forum.ge
reklama
FORUM.GE ... წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (94) « პირველი ... 8 9 [10] 11 12 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> ქართული კულინარია, მარგალიტები და არა მხოლოდ
xachapuridze
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2527
წევრი No.: 35832
რეგისტრ.: 2-June 07

გამოგზავნილია: 18 Mar 2008, 11:45  #8872741      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
შენ სხვა მხალებიც გეცოდინება, ჯიჯლაყა და ნაცარქათამა(აღმოსავლეთ საქართველოში), დასავლეთში ჯიჯილაყა და ქათანაცარა ჰქვია. ჰო, მალე ღანძილი შემოვა, უგემრიელესია.
Peppi
ვიყიდი დროს


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8421
წევრი No.: 11116
რეგისტრ.: 30-June 05

გამოგზავნილია: 18 Mar 2008, 19:15  #8878034      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი · yim
kanonika
QUOTE
ხოდა სახლში კარგად გავამზადე ჭინჭარი

ოო, ბებიაჩემი იყო ფხალის (იმერულად) დიდოსტატი;
მაგრამ ყველაზე მეტად "ეკალა ფხალი" დამამახსოვრდა . . . გაკეთებით არა, მაგრამ დამიკრეფია კიsmile.gif

ეეჰ, რა "ნოსტალ'ჟიი" შემომაწვა ეხლა და თვალიც ამიცრემლიანდა . . .
არა, ვბერდები რა smile.gif


--------------------
www.perfectcook.org -კულინარიული ინტერნეტ-გამოცემა ქართულად; ქართული და უცხოური კერძები - სურათებით; კულინარიული მოგზაურობა და პროდუქტების მიმოხილვა; კონკურსი - მრავალი პრიზით და Peppi-ის ბლოგი . . .
BAUSHKE_
:::::::::::::::


*****
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 2065
წევრი No.: 43298
რეგისტრ.: 4-October 07

გამოგზავნილია: 18 Mar 2008, 19:33  #8878226      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
ხოო, ეკალა გემრიელია, კეჟერასაც ( biggrin.gif სახელიც რა მაგარი აქვს) არ დავიწუნებდი ეხლა ჭადებთან.


chups.gif

This post has been edited by BAUSHKE_ on 18 Mar 2008, 19:35


--------------------
-
--
---
----
------
--------
-----------
--------------
kanonika
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5869
წევრი No.: 46213
რეგისტრ.: 9-November 07

გამოგზავნილია: 18 Mar 2008, 19:38  #8878271      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
xachapuridze
QUOTE
ჯიჯლაყა და ნაცარქათამა(აღმოსავლეთ საქართველოში),

კი ვიცი და ბალბის წვნიანი ბონუსად wink.gif
xachapuridze
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2527
წევრი No.: 35832
რეგისტრ.: 2-June 07

გამოგზავნილია: 18 Mar 2008, 21:36  #8879572      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
აიღებთ რამდენიმე შეკვრა ღანძილს(მოხარშული იყიდება. ისე, ვისაც გაეგება, მინდორში უნდა მოკრიფოს ახლად ამოყლორტილი -ფუ, რა სიტყვაა -და მოხარშოს), გაწურავთ, დაჭით, აურევთ დაჭრილ ქინძს, მოასხამთ ზეთს და მოაყრით მარილს. გადასარევია. კახური და ხევსურული დელიკატესია. დაახლოებით ასევე მზადდება დანდური, ოღონდ დანდური ზაფხულში იცის. უნდა მოიხარშოს და შემდეგ როგორც ტექსტშია + ძმარი.
gabarzgaleba
ქვიშისსაათოლოგი


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 13878
წევრი No.: 37417
რეგისტრ.: 29-June 07

გამოგზავნილია: 18 Mar 2008, 22:09  #8879976      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი
უმადაც კაია, ცარელა პურზე, მაგრამ ყველაზე მეტად ისეთ წყალწყალა რამეს უხდება როგორიცაა კიტრი. სათბურის უგემურ პამიდორთანაც წავა.


--------------------
სისულელეს ვაქებ, მაგრამ არც თუ სულელურად
....................

ბარძგალ-ბარძგალ მივდიოდი მე ნელა
სერზე შევდექ, ჭმუნვის ალი მენელა...
.....................

