forum.ge
reklama
თბილისის ფორუმი ... წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (13) 1 [2] 3 4 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> V სახლი. Nati (შთამომავლობა) / Fortuna bona (კეთილი ბედი), შემოქმედება
Qwerty-1
☭ :☿♌: IX


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 11826
წევრი No.: 84165
რეგისტრ.: 7-February 09

გამოგზავნილია: 12 Feb 2011, 19:16  #23966172      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
5th House Aries 22°38'59
mo.gif


ჯერ არ ვიცი რა ეწერება, მაგრამ თუ ნაღდია უნდა ეწეროს რო ბომბა ვარ chups.gif


--------------------
Carpe Diem !

სიაიტ მორე ვ ერევანე
ა ვ ერევანე მორა ნეტ
Benisio
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4695
წევრი No.: 58721
რეგისტრ.: 17-April 08

გამოგზავნილია: 12 Feb 2011, 19:19  #23966233      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი
woman_
მაინც ბანძი რუქა გაქვს yes.gif

შენი V ჩემს V სახლს ვერც კი შეედრება user.gif
QUOTE
ახლა გადმოვთარგმნი იუპიტერს V სახლში და ჩავსვამ აქ *

ჩემებიც გადათარგმნე და დადე 2kiss.gif


--------------------
Первый признак начала познания — желание умереть. Эта жизнь кажется невыносимой, другая — недостижимой. Уже не стыдишься, что хочешь умереть; просишь, чтобы тебя перевели из старой камеры, которую ты ненавидишь, в новую, которую ты только еще начнешь ненавидеть.
woman_



******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 9321
წევრი No.: 93947
რეგისტრ.: 18-June 09

გამოგზავნილია: 12 Feb 2011, 19:22  #23966270      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
იუპიტერი V სახლში შესაძლოა მიუთითებდეს დიდ შთამომავლობას, მდიდარ სახლს, კარგ რეპუტაციას საზოგადოებაში. მეუღლეებს უყვართ ყველაფერი ძვირადღირებული, დიდებული. ისინი სიამოვნებით იღებენ მონაწილეობას ღონისძიებებში, მით უფრო თუ ეს ღონისძიებები შეჯიბრის ხასიათს ატარებენ.


მიყვარს ჩემი V სახლი chups.gif



Benisio

QUOTE
ჩემებიც გადათარგმნე და დადე

გადაგყვები ზედ givi.gif :მკვახე:
lol.gif

* * *
მარსი V სახლში მეუღლეებს ხდის მჩქეფარე თავგადასავლებისკენ მიდრეკილს. ისინი სხვადასხვა ღონისძიებებში ერთვებიან სიამოვნებით, მაგრამ უემეტეს წილად იმ მიზნით, რომ თავისი ლიდერობა დაამტკიცონ, სპორტული ჟილკის გამო.
ურთიერთობის გარკვევის დროს ბავშვები ერთვებიან საქმეში. მათი განსაკუთრებული სექსუალურობა იზიდავს ადამიანებს, რომელთაც მძაფრი შეგრძნებები უყვართ და ეს ყველაფერი ცოლ-ქმრულ ღალატამდე მიდის.



სელენა V სახლში ანიჭებს მეუღლეებს კეთილსინდისიერებას, სიყვარულს და გაგებას. მათი სიყვარული შვილებისადმი სხვებისთვის სამაგალითოა. ხშირად ოჯახის შემქნის შემდეგ ხდება ასეთი მეუღლეების საუკეთესო თვისებებისა და ტალანტის გამოვლენა. ოჯახი ემყარება კარგ ფუნდამენტს და ის ეხმარება მათ პიროვნულ ზრდაში.
მათ მშვენიერი, შეიძლება ითქვას გენიალური შვილები ჰყავთ.



love.gif

This post has been edited by woman_ on 12 Feb 2011, 19:24


--------------------
теряйте рассудок и приходите в чувство

Benisio
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4695
წევრი No.: 58721
რეგისტრ.: 17-April 08

