Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
Resend Validation Email
თბილისის ფორუმი
...
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
ჩატი
TBILISIS FORUMI
->
თემატური ფორუმი
->
მეცნიერება და განათლება
->
პარამეცნიერებები
Pages:
(101)
[1]
2
3
...
ბოლო »
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
♒ მერწყული ♒
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
mia-maria
ჯგუფი: Registered
წერილები: 1367
წევრი No.: 63089
რეგისტრ.: 31-May 08
გამოგზავნილია:
7 Nov 2011, 01:16 #28197645 ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ელფოსტა
ბერძნული მითოლოგიის თანახმად მერწულის თანავარსკვლავედს აკავშირებენ ზევისა და განიმედეს ისტორიასთან.
განიმედე იყო ტროას ხელმწიფის ულამაზესი ვაჟი. ერთ დღესაც განიმედე მამის ცხვარს წყესავდა, ზევსმა უკუნეთი სიბნელე მოუვლინა არემარეს, გადაიქცა გიგანტურ არწივად და ბიჭი წაიყვანა თავისთან ოლიმპოს მთაზე. მაშინ ზრდასრულ მამაკაცებისთვის საყვალდებად ახალგაზრდა ვაჟები ყოლა ნორმად ითვლებოდა და ისინი ერთგვარად მათი აღმზრდელის როლს ასრულებდნენ. მაგრამ ზევსმა, რომელსაც ყველაფრის გაკეთების უფლება ქონდა, გადაწყვიტა განიმედე მხოლოდ თავისთვის დაეტოვებინა და ბიჭი თავის მერიქიფედ აქცია, განიმედეს სასმელი მისთვის ნებისმიერ დროს უნდა მიეტანა. მას შემდეგ განიმედე ზევსის მონად იქცა. ზევსმა განიმედეს მამას ბიჭის სანაცვლოს უამრავი ოქრო ვერცხლი შესთავაზა.
ერთ დღესაც განიმედე გადაწყვეტს აღარ იყოს ზევსის მერიქიფე და ღმერთების ყველა ღვინოსა და წყალს დაღვრის, რაც კოკისპირულ წვიმებს გამოიწვევს დედამიწაზე და დატბორავს მთელ სამყაროს. ზევსი გადაწყვეტს, რომ დასაჯოს ყმაწვილი მაგრამ მიხვდება რომ ბიჭს მაინც უსამართლოდ ექცეოდა და მას უკვდავებას მიანიჭებს.
მითის სხვა ვარიაციებიც არსებობს, რომ ზევსის მეუღლე იეჭვიანებს განიმედეზე და მის მოკვლას გადაწყვეტს, ზევსი კი მას უკვდავებას მიანიჭებს.
საბოლოოდ კი მივიღეთ დოქიდან სითხის მღვრელის თანავასრსკვლავედი
საერთო დახასიათება
მერწყული ჰაერის ნიშანია
20 იანვარი – 18 თებერვალი
ჰაერის 3 ნიშანი.
4 მუდმივი ნიშანი.
მმართველი პლანეტა – ურანი, სატურნი.
ასტროლოგიური სიმბოლო: მერწყული, ვერცხლის ხელები, ფრთები, ჩიტების და თვითმფრინავის ფრენა, ზიგ- ზაგი, ახალგაზრდობა, ბრძენი.
ასტროლოგიური ფერები: რუხი, იისფერი, მოლურჯო-მომწვანო, ლილისფერი (შავი ფერი უიღბლოა).
ასტროლოგიური ქვები: ძოწი, ცირკონი, ღია საფირონი, ოპალი, ამეთვისტო, ლაზურიტი.
ასტროლოგიური ყვავილები: ია, მურტი, ნარგიზი.
თილისმა: გასაღები, ხატი.
იღბლიანი დღეები: ოთხშაბათი, შაბათი.
უიღბლო დღეები: კვირა.
იღბლიანი რიცხვები: 2, 4 (ყველა რიცხვი, რომელიც 4-ზე იყოფა), 8, 9, 11, 13.
მერწყული განაგებს ჰოროსკოპის მე-11 სახლს.
