forum.ge
reklama
FORUM.GE ... წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (42) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> სააღდგომო სუფრა, რეცეპტერბი, ტრადიციები, გამოცდილება
miau
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: co-Moderators
წერილები: 10990
წევრი No.: 6944
რეგისტრ.: 21-October 04

გამოგზავნილია: 27 Apr 2011, 18:15  #25181907      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა


ძველი თემა: სააღდგომო სუფრა


--------------------
ყველგან ბრაზილიის გულშემატკივრობისთვის!
LTB1948
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3173
წევრი No.: 89701
რეგისტრ.: 24-April 09

გამოგზავნილია: 27 Apr 2011, 18:38  #25182257      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
rtuli

ძალიან გტხოვ, ჩემს პასკას კექსს ნუ უწოდებ, იმიტომ რომ არაა კექსი, ცდილობ რომ დააკნინო რაღაცნაირად და ეგ არ მომწონს....
პირადად კექსის ვიცი რამდენიმენაირი რეცეპტი, ასე რომ კლასიკური კექსის რეცეპტი არ არსებობს, პირადად მე მაწვნით ვაკეთEბ კექსს ან არაჟნით, რაც ამ რეცეპტში საერთოდ არ არის თხევადი ელემენტი...
ეგრე თქვენი საფუარიანი ცომი "ბულკის" ცომს გავს, იგივე ინგრედიენტებით და პრინციპით იზილება, მაგრამ არ მიკადრებია.....
და რა ვიცით ამ საქართველოში ყველაფრის გაკრიტიკება და გაკილვა, განსაკუთრებით გასნხვავებულის.... კრიტიკა და კრიტიკა....
მიიღეთ ისე როგორც დავწერე, რა არის ამაში ცუდი?
იგივე რძე კარაქი და ფქვილია ზოგი ხაჭაპურის ან პურის ცომში და რა ხაჭაპურის ან პურის რეცეპტი დავწერე?
ჩემი გამოცდილება გაგაიზიარეთ გინდათ, კი ბატონო, არ გინდათ, ზილეთ საფუარიანი ცომი, მაგრამ თქვენი რეცეპტებისტვის "ბულკი" არ მიკადრებია და ჩემს რეცეპტსაც ნუ კადრებთ "კექსს".... ინგრედიენტებით თუ მსჯელობთ, ეგრე ბევრ ნაცხვარში და გამომცხვარშია მსგავსი ინგრედიენტები და დავდგეთ და ვარჩიოთ რა რას გავს....
მე პირადად ბევრი კულიჩი დიდი ბულკი უფრო მგონია და რა ვქნა ახლა დავდგე და გაკრიტიკოთ?
მე ჩემი გამოცდილება გაგიზიარეთ, გინდათ მიიღეთ, გინდათ არა.....


--------------------
"ომი მშვიდობაა
მონობა თავისუფლებაა
უმეცრება ძალაა"
ეძღვნება თანამედროვე ქართულ საზოგადოებას....
gloneli
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1976
წევრი No.: 108350
რეგისტრ.: 4-January 10

გამოგზავნილია: 27 Apr 2011, 19:24  #25182925      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
LTB1948
სურათი ხომ არ გაქვთ თქვენი რეცეპტით გამომცხვარი პასკის?
rtuli
Есть такие люди, которых когда видишь-уже счастлив


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 12443
წევრი No.: 64546
რეგისტრ.: 15-June 08

გამოგზავნილია: 27 Apr 2011, 22:55  #25186509      · პროფილი · პირადი მიმოწერა
LTB1948

smile.gif

აჯობებს გავჩუმდე yes.gif


--------------------

Всем тем, кого так интересует моя жизнь, официально сообщаю: Я по-прежнему - красивая, счастливая и даже не на диете!
www.perfectcook.org
საქართველოს კულინარული აკადემია - Georgian Culinary Academy
tasikuna-taso
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2165
წევრი No.: 98653
რეგისტრ.: 29-August 09

