forum.ge
reklama
FORUM.GE ... წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (23) « პირველი ... 13 14 [15] 16 17 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> საწებელი, სოუსები, საკმაზები, რეცეპტები
Dr_Zuzumbo
ობერ მებაღე


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 15926
წევრი No.: 532
რეგისტრ.: 13-December 01

გამოგზავნილია: 2 Feb 2010, 02:20  #17755012      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი · icq · aim · yim · msn
QUOTE (Baltimore @ 2 Feb 2010, 01:52 )
Dr_Zuzumbo
მადლობა.

მოკლედ, შეგაწუხეთ რა, ამ მაიონეზით, კიდევ ერთი კითხვა მაქვს, სამწუხაროდ smile.gif

Dr_Zuzumbo
QUOTE
დაამატებთ ცოტაოდენ მდოქგვის ფხვნილს


hirondelle
ერთ ჩაის კოვზ მდოგვს

მაინტერესებს, ეს მდოგვი ფხვნილის სახით უნდა უყოს თუ თხევადი, უკვე მზაც შეიძლება?

Dr_Zuzumbo
თქვენ რომელ ზეთს ხმარობთ მაიონეზისათვის, ზეითუნის ექსტრა ვერჯინეს (გემოს ძალიან ხომ არ დაამძიმებს?), მზესუმზირისას, კანოლასას თუ რაიმე სხვას?

მდოგვის ფხვნილს იმიტომ ვხმარობ, რომ სხვა ნივთიერებების არომატის შემოტანა არა მსურს- მდოგვის ფხვნილი სუფთა მდოგვია და ესაა მიზეზი.
ბევრი, სხვადასხვა ზეთი მაქვს ნაცადი. ზეითუნისას იშვიათად ვიყენებ- ზედმეტად მძაფრი გემო აქვს და სირბილეს უკარგავს.
ყველაზე მისაღებად მზესუმზირისას და სიმინდისას ვთვლი.

P.S
ერთხელ ნიგვზის ზეთით გავაკეთე და ძალიან სპეციფიკურად არომატული გამოვიდა. ყურძნის კურკის ზეთი არ მიცდია- უნდა ვცადო ერთხელ

This post has been edited by Dr_Zuzumbo on 2 Feb 2010, 02:22


--------------------
უძაღლო ქვეყანაში, ისევ კატების კნავილი მირჩევნია ვირთხების სისინს (©Dr_Zuzumbo)
ყველაზე გულწრფელი მემუარები და ჩვენებები ბოთლზე ჯდომისას იწერება (©Dr_Zuzumbo)
ბაზალეთის ტბის ფსკერზე, ყველაზე ოპტიმისტური ვარაუდითაც კი გრეჩიხას სძინამს (©Dr_Zuzumbo)
მოძრაობა გააკეთეთ იობანი ვროტ რა (©ქეცბა)
rtuli
Есть такие люди, которых когда видишь-уже счастлив


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 12443
წევრი No.: 64546
რეგისტრ.: 15-June 08

გამოგზავნილია: 2 Feb 2010, 11:06  #17756964      · პროფილი · პირადი მიმოწერა
Dr_Zuzumbo
QUOTE
ზეითუნისას იშვიათად ვიყენებ- ზედმეტად მძაფრი გემო აქვს და სირბილეს უკარგავს.

რა ზუსტი შენიშვნააsmile.gif
მე რაფინირებულ მზესუმზირის ვხმარობ.

QUOTE
ერთხელ ნიგვზის ზეთით

მე დამ ჩამომიტანა თხილის ზეთი,აი ის იყო საოცრება!
ძალიან სასარგებლო ყოფილა გულის კუნთისთვის yes.gif


--------------------

Всем тем, кого так интересует моя жизнь, официально сообщаю: Я по-прежнему - красивая, счастливая и даже не на диете!
www.perfectcook.org
საქართველოს კულინარული აკადემია - Georgian Culinary Academy
August
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 10157
წევრი No.: 17684
რეგისტრ.: 27-February 06

