forum.ge
reklama
FORUM.GE ... წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
reklama

Pages: (200) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) Closed Topic · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, Per Traditiones ad Futurum / Part III
MANAXH
loading ™


********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 24765
წევრი No.: 35715
რეგისტრ.: 31-May 07

  გამოგზავნილია: 10 Sep 2011, 19:36  #27314287      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ვებგვერდი
წინა თემები:
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი I
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი II

--

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი:


user posted image


საკონტაქტო ინფორმაცია:

თბილისი, 0177, ვაჟა ფშაველას გამზ. N. 33

ვებგვერდი: http://tsmu.edu/

კანცელარია:
ტელ.: (+995 32) 54 24 39

რექტორის მისაღები:
ტელ.: (+995 32) 54 24 44; (+995 32) 54 24 45
ფაქსი: (995 32) 542441

საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური:
ტელ.: (+995 32) 542424;
E-mail: Pr@tsmu.edu

--

სამედიცინო უნივერსიტეტი სთავაზობს მსურველებს როგორც დიპლომამდელ, ასევე დიპლომისშემდგომ განათლებას, რეზიდენტურის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სახით..

--


ფაკულტეტები:

მედიცინის ფაკულტეტი:

user posted image


ისტორია:

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი დასაბამს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებიდან 1918 წლის 27 თებერვალიდან იღებს, როდესაც უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭომ დაადასტურა სამკურნალო ფაკულტეტის შექმნის აუცილებლობა. 1919 წლის 9 აპრილს უნივერსიტეტის საბჭოს გადაწყვეტილებით მანამდე ერთად არსებული საბუნებისმეტყველო-სამკურნალო და მათემატიკური ფაკულტეტები გაიყო და გახდა შესაძლებელი სამკურნალო ფაკულტეტის დამოუკიდებელ ერთეულად ჩამოყალიბება. 1930 წლის 10 ივნისს გაიხსნა საქართველოს სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი, რომელმაც 1992 წლიდან მიიღო ავტონომიური უნივერსიტეტის სტატუსი და ჩამოყალიბდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტად. 1996 წელს სამკურნალო ფაკულტეტის ბაზაზე შეიქმნა უცხოენოვანი სექტორი, რომელიც შემდგომ ცალკე ფაკულტეტად გამოიყო.

2006 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო, პედიატრიული, ფსიქოთერაპიისა და ფსიქოსომატური მედიცინის და ინგლისურენოვანი სამკურნალო ფაკულტეტების ბაზაზე ჩამოყალიბდა მედიცინის ფაკულტეტი.

სადღეისოდ მედიცინის ფაკულტეტზე ექიმის პროფესიას ეუფლება 3055, მათ შორის 375 უცხოენოვანი სტუდენტი.

--------------------------------------------------------------------------------


სტომატოლოგიის ფაკულტეტი:

user posted image


ისტორია:

ფაკულტეტის შექმნის წინაპირობა იყო 1922 წელს თსუ-ის სამკურნალო ფაკულტეტზე “ოდონტო-სტომატოლოგიის კათედრის” გახსნა, რომელიც ფაკულტეტის ერთგვარ ბაზად იქცა. თვით სტომატოლოგიური ფაკულტეტი შეიქმნა განყოფილების სახით 1930 წელს სამკურნალო-პროფილაქტიკურ ფაკულტეტთან. სტომატოლოგიური განყოფილება დაიხურა 1932 წელს, გამოუშვა რა ორი ნაკადი (1932 და 1933 წლები). 1931-32 და 1932-33 სასწავლო წლებში თსუ-თან მოქმედებდა კბილის ექიმთა ექიმ-სტომატოლოგებად გადამზადების კურსები. 1935 წელს გაიხსნა ცალკე სტომატოლოგიური ინსტიტუტი. ერთი წლის შემდეგ, 1936 წლის სექტემბერში, ეს ინსტიტუტი შეუერთდა სამედიცინო ინსტიტუტს. 1937 წელს ფაკულტეტი ცალკე ინსტიტუტად ჩამოყალიბდა და დამოუკიდებლად იარსება 1948 წლამდე. 1948 წლის სექტემბერში ის კვლავ შემოუერთდა თსუ-ს ფაკულტეტის სახით.

თერაპიული სტომატოლოგიის კათედრა დაარსდა 1930 წელს მისი წინამორბედი “სტომატო-ოდონტოლოგიის დოცენტურის” ბაზაზე, რომელიც 1922 წელს ჩამოყალიბდა. 1922-1930 წლებში სტომატო-ოდონტოლოგიის დოცენტურაში მუშაობდნენ პროფესორები: ალექსანდრე მაჭავარიანი, გრიგოლ მუხაძე, ალექსანდრე ედიბერიძე; ასისტენტებად – ვარლამ ჭიჭინაძე; ორდინატორებად – მარიამ ბარათაშვილი, ალექსანდრე დიდებულიძე.