გამოგზავნილია: 27 Apr 2011, 23:21  #25186893      · პროფილი · პირადი მიმოწერა
QUOTE
აჯობებს გავჩუმდე



მომწონს ეს გადაწყვეტილება.
miau
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: co-Moderators
წერილები: 10990
წევრი No.: 6944
რეგისტრ.: 21-October 04

გამოგზავნილია: 27 Apr 2011, 23:44  #25187372      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
LთB1948
QUOTE
ირადად კექსის ვიცი რამდენიმენაირი რეცეპტი, ასე რომ კლასიკური კექსის რეცეპტი არ არსებობს, პირადად მე მაწვნით ვაკეთEბ კექსს ან არაჟნით, რაც ამ რეცეპტში საერთოდ არ არის თხევადი ელემენტი...


რაკი ასე დაიძაბა სიტუაცია, შევეცდები ჩემი აზრიც გამოვთქვა (თავიდან შევიკავე თავი).
იმედია არ მიწყენთ 2kiss.gif

რეაალურად, რასაც ჩვენ ვუწოდებთ პასკას, ეგაა კულიჩი, ხოლო პასკა არის ხაჭოს უმი დესერტი (ზოგჯერ მოხარშული გოგლი-მოგლი ემატება). კულიჩი კი მზადდება მხოლოდ საფუვრით. smile.gif თუ ჩვენ კექსის კონსისტენციისა და ფაქტურის ნამცხვარს იმიტომ უნდა ვუწოდოთ კულიჩი, რომ მასში ილს, მიხაკ-დარიჩინს და კულიჩისთვის საჭირო სხვა სანელებლებს ვუკეთებთ, ვფიქრობ არამართებული იქნება. smile.gif მაგ პრინციპით, თამამად შეგვიძლია გავაკეთოთ ნიგვზიანი ხარჩო ქათმით და საცივი დავარქვათ. smile.gifუამრავი კექსის რეცეპტს დავდებ (*იგივე ტრადიციული "სტალიჩნი"), რომლის შემადგენლობაშიც საერთოდ არ შედის რძე, მაწონი, ნაღები და არაჟანი. ამასთან ისეთებსაც დავდებ, სადაც არაჟანიჩ შედის, ხაჭოც და ნაღებიც biggrin.gif არის სხვა რეცეპტებიც, მათ შორის კექსი მიხაკ-დარიჩინითაც, ახლა იმას აღარ ჩამოვყვები, საშობაოდ აცხობენ ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში.
გამაფხვიერებლით ,მომზადებული ნამცხვარი სულ სხვა სტრუქტურისაა, განსხვავებული გემო აქვს. შესაძლოა, კულიჩზე გაცილებით გემრიელიც იყოს, მაგრამ კულიჩი სხვაა და კექსი - სხვა. smile.gif ვისაც რა გვიყვარს, სახელებს ხომ არ გადავარქმევთ? smile.gif ეგ კი არა, დარწმუნებული ვარ, ბერძნებს თავის სააღდგომო პურზე რომ უთხრა, პასკაა ან კულიჩიო, ან იტალიელებს - პანეტონეზე, ნამდვილად არ დაგეთანხმებიან. smile.gif
შეიძლება ვიღაცა შემედავოს - კულინარია შემოქმედებითი სფეროა და რატომაც არა, რომ ვინმემ რაღაც გამოიგონოსო?!
- კი ბატონო, მაგრამ არსებობს რაღაც ზოგადი სახელები და ამ ზოგად დასახელებებში მაინც ხომ უნდა ჯდებოდეს? smile.gif

ეს ისტორია კულიჩის:

