forum.ge
reklama
FORUM.GE ... წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (21) « პირველი ... 19 20 [21]   ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> შევისწავლოთ ასტროლოგია, I კლასი
Papillon
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2507
წევრი No.: 123248
რეგისტრ.: 3-November 10

გამოგზავნილია: 28 Oct 2011, 21:00  #28056077      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ვებგვერდი
ასტროლოგიის გაკვეთილები დამწყებთათვის

მოდით,დავიწყოთ იქიდან, რომ 12 ზოდიაქოს ნიშანი არ არის ასტროლოგია,ის მხოლოდ ერთ-ერთი ნაწილია. ხოლო ასტროლოგიის ნაწილს წარმოადგენს :პლანეტები, სახლები და ასპექტები.

დასაწყისშივე დავიმახსოვროთ მნიშვნელოვანი რამ: ის,რასაც ყოველდღიურ ჟურნალ-გაზეთებში წერენ ნამდვილი ასტროლოგია არაა.უბრალოდ ზოგადი პროგნოზებია,რომლებიც ასტროლოგიის შესასწავლად არ გამოგვადგება. ის ზოგადი დახასიათებები კი,რაც არსებობს ზოდიაქოს ნიშნების სახით,მხოლოდ ზოგად,გენერალიზირებულ ინფორმაციას მოგაწვდიან,რომელიც შესაძლოა შენს ნამდვილ ჰოროსკოპს არ დაემთხვეს. პირად ჰოროსკოპზე კი გავლენა ყველა პლანეტას აქვს.როცა პლანეტების მიხედვით არსებულ ინფორმაციებს შეკრებთ,აი მერე მიიღებთ სწორ სურათს.
იმისთვის,რომ ასტროლოგიაში დამწყებთა დონეზე გავერკვეთ,დავიწყოთ ასტროლოგიის ანბანით.

ასტროლოგიის მიხედვით:
ყოველ პლანეტას გააჩნია თავისი ფუნქცია. მაგალითად მთვარე -ემოციებზე მიუთითებს, მარსი-ენერგიაზე და ა.შ.
ყოველი ნიშანი მიუთითებს როგორ ფუნქციონირებს,მუშაობს პლანეტა. მაგალითად ნებისმიერი პლანეტა,რომელიც მოხვდა ვერძში,იძენს ვერძის თვისებებს-ემატება იმპულსურობა,აქტიურობა, ნებისმიერი პლანეტა,რომელიც მოხვდა თევზებში, იღებს თევზების თვისებებს ,მაგალითად წარმოსახვის უნარს.
ყოველი სახლი გვიჩვენებს სად მუშაობს პლანეტა ყველაზე კარგად,სად ავლენს თავს ყველაზე კარგად. მაგალითად პლანეტა,რომელიც მეორე სახლში მოხვდა, გავლენა ექნება თქვენს მიღწევებზე და ფინანსებზე, ხოლო პლანეტა,რომელიც მე-5 სახლშია, გავლენა ექნება რომანტიულობასა და სიყვარულზე.
ასპექტი არის პლანეტებს შორის დამაკავშირებელი. პლანეტები,რომლებიც ასპექტის მიხედვით არიან დაკავშირებულნი,ერთად მოქმედებენ,ერთმანეთის ელფერს იძენენ. მათი მოქმედება დადებითი იქნება,თუ უარყოფითი,დამოკიდებულია თავად ასპექტზე (გვაქვს უარყოფითი და დადებითი ასპექტები)

კითხვა: რა განსხვავებაა ასტროლოგიურ ნიშანსა და სახლს შორის?

ჩვენს გარშემო სამყარო (ცა,გალაქტიკა) დაყოფილია 12 თანაბარ ნაწილად,რომლებსაც უძველესი დროიდან ეწოდებათ ასტროლოგიური ნიშნები. ადგილს,რომელიც დაბადების მომენტში აღმოსავლეთ ჰორიზონტს უერთდება ეწოდება ასცენდენტი (Asc) ,ანუ ამომავალი ნიშანი. ასტროლოგიაში ასცენდენტი ისევე მნიშვნელოვანია,როგორც მზის ნიშანი,თუმცა ზოგიერთ ასტროლოგიურ წიგნში მას მნიშვნელობას არ ანიჭებენ. ასცენდენტი გავლენას ახდენს იმ გზაზე,მეთოდებზე როგორც რეაგირებ,ასევე სამყაროს ხედვაზე, რას ითხოვს სამყარო შენგან . რუკაში ყველაზე მაღალ წერტილს ეწოდება მედიუმ კოელი (MC),იგივე ზენიტი,იგივე მე-10 სახლის დასაწყისი,ის მიუთითებს ჩვენი ცხოვრების ყველა მიმართულებაზე.
თუ ასცენდენტის საპირისპიროდ გაავლებთ ხაზს,მიიღებთ თქვენი რუკის დესცენდენტს (Dsc),ანუ ასცენდენტის საპირისპირო ნიშანს,ეს წერტილი მიუთითებს თუ რა ტიპის ადამიანებით შეიძლება მოიხიბლო ან სიმპათიით განეწყო.
თუ MC-დან გაავლებთ საპირისპირო ხაზს,მიიღებთ წერტილს,რომელსაც ნადირი (IC) ეწოდება. ეს წერტილი ატარებს ინფორმაციას თქვენს ადრეულ ცხოვრებაზე,ბავშვობაზე,ოჯახზე.

თუ რუკას დააკვირდებით,ნახავთ რომ ის დაყოფილია არათანაბარ ნაწილებად,მაგრამ 12 ნაწილად,არ უნდა გაგიკვირდეთ,რადგან ასცენდენტი და ზენიტი შესაძლოა ზუსტად 90 გრადუსით არ იყვნენ დაშორებულები.
სახლებსა და ნიშნებს შორის იგივე განსხვავებაა,რაც მაგალითად აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის,ან მარჯვენასა და მარცხენას შორის. ამომავალი ნიშანი ,იგივე ასცენდენტი ყოველთვის ის ნიშანია,რომელიც დაბადების დროს უერთდება აღმოსავლეთ ჰორიზონტს,ის თითქმის ყოველ ორ საათში ერთხელ იცვლება.აი,სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი პირადი რუკის შედგენის დროს იცოდეთ დაბადების ზუსტი საათი,მან შესაძლოა მთლიანად შეცვალოს თქვენი რუკა.
სახლებს არ აქვთ რამე სპეციფიკური სახელი,უბრალოდ დაყოფილი და დანომრილია 1-დან 12-მდე ციფრით.ასცენდენტი ითვლება ყოველთვის პირველ სახლად..
კიდევ რომ გავიმეოროთ, ნიშანი გავლენას ახდენს როგორ მოქმედებს პლანეტა,რა დატვირთვა აქვს,ხოლო სახლი მიანიშნებს სად,რა სფეროზე მოქმედებს პლანეტა.
შემდეგ გაკვეთილში უფრო ზუსტად აღვწერთ პლანეტათა და სახლების დანიშნულებას.

ასტროლოგიაში პლანეტებს გააჩნიათ ფუნქციები
მზე- მზის ნიშანი არის ის,რომელსაც ჩვენი დაბადების ზოდიაქოდ ვიცნობთ. მზეს შემდეგი ფუნქციები აქვს: ჩვენი ეგო,მე,ძირითადი მახასიათებლები.ესაა ის,რაც ხარ გულით, რა ურთიერთობა გაქვს მამრობით სქესთან,განსაკუთრებით მამასთან. თუ მზე ძლიერია რუკაში,მიანიშნებს ავტორიტეტულ,ღია,ადამიანზე ყურადღების ცენტრში ყოფნის მოთხოვნილებით. მზე მართავს ლომის ზოდიაქოს
მთვარე- ინსტინქტები, ჩვეულებები, არაცნობიერი ნაწილი,ქმედებები.ასევე მიანიშნებს რა ტიპის ოჯახური გარემო მოგწონს,რა ურთიერთობა გაქვს ქალებთან,განსაკუთრებით დედასთან. თუ მთვარე ძლიერია რუკაში,განწყობა და მისი ცვლილებები უფრო მეტადაა გამოხატული, გრძნობების, ემოციების გავლენით გადაწყვეტილებების მიღებაზე მიანიშნებს. მთვარე მართავს კირჩხიბის ზოდიაქოს.
მერკური- ფიქრი,კომუნიკაცია,ინფორმაციის შეგროვება. თუ მერკურის ძლიერი მდებარეობაა, კომუნიკაციის საჭიროება და მოთხოვნილება წინა პლანზეა, უფრო მეტად ხართ მიდრეკილი საუბრებისკენ (თუნდაც ტელეფონით). მერკური მართავს ტყუპებს და ქალწულს.
ვენერა- მოწონების,სიყვარულის გამოხატვა, შემოქმედებითი გემოვნება,ბედნიერების შეგრძნება. ვენერის ძლიერი მდებარეობა მიუთითებს ხელოვნებისადმი მიდრეკილებას და პიროვნების მიმზიდველობაზე. ვენერა მართავს სასწორს და კუროს.
მარსი-აგრესია და ენერგია. თუ მარსის ძლიერი მდებარეობაა,მიუთითებს აქტიურობის მოთხოვნილებაზე,ადამიანი არის ძლიერი,ენერგიული,აქტიური და ზოგჯერ აგრესიულიც. მარსი მართავს ვერძს.
იუპიტერი- ზოგადი პრინციპების ჩამოყალიბების უნარი,ოპტიმიზმის მაჩვენებელი.იუპიტერის ნიშანი და სახლი (რომელშიც მოხვდა) გვიჩვენებს სად ,რა სფეროებში ვგრძნობთ თავს უსაფრთხოდ,დაცულად,როგორ (და სად) ვაღწევთ წარმატებას.კარგი მდებარეობა მიუთითებს იღბლიანობაზე. იუპიტერი მართავს მშვილდოსანს.
სატურნი-სიფრთხილე,შიში,ამბიციურობა,განსაზღვრულობა,შებოჭვა.სატურნის შექმნილი დაბრკოლებების გარეშე ჩვენ ვერ გავიზრდებით. სატურნის ძლიერი მდებარეობა ხშირად აქვთ ექიმებს, მეცნიერებს, ბიზნესმენებს. ასტროლოგიური ნიშანი და სახლი,რომელშიც სატურნი იმყოფება მიგვანიშნებს რა გვჭირდება იმისთვის,რომ თავი დაცულად და უსაფრთხოდ ვიგრძნოთ,რა გვაშინებს,რისი დანაკლისი გვაქვს,რა გვაფერხებს,სადაა შეზღუდვები. სატურნი მართავს თხის რქას.
ურანი- ორიგინალურობა,თავისუფლებისადმი დამოკიდებულება.ესაა „ამბოხის“ პლანეტა,ეწინააღმდეგება წესრიგს,რადგან ესაა მისი წესი, ურანი „ფიქრობს“,რომ ის უკეთეს წესრიგს დაამყარებს. თუ ურანი რუკაში ძლიერია,ეს მიანიშნებს ექსცენტრიულ ან/და გენიოს ადამიანზე ,აქვთ ტენდენცია შოკში ჩააგდონ საზოგადოება. პოლიტიკოსებს,რომლებსაც ურანის ძლიერი მდებარეობა აქვთ,გამოირჩევიან ახალი,ნოვატორული იდეებით. ურანი მართავს მერწყულს.
ნეპტუნი- ფერადი სათვალით ყურება,სად ვხედავთ მას,რისი დანახვაც გვინდა. ესაა პლანეტა,რომელიც ილუზიებს,ფანტაზიას და წარმოდგენებს მართავს. თუ ნეპტუნის ძლიერი მდებარეობაა რუკაში,ადამიანი არის მგრძნობიარე და ამავე დროს ფანტაზიორიც (ასპექტებს გააჩნია), უარყოფით ვარიანტში ვიღებთ მიდრეკილებას ალკოჰოლისა და ნარკოტიკებისადმი. ნეპტუნი მართავს თევზებს
პლუტონი- სექსი,სიკვდილი, რეგენერაცია, ექსტრემალური სიტუაციები.პლუტონის მდებარეობა მიგვანიშნებს სად გვაქვს ტენდენცია არ გავჩერდეთ,არ წავიდეთ კომპრომისზე. მისი ძლიერი მდებარეობა რუკაში მიუთითებს ,რომ ადამიანს არ უნდა მოექცეთ ცუდად (უწესრიგოდ). პლუტონი მართავს მორიელს.

