forum.ge
reklama
FORUM.GE ... წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (35) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) Closed Topic · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> გივი ალაზნისპირელი - მსოფლიოს დასაბამისეული აღმოჩენა, (განხილვა)
becka144
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1151
წევრი No.: 133805
რეგისტრ.: 15-July 11

გამოგზავნილია: 22 Jul 2011, 16:03  #26581319      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
ეს სტატია ეკუთვნის დეკანოზ არჩილ მინდიაშვილს, რომელიც მიმართულია გივი ალაზნისპირელის და გიორგი იონთა იბერიონის (გ. მაზიაშვილი) (მათი აღმოჩენის) წინააღმდეგ. ბაცი ნაწერი მინდიაშვილს ეკუთვნის, ხოლო მუქი ნაწერით გაბათილებულია მინდიაშვილის მტკიცებულებები, იმავე გაზეთებიდან აღებული ინფორმაციიდან რომელსაც მინდიაშვილი ეყრდნობა.





ეგზომ ეზოთერული ხდება ეგზოთერული


ვიდრე შევუდგებოდეთ საუბარს ნოეს კიდობანზედ, მართებული იქნება, მოვიგონოთ, თუ როგორი იყო გარიჟრაჟი კაცობრიობისა, სამოთხიდან გაძევების შემდეგ სად დასახლდნენ პირველი ადამიანები და ჩვენთვის საინტერესო ნოე მართალი. ედემ-ბაღი და მასში მდებარე სამოთხე, ეკლესიის მამათა სწავლებით, რასაც დასტურს ჰყოფენ ისტორიკოსები და არქეოლოგები, მდებარეობდა პალესტინის აღმოსავლეთით, ანუ ძველ მესოპოტამიაში, ტიგროსისა და ევფრატის აუზებში. მოგეხსენებათ წმიდა წერილიდან, რომ პირველი ადამიანი - ადამი ღმერთმა სამოთხის გარეთ შეჰქმნა და მხოლოდ მერე დაადგინა ამ სამყოფელში. როგორც წმიდა დავით წინასწარმეტყველი იტყვის ერთ-ერთ ფსალმუნში, „დედად სიონსა ჰრქვას კაცმან, რამეთუ მას შინა იშვა იგი“, ანუ ადამი ღმერთმა შეჰქმნა მთა სიონზე და შემდეგ შეიყვანა სამოთხეში. ცოდვით დაცემის შემდეგ, ადამ და ევა გაძევებულ იქნენ სამოთხიდან და დასახლდნენ მის შორიახლოს ანუ მესოპოტამიაში. ჩვენგან ხსენებული ნოეც, რომელსაც პეტრე მოციქული „მერვესა ნოესა“ და „სიმართლისა ქადაგს“ უწოდებს (2 პეტრე 2.5), ხოლო მოციქული პავლე „მართალი სარწმუნოების“ (ებრაელთა 11.7) მქონეს, ასევე მესოპოტამიაში ცხოვრობდა, სახელდობრ, ქალაქ ფარაში, რომელიც თავის მხრივ მდინარე ევფრატთან მდებარეობდა ედემის ქვეყნიდან 110 კილომეტრში, ანუ ბაბილონის სამეფოში. აქვე ავღნიშნოთ, რომ ქალაქში დაწინაურებული იყო გემთმშენებლობა. ბატონი ვაჟა გვახარია გივი ალაზნისპირელის კითხვაზე (იხ. გაზ. „დვრიტა“ 1990 წ. 25 სექტემბერი), შეეძლო თუ არა ნოეს იმჟამად და იმ პირობებში აეგო ხის კიდობანი, ასე პასუხობს: „წარმოუდგენელია! გამორიცხულია!.. წინააღმდეგ შემთხვევაში იქნებოდა ბიბლიაში უფრო დაწვრილებითი ინფორმაცია“.

