forum.ge
reklama
FORUM.GE ... წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
reklama

Pages: (111) « პირველი ... 5 6 [7] 8 9 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) Closed Topic · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> აფხაზეთის ისტორია, გამაგებინეთ ვის დავუჯერო ))
xevi
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 928
წევრი No.: 21904
რეგისტრ.: 22-July 06

გამოგზავნილია: 30 Aug 2006, 14:27  #3670646      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
QUOTE (Tsira @ 29 Aug 2006, 20:42 )
xevi
Geronti

სხვა უფრო საინტერესო ვერაფერი დაინახეთ მანდ?

კი როგორ არა უბრალოდ 200000 -იანი ჯარი მთიელებისთვის ძალიან ძალიან არა რეალურია yes.gif 2kiss.gif
Chkoni
ჭკონი (ჭყონი)


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3412
წევრი No.: 1073
რეგისტრ.: 5-July 02

გამოგზავნილია: 30 Aug 2006, 14:33  #3670686      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
Judas Iscariot
QUOTE
მოვითხოვ ისტორიკოსების ექსპერტიზას - დაადასტურონ, რომ მიბჩუანის ყოველი წინადადება სისულელეა.

ისტორიკოსი არა ვარ, მაგრამ მაინც ვიტყჳი, რომ მიბჩუანი არის მეზღაპრე gigi.gif კიდევაც დავადასტურებ wink.gif
QUOTE
ფუშტი სვანების რელიგიური კულტი იყო. მხოლოდ სვანეთშია ფუშტის სახელზე აგებული სამლოცველოები შემონახული.

რა საინტერესოა არა? ჯერ ერთი, რომ ფუსდ (||ფუსტ), და არა ფუშტ. ფუსტ სვანურად უფალსა ნიშნავს და აფხაზური ეტიმოლოგიის სიტყვაა. აბაევი ალანური ეტიმოლოგიისად მიიჩნევდა. ნებისმიერ შემთხვევაში არაქართვლური წარმოშობისაა და სვანურში სხვა სამყაროდან არის მოხვედრილი...
* * *
ფუსტ-ის ეტიმოლოგიაზე აქ ადრეც დავწერე. იხ:
აფხაზური წარმოშობის ორი ტერმინი სვანურში: ფუსტ და აფსაათ

* * *
QUOTE
დღევანდელი სამეგრელოსა და აფხაზეთის მთიან ზონას ლაკადა ეწოდება. სვანურად ლაკადა სანაჯახეს ნიშნავს, ანუ ტყიანი ზონაა.

კიდევ ერთი მარგალიტი smile.gif)) საქმე კი უფრო მარტივად არის:
კადა (მეგრ. ფერდობი, ქედი) => ლა-კადა (მეგრ. მთიანეთი, მაღლობი, მთაგორიანი ადგილი) => ლაკად-ურ-ი (მეგრ. მთიანელი, მაღლობელი, ზემოური); ლაკადარეფი (მეგრ.): ”ლაკადელები”, ზემოურები

მართალია, ლა- დანიშნულებითი პრეფიქსი მეგრულში სვანური ელემენტია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ლაკადას ეტიმოლოგია მთლიანად სვანურია.


--------------------
ემინე აფიჩხური,
დაჩხურ ორე, დაჩხური,
მოხთი ჩქიმ ოფუტეშა,
ვარ გაკნასენ ჩაჩხური.
Tsira
კოლხი ამორძალი


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3706
წევრი No.: 3625
რეგისტრ.: 17-November 03

გამოგზავნილია: 31 Aug 2006, 11:38  #3675333      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · msn
მართალია აქ ზოგიერთებს თ. მიბჩუანი თვალში არ მოსდით smile.gif მაგრამ მე მაინც გავბედავ და მოვიყვან მისი წიგნიდან მის მიერ ჩამოთვლილ აფხაზეთის ქართულ გვარებს. ის წერს, რომ ქართული წარმოშობის აფხაზებს (აფხაზეთის მოსახლეობის 80%) ქართული გვარები აქვთ.

მე კი ჩავასწორებ და ვიტყვი, რომ აშკარად ქართული გვარების გარდა აქ ჩამოთვლილია ასევე ნამდვილი, ძირძველი აფხაზური გვარები, რომელთაც მეგრული დაბოლოება -ია, -ავა აქვთ. თუმცა მსგავს გვარებს სამეგრელოში ვერსად შეხვდებით. მეგრულ გვარებს ფრჩხილებში მივუწერე (მეგრ).
გთხოვთ შეადაროთ ,,ნამდვილი”მეგრული და მეგრულდაბოლოებიანი აფხაზური გვარები.
თქვენთვის მომინდვია და თვითონ განსაჯეთ შეიძლება თუ არა ისინი ორი სხვადასხვა ეთნოსის წარმომადგენლებს ეკუთვნოდეთ.

