forum.ge
reklama
FORUM.GE ... წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
reklama

Pages: (20) 1 2 [3] 4 5 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> სამეცნიერო ჟურნალები, წიგნები,, online რესურსები
i-xan
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 271
წევრი No.: 24322
რეგისტრ.: 12-October 06

გამოგზავნილია: 20 Oct 2006, 00:05  #3992115      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
საითი ქართულ ნუმიზმატიკაზე - www.coins.ge
1000-ზე მეტი ქართული მონეტის გამოსახულება
სტატიები
Geronti
License to Drill


********
ჯგუფი: Members
წერილები: 22410
წევრი No.: 15296
რეგისტრ.: 11-December 05

გამოგზავნილია: 4 Nov 2006, 20:21  #4093003      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
ეს არ არის ონლაინ-რესურსი, და არც "არტანუჯის" წარმომადგენელი ვარ. უბრალოდ ამ გამომცემლობის საიტი შემთხვევით ვნახე და გულმა არ მომითმინა, მათი წიგნების სიის ნაწილი აქ არ მომეყვანა:

http://www.artanuji.ge/

ნახეთ: თავფურცელი>პროდუქცია>სხვა პროდუქცია (ეს უკანასკნელი უკვე ეკრანის ძირშია).

მაგალითად:

ქართველი ერის ეთნოგენეზის სათავეებთან
ცნობილი არქეოლოგის, აკადემიკოს ოთარ ჯაფარიძის მონოგრაფია, მიძღვნილი ქართველის ერის ეთნოგენეზის პრობლემებისადმი. სქელტანიანი გამოკვლევა შედგენილი ორი კარისა და შვიდი თავისაგან.
კარი I. წერილობითი წყაროები ქართველური ტომების წარმომავლობის შესახებ.
თავი I. ძველი უცხოენოვანი ლიტერატურული წყაროები _ ძველაღმოსავლური და ბიბლიური ცნობები, ბერძენ-რომაელი ავტორები, ბიზანტიელი მწერლები.
თავი II. ქართული საისტორიო მწერლობა _ ფეოდალური ხანის საისტორიო ტრადიცია და XIX-XX საუკუნეების ქართული ისტორიოგრაფია.
კარი II. ქართველი ხალხის ადრეული ეთნოგენეზი არქეოლოგიური მონაცემების მიხედვით.
თავი I. ძველი ქვის ხანა _ ქვედა პალეოლითი, ზედა პალეოლითი და მეზოლითი, ბასკურ-კავკასიური ჰიპოთეზა.
თავი II. ახალი ქვის ხანა _ ადრენეოლითი და გვიანნეოლითი.
თავი III. ენეოლითის ხანა _ შულავერ-შომუთეფეს კულტურა, სიონის კულტურა, დასავლეთ საქართველო ენეოლითის ხანაში.
თავი IV. ადრებრინჯაოს ხანა _ მტკვარ-არაქსის კულტურა.
თავი V. შუაბრინჯაოს ხანა _ ადრეყორღანული კულტურა, თრიალეთის კულტურა, დასავლეთ საქართველო შუაბრინჯაოს ხანაში.

აფხაზთა მუჰაჯირობა
რუსეთის მფლობელობის განმტკიცება აფხაზეთში. ცარიზმის კოლონიზატორული მიზნები. აფხაზთა მუჰაჯირობის მიზეზები, მსვლელობა და საინტერესო ისტორიული წყარო _ მუჰაჯირთა სია.