სინამდვილეში შეკითხვა ასე ჟღერს: როგორ ფიქრობთ, შეიძლებოდა წინასწარმეტყველ ნოეს, იმჟამად, იმ პირობებში აეგო ორი სოლომონის ტაძრისოდენა ხის კიდობანი–გემი? შეეძლო თუ არა ნოეს იმჟამად და იმ პირობებში აეგო ხის კიდობანი? ასეთი შეკითხვა არ დასმულა, გვახარიამ წინა შეკითხვის პასუხში თქვა: წარღვნის წინა პერიოდში ჩვენ ვიცით შუმერული გემები მიმავალი ინდოეთში და პირიქით........( ამ ციტატით დასტურდება, რომ გვახარია არ უარყოფს ხის გემების არსებობას). “ წარმოუდგენელია” ეს პასუხი ეხებოდა ხის კიდობნის ზომას და არა იმას შეიძლება თუ არა ხის გემი–კიდობნის შენება იმ დროისათვის

როგორც ბიბლიიდან ცნობილია, ნოე მათუსალას შვილიშვილი და ენუქის შვილთაშვილი გახლდათ და ბაბილონური ჩვეულებით იგი შესაძლოა ყოფილიყო ქალაქ ფარას მეფე და კიდობნის ასაგებად გამოეყენებინა ათასობით მუშახელი. თუ მოვიგონებთ იმასაც, რომ როგორც თავში ვახსენეთ, ნოეს ქალაქში დაწინაურებული იყო გემთმშენებლობა და თვითონ ნოეც თავის ვაჟებთან ერთად გაწაფული უნდა ყოფილიყო ამ ხელობაში, საეჭვო აღარ გახდება, აეგო მას ასეთი ზომის ხომალდი. იგივე აზრს ავითარებენ ამერიკელი არქეოლოგები პენსილვანიის უნივერსიტეტიდან, რომლებიც ათეული წლების განმავლობაში სწავლობდნენ ტიგროსისა და ევფრატის აუზს. ბატონ ვაჟა გვახარიას მოსაზრებას, რომ ბიბლიაში უფრო დაწვრილებით უნდა ყოფილიყო ინფორმაცია, წმიდა იოანე ღვთისმეტყველი უპასუხებს: „და არიან სხუანიცა მრავალ, რომელ ქმნა იესო, რომელნი, თუმცა დაიწერებოდეს თითოეულად, არცაღა ვჰგონებ, ვითარმცა სოფელმან ამან დაიტია აღწერილი წიგნები. ამინ! (ინ. 21,25), საიდანაც ვასკვნით, თუ რატომ არ არის დაწვრილებით აღწერილი, ის რაც ქრისტემ და მისმა წმიდანებმა მოიმოქმედეს. თუ ჩვენ არ გვაკვირვებს იგივე ინტერვიუში ხსენებული სოლომონის ტაძრისა და ხეოფსის პირამიდის ზომები, რატომ უნდა განვცვიფრდეთ, რომ ათასობით მუშახელის დახმარებითა და გემთმშენებლობის ხელოვნებით აეგოთ ხის ვეებერთელა კიდობანი, ანუ თავისებური ხომალდი. გ. მაზიაშვილი ამბობს, რომ ასეთი ხომალდი რომც აეგოთ, ყოვლად უვარგისი იქნებოდა ზღვაში ნაოსნობისათვისო, გადავხვდოთ ისტორიას. 1609 წელს ნიდერლანდელმა პეტრე იანესმა ააგო ნოეს კიდობნის მაგვარი ხომალდი, შედარებით მცირე მასშტაბისა

მცირე მასშტაბის გემს, რომ ნაოსნობა შეუძლია ეს არც გასაკვირია და ამის მაგალითებიც გვაქვს, ხოლო ბიბლიაში აღწერილი „ხის“ კიდობანი ნაოსნობისთვის არ გამოდგება.

და საქმით დარწმუნდა, რომ ასეთი ხომალდით შეიძლება ნაოსნობა. თუმცა იგი ჩვეულებრივ ხომალდთან შედარებით ნაკლოვანია. რაც შეეხება თავად ხომალდის უცნაურ ფორმას, კიდობნის იერი რომ გააჩნდა, ეს იმით იყო განპირობებული, რომ ტევადობა ბევრად უკეთესი ჰქონდა. ტევადობის გასაზრდელად უფალმა ღმერთმა ბუდეების მაგვარი რამ ჩააშენებინა მასში.

