forum.ge
reklama
FORUM.GE ... წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (64) « პირველი ... 46 47 [48] 49 50 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> საშობაო და საახალწლო მენიუ, :)
დოლორეს
♫ _ ANA _ ♫


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3803
წევრი No.: 64740
რეგისტრ.: 17-June 08

გამოგზავნილია: 30 Dec 2011, 04:32  #28982632      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი
kuduxona
QUOTE
ქათმის სალათის რაიმე კარგი რეცეპტი მინდა, აი ისეთი ქართველებს რო მ მოეწონებათ და კიდევ სამარხო სოკოს სალათა მასწავლეთ რამე გთხოოვთ

რამადენიმე უმარტივეს ვარიანტს შემოგთავაზებ.ყველა ძალიან გემრიელია,მე თვითონ ხშირად ვამზადებ ხოლმე.

1) ქათმის სალათი – სოკოთი
ქათმის მკერდი მოვხარშოთ მარილწყალში და მოხარშვის მერე დავჩეჩოთ.
სოკო და მსხვილად დახეხილი სტაფილო მოვხრაკოთ წინასწარ ზეთში მოხრაკულ ხახვში.კარგია თუ გამოვიყენებთ ახალ ხახვს.
ტაფაშივე დავამატოთ საცივის სუნელები ცოტა,დაფქვილი ნიორი(თუ ცოცხალი ნიორი გვირნა ტავიდანვე მოვხრაკოთ ხახვთან ერთად),ცოტა შავი პილპილი,ცოტა მწარე წითელი წიწაკა და მარილი.
ეს მასა კარგად ავურიოთ მოზრდილ ჯამზე დაყრილ ქათმის დაჩეჩილ ფილეს.ბლომად მაიონეზი,მწვანე ხახვი და კიდევ დავამატოთ შავი პილპილი(ისე რომ კარგად ემჩნეოდეს).
უგემრიელესია.

2) ინგლისური სალათი
საჭიროა:

200 გრ. წიწილა
75 გრ. ნიახურის ძირები
35 გრ. მოხარშული ქამა სოკო
10 გრ. მჟავე კიტრი
35 გრ. მაიონეზი
5 გრ. მზა მდოგვი
15 გრ. ბულგარული წიწაკა
5 გრ. სალათის ფოთლები
მარილი

წიწილა მოხარშეთ, გააგრილეთ, რბილობი მოაშორეთ ძვალს და დაჭერით. მოხარშული სოკო და კანგაცლილი და თესლებამოღებული კიტრი დაჭერით ნაჭრებად. ნიახური გარეცხეთ, გაწმინდეთ და დაჭერით წვრილ და გრძელ ნაჭრებად. ყველა პროდუქტი შეაერთეთ, მოაყარეთ მარილი, შეანელეთ მაიონეზით და მდოგვით. სალათი გადაიტანეთ სასალათეში, მორთეთ წიწაკით და სალათის ფურცლებით.

3) ქათმის სალათი - ბოლოკით და სალათის ფოთლებით

ლიმნის წვენში დამარინადებული ქათმის მკერდი შევწვათ ცოტა ცხიმში ან მოვხარშოთ,დავჭრათ მოგრძო ნაჭრებად და დავჩეჩოთ.გავხეხოთ ვარდისფერკანიანი ბოლოკი,დაახლოებით ქათმის ხორცის რაოდენობის ნახევრისოდენი რომ გამოვიდეს .ქორფა სალათის ფოთლებიც დავჭრათმფართოდ არა ოღონდ.მაიონეზი შევაზავოთ მშრალი დაფქვილი ნივრით,პილპილით.შეზავებულ მაიონეზში ავუროთ ხორცი,ბოლოკი და სალათის ფოთლები.ბოლოს კი დავამატოთ წვრილად დაჭრილი კამა და 3 -4 ღერი ქინძი.



Natia_N_N
QUOTE
ისპანახის ნიგვზიანი ფხალი მჭადის ტარტარეტკებში

up.gif რამ მოგაფიქრა,მაგარი იდეაა.
კორიცა რა არის? fingal.gif

This post has been edited by დოლორეს on 30 Dec 2011, 04:42


--------------------
♥+♥=♥
მზე ამოვიდა!მზე, რომელიც ჩემშივე სახლობს,
მზე არა სადღაც მეცხრე ცაზე,არამედ გულთან!
და მე მოვდივარ შენს ხელებთან,რადგანაც მახსოვს,
რომ შენს ხელებში უკეთესად ვფიქრობდი მუდამ!