ძიებანი
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, ისტორიკოს დიმიტრი ლეთოდიანის სამეცნიერო პუბლიკაციების კრებული. ერთ წიგნად აკინძული ცამეტი საისტორიო გამოკვლევა. დასავლეთ საქართველოს ადრე შუა საუკუნეების ისტორიისადმი მიძღვნილი ნაშრომები: `ეგრისის სამეფოს ურთიერთობა ბიზანტიის იმპერიასთან V საუკუნის მეორე ნახევარში~, `საქართველოს საგარეო პოლიტიკური ვითარება VI საუკუნის პირველ ნახევარში~, `დასავლეთ საქართველოს პოლიტიკური ისტორიიდან V-VI საუკუნეებში~, და `აფხაზეთის (აბაზგიის) საკითხი ბიზანტია-ეგრისის ურთიერთობაში (VI-VIII სს.)~.
წყაროთმცოდნეობითი ხასიათის გამოკვლევები: `V საუკუნის ანონიმის ერთი ცნობის გაგებისთვის~, `პროკოფი კესარიელის ერთი ცნობის გაგებისათვის~, `ლეონტი მროველის ერთი ცნობის გაგებისათვის~. ძიებანი ეგრისის სამეფოსა და ლეჩხუმის საისტორიო გეოგრაფიიდან: `დასავლეთ საქართველოს პოლიტიკური საზღვრები V-VI საუკუნეებში~, `ეგრისის (ლაზიკის) სამეფოს სამხრეთი საზღვრის საკითხი ბიზანტია-ეგრისის ურთიერთობაში (V-VI სს.)~ და `ლეჩხუმი ადრეფეოდალურ ხანაში~.
ეკლესიის ისტორიის საკითხები, განხილული სტატიაში: `აფხაზების (აბაზგების) გაქრისტიანების დათარიღებისათვის~.
კრებულში შესულია გაცილებით უფრო მოგვიანო პერიოდისადმი მიძღვნილი ორი ნარკვევიც: `ფეოდალური ოპოზიციის ბრძოლა სამეფო ხელისუფლების წინააღმდეგ XII საუკუნის ბოლოს~ და `სამეფო ხელისუფლების ურთიერთობა `დარბაზთან~ (XI-XVII სს.)

კახეთის 1812 წლის აჯანყება
ეს აჯანყება საქართველოს თავისუფლებისათვის ბრძოლის ისტორიის ერთი ლამაზი ფურცელია.
ავტორი მოვლენას თავის სახელს არქმევს _ ეს იყო ქართველთა განმათავისუფლებელი ომი რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ!

სომხურ ხელნაწერთა ანდერძ-მინაწერების ცნობები საქართველოს შესახებ (X-XIII სს.)
სომხური ხელნაწერის არშიაზე ხანდახან ერთი პატარა ცნობაა მიწერილი. ეს ინფორმაცია კი ძალზე ფასეული აღმოჩნდება ხოლმე საქართველოს ისტორიისათვის.
ავტორმა ამგვარი ცნობები მოიძია, თარგმნა, საინტერესო გამოკვლევა და კომენტარები დაურთო.
ალ. აბდალაძის აღნიშნული სადისერტაციო ნაშრომი დიდი ხანია გამოცემას ელოდა.

ჰერეთი
ქართველი ხელოვნებათმცოდნის გიორგი მარჯანიშვილის ბიბლიოგრაფიულ იშვიათობად ქცეული წიგნის მეორე გამოცემა. ერთადერთი მონოგრაფია აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მოქცეული ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლების შესახებ. ისტორიული ჰერეთის მრავალრიცხოვან სიძველეთა კვლევის შედეგები.
ავტორის მიერ აზერბაიჯანში მოხილულ-შესწავლილი ქართული კულტურის ნიმუშები: ზაგემი _ სატახტო ქალაქი გვიანი შუა საუკუნეების კახეთის სამეფოსი და მისი ავისმყოფელთაგან აფეთქებული ეკლესია. მაჭის ციხე-სიმაგრე _ უძველესი საერისთავო ცენტრი წუქეთისა; ქურმუხის წმ. გიორგის ეკლესია და ქურმუხისვე მიუვალი ციხე-სიმაგრე; გიშის საეპისკოპოსო ტაძარი; ლექართის მონასტერი და მისი ეკლესიები; ყუმის სამნავიანი ბაზილიკა; კასრის წმ. სამების საყდარი; ბელაქნის, ზაქათალის, კახის, შექისა და კართაშენის რაიონების ტერიტორიაზე მიმოფანტული ნაკლებად ცნობილი ეკლესიები _ ზედგზითი, ბედისი, ბაშ-კუნგუტი, ჯალეთი, ფერიყალა, ბოეთანი, ძელიცხოველი, ნურკალისა და ა. შ. სახელოვანი `კავკასიის დიდი კედლის~ ნაშთები სოფელ კატეხის მიდამოებში.
წიგნს საილუსტრაციო მასალის სახით დართული აქვს ოცდაათი ტაბულა, სადაც წარმოდგენილია არამხოლოდ მდიდარი გრაფიკული მასალა (გეგმები, ჭრილები და ა. შ.), არამედ მონოგრაფიაში განხილული ძეგლების ათეულობით შავ-თეთრი ფოტოც. გრაფიკული მასალა შესრულებული გ. ჟვანიას, ა. ჭიკაიძის და თ. ქორჩილავას მიერ. ფოტოები ეკუთვნის ბ. კუდავას. წიგნის რედაქტორია ი. მირიჯანაშვილი.