კათედრის გამგეები ქრონოლოგიურად იყვნენ:
1930-43 წლებში – პროფესორი ალექსანდრე ედიბერიძე
1935-60 წლებში – პროფესორი აპოლონ ურუშაძე
1960-71 წლებში – პროფესორი ანა მენაბდე
1970-83 წლებში – პროფესორი თამარ ჩხატარაშვილი
1983-93 წლებში – დოცენტი ქეთევან მანჯგალაძე
1994-2009 წლებში – პროფესორი მანანა ივერიელი
2009 წელს თერაპიული სტომატოლოგიის დეპარტამენტი დაიყო 2 დამოუკიდებელ დეპარტამენტად:
1. ოდონტოლოგიის დეპარტამენტი – ხელმძღვანელი, სრული პროფესორი მარინა მამალაძე;
2. პაროდონტისა და პირის ღრუს ლორწოვანის დაავადებათა დეპარტამენტი – ხელმძღვანელი, სრული პროფესორი მანანა ივერიელი.

1932-1933 წლებში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სტომატოლოგიურმა ფაკულტეტმა გამოუშვა სტომატოლოგების პირველი კადრები, რომლებითაც დაკომპლექტდა რესპუბლიკის სტომატოლოგიური ქსელი. ზოგი მათგანი მომზადდა პედაგოგიური და სამეცნიერო მუშაობისათვის.

თბილისის სტომატოლოგიური ინსტიტუტის ქირურგიული სტომატოლოგიის კათედრას ხელმძღვანელობდა პროფესორი ა. ედიბერიძე. შემდეგში სტომატოლოგიური ინსტიტუტი შეუერთდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სტომატოლოგიური ფაკულტეტის სახით. აქედან მოყოლებული ქირურგიული სტომატოლოგიის კათედრას ხელმძღვანელობდნენ: დოც. ა. ზუმბულიძე, პროფ. მ. გრიგალაშვილი, პროფ. ა. ბრეგაძე და ამჟამად პროფ. ზ. გვენეტაძე.

2006 წლიდან ქირურგიული სტომატოლოგიის კათედრას ეწოდა ქირურგიული სტომატოლოგიის და ყბა-სახის ქირურგიის დეპარტამენტი და მოიცავს ორ მიმართულებას: 1) პირის ღრუს ქირურგია და 2) ყბა-სახის ქირურგია.

ქირურგიული სტომატოლოგიის და ყბა-სახის ქირურგიის დეპარტამენტის კლინიკურ ბაზებზე ტარდება პირის ღრუს და ყბა-სახის მიდამოს ყველა ქირურგიული დაავადების ოპერაციული მკურნალობა. მეხუთე კურსელი სტუდენტებისათვის დეპარტამენტში ტარდება იმპლანტოლოგიის კურსი.

ქართული სტომატოლოგიის ისტორიაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი იყო 1928წ-ს პირველი უმაღლესი ოდონტოლოგიური ინსტიტუტის გახსნა, სწავლების ოთხ წლიანი კურსით, რომელიც 1930წ-ს შეუერთდა სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტს ოდონტოლოგიის განყოფილების სახით, იმავე წელს სხვა კათედრებთან ერთად შეიქმნა საპროთეზო სტომატოლოგიის კათედრა, რომლის გამგედ დაინიშნა პროფესორი ოტო ჰაინე, რომელიც 1931წ-ს შეცვალა პროფესორმა ისიდორე გაგუამ, იგი კათედრას ხელმძღვანელობდა 1973წ მდე. 1973წ-დან 1999წ-მდე კათედრას ხელმძღვანელობდა პროფესორი ავთანდილ საყვარელიძე.

ბავშვთა ასაკის სტომატოლოგიისა და სტომატოლოგიურ დაავადებათა პროფილაქტიკის კათედრა დაარსდა 1979 წელს კურსის სახით. 1991 წელს კურსი გადაკეთდა კათედრად. 1979-2006 წლებში კათედრა მოიცავდა სამ მიმართულებას: ბავშვთა ასაკის ქირურგიულ სტომატოლოგიას (ყბა-სახის ქირურგიას) და ორთოდონტიას. 2006 წლიდან კათედრას ეწოდა ბავშვთა და მოზარდთა სტომატოლოგიისა და სტომატოლოგიურ დაავადებათა პროფილაქტიკის დეპარტამენტი. იგი ამჟამად აერთიანებს ორ მიმართულებას: თერაპიულ სტომატოლოგიას და ქირურგიულ სტომატოლოგიას.