ჩვენ, ხინკლებმა, კალამი გვერდზე უნდა გადავდოთ და გზა პელმენებს დავუთმოთ??? ბებიამაგათისამ!!!

http://vinoge.com/
SAMSON
Binnu u tratturi


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6216
წევრი No.: 24792
რეგისტრ.: 24-October 06

  გამოგზავნილია: 19 Mar 2008, 11:37  #8884938      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
გამარჯობათ აჯიკას რეცეპტი მინდა უცხოელს უნდა და მთხოვა რა, ვინმემ თუ იცით დაწერეთ რა ინგრიდიენტები და მიმდევრობა

ხო ისა ჟელატელნო მეგრული, ქარხნის არ მონდა sad.gif

This post has been edited by SAMSON on 19 Mar 2008, 11:37


--------------------
0(•_•)0
annak
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 14162
წევრი No.: 12495
რეგისტრ.: 1-September 05

გამოგზავნილია: 19 Mar 2008, 11:56  #8885119      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
SAMSON
Aajika ( afxazurad )


3 kg. wiTeli cxare wiwaka;
2 kg. Bbulgaruli wiwaka ( wiTeli );
an mTlianad 5 kg. cxare wiwaka.;

800 g. Nniori;
20 kona nedli qinZi;
2 araJnis qila ucxo suneli;
1 araJnis qila xmeli qinZi;
naxevari qila yviTeli yvavili;
2 Wiqa ( 200 g-iani) Zmari;


wiwakas davacaloT Teslebi (mSralad). wiwaka da niori gavataroT manqanaSi. qinZi davWraT Zalian wvrilad.Yyvelaferi avurioT da CavasxaT emalirebul an faifuris WurWelSi. SevinaxoT oTaxis temperaturaze.
erTi Tvis ganmavlobaSi vurioT dila saRamos.
ძალიან კარგია აჯიკაა ოღონდ უცხარესი.
სეთია. როგორიც უნდა იყოს ჩემი აზრით აჯიკა.

This post has been edited by annak on 19 Mar 2008, 11:58
auau
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4261
წევრი No.: 14891
რეგისტრ.: 26-November 05

გამოგზავნილია: 19 Mar 2008, 12:44  #8885651      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
ძალიან კარგი რეცეპტია და არ ინანებ:
1კგ წმინდად დაფქვილი წითელი ცხარე წიწაკა
500 გ დანაყილი ან გატარებული ნიორი
0.5 ჩაის ჭიქა ღვინის ძმარი ან მკვახე ყურძნის წვენი 1 ჩაის ჭიქა
1 ჩაის ჭიქა ნედლი ქინძის წვენი (ბლენდერში ძმართან ერთად წვენად იქცევა. დაახლოებით საშუალო ზომის სურნელოვანი ქინძი უნდა )
200 გ უცხო სუნელი
100 - 150 გ ხმელი ქინძი
50გ ხმელი ქონდარი
200 - 300გ გატარებული ნიგოზი (შეიძლება ნიგვზის გარეშეც)
ყველაფერ ამას აურევთ და რაფინირებული ზეთით შეზელავთ სასურველ კონსისტენციამდე.
ხელთათმანებით მოზილეთ ცომივით.


--------------------
არ ვიყეფები, ბატონო,არა!
აუაუ ყოველთვის ძაღლებთან და ყეფასთან კი არაა დაკავშირებული...
აუუუუუუუუუუუუ!
auau
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4261
წევრი No.: 14891
რეგისტრ.: 26-November 05

გამოგზავნილია: 19 Mar 2008, 13:07  #8885937      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
kanonika
QUOTE
ხოდა სახლში კარგად გავამზადე ჭინჭარი (ანუ ახლადამოყლორტილებს ფოთლები უნდა გააცალო და მხოლოდ პაწია, ყლორტის ფოთლები დაუტოვო),შემდეგ გავარჩიე სხვა მწვანილი. ჭინჭარი ცხელ წყალში ხუთი წუთი ვადუღე, შემდეგ ცივი წყალი გადავავლე და გადავწურე. ღრმა ტაფაში ანდა დაბალ ქვაბში (ისე ვოკიც გამოდგებოდა) ჩავშუშე ხახვი და ოქროსფერი რომ გახდა, ზედ გამზადებული ჭინჭარი გადავიტანე, შემდეგ ჩავუმატე ახალი ნიორი, ქინძი და მარილი გემოვნებით. ხუთი წუთი და მზად იყო.