ქართველთა გამუსლიმება
ამგვარი წიგნი ზაქარია ჭიჭინაძეს არასოდეს გამოუცია.
თანამედროვე გამოცემა მისი ორი წიგნისა და გაზეთ `ივერიაში~ დაბეჭდილი მასალების ერთობლიობაა.
ისტორიული საქართველოს ძველი მოსახლეობა საკუთარი კუთხის ჭირ-ვარამზე მოგვითხრობს.

საქართველოს ისტორია, XIX საუკუნე
პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული პროცესები. რუსეთის კოლონიური პოლიტიკა და ქართული ეროვნული მოძრაობის ცალკეული ეტაპები.
დეტალური ილუსტრირება, ფერადი რუკები.
განკუთვნილია სტუდენტების, ასპირანტებისა და მკითხველთა ფართო წრისათვის.

საქართველოს ისტორია, XX საუკუნე
საბჭოთა ეპოქაში შესრულებული სახელმძღვანელოებით შეუძლებელი აღმოჩნდა საქართველოს ახალი და უახლესი ისტორიის სწავლება.
სწორედ ამიტომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს ისტორიის კათედრაზე შეიქმნა ახალი სახელმძღვანელო.
ეს ნაშრომი პირველი მცდელობაა _ წარმოადგინოს XX საუკუნე ერთ წიგნში.
სახელმძღვანელო ძირითადად სტუდენტებისთვისაა განკუთვნილი.

პირთა ანოტირებული ლექსიკონი
X-XVII სს. ქართული ისტორიული საბუთების მიხედვით. III ტომი
ლექსიკონში ანბანურად არის წარმოდგენილი ისტორიულ საბუთებში მოხსენიებული ყველა პირი, ყველა გვარი...
III ტომში შესულია მ, ნ, და ო.
მკითხველი მალე მიიღებს შემდგომ ტომებსაც.

ქართლ-კახეთის თავადები და აზნაურები
რუსული ცარიზმის პერიოდში ინტენსიურად მიმდინარეობდა ქართველ თავად-აზნაურთა ოჯახების აღწერა და რუსეთის იმპერატორის ხელმოწერით არაერთი დოკუმენტი გამოცემულა წიგნის სახით. ისინი დროთა განმავლობაში გენეალოგიური კვლება-ძიებისთვის მეტად მნიშვნელოვან წყაროდ იქცნენ.
თქვენს წინაშეა უნიკალური მასალა ქართულ ენაზე ქართველ თავადაზნაურთა ვინაობის, რაოდენობის, ოჯახების სტრუქტურების, ნათესაური ურთიერთობისა და სამსახურებრივი მდგომარეობის შესახებ XIX ს-ის შუა ხანებში.

ბათუმიდან ართვინამდე
სანკტ-პეტერბურგელი ბუნებისმეტყველისა და ეთნოგრაფის ევგენი ვეიდენბაუმის მოგზაურობა სამხრეთ-დასავლეთ კავკასიაში XIX საუკუნის 70-იან წლებში.
ისტორიული მესხეთის პრობლემატიკა: სამოგზაურო მარშრუტის გეოგრაფია, სოციალური ყოფა, მკვიდრთა ადათ-წესები, ეთნიკური ვითარება, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები.
დანართში ცალ-ცალკეა განხილული გეოგრაფიული სახელები.