1979 წლიდან 1992 წლამდე ჯერ კურსს, ხოლო შემდეგ კათედრას ხელმძღვანელობდა პროფესორი მარიამ გრიგალაშვილი. 1993 წლიდან დღემდე კათედრასა და შემდგომ დეპარტამენტს ხელმძღვანელობს მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია.
ორთოდონტიის დეპარტამენტი დაარსდა 2006 წელს. 1979 წლიდან ორთოდონტია მიმართულების სახით შედიოდა ბავშვთა ასაკის სტომატოლოგიის და სტომატოლოგიურ დაავადებათა პროფილაქტიკის კათედრაზე.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტომატოლოგიური ფაკულტეტის პირის ღრუს, თავისა და კისრის ავთვისებიანი სიმსივნეების დეპარტამენტი შეიქმნა 2007 წელს. დეპარტამენტის შექმნის მიზანს წარმოადგენდა სტომატოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტებისათვის ყბა-სახის ავთვისებიანი სიმსივნეების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის საკითხების გაცნობა.

--

სტომატოლოგიის ფაკულტეტის დეპარტამენტები და მიმართულებები:

1. ბავშვთა და მოზარდთა სტომატოლოგიისა და სტომატოლოგიურ დაავადებათა პროფილაქტიკის დეპარტამენტი

2. ოდონტოლოგიის დეპარტამენტი

3. პაროდონტისა და პირის ღრუს ლორწოვანის დაავადებათა დეპარტამენტი

4. ორთოდონტიის დეპარტამენტი

5. ორთოპედიული სტომატოლოგიის და ყბა–სახის ორთოპედიის დეპარტამენტი

6. ქირურგიული სტომატოლოგიისა და ყბა–სახის ქირურგიის დეპარტამენტი

7. პირის ღრუსა, თავისა და კისრის ავთვისებიანი სიმსივნეების დეპარტამენტი


--

კონტაქტი:

0177 თბილისი
ვაჟა–ფშაველას გამზირი 33
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი
ადმინისტრაციული კორპუსი. პირველი სართული. ოთახი 02

ტელ.: 54 24 01; 54 24 02
ელექტრონული ფოსტა: sm@tsmu.edu
ვებ–მისამართი: http://dent.tsmu.edu


--------------------------------------------------------------------------------

ფარმაციის ფაკულტეტი:

user posted image


ისტორია:

ფარმაცევტულ განათლებას საქართველოში საფუძველი ჩაეყარა 1919 წელს, როდესაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტთან დაარსდა ფარმაცევტული განყოფილება. 1922 წელს იგი გადაკეთდა ქიმიურ-ფარმაცევტულ განყოფილებად და სამკურნალო ფაკულტეტის ნაცვლად ჩამოყალიბდა პედაგოგიურ ფაკულტეტთან. 1925 წელს ქიმიურ-ფარმაცევტული განყოფილების ბაზაზე შეიქმნა ფარმაკო-ქიმიური ფაკულტეტი. 1930 წელს ეს ფაკულტეტი შევიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისგან ახლად გამოყოფილ, თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის შემადგენლობაში. 1937 წელს ფაკულტეტი გარდაიქმნა თბილისის ფარმაცევტულ ინსტიტუტად, რომელმაც იარსება 1948 წლის სექტემბრამდე. შემდეგ ის კვლავ შეუერთდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტს და დღემდე არსებობს ფარმაციის ფაკულტეტის სახით, ახლა უკვე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის შემადგენლობაში.

ფარმაცევტული ინსტიტუტის რექტორი იყო საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი იოველ ქუთათელაძე. დარგის განვითარებაში დიდი ღვაწლი მიუძღვით პროფესორებს: ნიკოლოზ მასხულიას, პავლე ჭუმბურიძეს, არისტარხ მშვიდობაძეს, ვალერინ შოთაძეს, ედუარდ აბოლს, ვლადიმერ ასათიანს, პეტრე გელბახიანს, ლინა ერისთავს, ლევან ჩხატარაშვილს.

ფარმაცევტული ფაკულტეტის დეკანები იყვნენ: პროფესორი პავლე ჭუმბურიძე (1938-44წლები), პროფესორი არისტრახ მშვიდობაძე (1946-73 წლები), დოცენტი ლევან ჩხატარაშვილი (1973-77წლები), პროფესორი რომან მახარაძე

(1977-90 და 1991-96 წლები), დოცენტი იპოლეტე მონიავა (1990-91წლები), პროფესორი ალიოშა ბაკურიძე (1996-2005 წლები), პროფესორი ნიკოლოზ გონგაძე (2005-2006წლები), ასისტენტ-პროფესორი ნინო ნემსიწვერიძე (2006-2007 წლები), ასოცირებული პროფესორი დალი ბერაშვილი (2007 წლიდან დღემდე).