წითელ კვერცხებთან ერთად სააღდგომო სუფრის განუყოფელი ნაწილია კულიჩი, რომელსაც საკმაოდ დიდი ისტორია გააჩნია. როდესაც იესო ქრისტე აღდგომის შემდეგ თავის მოსწავლეებს გამოეცხადა, მათთან
ერთად პური გატეხა. ამის შემდეგ მოციქულები ყოველი ტრაპეზის დროს სხდებოდნენ მაგიდის გარშემო და ცენტრში დებდნენ პურის ნაჭერს ნიშნად იმისა, რომ ღმერთი ყოველთვის მათ გვერდით იყო. დროთა განმავლობაში
ჩამოყალიბდა ტრადიცია _ ეკლესიაში ტოვებდნენ პურს _ არტოს-ს, რომელსაც ზემოდან გამოსახული ჰქონდა ჯვარი, რაც ქრისტეს სიკვდილზე გამარჯვებას განასახიერებდა. ბრწყინვალე შვიდეულის დღეებში ამ პურს ჯერ ტაძრის გარშემო შემოატარებდნენ, შემდეგ კი შიგნით შეჰქონდათ, მოციქულების მსგავსად, სპეციალურ მაგიდაზე დებდნენ და შაბათს კურთხევის შემდეგ მორწუმნეებს ურიგებდნენ. ერთ-ერთი ვერსიით სწორედ ამ რიტუალმა შთააგონა ხალხი, რომ შინ გამოეცხოთ სააღდგომო პური, რომელსაც კულიჩი უწოდეს. კულიჩს მოგრძო ფორმაა აქვს, რაც სიმბოლურად იმ მთას აღნიშნავს, რომელზეც მაცხოვარი ჯვარს აცვეს. რუსეთში სააღდგომო პურისთვის (კულიჩისთვის) დიდი რაოდენობით ცომს ზელდნენ, რადგან დიდი მოცულობის წყალობით უკეთ ფუვდებოდა, ხოლო ბევრი შაქარი და ცხიმი კულიჩს დიდხანს ინახავდა. უკრაინასა და ბელორუსშიც აცხობდნენ მაღალ
მრგვალ პურს, რომელსაც არა კულიჩს, არამედს პასკას უწოდებდნენ. ითვლებოდა, რომ თუ იგი კარგად გამოცხვებოდა, ოჯახის საქმეც კარგად წავიდოდა, თუ დასკდებობა ან არ ამოვიდოდა _ ცუდს მოასწავებდა. კულიჩის ცომის მომზადებას დიდ ხუთშაბათს იწყებდნენ, მთელი ღამით ტოვებდნენ ცომს და წითელ პარასკევს აცხობდნენ. ცომს განსაკუთრებულად ეპყრობოდნენ _ ჯერ ძალიან დიდხანს ზელდნენ, შემდეგ ფუთავდნენ
და დებდნენ თბილ ადგილას, სადაც არ იყო ორპირი ქარი.სლავურ ქვეყნებში კულიჩს არა მხოლოდ აღდგომას, არამედ სხვა განსაკუთრებულ დღესასწაულებზეც აცხობდნენ. ძირითადად სააღდგომოდ, საახალწლოდ და შემოდგომის საღდგომო კულიჩის ისტორიამოსავლის აღების ზეიმზე. ეს აიხსნება იმით, რომ მის მომზადებას ჭირდებოდა როგორც ბევრი პროდუქტი, ასევე დიდი დრო და ენერგია. კულიჩის ცომის ხარისხის საიდუმლო მასში შემავალი პროდუქტების ხარისხსა და სწორ ტექნოლოგიაშია. ამისთვის აუცილებელია უმაღლესი ხარისხის ხორბლის ფქვილი, ახალი კვერცხი, შაქარი, კარაქი, რძე და რაც მთავარია, კარგი საფუარი. ტრადიციულად, მას უმატებენ ქიშმიშს, ცუკატებს, ილსა და ზაფრანას. შეიძლება ერთი შეხედვით მოგეჩვვენოთ, რომ ამ არომატული დანამატების გარეშეც შეიძლება კულიჩის გამოცხობა, მაგრამ ასე არ არის, ვინაიდან კულიჩის განსაკუთრებულ
გემოს სწორედ ეს დანამატები განსაზღვრავს. სხვადასხვა არომატის შესაქმნელად ცომში უმატებენ მიხაკს, დარიჩინს, ვანილს და სხვა. სანელებლების გამოყენებისას საჭიროა ზომიერების დაცვა _ რომელიმე კომპონენტის განსაკუთრებულმა მძაფრმა არომატმა არ უნდა დაჩრდილოს მეორე კომპონენტი. დღესდღეობით ამ სააღდგომო ნამცხვრის უამრავი რეცეპტი არსებობს, მაგრამ მომზადების ტექნოლოგია ერთადერთია და ის რამდენიმე სტადიისგან შედგება:1. ცომის ხაშის მომზადება;2. თხევადი ცომის მომზადება;3. კვერცხისა და რძის მასის მომზადება;4. ცომის მოზელა;5. ცომის მეორედ გადაზელა;6. ცომის საბოლოოდ მოზელა და გამოცხობა;ყოველი ეტაპი იმით განსხვავდება, რომ თითოეულ მათგანში ცომს ვუმატებთ ახალ კომპონენტს. ამ ფორმით კულიჩის ცომი რამდენჯერმე უნდა აფუვდეს, რაც მოითხოვს დიდ დროს და ტექნოლოგიურ თავისებურებებთან ერთად განსაზღვრავს მისი მომზადების სირთულეს. კულიჩის ცომის მომზადების აუცილებელი პირობა ისიცაა, რომ დიდხანს უნდა ვზილოთ, დავიცვათ ტემპერატურული რეჟიმი. ყველაზე უკეთ ცომი ფუვდება 250-ზე. ცხობის დრო დამოკიდებულია გამოსაცხობი ფორმის ზომასა და ცომის რაოდენობაზე. სწორად მომზადებული კულიჩი არ უნდა გაფუჭდეს რამდენიმე კვირის განმავლობაში.
rtuli
Есть такие люди, которых когда видишь-уже счастлив