აბაკელია (მეგრ),
აბშილავა (მეგრ),
აბაშიძე,
აგუმავა,
აკობია (მეგრ),
ადამია (მეგრ),
აკირტავა,
ალანია (მეგრ),
ალასანია (მეგრ),
ამილახვარი,
ანთელავა (მეგრ),
ანუა,
ანჩაბაძე,
არდაშელია,
არჟენია,
არსალია,
არჩანია,
ასათიანი,
ახალაია (მეგრ),
ახალაძე,
ახვლედიანი,
აშხარავა,
აშხარცავა,
აშხაკალია,
ბარქაია (მეგრ),
ბასარია (მეგრ),
ბარკალაია (მეგრ),
ბახია,
ბეია,
ბენია,
ბერაია (მეგრ),
ბერულავა (მეგრ),
ბესელია (მეგრ),
ბესლანძე,
ბიგვავა (მეგრ),
ბჟალავა (მეგრ),
ბჟანია,
ბებუა,
ბოჯგუა (მეგრ),
ბოკუჩავა (მეგრ),
ბუკია (მეგრ),
ბუავა,
გაბელაია (მეგრ),
გაბისკირია (მეგრ),
გაბისონია (მეგრ),
გაბლაია,
გაბრავა (მეგრ),
გაბრაია,
გაბუნია (მეგრ),
გაგუა (მეგრ),
გადელია (მეგრ),
გადლია,
ბარგანჯია,
ბარამია (მეგრ),
გამისონია (მეგრ),
განგია,
გარწკია,
გვაძაბია,
გვაჯალია,
გვაზავა (მეგრ),
გვალია,
გვარამია (მეგრ),
გვასალია (მეგრ),
გვინჯია,
გვიჩია (მეგრ),
გეგენავა (მეგრ),
გეჯუა,
გერია,
გერხელია,
გეთია (მეგრ),
გიგიბერია,
გენდია,
გობეჩია (მეგრ),
გოგინავა (მეგრ),
გოგილაძე,
გოგოხია (მეგრ),
გოგუა (მეგრ),
გოლანძია,
გონჯუა,
გოჩუა,
გრიგოლია (მეგრ),
გუბლია,
გულარია,
გურგულია (მეგრ),
გუგუნავა (მეგრ),
გამგია,
გამზარდია,
გულუა (მეგრ), გულია (აფხ)
გოლორდავა,
გუნარია,
გუნია,
გურჯუა,
ღურწკაია (მეგრ),
დავითაია (მეგრ),
დამენია (მეგრ),
დარსანია (მეგრ),
დარცმელია (მეგრ),
დგებია,
დევიძე,
ჯაფარიძე,
ჟვანია,
ჯიბლაძე,
ჯინჯოლია (მეგრ),
ძაქანია,
ძიძარია,
დოჩია,
დუდუჩავა (მეგრ),
დუმავა,
დუნდუა (მეგრ),
ვარდანია, (მეგრ),
ვარდაია,
ვეკუა (მეგრ),
ზანთარია,
ზაქარაია (მეგრ),
ზარანდია (მეგრ),
ზარქუა (მეგრ),
ზინზიბაძე,
იაშვილი,
კაკავა,
ქართავა,
ქორთუა (მეგრ),
კორსანტია (მეგრ),
კოტუა,
კოღონია,
კულავა,
კუპრავა (მეგრ),
კუბრავა,
კურასკუა,
ქუთელია (მეგრ),
ქუჩუბერია,
კუხალეიშვილი,
ლაბახუა,
ლაგვილავა (მეგრ),
ლაზარია (მეგრ),
ლასურია,
ლატარია (მეგრ),
ლაღიძე,
ლოგუა (მეგრ),
ლოლუა (მეგრ),
ლომია (მეგრ),
ლომაია (მეგრ),
მაკაჭავა,
მალია,
მანია (მეგრ),
მანაგაძე,
მარღანია,
მარხოლია,
მარხულია,
თაყაიშვილი,
ქაჯაია (მეგრ),
კაკალია,
კაკალაია,
კაკუჩაია,
კალანდია (მეგრ),
ყალიჩავა (მეგრ),
კამკია,
ქანთარია (მეგრ),
ქარდავა (მეგრ),
ქარცხია,
ქარჩავა (მეგრ),
კასლანძია,
კაცია (მეგრ),
ქაჩაბავა,
ქვაბანძია,
კვარაცხელია (მეგრ),
კვასია,
კვარჩელია,
ქვაცაბაია,
ქვაჩახია,
კვეკვესკირი (მეგრ),
კვარჩია,
კვიკვინია,
კვიცინია,
კედია (მეგრ),
კიზირია (მეგრ),
კილასონია (მეგრ),
კილაძე,
კირტავა,
კირთაძე,
კირკინაძე,
მარშანია,
მატუა,
მებონია (მეგრ),
მელაძე,
მირცხულავა (მეგრ),
მინჯია,
მინაძე,
მიქავა (მეგრ),
მიქაია (მეგრ),
მექვაბია,
მხონჯია,
ნარმანია (მეგრ),
ნინუა (მეგრ),
ნიშანიანი,
ნოდია (მეგრ),
ნოზაძე,
ოდიშარია (მეგრ),
ოკუჯავა (მეგრ),
ოსია,
ორჯონიკიძე,
ოჩიგავა,
ფალანძია,
პანტია,
ფანცულაია (მეგრ),
ფანავა,
პაპასკირი (მეგრ),
პაპასკუა,
პატია,
ფაცაცია (მეგრ),
ფაჩულია (მეგრ),
ფაჩალია,
ფილია,
კობახია,
ყოლბაია (მეგრ),
კოკოსკერია,
ქონთარია (ქანთარია) მეგრ,
კონჯარია (მეგრ),
საქანია,
სალაყაია (მეგრ),
სალია (მეგრ),
სამსონია,
სანაია (მეგრ),
სონგულია,
სანიკიძე,
სარია (მეგრ),
სარსანია,
სართანია (მეგრ),
სასანია,
სიჭინავა (მეგრ),
ტაბაღუა (მეგრ),
ტამბია,
თარია,
თარნავა,
ტყებუჩავა (მეგრ),
ტორჩინავა,
ტორჩუა,
შერვაშიძე,
შაკაია,
შამათავა (მეგრ),
შარია (მეგრ),
შოუა,
ჩაბრავა,
ჩაკვეტაძე,
რამაკიძე,
რეკვავა (მეგრ),
როსტობაია,
საბუა,
საბეკია (მეგრ),
საღარია,
ჭედია (მეგრ),
შენგელია (მეგრ),
ჩეპია,
ჭითანავა (მეგრ),
ჭკადუა (მეგრ),
ჩოლორაია,
ჩქოტუა (მეგრ),
ცაბრია,
ცეცხლაძე,
ციკოლია (მეგრ),
წულუკია (მეგრ),
ხალია,
ხარბედია (მეგრ),
ხარაბუა,
ხარჩილავა (მეგრ),
ხეცია,
ხვინგია (მეგრ),
ხიდაშელი,
ხოჭავა,
ჩამაგუა,
ჩანგულია,
ჩასანია,
ჩაპრავა,
ჩაჩხალია,
ჭელიძე,
ჩემია (მეგრ),
ჩერქეზია (მეგრ),
ჩიქოვანი (მეგრ),
ჩიხლაძე,
ჭყონია (მეგრ),
ჩოჩუა (მეგრ),
ჩხეიძე,
წერეთელი,
წვინარია,
ცობეხია,
ხაზალია (მეგრ),
ხარაზია,
ხარზალია,
ხარებავა (მეგრ),
ხაცაია (მეგრ),
ხვარწკია,
ხვინტია,
ხონელია,
ხუბუტია (მეგრ).
ჯენია











