forum.ge
reklama
FORUM.GE ... წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (27) « პირველი ... 5 6 [7] 8 9 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) Closed Topic · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> ანტი-კათოლიკური პროპაგანდა საქართველოში
ramshtain
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6042
წევრი No.: 97151
რეგისტრ.: 3-August 09

გამოგზავნილია: 25 Jan 2010, 01:24  #17614443      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
QUOTE (GITANA @ 20 Jan 2010, 10:57 )
aka
QUOTE
ვატიკანი ოქროში რომ იხრჩობა და ნახევარი აფრიკა შიმშილობს, ეგეც მონაჩამხია?


რას ლაპარაკობbiggrin.gif
ჩვენი მღვდლების უმეტესობისთვის ეკლესია რომ სარფიან ბიზნესად იქცა და სამღვდელობა ერთ-ერთ შეძლებულ ფენად და ეკლესიის გარშემო უამრავი მათხოვარი ზის და არა მარტო ეკლესიის გარშემო, ეგეც ვატიკანია?

ვატიკანის ქონება შეადგენს რამდენიმე ასეულ მილიარდ ან ტრილიონ დოლარს. გარდა საეკლესიო ქონებისა, ფლობენ დიდ ინვესტიციებს უდიდეს კომპანიებში, ოქროს უზარმაზარ მარაგებს ნიუ-ორკის, ლონდონის და შვეიცარიის ბანკებში.

მღვდლების უმეტესობა საკმაოდ გაჭირვებულად ცხოვრობს, განსაკუთრებით რაიონებში. თქვენ თუ თბილისის რამდენიმე დიდი და ხალხმრავალი ტაძრის ზოგიერთი მღვდლით საზღვრავთ, არ ვიცი.
და მათხოვრების მომრავლება ეკლესიასთან რა შუაშია? იმიტო დგანან გამუდმებით ეკლესიის კარებთან, რომ ეკლესიაში შესულ-გამოსული ადამიანს თუ ხურდა აქვს, როგორც წესი ეხმარება ხოლმე მათხოვარს რადგან ამ დროს ახსენდებათ ყველაზე მეტად ადამიანებს რომ გაჭირვებულებს უნდა დაეხმარონ biggrin.gif თუ იმაზე გინდოდა მინიშნება, რომ მღვდლები რატო არ ეხმარებიანო, მინდა გითხრა რო უმეტესობა სოლიდურადაც ეხმარება, როცა შეუძლიათ, მაგრამ რა გგონია, ყოველ დღე, თითოულ მათხოვარს 20-20 ლარი რომც ურიგონ, აღარ იმათხოვრებენ? პირიქით, 10 იმდენს მოიყვანს მეორე დღეს სამათხოვროდ, რო იმათაც დაეხმარონ biggrin.gif

თემას რაც შეეხება, მინდა გიტხრათ რომ ქართველები, ტრადიციულად ყოველთვის შემწყნარებლები იყვნენ სხვა რელიგიის მიმდევრების მიმართ, ხოლო როცა აგრესიას ხატავდნენ, ეს ან ცალკეული პირების გამოხტომები იყო, ან თუ უფრო მასიურად ხდებოდა, უშუალოდ ამ უცხო რელიგიის შემოტევის საპასუხო რეაქცია. დღეს-დღეობით კათოლიკებს და მართლმადიდებლებს შორის არის ძაან დიდი დოგმატური განსხვავებები:
1) კათოლიკეები მართლმადიდებლებისაგან განსხვავებით მიიჩნევენ რომ სულიწმინდა გადმოვიდა არა მარტო მამა ღმერთისგან, არამედ ძისგანაც და ამას გარდა სული წმინდას სამების დანარჩენ ორ პირზე დაბლა აყენებენ. (და რა გნსხვავებაა ამ მხრივ მაგათ და იმ სექტანტებს შორის, რომლებიც სამების სხვა წევრს- იესო ქრისტეს აკნინებენ და მას ღმერთად არ მიიჩნევენ ან მამა ღმერთზე დაბლა აყენებენ).
2) მიაჩნიათ რომ მარიამ ღმრთიშობელი ჩაისახა უბიწოდ, ქრისტესავით. რაც რა ტქმა უნდა არასწორია, რადგან მარიამ ღმრთიშობელი ადამიანი იყო და ადამიანურად ჩაისახა, განსხვავებით ქრისტესაგან.
3) მიაჩნიათ რომ პაპი არის უზენაესი დედამიწაზე და მის ყველა გადაწყვეტილებას ემორჩილებიან უსიტყვოდ, ხოლო მართლმადიდებლები კი ძირითად გადაწყვეტილებებს იღებენ მსოფლიო საეკლესიო კრებებზე და არა ერთი პიროვნების მიერ.

კიდე მრავალი მეტ-ნაკლები სიდიდის დოგმატური განსხვავებაა მართლმადიდებლებსა და კათოლიკეებს შორის, ამიტომაც მათთან კავშირი არის ფატქიურად იგივე, რაც მაგალითად იაღოველებთან ან სხვა მწვალებლებთან კავშირი. კათოლიკურ ეკლესიაში ღმრთის მადლი რომ არ ტრიალებს, ამის დასადასტურებლად ის უამრავი ფაქტიც გამოდგება, მთლიანი კათოლიკური ეკლესია რო უდიდეს დანაშაულებებს ჩადიოდა როგორც ცალკეული პიროვნებების, ასევე ერების მიმართ და საერთოდ, დასავლეთში ღმერთი 10%-საც რომ არ სწამს, ხოლო ვისაც სწამს, იმასაც რაღაც ბუნდოვნად, პროსტა რაღაცის არსებობის რომ სჯერა, მაგრამ არა ბიბლიის, სამოთხე-ჯოჯოხეთის და მსგავსი რაღაცეების. აქედან გამომდინარე, როცა კათოლიკური ეკლესია ცდილობს თავისი დანაკარგები დასავლეთში აინაზღაუროს ქართველი და სხვა მართლმადიდებელი ერების გადაბირებითა და შეცდენით, რა გასაკვირია რომ წინააღმდეგობას აწყდება?