პლანეტათა ფუნქციები (2) შევისწავლოთ ასტროლოგია

სახლები და მათი მნიშვნელობა.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ნიშანი გავლენას ახდენს პლანეტის მოქმედებაზე და მიუთითებს როგორ მოქმედებს პლანეტა, ხოლო სახლი,რომელშიც პლანეტა მდებარეობს მიუთითებს ცხოვრების რა სფეროზე ახდენს პლანეტა გავლენას.
I სახლი- ესაა იგივე ასცენდენტი. განაპირობებს გარეგნულ და ზედაპირულ თვისებებს,მოიცავს იმ თვისებებს,რასაც გარშემომყოფები პირველი შეხედვით ამჩნევენ ჩვენში,ხოლო ოპოზიციური მზის ნიშანი მიუთითებს იმ თვისებებზე,რაც შინაგანად გაქვთ. პირველი სახლის მმართველი არის ვერძი
II სახლი- ფული და მატერიალური ფასეულობები,შემოსავლები, საქმიანი აქტიურობა,პირადი ფასეულობები,ღირებულებები. მეორე სახლს მართავს კურო
III სახლი- კომუნიკაციები, სხვებთან ურთიერთობის,საუბრის სტილი, ე.წ. „უმდაბლესი გონება“ ( ფაქტების აღქმა,გადამუშავება) , ხანმოკლე მოგზაურობები, დები და ძმები,მეზობლები, ყველაფერი რაც მკლავებს ეხება. მესამე სახლს მართავს ტყუპები
IV სახლი- თქვენი სახლი,ზოგადად საცხოვრებელი გარემო, ადრეული წლები, ბავშვობა, მშობლების გავლენა,უმეტესად მამის. ასევე ეს სახლი მიუთითებს ვინ და როგორი ვიქნებით ცხოვრების ბოლო მესამედში. რაც უფრო ასაკში შეხვალთ,მით უფრო დაემსგავსებით იმ ნიშანს,რომელიც თქვენს მეოთხე სახლს შეესაბამება (ასევე თუ პლანეტებია მეოთხე სახლში,პლანეტების მახასიათებლებიც მოიმატებს). მეოთხე სახლს მართავს კირჩხიბი
V სახლი- რომანტიული ურთიერთობები, ბავშვები ,კრეატიულობა, გემბლინგით გატაცება და სპეკულაციები, ჰობი, გატაცებები, გართობა და თამაშები. მეხუთე სახლს მართავს ლომი
VI სახლი- სამსახური და მომსახურება, გაცემა და მიღება ერთდროულად. ეს სახლი კარიერაზე არ მეტყველებს, მაგრამ მუშაობის სტილზე და ხარისხზე-კი. ასევე ჯანმრთელობაზე მიუთითებს. მეექსვე სახლი იმართება ქალწულით.
VII სახლი- ქორწინება და პარტნიორობა. როცა ვინმე თანასწორს აღმოაჩენთ გვერდით, იყენებთ მე-7 სახლს,ამიტომ ეს სახლი ირთვება უფრო ქორწინების და საქმიანი პარტნიორების შემთხვევაში,ასევე მიუთითებს ღია მტრებზე და მათ მახასიათებლებზე. მეშვიდე სახლს მართავს სასწორი
VIII სახლი- სიცოცხლე, სიკვდილი,ხელახლა დაბადება,განახლება. ესაა მეორე სახლის საპირისპირო სახლი და მართავს სხვათა (თქვენი ახლობლების,თუნდაც მეუღლის) ფულს,ფინანსებს,ღირებულებებს,მათ გავლენას თქვენზე.უსაფრთხოების, მასობრივი არეულობების, სოციუმის სახლია. მეხუთე სახლი რომანტიულ ურთიერთობას მართავს, ხოლო მის საპირისპიროდ მე-8 სახლი სექსს და მისდამი დამოკიდებულებას,სექსის სტილს, ნებისმიერი სახის ფეტიშს,ტაბუს სწორედ მე-8 სახლის ნიშანი ხსნის. მერვე სახლს მართავს მორიელი.
IX სახლი- რელიგიურობა, რელიგია, ფილოსოფია,უმაღლესი განათლება, ე.წ. „უმაღლესი გონება“ (ზოგადი ფასეული პრინციპების,ღირებულებების ჩამოყალიბება), ზოგადად ეს სახლი მიუთითებს პრინციპებზე, ასევე ხანგრძლივ მოგზაურობებზე გვაწვდის ინფორმაციას. მეცხრე სახლს მართავს მშვილდოსანი
X სახლი- კარიერა, საზოგადო სახე, ცხოვრებისეული მიღწევები, ამბიციები,ორგანიზაციული უნარები.მეათე სახლი მიუთითებს მშობლების გავლენაზე,განსაკუთრებით დედის. მეათე სახლს მართავს თხის რქა
XI სახლი- მეგობრები, იმედები,სურვილები, ხალხთა ჯგუფთან ჩვენი ურთიერთობები და დამოკიდებულებები,სოციუმი. მეთერთმეტე სახლს მართავს მერწყული
XII სახლი- ფსიქოლოგიური პრობლემები, შეზღუდვები და შეზღუდვის ადგილები (ციხე,საავადმყოფო), ფარული მტრები, ძლიერი მე-12 სახლი მიუთითებს ძლიერ ინტუიციაზე. მეთორმეტე სახლს მართავს თევზები.




დამხმარე ლინკი: როგორ შევადგინოთ პირადი ასტროლოგიური რუკა


დამხმარე სურათი :იხ. მიმაგრებული სურათი

This post has been edited by Papillon on 8 Dec 2011, 22:17

მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)
406121178240.jpg


--------------------
ასტრო ბლოგი - http://astroblogi.com/
Papillon
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2507
წევრი No.: 123248
რეგისტრ.: 3-November 10

გამოგზავნილია: 29 Oct 2011, 18:33  #28068599      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ვებგვერდი
12 ნიშნის ელემენტები და მოდალობები

ძირითადად ჩვენ ვიცნობთ ასტროლოგიის 12 ნიშანს,რასაც ჩვენს ზოდიაქოს ვუწოდებთ ხოლმე.ზოდიაქო იგივე მზის ნიშანია,მაგრამ რა თქმა უნდა,მზის გარდა არსებობს სხვა პლანეტები,რომლებიც აუცილებელი არაა იგივე ნიშანში,იგივე ზოდიაქოში მოხვდეს. შესაბამისად ჩვენ გვაქვს სხვა ნიშნების მეტნაკლები გავლენა.თითოეულ ნიშანს გავლენა და უნიკალური თვისებები აქვს,მათი დაყოფა მსგავსების პრინციპის მიხედვით ჯგუფებად ხდება. ელემენტი- ეს არის ნიშნების ძირითადი მახასიათებელი. გარდა ელემენტებისა,გვაქვს ხარისხიც,ანუ როგორ მოქმედებს ესა თუ ის ნიშანი განსხვავდება ელემენტის და ხარისხის მიხედვით.
კარდინალური ნიშნები- მოქმედება მათი დამახასიათებელი ნიშან-თვისებაა, ისინი იწყებენ საქმეს,არიან ინიციატორები,ენერგიულები,მიზანმიმართულები. ამ ჯგუფშ ერთიანდებიან ვერძი,კირჩხიბი, სასწორი და თხის რქა. თუ მათ ცხოვრებაში კრიზისი და სირთულე არ არსებობს,ისინი თავად შექმნიან და იბრძოლებენ მის დასაძლევად,მოქმედების გარეშე ეს ნიშნები არ არსებობს. კარდინალური ნიშნები რომელ სახლებში მოხვდნენ რუკაში მიანიშნებს ცხოვრების რა სფეროებში ვიქნებით აქტიურები.
ფიქსირებული ნიშნები- მოსწონთ სტაბილურობა. კარდინალურები თუ საქმეს იწყებენ და ინიციატორები არიან, ფიქსირებულები დაწყებულის გამგრძელებლები და მფლობელები არიან. მათ სურთ უფროსობა და არ არიან წინააღმდეგნი თუ კარდინალურები დაიწყებენ საქმეს,სამაგიეროდ სტაბილურობისთვის ისინი შეინარჩუნებენ. კარდინალურებს ქმედება სჭირდება,ხოლო ფიქსირებულებს-ყველაფერი სურთ რაც მათ გარშემო მოძრაობს. ფიქსირებული ნიშნებია კურო, ლომი, მორიელი და მერწყული. ფიქსირებული ნიშნები რომელ სახლებს მართავენ თქვენს რუკაში მიანიშნებს სად უნდა გაჩერდეთ და და „მომავალში გაიხედოთ“.
მუტაბელური ნიშნები- კომუნიკაცია მათი მოგონილია smile.gif) კარდინალურები მოქმედებენ, ფიქსირებულები ავითარებენ რაც კარდინალურებმა დაიწყეს,ხოლო მუტაბელურები საუბრობენ იმ მიღწევებზე,რასაც სხვები აღწევენ. მუტაბელურებს ყველაზე მეტად ახასიათებთ ადაპტაციის კარგი უნარი, ადვილად მიდიან კომპრომისზე.ისინი ხალხზე ორიენტირებულები არიან, მაგალითად კარდინალურებს თუ გზაზე გადაეღობე ,პასუხად მიიღებ: „გამეცალე,ეს უნდა გავაკეთო!“, ფიქსირებულებისგან- „ მე ვფიქრობ,რომ ეს სწორია,ეს კი არა.ესაა და ეს“, ხოლო მუტაბელურებისგან- „მოდი ვისაუბროთ ამ თემაზე“. მუტაბელურები მანამდე გაჩერდებიან კონკრეტულ ადგილზე,სანამ მათთვის საინტერესოა,შემდეგ კი უფრო საინტერესო ადგილს მონახავენ. სახლები,რომლებსაც მუტაბელური ნიშნები თქვენს რუკაში მართავენ მიუთითებს ცხოვრების იმ სფეროებზე,რომლებშიც არ გიჭირთ კომპრომისზე წასვლა და ადაპტაციის კარგი უნარით გამოირჩევით.