--------------------
,,არწივი ვნახე დაჭრილი, ყვავ-ყორნებს ეომებოდა" ....

Isn't a delicate man out there for me? ....
Chkoni
ჭკონი (ჭყონი)


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3412
წევრი No.: 1073
რეგისტრ.: 5-July 02

გამოგზავნილია: 31 Aug 2006, 13:05  #3675800      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
Tsira
მაგ გვარების მიბჩუანის წიგნში არსებობა მიბჩუანს მეზღაპრის ტიტულს ვერაფრით შეულახავს biggrin.gif საქმე ის არის, რომ უმიბჩუანოდაც ცნობილი ფაქტია აფხაზებში ჩვენებური გვარების გავრცელებულობა და მეზღაპრე თუ რაღაც ფაქტსაც შეიტანს თავის კრებულში, ეს მას მართალ მკვლევარად ვერ აქცევს smile.gif

QUOTE
თქვენთვის მომინდვია და თვითონ განსაჯეთ შეიძლება თუ არა ისინი ორი სხვადასხვა ეთნოსის წარმომადგენლებს ეკუთვნოდეთ.

შენ როგორ ფიქრობ? შეიძლება ლაკირბაია ქართველიც იყოს და აფხაზიც? აფხაზური წარმოშობის გვარია და ზოგი აფხაზია და ზოგიც ქართველი. რა ვქნათ, ხელი ვკრათ ქართველ ლაკირბაიებს? თუ აფხაზებს ვაკვრევინოთ აფხაზი კვეკვესკირებისთვის ხელი, რადგან ქართული წარმოშობის გვარი აქვთ?
Tsira
კოლხი ამორძალი


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3706
წევრი No.: 3625
რეგისტრ.: 17-November 03

გამოგზავნილია: 31 Aug 2006, 15:17  #3676448      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · msn
Chkoni
მე მესმის შენ რასაც გულისხმობ და ნამდვილად წინააღმდეგი ვიქნები იმისა, რომ ისტორია შუღლის გასაღვივებლად გამოიყენონ.

მეც მინდოდა იმის აღნიშვნა, რომ ერთი გვარის ადამიანები ზოგი ქართველობს და ზოგიც აფხაზობს. თუმცა აქ მოყვანილი ამ გვარების ჩამონათვალი მოწმობს იმას, რომ რომ აფხაზები და მეგრელები ერთმანეთთან მჭიდროდ იყვნენ ისტორიულად დაკავშირებული. სულაც არაა შემთხვევითი, რომ მათ ერთნაირი ჟღერადობის და დაბოლოებების გვარები აქვთ. ეს ადასტურებს იმას, რომ აფხაზებიი (ესენი მაინც) ისეთივე ქართველები იყვნენ, როგორც მეგრელები.

ჰოდა, მეც დავსვამ ერთ შეკითხვას: როდემდე უნდა ეგონოს ქართული წარმოშობის აფხაზს, რომ ქართველი მისთვის უცხოა და გადამთიელია? მტერია და უცხო ეთნოსია? მოთრეული აფხაზეთის მიწაზე? როდემდე უნდა ქონდეს ტვინი ამღვრეული რუსების მიერ შეთითხნილი აფხაზების ისტორიის ვერსიებით?

იქნება გვეცადა და მოგვეხერხებინა ამ ხალხში იმ გრძნობის გაღვივება, რომ ისინი ჩვენი - ქართველების სისხლისმიერი ძმები არიან, ჩვენ საერთო წინაპრები გვყავდა, ისინი ერთად იბრძოდნენ და იცავდნენ საქართველოს.
არწივი9
სამაგალითო ქართველი


********
ჯგუფი: Members
წერილები: 43275
წევრი No.: 18452
რეგისტრ.: 21-March 06

გამოგზავნილია: 2 Sep 2006, 14:50  #3687758      · პროფილი · პირადი მიმოწერა · im · aim · yim · msn
სანამ რუსეთი არ დაიშლება არაფერი გვეშველება! ძირს რუსეთი!