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 12443
წევრი No.: 64546
რეგისტრ.: 15-June 08

გამოგზავნილია: 27 Apr 2011, 23:55  #25187583      · პროფილი · პირადი მიმოწერა
miau
QUOTE
ეს ისტორია კულიჩის:

ისტორია და ტრადიცია უცვლელია !!!

კარგი პოსტია....ჩემი სათქმელი შენ თქვი smile.gif
guruliqali
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2919
წევრი No.: 110859
რეგისტრ.: 29-January 10

გამოგზავნილია: 28 Apr 2011, 00:20  #25187946      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
miau
rtuli
რამდენ რამეს ვსწავლობ თქვენგან, ჭკვიანი ადამიანები ხართ 2kiss.gif
farfallina
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 667
წევრი No.: 111868
რეგისტრ.: 8-February 10

გამოგზავნილია: 28 Apr 2011, 00:37  #25188227      · პროფილი · პირადი მიმოწერა
rtuli
ვაიმე ვაიმე როგორ ველი თქვენი კულიჩის ბოლო რეცეპტს jump.gif jump.gif



--------------------
WE CAN DO NO GREAT THINGS
ONLY SMALL THINGS WITH GREAT LOVE
grusha
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4528
წევრი No.: 122582
რეგისტრ.: 16-October 10

გამოგზავნილია: 28 Apr 2011, 09:45  #25191521      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
miau
QUOTE
ეს ისტორია კულიჩის:

წითელ კვერცხებთან ერთად სააღდგომო სუფრის განუყოფელი ნაწილია კულიჩი, რომელსაც საკმაოდ დიდი ისტორია გააჩნია. როდესაც იესო ქრისტე აღდგომის შემდეგ თავის მოსწავლეებს გამოეცხადა, მათთან
ერთად პური გატეხა. ამის შემდეგ მოციქულები ყოველი ტრაპეზის დროს სხდებოდნენ მაგიდის გარშემო და ცენტრში დებდნენ პურის ნაჭერს ნიშნად იმისა, რომ ღმერთი ყოველთვის მათ გვერდით იყო. დროთა განმავლობაში
ჩამოყალიბდა ტრადიცია _ ეკლესიაში ტოვებდნენ პურს _ არტოს-ს, რომელსაც ზემოდან გამოსახული ჰქონდა ჯვარი, რაც ქრისტეს სიკვდილზე გამარჯვებას განასახიერებდა. ბრწყინვალე შვიდეულის დღეებში ამ პურს ჯერ ტაძრის გარშემო შემოატარებდნენ, შემდეგ კი შიგნით შეჰქონდათ, მოციქულების მსგავსად, სპეციალურ მაგიდაზე დებდნენ და შაბათს კურთხევის შემდეგ მორწუმნეებს ურიგებდნენ. ერთ-ერთი ვერსიით სწორედ ამ რიტუალმა შთააგონა ხალხი, რომ შინ გამოეცხოთ სააღდგომო პური,