--------------------
„მე ვარ გზაჲ და მე ვარ ჭეშმარიტებაჲ და ცხორებაჲ; არავინ მოვიდეს მამისა, გარნა ჩემ მიერ“ (იოანე 14,6)
098
Super Crazy Member ++


********
ჯგუფი: Members
წერილები: 53831
წევრი No.: 25137
რეგისტრ.: 2-November 06

გამოგზავნილია: 25 Jan 2010, 01:36  #17614626      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი · im · icq · aim · yim · msn
მართლმადიდებელი ვარ მაგრამ კათოლიკეებს პატივს ვცემ...

ეგ კათოლიკებისადმი ფობია კი ღრუსული ეკლესიიდან მოდის და იქ კი თავის მხრივ ყველაფერი ველიკოდერჟავნიკობიდან...
namo
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5846
წევრი No.: 13088
რეგისტრ.: 24-September 05

გამოგზავნილია: 25 Jan 2010, 01:46  #17614801      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
QUOTE
მეც ეგრე მეგონა, რომ მრევლი ეცლება, შენც არ მომიკვდე. ის ბანძები უფრო პოპულარულები არიან. ყველაფერი უკუღმა მანდ როგორ უნდა ხდებოდეს. "დედას რძე იმიტომ არ აქვს, რომ ცოდვილიაო და ღმერთი სჯისო" ამას რომ მღვდელი იტყვის, რომელსაც ძალიან დიდი მრევლი ჰყავს და პირადად ვიცნობ, ის ნორმალურია?  ასეთი რამდენი იცი? ვერ მოთვლი, ამ ხალხს პირადად ვიცნობ, ესენი ყველა საპატრიარქოში მყავს გაცნობილი


რავი მე რატომ არა აქვს დედას რძე? smile.gif - შეიძლება უბრალოდ ფიზიოლოგიის და კვების ამბავია შეიძლება მართლა ცოდვის , (თუმცა ამ შემთხევავაში მეც უფრო პირველ მგონია ) მარა საერთოდ ყველა უბედუება 80% ცოდვების გამოა მათ შორის ბუნებრივი კატაკლიზმებიც --- ჩვენ თAვებზე თმებიც დათვლილიაო და როგორ უნდა მივაწეროთ შემთხევითობას ხალხის მასიური განადგურება სთიქიის მიერ?

ბევრი მრევლი თუ ყავს ესე იგი რაღAც სხვა ძლიერი მხარე აქვს, შეიძლება კაცთმოყვარეა ძაან ან მხარში დამდგომი ან რავი კიდევ რა - რომელიც არ ჩანს მარა ჩანს სუსტი მხარე - მაგტომაც უყურებს ხალხი გამადიდებელი შუშით მღვდლებს
საპატრიარქოს მღვდელბის მონიტორიგი თუ უნდა ფორუმზე უნდა შემოვიდეს და ეგააა smile.gif)
მართო განათლება წიგნები და რაციონალიზმი არაა ქრისტიანობა.

QUOTE
ძალიან ცდები.  სახარება და მრწამსი არაა ქრისტიანობა. ქრისტიანობა არის ჰარმონიული შეთავსება რწმენისა და განათლებისა. ქრისტიანობა არის ქრისტესთან შეერთება და ეს ხდება ქრისტეს სისხლითა და ხორცით ზიარებისას, რომელიც ქართულ ეკლესიაში ასევე აკრძალულ ხილამდე არის დაყვანილი, შეიძლება სული გაგძვრეს ნერვიულობისაგან როდესაც ზიარებაზე მიდიხარ, ისე აშინებენ მრევლს და ეს საცოდავი ხალხიც დღესასწაულებზე ბედავს ზიარებას, არადა დანაშაულია, ადამიანი კვირას ეკლესიაში მისული უზიარებელი რომ გაუშვა, ამაზე დიდი მარაზმი არაფერია. ეზიარები ყოველ კვირას? დარწმუნებული ვარ არა, რატომ? იმიტომ რომ გეშინია გაბრაზებულმა უფალმა თავში კეტი არ ჩაგცხოს. ეს არის რუსული მართლმადიდებლობა, რუსები არიან ასეთი მაზოხისტები


არა ვდცები ძაან იმიტომ რომ სახარება არის ყველაზე მნიშვნელოვანი წიგნი. - თუმცა რასაც წერ არაა სიცრუე.

ზიარების შესახებ ცოტა უტრირებას აკეთებ მემგონი
მე მაგალითAდ ერთ პერიოდი ბოლო ხანები ყოველ კვირას ვეზიარებოდი ნუ რაღაც პერიოდები ვერ ვახერხებ ხოლმე. დედაჩემი მაგალითA ყოველ კვირას ეზიარება.
ხალხი რომ არ ეზიარება ხშირად მრევლის ბრალიცაა უფრო ხშირად - არსებობს სეზონური მრევლი - მარხვის დროს რო დადიან მარტო - ან დღესასწაულებზე.
არაა საკმარისად მონდომებული და მაგიტომ თორემ ზიარებაზე უარს ვინ გეტყვის ?
ზიარება ღმერთთან შეხვედრაა და ყოველთვის ადამიანი არაა მზად ამისთვის საუბედუროდ
ივერიელი
Roman-Catholic


*******
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 14073
წევრი No.: 1891
რეგისტრ.: 7-March 03

გამოგზავნილია: 25 Jan 2010, 01:52  #17614923      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ვებგვერდი · aim · yim
ramshtain

ოოო აი როგორც იქნა მე-7 გვერდზე ანტი-კათოლიკური პროპაგანდის მსგავსი დაიწყოო. biggrin.gif

მაშ ასე:

QUOTE
ვატიკანის ქონება შეადგენს რამდენიმე ასეულ მილიარდ ან ტრილიონ დოლარს. გარდა საეკლესიო ქონებისა, ფლობენ დიდ ინვესტიციებს უდიდეს კომპანიებში, ოქროს უზარმაზარ მარაგებს ნიუ-ორკის, ლონდონის და შვეიცარიის ბანკებში.