--------------------
რაციონალიზმი ჩვენს ცხოვრებას ხდის სასარგებლოდ, ირაციონალიზმი კი საინტერესოდ

ამქვეყნად ყველაფერი იცვლება და მხოლოდ ცვალებადობაა მუდმივი (!)

კვანტური მექანიკა ესაა მეცნიერება კვანტის გამოდების შესახებ ;)
bucho
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2529
წევრი No.: 8766
რეგისტრ.: 15-February 05

გამოგზავნილია: 3 Sep 2006, 19:18  #3693873      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა

QUOTE
მეც მინდოდა იმის აღნიშვნა, რომ ერთი გვარის ადამიანები ზოგი ქართველობს და ზოგიც აფხაზობს.

ჩემი ახლო ნათესავი,ორი პიროვნება,ძმები არიან,ერთი აფხაზობს მეორე ქართველობს,როგორ მივუდგეთ ამ კონკრეტულ საკითხს,რამ გამოიწვია ასეთი გაორება?


--------------------
ყველა ჩვენგანში გენიოსს სძინავს,რაც დრო გადის მით უფრო ღრმად...
ბერიკა
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3294
წევრი No.: 17043
რეგისტრ.: 9-February 06

გამოგზავნილია: 3 Sep 2006, 19:20  #3693881      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი · aim · yim
დრომ..
ასე იცის ხოლმე... ყველაფერი შეიცვლება...

უკვე მალე...

აფხაზეთის ისტორია და მთლიანად საქართველოსი ალბათ მალე შეიცვლება!


--------------------
12345678910
bucho
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2529
წევრი No.: 8766
რეგისტრ.: 15-February 05

გამოგზავნილია: 6 Sep 2006, 11:27  #3708780      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
მე როგორც ვიცი და ურთიერთობა მაქვს აფხაზები ორად იყოფიან : გუდაუთელი აფხაზები და აქეთ ტყვარჩელს გამოღმა აფხაზები,ვერ გამიგია ასე რატომაა დაყოფილი? spy.gif

This post has been edited by bucho on 6 Sep 2006, 11:28
არწივი9
სამაგალითო ქართველი


********
ჯგუფი: Members
წერილები: 43275
წევრი No.: 18452
რეგისტრ.: 21-March 06

გამოგზავნილია: 13 Sep 2006, 20:44  #3755339      · პროფილი · პირადი მიმოწერა · im · aim · yim · msn
დავუჯეროთ ტურჩანინოვს და მის მიერ აღმოცენილ უძველეს აფხაზურ ანბანს! არა ისე რა საინტერესოა მაინც სად გაქრა ეს ანბანი? ალბათ ვერგმა ბერიამ მოსპო? biggrin.gif
Freidenker
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 45
წევრი No.: 23223
რეგისტრ.: 14-September 06

გამოგზავნილია: 14 Sep 2006, 15:57  #3760377      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
QUOTE (Dizaveli @ 31 Oct 2005, 12:49 )
კარგი რამ არის ეს ფორუმი.
ისტორიაში ჩახედული ხალხის აზრი მაინტერესებს -

1-აფაზეთი ისევე საქართველოა ისტორიულად როგორც სამეგრელო? როგორც გურია?
სამურზაყანოზე რა ხდება?

2- ვინ იყო ლეონ II და თუ მართლა "აფხაზი" იყო? ლეონ I სად არის? (რა, 2-დან ეწყებოდათ აფხაზებს ათვლა?)

3- რა ისტორიული წყაროები ადასტურებენ "აფხაზეთის" სამეფოს არსებობას? (როგორც დამოუკიდებელს) და თუ ასეა? რატომ არ იქნა აღმოჩენილი ეს წყაროები აფხაზურ ენაზე ("აფსნი" სადმე ხომ უნდა ეწეროს?)

მომაშველეთ რამე არგუმენტები რა ჩემთვის მინდა, აფხაზებს ბევრს მაინც ვერ გააგებინებ კაცი...

1. საკითხის ეგეთი დასმა, შეცდომაა. ყველა რეგიონი ან თუნდაც ქვეყანა, ისტორიულად ვიღაცის ნაწილი იყო და ხელიდან ხელში გადადიოდა. არ არსებობს ტეროტორია, რომელიც რომელიმე ხალხს " ეკუთვნის"
2. ლეონ II თავის თავს კი "აფხაზს" უწოდებდა, მაგრამ მე-9 საუკუნეში "აფხაზი" დასავლეთ საქართველოს აღნიშნავდა. ლეონ II იყო ერთ-ერთი აფხაზი(Dრევანდელი აფხაზეთის მკვიდრი) დიდებული, რომელმაც ხაზართა ხაკანის(რომელთანაც დანათესავებული იყო) დახმარებით ბიზანტიელები განდევნა დასავლეთ საქართვეოდან საქართველოდან. შემდეგ კი თავისი რეზიდენცია ქუთაისში გადაიტანა, რაც მაინცდამაინც "აფხაზურ" პატრიოტზმზე არ მიუთითებს. "აფხაზთა სამეფო" კი მთელი დასავლეთ საქართველოს სახელწოდება იყო შუა საუკუნებიის განმავლობაში. დავით აღმაშენებლის ტიტულატურაც ასე იწყებოდა "მეფე აფხაზთა,ქართველთა, რანთა... და ა.შ. აფხაზთა მეფობა, აღნიშნავდა მთელი დასავლეთ საქართველოს მფლობელობას და არა მხოლოდ აფხაზეთისა. დღევანდელი აფხაზები სავარაუდოდ ჩრდილოკავკასიელთა(ადიღეელები) შთამომავლები არიან, რომლებიც აფხაზეთში მე-16-17 საუკუნეებში დასახლდნენ, მას შემდეგ რაც ოდიშის მთავარები, რომლებსაც აფხაზეთიც ეკუთვნოდათ, არერთგზის დაამარცხეს და რეგიონიდან გააძევეს. ლევან II დადიანმა კელასურთან კედელიც კი ააშენა აფხაზთა სემოსევებისაგან თავის დასაცავად, მაგრამ უშედეგოდ აფხაზები მისი სიკვდილის შემდეგ ენგურამდე მოვიდნენ
3. წყაროები შეგიძლია იპოვო ივანე ჯავახიშვილის "ქართველი ერის ისტორიაში", ლ. სანიკიძის "დედა-ისტორიაში" ან ირაკლი ანთელავას მონოგრაფიაში "ლევან II დადიანი"
* * *
QUOTE (Dizaveli @ 5 Nov 2005, 09:54 )
Solveig მართალია, ლეონ მე–2–ზე ვამბბ.