გადავიდეთ ელემენტებზე. სულ არის 4 ელემენტი: ცეცხლი, მიწა,ჰაერი,წყალი.
ცეცხლის ნიშნები- მათთვის დამახასიათებელია აქტიურობა, იმპულსურობა,მოქმედება, საკუთარ თავზე კონცენტრაცია.მათთვის ყველაზე ძნელია სხვისი თვალით დაინახონ საგნები და მოვლენები.მიზნის მიღწევის დროს ახასიათებთ სხვების გზიდან მოცილება „დარტყმით“. პოზიტიური მხრიდან - ცეცხლის ნიშნები იდენტობას,ნამდვილ შინაგან მე-ს უსვამენ ხაზს,პირად ჰოროსკოპში კი მიუთითებენ რა სფეროებში ხართ აქტიური,ჟინიანი.ვერძი კარდინალური ცეცხლის ნიშანია,მას ახასიათებს აქტიურობა, პირდაპირობა,სიძლიერე. ლომი ფიქსირებული ცეცხლის ნიშანია და კრეატიულობა ახასიათებს.პირად ჰოროსკოპში ლომის მდებარეობა მიანიშნებს რა მიგაქვთ გულთან ახლოს. მშვილდოსანი მუტაბელური ცეცხლია და სიბრძნის ნიშანია და პირად რუკაში მიუთითებს როგორ იგებთ საგნებს.
რომ შევადაროთ, ვერძი-აფეთქებაა, ლომი- მზის სინათლე,მშვილდოსანი- სანთელი სიბნელეში.
მიწის ნიშნები- მიწის ნიშნებს სწამთ,სჯერათ იმის,რასაც ხედავენ,ეხებიან,ისმენენ ან გრძნობენ.თუ ისინი რეალურად რამეს ვერ აღიქვამენ,მაშინ არც არსებობს მათთვის. ცეცხლის ნიშანმა უბრალოდ იცის,რომ რაღაც მოხდება,აი მიწის ნიშანი კი ამას გაიგებს მას შემდეგ,რაც გადააწყდება.მიწის ნიშნებმა იციან,რომ შეუძლიათ გაძლონ მიხარულების გარეშე მიზნის მისაღწევად,ცეცხლისგან განსხვავებით მათ არ სჭირდებათ ბიძგება,მყარად დგანან მიწაზე,დეტალებს უფრო მეტ დროს უთმობენ,ნაკლებად არიან იმპულსურები (ან სულ არ არიან) .ამიტომ რომელ სახლებს განაგებენ მიწის ნიშნები თქვენს რუკაში,მიუთითებს იმაზე,თუ რა სფეროში ხართ პრაქტიკული და სად გაქვთ პრაქტიკული ხედვა.უარყოფითი მხრიდან კი მიუთითებს-რა სფეროებში ხართ რიგიდული და სად გეშინიათ მოქმედების. მიწის ნიშნებია ფიქსირებული კუროს ნიშანი, მუტაბელური ქალწულის ნიშანი და კარდინალური თხის რქის ნიშანი.
ჰაერის ნიშნები - განაგებენ კომუნიკაციებს,ურთიერთობებს,ინტელექტს.ისინი ყველაზე მეტად ჰუმანურები არიან ზოდიაქოს ნიშნებს შორის,აქვთ მიდრეკილება იმსჯელონ ,მიიღონ ახალი ინფორმაციები და გადაამუშავონ. რუკაში ჰაერის ნიშნების მდებარეობა მიგვანიშნებს სფეროებზე,რომლებშიც არ გვიჭირს ფიქრი,აზროვნება,საუბარი,სოციალურები ვართ და ა.შ. თუ რუკაში ჰაერის ნიშნის ნაკლებობაა და მეტია ცეცხლის- ეს ხშირად შეგვიქმნის პრობლემებს, თუ მიწაა გამოკვეთილი- რუტინული საქმეებისადმი მიდრეკილება გვაქვს ან სულაც არაფრის კეთებისკენ. ჰაერის ნიშნებია კარდინალური სასწორის ნიშანი, ფიქსირებული მერწყულის ნიშანი და მუტაბელური ტყუპების ნიშანი.
წყლის ნიშნები- წყალი ემოციური და ინსტინქტურია, ცეცხლის ნიშნები თუ გარშემო ყველაფერს წვავენ, წყლის ნიშნებს სურთ ყველაფერი დატბორონ biggrin.gif და მოახერხონ რაც შეიძლება მეტი ადგილის ათვისება. წყლის ნიშნებს უჭირთ წინ წასვლა როცა ფიქრობენ,მათ იმდენად აქვთ განვითარებული ინტუიცია,რომ ხშირად წინასწარ „იციან“ რა მოხდება.პირად რუკაში წყლის ნიშნები რომელ სახლებსაც განაგებენ,იმ სფეროებში ვართ ინტუიციურები,ემოციურები. წყლის ნიშნებს განეკუთვნება კარდინალური კირჩხიბის ნიშანი, ფიქსირებული მორიელის ნიშანი და მუტაბელური თევზების ნიშანი.

ზოდიაქოს ნიშნები,როგორც სახლის მმართველები
დაუკვირდით რომელი სახლი რომელი ზოდიაქოს ნიშნით იწყება,ეს გარკვეულ ინფორმაციას გვაძლევს.

ვერძი- კარდინალური ცეცხლი, არის მოქმედების,ინიციატივის,ახალი წამოწყებების ნიშანი,მისი ძლიერი მდებარეობა რუკაში,მიანიშნებს ადამიანის სურვილზე იყოს ყურადღების ცენტრში და პირველი. მათი საყვარელი ფრაზაა „ახლა!“,ვერძის ნიშანი რომელ სახლშიც მდებარეობს,იმ სფეროებში ვართ აქტიურები,იმპულსურები და ვიღებთ ინიციატივას.
კურო- ფიქსირებული მიწის ნიშანი,სწორედაც რომ ფი-ქსი-რე-ბუ-ლი.კურო ნელა,მაგრამ დაფიქრებით დგამს ნაბიჯებს,ასევე ერთ-ერთი მგრძნობიარე ნიშანია,მიისწრაფის ფიზიკური სიამოვნებებისკენ.მას,ვისაც რუკაში კუროს ძლიერი მდებარეობა აქვს, უჭირს გადაწყვეტილებების მიღება და ნელა იღებს მათ.რომელ სახლსაც მართავს,იმ სფეროებში აქცენტირებულია ფიზიკური სიამოვნება,ასევე რიგიდულობა.
ტყუპები- მუტაბელური ჰაერის ნიშანი. სახლი,რომელსაც მართავს ეს ნიშანი,მიანიშნებს აღნიშნულ სფეროში კომუნიკაციის,ფიქრის,ინფორმაციის დიდ როლზე.ასევე სწორედ ამ სფეროებში იქნებით ადაპტირებული და ადვილად მოახდენენ თქვენზე გავლენას.ასევე ყურადღება მიაქციეთ მერკურის მდებარეობას.
კირჩხიბი- კარდინალური წყალი- ინსტინქტური მოქმედებების მმართველი, ლოგიკურ გადაწყვეტილებების ნაცვლად ინტუიციური.როგორც კი კირჩხიბი იმას მოიპოვებს რისკენაც იღწვოდა,მის მიმართ ინტერესს კარგავს. კირჩხიბი რომელ სახლსაც მართავს,იმ სფეროებში ვართ ცვალებადი,ემოციური,ინტუიციური და ინსტინქტური.
ლომი -ფიქსირებული ცეცხლის ნიშანი,ლომის ნიშნით მართულ სახლის სფეროებში გვსურს გამოვხატოთ თავი ორიგინალურად,კრეატიულად,გვიჩნდება მართვის,გართობის,უფროსობის სურვილი,მძიმედ განვიცდით წარუმატებლობას.
ქალწული- ფიქსირებული მიწის ნიშანი, ადამიანს,რომელსაც ქალწულის ნიშანი გამოკვეთილი აქვს რუკაში,თითქმის ყოველთვის დაკავებულია,აქვს სამუშაო.ქალწული დეტალებისადმი ყურადღებით,კრიტიკულობით და თვით-ცინიკურობით გამოირჩევა. სახლი,რომელსაც ქალწული მართავს,იმ სფეროებში გამოვირჩევით დეტალებისადმი ყურადღებით, პრაქტიკულობით,ლოგიკურობით,წესრიგის სიყვარულით.
სასწორი- კარდინალური ჰაერი. რეაქციის ნიშანი,ვერძი თუ ინდივიდურად მოქმედებს,სასწორი-ჯგუფურ მოქმედებას გამოხატავს.ხედავენ ორ დაპირისპირებულ მხარეს და შეუძლიათ მეორე მხრის ნააზრევის გაგებაც. სასწორით მართულ სახლის სფეროებში მოგვწონს პარტნიორობა,სიმშვიდე,სიწყნარისკენ,ჰარმონიისკენ გვაქვს მიდრეკილება
მორიელი- ფიქსირებული წყლის ნიშანი,ექსტრემიზმი ახასიათებს -ყველაფერი ან არაფერი.შესაბამისად სახლი,რომელსაც მართავს მორიელი რუკაში, იმ სფეროებში ვართ ექსტრემისტები, ვფლობთ ძალას,ენერგიას,ვართ ემოციურები (სიღრმისეულად).
მშვილდოსანი - მუტაბელური ცეცხლის ნიშანი. თუ ტყუპები ინფორმაციას სწრაფად კრეფს, ქალწული დეტალურად და ნელა, მშვილდოსანი არის დიდი,ერთიანი და მთლიანი სურათის შემქმნელი.რუკაში რომელ სახლსაც მართავს მშვილდოსანი,იმ სფეროში თავს ვგრძნობთ ოპტიმისტურად,დაცულად,უსაფრთხოდ, ეს სფერო იქნება თავგადასავლების საშუალება
თხის რქა- კარდინალური მიწის ნიშანი, ანგარიში,დაგეგმვა,სიფრთხილე სწორედ თხის რქის მახასიათებლებია. მისი მდებარეობა რუკაშ მიუთითებს რომელ სფეროებში ვართ ორგანიზებულები,ანგარიშიანები და ამბიციურები.ყურადღება მიაქციეთ სატურნის მდებარეობასაც
მერწყული- ფიქსირებული ჰაერის ნიშანი. პროგრესის,წინსვლის სფერო,ასევე მეგობრების სფერო.მერწყული არასდროს ტეხს საზღვრებს,უბრალოდ მათ აბიჯებს. სახლი,რომელსაც რუკაში მერწყული მართავს,იმ სფეროშ ხართ ნოვატორი,ორიგინალური,განსხვავებული და დამოუკიდებელი.ასევე ყურადღება მიაქციეთ ურანის მდებარეობასაც.
თევზები- მუტაბელური წყლის ნიშანი. ადამიანი,რომელსაც თევზების ძლიერი გავლენა ექნება,თითქმის ყველაფერზე დათანხმდება,გააჩნია ემპათიის ძლიერი უნარი,ცხოვრობს ფანტაზიის სამყაროში. სახლი,რომელსაც თევზები მართავს რუკაში,მიუთითებს სფეროზე,რომელშიც ვართ ემოციურები, გამომგონებლები,ფანტაზიორები,მეოცნებენი.ასევე ყურადღება მიაქციეთ ნეპტუნის მდებარეობას.