სასწავლო პროცესის რეორგანიზაციის შედეგად, 1996 წელს შეიცვალა უმაღლესი ფარმაცევტული განათლების მქონე პირთა კვალიფიკაცია - ნაცვლად “პროვიზორისა”, მათ ეწოდათ “ფარმაცევტი”. შემუშავდა ფარმაცევტის მომზადების კონცეფცია, მომზადდა ახალი სასწავლო გეგმა, რომელიც ითვალისწინებდა ხუთწლიან სწავლებას. სტრუქტურული ცვლილებები შეეხო ფარმაცევტული ფაკულტეტის პროფილურ კათედრებსაც: ფარმაცევტული ქიმიის კათედრისა და კურსის “ანალიზის ინსტრუმენტული მეთოდები ტოქსიკოლოგიური ქიმიით” გაერთიანების შედეგად ჩამოყალიბდა ახალი კათედრა სახელწოდებით “ფარმაცევტული და ტოქსიკოლოგიური ქიმიის კათედრა”, ფარმაცევტული საქმის ორგანიზაციისა და ეკონომიკის კათედრას ეწოდა სოციალური კლინიკური ფარმაციის კათედრა. 2006 წლიდან კათედრებს ეწოდა დეპარტამენტები.

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონიდან გამომდინარე, ამჟამად ფარმაცევტული განათლება სამსაფეხურიანია - ბაკალავრიატი 4 წელი, მაგისტრატურა 2 წელი და დოქტორანტურა 3 წელი.

თსსუ-ის ფარმაციის ფაკულტეტზე სასწავლო პროცესი ხორციელდება საუნივერსიტეტო და პროფილური დეპარტამენტების ბაზებზე. პროფილური დეპარტამენტები: ფარმაცევტული და ტოქსიკოლოგიური ქიმიის, ფარმაცევტული ტექნოლოგიის, ფარმაკოგნოზიის და ბოტანიკის, სოციალური და კლინიკური ფარმაციის - განთავსებულია ქ. თბილისში გ. ახვლედიანის ქ. N.22-ში.

თსსუ ფარმაციის ფაკულტეტი აქტიურად თანამშრომლობს უცხოეთის უნივერსიტეტებთან: ბელგიის ლიეჟის უნივერსიტეტთან, კანადის კვებეკის პროვინციის შიკუტიმის უნივერსიტეტთან, საფრანგეთის მარსელის ხმელთაშუაზღვის უნივერსიტეტთან. აღნიშნულ უნივერსიტეტებში სტაჟირება გაიარა ფაკულტეტის ათეულობით თანამშრომელმა, დოქტორანტმა და სტუდენტმა. შესრულდა ერთობლივი სამეცნიერო პროექტები, სადისერტაციო ნაშრომები რაც აისახა გამოქვეყნებულ შრომებსა და ერთობლივ სამეცნიერო კონფერენციებში.

ფარმაციის ფაკულტეტის თითქმის ყველა კურსდამთავრებული დასაქმებულია შ.პ.ს. "ავერსი-ფარმა", 'PSP-აფთიაქი", "GPC", “სახალხო აფთიაქი” სააფთიაქო ქსელში, ასევე ფარმაცევტულ საწარმოებში "GMP", "ავერსი რაციონალი", "ნეოფარმი", "გამა"; წამლის ხარისხის კონტროლის ლაბორატორია და ა.შ.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და ფარმაცევტულ კომპანიებს შორის გაფორმებულია მემორანდუმი ურთიერთთანამშრომლობის შესახებ. მათ ბაზაზე ფარმაციის ფაკულტეტის ყველა საფეხურის სტუდენტები, გადიან სასწავლო და საწარმოო პრაქტიკას.

თსსუ ფარმაციის ფაკულტეტს ხელმძღვანელობს ასოცირებული პროფესორი დალი ბერაშვილი.

--

კონტაქტი:

ქ. თბილისი 0177, ვაჟა-ფშაველას გამზ. N. 33,

ტელ: (995 32) 54 24 36; (995 32) 54 24 20;
ფაქსი: (995 32) 94 25 19

ელ-ფოსტა: pf@tsmu.edu

--------------------------------------------------------------------------------


საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტი:

user posted image


ისტორია:

1930 წლის სექტემბრიდან, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის დაარსების პირველი დღიდანვე, მის შემადგენლობაში შემავალ სამ ფაკულტეტს შორის ერთ-ერთი იყო სანიტარიულ-პროფილაქტიკური ფაკულტეტი სამი პროფილით – ეპიდემიოლოგიური, კომუნალური ჰიგიენისა და კვების ჰიგიენის.