მოკლედ რომ ვთქვა, ასეთი განტოტება არსებობს ბაგრატიონებისა (ხომ არ მეშლება) ეგრის-აფხაზეთის სახელმწიფოში: (იხ.ჩასმული სურათი)

აქვე მიჩნდება, “ამერიკულ-სიმპლისტური” ტიპის შეკითხვა – რატომ იწყებოდა ათვლა ლეონისა 2 დან? ასევე თეოდოსი II, დემეტრე II…

სად არიან პირველები? თუ “გამოეყო” ეს სამეფო საქართველოს ეგ დღევანდელი “დამოუკიდებლობის იდეისთვის” ვერაფერი შვილია – იმერეთიც ცალკე იყო და გურიაც , მაგრამ აქედან გამომდინარეობს, რომ საერთო, ეს-ენ-გე სავით არეალი მაინც არსებობდა და მიუხედავად რამდენიმე სამეფოსი, მეფეები არ ირქმევდნენ ერთმანეთის სახელებს.საკმაო ერთობაა თუნდაც დამოუკიდებლობის მწვერვალზე მყოფი “აფხაზეთისთვის”.

მეორე საკითხი – აფხაზეთ-ეგრისია თუ ეგრის-აფხაზეთი, ანუ ვინ ვინ “ჩაყლაპა”? წარმოვიდგინოთ რომ ათასი წელი გავიდეს და საქართველომ თქვას, ჩემი იმპერია იყო საბჭოთა კავშირი, რადგან ქართველებმა შექმნეს და მერე მთელი რუსეთი დაიპყრესო (და ნახევარი ევროპაც).
აფხაზი იყო ლეონ მეორე? მერედა რა ენაზე გასცემდა ბრძანებებს, ვინ აკურთხა? ქრისტიანი იყო თუ არა და საერთოდ როგორ ჩამოყალიბდა ეს სამეფო. (თანაც სატახტო ქალაქით ქუთაისში)

ჩემი ყველაზე დიდი შეკითხვა მაინც ასეთია – არსებობს თუ არა ხელნაწერები სადმე, როდესმე, აფხაზურად? თუ კი, რას ეძახიან თავიანთსავე მხარეს იმ ხელნაწერებში – აფსნის? ან არსებობს ხელნაწერები რომელიც სოხუმს ან სოხუმ-კალეს მოიხსენებენ როგორც აშაკუკუა თუ რაღაცა უბედურება? (“აფსი” –სოჭს ნიშნავს თუ არ ვცდები).

აი ამ საკითხებში თუ გამარკვევენ აფხაზები მერე ვილაპარაკოთ მათ ძირძველ წარმოშობაზე თუ სამეფოზე.

რათქმა უნდა, გარემოებათა გამო, აფხაზეთის სამეფო ცალკე შეერთდა რუსეთთან და დამოუკიდებლობაც მოიპოვა მაგრამ არსებობს 1918 წლის ხელშეკრულება სადაც ითხოვენ ქართველებისგან რუსეთის მიერ (!) წართმეული ტერიტორიების დაბრუნებას და ეკონომიურ ხელშეწყობას, რაც საქართველომ პირნათლად შეასრულა. გაგრის იქით აფხაზეთი წართმეული ჰქონდა რუსეთს. მაგრამ ეს სხვა საკითხია, უფრო თანამედროვე ისტორიიდან თუმცა არანაკლებ საინტერესო, მე ჯერ მეფეებზე და 2-დან ათვლაზე მაინტერესებს რა ხდება…

QUOTE
Solveig მართალია, ლეონ მე–2–ზე ვამბბ.