გამოგზავნილია: 12 Feb 2011, 19:40  #23966568      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი
woman_
QUOTE
გადაგყვები ზედ givi.gif :მკვახე:

მიდი რა, ჩემს მთვარეს გაფიცებ 2kiss.gif
folkman
☉♌conjunction☽♒


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 14305
წევრი No.: 44181
რეგისტრ.: 16-October 07

გამოგზავნილია: 12 Feb 2011, 19:54  #23966788      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
resurgam
მერკური მე-5 სახლში.
შენ არასდროს შეგიყვარდება "მუნჯი" ადამიანი.
თქვენ უნდა ისაუბროთ ბევრი.
პირველი შვილიც ძალიან მოლაპარაკე გეყოლება.
კარგად მეტყველებ და წერ. ადვილია შენთვის თვითგამოხატვა.
ბავშვების ფსიქოლოგი ხარ.
გაქვს მხატვრული და შემოქმედებითი ინტერესები.
კარგი მდებარეობაა მასწავლებლის, მსახიობების და ინვესტორებისთვის.
გიყვარს ინტელექტუალური შეჯიბრებები.
გაქვს ანალიტიკური და კრიტიკული ხედვა რომანებსა და ცხოვრებაზე.
ასეთ ადამიანებს ყავთ ინტელექტუალური მეგობრები და პარტნიორები.


--------------------
I think that this is right and that’s wrong, and That’s That!
datoo
Illmatic


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 11769
წევრი No.: 13746
რეგისტრ.: 19-October 05

გამოგზავნილია: 12 Feb 2011, 20:03  #23966921      · პროფილი · პირადი მიმოწერა
ლომი V სახლში

რას ნიშნავს ? არცერთი პლანეტა არაა ოღონდ

მშრალად ლომი V სახლში ....


--------------------
One nice thing about my ego is that I don't really talk about other people .
folkman
☉♌conjunction☽♒


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 14305
წევრი No.: 44181
რეგისტრ.: 16-October 07

გამოგზავნილია: 12 Feb 2011, 20:07  #23966974      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
მზე მე-5 სახლში
გინდა შეიმჩნიონ შენი უნიკალური და განსაკუთრებული ხარისხები და კტრეატიულობა. ყველაზე ბედნიერი ხარ როდესაც თავს გამოხატავ განსაკუთრებულად და იღებ ყურადღებას როგორც რეზულტატს. შენი ცეცხლი ზენიტშია დრამასა და სპორტში. ამაყობ შენი სილაღით ცხოვრებისადმი.
თუ აკეთებ შენი ბრწყინვალების დემონსტრირებას ერიდე სამუდამოდ სცენის ჩაბღაუჭებას. შენი ბედნიერი ხასიათი საკმარისია რომ მიიღო აღიარება, მაგრამ მოძებნე შემოქმედებითი გზა საკუთარი თავის გამოხატვისა, რადგან შენთვის ეს არის ნამდვილი ბედნიერება.
***
თქვენ ფიქრობთ რომ ცხოვრების მიზანია გაერთოთ, ისიამოვნოთ.
გიყვართ ბავშვები.
ჩვენ ყველას გვიყვარს საჩუქრების მიღება, შენ კი გაცემა და მიღებაც.
თქვენ არ უშვებთ შანსს და შესაძლოა ჩაერთოთ შემთხვევით თამაშებში ან საფონდო, სავალუტო საქმიანობებში.
ძალიან გიყვართ კინო. კარგი მსახიობი ხართ.

This post has been edited by folkman on 12 Feb 2011, 20:07
Swan:)
Every coin has two sides


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1341
წევრი No.: 125486
რეგისტრ.: 2-January 11

გამოგზავნილია: 12 Feb 2011, 20:08  #23966987      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
folkman

V სახლში სასწორიც და ქალწულიც მყავს მგონი...

:/ მეც მითხარი რა რამე


--------------------
და ვინც ზამთარში მაჩუქებს იებს....
resurgam
warning!