This post has been edited by Papillon on 29 Oct 2011, 18:48

მიმაგრებული სურათი
ghuvy.gif
starchild
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1416
წევრი No.: 118902
რეგისტრ.: 28-July 10

გამოგზავნილია: 5 Nov 2011, 23:40  #28180118      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
Scoorp
ჯერ ბაგა ბაღში ვართ რა მეორე კლასი smile.gif
* * *
მოკლედ იმის თქმა მინდა რომ .........

ავიღოთ მზე და მისი მდებარეობები რეალურად და მერე შევადაროთ ასტროლოგიურად...

მზე არის ჩვენ სიცოცხლის წყალო, მისი სხივები, სითბო და ენერგია ხელს უწყობს მრავალ პროცესს დედამიწაზე, ყველაზე მთავარიკ ი სიცოცხლის პროცეს. სიცოცხლე გამოღვიძებას იწყებს გაზაფხულზე, ხოლო ზაფზულში არის მისი უკიდურესი ახლო წერტილი, რაც ასევე აისახება ტემპერატურაზე, (არა მხოლოდ დედამიწის ღერძის დახრილობა არ ახდენს გავლენას სეზონებზე არამედ დედამიწის ორბიტაც)
შემდეგ მოდის შემოდგომა, ეს რა პერიოდიც არის ყველამ კარგად ვიცით ხოლო უკიდურესად შორი წერტილი მიზს არის ზამთარში...

ეხლა ავიღოთ მზის ასტროლოგიური სტადიები, მზე არის ეგზალტირებული ვერძში, ეს არის სწორედ გაზაფხული, როცა ხდება ჩასახვა და გამოღვიძება. მზე თავის ამპლუაშია ლომში, როცა ის ყველაზე მეტად ავლენს თავს და სწორედაც მზის ყველაზე მეთი ენერგია, სინათლე და სითბო ამ მოენტში ეშვება დედამიწაზე, ესეიგი თავის ფუნქციას რომელიც ემოთ დავწერეთ სწორედაც პლანეტა ამ დროს ავლენს. მზე დაცემაშია შემოდგომაზე როცა ის იწყებს ნელ ნელა დაშორებას, ეს კი სასწორის პერიოდში ხდება და მზე განდევნილია ზამთარში მერწყულის პერიოდში როცა ის ფიზიკურადაც კი ყველაზე ნაკლებად ავლენს თავს და მისი ენერგია, და სინათლე ყველაზე შეზღუდულად აღწევს დედამიწამდე, მისი უკიდურესი წერტილი.

რომ ავიღოთ ეს პერიოდები და სეზონები, რომელი სეზონია ყველაზე პროდუქტიული???
ჩემი აზრით შემოდგომა არის სიმწიფის დრო, მოსავლის აღების პერიოდი, ნაყოფიერების და სიუხვის. ასევე თითქოს სიდინჯის, აუჩქარებლობის, ამ დროს მოიმკი. მართალია პლანეტა თავის თავს ყველაზე კარგად ავლენს როცა ის მმართველია, მაგრამ ხომ არ ნიშნავს ეს შედარება იმას რომ ის ყველაზე პროდუქტიურლი, მდიდარი და უხვია როცა ის ვარდნაშია. რადგან ინგლისურად fall ასევე შემოდგომას ნიშნავს... ამით ასტროლოგიურად ისიც შეგვიძლია გამოვთვალოთ თუ რომელ პლანეტაზე როდის არის შესაბამისი სეზონი, რადგან ყველა პლანეტასთან, შესაბამისი ნიშანი ასოცირდება მის ეგზალტაციასა თუ ვარდნასთან. ყველა ნიშანს კი კონკრეტული პერიოდი აქვს დედამიწაზე . მაგრამ ეს მხოლოდ დედამიწაზე. ურანისთვის ზაფხული გამოდის მაშინ როცა ჩვენთან ზამთარია, რადგან იგი ჩვენი გეოცენტრული სისტემით მმართველი მერწყულშია. სულაც არ არის ალბათ საჭირო ჩავფრინდეთ ურანზე რომ იქ დავაფიქსიროთ ტემპერატურის და დღის ხანგრძლივობის ცვალებადობა რომ სეზონები დავადგინოთ smile.gif ეს აქედანაც შეიძლება ამ გამოთვლებით......

მაგრამ დავუბრუნდეთ იმას რაზეც ვსაუბრობდით..... ნუთუ მზე სასწორში უფრო პროდუქტიული და უხვია ვიდრე მზე ლომსა თუ ვერძში... და იგივე ეხება სხვა პლანეტებს... ძლიერად ავლენს ერთ ნიშანში თავს მაგრამ მეტი პოტენციალი აქვს დაგროვილი და უფრო მოწიფულია მეორეში ანუ არათავის ნიშანში...................................
K. Logos
> ქრისტიანი <


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4442
წევრი No.: 29873
რეგისტრ.: 13-February 07

გამოგზავნილია: 6 Nov 2011, 08:49  #28183861      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
starchild
QUOTE
რატომღაც მგონია რომ პლანეტები რომლებიც ვარდნაში არიან, გაცილებით პროდუქტიულები არიან ვიდრე მაშინ როცა ეგზალტირებულია ან თავის ნიშანშია. თითქო ამით უფრო მეტი პოტენციალი აქვთ დაგროვილი...

სამწუხაროდ ასე არ არის.... დაცემული პლანეტა განასახიერებს იმ პერიოდს, როცა მან თავისი ფუნქცია ამოწურა და მისი გამოვლენა საზიანო ხდება...
სიმწიფის დრო და მოსავლის აღების პერიოდი კი ემთხვევა არა სასწორს, არამედ ქალწულს, რომელსაც უჭირავს ხელში ხორბლის ღეროები, მფარველად კი ნაყოფიერების და მოსავლის აღების ქალღმერთი ცერერა და მისი ასული პროზერპინა ყავს...

მზის სარგებლიანობის პიკი მოდის ეგზალტაციაზე, როდესაც ბუნებას გამოღვიძებისთვის საკმარისი ენერგია და სითბოა საჭირო. (გაზაფხულის ბუნიობა-ვერძის პერიოდი)
ხოლო მზის აქტიურობის პიკი მოდის ობიტელზე ანუ ლომის პერიოდზე, როცა ბუნება ყვავილობს, ხარობს, სიცოცხლითაა სავსე..

დაცემული პლანეტა თითქოს ცდილობს თავი ძველებურად თავის ამპლუაში იგრძნოს, მაგრამ მას სათანადო პირობები და ენერგია არ გააჩნია...




* * *
დაცემა ანუ პლანეტა ორმოში

დაცემული პლანეტის თვისებები ადამიანში ვლინდება ნათლად გამოხატული კომპლექსის სახით. ეს კომპლექსი აქტიურად იჩენს თავს, მასზე მუშაობის შედეგად კი შეუძლია ადამიანის შთანთქმა. ამ კომპლექსის მიმართ შემოქმედებითი მიდგომით კი შესაძლებელია უნიკალური თვისებები შევიძინოთ.

პლანეტის დაცემა იძლევა აქტიურობას, რომელსაც შეუძლია როგორც ჩაგითრიოს მორევში, ასევე მოგცეს გასაქანი მუშაობაში საკუთარ თავზე. ტყვეობაში მყოფი პლანეტა განდევნილია ქვეცნობიერში, მას აქვს შანსი ოდესღაც გამოვიდეს გარეთ, ხოლო დაცემული პლანეტა ნათლად გამოხატულ კომპლექსს იძლევა.. პლანეტა ტყვეობაში უფრო დაფარული და შენიღბული, ხოლო დაცემული პლანეტა - მეტად ძლიერი და ნათლად გამოხატული... დაცემული პლანეტა არის სისუსტე, რომელსაც კომპენსაცია სჭირდება, თორემ მას გამანადგურებელ კომპლექსად გადაქცევა შეუძლია.

დაცემული პლანეტა - ეს არის დეგრადაციის პლანეტა, იმიტომ რომ გვაჩვენებს, თუ რომელი პლანეტის თვისებების გამოვლენით მოგვდის შეცდომები, ვეცემით.. დაცემის ზოდიაქოს ნიშანი ყოველთვის არის ეგზალტაციის ნიშნის ოპოზიცია.

მზე ეცემა სასწორში: საკუთარი ბრწყინვალების ნაკლებობის, შემოქმედებითი დამოუკიდებლობის ნაკლებობის მიუხედავად - სასწორს უჩნდება მთავარი როლის თამაშის სურვილი, ეგოცენტრიზმი, მაგრამ ამისთვის ძალები აკლია, აკლია ენერგია... სასწორი ეცემა თავმოყვარეობის შელახვით, პატივმოყვარეობით.

მთვარე ეცემა მორიელში. მთვარის კომპლექსია: ემოციების გარდაქმნის უუნარობა, ეჭვები, ნეგატიურობა, ისტერიულობა, დანაშაულის კომპლექსი... მორიელებს აქვთ დისკომფორტის შეგრძნება, დანაშაულებრივი სწრაფვები, თვითმკვლელობისკენ მიდრეკილება..

მერკური ეცემა თევზებში. ანუ ამ ნიშანს მერკურის კომპლექსი აქვს.თუმცა არ შეიძლება თევზები სულელ ნიშნად ჩავთქვალოთ. თევზებისთვის დამახასიათებელია მასკირება, ეშმაკობა, ლავირება, ინტრიგები, პლაგიატორობა, მიბაძვა. თუმცა კარგი რაც აქვს ამ მდებარეობას, ეს არის სხვისი იდეების ინტერპრეტირების გასაოცარი უნარი.
დაცემული პლანეტა აყენებს პრობლემას ძალიან მძაფრად. თევზებში არის განათლების პრობლემა, მათ აკლიათ განათლება.