ძველი საქართველოს სამხედრო ისტორიის საკითხები
წიგნში განხილულია კოლხეთისა და იბერიის სამეფოების სამხედრო-პოლიტიკური და საბრძოლო საქმის ისტორია არსებულ წერილობით და არქეოლოგიურ მასალაზე დაყრდნობით.
ცალ-ცალკეა განხილული ბრძოლის სცენები, გამაგრებული სამოსახლოები და ფორტიფიკაცია, საომარი იარაღები და აღჭურვილობა.

პრეტენზიები თურქეთისადმი
1945 წლის დეკემბერში საბჭოთა ხელისუფლებამ დაიწყო ფართომასშტაბიანი იდეოლოგიური კამპანია თურქეთის მიერ 1921 წელს დაკავშირებული ქართული ისტორიული ტერიტორიების დაბრუნების მოთხოვნით.
წიგნში თავმოყრილია ამ მოვლენის ამსახველი მასალა: საგაზეთო წერილები, ლექსები და ერთი პიესა.

ქართული ეროვნული ძირები და რუსული ბოლშევიზმი
გამომცემლობა `არტანუჯი~ და წიგნის რედაქტორი _ გურამ ყორანაშვილი დავით (დათა) ვაჩნაძის 120 წლისთავზე მკითხველს სთავაზობს 1957 წელს მიუნხენში ქართულ ენაზე დაბეჭდილ საინტერესო წიგნს.
საქართველოში ქვეყნდება პირველად.

კლარჯეთის ეკლესიები და მონასტრები
ცნობილი ხელოვნებათმცოდნის დავით ხოშტარიას მონოგრაფიული ნაშრომი მიძღვნილი ისტორიული ქართული პროვინციის კლარჯეთის საეკლესიო ხუროთმოძღვრებისადმი. თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქცეული ქართული არქიტექტურული ძეგლების თავგადასავალი უძველესი დროიდან მოყოლებული ვიდრე XXI საუკუნემდე: ციხე-ქალაქი თუხარისი _ პირველი ადმინისტრაციულ-პოლიტიკური ცენტრი კლარჯეთისა; ვახტანგ გორგასლის სააღმშენებლო საქმიანობა _ ციხე-ქალაქ არტანუჯისა და ოპიზის მონასტრის დაარსება; არაბობა კლარჯეთში და საეკლესიო ცხოვრების დამცრობა; წმ. გრიგოლ ხანძთელის სამონასტრო აღმშენებლობა და ახალი სასულიერო ცენტრების წარმოქმნა; სახელოვანი `ათორმეტნი უდაბნონი კლარჯეთისანი~ _ ხანძთა, ოპიზა, დოლისყანა, შატბერდი, ჯმერკი, დაბა, ბერთა, პარეხი, მიძნაძორი, წყაროსთავი, მერე და ბარეთელთა; კლარჯეთის გუმბათოვანი და უგუმბათო ძეგლების არქიტექტურული თავისებურებანი; XI საუკუნის შემდგომი დროის საეკლესიო ნაგებობები _ ტანძოთი და მამაწმინდა; სამი ტაძარი კლარჯეთის მეზობელი შავშეთიდან _ ტბეთი, სინკოთი და სათლე.
წიგნს დართული აქვს ორმოცდაათზე მეტი შავ-თეთრი ფოტო და რამდენიმე ათეული გრაფიკული ნახაზი (გეგმა, ჭრილი და ა. შ.). ახლავს სრული ბიბლიოგრაფიული ნუსხა და საკუთარ სახელთა საძიებელი.