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 11106
წევრი No.: 117904
რეგისტრ.: 2-July 10

გამოგზავნილია: 12 Feb 2011, 20:14  #23967100      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
folkman
QUOTE
შენ არასდროს შეგიყვარდება "მუნჯი" ადამიანი.

ზუსტია lol.gif
QUOTE
პირველი შვილიც ძალიან მოლაპარაკე გეყოლება.

ვაი მეეე help.gif
QUOTE
კარგად მეტყველებ და წერ. ადვილია შენთვის თვითგამოხატვა.
ბავშვების ფსიქოლოგი ხარ.
გაქვს მხატვრული და შემოქმედებითი ინტერესები.
კარგი მდებარეობაა მასწავლებლის, მსახიობების და ინვესტორებისთვის.
გიყვარს ინტელექტუალური შეჯიბრებები.

100% ზუსტია!!

მადლობააა 2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif


--------------------
Не важно, какая я. Важно, что с вами я буду именно такой, какой вы меня заслуживаете


Life's not about waiting for the storm to pass...It's about learning to dance in the rain! :P
folkman
☉♌conjunction☽♒


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 14305
წევრი No.: 44181
რეგისტრ.: 16-October 07

გამოგზავნილია: 12 Feb 2011, 20:16  #23967133      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
მთვარე 5 სახლში
მომატებული ყურადღება საპირისპირო სქესისადმი, ფატალურობა სასიყვარულო ამბებში და ქორწინების გარე კავშირებში, პოპულარობა, სიყვარული სიმყუდროვისა და სიამოვნებისადმი, მხიარულებისა და გართობისადმი. ხშირად- წარმატება პედაგოგიკაში, ახლობელი ადამიანებისადმი ერთგულება. დაზიანებისას- დანაკარგი და წაგება. შთამომავლობა დამოკიდებულია ზოდიაქოს ნიშანზე. ცუდი ასპექტია სატურნთან- უნაყოფობა ან ავადმყოფი შვილები, მარსთან-შვილების დაკარგვა. თუ მთვარე სახლის 1-ელ მესამედშია- ხშირია ქორწინების გარეთ შეძენილი შვილები, ორი ან სამი ქორწინება.
©matilda123.

datoo
Swan:)
ჯერ პლანეტები.
ცარიელი სახლები მერე იქნება.

This post has been edited by folkman on 12 Feb 2011, 20:21
woman_



******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 9321
წევრი No.: 93947
რეგისტრ.: 18-June 09

გამოგზავნილია: 12 Feb 2011, 20:18  #23967172      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
folkman

მეჩვენება თუ ტყუპების ნაწილი მეხუთე სახლში მოხვდა?


user posted image
folkman
☉♌conjunction☽♒


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 14305
წევრი No.: 44181
რეგისტრ.: 16-October 07

გამოგზავნილია: 12 Feb 2011, 20:26  #23967314      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
ვენერა მეხუთე სახლში

გიყვართ რომანები და არასდროს გსურთ თაფლობის თვის დასრულება. პარტნიორისგან ითხოვთ დრამატულ ჟესტებს და სიყავრულის ახსნას გულღიად. გსურთ მასთან თავი განსაკუთრებულ ადამიანად იგრძნოთ , როგორც მინიმუმ დედოფლად ან მეფედ მაინც :დ გაქვთ არისტოკრატიული მიდგომებიც, ქმნით სილამაზეს.
©თაიკო