ვენერა ეცემა ქალწულში. ვენერას ქალწულში შეუძლია სიყვარული ჰობი - სპორტად აქციოს. ამ დროს ქალწულს გადააქვს თავისი დაკვირვების უნარი სიყვარულზე, გრძნობებზე. შეუძლია აიძულოს თავი შეიყვაროს ვინმე, ოსტატურად ითამაშოს და ჩაებას ფლირტში.
თუ ქალწული დაძლევს ვენერის კომპლექსს, მაშინ დარჩება სიწმინდე, სტერილურობა სიყვარულში...

მარსი ეცემა კირჩხიბში. კიბო თამაშობს ძლიერი პიროვნების როლს, სუპერმენობით ნიღბავს თავის სიმხდალეს. ვარჯიშობენ, იკეთებენ სამხედრო კარიერას. მარსის კომპლექსია: შეუბრალებლობა სუსტების და განაწყენებულების მიმართ, სიმხდალე ძლიერთა მიმართ, სუსტებზე დომინირება, აქედან ძლიერების სურვილი, თუნდაც ერთ ადამიანზე, ამის დემონსტრირება...ხშირად სპორტს მიყვებიან, ნადირობენ..
საუკეთესო შემთხვევაში კიბოში ვლინდება საფრთხის ინსტინქტი, მგრძნობიარობა, ემოციის დიდი ძალა.. იდეით შთაგონებულები ხშირად იბრძვიან რწმენის დასაცავად, იცავენ სუსტებს და ტრადიციებს.
დამცველის ძლიერი ნებისყოფა, საფრთხის ინტუიციური შეგრძნება - კიბო არის აბჯარ ასხმული რაინდი.

იუპიტერი ეცემა თხის რქაში. იუპიტერის კომპლექსია: კანონების უარყოფა, საკუთარის გარდა. ავტორიტეტების ჩამოგდება, მათთან ბრძოლა...ხშირად თხის რქა აყენებს საკუთარ თავს პირამიდის წვერზე, სხვებს კი მის თაყვანისცემას აიძულებს... საუკეთესო შემთხვევაში, თხის რქა თვითონ ქმნის ახალ უნივერსალურ კანონებს, უარყოფს ცრუ ავტორიტეტებს...

სატურნი ეცემა ვერძში. აქ დგას საყრდენის პრობლემა, რომლის ნაკლებობას ვერძი განიცდის. ვერძი ნიღბავს ამას სიჯიუტით, მიდის წინ სანამ დარტყმას არ მიიღებს.
სატურნის კომპლექსია: სიჯიუტე, ჭირვეულობა, ყველაფრის გამარტივება(შავი-თეთრი, ჩემი-შენი), საკუთარი გაგების აბსოლუტიზაცია. საუკეთესო შემთხვევაში - უნიკალურ სისტემას ქმნის, ყველაფერს რაც რთულია, მარტივად და გასაგებად ხდის, სინთეზის უნარი. ვერძის წინაშე ყოველთვის დგას ზომიერების, შეზღუდვის პრობლემა.

ურანი ეცემა კუროში. აქ არის ცვლილებების, თავისუფლების, მოულოდნელობების პრობლემები. ჩვეულებრივ კუროებს ეშინიათ ცვლილებების, რეფორმების, აქვთ შეძენილის დაკარგვის შიში, ახალ პირობებში ადაპტაციის უნარის ნაკლებობა.
ურანის კომპლექსი არის რევოლუცია. კუროებს შორის ბევრია რევოლუციონერი(ლენინი, როპესპიერი, კრომველი) - ეს არის ურანის კომპლექსის გამოვლენა. კუროს უნდა ამით გადაარჩინოს სამყარო. ცვლილებების კომპლექსის უმაღლესი გამოვლენა კი - რევოლუციაა.

ნეპტუნი ეცემა ლომში. აქ არის იდეალების, გაღმერთების, ნდობის, მიამიტობის პრობლემები...
ნეპტუნს შეუძლია ლომის საწყალ ადამიანად გადაქცევა, სულელ იდეალისტად, რომელიც ყველას ენდობა, რომლის მოტყუება ძალიან მარტივია. ნეპტუნის კომპლექსია - დაუცველობა სიყვარულში, შეჩვევა. ლომები შეიძლება ილუზიების ტყვეები გახდნენ, ვერ გაარჩიონ სასურველი რეალობა- სინამდვილისგან...ნეპტუნის სიმბოლო სარკეა. დაცემული ნეპტუნი კი - დამსხვრეული სარკეა. სამყაროს ილუზორული პროექცია: ლომები ყველგან საკუთარი თავის ანარეკლს ხედავენ, ყველგან საკუთარ თავს ხედავენ, ყოფენ რა სამყაროს ორად: ”მე” და ”არა-მე” -დ

პლუტონი ეცემა მერწყულში. აქ არის კოლექტიური ძალის პრობლემა. მერწყულს უნდა იყოს ჯგუფის სულის ჩამდგმელი, არაფორმალური ლიდერი, რომ ყველა მის დაკრულზე ცეკვავდეს.. მერწყულს უნდა რომ მას ჰქონდეს ყველა სადავე... ახასიათებს ცინიზმი, დაცინვა, ყველაფრის ქაოსამდე დაყვანა. როცა მერწყული გატაცებულია რამით, მას დიდ შთაგონებას აძლევს ნგრევა. დაცემული პლუტონი ანგრევს არამარტო საკუთარ თავს, არამედ ყველაფერს გარშემო.
საუკეთესო შემთხვევაში მერწყული აერთიანებს ადამიანებს, სახეს უცვლის ქაოსს, რომელსაც თვითონ ქმნის, სადაც იღებს არა ლიდერის როლს, არამედ შემაერთებლის, დამაკავშირებლის როლს.

პროზერპინა ეცემა მშვილდოსანში.
პროზერპინის კომპლექსია: სისტემის დეფიციტი, , სტრუქტურების შექმნის უნარის არქონა.. ძირეული გარდაქმნები მშვილდოსანში შფოთს იწვევს, მას არ შეუძლია საკუთარ შეცდომებზე სწავლა, მას სძულს დეტალები, სიზუსტე.
მშვილდოსანი ენდობა ავტორიტეტებს, ამიტომ მისთვის ნებისმიერი სისტემა შეიძლება გახდეს მისაღები, თუ ის ავტორიტეტულია, მას ეზარება დეტალებში გარკვევა...

ქირონი ეცემა ტყუპებში. ქირონის კომპლექსია: გაფანტულობა, გაორება, უკიდურესობების გაწონასწორების - დაბალანსების უნარის არქონა, ერთ რამეზე კონცენტრაციის ნაკლებობა.


This post has been edited by logos on 6 Nov 2011, 08:55


--------------------
ამრიგად, ვინც ქრისტეშია, ახალი ქმნილებაა. ძველმა განვლო და, აჰა, ყოველივე არის ახალი.(2კორ 5:17)

მღვდელთა სამეფოდ და წმიდა ერად მეყოლებით. (გამოსვლა 19:6)

ხოლო თქვენა ხართ რჩეული მოდგმა, სამეფო სამღვდელოება, წილხვედრი ხალხი (1 პეტრე 2:9)
starchild
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1416
წევრი No.: 118902
რეგისტრ.: 28-July 10

გამოგზავნილია: 6 Nov 2011, 14:49  #28186656      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
logos
რაღაც მაინც არ ემთხვევა, კერძოდ ის რომ თუ კი ქალწულის პერიოდია მოსავლის აღების, მზე ცოტა მოგვიანებით იმყოფება დაცემაში როდესაც სასწორშია. ისევე როგორც წესით როცა მზე არის მმართველი ლომში, რეალურად, ყველაზე გრძელი დღე არის 21 ივნისს და არა ლომის პერიოდში, რაღაც ცუდი უდის. ა ჰო მერკური მგონი სხვაგან ეცემა
* * *
არადა მე ცოტა სხვა რაღაცას დავუკავშირე, ასტროლოგიაში არ მინდა შემოვიფარგლო მხოლოდ ასტროლოგიით რადგან ის ყველაფერთან კავშირშია და ასევე ყველაფრის ნაწილია, თუმცა როგორ შეიძლება ასტრონომიას არ ქონდეს კავშირი ასტროლოგიასთან.
ისე არ ვლინდება რეალურად როგორც არის, და ამან დამაეჭვა.

რა დატვირთვა აქვს შემოდგომას, რისი შესატყვისია ეს პერიოდი სხვადასხვა მცნებაში. რატომ იტყვიან ვიღაცაზე რომ მის ცხოვრებაში უკვე შემოდგომაა, ეს არის ფოთოლცვენა, მოწიფულობის ასაკი, დაბრძენება, დაგროვება, კი ქალწულის პერიოდში იწყება მოსავლის აღება მაგრამ მზე დაცემაში იმყოფება სასწორის პერიოდში, ბოლო ბოლო როდის გვაქვს ღვინობისთვე, ეს ოქტომბერია, ან სექტემბრის ბოლო, ზუსტად ის პერიოდი როცა მზე ვარდნაშია, ანუ სასწორში, ის ყველაფერს აჯამებს საბოლოოდ, რაც კი შეუძენია, აანალიზებს და აწონ დაწონის....

რატომ არ შეიძლება იგივენაირად მივუდგეთ სხვა პლანეტებს როცა ისინი დაცემაში არიან, კი შეიძლება ნაკლებად აქტიურები მაგრამ ალბათ იმაზე მეტი იციან, და იმაზე მეტს ხედავენ, ვიდრე ეგზალტაციაში, ეგზალტაცია არის გაზაფხული, ის დაბადებაა, როცა რაღაცა იბადება ის ჯერ შეიცნობს, ჯერ დრო უნდა სანამ სხვადასხვა კუთხიდან შეხედავს ერთსა და იგივე წერტილს.

თუ კი ურანი კუროში ეცემა იქნებ ეს კარგიც არის, სხვა მხრივ რომ შევხედოთ, ის ცვლილებებს ყველაზე პრობლემურ და კრისტალიზებულ ადგილებში შეიტანს, რევოლუციები ვახსენეთ, ზოგჯერ ისინი ასე საჭიროა, აბა სხვაგვარად როგორ მოხდება გადატრიალება და ახლის შემოტანა და დანერგვა, რეალობაში. იქნებ ვენერას ქალწულში იმაზე სუფთა და სტაბილური სიყვარული შეუძლია ვიდრე მაგალითად ვერძში, ან იმაზე მყარი ვიდრე სასწორში.