მსოფლიოს რელიგიები
ქართველი ეთნოგრაფის ელდარ ნადირაძის შემეცნებითი ხასიათის ნაშრომის მეორე, შესწორებული გამოცემა. ერთ სქელტანიან წიგნში თავმოყრილი მრავალფეროვანი მასალა მსოფლიოს რელიგიების შესახებ:
პირველყოფილი საზოგადოების რელიგიური რწმენა-წარმოდგენები _ ანიმიზმი, ტოტემიზმი, ფეტიშიზმი და მაგია.
ძველი წინა აზიის ღვთაებები _ იშთარი, მარდუქი, აშური, თეშუბი, ხალდი და სხვ.
ძველ ეგვიპტელთა ღვთაებები _ ჰორი, ამონი, ანუბისი, ოსირისი, ისიდა და სხვა.
ინდური რელიგიური მიმდინარეობები _ ვედიზმი, ბრაჰმანიზმი, ინდუიზმი, ჯაინიზმი და კრიშნაიზმი.
ბუდიზმი _ ერთ-ერთი უდიდესი მსოფლიო რელიგია.
ჩინეთის რელიგიური მოძღვრებები _ ლაოიზმი, კონფუციანელობა და დაოსიზმი.
ძველი ბერძნული ღვთაებები _ ზევსი, ჰერა, პოსეიდონი, ჰადესი, ჰეფესტო და სხვ.
ძველ რომაელთა ღვთაებები _ მარსი, იუპიტერი, მინერვა, იუნონა, ვენერა და სხვ.
ებრაული იუდაიზმი _ უძველესი მონოთეისტური რელიგია.
ქრისტიანობა და მისი კონფესიები _ მართლმადიდებლობა, კათოლიციზმი, ლუთერანობა, კალვინიზმი და სხვ.
ძველი ქართული ღვთაებები _ არმაზი, ზადენი, გაცი, გაი, აინინა და სხვ.
ძველი ირანული რელიგიები _ ზოროასტრიზმი და მითრაიზმი.
ისლამი და მისი ძირითადი მიმდინარეობები _ სუნიზმი და შიიზმი.
ძველი სლავების ღვთაებები _ სვაროგი, დაჟდბოგი, პერუნი, მაკოშა, ტრიგლავი და სხვ.
ცენტრალური ამერიკის ხალხთა ძველი ღვთაებები _ ხუიცილოპოჩტლი, ტეცკატლიპოკი, კეცალკოატლი, კუკულკანი, პაჩაკამაკი და სხვ.
ნაშრომს დამატების სახით დართული აქვს იეღოველობისადმი მიძღვნილი ნაკვეთი.
წიგნი ჩართულია რამდენიმე ათეული შავ-თეთრი ფოტო და გრაფიკული ილუსტრაცია.