1934 წლის სექტემბერში, ზემდგომი ორგანოების განკარგულებით, სანიტარიულ-პროფილაქტიკური ფაკულტეტის პირველი ოთხი კურსი დაიხურა, სტუდენტები კი გადაიყვანეს სამკურნალო და პედიატრიული ფაკულტეტების შესაბამის კურსებზე. მათთვის მოეწყო სპეციალური დამატებითი მეცადინეობები იმ დისციპლინებში, რომელთა პროგრამა არ პასუხობდა სამკურნალო და პედიატრიული ფაკულტეტების მოთხოვნებს. სასწავლო პროგრამა ისე შეიცვალა, რომ ზოგად საექიმო განათლებასთან ერთად მომზადებულიყვნენ საკმარისად კვალიფიციური ზოგადსანიტარიული ექიმები. სანიტარიულ-პროფილაქტიკურ ფაკულტეტს ჰქონდა მხოლოდ ერთი გამოშვება – 1935 წლის ივნისში.

1937 წლის სექტემბერში სანიტარიულ ჰიგიენური ფაკულტეტი კვლავ გაიხსნა სამი კურსის შემადგენლობით. პირველ კურსზე სტუდენტები ჩაირიცხნენ კონკურსით, მეორე და მესამე კურსები კი დაკომპლექტდა სამკურნალო და პედიატრიული ფაკულტეტებიდან, აგრეთვე, სხვა ინსტიტუტებიდან გადმოსული სტუდენტებით. ამ ფაკულტეტის სასწავლო გეგმა გათვლილი იყო 5 წელზე.

1949-50 სასწავლო წლიდან სანიტარიულ-ჰიგიენურ ფაკულტეტზე სწავლების ხანგრძლივობა გათვალისწინებული იყო 6 წელზე.

1970 წლიდან ფაკულტეტზე დაინერგა სუბორდინატურა, ხოლო 1971 წლიდან – ინტერნატურა ერთწლიანი სპეციალიზაციის სახით.

ფაკულტეტის დეკანები სხვადასხვა პერიოდში იყვნენ პროფესორები: ნიკოლოზ დემეტრაძე, გურამ ტატიშვილი, მამია დგებუაძე, ვასილ კაციტაძე, გივი კვანჭახაძე _ 1973 წლიდან 1994 წლამდე, დეკანის მოადგილე ი. მჭედლიშვილი, 1994-1999 წწ. _ ვ. სააკაძე, დეკანის მოადგილე – მ. ქურხული, დეკანის მოადგილე – ი. მჟავია, 1999-2005 წწ. _ დოცენტი დ. გელოვანი, 2005-2006 წწ. _ ბ. ზურაშვილი, 2006-2007 წწ. _ მ. ჯიბუტი, 2007 წლიდან დღემდე _ პროფესორი ბ. ზურაშვილი, დეკანის მოადგილე _ მ. ციმაკურიძე.

1997 წლიდან ფაკულტეტზე შემოღებული იყო სამეტაპიანი სწავლება: პირველი ეტაპი – ფუნდამენტური დისციპლინების სწავლება (I-II კურსი), მეორე ეტაპი – პროფილური ჰიგიენური და კლინიკური დისციპლინების სწავლება (II-IV კურსი) და მესამე – ზოგადპროფილური სპეციალიზაცია (VI კურსი), რომლის შემდეგ ტარდებოდა ერთიანი გამოსაშვები სახელმწიფო-სასერტიფიკაციო გამოცდა ჰიგიენაში, ეპიდემიოლოგიასა და პროფესიულ პათოლოგიაში. გამოსაშვები გამოცდის ჩაბარების შემდეგ ახალგაზრდა სპეციალისტს უფლება ეძლეოდა ემუშავა ზოგადი პრაქტიკის ექიმ-პროფილაქტიკოსად სამედიცინო პროფილაქტიკურ დაწესებულებაში ან გაეგრძელებინა სწავლა რეზიდენტურაში.

1998 წლისთვის პროფილაქტიკური მედიცინის ფაკულტეტი აერთიანებდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის 11 კათედრას: პრევენციული მედიცინისას კვების ჰიგიენისა და ბავშვთა და მოზარდთა ჰიგიენის კურსებით, კომინალური და რადიაციული ჰიგიენის, შრომის ჰიგიენისა და პროფესიულ დაავადებათა, ეპიდემიოლოგიის, საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და მენეჯმენტის, სპორტული მედიცინისა და სამედიცინო რეაბილიტაციის, ბიოლოგიის, მიკრობიოლოგიის, ჰემატოლოგიის, საზოგადოებრივ მეცნიერებათა და მედიცინის ისტორიის კათედრებს.