ვენერა V (ლომის) სახლში

user posted image
გრძნობების სითბო
დაჯილდოებულია ცდუნების ნიჭით,"ეროტიული მაგიით", შემოქმედებითი თვითგამოხატვის უნარით. რომანტიული ნატურაა,ცხოვრებას ოპტიმისტურად და უღრუბლოდ უყურებს. სასიყვარულო რომანებს მის ცხოვრებაში უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს და მათი რაოდენობაც საკმაოდ სოლიდურია,ამასთან ბედნიერი და იღბლიანიც. არანაკლებია სექსუალური კავშირებიც,რადგან ეს მდებარეობა ხელს უწყობს მიზიდულობას და წარმატებას საპირისპირო სქესში. ბედნიერი და ნაყოფიერი ქორწინება. ასეთ ადამიანებს ლამაზი და კარგად აღზრდილი შვილები ჰყავთ,ხშირად გოგონები. ბავშვებთან და ახალგაზრდებთან ურთიერთობა უზარმაზარ სიამოვნებას ანიჭებს. კარგი მშობელია,შესანიშნავი სპეციალისტი საბავშვო ფსიქოლოგიის დარგში. წარმატებულად თანამშრომლობს შვილებთან და ხშირად სწორედ მათი მეშვეობით აღწევს მატერიალურ უზრუნველყოფას. წარმატება მოდის ასევე სასიყვარულო კავშირებისგან,სხვების გართობის უნარისგან.
ნიჭიერი,გულკეთილი,კონტაქტური და ვნებიანი არსებაა. გარშემომყოფებში პოპულარობით სარგებლობს. უყვარს თეატრი,ხშირად სტუმრობს საზოგადოებრივ ღონისძიებებს,გასართობ დაწესებულებებს. მრავალფეროვან შემოქმედებით უნარებს ფლობს. დაჯილდოებულია ბუნებირივი სამსახიობო მონაცემებით. წარმატებულია სპორტულ თამაშებში,თეატრალურ ან პედაგოგიურ მოღვაწეობაში. მათ შორის ბევრი კინომსახიობი,საესტრადო კომიკოსი,საოპერო მომღერალი და საბირჟო ბროკერია.
ძალზედ "ფხიანები" და იღბლიანები გონივრულ დაბანდებებს აკეთებენ მომგებიან წარმოებაში. მათთვის წარმატებულია ყველაფერი,რაც ბავშვებს,გართობასა და სილამაზეს უკავშირდება.
დაზიანებული ვენერას შემთხვევაში,მნიშვნელოვნად რთულდება მიზნის მიღწევა და სუბიექტს მძიმედ შრომა უწევს. ვლინდება ჯანმრთელობის დაზიანების ტენდენციები,რაც განპირობებულია საკუთარ ვნებებზე ბრმად დამონებით. სერიოზული იმედგაცრუება სიყვარულში, უსიამოვნებები საწინააღდეგო სქესთან ქარაფშუტა და ნაჩქარევი ურთიერთობების გამო. ენერგიის არასწორად გადანაწილების შედეგად პიროვნება მთელ თავის პოტენციალს მხოლოდ ეროტიულ გატაცებებზე,გართობასა და სიამოვნებაზე ხარჯავს. ასევე მოსალოდნელია წაგება აზარტულ თამაშებში.


Глоба П.П.
+ რომანტიული ნატურა. ოპტიმისტი ადამიანი. ცხოვრობს სიყვარულსა და ბედნიერებაში. უყვარს ხელოვნება. ძალიან კარგი მდებარეობაა მსახიობებისთვის,ხელოვნებაში მოღვაწე პირთათვის. უყვარს ბავშვები, განსაკუთრებული სიმპათიები გოგონებისადმი.
- ცხოვრებას უქმად ფლანგავს. პასიურად მიჰყვება ყველა თავის ახირებას:ერთობა, სვამს(ბევრი ალკოჰოლდამოკიდებულია). სიყვარულში გაუმაძღარია. ხშირია სასიყვარულო კომპლექსები: ბევრი სურს,მაგრამ ცოტას იღებს. სასიყვარულო შებოჭილობა. მტკივნეულად განიცდის უსიყვარულობას და სიცივეს. ხშირად არის მიტოვებული.