უბრალოდ იმის თქმა მინდა რომ დაცემული პლანეტა უფრო სტაბილური მგონია რატომღაც. არა სანამ დაძმარდება smile.gif
VlV
Solar Taurus \/ Lunar Scorpio


*****
ჯგუფი: Moderators
წერილები: 1150
წევრი No.: 118444
რეგისტრ.: 15-July 10

გამოგზავნილია: 19 Nov 2011, 12:25  #28378541      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი
მზე-მთვარის შუა წერტილი

მზისა და მთვარის შუა წერტილი, ძალიან მგრძნობიარე და პერსონალური ადგილია ნათალურ რუკაში. ეს არის მატერიალური წერტილი, შუა ადგილი ჩვენი მზისა და მთვარის მდებარეობას შორის. მისი მდებარეობა განსაზღვრავს, თუ რა ტიპის ურთიერთობის მოთხოვნილება გვაქვს ჩვენ. იგი აგრეთვე განისაზღვრება როგორ "შინაგანი ქორწინების" მდებარეობა, და განსახიერებს იმ ფორმას როგორაც ვამყარებთ მჭირდო, პიროვნულ კავშირებს. ამ წერტილის განხილვა მნიშვნელოვანია, ნებისმიერი ურთიერთობის ანალიზისას, განსაკუთრებით კი ნათალური რუკის.

შუა წერტილი ჩვეულებრივად ასპექტირდება პლანეტებთან და ამით გარკვეულწილად გადასცემს კიდეც თავის ხასიათს დადებითი ან უარყოფითი გზით.

მაგ: თუ ვენერას აქვს ნებისმიერი ასპექტი მზის და მთვარის შუა წერტილთან:

ვენერა = მზე/მთვარე


სინასტრიაში მზე/მთვარის შუა წერტილი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, მით უმეტეს მაშინ როდესაც ის კავშირს ამყარებს პარტნიორის მზესთან ან მთვარესთან. იგი არის მიზიდულობის მაჩვენებელი. ბევრი ასტროლოგი ამტკიცებს, რომ ეს წერტილი არის ქორწინების ერთ-ერთი განმსაზღვრელი. შემდეგი კავშირები მნიშვნელოვანია სინასტრულ რუკაზე:
როდესაც ერთი პარტნიორის მზე ასპექტირდება მეორის მთვარესთან, ან ერთის მზე/მთვარის შუა წერტილი ასპექტირდება მეორის ნებისმიერ პლანეტასთან (აქაც უპირატესობა ენიჭება მზეს და მთვარეს.)

როგორ გამოვთვალოთ მზე/მთვარის შუა წერტილი:

ამისთვის საჭიროა, ზოდიაქოს 360 გრადუსიანი წრე დავყოთ თანაბარ 12 ნაწილად. ამით დავადგენთ თითოეული ზოდიაქოს ათვლის წერტილს:

ვერძი - 0
კურო - 30
ტყუპები - 60
კირჩხიბი - 90
ლომი - 120
ქალწული - 150
სასწორი - 180
მორიელი - 210
მშვილდოსანი - 240
თხის რქა - 270
მერწყული - 300
თევზები - 330




შუა წერტილის გამოსათვლელად მზის და მთვარის მდებარეობების გრადუსული მაჩვენებლები უნდა შევკრიბოთ და გავყოთ ორზე.

მაგ: თუ მზე არის თევზების 24 გრადუსზე, ხოლო მთვარე მერწყულის 18 გრადუსზე.
მზე - (თევზები 24) = 330 + 24 = 354
მთვარე - (მერწყული 18) = 300 + 18 = 318
მზე/მთვარე = (318+354)/2= 672/2= 336

გამოდის რომ შუა წერტილი არის თევზების ზოდიაქოს 6 გრადუსზე (336-330 (რაც თევზების ნიშნის სასტარტო გრადუსული მაჩვენებელია)=6)

ამასთან, რადგან საქმე გვაქვს წრეწირთან, აუცილებელია განვიხილოთ წრის მეორე მხარეც, ანუ მხედველობაში მივიღონ მიღებული ნიშნის საპირისპირო ნიშანი (ამ შემთხვევაში ქალწული 6 გრადუსზე).

როდესაც საქმე გვაქვს ნებისმიერი შუა წერტილის გამოთვლასთან, ოპოზიციასა და შეერთებას შორის თითქმის აღარ არსებობს განსხვავება.

ამიტომ, მზე/მთვარე თევზების 6 გრადუსთან ერთად, გვექნება ქალწულის 6 გრადუსზეც.


მზე/მთვარის შუა წერტილი სტიქიების მიხედვით

ეს მდებარეობა განსაზღვრავს ადამიანის ტემპერამენტს. ეს არის ჩვენი ქცევის, შინაგანი ცვლილებების მახასიათებელი.
ხოლო სახლი სადაც მოხვდება ეს წერტილი - არის იმ სფეროს განმსაზღვრელი რომელიც ცხოვრებაში მოგვიტანს ბედნიერებას.




ცეცხლი
ტემპერამენტი - ქოლერიკი
ამ ტიპის ადამიანთან გრძნობები ადვილად და სწრაფად აღმოცენდება; ეს ტიპი ადვილად ინთება, ხშირად აფექტურიც არის. ამგვარად, ქოლერიკისათვის დამახასიათებელია გრძნობების დიდი აგზნებადობა. სანგვინიკურ ტემპერამენტთან განსხვავებით, ქოლერიკისთვის დამახასიათებელია შედარებით უფრო მტკიცე, უფრო ხანიერი და ღრმა გრძნობები. გრძნობების შინაარსის მხრივ ქოლერიკი სანგვინიკის საწინააღმდეგოა; მისთვის განსაკუთრებით დამახასიათებელია უარყოფითი გრძნობებისადმი მიდრეკილება. ცხოვრებაში და ადამიანებში იგი უფრო ამჩნევს უარყოფით თვისებებს, მისთვის დამახასიათებელია პესიმისტური ტენდეციები. ქოლერიკსაც ხშირად ახასიათებს აჩქარებული მოქმედება და მოძრაობათა სისწრაფე, თუმცა ეს მისთვის ნაკლებ დამახასიათებელია, ვიდრე სანგვინიკისთვის.


მიწა
ტემპერამენტი - მელანქოლიკი
ამ ტემპერამენტისთვის დამახასიათებელია მიდრეკილება უარყოფითი გრძნობებისადმი. მის გრძნობებს შორის ხშირად ჭარბობს უარყოფითი ემოციები. იგი პესიმისტურადაა განწყობილი. თავისთვის მუდამ ცუდს მოელის და ცხოვრებაშიც უფრო უსიამოვნო მხარეებს ხედავს, ვიდრე დადებითს. მისთვის ჩვეულებრივია ნაღვლიანობა, ცუდ გუნებაზე ყოფნა, მაგრამ არა სასოწარკვეთილება. ამ ტემპერამენტს გრძნობების სუსტი აგზნებადობა ახასიათებს. ამ მხრივ ეს ტიპი უფრო უახლოვდება ფლეგმატიკურს. სანგვინიკთან და ქოლერიკთან შედარებით, მას უფრო ძნელად აგზნებადი და სუსტი, მოდუნებული გრძნობები ახასიათებს. მელანქოლიკის მოქმედებაც ჩვეულებრივ მოდუნებულია, უენერგიო, უხალისო. მოძრაობებიც შედარებით ზანტი და ნელი აქვს.

ჰაერი
ტემპერამენტი - სანგვინიკი
ამ ტიპის ადამიანში გრძნობები ადვილად აღმოცენდება. შედარებით უბრალო და უმნიშვნელო მოვლენაც მასში გრძნობას იწვევს, მაგრამ ეს გრძნობა ადვილად და მალე გადაივლის. მისი გრძნობები არაა ღრმა და მტკიცე. ამგვარად, სანგვინიკისათვის დამახასიათებელია გრძნობების დიდი აგზნებადობა, ე. ი. ადვილი და სწრაფი აღმოცენება, მაგრამ სწრაფი წარმავლობაც. ამასთანავე მას ახასიათებს სიამოვნების ემოციური განცდებისადმი მიდრეკილება, ანუ ის უფრო დადებით გრძნობებისაკენ მიედრეკება. იგი ოპტიმისტურადაა განწყობილი, უფრო კარგს მოელის, ვიდრე ცუდს. ასევე ცხოვრებაშიც ძირითადად კარგ მხარეებს ამჩნევს. ადამიანის მიმართ უფრო სიმპატიითა განწყობილი, ვიდრე ანტიპატიით. მისთვის უცხოა გულჩათხრობილობა, პირიქით, მისთვის დამახასიათებელია გრძნობების უშუალო გარეგამოსახვა. იგი ტიპიური ექსტროვერტია. სანგვინიკი მოძრავი ადამიანია. მას ჩვეულებრივ აჩქარებული, ხშირად იმპულსური, უშუალო მოქმედება ახასიათებს. მისი მოძრაობები და ჟესტები სწრაფია.

წყალი
ტემპერამენტი - ფლეგმატიკი
ამ ტიპის ადამიანს ახასიათებს გრძნობების სუსტი აგზნებადობა. ეს არის მშვიდი, გულგრილი ადამიანი, რომლისათვისაც უცხოა აფექტები. ფლეგმატურ ადამიანში გრძნობების გამოწვევა ძნელია. გრძნობები აღმოცენდება ნელა, გვიან და არც აღწევს აფექტის ინტენსივობას. თუმცა, სანგვინიკის საწინააღმდეგოდ, ფლეგმატიკის გრძნობები მტკიცე და ღრმაა — დიდხანს არ გადაივლის და ხშირად, დროის განმავლობაში სულ უფრო ღვივდება და ძლიერდება. მისთვის უცხოა სანგვინიკისათვის დამახასიათებელი გრძნობათა ხშირი ცვალებადობა და სწრაფწარმავლობა. თუმცა გრძნობების შინაარსის მხრივ, ეს ორი ტემპერამენტი უახლოვდება ერთმანეთს; ორივესთვის უფრო დამახასიათებელია დადებითი გრძნობებისადმი მიდრეკილება. ფლეგმატიკი ადამიანშიც და ცხოვრებაშიც უფრო დადებითს აქცევს ყურადღებას, ვიდრე უარყოფითს. ფლეგმატიკი ოპტიმიზმით სავსე ადამიანია. ამ ტიპის ადამიანის წონასწორობიდან გამოყვანა ძნელია, იგი აუღელვებელია. მას აუჩქარებელი, მოფიქრებული და არა იმპულსური მოქმედება ახასიათებს. მოძრაობები ჩვეულებრივ დინჯი და აუჩქარებელი აქვს. მიმიკა და ჟესტები — შეკავებული. ფლეგმატიკს არ უყვარს თავისი გრძნობების გამომჟღავნება, ამიტომ გარეგნულად იგი მაშინაც კი ცივისა და გულგრილი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს, როდესაც ძლიერ გრძნობას განიცდის.