მოკლედ რომ ვთქვა, ასეთი განტოტება არსებობს ბაგრატიონებისა (ხომ არ მეშლება) ეგრის-აფხაზეთის სახელმწიფოში: (იხ.ჩასმული სურათი)


აფხაზთა სამეფოში ბაგრატიონები პირველად ბაგრატ კურაპალატის ქვეშ საქართველოს გაერთიანების შემდეგ გაჩნდნენ. ანუ აარ ამრტო აფხაძთა მეფეები იყვნენ არამედ სხვა სამეფოებისაც(ქართველთა, რანთა კახთა, სომეხთა). როგორც გითხარი დავით აღმაშენებელიც კი თავის თავს აფხაზთა მეფეს უწოდებდა და ასეცაა მოხსენიებული არაბულ ქრონიკებში


QUOTE
აქვე მიჩნდება, “ამერიკულ-სიმპლისტური” ტიპის  შეკითხვა – რატომ იწყებოდა ათვლა ლეონისა 2 დან? ასევე თეოდოსი II, დემეტრე II…

სად არიან პირველები? თუ “გამოეყო” ეს სამეფო საქართველოს ეგ დღევანდელი “დამოუკიდებლობის იდეისთვის” ვერაფერი შვილია – იმერეთიც ცალკე იყო და გურიაც , მაგრამ აქედან გამომდინარეობს, რომ საერთო, ეს-ენ-გე სავით არეალი მაინც არსებობდა და მიუხედავად რამდენიმე სამეფოსი, მეფეები არ ირქმევდნენ ერთმანეთის სახელებს.საკმაო ერთობაა თუნდაც დამოუკიდებლობის მწვერვალზე მყოფი “აფხაზეთისთვის”.



აფხაზები "აფხაზთა სამეფოს" და ლეონს ტყუილად ითვისებენ. მთავარი მოვლენა აფხაზების ისტორიაში იყო მაგათი ჩამოსახლება აფხაზეთში XVI-XVII საუკუნეებში. მაგ საკითცზე შეგიძლია პავლე ინგოროყვას ნაშრომები წაიკითხო.
მაგრამ ისიც სათქმელია, რომ მუჰაჯირობამდე აფხაზეთის მოსახლეობის უმრავლესობა იყვნენ და 17 პროცენტი ცარისტული მთავრობის და მერე ბერიას წყალობით გახდნენ
Tsira
კოლხი ამორძალი


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3706
წევრი No.: 3625
რეგისტრ.: 17-November 03

გამოგზავნილია: 26 Sep 2006, 19:28  #3835457      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · msn
აფხაზეთის ძველი გვარების შესახებ ინფორმაცია მოიპოვება საეკლესიო დავთრებში. კასტელის ცნობებსაც დავდებ აფხაზური გვარების შესახებ.

,, . . ბიჭვინთის საკათალიკოსო ეკლესიის (რომელიც თავის დროზე მთელი დასავლეთ საქართველოს სამწყსოს აერთიანებდა) ბეგარა-გადასახადთა, შემოწირულობათა, წყალობათა და სხვა დავთრებში ჩვენამდე მოღწეული სიების მიხედვით, ოჩამჩირე-სამურზაყანოს რეგიონებში XVI საუკუნის მეორე ნახევარში და შემდეგ ცხოვრობდნენ, კერძოდ ნაჟანაეულში (ნაჟვი - სოჭი), რომელიც ოჩამჩირის რაიონში (ჭალის ანუ ჭლოუს ადგილზე მდებარეობდა, მაგრამ შემდეგ წალეკილ და გაუკაცრიელებული იქნა აფსუათა თავდასხმების შედეგად): შუშანია (ზოგჯერ მხოლო გვარია დაფიქსირებული), ჯგვიბუია თოლიოქრო, სუბუქია თემნა, ჯაკობია გუგუტია, მჭიშია კაკაურსა, ვარსიმეა უჩაია, ხვარაშია უჩაია, მამისშურო უჩაია, სოფერდია, თოლსკვამია . . . თომიხილა ელიშია, რუსაყია მარცვალია, მამისმამა გოგილავა, შურითოლი გოგილავა, სამელია, მამისმამა ღრუბლაია, ჭუჭა მურუა, ცისტარია მამისმამა, ინალი კოდია, ივანე კოდია, დოლიბედი კოდია, დეისმამა ქაჯაია, კურცხა ლოგუა, გაბელია, შია ქაჯაია, გუტია ხუხუშია, ჯგუბურია ნიკოლა, ძაძუა, კონჯარია, ფიოლია.

ამავე საეკლესიო სოფლის გლეხთა 1621 წ. საგადასახადო სიაში ჩამოთვლილია: მიხილია უჩაია, თოლიოქრო ჯაკობია, გურმიხილი უჩაია . . . ჯგეკოჩი დიდია, ორქოლეი კოდია, ჯგუბურია გურიშია, ბუბუტია, სუბუქია, სოხერდია შუშანია, ივანე შუშანია, კოჩივარა კუტარა, ბახუტა დიდია, კოჩილეი დიდია, მჭითანა ჩარაჩუ, გაბრიელ ძაძუა, აბრამ ძაძუა, მარსალია სამელია, თოლიოქრო გოგილა, ხუხურია გოგილა, მატოფია, მესტუმრია ქაჯაია, კოჩილა მარკოზია, თოთიბია ჯამანია, მოძირუდა ციკუტია, გვინიშა ბაგუძლა, კოჭოლა ღრუბელაია, გვიჩო ღრუბელაია, მემჭიშია გურუა, თოლიმაფუ ხისტარია, მესტუმრია დავითია, კოჩია ცისტარია, თოლიშია ლოგუა, მაჭიხოლა კოდია, მიხილია კოდია, კოჩილა ელიშია, თოლმიხილა ელიშია, ესკვამადა ელიშია, მამალეი კონჯარია, გიორგი კონჯარია, თოსკუამია კონჯარია, გვიანიშა კონჯარია, თოლიოქრო ჭვიშტარია, მირჩქილი ფიოლია, გოროშია კოტარია, ჭუჭუ კონტარია.