ჟურნალი `არტანუჯი~, # 7, `ახალქალაქი ჯავახეთისა~
საისტორიო ჟურნალ `არტანუჯის~ მორიგი, მე-7 ნომერი. სპეციალური გამოშვება სახელწოდებით: `ახალქალაქი ჯავახეთისა~. ძველი ქართული დასახლებული პუნქტის _ ახალქალაქის მრავალსაუკუნოვანი თავგადასავალი, აღწერილი ცნობილი ისტორიკოსის დევი ბერძენიშვილის მიერ. ჯეროვანი მეცნიერული პასუხი `სომხური არქიტექტურის შემსწავლელი ორგანიზაციის~ სამენოვანი ბუკლეტის ფსევდომეცნიერ ავტორებს.
ჟურნალის შედგენილობა ასეთია:
რედაქციის წინათქმა სპეციალური ნომრის მომზადების საჭიროების და აუცილებლობის შესახებ. წინათქმა შედგენილია ქართულ და რუსულ ენებზე.
`სომხური არქიტექტურის შემსწავლელი ორგანიზაციის~ მიერ გამოცემული ბუკლეტი: რუსულენოვანი ტექსტი, შედგენილი უცნობი ავტორების მიერ; ახალქალაქის სომხურ სიძველეთა ამსახველი ფოტოები და გრაფიკული მასალა; ისტორიული `დიდი სომხეთის~ რუკა და მის ადმინისტრაციულ ერთეულებად გამოცხადებული მთელი რიგი ქართული პროვინციები; ვრცელი ჩამონათვალი საქართველოს რეგიონებში მიმოფანტული იმ `სომხური ისტორიული დასახლებებისა~, რომლებსაც სათითაოდ დაეთმობათ ანალოგიური ხასიათის ბუკლეტები.
დევი ბერძენიშვილის პასუხი _ ვრცელი ნაშრომი `ახალქალაქი ჯავახეთისა~: ქალაქის გაჩენის ისტორია და მისი დაწინაურება XI საუკუნეში; საქართველოს მეფის ბაგრატ IV-ის მიერ გატარებული ღონისძიებების შედეგად. ახალქალაქის ადგილი და როლი XI-XV საუკუნეების საქართველოს ისტორიაში. მონღოლთა ლაშქრობები და აქაური საქალაქო ცხოვრების დაქვეითება; ახალქალაქი სამცხის საათაბაგოს შემადგენლობაში და ირანელთა თავდასხმები. ოსმალთა მიერ ქალაქის დაპყრობა XVI საუკუნეში და ადგილობრივი ქართული მოსახლეობის თანდათანობითი გათურქება; რუსეთის იმპერიის მიერ ახალქალაქის ოსმალთაგან გათავისუფლება XIX საუკუნეში და ათეულობით ათასი სომეხი მოახალშენის ჩამოსახლება.
მკვლევარს გამოყენებული აქვს მრავალრიცხოვანი ქართული, სომხური, სპარსული, ოსმალური, რუსული და სხვ. საისტორიო წყაროები, ახალქალაქში გამოვლენილი ეპიგრაფიკული ძეგლების მონაცემები, აქაური ხუროთმოძღვრული და არქეოლოგიური მასალის სამეცნიერო კვლევის შედეგები. ნაშრომს ერთვის მდიდარი საილუსტრაციო მასალა: ორმოცზე მეტი შავ-თეთრი ფოტო და სხვადასხვა სახის გრაფიკული მონახაზები.
დევი ბერძენიშვილის ნაშრომს ახლავს მისი სრული რუსულენოვანი თარგმანი, შესრულებული ნინო და ილამაზ მიწიშვილების მიერ. ამავე ნაშრომის რეზიუმეები სომხურ და ინგლისურ ენებზე. სომხური თარგმანის ავტორია როლანდ ამირგულიანი, ინგლისური თარგმანისა _ ლადო მირიანაშვილი.

არტანუჯი #10, აფხაზეთი
საისტორიო ჟურნალ `არტანუჯის~ მე-10 ნომერი. აფხაზეთისადმი მიძღვნილი სპეციალური გამოშვება. ჟურნალში წარმოდგენილია მრავალფეროვანი თემატიკა:
ძველი ისტორია _ გრიგოლ გიორგაძის `ხეთური ლურსმული ტექსტების ქასქების (ქაშქების) ტომთა ეთნიკური წარმომავლობისათვის~.
ადრე შუა საუკუნეების ისტორია _ დავით მუსხელიშვილის `აფშილთა ეთნიკური კუთვნილების საკითხისათვის~.
გვიანი შუა საუკუნეების ისტორია _ ბეჟან ხორავას `აფხაზეთის სამთავროს სოციალურ-პოლიტიკური განვითარების საკითხისათვის გვიან შუა საუკუნეებში~.
ეთნოლოგია _ ნინო აბაკელიას `წინაპართაგან დაწესებული ერთი წეს-ჩვეულების შესახებ აფხაზეთში~.
ეთნიკური გეოგრაფია _ ბეჟან ხორავას `ეთნიკური პროცესებისათვის გვიანი შუა საუკუნეების აფხაზეთში (აფხაზური გვარსახელები)~.
ენათმეცნიერება _ თეიმურაზ გვანცელაძის `ქართველური ქრისტიანული ტერმინების აფხაზურ ენაში სესხების დროის საკითხისათვის~.
ონომასტიკა _ პაატა ცხადაიას `ტოპონომიკური ვითარება სამურზაყანოში~ და თეიმურაზ გვანცელაძის `ქართველური სუბსტრატული ტოპონიმები აფხაზეთში (სოხუმი, გაგრა, ტყვარჩელი)~.
ჟურნალს დართული აქვს ჩამოთვლილ სტატიათა ვრცელი რეზიუმეები ინგლისურ და რუსულ ენებზე, მოკლე ბიოგრაფიული ცნობები ავტორთა შესახებ, სამ ათეულზე მეტი ილუსტრაცია (შავ-თეთრი ფოტო, გრაფიკული მასალა, რუკა და ა. შ.) და ცნობილი საზოგადო მოღვაწის აკაკი ბაქრაძის `რეკომენდაციები `არტანუჯის~ რედაქციას აფხაზეთის სპეცნომერთან დაკავშირებით~.