ცოტას შეგედავები. სახელწოდება პასკას, მე რამდენადაც ვიცი თავისი ისტორია აქვს. ეს კულიჩი რაღაა, ვერ ვხდები ან საიდან მოიტანეს. კულიჩი არის ქიშმიშიანი ნამცხვარი და არა პასკა. თანაც ეს რუსული სიტყვაა და არანაირი კავშირი არა აქვს აღდგომასთან განსხვავებით პასკიგან- ანუ პასხისგან. ეს უკანასკნელი ებრაული სიტყვაა და იცით რასაც ნიშნავს.

არტოსს რაც შეეხება, ეს ტრადიცია ქრისტეეს აღდომის შემდგომია. ქრისტეს აღდგომის შემდგომ, როცა მოციქულები სატრაპეზოდ შემოუსხდებოდნენ მაგიდას, ერთ ადგილს ცარიელს ტოვებდნენ და იმ ადგილას პურს დებდნენ. ეს პური ქრისტეს განასახიერებდა.

This post has been edited by grusha on 28 Apr 2011, 11:11


--------------------
ბულბულის სტვენა, შაშვის გალობა :))))
miau
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: co-Moderators
წერილები: 10990
წევრი No.: 6944
რეგისტრ.: 21-October 04

გამოგზავნილია: 28 Apr 2011, 11:47  #25192658      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
grusha

ცოტას შეგედავები. სახელწოდება პასკას, მე რამდენადაც ვიცი თავისი ისტორია აქვს. ეს კულიჩი რაღაა, ვერ ვხდები ან საიდან მოიტანეს. კულიჩი არის ქიშმიშიანი ნამცხვარი და არა პასკა. თანაც ეს რუსული სიტყვაა და არანაირი კავშირი არა აქვს აღდგომასთან განსხვავებით პასკიგან- ანუ პასხისგან. ეს უკანასკნელი ებრაული სიტყვაა და იცით რასაც ნიშნავს.

არტოსს რაც შეეხება, ეს ტრადიცია ქრისტეეს აღდომის შემდგომია. ქრისტეს აღდგომის შემდგომ, როცა მოციქულები სატრაპეზოდ შემოუსხდებოდნენ მაგიდას, ერთ ადგილს ცარიელს ტოვებდნენ და იმ ადგილას პურს დებდნენ. ეს პური ქრისტეს განასახიერებდა.

ძალიან ბევრი მასალა ვაგროვე იმის შესახებ, რასაც ახლა ვწერ , მმაინტერესებს და ვეძებ smile.gif კონკრეტულ მაგალითებს თუ მომიყვან ლიტერატურის სახით, რომ ის ნამცხვარი რომელსაც ჩვენ სააღდგომოდ ვაცხობთ და პასკას ვუწოდებთ, ნამდვილაად პასკაა და თანაც ქართულია, ძალიან დამავალებ smile.gif პასქა, იგივე პასკა არის უმი დესერტი ხაჭოთი, ხოლო საფუვრით მომზადფებული ნამცხვარი არის კულიჩი და არა პასკა. ჩვენში კი ზუსტად რუსეთიდან შემოვიდა, მოგვწონს თუ არ მოგვწონს smile.gif

This post has been edited by miau on 28 Apr 2011, 11:50
bachi24
beloved bluebird


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 10189
წევრი No.: 46666
რეგისტრ.: 13-November 07