იბერიონი ამბობს: უნდა გამოვრიცხოთ ხის კიდობანი შემდეგი ციტატის დახმარებით: 14. იქმენ უკუე თავისა შენისა კიდობანი ძელთაგან ოთხკედლედთა, ბუდებად ჰქმნა კიდობანი და მოჰკირო იგი შინათ და გარეთ კირითა.(დაბადება 6–14) „ძელთაგან ოთხკედლედთა„– არ ნიშნავს ხის ძელებისაგან შემდგარ კედლებს მთლიანობაში, რომლებიც საყრდენია გარკვეული სტიქიის სივრცეში. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ დაუშვებთ, რომ კიდობანი იგებოდა ჰაერის სტიქიაში, მას დასჭირდებოდა თორმეტი ძელი სივრცის შემოსასაზღვრად, რომლებიც კუბის წახნაგები იქნებოდნენ. თუ კედლები რომელიმე მასალისაგან იქნებოდა დამზადებული, მაშინ ექვსი კედელი იქნებოდა საჭირო, რათა სივრცე კიდობნად სრულქმნილიყო. გამოვრიცხავთ წყლის სტიქიას, რადგან შეუძლებელია და მიუღებელი წყალზე ამხელა მოცულობისა და მასის მქონე სხეულის აშენება. გამოვრიცხავთ აგრეთვე ცეცხლის სტიქიას, რადგან ცეცხლსშიგან შენება არარსია... გვრჩება მიწის სტიქია, განვავრცოთ. კლდეში კვეთა ოთხკედელკვეთით განისაზღვრება. კვეთის არქიტექტურას უნდა დავაკვირდეთ: მიწის სტიქიაში ოთხი მხრით იზომება სივრცე. წარმოვიდგინოთ უძირო უჯრა, რომელსაც უკვე გააჩნია ოთხმხრივი საზღვარი, ხოლო თავი და ძირი არა აქვს ( ეს იყოს ნიშანი განზომილებისა). უჯრის ბუდე სამოქმედო არეა. უჯრის ბუდეში ჩასმისას გამოიკვეთება მეხუთე და მეექვსე კედელიც, რაც სივრცის საზღვარსასრულია. დასტურად იმისა, რომ კიდობანი ქვაშია ნაკვეთი, შემდეგი ნათქვამიც კმარა: „მოჰკირო იგი შინათ და გარეთ კირითა“

ვიდრე კვლავ კიდობნის რაობას შევეხებოდეთ, მოვიგონოთ ისიც, რომ ისტორია და არქეოლოგია ადასტურებს წარღვნის ისტორიულ სინამდვილეს, თუმცა ბევრი ჩვენი თანამედროვე, აღზრდილი ათეისტურ ტრადიციებზე, უარყოფს, რომ წარღვნას ადგილი ჰქონდა ისტორიაში.
ასე მაგალითად, არქეოლოგებმა მესოპოტამიაში აღმოაჩინეს წარღვნის დამადასტურებელი თიხის ფენები: ურში (ურუქ-ქალაქში, რომელიც ტრადიციული ედემ-ბაღიდან ოცი კილომეტრის დაშორებითაა), ქალაქ ფარაში, სადაც ნოე ცხოვრობდა, ბაბილონის გარეუბან კიშში და ნინევიაში. გ. მაზიაშვილი სოფისტების კვალობაზე ცდილობს, გააბრიყვოს მკითხველი და ამტკიცებს, რომ „თეთრი ცხენი ცხენი არ არის“. ანუ ბიბლიაში ხსენებული ხის კიდობანი იყო არა ხის, არამედ თურმე ქვის „საქომარის მთა-გამოქვაბული“. იგი მიიჩნევს, რომ გაკირვა შეიძლება მხოლოდ ქვის. მაგრამ არცერთ მემთხვევაში ხის. მოვიგონოთ სიყრმე მოსე წინასწარმეტყველისა, რომელიც ბიბლიური ხუთწიგნის ავტორია, მათ შორის, აღმწერელი წარღვნის ისტორიისა. სახელდობრ, გამოსვლათა წიგნში ნათქვამია: ,,...ვინაიდან არა შესაძლებელ იყო მერმეცა დამალვაი მისი (ჩვილი მოსესი), მოიღო დედამან მისმან კიდობანიკი (ანუ პატარა კიდობანი) და მოგოზა იგი კირითა და ფისითა და შთავიდა ყრმა მას შინა. დადვა იგი შამბსა შინა წყლის (მდინარე ნილოსის) კიდესა“ (გამოსვ. 2.3).
როგორც ხედავთ ჩვილ მოსესთვის განკუთვნილი კიდობანიც, მსგავსად ნოეს კიდობნისა, კირით მოუგოზავთ და თუ მაზიაშვილის მსჯელობას მივყვებით, რომელიც ხის მოკირვას შეუძლებლად სთვლის, მოსე კლდის გამოქვაბულში ჩაუწვენია დედას და არა ხის კიდობანიკში და ეს კლდე-მღვიმე მდინარე ნილოსის ნაპირზე ყოფილა, სადაც ფარაონის ქალიშვილს უპოვნია მოსე. ებრაულად, კიდობანს ჰქვია „ტება“. ამავე სიტყვით გამოიხატება კიდობანიკიც. და ეს სიტყვა ბიბლიაში მხოლოდ ორჯერ იხსენება ნოეს კიდობნისა და მოსეს კიდობანიკის აღმნიშვნელად.