ეს ყველაფერი მინდა vik.gif

This post has been edited by Geronti on 4 Nov 2006, 20:22


--------------------
http://geronti.livejournal.com/friends/
(ეს ჩემი ბლოგის ფრენდლენტაა. აქედან შეგიძლიათ თვალ-ყური ადევნოთ cyxymu-სა და aillarionov-ის ბლოგებსაც).

ეს საიტი გინახავთ? http://gmirebi.ge/
i-xan
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 271
წევრი No.: 24322
რეგისტრ.: 12-October 06

გამოგზავნილია: 5 Nov 2006, 00:17  #4094735      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
მაგარ საქმეს აკეთებენ.

იმაზე მწყდება მხოლოდ გული რომ ჟურნალს აღარ უშვებენ - ყოველ შემთხვევაში რეგულარულად
Dehumanizer
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6488
წევრი No.: 5760
რეგისტრ.: 20-July 04

გამოგზავნილია: 24 Nov 2006, 14:44  #4219336      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
Geronti
License to Drill


********
ჯგუფი: Members
წერილები: 22410
წევრი No.: 15296
რეგისტრ.: 11-December 05

გამოგზავნილია: 29 Nov 2006, 19:07  #4254677      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
რეცენზირებული და რეფერირებული
საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალი


აღმოსავლეთი და კავკასია I
სარჩევი
http://www.nplg.gov.ge/ic/journals/orient/contents.htm

აღმოსავლეთი და კავკასია II
სარჩევი
http://www.nplg.gov.ge/ic/orient/SARSHEVI.HTM

გელათის მეცნიერებათა აკადემიის ჟურნალი VI
http://www.nplg.gov.ge/ic/gelati/gelati%20...N6/sarchevi.htm

გელათის მეცნიერებათა აკადემიის ჟურნალი VII
http://www.nplg.gov.ge/ic/gelati/gelati%20...N7/sarshevi.htm

გელათის მეცნიერებათა აკადემიის ჟურნალი VII
http://www.nplg.gov.ge/ic/gelati/gelati%20...N8/sarchevi.htm

This post has been edited by Geronti on 29 Nov 2006, 19:08
Geronti
License to Drill


********
ჯგუფი: Members
წერილები: 22410
წევრი No.: 15296
რეგისტრ.: 11-December 05

გამოგზავნილია: 3 Dec 2006, 19:12  #4280823      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
Исторические предпосылки современного сепаратизма в Грузии
http://sisauri.tripod.com/politic/index.html
Geronti
License to Drill


********
ჯგუფი: Members
წერილები: 22410
წევრი No.: 15296
რეგისტრ.: 11-December 05

გამოგზავნილია: 10 Dec 2006, 21:11  #4330483      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
ინგლისურენოვანთათვია კვლევებია აფხაზეთის ომის შესახებ. ჩვენებიც არიან, აფხაზებიც და უცხოელებიც.

http://poli.vub.ac.be/publi/Georgians/contents.html

The Conflict in Abkhazia: National Projects and Political Circumstances
Ghia Nodia

The Georgian-Abkhazian Conflict: In Search of Ways out
Viacheslav A. Chirikba

Geographical Background to a Settlement of the Conflict in Abkhazia
Revaz Gachechiladze

Georgia and Abkhazia: The Hard Road to Agreement
Yuri Anchabadze

The Georgian-Abkhazian Conflict in a Regional Context
Gia Tarkhan-Mouravi

Abkhazia, Georgia and the Caucasus Confederation
Stanislav Lakoba

Theory and Experiences of Ethnonational Conflict Regulation:
Their Relevance to the Georgian-Abkhazian Conflict