წყაროჲ, დოკუმენტები, სტატიები და ა.შ. დაიდოს.

QUOTE
მღვდლების უმეტესობა საკმაოდ გაჭირვებულად ცხოვრობს, განსაკუთრებით რაიონებში.


საწ###ბი საჭმლის ფული არ აქვთ.

QUOTE
1) კათოლიკეები მართლმადიდებლებისაგან განსხვავებით მიიჩნევენ რომ სულიწმინდა გადმოვიდა არა მარტო მამა ღმერთისგან, არამედ ძისგანაც და ამას გარდა სული წმინდას სამების დანარჩენ ორ პირზე დაბლა აყენებენ. (და რა გნსხვავებაა ამ მხრივ მაგათ და იმ სექტანტებს შორის, რომლებიც სამების სხვა წევრს- იესო ქრისტეს აკნინებენ და მას ღმერთად არ მიიჩნევენ ან მამა ღმერთზე დაბლა აყენებენ).


ამაზე უფრო დიდი იდიოტობა და სისულელე არ მომისმენია ჯერეთ. ჯერ ერთი რომ საზიზღარი ცილისწამებაა, მეორეც ქართულად არაა დაწერილი, და მესამეც, ამის დამწერს საერთოდ არ აქვს წარმოდგენა სამების დოგმატზე.

ახლა რატომ:

1. სულიწმინდა არ გადმოდის, აბაზანა არაა აივსოს და გადმოვიდეს, სულიწმინდა გამოვალს, მამისაგან. შემდეგ კათოლიკური ეკლესია ისევე როგორც მართლმადიდებელი ეკლესია აღიარებს, რომ სულიწმინდას აქვს მხოლოდ და მხოლოდ ერთი საწყისი - მამა ღმერთი!!! ის ვინც ამტკიცებს რომ სულიწმინდას აქვს ორი ან მეტი საწყისი არის ერეტიკოსი!

შემდეგ, სულიწმინიდს მამისაგან და ძისაგან გამომავლობა არის ბერძნების, ფოტის და შემდეგ კერულარიოსის უვიცობის შედეგები ლათინურ ენაში. ამას ძალიან დიდი ახსნები აქვს და ახლა ამ წამს ვერ დავდებ, უბრალოდ თანამედროვეობის საუკეთესო მართლმადიდებელი თეოლიოგის და ქრისტიანის, კალისტოს უეარის სიტყვებს დავდებ:

“ფილიოქვეს შესახებ დავამ, რომელმაც დაგვაცალკევა ჩვენ ერთმანეთს მთელი რიგი საუკუნეების მანძილზე, მარტივ პრობლემაზე ბევრად მეტია, მაგრამ ნამდვილად არ არის გადაუჭრელი. მე გამოვხატე მტკიცე პოზიცია, როდესაც დავწერე “მართლმადიდებელი ეკლესია” ოცი წლის წინ, უფრო ღრმად შესწავლის შემდეგ დარწმუნდი რომ ეს საკითხი უფრო მეტად სემანტიკურ პრობლემებს ეხება და არა საბაზო დოქტრინულ განსხვავებებს” (ეპისკოპოსი კალისტოს უეარი, დიაკონია, ამონარიდი ელიას ზორბის წიგნიდან “ხმა ბიზანტიური აღმოსავლეთიდან”, გვ. 43)

ვისაც ყურები აქვს კარგად წაიკითხოს, ფილიოქცეზე დავა იყო არა დოქტრინული ანუ დოგმატური ცდომილება, არამედ სემანტიკური, ანუ სუფთა ლინგივინისტური პრობლემა. ხოლო თუ პატივცემული ჰუზერი კარგად ჩახედავს ბასილი დიდის, გრიგოლ ნაზიაზნელის და გრიგოლ ნოსელის შრომებს, იოანე ოქროპირზე რომ აღარაფერი ვთქვათ, აღმოჩენს, რომ ეს ბერძენი წმიდა მამები სიტყვა-სიტყვით ეთანხმებიან კათოლიკური ეკლესიის დებულებას. "სულიწმინდა მამისაგან ძისა მიერ"

QUOTE
2) მიაჩნიათ რომ მარიამ ღმრთიშობელი ჩაისახა უბიწოდ, ქრისტესავით. რაც რა ტქმა უნდა არასწორია, რადგან მარიამ ღმრთიშობელი ადამიანი იყო და ადამიანურად ჩაისახა, განსხვავებით ქრისტესაგან.


დიახ, და თქვენ თუ გინდათ რომ უფლის მშობელი სხვებივით ცოდვილი იყოს და ცოდვილის მუცლიდან უფლის შობა აღიაროთ თქვენი ნებაა, ცოდვით ჩასახულებს ხორციელად არავინ აღამაღლებს ზეცაში ანგელოზთა გვერდით.