დეკანატი აქტიურად ახორციელებდა სამეტაპიანი სწავლების წესის დანერგვის პროცესს, იღებდა ქმედით ზომებს ფუნდამენტური და განსაკუთრებით კლინიკური საგნების დიფერენცირებული პროგრამების შედგენისთვის, რომელთა შინაარსი არსებითად განსხვავდებოდა, როგორც საათობრივი დატვირთვის, ისე შესასწავლი საკითხების მხრივ. პროგრამები შეესაბამებოდა პროფილაქტიკური მედიცინის ფაკულტეტის კურსდამთავრებულთა სამომავლო მუშაობის განსხვავებულ შინაარსს.

დეკანატმა მნიშვნელოვანი მუშაობა ჩაატარა ახალი სასწავლო გეგმისა და სტანდარტების შემუშავებისათვის. სახელდობრ, განისაზღვრა აუცილებელ პროფილერ და ელექტიურ დისციპლინათა ნუსხა, მათი მოცულობა, საწარმოო პრაქტიკის ჩატარების წესი; შედგა ახალი სასწავლო პროგრამები, დადგინდა რეზიდენტურის სპეციფიკა, მუშაობის შინაარსი, მოცულობა, პროგრამები.

აღნიშნულ პერიოდში პროფილური კათედრების სამეცნიერო მუშაობის ძირითადი მიმართულებები იყო: გარემოს რადიაციული ფონის შესწავლა, გარემოში რადიონუკლიდების მიგრაციისა და ონკოლოგიურ სნეულებათა ეპიდემიოლოგია, სასმელი წყლისა და წყალმომარაგების ჰიგიენა, მაიონიზებელი გამოსხივების მცირე დოზების გავლენა ორგანიზმზე, ავიტამინოზები, წიაღისეული და სილიკატური მტვრის მოქმედების შესწავლა მომუშავეთა ორგანიზმზე, პროფესიული ალერგოზების გავრცელება, კლინიკურ-იმუნოლოგიური თავისებურებები და პროფილაქტიკა, A და B ჰეპატიტების ეპიდემიოლოგია საქართველოში, სკოლამდელი და სასკოლო ასაკის ბავშვთა და მოზარდთა ჯანმრთელობის მდგომარეობასა და ფიზიკურ განვითარებაზე სასწავლო პროცესის პირობების გავლენის შესწავლა. სამეცნიერო კვლევების შედეგების საფუძველზე სისტემატურად მუშავდებოდა და ინერგებოდა პრაქტიკაში პროფილაქტიკური ღონისძიებების კომპლექსები.

1998 წლიდან, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ფაკულტეტზე ამოქმედდა დასაქმებული კადრების კვალიფიკაციის ამაღლების კურსები ზოგად, კომუნალურ, რადიაციულ, შრომის, კვების, ბავშვთა და მოზარდთა ჰიგიენასა და პროფესიულ პათოლოგიაში. იმავე სპეციალობებსა და ეპიდემიოლოგიაში პროფილაქტიკური მედიცინის ფაკულტეტის კურსდამთავრებულთათვის დაწესდა რეზიდენტურაში სწავლება.

პრიორიტეტული მოთხოვნილებით განპირობებული კადრების მომზადების მიზნით საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტზე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების გეგმისა და საქართველოს ჯანდაცვის და განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმების გათვალისწინებით, სწავლების და სპეციალისტთა პროფესიული განვითარების ოპტიმიზაცია მიმდინარეობდა საგანმანათლებლო გეგმა-პროგრამების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის საფუძველზე. 2000 წლიდან ფაკულტეტზე, საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, განხორციელდა რეორგანიზაცია (მათ შორის: განახლდა სასწავლო გეგმა-პროგრამა, უმაღლეს სამედიცინო განათლებაში რეზიდენტურის შემოღების გათვალისწინებით სწავლების ექვსწლიანი მოდელი შეიცვალა ხუთწლიანით და სხვ.) და 2002 წელს ეწოდა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტი.

2007 წლიდან “უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გადაწყვეტილებით, საზოგადოებრივი ჯანდაცვისა ფაკულტეტზე განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის სახით განისაზღვრა ბაკალავრიატი, რითაც შეიქმნა სამივე საფეხურის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამებით (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) სწავლების შესაძლებლობა.

დღეისათვის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტზე სწავლება მიმდინარეობს სამივე საფეხურის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამებით და კურსდამთავრებულებს ენიჭებათ შესაბამისი აკადემიური ხარისხი, როგორც ეს გათვალისწინებულია “უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონით.