© Selfish_kid


--------------------
The only way to get smarter is by playing a smarter opponent. Fundamentals of Chess 1885

Офигиваем от собственной офигительности!©Forum.ge

http://astroblogi.com/
Tropical
Lotus


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2296
წევრი No.: 118163
რეგისტრ.: 8-July 10

გამოგზავნილია: 29 Nov 2011, 15:50  #28528408      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
user posted image


--------------------
He is my signature
Qwerty-1
☭ ჩემი აზრით


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 12033
წევრი No.: 84165
რეგისტრ.: 7-February 09

  გამოგზავნილია: 29 Dec 2011, 11:16  #28969274      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
მოდერებო mo.gif ჯერ ნახონ და მერე შეაერთეთ რა

user posted image
მეტა : logos ; mad_man
ამ ვრონსკის ლექციებიდან გაიგო , მგონი ჰიტლერმა სვასტიკის არსებობა yes.gif



ეს ასპექტები
user posted image
მეტა : papillon


user posted image

აქ კუროშია საქართველო
მეტა : starchild ; scoorp


mo.gif რუსულ ფორუმზე გადავაწყდი


--------------------
Carpe Diem !

სიაიტ მორე ვ ერევანე
ა ვ ერევანე მორა ნეტ

HAG
Shut up I'm a Princess ♛


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9671
წევრი No.: 15144
რეგისტრ.: 5-December 05

გამოგზავნილია: 20 Mar 2012, 19:45  #30306219      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
ვერ მივხვდი სად უნდა დამეწერა სხვაგან და ამიტომ აქვ დავწერ, მოკლედ ერთ-ერთი ძალიან საინტერესო წიგნის კითხივსას, საიდანაც ეჭვი მაქვს კიდევ დავწერ რაღაცეებს. გადავაწყდი ძალიან საინტერესო ცხრილს. ეს არის ასტროლოგიური ნიშნების შესატყვისი რეალური არსებები და ზებუნებრივი არსებები. უბრალოდ ჩამოვწერ და გავერთოთ

ამ თანმიმდევრობით დავწერ

ასტროლოგიური ნიშანი – რეალური არსება – ზებუნებრივი არსება

ვერძი – ცხვარი – ერინიები
კურო – ხარი – მინოტავრი
ტყუპები – ძაღლი – ბანში
კირჩხიბი – კირჩხიბი, კუ, გველი – ვამპირი
ლომი – ლომი, კატა, ვეფხვი – დრაკონი
ქალწული – ნებისმიერი სუფთა ჯიშის ცხოველი – ქალთევზა
სასწორი – სპილო – ფერია
მორიელი – მორიელი, ობობა – ლამია
მშვილდოსანი – ცხენი – კენტავრი
თხის რქა – თხა – სატირი
მერწყული – ადამიანი – სირენა
თევზები – თევზები, ხოჭო – მაქცია


--------------------
That's when you know you've found somebody special. When you can just shut the fuck up for a minute and comfortably enjoy the silence.
HAG
Shut up I'm a Princess ♛


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9671
წევრი No.: 15144
რეგისტრ.: 5-December 05

გამოგზავნილია: 18 May 2012, 20:57  #31239759      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
ვერ მივხვდი სხვაგან სად დამეწერა და აქ იყოს

ეროგენული ზონები ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

ვერძი – ზოდიაქოს ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულებს განსაკუთრებულად მგრძნობიარე ნერვული დაბოლოებები სახესა და თავზე აქვთ. ვერძებს ძალიან უყვართ შუბლზე, თმაზე და საფეთქლებზე ნაზი შეხება. ამ ნიშანთან, სექსუალური ურთიერთობის დასაწყებად, ყურის ბიბილოზე შეხებაც კი შეიძლება საკმარისი აღმოჩნდეს.
კურო – მისი მგრძნობიარე ზონა ყელი და კისერია. თუ კუროს „გაგიჟება“ გსურთ, უბრალოდ შეეხეთ, ან ალერსიანად აკოცეთ მას კისერზე და შედეგიც არ დააყოვნებს. მაგრამ გახსოვდეთ, კუროს უყვარს, როდესაც მოვლენები მშვიდად და ნელი ტემპით ვითარდება.
ტყუპები – ყველაზე სენსიტიური მათი ხელები, განსაკუთრებულად კი თითები არის. ქალ ტყუპებს უყვართ, როდესაც ხელებზე ჰკოცნიან. სცადეთ და შეეხეთ ტყუპების თითებს და არ გაგიკვირდეთ ხელებზე ხანგრძლივ კოცნას სიამოვნების კანკალი თუ მოჰყვა.
კირჩხიბი – ეს ნიშანი დაბადებულია „ფრანგული კოცნისათვის“. მათი მგრძნობიარე ადგილია მკერდი.
ლომი – განსაკუთრებულად მგრძნობიარე ადგილი ლომებისათვის ზურგია. მხრებისა და ზურგის მასაჟი მათ სექსუალურ ენერგიას აღვიძებს.
ქალწული – თუ თქვენ ქალწულების მგრძნობიარე ადგილს ეძებთ, გახსოვდეთ რომ ეს მუცელია. ქალწული განსაკუთრებულად რეაგირებს აგრეთვე წელზე შეხებისას.
სასწორი – ამ ნიშნის სენსიტიური ზონა წელი და საჯდომია. წელზე ოდნავი შეხება მათთვის შეიძლება სიგნალი აღმოჩნდეს.
მორიელი – მათ ყველაზე მგრძნობიარე, სექსუალური ორგანოები აქვთ. მორიელის „გაღვიძება“ თუ გსურთ, ეს ინფორმაცია გამოგადგებათ.
მშვილდოსანი – ზოდიაქოს მეცხრე ნიშნის ეროტიული ზონა წელი და თეძოებია. ქალი მშვილდოსანისათვის ასევე მნიშვნელოვანია თმაზე შეხება.
თხის რქა – მამაკაც თხის რქებს უყვართ, როდესაც ქალის მკერდი ეხებათ. ქალი თხის რქები კი, მუცელსა და ხელებზე კოცნაზე გიჟდებიან. ორივე სქესის ნიშანს უყვარს ზურგის მასაჟი.
მერწყული – ამ ნიშნის წარმომადგენლებს ყველაზე უცნაურ ადგილას აქვთ განლაგებული ეროტიული ზონები, ესენია იდაყვები, მუხლები და ფეხის კოჭები. ამ ადგილებში შეხება მათ სურვილს უღვიძებთ.
თევზები – მეთორმეტე ნიშნის ქვეშ დაბადებულებს ეროგენული ზონა ფეხის ტერფებზე აქვთ. ფეხების მასაჟი მათთვის დიდი სიამოვნებაა.


უშვილობის ჰოროსკოპი

ასტროლოგიაშია უშვილობის მაჩვენებლებია:
1. როდესაც V სახლი აღმოჩნდება სტრერილურ ნიშნებში
2. ალმუტენი - 5 (სიგნიფიკატორი V სახლი) ან ერთიც და მეორეს უნაყოფო ნიშნებში კარმული, ნეგატიური ასპექტებით
3. მთვარე სტერილურ ნიშნებში
4. პროზეპრინა ან სატურნი V სახლში (ქალებში უნაყოფობა)
5. ურანი V სახლში, მმართველი სტერილური ნიშნის. შეიძლება მოგვცეს რთული მშობიარობა
6. კარმული (ნონაგონ 2° ორბისი ,40° გრადუსიანი ასპექტი,მჟორული, ბინონაგონი 1° ორბისი ,80° ასპექტი,მინორული. სენტაგორი 100° -მაჟორული . 1,5 ორბისი)
7. უნაყოფობა ხშირად კავშირშია ასცედენტის პოზიციაზე თუ ის არის სტერილურ ნიშნებში.

ნაყოფიერი ნიშნებია : თევზები, კირჩხიბი,მორიელი,კურო
უნაყოფო ნიშნებია : ტყუპები, სასწორი, მერწყული, ქალწული

ნაყოფის მომცემი პლანეტებია : მარსი და პლუტონი (მამაკაცის ჰოროსკოპში)
ნაყოფის მომცემი პლანეტებია:ვენერა და ნეპტუნი (ქალი ჰოროსკოპში)
უშვილობის ჰოროსკოპის დასადგენან, ყურადღება უნდა მივაქციოთ გრადუსებს,
რომლებიც უკავშირდებიან V სახლს , ალმუტენით - 6 , ასცენდენტი და ეგო დისპოზიტორით.
უშვილობის გრადუსებია :
ვერძი - 9, 30
კურო - 13, 25
ტყუპი - 16, 23, 27
კირჩხიბი - 9, 21
ლომი - 3, 14 . 30
ქალწული - 7 , 14 , 20
სასწორი - 3, 19, 29
მორიელი - 5, 22
მშვილდოსანი - 17, 24
თხის რქა - 9, 14, 30
მერწყული - 2, 17, 22
თევზები - 17, 29
უშვილობის დიაგნოზში დიდი ყურადღება ექცევა მთვარეს.
უშვილობა განუკურნებელია თუ:
1. მთვარე იღებს მონაწილეობას ავადმყოფობის ფორმირებაში.
2. თუ მთვარეს ააქვს მხოლოდ დაძაბული ასპექტები
3. მთვარე დგას თხის რქის ზოდიაქოს ნიშანში ან დაზიანებულია სატურნით

მთვარე ეს არის ძირითადი მაჩვენებელი ნაყოფიერების, პირველ რიგში ვუყურებთ მთვარეს თუ რომელ ნიშანში ჰყავს და მათ ასპექტებს.
ავადობის ფორმულა:
ესენია VI|VIII|XII – VI|VIII|XII ( | ნიშნავს სათუოს),
დაზიანებული IV სახლი (ფორმულაVI-XII-IV)
ეს ნიშნავს რომ მთვარე თავის დაძაბული ასპექტებით უკავშირდება VI,VIII, XII სახლს ნატალურ რუქაში.
ან პლანეტები, არაინ IV სახლში, ან უკავშირდებიან IV სახლს თავისი ნეგატიური ასპექტებით.

© http://astro-ezoterik.blogspot.com

This post has been edited by HAG on 18 May 2012, 21:04
3333333
Super Member


****
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 151
წევრი No.: 150864
რეგისტრ.: 14-June 12

გამოგზავნილია: 29 Jun 2012, 17:08  #31896111      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
პლანეტების ძალა ნიშნებში

user posted image
HAG
Shut up I'm a Princess ♛


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9671
წევრი No.: 15144
რეგისტრ.: 5-December 05

გამოგზავნილია: 18 Aug 2012, 22:19  #32608013      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
მარტინ შულმანი კარმული ასტროლოგია - ალეგორია

დადგა დილა და ღმერთი წარსდა თავისი 12 შვილის წინაშე, დრო იყო ნიჭის გაცემის.