გამოგზავნილია: 28 Apr 2011, 12:09  #25192958      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
miau
ბერძნები რომელს აღიარებენ ხაჭოს პასკას თუ ცომის პასკას, ესეც საინტერესოა
grusha
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4528
წევრი No.: 122582
რეგისტრ.: 16-October 10

გამოგზავნილია: 28 Apr 2011, 12:15  #25193043      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
miau
QUOTE
ნამდვილაად პასკაა და თანაც ქართულია, ძალიან დამავალებპასქა, იგივე პასკა არის უმი დესერტი ხაჭოთი, ხოლო საფუვრით მომზადფებული ნამცხვარი არის კულიჩი და არა პასკა. ჩვენში კი ზუსტად რუსეთიდან შემოვიდა, მოგვწონს თუ არ მოგვწონს



სიტყვა პასკა ქართული არაა, ებრაულია თქო. პასხიდან მოდის smile.gif)) კულიჩი კი, ნამდვილად რუსული სიტყვაა და არაა მაინც და მაინც სააღდგომო ნამცხვარი. ეგენი ბევრ რამეს უწოდებენ კულიჩს. მსხვილი მოზრდილი ბულკიბვით ნამცხვარიც კულიჩია smile.gif .ქართული შესატყვისი არა აქვს პასკას smile.gif))

ხაჭოიანს რაც შეეხება, ეგ ალბათ, რაღაც გამოგონებაა კულინარიული, რადგან, როგორც შენ დაწერე, პასხა განსასახიერებს გოლგოთას, ამიტომ, მას მაღალი ფორმა აქვს და როგორც წესი ქიშმიშიანი ,,პურია,, და არა ხაჭო. საერთოდ, ქრისტეს პური ცხოვრებისას ეძახიან. ხაჭო რა შუაშია აღდგომასთან, ვერ გეტყვი smile.gif

QUOTE
ჩვენში კი ზუსტად რუსეთიდან შემოვიდა, მოგვწონს თუ არ მოგვწონს



რა არ მომწონს?
ანუ შენ ამბობ, რომ პასკის ცხობის ტრადიცია რუეთიდან შემოვიდა? არ ვიცი მართალი გითხრა. გავიკითხავ...

Самая вкусная пасха, или Девять секретов приготовления пасхи
Самый вкусный кулич

ეს მოვძებნე გუგლზე smile.gif ანუ, ეგენიც პასხასაც ეძახიან და კულიჩსაც. უბრალოდ, კულიჩს რუსები არა მოხლოდ პასკას ეძახიან, არამედ, სხვა ნამცხვრებსაც. მაგენი ბევრ რამეს ეძახინ კულიჩს.


Кулич - это пасхальный хлеб.
В тесто для куличей кладется больше сдобы - яиц, сахара и масла. Поэтому куличи долго не черствеют. Но и дрожжей из-за этого нужно класть больше.
Кулич из заварного теста получается более плотным и рассыпчатым, чем при приготовлении из обычного сдобного теста.

ესეც ვნახე. ნახეთ რას წერენ. კულიჩი ეს არის სააღდგომო პურიო. ანუ, ხაჭო გამოირიცხა : )ქართულად პასხას ვუწოდებთ, ისევ დღესასწაულიდან გამომდინარე. რუსებიც ხომ აღდგომას პასხას უწოდებენ, ეს ებრაული სიტყვაა.


Пасхальный кулич является церковно-обрядовой пищей. Кулич — это род артоса на нижней степени освящения. В Светлый день Воскресения Христова после совершения Литургии в храме благословляются и освящаются особые приношения верующих, которые называются пасхами и куличами, чтобы вкушение от них напоминало о причащении истинной Пасхи Христовой, и соединяло всех верных во Иисусе Христе.

ესეც ნახეთ აბა.

სხვა რამე თუ ნახოთ, დადეთ რა. მე ხაჭოს პასკა უფრო კულინარული შედევრი მგონია.