--------------------------------------------------------------------------------


ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტი:

user posted image

http://pmr.tsmu.edu/news.php

--------------------------------------------------------------------------------

უცხოელ სტუდენტთა განათლების დეპარტამენტი:

user posted image


უცხოელ სტუდენტთა განათლების დეპარტამენტის მისია არის ,,ერთი ქოლგის ქვეშ“ გააერთიანოს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის უხოელი სტუდენტები, ხელი შეუწყოს მათი აკადემიური დონის ამაღლებას, სოციალური გარემოსა და პირობების გაუმჯობესებას. უცხოელი სტუდენტებისთვის სწავლება მიმდინარეობს მთლიანად ინგლისურ ენაზე თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით. დღესდღეობით, უცხოელ სტუდენტთა განათლების დეპარტამენტი ახორციელბს ინგლისურენოვანი 373 დიპლომამდელი და 51 დიპლომისშემდგომი სტუდენტის განათლების პროცესის მართვას.

--

დეპარტამენტის ისტორია:

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ინგლისურენოვანი სამკურნალო ფაკულტეტი გაიხსნა 1996 წელს. ფაკულტეტის სრული კურსი (პირველი გამოშვება) დაამთავრა 25-მა კურსდამთავრებულმა 2002 წელს.

2006 წლიდან მნიშვნელოვნად გაიზარდა როგორც დიპლომამდელი, ასევე დიპლომისშემდგომი სწავლების უცხოელ სტუდენტთა რაოდენობა, ამიტომაც აკადემიური პროცესის მართვისა და ხარისხის გაუმჯობესების მიზნით ჯერ შეიქმნა მედიცინის ფაკულტეტის ინგლისურენოვანი სექტორი, ხოლო 2008 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ჩამოყალიბდა უცხოელ სტუდენტთა განათლების დეპარტამენტი.

დღეისათვის ზემოაღნიშნული დეპარტამენტი ემსახურება 373 დიპლომამდელ და 51 დიპლომისშემდგომი განათლების უცხოენოვან სტუდენტს.

This post has been edited by MANAXH on 10 Sep 2011, 22:59


--------------------
CPU: Intel Core 2 Duo E6750 2.66 @ 3.68 Ghz
Cooler: CoolerMaster Hyper 212
M/B: GA-P35-DS3
RAM: 2x2GB Mushkin Xp2 1066Mhz Dual Channel Kit
Video: MSI 9800GT OC
HDD: 500GB Samsung SATA II 3Gb/s
PSU: KMEX PW500
UPS: Powercom Imperial Series IMD-825AP
Monitor: Samsung SyncMaster T220
rock in rose
delirious


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 11543
წევრი No.: 71219
რეგისტრ.: 17-October 08

გამოგზავნილია: 10 Sep 2011, 19:41  #27314354      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
MANAXH

მშვენიერი გახსნაა, იკა up.gif

გილოცვთ სამედიცინოს სტუდენტებო ახალ თემას, თან ახალი სასწავლო წელიც მალე დაიწყება და კარგ დროს გაიხსნა smile.gif

QUOTE
Per Traditiones ad Futurum


chest.gif

Guardian
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5000
წევრი No.: 15329
რეგისტრ.: 12-December 05

გამოგზავნილია: 10 Sep 2011, 19:42  #27314371      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
rock in rose

მაგ ლოგიკით, სკოლის ნებისმიერი საბუნებისმეტყველო საგანი შეგიძლია აიღო, წინ "სამედიცინო" მიუწერო და მერე სამედიცინო უნივერსიტეტში თავიდან ასწავლო - ჰოდა, გექნება, სამედიცინო ალგებრა, სამედიცინო გეომეტრია, სამედიცინო ფიზიკა, სამედიცინო ბიოლოგია, და ა.შ. biggrin.gif
mikiii
ნიკი გაუქმებულია


***
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 58
წევრი No.: 133911
რეგისტრ.: 18-July 11

გამოგზავნილია: 10 Sep 2011, 19:47  #27314460      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
ახალ თემაში შემოგვიეთდით სამედიცინო ყველანაირი მომსახურება უფასო უნდა იყოს (post #27311223)

This post has been edited by mikiii on 10 Sep 2011, 19:48


--------------------
მირიანი
rock in rose
delirious


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 11543
წევრი No.: 71219
რეგისტრ.: 17-October 08

გამოგზავნილია: 10 Sep 2011, 19:54  #27314583      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
Guardian

კი, თავისუფლად შეიძლება biggrin.gif

მასე გვასწავლეს ფიზიკა, მაგრამ საგანს დაარქვეს სამედიცინო ფიზიკა biggrin.gif
გენეტიკას-მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკა და ა.შ
Meshuggah
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 635
წევრი No.: 99418
რეგისტრ.: 9-September 09