"შენ ვერძო გაძლევ თესლს, იმისთვის რომ დათესო, ყოველი მათგანი შენს ხელში გაასმაგდება და არნახულ ნაყოფს გამოისხამს, შენ არ გექნება დრო ნახო როგორ იზრდება ნაყოფი, რადგან ყოველი მათგანი უფრო მეტ თესლს მოგცემს, ვიდრე დათესვას შეძლებ. შენ იქნები პირველი ვინც ადამიანის გონებას ჩემი იდეებისთვის ნიადაგს მოუსინჯავს. მაგრამ ეს შენი საქმე არ არის დააკვირდე ამ იდეებს. შენი ცხოვრებია არის მოქმედება, ერთადერთი - მოქმედება, რომელსაც მე შენ განიჭებ. გაუღვიძო ადამიანებს სურვილი შეიგრძნონ ჩემი შემოქმედება. შენი კეთილი საქმეებისთვის კი, მე შენ გაჩუქებ თავმოყვარეობის ნიჭს"

"შენ კურო, გაძლევ ნიჭნს საკუთარი თავის სუბსტანციაში მოქსცევისას. შენი საქმე ძალიან მნიშვნელოვანია და მოითხოვს შემოქმედებას, რადგან შენ უნდა დაასრულა ყველაფერი რაც შენამდე დაწყებული აქვს ვერძს, იმისთვის რომ მოსავალი ქარმა არ წაიღოს. შენ არ უნდა შეიტანო ეჭვი, შეწყვიტო შუაგზაში საქმე და დაეყრდნო სხვებს საქმის კეთებისას. ამისთვის მე განიჭებ შენ ნიჭს - ძალას. გამოიყენე ის სიბრძნით"

"თქვენ ტყუპებო გაძლევთ უპასუხო შეკითხვებს, იმისთვის რომ ადამიანებს დაეხმაროთ იმის შეცნობაში, რასაც ყოველდღე დაინახავენ. შენ ვერასდროს მიხვდები რატომ გისმენენ ან რაზე საუბრობენ ადამიანები, მაგრამ პასუხების ძიებაში შენ იპოვნი ჩემგან ბოძებულ ნიჭს - ცოდნას"

"შენ კირჩხიბო, გაძლევ ამოცანას ასწავლო ადამიანებს როგორ იყვნენ ემოციურები, ასწავლე მათ ტირილი და სიცილი, იმისთვის რომ ყველაფერმა რასაც ხედავენ და რაზეც ფიქრობენ კმაყოფილების გრძნობით აავსოთ. ამისთვის მე განიჭებ მეოჯახეობის ნიჭს, იმისთვის რომ შენი სისავსე გამრავლდეს."

"შენ ლომო გაძევ დავალებას ჩემი ქმნილებები მთელი თავისი დიდებულებით და ბრწყინვალებით წარუდგინო ადამიანებს. მაგრამ უნდა იყო ფრთხილად სიამაყესთან და არ დაივიწყო, რომ ისინი ჩემი ქმნილებებია და არა შენი. თუ ამ რჩევას არ გაითვალისწინებ, ადამიანები შეიძულებენ შენს ნამოქმედარს, თუ გაითვალისწინებ ისინი პატივს გცემენ. ამისთვის კი მე განიჭებ სამართლიანობის ნიჭს"

"შენ ქალწულო გაძლევ ამოცანას გამოიკვლიო და გაანალიზო ყოველივე რასაც ადამიანები გააკეთებენ ჩემი ქმნილებებისგან. შენ უნდა ყურადღებით ადევნო თვალი ყველა გამოყენებულ მეთოდს და შეახსენო შეცდომების შესახებ, იმისთვის რომ შენი დამსახურებით ჩემი ქმნილებები დროში უფრო მეტად სრულყოფილები გახდნენ. იმისთვის რომ ეს შეძლო მე გაძლევ შენ ცივი გონებით აზროვნების ნიჭს"

"შენ სასწორო გაძლევ მსახურების მისიას, იმისთვის რომ ადამიანებს ახსოვდეთ მოვალეობების შესახებ სხვა ადამიანების მიმართ, იმისთვის რომ მათ ისწავლონ თანამშრომლობა, განსხვავებული აზრის მიღება. მე ცხოვრებაში ბევრ უთანხმოებას გადაგყრით, იმისთვის რომ ისინი მოაგვაროთ, ამისთვის კი გაძლევთ სიყვარულის ნიჭს."

"შენ მორიელო ძალიან რთულ დავალებას გაძლევ. შენ გექნება ადამიანების განზრახვის განჭვრეტის უნარი, მაგრამ მე არ გაძევ უფლებას ამის შესახებ მათ უთხრა. შენ მრავალჯერ მოგაყენებს ტკივილს ის რასაც ადამიანებში დაინახავ, ამ ტკივილის გამო შენ მე ზურგს მაქცევ და დაგავიწყდება რომ ეს ყველაფერი არა ჩემი, არამედ ჩემი იდეების არასწორად განვითარების გამო ხდება. შენ ადამიანებს იმდენად კარგად შეიცნობ, რომ მათში ცხოველს დაინახავ, საკუთარ თავში შეეცდები ამ ინსტინქტების ჩაკვლას და გზას აცდები. მაგრამ როდესაც გონს მოხვალ და დაბრუნდები ჩემთან, მე გაჩუქებ შენ უდიდეს ნიჭს, მიზანსწრაფულობას."

"შენ მშვილდოსანო გაძევ დავალებას შეძლო ადამიანების გაცინება, რადგან ჩემი იდეების არასწორი განვითარების გამო ისინი სასტიკ არსებებად გადაიქცევიან. სიცილით შენ უნდა გააღვიძ მათში იმედი, იმედით კი შემოატრიალო ისინი ჩემკენ. შენ ცხოვრების მანძილზე ბევრ ადამიანს შეხვდები და თითოეულ მათგანში დატოვებ იმედის კვალს. შენ მშვილდოსანო მე გჩუქნი უსაზღვრო სიკეთის ნიჭს, იმისთვის რომ სამყაროს ყველაზე ბნელ კუთხესაც მიწვდე და შეძლო იქ სინათლის მიტანა"

"შენგან თხისრქა მე შრომას და ოფლის დაღვრას ვითხოვ, იმისთვის რომ შენი მაგალითით ადამიანებს შრომისმოყვარეობა ასწავლო. შენი მისია რთულია, რადგან შენს მხრებზე გადაივლის ადამიანების ძალისხმევა ვისაც კი ცხოვრების გზაზე შეხვდები და ამისთვის მე გაძლევ პასუხისმგებლობის ნიჭს"

"შენ მერწყულო, გაძლევ მომავლის იდეებს, იმისთვის რომ ადამიანებმა სხვა შესაძლებლობებიც დაინახონ. შენ დაგტანჯავს მარტოობის განცდა, რადგან მე არ გაძლევ ნებას ჩემი სიყვარული განასახიერო. მაგრამ იმისთვის რომ ადამიანების განსხვავებული შესაძლებლობები დაანახო, მე გაძლევ შენ თავისუფლების ნიჭს. შენი თავისუფლებით შენ უნდა ემსახურო კაცობრიობას"

"თქვენ თევზებო მე ყველაზე რთულ დავალებას გაძლევთ. მე გთხოვთ თქვენ შეაგროვოთ ადამიანების მწუხარება და დამიბრუნოთ ის მე. თქვენი ცრემლები უნდა იქცეს ჩემს ცრემლებად. მწუხარება, რომელიც თქვენ აგავსებთ, იქნება ადამიანების მიერ ჩემი იდეების არასწორად გაგების შედეგი. მაგრამ თქვენ უნდა შეგეძლოთ თანაგრძნობა, იმისთვის რომ ადამიანებმა შეძლონ ყველაფრის თავიდან დაწყება და შეცდომების გამოსწორება. ამიტომ მე გაძლევთ თქვენ ნიჭს ჩემი შეცნობის. თქვენ იქნებით ჩემი თორმეტი შვილიდან ერთადერთნი რომლებსაც ჩემი გაგება შეეძლებთ. მაგრამ ეს ნიჭი შეცნობისა, მხოლოდ თქვენთვისაა, რადგან როგორცკი შეეცდებით ის სხვა ადამიანებს გაუზიაროთ. თქვენ არ მოგისმენენ და უარგყოფენ."

და მაშინ თქვა ღმერთმა

"ყოველი თქვენგანი ჩემი იდეის ნაწილის მატარებელია. თქვენ შეცდომით არ უნდა იღებდეთ მათ როგორც თქვენსას და არ უნდა შეეცადოთ ამ ნაწილების გაცვლას. რადგან ყოველი თქვენგანი დასრულებული და სრულყოფილია, მაგრამ თქვენ ამის შესახებ არ იცით და ვერც გაიგებთ სანამ არ გახდებით ერთი მთლიანი. და მაშინ ჩემი იდეის მთლიანობისა და სრულყოფილების საიდუმლოს შეიცნობთ"

და 12 შვილი წავიდა თავისი გზით, მაგრამ ბოლომდე საკუთარი დანიშნულების შესახებ ვერცერთმა გაიგო. ამიტომ ისინი მალევე დაბრუნდნენ ღმერთთან და მან უთხრა

"ყოველი თქვენგანი თვლის რომ სხვისი ნიჭი უკეთესია, ამიტომ მე მოგცემთ ნებას ისინი გაცვალოთ"

ერთი წამით თორმეტივე შვილი ბედნიერებამ და სიხარულმა აავსო, მათ დაუყოვნებლივ დაიწყეს ახალი მისიების შერჩევა და შეთანხმება ერთამენთში და მაშინ ღმერთმა უთხრა

"თქვენ არაერთხელ მობრუნდებით ჩემთან მისიის შესაცვლელად და მე თქვენ ყოველჯერზე მოგცემთ ნებას ეს გააკეთოთ. თქვენ გაივლით უთვალავ რეინკარნაციას, მანამ სანამ თავდაპირველ მისიას დაასრულებთ, რომელიც მე დაგიდგინეთ. მე გაძლევთ თქვენ განუზომელ დროს, მაგრამ მხოლოდ მაშინ დარჩებით ჩემთან როდესაც თქვენს საქმეს დაასრულებთ."
L I Z I
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 36
წევრი No.: 150765
რეგისტრ.: 12-June 12

გამოგზავნილია: 15 Apr 2013, 23:43  #36033507      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
საოცარია. 2003 - 2004 წლებში ჟურნალებს უფასოდ ვარიგებდით ინსტიტუტების და უნივერსიტეტების ეზოებში, ასტროლოგია რომ შეესწავლათ. მაშინ არავის აინტერესებდა და გული გვწყვდებოდა. ახლა მიხარია, ასტროლოგიას მიაქვს ფორუმი. წარმატებას გისურვებთ ყველას, ვინც სერიოზულად ხართ დაინტერესებულნი ამ მეცნიერებით, რომელიც სამყაროს შემეცნების გასაღებია.
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (21) « პირველი ... 19 20 [21]  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: კავკასუს ონლაინი
[ Script Execution time: 0.4034 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]