QUOTE
3) მიაჩნიათ რომ პაპი არის უზენაესი დედამიწაზე და მის ყველა გადაწყვეტილებას ემორჩილებიან უსიტყვოდ, ხოლო მართლმადიდებლები კი ძირითად გადაწყვეტილებებს იღებენ მსოფლიო საეკლესიო კრებებზე და არა ერთი პიროვნების მიერ.


კიდევ უფრო დიდი კრეტინობა! კათოლიკური ეკლესიის ყველა წესი, კანონი და დებულება მიღებულია მხოლოდ და მხოლოდ საეკლესიო კრების მიერ მოყოლებული პირველივე საუკუნეებიდანვე. პაპს აქვს უცდომელობის დოგმატი, როდესაც ის ქრისტეს სახელით ასწავლის ექს-კათედრიდან!

მართლმადიდებლები აღარსად აღარ იღებენ გადაწყვეტილებებს, ახლა არის ქაოსი, კრებები აღარ იმართება ათას წელზე მეტია, შესაბამისად სხედან და საერთო გადაწყვეტილებებზე ან აწერენ ხელს ან არ აწერენ, კათოლიკურ ეკლესიას კი აქვს კრებები და ყველაფერი მტკიცდება და მიიღება ამ კრებებზე!

QUOTE
იდე მრავალი მეტ-ნაკლები სიდიდის დოგმატური განსხვავებაა მართლმადიდებლებსა და კათოლიკეებს შორის,


ტყუილი, არავითარი მრავალი.

QUOTE
ამიტომაც მათთან კავშირი არის ფატქიურად იგივე, რაც მაგალითად იაღოველებთან ან სხვა მწვალებლებთან კავშირი.


კიდევ უფრო დიდი ტყუილი, კათოლიკურ ეკლესიას როგორც მადლმოსილს და როგორც მოციქულთა მემკვიდრეობის უწყვეტად შემნარჩუნებელს აღიარებს მართლმადიდებელი ეკლესიები.

QUOTE
კათოლიკურ ეკლესიაში ღმრთის მადლი რომ არ ტრიალებს, ამის დასადასტურებლად ის უამრავი ფაქტიც გამოდგება, მთლიანი კათოლიკური ეკლესია რო უდიდეს დანაშაულებებს ჩადიოდა როგორც ცალკეული პიროვნებების, ასევე ერების მიმართ და საერთოდ, დასავლეთში ღმერთი 10%-საც რომ არ სწამს, ხოლო ვისაც სწამს, იმასაც რაღაც ბუნდოვნად, პროსტა რაღაცის არსებობის რომ სჯერა, მაგრამ არა ბიბლიის, სამოთხე-ჯოჯოხეთის და მსგავსი რაღაცეების. აქედან გამომდინარე, როცა კათოლიკური ეკლესია ცდილობს თავისი დანაკარგები დასავლეთში აინაზღაუროს ქართველი და სხვა მართლმადიდებელი ერების გადაბირებითა და შეცდენით, რა გასაკვირია რომ წინააღმდეგობას აწყდება?


სუნი აუვიდა უკვე. კათოლიკურ ეკლესიაში არის მილიარდ სამასი მილიონი ადამიანი, აბსოლუტურად ყველა ქვეყანაში, ყველა ქალაქსა და რეგიონშია. მართლმადიდებელი ეკლესია მთლიანად წარმოადგენს სამას მილიონამდე ადამიანს, არც კი. თუმცა აქ უკვე რიცხვებში არაა საქმე.

იმაზე ყაყანი რომ კათოლიკურ ეკლესიას მრევლი არ ჰყავს არის ყველაზე უფრო საზიზღარი სიცრუე, მხოლოდ ამერიკაში 2002 წლიდან 2008 წლამდე კათოლიკეთა რიცხვი 45 მილიონიდან 70 მილიონამდე გაიზარდა. გუგლში მოიძიეთ, ყველა ინფორმაცია ხელისუგულზე დევს.

რაც შეეხება მადლს, 2000 წელს რუსეთის ეკლესიის სინოდის საიუბილეო სხდომაზე მიიღეს სპეციალური დადგენილება, რითიც აღიარეს კათოლიკური ეკლესიის მადლმოსილება და მოციქულთა მემკვიდრეობის სრული უწყვეტობა, რაც ნიშნავს რომ რუსეთის ეკლესია აღიარებს კათოლიკური ეკლესიის ყველა საეკლესიო საიდუმლოს. ასევეა სხვა მართლმადიდებელი ეკლესიები, გამონაკლისს საქართველოს საპატრიარქო წარმოადგენს არაფოციალურად, რომელიც კათოლიკეებს ერეტიკოსებად მიიჩნევს.

იმდენი უხრწნელი გვამი, სასწაული, კურნებების მადლი, წირვისას პურისა და ღვინოს ნამდვილ სისხლად და ხორცად ქცევის სასწაული, არსად არც ერთ ეკლესიაში არაა რამდენიც კათოლიკურ ეკლესიაში, ხოდა ცრუპენტელებისა და მატყუარებისათვის, ერთი ძნელი, ფაქტიურად გადაულახავი ბარიერი იქნება უფალთან წარდგენისას: "რატომ სდევნიდი და შეურაცხყოფდი ჩემს ეკლესიას"!

098

QUOTE
ეგ კათოლიკებისადმი ფობია კი ღრუსული ეკლესიიდან მოდის და იქ კი თავის მხრივ ყველაფერი ველიკოდერჟავნიკობიდან...