Gracias a todos, los que me han ayudado a ser como soy hoy por hoy. © მე.
upwave
რაღაცნაირი


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7682
წევრი No.: 83426
რეგისტრ.: 28-January 09

გამოგზავნილია: 30 Dec 2011, 11:31  #28983868      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
დოლორეს
QUOTE
კორიცა რა არის? 

დარიჩინი smile.gif
* * *
Natia_N_N
QUOTE
ლიმნის ნამცხვარი, რომლის რეცეპტი დავკარგე და ვცდილობ აღვიდგინო ისეთი გემრიელია

ათქვეფილი ბეზე თუ უნდა მაგ შენ ლიმნის ნამცხვარს, მე მაქვს რეცეპტი smile.gif


--------------------
უფ, რამდენი დამიწერია!
Natia_N_N
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7924
წევრი No.: 2861
რეგისტრ.: 11-October 03

გამოგზავნილია: 30 Dec 2011, 12:02  #28984192      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
დოლორეს
ხომ უხდება ფხალს მჭადი? ხოდა ბარემ ლამაზიც იქნება smile.gif სულ ასე ვაკეთებ
კორიცა - დარიჩინი, იმდენად შეჩვეული ვარ კორიცას, არადა თითქმის არ ვხმარობ რუსულ სიტყვებს smile.gif
upwave
ანუ ცხვებოდა 3 ფირფიტა და კრემად ედებოდა ათქვეფილი ბეზე+გატარებული ლიმონი ერთად, ზემოდან შაქრის პუდრი, მეორე დღეს ბეზე "ქრება" სამაგიეროდ ფირფიტებს აქვთ გამჯდარი არომატიიიიიიიიიი - ნამდვილი საახალწლო გემოებია ჩემთვის და თუ ამის რეცეპტი გაქვს და მიშველი, არ ვიცი ისე გამახარებ smile.gif


--------------------
მე მთელს სამყაროს დუელში ვიწვევ. ვნახოთ რა იქნება, ვნახოთ!
LUTA
მიზანდასახული


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1230
წევრი No.: 140674
რეგისტრ.: 22-December 11

გამოგზავნილია: 30 Dec 2011, 13:51  #28985591      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
საშობაოდ ჩემი მენიუ ასეთი იყო
რავიოლები გორგონძოლას და სოკოს გულსართით
+ პისტაკის ბეშამელათი (ფუსტუღი)

კანელონები რიკოტა ისპანახის
ლაზანია რაგუს სოუსით
მთლიანი ინდაური ღუმელში შებრაწული
ღორის ბარკალი ღუმელში შებრაწული

ხაჭაპურები იმერული
ისაპანახი ნიგვზით
ბადრიჯანი ნიგვზით
ხალადეცი
ანტიპასტები სალიამის ნირსახეობები + ყველის ასორტი
გრისინები ჩემი გამომცხვარი

პანეტონე ჩენი გამომცხვარი
ნამცხვარი დიპლომატიკა
ჩისქეიქი

საახალწლოდ ბევრს არ ვაკეთებ
ახალ წელს სახლში არ ვხვდები

პანდოროს და ტორონეს გავკეთებ + ლობსტერის კუდს ნამცხვარს

და ერთ თავ რაიმე გემრიელ სადილს მოვამზადებ შუადღისათვის
ნუ საღამოს უკვე სახლში აღარ ვიქნები








--------------------
Do not argue with an idiot, they drag you down to their level and beat you with experience. @ Greg King

E voglia a metter rum, chi nasce strunz nun po’ addiventà babbà @ totò

იარე წინ, მხოლოდ წინ და არც ერთი ნაბიჯით არ დაიხიო უკან !
tuta_tuta
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6639
წევრი No.: 46662
რეგისტრ.: 13-November 07

გამოგზავნილია: 30 Dec 2011, 15:12  #28986740      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
kuduxona