Фрэнсис Сакоян
მხატვრული ნიჭითა და ფიზიკური სილამაზით გამორჩეული პიროვნებაა. უზომოდ პოპულარულია,რაც მრავალრიცხოვანი სასიყვარულო რომანების უამრავ შესაძლებლობას ანიჭებს. უკიდურესად რომანტიული ნატურის გამო სურთ,მთელი ცხოვრება თაფლობის თვესავით ტკბილი ჰქონდეთ. პარტნიორისგან მოითხოვენ სიყვარულის დაუფარავად გამოხატვას,დრამატულ ფორმებში გამოვლენილ ჟესტებს. სურთ,თავი განსაკუთრებულად იგრძნონ,როგორც მინიმუმ მეფედ/დედოფლად.
განსაკუთრებული სამსახიობო მონაცემები. უყვართ თეატრი,ცეკვა. კარგი მშობლები არიან,უმეტესად ქალიშვილები ჰყავთ,რომელსაც მემკვიდრეობით გადასცემენ თავიანთ შემოქმედებით ტალანტებსა და სილამაზის აღქმის უნარს.


Авессалом Подводный "ლამაზმანი"
ვენერა V სახლში იძლევა ფიზიკურ სილამაზეს,განსაკუთრებით I სახლთან ტრინის დროს. გარეგნობა უმნიშვნელოვანესია პიროვნებისთვის და ყოველთვის ცდილობს,ლამაზად გამოიყურებოდეს სამოსის,სამკაულების თუ პლასტიკის მეშვეობით. უკიდურეს შემთხვევაში,თავს ტონალურის სქელი ფენით,მკვეთრი ფერის ტუჩსაცხით,ლურჯი ქუთუთოებითა და შავი წინდებით "უშველის". "მზეთუნახავის" შექმნის კონკრეტული მეთოდები დამოკიდებულია უკვე პლანეტის ნიშანსა და მის ასპექტებზე,თუმცა მიუხედავად ყველაფრისა,ეს როლი სასურველია პიროვნებისთვის და რაც მთავარია,ბუნებრივად გამოსდის.
სახებას ყოველთვის სჭირდება გარესამყაროსგან მიღებული სპეციფიური ენერგეტიკა,რომელიც მას ადასტურებს: მსახიობითვის აუცილებელია ანშლაგი და ბობოქარი აპლოდისმენტები,სხვაგვარად მის შესრულებულ როლს ასტრალური მტვერი დაედება. თუ V სახლის ვენერამ ანშლაგი და აღიარება ვერ მიიღო,მისი თვითშეფასება მკვეთრად დაბლა იწევს და თავდაჯერებას კარგავს. მეორეს მხრივ,როცა ნათლად კაშკაშებს,ხშირად ხდება არაკეთილმოსურნეთა ჭორებისა და ინტრიგების ობიექტი.
ვენერა V სახლში მხატვრების მდებარეობაა,ამ სიტყვის ყველაზე ფართო გაგებით და მისი დამუშავება იძლევა ყველაზე სრულყოფილი კომპოზიციების შექმნის შესაძლებლობას. თუმცა საშუალო დონეზე,ესეთი ადამიანი უფრო მოიხმარს სილამაზეს,ვიდრე თავად ქმნის.


Б. Израитель
ვენერა V სახლში იძლევა ნაყოფიერებას,მრავალშვილიან ადამიანს,რომლებთანაც ძალიან ახლო და ჰარმონიული ურთიერთობა აქვს. შემოქმედებითი თვითგამოხატვა_ფერწერა,თეატრი,ცეკვა. უყვარს დღესასწაულები. მოდის ჩვენებათა სტუმრობა.
პრობლემა: გადაჭარბებული მიდრეკილება გართობისადმი.