ზუსტად! ეს არის მე-19 საუკუნის რუსული ეკლესიის შოვინისტურ-ფანატიკური იდეოლოგია, რომელის მიზანი იყო დასავლეთთან ანუ კათოლიკურ სამყაროსთან დაპირისპირების გზით საკუთარი მესამე რომის მესიანიზმი გაეხადა პრიორიტეტული. ამ მესიანიზმიდან ჭკვიანი რუსები ნელნელა გამოვიდნენ, ბოლომდე ვერა, მაგრამ საქართველოში ბევრს მაინც არაფერი ეშველა. biggrin.gif

This post has been edited by ივერიელი on 25 Jan 2010, 01:54


--------------------
შენც მიდიხარ იქ საითკენ ქართველები იჩქარიან,
გული სევდით მეკუმშება და თან.. და თან მიხარიან!
ჩემი სისხლი და ხორცი ხარ და მისმინე, რის ვარ მთქმელი:
შენ მიყვარხარ მე იმდენად, რამდენადაც ხარ ქართველი.
საქართველოს მე ვაღმერთებ, არას ვეტრფი იმის გარდა,
ეხლა მით ვარ ბედნიერი, რომ შენც იგი შეგიყვარდა.
დათიკო
მუზიკანტი


********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 25895
წევრი No.: 8152
რეგისტრ.: 10-January 05

გამოგზავნილია: 25 Jan 2010, 02:15  #17615297      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი · msn
ივერიელი
QUOTE
იდიოტობა

QUOTE
კრეტინობა

ივერ! გთხოვ მსგავსი ფრაზები არ გამოიყენო დიალოგისას. თავმოყვარე ადამიანი აუცილებლად გაბრაზდება მსგავს სიტყვებზე და შემდგომი დიალოგი აპრიორი ჩიხში შედის. თუ შენ გსურს რომ ვინმე დაარწმუნო საკუთარი აზრის სისწორეში, წესით არ უნდა იყენებდე მსგავს მეთოდებს. ამხელა კაცი ხარ როგორც პატარა ბავშვს ისე გაძლევენ შენიშვნებს. თავმოყვარეობა არ გაქვს?


--------------------
შეიცანი სხვა, იქნები სწავლული; შეიცანი შენი თავი, იქნები ბრძენი [ლაო ძია]
ივერიელი
Roman-Catholic


*******
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 14073
წევრი No.: 1891
რეგისტრ.: 7-March 03

გამოგზავნილია: 25 Jan 2010, 02:17  #17615321      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ვებგვერდი · aim · yim
დათიკო

QUOTE
ვერ! გთხოვ მსგავსი ფრაზები არ გამოიყენო დიალოგისას. თავმოყვარე ადამიანი აუცილებლად გაბრაზდება მსგავს სიტყვებზე და შემდგომი დიალოგი აპრიორი ჩიხში შედის. თუ შენ გსურს რომ ვინმე დაარწმუნო საკუთარი აზრის სისწორეში, წესით არ უნდა იყენებდე მსგავს მეთოდებს. ამხელა კაცი ხარ როგორც პატარა ბავშვს ისე გაძლევენ შენიშვნებს. თავმოყვარეობა არ გაქვს?


რატომ? მე ხომ არ მიწოდებია მისთვის იდიოტი ან კრეტინი? მე დაწერილ აზრებს ვუწოდე ასეთი და იქვე საკმაოდ დიდი განმარტებებიც მოვაყოლე, რამშტეინის იდეები არაა ეს ყველამ კარგად ვიცით და რუსების შოვონიზმს რომ იდიოტობა უწოდო კიდევ ძალიან ლაითია.

ამიტომ ისწავლე გარჩევა აზრის შეფასებსა და პიროვნულ შეურაცხყოფას შორის.
დათიკო
მუზიკანტი


********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 25895
წევრი No.: 8152
რეგისტრ.: 10-January 05

გამოგზავნილია: 25 Jan 2010, 02:20  #17615364      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი · msn
ივერიელი
QUOTE
რატომ? მე ხომ არ მიწოდებია მისთვის იდიოტი ან კრეტინი? მე დაწერილ აზრებს ვუწოდე ასეთი და იქვე საკმაოდ დიდი განმარტებებიც მოვაყოლე, რამშტეინის იდეები არაა ეს ყველამ კარგად ვიცით და რუსების შოვონიზმს რომ იდიოტობა უწოდო კიდევ ძალიან ლაითია.

ამიტომ ისწავლე გარჩევა აზრის შეფასებსა და პიროვნულ შეურაცხყოფას შორის.

არ გიწოდებია, ხო? მის აზრებს უწოდე ასეთი არა?
შენ მე სულელი ხომ არ გგონივარ?
ვინმე საკუთარ აზრს თუ გამოხატავს მისი აზრის შეფასება ამ ადამიანის შეფასებაა ხოდა მორჩა ამაზე ლაპარაკი!
მეტად აღარ დაწერო ეგეთი რამე. ასეთი წესებია ამ განყოფილებაში და თუ არ მოგწონს, მიბრძაანდი პოლიტიკაში, სადაც უარესებზეც ხუჭავენ თვალს.
* * *
ივერიელი
თან თხოვნაც არ ჭრის რა! რა ენაზე უნდა გელაპარაკო ვეღარ გავიგე !
ramshtain
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6042
წევრი No.: 97151
რეგისტრ.: 3-August 09

გამოგზავნილია: 25 Jan 2010, 02:22  #17615405      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
ივერიელი

სულიწმინდის მხოლოდ მამისაგან გადმოვლინებას თუ არიარებთ უკვე- კარგია, თუმცა მაშინ ფილიოქვეს ცამატება რა საჭირო იყო? თუ ამოიღეთ უკვე? ამას გარდა, მანდ მეორე რაღაცაც მეწერა, რომ თქვენ სულიწმინდას აკნინებთ და სამების დანარჩენ ორ წევრზე დაბლა აყენებთ, თუ ამაშიც ვცდები?