შემდეგ ჩამოთვლილია ხოირის (1621 წ) გლეხები: ხუხუტა დიდია, კაკაია ჩაგუა, გოგია ჩაგუა, უკულაში ლასურია, უსკუამა ლასურია, მიხილია მუზურგანია, მამულია წებელარა, ჯგერგეშია ჩაგუა, გურმიხულა ჩაგუა, ხუხული ჩაგუა, ქაქალია, ჩაგუა, ბაბადია ქუნია, ქიტა, ჯურისა ჯიტა, ვაჟობა გრიგოლია, გოკურცხია გრიგოლია, სკუამილეი ჯიქია, გამიგონი ბიჭვა, მაშუტია დიდია, ტოლიოქრო დიდია, გავაშელ დამაკოჩია, ხუხალია ამბალია, ხუცეს ამბალია, გამიგონა ჯომნია, ვაჟიკოჩა ჯომნია, მხიარულა კაკუა, იშამორთა კაკუა, მოირდინა კაკუა, ქურია, ხუხინია, ჯაკობია, კოსტარია, ხუხულია ამბალია, ივანე ამბალია, გამიგონა ჯომნია, ვაჟიკოჩა ჯომნია, მხიარულა კაკუა, ხახუტა გამრეკელია, ხერგუა.

აქვე სუბვისა და მისი მიმდგომი სოფელ მუხურის მცხოვრები: თაიმაზ კიტია, ქუაქულია კიტია, ქერიბინ კიტია, ჯგერგეკოჩი კიტია, შურიმიდგი კიტია, პერტია, ძღირუა, ყელგრძელი ქორჩოლუა, კაკა ჯაკონია, ვაჟობია ჯაკონია, მაჯაჭვია ჯაკონია, საკუამილი ჯაკონია, ქომირა ჯაკონია, სანატრელი ღუაჯაგია, მახუტია გომთინირია, მამულია არტონია, უწყინარა ხვინგია, მიქა მიქელია, შურიმიგდი მიქელია, უჩაელი ბიგუა, არტონია, მიქა არტონია, ბიტა არტონია, გუგურია ჯიმია, სუბეი ღუაჯაგია, პირნათე კიტია.

განსახლების მხრივ XVII ს-ში ასეთივე ეთნიკური ვითარებაა თილითში, სადაც ცხოვრობდნენ: ხუცესი თიფშხუა, ტიშია თიფშხუა, იესე თიფშხუა, მამატრი თიფშხუა, ტიშია თიფშხუა, ჯგეკოჩი ცქურია, სორდი ცქურია, მიხილია შუნია, შორდა გულუა, თუთაშხია გულუა, მიხილია ოთეფანასკირი, თასია ჩერჩია, ბაბაშური ჟვანესკირია, ბადია მომარდია, მორდილია ბულია, თოთაშხია ქუფაჩა, თოლისკუამი ფაჟა, თოლისკუა კირჩხელი, ქაღარა ჟვანესკირია, თოსკვამია ხუხუა, ხუხულობა ზარქუა, უჩაკოჩი შანტია, ხუხუა, ტოროჯია, გუაგულა შარინავა, ლომინია ცისკარავა, შურითოლი მარულავა, მამა შუნია, თოსკუამია მარხალია, შურიმიდგი ჩხირუა, ბებლი შუანია, ორქოია გირგოლავა, ვარგიბია გირგოლა, თაუზარ გირგოლა, პანათე გირგოლა.

მსგავსი გვარები სახლობდნენ ხაუჟელში (იგივე ოჩამჩირის რაიონში): ცუხეს ვარდანია, ქაქაცა ვარდანია, ვართანგია, ფარსმანია, გინძია, ჩორქუა, თავბერწებელაია, დალაბა ხალიბესშვილი, გაჭირდია წებლარია, გუგურიში წებლარია, ქაქულია წებლარია, გაირჩქანი სალატია, უჩარდია სალატია, თოსკუამია დუშია, ძუკა დუშია, მახუ ვარდანია, გიორგი ვარდანია, საბედო ვარდანია, თენა შონია, მაძღუბლა, ხვიტია მისერია, კახაბერ მისერია, უჩარდია შონია, უწყინარი ნისელია, მაჭი ხულია, წინა ნისრია.

ხაუჟელის მახლობლად - ზღვის ნაპირზე მეთევზეთათვის განკუთვნილ ტყავრუს პუნქტში ცხოვრობდნენ: მაშუტა შამბია, ქუქულია შამბია.
შემდეგ 1624 წ. საკათალიკოსო დავთარში ნათქვამია: ,,არის ჭალას საყდარი და ნაჯაინო სასახლე და კაცები . . . ხუცესს გოგორდავა, გვატა გორდავა, მიხილია ჩაგლია, ბშხუფლია, მაჭიხოლი ჭანია, შურიმიდგი ფალია, მარჭია ქვაცხა, ლორთეღი ბიბილია”.