უჰ, კახეთი და ჩემი ახალგაზრდობა გამახსენდა...
ბებიაჩემი თითქმის ყველა მცენარისგან ამზადებდა ფხალეულს. ნაცარქათამაც, ჯიჯილაყაც გადასარევია, მაგრამ ვისაც
ყაყაჩო-მხალი უგემია, დამეთანხმება, რომ ხახვითა და ერბოკვერცხით არაჩვეულებრივია, თან უმარტივესი გასაკეთებელი.
დაარჩევ,წამოადუღებ,მსუბუქად გაწურავ, მოშუშულ ხახვთან შუშავ,უმატებ ქინძს და ზემოდან ასხავ ათქვეფილ კვერცხს, მერე - ღუმელში ჰერი-ჰერი!
ღოლოს წვნიანი არის გემრიელი და სასარგებლო.
უგემრიელესია ბოლოკა თავისი ყვავილებით და ყლორტებით.
მომზადების წესი კი თითქმის ერთია. ფანტაზიაც უნდა მოიხმაროთ.
იტალიელებისგან ვისწავლე ისპანახით მომზადებული კერძი: 1 კონა, (დაახლოებით 500გრამიანი ) ისპანახი წამოადუღეთ დარბილებამდე. ბლენდერში ათქვიფეთ 3 კვერცხთან ერთად. გაუწყეთ მარილი. დააყარეთ ფქვილი და მიიყვანეთ ალადების ცომის სისქემდე. მდუღარე მარილწყლიანი ქვაბის თავზე დაიჭირეთ მსხვილნახვრეტებიანი (დაახლოებით მუხუდოს მარცხლების ტოლი )საწური, შიგ ჩაასხით ცომი და კოვზით "დაეხმარეთ", რომ წვეთები ჩავიდეს ქვაბში, წყალს თუ ცოტა ზეთს დაუმატებთ, არ მიეკრობა მარცვლები,თან ურიეთ. როცა მოიხარშება, მწვანე ბურთულები გადმოიღეთ საწურზე და წყალი გადაავლეთ, შემდეგ ცხელ, ცხიმიან ტაფაზე დაყარეთ და მოამზადეთ მაკარონივით ნებისმიერი სოუსით. უხდება ნივრიანი არაჟანი და შებრაწული კრაბის ჩხირები.








WOMAN IN LOVE
MHTEPA


*******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 14325
წევრი No.: 17909
რეგისტრ.: 6-March 06

გამოგზავნილია: 19 Mar 2008, 13:22  #8886132      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
auau
QUOTE
ყაყაჩო-მხალი

ეს რაა? მართლა პირველად მესმის...


--------------------
რასაცა გასცემ შენია
SAMSON
Binnu u tratturi


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6216
წევრი No.: 24792
რეგისტრ.: 24-October 06

გამოგზავნილია: 19 Mar 2008, 13:26  #8886167      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
annak
auau
უუდიდესი მადლობა smile.gif
tos-ka
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1201
წევრი No.: 48767
რეგისტრ.: 8-December 07

გამოგზავნილია: 20 Mar 2008, 12:42  #8897861      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
1 წილი "პეტრუშკა"
2 წილი ქინძი
1 წილი ოხრახუში
3 ძირი (1 წილზე) პრასი
წიწაკა (უმჯობესია თესლგამოცლილი), ნიორი, მარილი - გემოვნებით.
გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში ან დაატრიალეთ ბლენდერში.

ეს ე.წ "მწვანე" აჯიკაა, ლობიოს, ფხალეულობის შესაკმაზად იყენებენ.
თუ გატარებულ ნიგოზს და სანელებლებს დაუმატებთ, ბადრიჯნის სატენიც მზადაა smile.gif


--------------------
"ესა მინა მეე"
WOMAN IN LOVE
MHTEPA


*******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 14325
წევრი No.: 17909
რეგისტრ.: 6-March 06

გამოგზავნილია: 20 Mar 2008, 12:46  #8897890      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
tos-ka
QUOTE
1 წილი "პეტრუშკა"

QUOTE
1 წილი ოხრახუში

ეს ხომ ერთი და იგივეა?
tos-ka
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1201
წევრი No.: 48767
რეგისტრ.: 8-December 07

გამოგზავნილია: 20 Mar 2008, 12:57  #8897997      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
smile.gif უკაცრავად, ახლავე შევასწორებ.
უნდა იყოს
1 წილი ოხრახუში
2 წილი ქინძი
1 წილი ნიახური
3 ძირი (1 წილზე) პრასი

0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (94) « პირველი ... 8 9 [10] 11 12 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: კავკასუს ონლაინი
[ Script Execution time: 0.0705 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]