და ის ვერ გავიგე, ჩვენს სურვილზეა დამოკიდებული ღვთიშობელი უბიწოდ ცაისახა თუ არა? მე რო მინდოდეს რომ ყველა ადამიანი უბოწოდ ჩაისახოს, უნდა ვამტკიცო ყველა ადამიანი უბიწოდ ისახებაო? მოიყვანეთ მაშინ ადგილი ბიბლიიდან, სადაც ნათქვამია მსგავსი რაღაც. ან რომელ ლოგიკაში ჩდება, რომ ჩვეულებრივი ადამიანი ჩაისახოს უბიწოდ, მაშინ არც ყოფილა ადამიანი. ანუ კათოლიკეები ამტკიცებთ რომ ღვთიშობელი ადამიანი არ იყო? ქრისტე იმიტო ჩაისახა უბიწოდ რომ ღმერთი იყო და ჩვეულებრივი ადამიანი უბიწოდ როგორ უნდა ჩაისახოს?

მაგ 1 300 000 000 ადამიანიდან ჯერ რამდენს წამს ნამდვილად ღმერთი და რამდენია ფორმალური მორწმუნე? გამოცარიელებული როა მტელი კათოლიკური ტაძრები ევროპაში, ეგაა მორწმუნე ხალხი? რაც გყავთ ეგეც ფილიპინებში, ბრაზილიაში, მექსიკასა და მსგავს ადგილებში, ძალიტ რომ გაავრცელეთ უმეტესად 2-3 საუკუნის წინათ. ევროპაში რამდს სწამს ღმერთი? ის კი არა და, თავად რომის პაპს ან კარდინალებს თუ წამთ საერთოდ? ან ვაფშე რომელიმე რომის პაპს თუ სწამდა შუა საუკუნეების მეორე ნახევრიდან მოყოლებული? ადამიანს ღმერთი გწამდეს და მსგავს საქციელებს ჩადიოდე, არანაირ ლოგიკაში არ ჯდება. მაგათთვის სარწმუნეობა იყო უბრალოდ ძალაუფლებისა და სიმდიდრის მოპოვების საშუალება, მეტი არაფერი.

და ეს რუსული სამღვდელოება როცა გაწყობს შოვინისტურია და როცა გაწყობს სამაგალითო ხო?

This post has been edited by ramshtain on 25 Jan 2010, 02:25
ივერიელი
Roman-Catholic


*******
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 14073
წევრი No.: 1891
რეგისტრ.: 7-March 03

გამოგზავნილია: 25 Jan 2010, 02:24  #17615421      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ვებგვერდი · aim · yim
დათიკო

დათიკო, როდესაც ოროსანი მიწერს, რომ კათოლიკური ეკლესია სულიწმინდას აკნინებს და იეღოველებივით იქცევა, ერთი გზა რჩება, მოახდინო ფაქტის კონსტატაცია რომ ეს არის იდიოტობა და განმარტო რატომაა იდიოტობა. მე გავეკეთე ეს და პრობლემას ვერ ვხედავ.

ჩვენ შევთანხმდით, ორივე მოდერატორი დამეთანხმეთ რომ ასეთი ტერმინოლოგიის გამოყნება დაშვებულია თუ მოხდება ახსნა-განმარტება რატომ, ლინკი გინდა? არ მიმიყენებია პიროვნებისთვის შეურაცხყოფა, მე იმ ანტი-კათოლიკურ პროპაგანდას და ტყუილებს ვუწოდე იდიოტობა და ნამდვილად ასეა. იდიოტობაა.

არა, ერთია ადამიანი, მეორეა მისი აზრი, რომელი აზრიც სულაც არაა სავალდებულო რომ კონკრეტულად მისი ორიგინალური აზრი იყოს, ესაა გავრცელებული, ცრუ წარმოდგენები და როდესაც ცრუ წარმოდგენებზე გვაქვს ხოლმე საუბარი ყოველთვის აღვნიშნავთ რომ ეს არის იდიოტობა და აქ არაფერია დასაძრახი.
დათიკო
მუზიკანტი


********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 25895
წევრი No.: 8152
რეგისტრ.: 10-January 05

გამოგზავნილია: 25 Jan 2010, 02:26  #17615458      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი · msn
ივერიელი
კარგი ბატონო, მსგავსი ტერმინებით სადამდე წახვალ და რას მიაღწევ დავინახავ აგერ!
* * *
ramshtain
შენ კიდე უკეთ შესწავლა გმართებს საკუთარი და სხვისი რელიგიისა.
ივერიელი
Roman-Catholic


*******
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 14073
წევრი No.: 1891
რეგისტრ.: 7-March 03

გამოგზავნილია: 25 Jan 2010, 02:29  #17615488      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ვებგვერდი · aim · yim
ramshtain

QUOTE
სულიწმინდის მხოლოდ მამისაგან გადმოვლინებას თუ არიარებთ უკვე- კარგია, თუმცა მაშინ ფილიოქვეს ცამატება რა საჭირო იყო? თუ ამოიღეთ უკვე? ამას გარდა, მანდ მეორე რაღაცაც მეწერა, რომ თქვენ სულიწმინდას აკნინებთ და სამების დანარჩენ ორ წევრზე დაბლა აყენებთ, თუ ამაშიც ვცდები?


შვილო, კათოლიკური ეკლესია, ანუ რომის ეკლესია სულიწმინდის მამისაგან გამოვლინება ნიკეა-კონსტანტინელის მსოფლიო კრებიდან აღიარებს და თუ კარგად ჩახედავ ისტორიას, ნახავ რომ მსოფლიო კრებების დადგენილებები მხოლოდ მას შემდეგ შედიოდა ძალაში, როდესაც ამ დადგენილებებს პაპები ადასტურებდნენ.