გამოგზავნილია: 2 Feb 2010, 15:11  #17760530      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
მსუბუქია და ძალიან ნეიტრალური...
თუმცა მე ზეთისხილი ისე მიყვარს რომ ზეითუნი ყველაფერს მირჩევნია

წიგნი ვიყიდე ამასწინეებზე სოუსების (ეს უკვე II-ა) მართლა ძალიან საინტერესო რეცეპტებია ... არა ვარ ახლა კარგ ხასიათზე (ჩემს ფისო მაჩეკს, ეჭვია აქვთ, რომ სისხლის გათეთრება სჭირსო ) თორემ დავპოსტავდი რამოდენიმეს მაინც განსაკუთრებით "ორიგინალურს"


--------------------
ეს რამხელა, რა უძირო და რა გამძლე გამოდექ, ჯოჯოხეთის დამტეველო, პაწაწინა სამოთხევ

http://geosons.blogspot.com/
HoNeY
თაფლივით ქალი


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6749
წევრი No.: 7912
რეგისტრ.: 26-December 04

გამოგზავნილია: 4 Feb 2010, 12:58  #17794816      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · icq · yim · msn
ვინმე ხომ არ იცით როგორ კეთდება მდოგვის სოუსი ?
და/ან სხვა თევზის ჩასაწყობი სოუსებიც მაინტერებს...


--------------------
"Are we getting wiser,or just older?"

"Do we need distance to get close?"

"The only one who should have to pay for a bad relationship is the person in your next relationship."

ანტი GAMER-თა კლუბის დამაარსებელი! Make Love, Not Warcraft
Dr_Zuzumbo
ობერ მებაღე


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 15926
წევრი No.: 532
რეგისტრ.: 13-December 01

გამოგზავნილია: 4 Feb 2010, 13:20  #17795136      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი · icq · aim · yim · msn
QUOTE (HoNeY @ 4 Feb 2010, 12:58 )
ვინმე ხომ არ იცით როგორ კეთდება მდოგვის სოუსი ?
და/ან სხვა თევზის ჩასაწყობი სოუსებიც მაინტერებს...

ნახევარი ჭიქა ფარინის შაქარი
ჭიქის მეოთხედი ძლიერი მდოგვი
ნახევარი ჩაის კოვზი თეთრი პილპილი
ერთნახევარი ჭიქა ზეითუნის ზეთი
ნახევარი ჭიქა შერი
ერთი სადილის კოვზი ლიმონის წვენი

შაქარი, მდოგვი და პილპილი მიქსერით ათქვიფე და თქვეფისას დაამატე ზეთი, შერი და ლიმონის წვენი.

თუ "სილიოდკას" დებ შიგ, მაშინ ნახევარი კილო სუსტად დამარილებულ და დაჭრილ "სელიოდკას" დაასხი, კარგად აურიე, ქილაში ჩააწყვე, თავი მოუხუფე და რამოდენიმე დღით მაცივარში შედგი. ამის შემდეგ შეგიძლიათ მიირთვათ
rtuli
Есть такие люди, которых когда видишь-уже счастлив


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 12443
წევრი No.: 64546
რეგისტრ.: 15-June 08

გამოგზავნილია: 5 May 2010, 13:00  #19425499      · პროფილი · პირადი მიმოწერა
მაიონეზი სახლის პირობებში ჩემეული ვარიანტი ბოსტნეულისთვის
ყველაფერი ოთახის ტემპერატურის უნდა იყოს:
2 ცალი კვერცხის გული
150-200 მლ.კარგი ხარისხის ზეთი,არასურნელოვანი
1 კბილი ნიორი
1-0,5 ჩ.კ.მდოგვი(დიჯონის მომწონს მე smile.gif)
0,5 ჩ.კ. მარილი(არათავმობმული)
2 ს.კ. ლიმონის წვენი(ან ვაშლის ძმარი,1ს.კ. თეთრი ბალზამიკო)
1 ჩ.კ. შაქარი
2 ს.კ. წყალი ბოლოს შეგვიძლია დავამატოთ თუ თეთრი ფერის მაიონეზის მიღება გვსურს.