)
მე ესეთს ვაკეთებ და მოგწერ ნახე აბა:smile.gif

ქათმის მკერდი მოხარშე მარილიან წყალში.
ლიმონი
კამა
სალათის ფურცელი
პილპილი
მარილი
ახალი ხახვი რამდენიმე
( ბევრი უშვება წვრიალად დაჭრილ კიტრს , მაგრამ ცოტას აწყალებს და მე არ ვუკეთებ. ან ბულგარულს, სტაფილოს. სიმინდის მარცვლებს , მოკლედ გემონების მიხედვით)


აიღე ჯამი ჩაასხი მაიონეზი, დააწურე ლიმონი, დააყარე მარილი და პილპილი, კამა, წვრილად დაჭრილი ახალი ხახვი ცოტა, სალათის ფურცელი დაჭრილი.
ა, ყველაფერს გადაურევ კარგად და შიგნით ჩაყრი ქათმის ფილეს რომელიც შეგიძლია პატარა კუბიკებად დაჭრა ან დაძენძო და კარგად აურევ მთლიან მასას ,,

პურის მოგრძო კუბიკები ნივრიანი დაასუხარე და ძალიან უხდება მოუწყვე გვერდით

This post has been edited by tuta_tuta on 30 Dec 2011, 15:19


--------------------
Is not life measured by the breath we take, but by the moments that take our breath away
kuduxona
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 326
წევრი No.: 94677
რეგისტრ.: 29-June 09

გამოგზავნილია: 30 Dec 2011, 19:21  #28989548      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
დოლორეს და tuta_tuta უღრმესი მადლობა, ვერ წარმოდგენთ როგორ დამეხმარეთ. ჩემ დის საპატივცემულოდ ვაკეთებ ამ სალათას და იმედია მოეწონება.
კიდევ ერთხი თხოვნა აი ეს სალაათა ვიპოვე ჩემ ენციკლოპედიაში და თქვენი აზრით ღირს გაკეთება? (უხარისხო ფოტოსთვის ბოდიში, ციფრული ვერ ვიპოვეsmile.gif)
user posted image

This post has been edited by kuduxona on 30 Dec 2011, 19:22
WVB25
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 796
წევრი No.: 113050
რეგისტრ.: 18-February 10

გამოგზავნილია: 30 Dec 2011, 21:21  #28991008      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
სალამი კულინარებო, ხვალ მინდა გლინტვეინის გაკეთება და ხომ ვერ მიმასწავლით, სად ვიყიდო მიხაკი, დარიჩინი, მუსკატის კაკალი და ბაჰარი (დაუფქვავი) ??
rtuli
Есть такие люди, которых когда видишь-уже счастлив


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 12443
წევრი No.: 64546
რეგისტრ.: 15-June 08

გამოგზავნილია: 30 Dec 2011, 22:31  #28992103      · პროფილი · პირადი მიმოწერა
WVB25
QUOTE
სალამი კულინარებო, ხვალ მინდა გლინტვეინის გაკეთება და ხომ ვერ მიმასწავლით, სად ვიყიდო მიხაკი, დარიჩინი, მუსკატის კაკალი და ბაჰარი (დაუფქვავი) ??

ყველაზე მარტივი მისაგნები პასაჟის პირველ რიგში ,ბოლოში ზის სუნელის კაცი და მაგას აქვს.

kuduxona
QUOTE
კიდევ ერთხი თხოვნა აი ეს სალაათა ვიპოვე ჩემ ენციკლოპედიაში და თქვენი აზრით ღირს გაკეთება? (უხარისხო ფოტოსთვის ბოდიში, ციფრული ვერ ვიპოვე)

სალათები საერთოდ გემოვნების დამახასიათებლები არიან smile.gif
ასე რომ თუ ჯდება შენს გემოვნებაში მოამზადე .
მე მაგალითად არ მიყვარს სიმინდის კონსერვი სალათაში და დაკონსერვებულ ქამა სოკოს ვერ ვიტან ოცა ამატებენ sad.gif.