კი ძალიან მწარედ ცდები, სამების რომელიმე წევრის დამცრობა არის ერესი და ამასთან კათოლიკურ ეკლესიას საერთო არაფერი აქვს!

QUOTE
და ის ვერ გავიგე, ჩვენს სურვილზეა დამოკიდებული ღვთიშობელი უბიწოდ ცაისახა თუ არა? მე რო მინდოდეს რომ ყველა ადამიანი უბოწოდ ჩაისახოს, უნდა ვამტკიცო ყველა ადამიანი უბიწოდ ისახებაო? მოიყვანეთ მაშინ ადგილი ბიბლიიდან, სადაც ნათქვამია მსგავსი რაღაც. ან რომელ ლოგიკაში ჩდება, რომ ჩვეულებრივი ადამიანი ჩაისახოს უბიწოდ, მაშინ არც ყოფილა ადამიანი. ანუ კათოლიკეები ამტკიცებთ რომ ღვთიშობელი ადამიანი არ იყო? ქრისტე იმიტო ჩაისახა უბიწოდ რომ ღმერთი იყო და ჩვეულებრივი ადამიანი უბიწოდ როგორ უნდა ჩაისახოს?


როდის და ვის მიერ დადგინდა რომ მარიამი უფლის მშობელი უნდა ყოფილიყო?

QUOTE
მაგ 1 300 000 000 ადამიანიდან ჯერ რამდენს წამს ნამდვილად ღმერთი და რამდენია ფორმალური მორწმუნე? გამოცარიელებული როა მტელი კათოლიკური ტაძრები ევროპაში, ეგაა მორწმუნე ხალხი? რაც გყავთ ეგეც ფილიპინებში, ბრაზილიაში, მექსიკასა და მსგავს ადგილებში, ძალიტ რომ გაავრცელეთ უმეტესად 2-3 საუკუნის წინათ. ევროპაში რამდს სწამს ღმერთი? ის კი არა და, თავად რომის პაპს ან კარდინალებს თუ წამთ საერთოდ? ან ვაფშე რომელიმე რომის პაპს თუ სწამდა შუა საუკუნეების მეორე ნახევრიდან მოყოლებული? ადამიანს ღმერთი გწამდეს და მსგავს საქციელებს ჩადიოდე, არანაირ ლოგიკაში არ ჯდება. მაგათთვის სარწმუნეობა იყო უბრალოდ ძალაუფლებისა და სიმდიდრის მოპოვების საშუალება, მეტი არაფერი.


ამაზე რამე კომენტარი უნდა გავაკეთო ეხლა?? ევროპაში საერთოდ ნამყოფი ხარ? ერთ კათოლიკურ ეკლესიაში თუ შესულხარ მაინც?? რაიმე სტატისტიკას, ცოცხალ ფაქტებს, ვიდეო ან ფოტო მასალას ეყრდნობი? თუ დავიწყო ეხლა ფოტო და ვიდეო არქივების დალაგება? თუ რამდენი ხალხი დადის კათოლიკურ ეკლესიებში??!

This post has been edited by ივერიელი on 25 Jan 2010, 02:29
ივერიელი
Roman-Catholic


*******
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 14073
წევრი No.: 1891
რეგისტრ.: 7-March 03

გამოგზავნილია: 25 Jan 2010, 02:41  #17615646      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ვებგვერდი · aim · yim
აი ეს არის მანჩესტერში, სადაც მე ვარ, კათოლიკური კათედრალია, იეზუიტების და ყოველ კვირას ასეთი სიტუაციაა, ხოლო დღესასწაულებზე უკვე ფეხზე დგას ხალხი ყველა მხრიდან, ვინაიდან ადგილები აღარ რჩება.

ინგლისში 1870-იან წლებამდე ოფიციალურად აკრძალული იყო კათოლიკური ეკლესია, ფიზიკურად მოსპეს და მას შემდეგ ნელნელა იდგამს ფეხს. ინგლისი კი ანგლიკანური სახელმწიფოა, ხოლო ევროპის იმ ქვეყნებში სადაც კათოლიკობა ტრადიციული რელიგია იყო ამაზე ბევრად უკეთესი სიტუაციაა.

მიმაგრებული სურათი
interiorofchurch.jpg
ramshtain
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6042
წევრი No.: 97151
რეგისტრ.: 3-August 09

გამოგზავნილია: 25 Jan 2010, 02:44  #17615696      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
QUOTE (დათიკო @ 25 Jan 2010, 02:26 )

ramshtain
შენ კიდე უკეთ შესწავლა გმართებს საკუთარი და სხვისი რელიგიისა.

რატო, რამე არა სწორი დავუწერე? ყველანაირად ცდილობენ შემოძრომას და რასაც 10 საუკუნე ამტკიცებდნენ, დღეს უარყოფენ და ხვალ მერე თავზე მოგახვევენ. თურმე ყველა მართლმადიდებელი სამღვდელო პირი გაუნათლებელი ყოფილა მთელი 10 საუკუნის განმავლობაში, ყველა ისტორიკოსიც (მათ შორის კათოლიკეებიც) და ივერიელი მარტო განათლებული და ლათინურში გარკვეული. მართლმადიდებელი სამღვდელოების ნათქვამებს რომ თავი დავანებოთ, მაგათ სანაქებო თამარაშვილებს და პაპაშვილებს უწერიათ, კათოლიკეები სულიწმინდას მამა ღმერთის გარდა ძე ღმერთისგანაც გადმოვლენას რომ ამტკიცებენ და ამას გარდა აკნინებენ.
და პაპს აქვს უცდომელობის დოგმატი როცა ექს-კათედრიდან ასწავლისო, რო ამბობს, რა გამოდის, პაპის სიტყვა თუ ის ექს-კათედრიდან ასწავლის ყოფილა სიტყვა შეუბრუნებელი აღსასრულებელი კათოლიკეებისთვის და ეს განსხვავდება იმისგან, რომ პაპის სიტყვას ემორჩილებიან უსიტყვოდ?
ივერიელი
Roman-Catholic