გაშლილ ჯამში მოვათავსოთ კვერცხის გულები და ოდნავ გავთქვიფოთ,დავამატოთ მარილი+მდოგვი+ნიორი დანაყილი+შაქარი.
ამოურიოთ და ზეთის დამატება დავიწყოთ წვეთებით.
როცა მასა შესქელდება,შეგვიძლია ლიმონის წვენის დამატება, მერე შეგვიძლია ზეთის რაოდენობის მომატებაც.

გამოდის გემრიელი მაიონეზი უმ ბოსტნეულს უხდება ძალიან.
ასევე დაჭრილი კამის დამატებით შეგვიძლია გემოს შეცვლა ან ყველის დამატებით,ძალიან უხდება კარგათ გაქნილი ცისფერი ყველი smile.gif
max-14
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1382
წევრი No.: 104227
რეგისტრ.: 6-November 09

გამოგზავნილია: 5 May 2010, 21:08  #19434612      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
გამარჯობათ, ახალი ტყემალი როგორ მოვამზადო , ხომ ვერ მეტყვით? მადლობა წინასწარ
Batuka
Crazy


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 432
წევრი No.: 107535
რეგისტრ.: 25-December 09

გამოგზავნილია: 6 May 2010, 13:29  #19446544      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
QUOTE
გამარჯობათ, ახალი ტყემალი როგორ მოვამზადო , ხომ ვერ მეტყვით?


ტყემალს ჯერ გარცხავ შემდეგ ჩაყრი ქვაბში დასხავ წყალს და მოხარშავ რომ მოიხარშება შემდეგ გადმოასხავ თუშფალანგზე და დააცდი ძირითადი წყლის გასვლას(ამ წყალს არ გადაგვრი) შემდეგ სხვა ჯამზე გაიდაიტან და გაჩხაკავ და მერე სურვილისამებრ შათხელებ შენახული წყლით დაუმატებ მარილს, გატარებულ ნიორს, ქინძს (ძალიან უხდება კაკლიანი ქინძი) და ობალოს მოურევ და მიირთმევ..


--------------------
ღმერთს ებარებოდეთ
max-14
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1382
წევრი No.: 104227
რეგისტრ.: 6-November 09

გამოგზავნილია: 6 May 2010, 15:56  #19449575      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
Batuka დიდი მადლობა, ვცადო , ვნახო რა გამომივა smile.gif
lily
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 107
წევრი No.: 114708
რეგისტრ.: 28-April 10

გამოგზავნილია: 13 May 2010, 13:03  #19578003      · პროფილი · პირადი მიმოწერა
საკმაოდ მარტივი სოუსი სპაგეტისთვის:

3 ც მოზრდილი პომიდორი
2ც ბულგარული წიწაკა
2 კბილი ნიორი
ცოცხალი მწარე წიწაკა (გემოვნებით), თუ არ გვაქვს ცოცხალი, დაფქვილიც შეიძლება
ნიახური
ზეითუნის ან ჩვეულებრივი ზეთი
მარილი
შაქარი

კანგაცლილ პომიდორს ვჭრით წვრილად, ხოლო ბულგარულ წიწაკას მოგრძო საშუალო ნაჭრებად და ვათავსებთ ზეითუნის ზეთიან პატარა ქვაბში. ვშუშავთ სანამ გემრიელ სუნს არ გაუშვებს smile.gif შემდეგ ვამატებთ მარილს გემოვნებით და ცოტა შაქარს (სოუსს სიწითლესაც უნარჩუნებს და სასიამოვნო გემოსაც აძლევს). შემდეგ ვამატებთ მწარე წიწაკას და წვრილად დაჭრილ/დაჭ###ტილ ნიორს. ნიახურის პატარა კონას ჩავკიდებთ ქვაბში (არ ვჭრით) მომზადებამდე.
ზუსტად ვერ გეტყვით რამდენი ხანი უნდა მომზადებას, ამას ალბათ მიხვდებით თვითონაც yes.gif