თავად მერწყულებს ზოგადად მიიჩნევენ რომ "ახვარი გენიოსები" არიან, კოსმოსიდან მინიჭებული ძალით დააპურონ და დაეხმარომ კაცობრიობას. არ ახასიათებს შური და ბოღმა, უყვართ ყველა და ყველაფერი. არიან მუდამ ახალგაზრდები და ოპტიმიზმით ავსებენ გარშემო მყოფთ. თავად თავიან გულის სიღრმეში ხშირად განიცდიან მარტოობას. უყვართ თავისუფლება და გაურბიან ყველაფერს რაც ან ვინც მათი თავისუფლების ხელყოფას მოისურვებს. გიჟდებიან მეგობრებზე, მაგრამ ცოტა ახლო მეგობარი ყავთ, იმიტომ რომ იშვიათად იხსნებიან ბოლომდე. იშვიათად რჩებიან შეუმჩნეველნი, რადგან გარჩემომყოფები მათში ექსტრავანგულობასა და ორიგინალურობას ხედავენ, ეს უკანასკნელი კი მერწყულისთვის ისეთივე ჩვეულებრივია როგორც კუროსთვის ჭამა, მორიელისთვის გამჭოლი მზერა, ლომისთვის თავის ქება და სიყვარული, ვერძისთვის სიფიცხე, ტყუპებისთვის ქროლვა და ლაქლაქი, მშვილდოსნისთვის უმარავი სასიყვარულო თავგადასავლები, თევზისთვის ცრემლები, კირჩხიბისთვის სახლში ფუსფუსი, სასწორისთვის სილამაზის თაყვანისცემა, ქალწულისთვის წესრიგში ყოფნა, თხის რქისთვის ფულის სიყვარული.
წინა თემა:
♒ მერწყული
ძველი დრო:
♒ მერწყული ♒
♒მერწყული♒ მეორე ნაწილი
სასარგებლო ბმულები:
♒ მერწყული
საერთო დახასიათება
მზე მერწყულში
მზე მერწყულში
მთვარე მერწყულში
ვენერა მერწყულში
ცოტა რამ მერწყულის შესახებ
მერწყული ქალი
მერწყული მამაკაცი
შესაფერისი პარტნიორები - კაცი - მერწყული
შესაფერისი პარტნიორები - ქალი - მერწყული
მერწყული-ბავშვი
მერწყული და შურისძიება
ფული
სიყვარული
ფსიქოლოგიური დახასიათება
პროფესიები
ტემპერამენტი და ხასიათი
თვისებები
საჩუქრები
როგორ შევაყვაროთ მერწყულს თავი
მერწყული მშობელი
შეფი მერწყული
This post has been edited by
mia-maria
on 7 Nov 2011, 01:56
--------------------
მზე იცინის ჩიტი გალობს დელია..................
·
ციტირება
·
^
cucqira7
The Special One
ჯგუფი: Members
წერილები: 6827
წევრი No.: 103437
რეგისტრ.: 27-October 09
გამოგზავნილია:
7 Nov 2011, 01:48 #28198053 ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ელფოსტა
პირველი
--------------------
მე მოვკვდები ამ კლუბისთვის. არასოდეს არაფერს დავიშურებ “ რეალისთვის” და ყველაფერს გავაკეთებ, რაც შემიძლია, რადგან ეს ჩემი კლუბია და ყოველთვის ასე იქნება. ყოველ მატჩში მე მოვკვდები “თეთრი” ფორმისთვის.
Raúl González Blanco
·
ციტირება
·
^
teoj
freedom
ჯგუფი: Members
წერილები: 12864
წევრი No.: 83930
რეგისტრ.: 4-February 09
გამოგზავნილია:
7 Nov 2011, 01:49 #28198058 ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ელფოსტა
ბევრი ბევრი ცოდნის, სიკეთის, სითბოს ნექტარი მოაგროვეთ
--------------------
კარგია ინდიფერენტულობა, არ მოიწყენ
·
ციტირება
·
^
Lilian
your majesty
ჯგუფი: Members
წერილები: 3632
წევრი No.: 116660
რეგისტრ.: 4-June 10
გამოგზავნილია:
7 Nov 2011, 02:04 #28198188 ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ელფოსტა
·
ვებგვერდი
თეო-თეოოო რა სურათია დავშტერდი.