Билл Хербст
რომანტიკა,სიყვარულის გაღება. შესაძლოა,თავად სიყვარულზე იყოს შეყვარებული. სიყვარულს გასცემს მისი მიღების მეშვეობით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ,ის იზიდავს ადამიანებს საკუთარი ხიბლის პრეზენტაციის წყალობით_ეს მაგნიტის მიზიდულობის მეთოდია და არა მიმწოლი ენერგეტიკის. წარმოიქმნება მიღება/გაცემის ერთმანეთში აღრევის საფრთხე. მისი ამოცანაა, უყვარდეს ლამაზად და გაწონასწორებულად. აქციოს თაყვანისცემა თანაბარ ცეკვად,სადაც პარტნიორი თავს მოხიბლულად იგრძნობს და არა იძულებულად.
სექსუალური სპექტაკლი. სასიყვარულო ურთიერთობები ესთეტური ხელოვნებაა,სილამაზის და გრაციის ასახვა. განურჩევლად ბიოლოგიური სქესისა,მისთვის დამახასიათებელია ძლიერი ქალური ენერგეტიკა. პიროვნული ქარიზმა წარმოადგენს თვითგამოხატვის ბუნებრივ ფორმას. ის ისწრაფვის,სულ უფრო ღრმად შეითრიოს პარტნიორი თავის შინაგან სილამაზეში. ისევე როგორც მთვარის V სახლში მდებარეობისას,აქაც ვაწყდებით "მეს" აქტიურ ექსპრესიას. თუმცა მთვარისგან განსხვავებით, აქ საქმე გვაქვს შემეცნებასთან და არა თანაგრძნობასა და გულისხმიერებასთან. არსებობს საფრთხე,რომ პატივმოყვარეობას ემსხვერპლოს:"სარკევ,სარკევ..." თუმცა მისი შემეცნების გრაციუზულობა ბევრს ხიბლავს და ამგვარი ნარცსიზმიც კი იშვიათად იწვევს პროტესტს საყვარელ ადამიანებში...ყოველ შემთხვევაში პირველ ჯერზე. მისი ამოცანაა ყველასთვის თანაბრად ლამაზი იყოს პერსონიფიცირებულ სიყვარულის აქტში.
პირადი შემოქმედება. ცხადია,აქ აქცენტები კეთდება მხატვრულ შემოქმედებაზე,რომელიც ჰარმონიულად ერწყმის საერთო ფონს და არ გამოიყოფა. მისი სხეული თუ პიროვნება იმ ტილოს მაგივრობას ასრულებს,რომელზეც თავის საყვარელ კომპოზიციას ქმნის. მახე: ნარცისიზმი საკუთარ ეგოსთან დამოკიდებულებაში,საკუთარი ანარეკლის სიყვარული. ამოცანა: მოახერხოს ისე,რომ ნებსმიერი შემოქმედებითი პროცესი აღმოჩნდეს მისი "მეს" ბუნებრივი გაგრძლება.
შეჯიბრობითობა. ვენერა,თავისი ბუნებიდან გამომდინარე,ყოველთვის ცდილობს,მინიმუმამდე დაიყვანოს ნებისმიერი დისონანსი. ამიტომ შეჯიბრი მას თითქმის არ იტაცებს. თითქმის იმიტომ,რომ გამონაკლისია ისეთი შემთხვევა,როდესაც სილამაზის სახელით ქიშპობს და აქაც კი ეს სიტყვა კარგავს თავის კლასიკურ მნიშვნელობას. ის ეცდება ჰარმონიულ ურთიერთქმედებას მიაღწიოს კონფლიქტის ობიექტთან. ეს არ არის გამარჯვება სხვაზე,ეს არის მისი "გადმოქაჩვა საკუთარ მხარეზე"; მისი სიყვარულის, მეგობრობისა და მხარდაჭერის მოპოვება.


Het Monster
ბედნიერი ოჯახური ცხოვრება. უფროსი შვილი ძალიან ნიჭიერი და ლამაზია,თუმცა ბევრი ხიფათი მოაქვს მშობლებისთვის.


Индубала
ჩვეულებრივ,შეძლებული და კეთილგონიერი ხალხია,კომფორტში ცხოვრობენ. კარგი შვილები ან მოსწავლეები ჰყავთ. გონივრულ რჩევებს იძლევიან ცხოვრების ნებისმიერ სფეროში. ფართო შესაძლებლობები გასართობ ინდუსტრიაში. წარმატებული კაპიტალდაბანდებები. "მლოცველის" ტიპის შინაგანი სამყარო:მეოცნებე იდეალისტი.