რომ გამზადდება მოასხით სპაგეტს და მოაყარეთ გახეხილი ყველი. უგემრიელესია...
პროპორციებიც თქვენზეა დამოკიდებული. ჩემი რჩევაა წინასწარ არ მოამზადოთ, ახალი გაკეთებული ძლიან გემრიელია, თანაც არც ისეთი რთული მოსამზადებელია რომ დაგეზაროთ wink.gif
rtuli
Есть такие люди, которых когда видишь-уже счастлив


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 12443
წევრი No.: 64546
რეგისტრ.: 15-June 08

გამოგზავნილია: 17 May 2010, 19:19  #19656567      · პროფილი · პირადი მიმოწერა
მაიონეზის მომზადება ყველანაირ დეტალებში იხილეთ ამ ვიდეოზე+თუ აგეჭრებათ მისი გამოსწორებაც არის ახსნილი :
http://www.youtube.com/watch?v=16aFUXbx2ok&feature=related

This post has been edited by rtuli on 17 May 2010, 19:19
ekita
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 40
წევრი No.: 111462
რეგისტრ.: 4-February 10

გამოგზავნილია: 17 Oct 2010, 01:48  #22075840      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
QUOTE (Vika @ 25 Jan 2007, 21:50 )
Sharky
მე ვიცი smile.gif

ჰუმუსს უნდა garbanzo beans (იგივე chickpeas, იგივე нут), მოხარშული და ბლენდერში გადატერბული, 1-2 კბილი ნიორი, მთლიანი ლიმნის წვენი, ზეითუნის ზეთი, tahini (кунжутовое масло) და მარილი.

ოღონდ მე გამზადებულს ვყიდულობ smile.gif.

ვიკააა,
ამ კუნჟუტის ზეთს და თურქულ ბარდას თბილისში ვიყიდი?
როგორ მინდა, გავაკეთო ჰუმუსი ამერიკაში გავსინჯე და მაგრა მომეწონააა
niin_nii
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 679
წევრი No.: 108420
რეგისტრ.: 5-January 10

გამოგზავნილია: 30 Apr 2011, 04:56  #25223630      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
ვინმემ ხომ არ იცით რენჩის სოუსის მომზადება? და კეტჩუპის რეცეპტი თუ იცით დაწერეთ რაააsmile.gif
forumeli64
Ho(m)po Sapiens


********
ჯგუფი: Members
წერილები: 27787
წევრი No.: 119873
რეგისტრ.: 21-August 10

გამოგზავნილია: 30 Apr 2011, 15:14  #25227310      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
ქაბაბის გემრიელი (და მარტივი) წვენის რეცეპტი დადეთ რა ვინმემ smile.gif


--------------------
"არ შეიძლება კომპრომისზე წასვლა იმ ადამიანებთან, რომლებიც სულისა და ღმერთის არსებობას უარყოფენ!"
"არსებობს ამ ქვეყნად მშვიდობაზე მეტი ფასეულობა - თავისუფლება!"-რონალდ რეიგანი.

გამიშვით! ვიჯდე, მე ჩემს ჭაობში!
ჩემი ჭაობი თქვენზე სუფთაა!...
miau
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: co-Moderators
წერილები: 10990
წევრი No.: 6944
რეგისტრ.: 21-October 04

გამოგზავნილია: 30 Apr 2011, 16:42  #25228411      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
forumeli64

ქაბაბს ბროწეულის ნარშარაბი უხდება. შეიძლება ბროწეულის მომჟავო საწებელიც (ნარშარაბი უფრო მოტკბოა), შეიძლება ქართულ რესტორნებში აპრობირებული მეთოდით დამზადებული სახელდახელო საწებელი smile.gif ბამიდვრის პასტას ვხსნით გაგრილებული, ანადუღარ წყალში, ვუმატებთ მარილს, დანაყილ ნიორს, წვრილად დაჭრილ ქინძს, წითელ წიწაკას და წვრილად დაკეპილ ხახვს. smile.gif


--------------------
ყველგან ბრაზილიის გულშემატკივრობისთვის!
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (23) « პირველი ... 13 14 [15] 16 17 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: კავკასუს ონლაინი
[ Script Execution time: 0.0382 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]