teoj
--------------------
We should love, not fall in love. B’coz everything that falls, gets broken. /english joke/
·
ციტირება
·
^
starchild
genus, sed malum
ჯგუფი: Registered
წერილები: 1416
წევრი No.: 118902
რეგისტრ.: 28-July 10
გამოგზავნილია:
7 Nov 2011, 02:43 #28198505 ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ელფოსტა
სულ მალე აღგენიშნოთ იიქ, მაღლა, შატლზე, პიკნიკი კოსმოსური ბორშჩით და ნარინაირი space ბლიუდებით
This post has been edited by
starchild
on 7 Nov 2011, 02:50
--------------------
When everything has left you, you are alone
When you've left everything behind - there's solitude
·
ციტირება
·
^
baggins
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 4603
წევრი No.: 91754
რეგისტრ.: 19-May 09
გამოგზავნილია:
7 Nov 2011, 11:15 #28199985 ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ელფოსტა
იო,
წარღვნა და მერწყული
ტყუილად არა აქვს მერწყულს შიგნიდან დაფარული დესტრუქციული ძალა, ეს უდარდელი და მზრუნველი ნიშანი სინამდვილეში გამანადგურებელ პოტენციალს ატარებს, ბოლომდე თუ ჩაეძიებით მის სულს, რაც საერთოდ არაა ადვილი
, შეამჩნევთ, რომ მისთვის ამ მატერიალურ სამყაროში ყველაფერი იმდენად სულ ერთია, რომ ერთი ხელის მოსმით შეუძლია ყველაფერი დაანგრიოს რასაც წლები აშენებდა. თუ ამას არ აკეთებს ისევ გარშემო მყოფი ადამიანების გამო
This post has been edited by
baggins
on 7 Nov 2011, 14:18
--------------------
- "Can a man still be brave if he's afraid?"
-"That is the only time a man can be brave."
© Game of Thrones
·
ციტირება
·
^
teoj
freedom
ჯგუფი: Members
წერილები: 12864
წევრი No.: 83930
რეგისტრ.: 4-February 09
გამოგზავნილია:
7 Nov 2011, 16:25 #28204505 ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ელფოსტა
mia-maria
QUOTE
მთვარე მერწყულში:
დადებითი მხარე-შემოქმედებითი, პროგრესული, იდეალისტური, მომთმენი.
უარყოფითი-არაპროგნოზირებადი, ჯიუტი, უტაქტო, საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენის.
მთვარის ერთ-ერთი ყველაზე კარგი მდებარეობა, რადგან მთვარე მერწყულში ადამიანს ანიჭებს მგრძნობელობასა და აღქმის უნარს. მერწყული ჰუმანურობისა და რაციონალური აზროვნების ნიშანია, მთვარე მერწყულში-ზუსტი ლოგიკა, ალტრუისტული მზრუნველობა. გაწონასწორებული, და ზუსტი შეგრძნებებში.
მისი მიდგომა არასდროს არ არის მხოლოდ მენტალური, ან მხოლოდ ემოციური, ის გამჭრიახია და არაექსცენტრული.
მთვარე მერწყულში ადამიანს ანიჭებს თვითგამოხატვის უნარს. ის არის არაჩვეულებრივი მოსაუბრე და კარგი მეგობარი. ის ორიენტირებულია ხალხზე, ძალიან კომუნიკაბელურია და ინტერესდება სხვისი პრობლემებით.
იგი დაინტერესებულია ფილოსოფიური იდეებით და ზე განათლებით. მას უყვარს მათემატიკა, მეცნიერება, ხელოვნება, მუსიკა და ლიტერატურა.ის არის ინტელექტუალური, მისი ინტერესები არის მრავალმხრივი და ურთიერთობს ყველა ფენის ადამიანთან.
მთვარე მერწყულში წინასწარმეტყველების ნიშანია. ის ინტერესდება მომავლით და მისთვის უცნობი მოვლენებით. მათ უმეტესობას შეუძლია მოვლენების განჭვრეტა. მაგრამ ის არაპრაქტიკულია და ზედაპირული. რთულ სიტუაციაში როდესაც ეჭვქვეშაა მისი ჩანაფიქრების რეალიზება, მას აქვს უნარი გადაერთოს და ეძებოს ახალი იდეები.
სიყვარულში მთვარით მერწყულები ადვილად ინთებიან, რომ შეიგრძნონ ახალი იდეები. და როგორც კი შეიგრძნობენ, მაშინვე ქრებიან, რათა ისევ "აინთონ".