გამოგზავნილია: 10 Sep 2011, 19:57  #27314638      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
ოხოხო ახალი თემაააააააა
დროა ფესვები გავიდგა lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif


--------------------
http://www.last.fm/user/babaiagaa
TeTeTeT
ქსენოფობი


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 511
წევრი No.: 126087
რეგისტრ.: 17-January 11

გამოგზავნილია: 10 Sep 2011, 19:57  #27314642      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
გილოცავთ ახალ თემას kiss.gif love.gif წარმატებები ყველას wink.gif
nat_piano
Krazana


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 126
წევრი No.: 116188
რეგისტრ.: 27-May 10

გამოგზავნილია: 10 Sep 2011, 20:17  #27314983      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
ახალიი თემაა bis.gif bis.gif bis.gif
MANAXH
loading ™


********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 24765
წევრი No.: 35715
რეგისტრ.: 31-May 07

გამოგზავნილია: 10 Sep 2011, 20:28  #27315175      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ვებგვერდი
წარმატებულ წელს გისურვებთ yes.gif
banega
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 587
წევრი No.: 119690
რეგისტრ.: 17-August 10

გამოგზავნილია: 10 Sep 2011, 21:54  #27316816      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი
ჰაჰ .. ახალი თემა ... bis.gif bis.gif
ახალ სასწავლო წელს ახალი თემით ვეგებებით biggrin.gif
MANAXH
loading ™


********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 24765
წევრი No.: 35715
რეგისტრ.: 31-May 07

გამოგზავნილია: 10 Sep 2011, 21:57  #27316869      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ვებგვერდი
banega
წინა თემაც 1 წლის წინ არის გახსნილი biggrin.gif ვნახოთ ეს თემა 200-მდე რამდენ ხანში ავა yes.gif
banega
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 587
წევრი No.: 119690
რეგისტრ.: 17-August 10

გამოგზავნილია: 10 Sep 2011, 22:02  #27316975      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი
MANAXH
QUOTE
ვნახოთ ეს თემა 200-მდე რამდენ ხანში ავა

რატომღაც მგონია, რომ 200_მდე ეს თემა უფრო მალე ავა biggrin.gif

This post has been edited by banega on 10 Sep 2011, 22:03
vivianna
#რაჭა


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5075
წევრი No.: 97684
რეგისტრ.: 12-August 09

გამოგზავნილია: 10 Sep 2011, 22:04  #27317016      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
გამარჯობა ახალო თემავ biggrin.gif ჩემს არ ყოფნაში რა ამბები დაგიტრიალებიათ tongue.gif
მინდა მოგისუურვოთ კარგი სწავლა, კარგი სწავლა და კარგი სწავლა მომავალო ექიმებო biggrin.gif

მოკელდ განმიხარდა ახალი თემა biggrin.gif

MANAXH
მომწონს შენი გახსნილი თემები, ამომწურავ ინფორმაციას გვაწვდიან : )

რაღაცები წავიკითხე წინა თემაში :
1. გენეტიკა ის გენეტიკა არაა რაც სააბიტურიენტოა.. აქ ამოცანები კი არა მგონი გამოცანებია წიგნში, უნდა გაარკვიო ქართულად რა წერია,ა მოსაცნობია biggrin.gif
2.ფიზიოლოგია ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია.. როგორც ანატომია..


This post has been edited by vivianna on 10 Sep 2011, 22:05


--------------------
Fucking my life to save yours..
MANAXH
loading ™


********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 24765
წევრი No.: 35715
რეგისტრ.: 31-May 07

გამოგზავნილია: 10 Sep 2011, 22:15  #27317196      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ვებგვერდი
banega
QUOTE
რატომღაც მგონია, რომ 200_მდე ეს თემა უფრო მალე ავა

წინაზე მეც ეგრე მეგონა yes.gif

ხოდა ამიტომ საჭიროა გავაქტიურდეთ yes.gif

vivianna
რაც მეტად ინფორმაციული იქნება სხვა თემებიც, მით უკეთესი : )

vivianna
#რაჭა


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5075
წევრი No.: 97684
რეგისტრ.: 12-August 09

გამოგზავნილია: 10 Sep 2011, 22:30  #27317454      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
banega
შარშან ეს თემა აქტიურდებოდა სწავლის დაწყების წინ, შუალედურების წინ და გამოცდების წინ, დანარჩენი ისე რა ხოლმე biggrin.gif

MANAXH
ნამდვიალდ გეთანხმებიი
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (200) [1] 2 3 ... ბოლო » Closed Topic · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: კავკასუს ონლაინი
[ Script Execution time: 0.0567 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]