--------------------

Всем тем, кого так интересует моя жизнь, официально сообщаю: Я по-прежнему - красивая, счастливая и даже не на диете!
www.perfectcook.org
საქართველოს კულინარული აკადემია - Georgian Culinary Academy
WVB25
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 796
წევრი No.: 113050
რეგისტრ.: 18-February 10

გამოგზავნილია: 30 Dec 2011, 22:37  #28992186      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
მადლობა rtuli
ჩემდა გასაოცრად მეგამარტკეტშიც აღმოაჩნდათ ყველაფერი ! ყვითელი კოჭა, ანუ კურკუმა ვერ ვიშოვე ...
BadbadGirl
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 12147
წევრი No.: 22504
რეგისტრ.: 16-August 06

გამოგზავნილია: 30 Dec 2011, 23:30  #28992956      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი · icq
სულ ორ რამეს ვაკეთებ (რეცეპტები ჩემ ბლოგზე დევს):
პირველი კერძი - სალათი კრაბითა და შებოლილი ორაგულით
მთავარი - ორაგული კაპრისით
დესერტი გოზინაყი, ხილი, შოკოლადი.

სასმელად :
ტოკაი ნახევრად ტკბილი ორაგულისათვის
და ისე კიდევ შამპანიური ესეც ნახევრად ტკბილი, დესერტზე მოუხდება.





--------------------
ერთი ოკუპანტის დღიური- http://tomushka.blogspot.com/
WOMAN IN LOVE
MHTEPA


*******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 14325
წევრი No.: 17909
რეგისტრ.: 6-March 06

გამოგზავნილია: 30 Dec 2011, 23:31  #28992967      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
უკვე მზად მაქვს:
ტირამისუ
ალუბლიანი ჩიზქეიქი
ხილის ტორტი
ხორცი დამარინადებულია ორნაირად: ღვინოსა და კეფირში, ხვალ შევწვავ
ხვალ გავაკეთებ სალათებს და ქათმებს რამეს მოვუფიქრებ rolleyes.gif


--------------------
რასაცა გასცემ შენია
upwave
რაღაცნაირი


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7682
წევრი No.: 83426
რეგისტრ.: 28-January 09

გამოგზავნილია: 30 Dec 2011, 23:41  #28993096      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
Natia_N_N
QUOTE
upwave
ანუ ცხვებოდა 3 ფირფიტა და კრემად ედებოდა ათქვეფილი ბეზე+გატარებული ლიმონი ერთად, ზემოდან შაქრის პუდრი, მეორე დღეს ბეზე "ქრება" სამაგიეროდ ფირფიტებს აქვთ გამჯდარი არომატიიიიიიიიიი - ნამდვილი საახალწლო გემოებია ჩემთვის და თუ ამის რეცეპტი გაქვს და მიშველი, არ ვიცი ისე გამახარებ

კი ეგ უნდა იყოს ზუსტად. მე ვაფრენ ამ ნამცხვარზე!!!
დავკარგე ჩემი კულინარიის წიგნი და იქ მეწერა, მაგ ნამცხვარზე მწყდებოდა ყველაზე მეტად გული.
მერე სხისგან მოვიძიე, მაგრამ არეულ-დარეულად მიწერია და დაალაგე შენ მერე:
4 კვ. გული და 2 მთლიანი კვერცხი ავთქვიფოთ+ერთი და ნახევარი ჭ. შაქარი+1ც. დამდნარი მარგარინი+1 ჩ/კ სოდა-ძმრით, ვანილი, მარილი, ფქვილი რასაც შეიზელს, დაახლ. 5 ჩ/ჭ (უნდა იყოს მჭადის ცომივით).
გავყოთ 3 ნაწილად.
გამოვაცხოთ ცხიმწასმულ.ფქვულმოყრილ ცხელ ამოტრიალებულ ,,თუნუქის ფურცელზე" (უფრო ადვილია ასაღებად).
1-2 ფენას ესმევა 4კვ. ცილას+1ჭ. შაქრის ბეზე+1ჭ. გატარებული ქიშმიში+1ც. ლიმონი (კანიანად გატარებული)+ვანილი.
მესამე ფენას ვაყრით შაქრის პუდრას.
Fინიშ.
თუ ესაა, გამიხარდება 2kiss.gif

This post has been edited by upwave on 30 Dec 2011, 23:41
letodiniusi
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5217
წევრი No.: 108884
რეგისტრ.: 10-January 10