ასეთ ურთიერთობაში იგი ამჟღავნებს ორმაგ ბუნებას. ის არის რომანტიული მაგრამ ეშინია დაიხრჩოს სხვის მოთხოვნილებებში. ის ვერ აიტანს მესაკუთრე საყვარელს და ვერც მასზე დამოკიდებულ პარტნიორს. მისთვის აუცილებელია თავისუფლება.
მთვარით მერწყულების უმეტესობას აქვთ წარუმატებელი რომანები, როცა ისინი ქორწინდებიან(ძირითადად ეს ხდება ზრდასრულ ასაკში) მათ აქვთ უფრო მეგობრული ურთიერთობა ვიდრე ცოლ-ქმრული.
რომელ ნიშანშიც არ უნდა იყოს მზე, მთვარე მერწყულში მაინც გაძლევთ გონებასა და ინდივიდუალურობას. მთვარე მერწყულში გჩუქნით თავისუფლებას, განვითარებულ გონებას, შარმს და სიყვარულს ყველაფერ უჩვეულოს მიმართ.
აქედან გამომდინარე შეიძლება ვიფიქრო რომ მთვარე მერწყული - ძლიერი მდებარეობაა და კაცი იქნები თუ ქალი, რა ნიშანშიც არ უნდა გყავდეს მზე, შინაგან სამყაროს მთვარე მერწყული განაგებს უმეტესწილად?
კიდევ ერთ საკითხზე მიჩნდება შენთან საუბრის სურვილი.. მიუხედავად იმისა რომ ადამიანები თითქოს განსხვავებულობისკენ მიისწრაფიან და პატივს სცემენ ყველაფერს განსხვავებულს, როგორც კი ეს 'უცხო' ობიექტი უახლოვდება , მოახლოებასთან ერთად იწვევს გარიდების და უარყოფის - ქმედებებს?
ანუ ის რომ შორს - აღტაცებაში მოჰყავს
ახლოს სოციუმი არ იღებს? ფაქტი როგროც კი იქნება , რომ შეხება მოუწევს სოციუმს მასთან - იწყება გარიყვის სტრრატეგია? იქიდან გამომდინარე რომ ( აქ უკვე რამდენჯერმე დავწერე) სოციუმი აწესებს თავად ჩარჩოებს, კლიშეეებს, წესებს და მისთვის ასე უფრო მართვადია სიტუაცია ვიდრე .. ?
გამოსავალი? ( ნუ დავუშვათ უმეტესობა გახდა ასეთი , ან მეორე ვარიანტი მიმბაძველობა ) თუ სოციუმში ბირთვი შეადგეს განსხვავებული ადამიანების ჯგუფს და აიტაცებენ კრეატივს , სპონტანურობას, განსხვავებულობას, ( ვინ რამდენადაც შეძლებს ) ის მაინც გარკვეულ ჩარჩოებში ჩაჯდება , თავისი კრეატიულობის ანუ - სისტემის ორგანიზებისთვის..
და ის ძველი, სტაბილური, კონსერვატორული და ა.შ. ნაწილი ადამიანების - გახდება განსხვავებული მაინც სოციუმისთვის..
და დაიწყება ისევ წინააღმდეგობა
თქვენზე მთელი ეს სისტემა როგორ მოქმედებს? ბალანსს იჭერთ ? ( ჩაკეტილებიც ხომ არ ხდებით ?)
ფაქტია რომ ნელ ნელა კაცობრიობა რაღაც საკითხებში ვთარდება პროცენტული მეტ ნაკლებობით ადამიანების თვალსაზრისით
baggins
იოო , შენ მერწყული ? კარგად დაწერე დეტალები და ამიტომ გკითხ
* * *
Lilian
QUOTE
თეო-თეოოო რა სურათია დავშტერდი.teoj
პეეე
·
ციტირება
·
^
baggins
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 4603
წევრი No.: 91754
რეგისტრ.: 19-May 09
გამოგზავნილია:
7 Nov 2011, 16:32 #28204633 ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ელფოსტა
QUOTE
(teoj @ 7 Nov 2011, 16:25 )
მიუხედავად იმისა რომ ადამიანები თითქოს განსხვავებულობისკენ მიისწრაფიან და პატივს სცემენ ყველაფერს განსხვავებულს, როგორც კი ეს 'უცხო' ობიექტი უახლოვდება , მოახლოებასთან ერთად იწვევს გარიდების და უარყოფის - ქმედებებს?