This post has been edited by grusha on 28 Apr 2011, 12:57
miau
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: co-Moderators
წერილები: 10990
წევრი No.: 6944
რეგისტრ.: 21-October 04

გამოგზავნილია: 28 Apr 2011, 13:02  #25193710      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
grusha
QUOTE
სიტყვა პასკა ქართული არაა, ებრაულია თქო.


კი ბატონო, პასქა საბოლოოდ დამკვიდრებულია ქრისტიანულ სამყაროში, მიუხედავად იმისა, რომ ებრაული სიტყვაა (პასექში ნუ აგვერევა). მეც ვნახე რაღაც საიტები, სადაც კულიჩი პასკად და პასხად არის მოხსენიებული, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ რასაც ჩვენ სასაღდგომოდ ვაცხობთ (იგივე ბარბარე ჯორჯაძის რეცეპტების მოყვანა შემიძლია მაგალითად), ზუსტად ესადაგება კულიჩს და არა სხვა რამეს. არტოსსაც არ გავს, ვინაიდან ქიშმიშს შეიცავს. თუ არტოსამდე მივალთ, ეგ სხვა საქმეა, მაგრამ რაც დღეს არის დამვიკდრებული, ეგ რეალურად არის კულიჩი. გაქვთ რარამე რეცეპტი, რასაც საქართველოში XVI-XVII საუკუნეში აცხობდნენ და მიესადაგება იმ რეცეპტს, რასაც ჩვენ პასკას თუ კულიჩს ვუწოდებთ და ჰქვია პასკა? გარდა ამისა, ინტერნეტი სხვაა და ლიტერატურა სხვა smile.gif ძველი რუსული კულინარიის წიგნებში პასხა მხოლოდ ხაჭოს დესერტია (თვითონ დესერტადაც არც თვლიან smile.gif ).
ანუ მე აქ სახელწოდებაზე კი არ მაქვს მთავრი ხაზგასმა, არამედ ტექნოლოგიაზე, რომელიც
ზუსტად ესადაგება კულიჩს. კარგით, ერქვას პასკა, განა ამაშია პრობლემა biggrin.gif

ისე, რუსულ საიტებზეც ბევრი ქართველი პოსტავს და კულიჩს პასკას უწოდებს.
თუ ვინმეს რამე ინფორმაცია გაქვთ, დადეთ და საბოლოო დასკვნამდეც მივალთ. smile.gif
bachi24

ბერძნებს აქვთ არტოსი და ცურეკი smile.gif

მთელი უბედურებაა ის, რომ საქართველოში ყველაფერი ჰიპოთეზების ფდონეზე დგას, გამოკვლევას არავინ ფიქრობს და არც ვიცით რა არის ჩვენი და რა - შემოსული.
grusha
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4528
წევრი No.: 122582
რეგისტრ.: 16-October 10

გამოგზავნილია: 28 Apr 2011, 13:12  #25193844      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
miau


ანუ, შენ ამბობ, ის რასაც ჩვენ სააღდგომოდ ვაცხობთ არის კულიჩი, რუსეთიდან შემოსული სააღდგომო ნამცხვარი და ანალოგი არა აქვს მსოფლიოში?

მართალი გითხრა, სააღდგომო პასკას, აქვს თუ არა რაიმე საერთო ნიშანი მართლამიდებლურ სამყაროსთვის, არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ რაც ცხვება , ის აუცილებლად პურის უნდა იყოს.

არტოსს დღეს უკვე საეკლესიო სიწმინდედ მოიხსენებენ. აღდომის შემდეგ იკურთხება პური და ისაა, გეცოდინება. სათავეს საიდან იღებს ზემოთ დავწერე.

აი, ეს საიტი ვნახე და აბა გადახედე შენც.



არ ცანს, სხვანაირად დავდებ

http://www.liveinternet.ru/journalshowcomm...go=next&categ=1

This post has been edited by grusha on 28 Apr 2011, 13:13
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (42) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: კავკასუს ონლაინი
[ Script Execution time: 0.0441 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]