,,ქართული სამართლის ძეგლები”, III
Chkoni
ჭკონი (ჭყონი)


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3412
წევრი No.: 1073
რეგისტრ.: 5-July 02

გამოგზავნილია: 26 Sep 2006, 21:58  #3836409      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
QUOTE
(ჭალის ანუ ჭლოუს ადგილზე მდებარეობდა, მაგრამ შემდეგ წალეკილ და გაუკაცრიელებული იქნა აფსუათა თავდასხმების შედეგად)

ეს ქართული სამართლის ძეგლებში არ წერებულა და ნეტა ვისი შემოქმედებაა? იქნებ გვეცა ქართული ენისთვის პატივი და არ დაგვემახინჯებინა? ანუ იმ ხალხისთვის, რომელიც თავს "აფსუას" უწოდებს, გვეწოდებინა "აფხაზი", ანუ რაც მათ ქართულად ერქვათ და ქვიათ biggrin.gif დაახლოებით ასევე ერქვათ/ქვიათ მათ მეგრულადაც (აფხაზა) და სვანურადაც (მუ-ჲფხაზ: აფხაზი, აფხაზ-არ: აფხაზები). "აფსუა" მხოლოდ მათი თვითწოდებაა, ისევე, როგორც ქართველების თვითწოდებაა "ქართველი". თუ აფხაზურ ეთნონიმებზე გვინდა გადასვლა, მაშინ ქართველს ვუწოდოთ აქირთუა, მეგრელს აგირუა, სვანს აშვანუა და სომეხს კიდენა აშვამახ biggrin.gif

ისე ერთი ძველი მეგრული ლექსი გამახსენდა ახლა:
აფხაზეფი, აზა-კვაზა,
სი მუ ღოლი სქანი ვაზნა?
ინა ქორთუს ქოდუუტეე
მა ყუდეშა ქუვოკვაზა.
აფხაზეფი კუჭუ-კუჭუ,
ქორთუენსუ დუუღუჭუ.
აყუჯიხა მუნაფილი,
აფხაზეფი ჟღირაფილი.
აფხაზეფი, ყუჯიფიჩა,
აშო ცხენით მიიშ დო
ვიშო ბიგას მიიბიჯა...
აფხაზეფიშ ქუდი ქოგუ
ჩქინებურა ბერიშ ქუს.

ნეტა ვიზეა ნათქვამი ეს, ”ქართველ” აფხაზებზე, თუ ”აფსუებზე” biggrin.gif

ისე, მოყვანილი დოკუმენტი იმ ფაქტს ცხადყოფს, რომ აღნიშნულ პერიოდში მაგ სოფლების მოსახლეობა მეგრული იყო. არქანჯელო ლამბერტი XVII ს-ის შუა ხანებში მდინარე კოდორს ასახელებს აფხაზების და მეგრელების ეთნიკურ საზღვრად და წერს, რომ როგორც კი მდინარეს გადახვალ, იწყება აფხაზური საუბარი და იგი ისევე ყოფს სამეგრელოს აფხაზეთისგანო, როგორც რიონი -- გურიისგან, სადაც ქართულად მეტყველებენო smile.gif

This post has been edited by Chkoni on 26 Sep 2006, 22:06
Aniberia
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 498
წევრი No.: 20125
რეგისტრ.: 1-June 06

გამოგზავნილია: 27 Sep 2006, 01:08  #3837751      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
QUOTE (Tsira @ 29 Aug 2006, 20:42 )
სხვა უფრო საინტერესო ვერაფერი დაინახეთ მანდ?

ცირა,
მე ის დავინახე, რომ ჩვენი პრეზინდეტის მიერ, კოდორის დაპყრობას სიმბოლური მნიშველობა ჰქონია! ანუ იცის ჩვენმა მიშამ , ალბათ, ეს ყველაფერი და საქართველოს გაერთიანებას ზუსტად კოდორიდან იწყებს! yes.gif


--------------------
თბილისი ხომ სიმღერაა
აგანთებს და გადაგწვავს
Tsira
კოლხი ამორძალი


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3706
წევრი No.: 3625
რეგისტრ.: 17-November 03

გამოგზავნილია: 27 Sep 2006, 17:24  #3841634      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · msn
Chkoni
მე მგონი გარკვევით წერია მანდ, რომ ეს გვარები ეკუთვნოდა აფხაზეთში მოსახლე გლეხებს და დაფიქსირებული იყო საეკლესიო დავთრებში.

შენ რომ ძველი მეგრული ლექსი გაგახსენდა, გასარკვევია რამდენად ,,ძველია. არა მგონია XVII საუკუნეზე უფრო ადრინდელი იყოს, ალბათ უფრო გვიანდელია. მაშინ კი, ძვირფასო ჭყონი, ეთნიკური სურათი აფხაზეთში უკვე შეცვლილი იყო და ,,აფხაზი" იმ ხალხს აღარ ერქვა ვისაც ადრე. ანუ მეგრელისთვის აფხაზი იყო მოძალადე და გადამთიელი, რომელიც თავს ესხმოდა და აწიოკებდა მეგრულ სოფლებს. ამიტომ ამ ლექსის ტონი გასაკვირი არაა.

რომ გაიძახი ,,აფსუა" აფხაზების თვითწოდებააო, რატომ იმას არ იტყვი, რომ ყველა აფხაზი თავს არ თვლის აფსუად. რატომ იმას არ ახსენებ, რომ აფხაზეთში XVII საუკუნეში ადიღური მოდგმის ხალხთა შემოდინება მოხდა და ეს დოკუმენტალურადაც დადასტურებულია. არქანჯელო ლამბერტიც უკვე ამ სიტუაციაზე წერდა.
* * *
Aniberia
კოდორის ,,დაპყრობა" ცოტა უხერხულადაა ნათქვამი wink.gif
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (111) « პირველი ... 5 6 [7] 8 9 ... ბოლო » Closed Topic · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: კავკასუს ონლაინი
[ Script Execution time: 0.0953 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]