ანუ ის რომ შორს - აღტაცებაში მოჰყავს
ახლოს სოციუმი არ იღებს?
მართალია სხვას მიმართავ მაგრამ მეც გიპასუხებ
საერთოდ მე ესე მგონია, რომ შორიდან უფრო მოსარიდებლები ვჩანვართ სხვა ადამიანებისთვის ვიდრე ახლოდან. ამასთან დისტანციის დაჭერა ძალიან კარგად გვეხერხება, ჩვენ თვითონვე არ გვაწყობს სოციუმში გათქვეფა და ყველასათვის მისაღებად ყოფნა. გარიყულები კიდევ არასოდეს ვართ, იმიტომ რომ ჰაეროვანი ურთიერთობების ნიჭი ხელს გვიწყობს ვიყოთ სოციუმით გარშემორტყმული როცა გვინდა
ანუ იმის თქმა მინდა რომ განვითარებული მერწყულისთვის ეს პრობლემას არ წარმოადგენს ნამდვილად. ჩამოუყალიბებელ, თინეიჯერ მერწყულებს კიდე ეს სოციუმთან ურთიერთობები ძალიან ტანჯავს მთავარია სწორი გზით წავიდეს და მალე იპოვოს საკუთარი თავი
·
ციტირება
·
^
Swan:)
Every coin has two sides
ჯგუფი: Registered
წერილები: 1344
წევრი No.: 125486
რეგისტრ.: 2-January 11
გამოგზავნილია:
7 Nov 2011, 16:45 #28204840 ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ელფოსტა
baggins
იო,
QUOTE
გარიყულები კიდევ არასოდეს ვართ
+1
და თან ყველა დადებითად არის განწყობილი ხოლმე ...
--------------------
და ვინც ზამთარში მაჩუქებს იებს....
·
ციტირება
·
^
teoj
freedom
ჯგუფი: Members
წერილები: 12864
წევრი No.: 83930
რეგისტრ.: 4-February 09
გამოგზავნილია:
7 Nov 2011, 16:49 #28204923 ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ელფოსტა
baggins
QUOTE
ანუ იმის თქმა მინდა რომ განვითარებული მერწყულისთვის ეს პრობლემას არ წარმოადგენს ნამდვილად.
ეს კარგია, რომ არ იყოს შესაძლებელი დაცვის და შენარჩუნების მექანიზმები, ვერც წინსვლის შესაძლებლობები ქინებოდა და ვერც კაცობრიობა წაიწევდა საერთოდ წინ
მაგრამ მაინც გიწევს გარკვეული რაღაცეები მოარიდოთ სოციუმს , ჩაკეტილობის ხარჯზე ინარჩუნებთ ბალანსს
ისევე როგორც ყველა ადამიანი რაღაცის კომპენსირებას სხვა რაღაცით აკეთებს..
QUOTE
საერთოდ მე ესე მგონია, რომ შორიდან უფრო მოსარიდებლები ვჩანვართ სხვა ადამიანებისთვის ვიდრე ახლოდან.
ეს შენი კონკრეტული შემთხვევა იმით ხო არაა გამოწვეული რომ შორიდან საერთოდ არ მჟღავნდება სენ ვინ ხარ, რა ხარ და ა.შ. ანუ ადამიანს ხო რამდენიმე გალავანი აქვს შემოტყმული ირგვლივ, შენი პირველი მაღალია.. მერე შიგნით მოდის შედარებით დაბლები დ ა უფრო ახლოს კიდევ მაღლები.. შუალედი გაქვს უფრო თავისუფალი ანუ
მაგრამ უკვე შენს შიდა პიროვნულ საკითხებამდე დავედით ასე განუზოგადებლად და შეიძლება არც ღირს აქამდე დასვლა, (ანუ უფრო ღრმად არ ღირს ამ სიტუაციაში ალბათ , არ არის იზოლირებული ადგილი ) შენი პირადია
მადლობა გამოხმაურებისთვის
·
ციტირება
·
^
baggins
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 4603
წევრი No.: 91754
რეგისტრ.: 19-May 09
გამოგზავნილია:
7 Nov 2011, 17:04 #28205176 ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ელფოსტა
QUOTE
(teoj @ 7 Nov 2011, 16:49 )
მაგრამ მაინც გიწევს გარკვეული რაღაცეები მოარიდოთ სოციუმს , ჩაკეტილობის ხარჯზე ინარჩუნებთ ბალანსს
ისევე როგორც ყველა ადამიანი რაღაცის კომპენსირებას სხვა რაღაცით აკეთებს..