გამოგზავნილია: 31 Dec 2011, 00:31  #28993853      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
ჩემი მენიუ:
ინდაურის საცივი
ისპანახი,
ნიგვზიქანი ბადრჯანი
წითელი ჭარხალი
სოკო
ქათამი,
კრაბის სალათა
ჯერ არ ვიცი დანარჩენი...
დესერტი:
გოზინაყი,შოკოლადები,ჩურჩხელა
ნამცხვრებს ვყიდულობ



პ.ს. კრაბის სალათი როგორ კეთდება ?რაღაცეები მახსოოვს დაა რამე რომ არ გამომრჩეს ვკითხულობ smile.gif

* * *
ნიგოზს ხალავთ გოზინაყისთვის??? რჩევებიი რჩევებიიი biggrin.gif


--------------------
u are my everything :*

siyvaruli tu gaqreba....

წარსულისთვის მენანები... :* :(
upwave
რაღაცნაირი


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7682
წევრი No.: 83426
რეგისტრ.: 28-January 09

გამოგზავნილია: 31 Dec 2011, 01:01  #28994336      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
ჩემი მენიუ არც ისე მდიდარია, მეუღლე და ძიძა მარხვაზე არიან, მე და ბავშვები არა, ხოდა ჩვენ რამდენი უნდა ვჭამოთ, სულ აქეთ0იქეთ დავდივართ.
ამიტომ ველოდებით შობა-ძვ. ახალ წელს. ანუ:

ნიგვზიანი კუჭმაჭი
ისპანახი
კრაბის სალათი (სამარხვო ვარიანტი)
ოლივიე (ესეც სამარხვო)
პრასი ?-ქვეშ
ორაგული, ,,მასლიანკა" ან კალმახი (ვნახოთ, მემარხულეები რას აირჩევენ)
შემწვარი ჯუჯულა
მწნილები (განს. ჯონჯოლი)
ბაჟე
ხაჭაპური
ოსტრი
და დესერტები: გოზინაყი, ნამცხვარი, ჯანჯუხა-ჩურჩხელა, შოკოლადი და ა.შ.
მამაჩემის დაყენებული რქაწითელი, შამპო და ლიმონათები.




* * *
letodiniusi
QUOTE
პ.ს. კრაბის სალათი როგორ კეთდება ?რაღაცეები მახსოოვს დაა რამე რომ არ გამომრჩეს ვკითხულობ

* * *
ნიგოზს ხალავთ გოზინაყისთვის??? რჩევებიი რჩევებიიი

ნიგოზს ვხალავ, მე პირადად.

კრაბს კი ვაკეთებ ასე:
თვალის ზომით ვიღებ ბრინჯს, ნუ დაახლ. 2 დიდი ჩ/ჭ
მდუღარე მარილიანში ჩავრყი და ნელ ცეცხლზე მოვხარშავ.
არ გადაგეხარშოს, ოდნავ მაგარივით უნდა ჰქონდეს გული (მაგრამ უმიც არ იყოს).
გადავავლებ ცივ წყალს.
ცალკე ვჭრი:
2 საშუალო ან დიდ შეკვრა კრაბს, ოტ-ცოტა კამას, მწვანე ხახვს, 3 ც. მაგრად მოხარშულ კვერცხს (თუ სამარხვო გინდა, კვერცხს ამოაგდებ) .
+ ერთ საშ. ზომის სიმინდი, შავი პილპილი, მარილი მოზომილად უქენი, არ დაგიმლაშდეს, რადგან ბრინჯი მარილწყალშია მოხარშული-მაიონეზი გემოვნებით, მოურიე და გააცივე მაცივარში.
სულ ესაა.

This post has been edited by upwave on 31 Dec 2011, 01:08
Belle
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 363
წევრი No.: 100078
რეგისტრ.: 16-September 09

გამოგზავნილია: 31 Dec 2011, 01:41  #28994828      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
rtuli
QUOTE
ფენოვან ცომში გამომცხვარი ჩერის ჯიშის პამიდორი, ბალზამიკოში დამარინადებული და ფეტაკი ყველით მოყრილი.


ეს რა საინტერესოდ ჟღერს! როგორ კეთდება?
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (64) « პირველი ... 46 47 [48] 49 50 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: კავკასუს ონლაინი
[ Script Execution time: 0.0670 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]