Maarten Theo Jans

Shades of Grey.
Intentions, Motives and Moral Responsibility in the Georgian-Abkhaz Conflict

Bruno Coppieters
Geronti
License to Drill


********
ჯგუფი: Members
წერილები: 22410
წევრი No.: 15296
რეგისტრ.: 11-December 05

გამოგზავნილია: 17 Dec 2006, 18:33  #4377785      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
ეს საიტი დიდი ხანია ვიცი და მიკვირს, რომ აქამდე არ დავპოსტე.

რუსულ ენაზეა თავმოყრილი უამრავი ძველი ავტორის ტექსტი. ძებნა მარტივია - ალფავიტით. აგერ, მაგალითად, "ა"-ზე როგორი სიაა:

http://www.vostlit.info/haupt-Dateien/index-Dateien/A.phtml

This post has been edited by Geronti on 17 Dec 2006, 18:33
Anti-Totleben
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 771
წევრი No.: 20150
რეგისტრ.: 2-June 06

გამოგზავნილია: 21 Dec 2006, 15:15  #4404150      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
Marie Broset, Histoire de la Géorgie depuis l'antiquité jusqu'au XIX [i.e. dix-neuvième] siècl

მარი ბროსეს უკვდავი შრომა ფრანგულად (სრული ტექსტი)


--------------------
You will do what I say, when I say; Back to the front!
tarnaka
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 94
წევრი No.: 26442
რეგისტრ.: 2-December 06

გამოგზავნილია: 21 Dec 2006, 22:31  #4407247      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
თბილისის ისტორია სად შემიძლია ვნახო?
Rebecca
narcissus


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1555
წევრი No.: 11901
რეგისტრ.: 31-July 05

გამოგზავნილია: 27 Dec 2006, 15:23  #4443099      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
ძალიან დამეხმარებით, თუ საქართველოს გეოგრაფიის შესახებ მიმასწავლით საიტებს. მჭირდება პრე-საბჭოთა, საბჭოთა, და დღევანდელი რუკები. რაც შეიძლება ფართო და დეტალური.

წინასწარ დიდი მადლობა!..


--------------------
wear a hat
Cafe_Del_Mar19
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2641
წევრი No.: 26588
რეგისტრ.: 6-December 06

გამოგზავნილია: 29 Dec 2006, 13:00  #4456027      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
ისტორია.GE ს გარდა კიდე რომელი იციტ საიტი, ქარტულად ოგონდ, თუ ვინმემ რამე იცით დაწერეთ PLზ smile.gif
Misha_2007
Super Member


*****
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 1540
წევრი No.: 27639
რეგისტრ.: 31-December 06

გამოგზავნილია: 31 Dec 2006, 21:54  #4472201      · პროფილი · პირადი მიმოწერა
QUOTE
მარი ბროსეს უკვდავი შრომა ფრანგულად (სრული ტექსტი)

კაცი ხარ up.gif გაგახაროს ღმერთმა სად არ ვეძებე
ნაიადა
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 12862
წევრი No.: 27911
რეგისტრ.: 6-January 07

გამოგზავნილია: 14 Jan 2007, 02:22  #4562368      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
ძალიან სასარგებლო ინფორმაციებია. ყველანი დაგლოცოთ ღმერთმა.


--------------------
ზერელედ ვმკურნალობთ ქვეყნის ჭრილობებს და არცკი გვრცხვენია თვალთმაქცობისა.(ო. ჭილაძე.)

,,ღმერთთან ომი არავის მოუგია."(მამა გიორგი)
Anti-Totleben
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 771
წევრი No.: 20150
რეგისტრ.: 2-June 06

გამოგზავნილია: 27 Jan 2007, 13:47  #4667716      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
http://www.georgianbiography.com/index.html ახალი და ძალიან სასარგებლო საიტი (ქართული ბიოგრაფიები)
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (20) 1 2 [3] 4 5 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: კავკასუს ონლაინი
[ Script Execution time: 0.0432 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]