შენი პირველი მაღალია.. მერე შიგნით მოდის შედარებით დაბლები დ ა უფრო ახლოს კიდევ მაღლები.. შუალედი გაქვს უფრო თავისუფალი ანუ
იცი როგორაა, ასეთი კატეგორიები და ეს გალავნები და კედლები მე მგონი საერთოდ ილუზიებია. როცა ადამიანი ისაა, რაც მართლაა კედლების პრობლემა იქ ნაკლებად დგება. უბრალოდ ყოველთვის შენი ყველა თვისებით ვერ წარსდგები საზოგადოების წინაშე რაღაცა ჩანს რაღაცა არ ჩანს.
და მე მგონია რომ ადამიანი ვერასოდეს ვერ განსაზღვრავს იმას სინამდვილეში რა აქვს ყველაზე ძვირფასი, რისი გარემოდან მორიდება და ჩაკეტვაც საჭიროა. ასევე ვერასოდეს ბოლომდე ვერ მიხვდება რა დევს სინამდვილეში მეორე ადამიანში. ამიტომ არა აქვს მნიშვნელობა საერთოდ კედლების და გალავნების არსებობას. მაინც ვერ მიხვდები გადალახე თუ არა კედელი და რადენი დაგრჩა კიდევ გადასალახი
ამიტომ რაღაცეების გახსნა-არგახსნას ჩემთვის ეს წმინდა პრაგმატიზმის საკითხია, მაწყობს თუ არა, ღირს თუ არა სუფთა მატერიალიზმიდან გამომდინარე. პიროვნულ პლანზე ამეებზე ზრუნვით თავს არ ვიწუხებ, რაც არი ეგ არი, აქ ინსტიქტს, ინტუიციას და ემოციას ვუთმობ ადგილს
·
ციტირება
·
^
teoj
freedom
ჯგუფი: Members
წერილები: 12864
წევრი No.: 83930
რეგისტრ.: 4-February 09
გამოგზავნილია:
7 Nov 2011, 17:20 #28205463 ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ელფოსტა
baggins
QUOTE
იცი როგორაა, ასეთი კატეგორიები და ეს გალავნები და კედლები მე მგონი საერთოდ ილუზიებია
კი ეგრეა, ვერბალური მხარეა.. ილუზია არის სამყარო მატერიის გარეშე, ის რას არამატერიალურია, არა ფიზიკური სხეული, შეიძლება გამოვსახოთ სწორედ ამ შემოტანილი განსაზღვრებებით , კოეფეციენტებით, ფართობითობებით და ა.შ. სიყვარულიც ილუზიაა ტვინის, ჰიპნოზი.. ხარ სიყვარულში? ვიტყოდი - ხარ ტვინის ჰიპნოზურ მდგომარეობაში
უბრალოდ გააჩნია თვითონ ამ ტექსტში ილუზია რა დატვირთვით გვესმის , ზოგჯერ ილუზიას იქაც ხმარობენ სადაც აბსურდულობა უნდა იდგეს
QUOTE
უბრალოდ ყოველთვის შენი ყველა თვისებით ვერ წარსდგები საზოგადოების წინაშე რაღაცა ჩანს რაღაცა არ ჩანს.
