forum.ge
reklama
FORUM.GE ... წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
reklama

  Closed Topic · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> აბოს წამება, ბოლო თავი
shvelo96
Ghost


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2481
წევრი No.: 83209
რეგისტრ.: 24-January 09

გამოგზავნილია: 18 Oct 2011, 18:45  #27902361      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი · aim
აბოს წამების ბოლო თავის (ქებაი წმიდისა მოწამისა ჰაბოისი) შინაარსი გეწწერებათ ვინმეს biggrin.gif


--------------------
‎(true && (false || !(true || (!!false)))) && (false || !(false || !true))
Yan-LoonG
ბერიძე


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4605
წევრი No.: 98894
რეგისტრ.: 2-September 09

გამოგზავნილია: 19 Oct 2011, 14:37  #27916449      · პროფილი · პირადი მიმოწერა
QUOTE
აბოს წამების ბოლო თავის (ქებაი წმიდისა მოწამისა ჰაბოისი) შინაარსი გეწწერებათ ვინმეს biggrin.gif

ერსე თავის თანმხლებ პირებთან ერთად, გადმოდის ქართლში, სადაც ცხოვრობს როგორც კერძო პირი. ჭაბუკი აბო კი ამჯერადაც არ შეუშინდა განსაცდელს და თავისი მაგალითითა და ქცევით ამხნევებდა ქართველ ქრისტიანებს. ამიერიდან იგი თავის ახალ სარწმუნოებას არამც თუ აღარ ფარავდა, არამედ აშკარად იღვწოდა, ვითარცა ჭეშმარიტი ქრისტიანი „იქცეოდა განცხადებულად ქრისტიანედ“, ჰგმობდა თვისთა თანამემამულეთა ბიწიერ ცხოვრებასა და სარწმუნოებას და ქრისტეს ყოვლადმხსნელ მოძღვრებას უქადაგებდა. მალე გამართლდა აფხაზთა მთავრის შიში. აბოს გულმოდგინებამ ქრისტიანობაში, მაღალმა სათნოებამ და დიდად ღუაწლმოსილმა ცხოვრებამ სიძულვილი აღძრა მის თანამემამულეთა შორის: ზოგნი ამტყუნებდნენ მას მამა-პაპათა სჯულის ღალატისათვის, ზოგნი სწყევლიდნენ და ლანძღვით იკლებდნენ, ზოგნი აგინებდნენ და სდევნიდნენ, და ზოგნიც სიკვდილით ემუქრებოდნენ, მაგრამ ვერც ცთუნებითა და ვერც მუქარით ვეღარ შეარყიეს ჭაბუკი და ვერ ააღებინეს ხელი ქრისტეს სარწმუნოების სიყვარულზე. ხოლო „ღმრთისმოყვრეთა, რომელთა იცოდეს სათნოებაი მისი - იღუწიდეს საზრდელითა და სანოვაგითა“. აბოს მოღვაწეობა თბილისსა და მის შემოგარენში გაგრძელდა სამ წელიწადს.

არაბების დაბეზღებამ გაჭრა - აბო დააპატიმრეს და მსჯავრის მისაგებად თბილისში მჯდარ არაბთა ამირას მიჰგვრეს. მან საპყრობილეში ჩასვა, მაგრამ რამდენიმე დღის შემდეგ, ქართლის ერისმთავრის, სტეფანოზის, შუამდგომლობით გაათავისუფლა.

მაჰმადიანები მაინც თავისას არ იშლიდნენ და აბოს ურჩევდნენ უარეყო ქრისტე და თავის მამა-პაპათა სარწმუნოებას დაბრუნებოდა. მაგრამ მალე დარწმუნდნენ, რომ იგი მტკიცედ იდგა ქრისტეს სარწმუნოებაზე და „განრისხებულნი და აღბორგებულნი, სავსენი შურითა ქრისტეანეთაითა“ შეითქვნენ და ახალ ამირასთან დაასმინეს, - ამ ქალაქში ერთი ჭაბუკი ცხოვრობს, წარმოშობით არაბი და მაჰმადიანად გაზრდილი, ჩვენი სჯული დაუტევებია, ქრისტიანობა მიუღია, ქალაქში უშიშრად დადის და ქრისტიანობას, როგორც ერთადერთ ჭეშმარიტ სარწმუნოებას, სხვა არაბებსაც დაუღალავად უქადაგებსო, ბრძანე მისი შეპყრობა და წამება მანამ, სანამ ისევ მაჰმადის სჯულს არ დაიბრუნებს. იგი უნდა მოკვდეს, რათა მრავალმა არ მიბაძოს მის ქცევასო.