Б.Хубер
V სახლისთვის დამახასიათებელია დემონსტრაციული ქცევები,მკაფიო სექსუალური ქვეტექსტით. გაცილებით მძაფრად ვლინდება ქალთა რუკაში. ვენერა V სახლში უფრო მეტად არის დამოკიდებული თავის ასპექტებზე,ვიდრე მარსი. დადებითი ასპექტები მიუთითებენ კარგ გემოვნებაზე, ლამაზ და მოვლილ გარეგნობაზე. უარყოფითი ასპექტები იძლევა უგემოვნოდ,დაუდევრად ჩაცმულობას, საკუთარი სტილის უქონლობას.
ვენერა V სახლში მფლობელს უბიძგებს,ეძებოს ძლიერი სექსუალური მიზიდულობის მქონე პარტნიორი. სექსი ურთიერთობის მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორია. პარტნიორი მნიშვნელოვანია,როგორც მხოლოდ სექსუალური ობიექტი. თუმცა XI სახლთან ოპოზიციის შემთხვევაში,შესაძლოა გამოვლინდეს სრულიად საპირისპირო დამოკიდებულება-სექსუალური სიცივე,მორალურად მოტივირებული თავშეკავება. ამ შემთხვევაში,პარტნიორი უნდა პასუხობდეს მაღალ მორალურ და ეთიკურ სტანდარტებს(თავშეკავების და ყველა სექსუალური ფუნქციის უარყოფის ჩათვლითაც კი).


გულკეთილი ნარცისები bis.gif
Barack Obama, Diana Princess of Wales, Bruce Willis, Carla Bruni, Bill Gates, Hillary Clinton, Milla Jovovich, Mick Jagger, Prince William, Ewan McGregor, Steven Spielberg, Lady Gaga, George Harrison, Colin Farrell, Trent Reznor, Naomi Campbell, Tina Turner, Marie Antoinette, Greta Garbo, Ava Gardner, Charlotte Gainsbourg, Ornella Muti, Melanie Griffith, Walt Disney, Matthew McConaughey, Jean-Paul Sartre, Nastassja Kinski, Yoko Ono, Lionel Messi, Indira Gandhi, Franklin Delano Roosevelt, Neil Armstrong, Giacomo Casanova, Dolly Parton, Geena Davis, John Fitzgerald Kennedy,Jr., Jeff Bridges, Dennis Hopper, Faye Dunaway, Shirley Temple, Freddie James Prinze, Lilian Thuram, Martin Sheen, Federico García Lorca, Jean-Louis Trintignant, Hirohito, Dick Cheney, Larry Flynt, Ennio Morricone, Andy Kaufman, Maria Schneider, Lee Harvey Oswald, Sissy Spacek….
© VlV

ამის მერე მესირცხვილება "თარგმნა"
Swan:)
Every coin has two sides


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1341
წევრი No.: 125486
რეგისტრ.: 2-January 11

გამოგზავნილია: 12 Feb 2011, 20:26  #23967326      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
folkman

აა,,, V- სახლში სელენა მყავს smile.gif სხვა არა
folkman
☉♌conjunction☽♒


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 14305
წევრი No.: 44181
რეგისტრ.: 16-October 07

გამოგზავნილია: 12 Feb 2011, 20:30  #23967382      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
woman_
QUOTE
მეჩვენება თუ ტყუპების ნაწილი მეხუთე სახლში მოხვდა?

ჰო ეგრეა. მაგრამ ძალიან ცირე ნაწილია.
მთავარი კუროა, (ანუ სადაც იწყება)
თაიკო
emotional luzer


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4424
წევრი No.: 107194
რეგისტრ.: 23-December 09

გამოგზავნილია: 12 Feb 2011, 20:31  #23967410      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
QUOTE
ყველა ვინც დაქორწინებულა გეტყვით რომ რომანი და ქორწინება სრულიად სხვადასხვა რამაა.

sleep.gif

პ.ს. :ჩემი პასიური მეხუთე სახლი:


--------------------
i dont believe in astrology, iam scorpio and iam a skeptical.
**
ცოლ-ქმრის ჩხუბი ასტროლოგს მართალი ეგონაო (c) ტროპიკალი
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (13) 1 [2] 3 4 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: კავკასუს ონლაინი
[ Script Execution time: 0.0632 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]