ზუსტად
იცი რა არის, ჩვენ შევეჩვიეთ რაღაცეებს და უკვე სხვაგვარად აღვიქვამთ, არა და სამყარო საოცარია
QUOTE
და მე მგონია რომ ადამიანი ვერასოდეს ვერ განსაზღვრავს იმას სინამდვილეში რა აქვს ყველაზე ძვირფასი, რისი გარემოდან მორიდება და ჩაკეტვაც საჭიროა. ასევე ვერასოდეს ბოლომდე ვერ მიხვდება რა დევს სინამდვილეში მეორე ადამიანში. ამიტომ არა აქვს მნიშვნელობა საერთოდ კედლების და გალავნების არსებობას. მაინც ვერ მიხვდები გადალახე თუ არა კედელი და რადენი დაგრჩა კიდევ გადასალახი
ადამიანისთვის ყველაზე ძვირფასი სიცოცხლეა , და ყველაზე მეტად ტკივილს გაურბის, ერიდება .. აქედან გამომდინარე უკვე შეგიძლია დაასკვნაორიენტაციის აღება რა არის მისთვის მტკივნეული, ძვირფასი , რას კეტავს და რას ხსნის .. ზოგძერ სწორედ იმ ძვირფასს ხსნის თუ საფრთხეს ვერ ხედავს, ან ძალიან სჭირდება გამოკვება იმ ძვირფასია რომ 'მგლის შიშით ფარა ვის გაუწყვეტია" - პრინციპი აამოქმედოს
ვერბალურ დონეზე ხვდები სად ხარ.. დაახლოებით, რომელ გალავანში.. ალბათ ამას ინფორმირებულობაც გაგებინებს
QUOTE
ამიტომ რაღაცეების გახსნა-არგახსნას ჩემთვის ეს წმინდა პრაგმატიზმის საკითხია, მაწყობს თუ არა, ღირს თუ არა სუფთა მატერიალიზმიდან გამომდინარე. პიროვნულ პლანზე ამეებზე ზრუნვით თავს არ ვიწუხებ, რაც არი ეგ არი, აქ ინსტიქტს, ინტუიციას და ემოციას ვუთმობ ადგილს
ანუ ეს პროცესი მაინც მიმდინარეობს
ინსტიქტების დონეზე შენ კეტავ უკვე აქ რაღაცეებს როცა მესაუბრები , აბსტრაქტული გახდი.. თავდაცვის მექანიზმია , ამ კონკრეტულ შემთხვევაში მივესალმები კიდეც
ხო ეს ბოლო წინადადება იმის გამოა რომ ხანდახან უფრო პირდაპირი ვხდები, ვიდრე შეიძლება მომეთხოვებოდეს - ჩემი მხრიდან უნებური მოტყუების მომენტი რომ მოვხვსნა ალბათ
* * *
ამ სურათს მერწყულებს მოგიტანთ, რამდენი ხანია ვერ ვდებდი, ძვირფასივითაა ჩემთვის
·
ციტირება
·
^
baggins
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 4603
წევრი No.: 91754
რეგისტრ.: 19-May 09
გამოგზავნილია:
7 Nov 2011, 17:31 #28205629 ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ელფოსტა
QUOTE
(teoj @ 7 Nov 2011, 17:20 )
აბსტრაქტული გახდი..
მერწყული ხომ თვით აბსტრაქციაა
საერთოდ ცხოვრების გამოცდილებით მივხვდი რომ არაფერს არ უნდა ჩაუღრმავდე, რაც საჭიროა თვითონ ამოტივტივდება. ზედმეტად თავი არ უნდა იმტვრიო და უფრო საკაიფოდ იცხოვრებ
ეს, ფრიად ღრმა ფსიქოლოგიური სვლები გამოგვივიდა და ...
·
ციტირება
·
^
teoj
freedom
ჯგუფი: Members
წერილები: 12864
წევრი No.: 83930
რეგისტრ.: 4-February 09
გამოგზავნილია:
7 Nov 2011, 17:36 #28205734 ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ელფოსტა
baggins
მაგრამ ჩვენ თავი არ გვიმტვრევია, ისე ჩავედით და ამოვედით უკანვე
ის გამახსენდა - "გაჩერდი თორე ამოგატრიალებ ნასკივით და იტირე მერე შიგნიდან" ო
·
ციტირება
·
^
serapiti
:)
ჯგუფი: Registered
წერილები: 1275
წევრი No.: 78485
რეგისტრ.: 13-December 08
გამოგზავნილია:
7 Nov 2011, 18:30 #28206620 ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ელფოსტა
გილოცავთ ახალ თემას
·
ციტირება
·
^
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
«
შემდეგი ძველი თემა
|
პარამეცნიერებები
|
შემდეგი ახალი თემა
»
Pages:
(101)
[1]
2
3
...
ბოლო »
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+5 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+7 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- აზარტული სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+3 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
ფორუმის ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს:
კავკასუს ონლაინი
[ Script Execution time: 0.0465 ] [ 12 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by
Invision Power Board
(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.