არაბთა მიერ აბოს დასმენის ამბავი ქრისტიანებმაც შეიტყვეს და სასწრაფოდ აცნობეს: შენ შეპყრობასა და ტანჯვას აპირებენ და განერიდეო. მან კი უპასუხა: მე არა მხოლოდ ტანჯვას ავიტან ქრისტესთვის, არამედ სიკვდილსაცო. გამოვიდა ქალაქში და სხვადასხვა უბნებში ყველას დასანახავად მიმოდიოდა და ქადაგებდა. როდესაც აბო შეიპყრეს და ამირას წარუდგინეს, გაკვირვებულმა ჰკითხა მას: ნუთუ მართალია, რაც შენ შესახებ მოვისმინე? რომ ტომით არაბს მამა-პაპათა სჯული მიგიტოვებია და ქრისტიანებთან ერთად ცდუნებულხარ? ახლავე მოემზადე და ისევ იმ სჯულით ილოცე, რომლითაც მშობლებს გაუზრდიხარო. სულიწმიდის მადლით აღვსილმა აბომ კი ასე უპასუხა: მართალია არაბი ვარ, მაჰმადის სჯულსაც კარგად ვიცნობდი და მის წესებსაც ვიცავდი, რადგან უმეცარი ვიყავი, მაგრამ მას შემდეგ, რაც ჩემს ნათესავებს შორის გამომირჩია ქრისტემ და თვალი ამიხილა, დავუტევე მე კაცთა მიერ შეთხზული სჯული და შევუდეგ ქრისტეს მიერ მომადლებულ ჭეშმარიტ სარწმუნოებას „სამებისა წმიდისასა მამისა და ძისა და სულისა წმიდისასა, და ამით ნათელ მიღებიეს და ამასცა თაყუანის ვსცემ; რამეთუ ესე არს ღმერთი ჭეშმარიტი, და აწ ქრისტეანე ვარ, თვინიერ ყოვლისა ცილობისა (ეჭვისა)“. ოღონდ მაგ სიგიჟეს თავი დაანებე და თუ სიღარიბის გამო გახდი ქრისტიანი, ოქრო-ვერცხლით აგავსებო, - ჰპირდებოდა ამირა. ოქრო და ვერცხლი შენ თვითონ გქონდეს, შენივე თავის წარსაწყმედელად - განაგრძობდა მშვიდად ნეტარი - ხოლო მე კაცთაგან ბოძებულ პატივს არ ვეძებ, არამედ ქრისტესმიერ ბოძებული უხრწნელი გვირგვინი და „ცათა შინა“ საუკუნო პატივიც მეყოფაო. მაშინ ამირას ბრძანებით აბოს ხელ-ფეხზე მძიმე ჯაჭვები დაადეს და 785 წლის 27 დეკემბერს, სამშაბათს, ქრისტეს მოციქულის, პირველ-დიაკონისა და პირველ-მოწამის სტეფანეს ხსენების დღეს საპყრობილეში ჩააგდეს.


--------------------
ოპელ ვექტრას სარკეებს მე ვკრიშავ....

ტყვია გაუმტარი ბერი რომელ საათზე გადის მზეზე ?

აუ ქინდერში ქოლგიანი ბეგემოტი ამომივიდა
GeoSpeedcuber
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1694
წევრი No.: 135342
რეგისტრ.: 31-August 11

გამოგზავნილია: 19 Oct 2011, 15:35  #27917326      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
სკოლაში უკვე ბოლო თავზე ხარ ? :O:O მე ჯერ არც დამიწყია


--------------------
მირბის მიმაფრენს ეს ჩემი ლოსი
პაპავა არის სუფთა ფალოსი
© TetGiorgsson

http://abaaxti.wordpress.com/
shvelo96
Ghost


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2481
წევრი No.: 83209
რეგისტრ.: 24-January 09

გამოგზავნილია: 19 Oct 2011, 15:52  #27917583      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი · aim
Yan-LoonG
ჯიგარი ხარ

30 ჩარი
LOLZ
ჭორიტიკოსი


********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 21292
წევრი No.: 6624
რეგისტრ.: 1-October 04

გამოგზავნილია: 19 Oct 2011, 17:14  #27918854      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი · aim
თემა დაიხურა.

shvelo96
მსგავსი ტიპის კითხვებისთვის არსებობს მიშველეთ-დამეხმარეთ თემები. ყველა გამყოფილებასა და ქვეგანყოფილებაში. გაითვალისწინე თორემ მერე ჰარი პოტერი ვერ დაგიფარავს ვორნისგან smile.gif)


--------------------
Ave Gijmaj! თაყვანი მეცით, თქვენი ახალი ღმერთი ვარ!!!
--
უნდა იყო აჩქარებული მაგრამ ნელი. საოცარი რამეა. ვინც ამას შეძლებს აუცილებლად გადადგავს სწორ ნაბიჯებს.
--
Every person, all the events of your life are there because you have drawn them there. What you choose to do with them is up to you.
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Closed Topic · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: კავკასუს ონლაინი
[ Script Execution time: 0.0335 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]