემოწირულობა და ფონდი, რომლითაც ახორციელებს გარკვეულ პროექტებს, ატარებს კონცერტებს და შეგროვილი თანხით ეხმარება თავის ყველა წევრს. (განავრცობ, რა თქმა უნდა).

ჩვენთვის ცნობილია თქვენი ორგანიზაციის შესახებ, რომ იგი 90-იანი წლებიდან მოღვაწეობს პოსტსაბჭოთა ქვეყნებში და აფინანსებს ამა თუ იმ საქველმოქმედო პროექტებსა და (ამასაც როგორ გინდა ისე განავრცობ)...


ამის შემდეგ გადადიხარ მოთხოვნაზე თუ რა და რატომ გინდა:

ჩვენ გადავწყვიტეთ ჩავატაროთ კავკასიის მასშტაბით დიდი გამოფენა-გაყიდვა, სადაც წარმოდგენილი იქნება ხელოვნების ნიმუშები, ფოტოგრაფია, კომპოზიციები და სხვა (განავრცობ)... დარბაზისა და სხვა საორგანიზაციო საკითხებისათვის გვჭირდება ფინანსური და პროფესიული დახმარება (განავრცობ)... ჩვენთვის ცნობილია თქვენი პროფესიონალიზმის შესახებ (განავრცობ)...

რა მოგებას ნახავენ ისინი:

დახმარების აღმოჩენის შემდეგ, დარბაზში დარიგდება თქვენი კომპანიის ბუკლეტები, გამომსვლელები მადლობას გადაუხდიან თქვენ კომპანიას, შეიქმნება სპეციალური ლოგო, რომლის ფონზეც თქვენი კომპანიის ვებ და სხვა მისამართები იქნება განთავსებული, თქვენი პიარ მენეჯერი წაიკითხავს სპეციალურ მოხსენებას და სხვა (განავრცობ)...

შემდეგ ამბობ რომ იმედი გაქვს დახმარების!

ბოლოს აწერ ხელს:


პატივისცემით "დედათა კლუბი"

და მხოლოდ ამის შემდეგ თარიღრს:

01.07.10

__________________________

გაფრთხილება: არსად დააფიქსირო შენი ნამდვილი სახელი!



რაც შეეხება თემას: თემის დაწერამდე არის რამდენიმე კითხვა დასმული და მასზე ააგე შენი მოსაზრება, გამოიყენე და შეადარე ტექსტი სხვა შენთვის ცნობილ მოთხრობასა თუ ნოველასთან, გაიგე თუ რამდენად ხშირად იყენებს ავტორი მეტაფორებს, ეპითეტებსა და შედარებებს, შენი აზრი დააფიქსირე და გაამყარე რომელიმე მწერლისა თუ ფილოსოფისის ნააზრევით, შეგიძლია გამოიყენო ნამდვილი ისტორიული მაგალითები და სხვა.



წარმატებები მისურვებია.


--------------------
იქ, სადაც დიდი სურვილია, დიდი სიძნელეები არ არსებობს. - ნიკოლო მაკიაველი
_________________
Scientia potencia est!
L’ennui est contre-révolutionnaire.
Der Mensch ist etwas, was überwunden werden will.

http://geword.wordpress.com
Miss_Manette
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 6680
წევრი No.: 81362
რეგისტრ.: 4-January 09

გამოგზავნილია: 21 Jun 2010, 22:09  #20283792      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
rogor davcerot samotivacio cerili sskolashi carsadgenad momceret raaaaaaaaaaaaaaaaaaa

ეს 'შეატყობინე მოდერატორს" ლინკით მომივიდა mail-ზე

მგონი იგივენაირად,ხომ? თუ ვცდები? ვინც ერკვევა-უპასუხოს smile.gif))



--------------------
http://en.wikipedia.org/wiki/Lucie_Manette
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: კავკასუს ონლაინი
[ Script Execution time: 0.0261 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]