*******
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 14073
წევრი No.: 1891
რეგისტრ.: 7-March 03

გამოგზავნილია: 25 Jan 2010, 02:48  #17615750      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ვებგვერდი · aim · yim
ramshtain

რამდენი წლის ხარ? როგორც მე ვხედავ სერიოზულად გიჭირს წაკითხულის სწორად აღქმა. თამარაშვილი გვარი რომ გაქვს გაგონილი, საერთოდ წარმოდგენა გაქვს ვინ იყო? biggrin.gif ან რა აქვს დაწერილი?

თამარაშვილის წიგნს "ისტორია კათოლიკობისა ქართველთა შორის" ილია ჭავჭაძემ მეორე ქართლის ცხოვრება უწოდა, იმედია ილია ჭავჭავაძე მაინც იცი ვინ იყო. biggrin.gif

ვინ მოძვრება შვილო? ნახევარი საქართველო მოყოლებული მე-13 საუკუნიდან კათოლიკე აღმსარებლობისა იყო, საქართველოში კათოლიკურ ეკლესიას საკუთარი მამულები, მიწები და მონასტრები ჰქონდა, საკუთარი სოფლები და ყმები ჰყავდა, კათოლიკეები, ქართველები. biggrin.gif მეფეები და სამეფო კარის მთელი არისტოკრატია კათოლიკე იყო საუკუნეების მანძილზე. წარმოდგენა გაქვს საერთოდ რაზე საუბრობ?
ramshtain
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6042
წევრი No.: 97151
რეგისტრ.: 3-August 09

გამოგზავნილია: 25 Jan 2010, 03:23  #17616124      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
QUOTE (ივერიელი @ 25 Jan 2010, 02:48 )
ramshtain

რამდენი წლის ხარ? როგორც მე ვხედავ სერიოზულად გიჭირს წაკითხულის სწორად აღქმა. თამარაშვილი გვარი რომ გაქვს გაგონილი, საერთოდ წარმოდგენა გაქვს ვინ იყო? biggrin.gif ან რა აქვს დაწერილი?

თამარაშვილის წიგნს "ისტორია კათოლიკობისა ქართველთა შორის" ილია ჭავჭაძემ მეორე ქართლის ცხოვრება უწოდა, იმედია ილია ჭავჭავაძე მაინც იცი ვინ იყო. biggrin.gif

ვინ მოძვრება შვილო? ნახევარი საქართველო მოყოლებული მე-13 საუკუნიდან კათოლიკე აღმსარებლობისა იყო, საქართველოში კათოლიკურ ეკლესიას საკუთარი მამულები, მიწები და მონასტრები ჰქონდა, საკუთარი სოფლები და ყმები ჰყავდა, კათოლიკეები, ქართველები. biggrin.gif მეფეები და სამეფო კარის მთელი არისტოკრატია კათოლიკე იყო საუკუნეების მანძილზე. წარმოდგენა გაქვს საერთოდ რაზე საუბრობ?

ღმერთის რო არ გეშინია, ეს არცაა გასაკვირი კათოლიკესაგან, ნუ სინდისის ქონა- არ ქონაზეც არაფერს გკითხავ, პროსტა იმდენად დებილი როგორ გგონია აქ მპოსტავი იუზერები რომ მსგავსი სინაგლის ტყუილებს წერ და ცილს წამებ ჩვენს წინაპრებს? თურმე საუკუნეების განმავლობაში, ქვეყანაში აბსოლიტური მონარქები და მაღალი ფენა სხვა სარწმუნოიების მიმდევარი იყო და დანარჩენი ხალხი სხვა სარწმუნოებისა ხო? lol.gif კათოლიკეებზე ბევრად მეტი ქართველი იყო მუსლიმი, ქართველი მეფეების საკმაო ნაწილიც მუსლიმანი გახლდათ და სერიოზული უპირატესობები ჰქონდათ მუსლიმებს რიგი მიზეზების გამო საქართველოში, მაგრამ მაგათ არასოდეს გამოუთქვამთ პრეტენზია (თანამედროვე, შედარებით ცივილიზებულ დროში), გინდა თუ არა გამუსლიმანდით და შემოგვიერთდითო. 2 უკიდურესად გაჭირვებულმა მეფემ წერილი მისწერა რომის პაპს, სამხედრო დახმარება აღმოგვიჩინეთ მუსლიმების წინააღმდეგო და გადააქციეთ უკვე მთელი ქართული სამეფო კარი კათოლიკეებად არა? დაჟე ვინც ეგ გააკეთა, ყველას უკუღმა წაუვიდა საქმე, რადგან ღმერთმა დასაჯათ მაგისთვის. ხო დადო ბიზანტიამ თქვენთან უნია, რატო გაქრნენ მსოფლიო რუკიდან 14 წელიწადში? იმიტო რო ღმერთმა დასაჯა მაგისთვის. საქართველოში მისდღემში ვერ იზეიმებს კათოლიკობა, იმიტო, რომ უმალ ქართველების სახსენებელი გაქრება (როგორც ბიზანტიელების გაქრა), ვიდრე საქართველოში კათოლიკეები იბოგინებენ!
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (27) « პირველი ... 5 6 [7] 8 9 ... ბოლო » Closed Topic · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: კავკასუს ონლაინი
[ Script Execution time: 0.1162 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]