მინდიაშვილი აქ თავად ემგვანება სოფისტ მოძღვარს, მოსეს კიდობანთან დაკავშირებით გამოსვლათა წიგნის მეორე თავის მესამე მუხლში არაფერი წერია კიდობნის მოკირვაზე, “3. და ვითარ-იგი ვერღარა ეძლო დამალვად, მოიღო დედამან მისმან კიდობნაკი და მოფისა იგი და შთააწვინა ყრმაჲ იგი მას შინა და დადგა იგი შამბსა შინა მდინარის, კიდესა მას. (გამოსვ. 2.3).
განსხვავებით ნოეს კიდობანისაგან სადაც აქცენტი კირზეა გაკეთებული და ფისი საერთოდ ნახსენები არ არის, ციტატა ბიბლიიდან: „14. იქმენ უკუე თავისა შენისა კიდობანი ძელთაგან ოთხკედლედთა, ბუდებად ჰქმნა კიდობანი და მოჰკირო იგი შინათ და გარეთ კირითა.“(დაბადება 6–14) კირი არასოდეს ყოფილა ფისი მინდიაშვილმა ეს არ იცის?


ძველბერძნულიდან რომ ვთარგმნოთ სიტყვა-სიტყვით, დაბადების მეექვსე თავის მეთოთხმეტე მუხლი, ასე ჟღერს: „გააკეთე შენ თვითონ კიდობანი ოთხკედლიანი (ტეტრაგონინ) ძელებისაგან (ეკ-დჲულონ)... გარეთ და შიგნით კირით“ (ასფალტონ ძვ. ბერძნულად, რაც კირს, ფისს ნიშნავს). ახლა რაც შეეხება ნოეს კიდობნის მასალას. როგორც წმიდა ეკლესია ასწავლის, ხე, რომელიც ნოემ გამოიყენა, არის ხე „გოფერი“. იგი ეკუთვნის მსუბუქ ფისოვან მცენარეთა გვარს, როგორიცაა, ვთქვათ კედარი და კვიპაროსი

1. და ჰქმნე საკურთხეველი ძელთაგან ულპოლველთა ხუთ წყრთა სიგრძე და ხუთ წყრთა სივრცე მისი, მოთხვითი იყოს საკურთხეველი იგი და სამი წყრთა სიმაღლე მისი. (გამოსვ. 27.1) 1. და ჰქმნე საკურთხეველი საკუმეველისა ძელთაგან ულპოლველთა. ( გამოსვლა30,1) ხის ჯიში გოფერი გამოგონილია, ქართულ ბიბლიაში საერთოდ ნახსენები არ არის (მინდიაშვილის მიერ მოყვანილ მუხლებში სიტყვა გოფერი ნახსენები არ არის)

და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, კიდობანი უეჭველად უნდა ყოფილიყო ხის ძელებისაგან, როგორც ეკლესიის წმიდა მამები და ეგზეგეტები გვასწავლიან, რადგან სიმბოლურად იგი მოასწავებდა, ე.ი. წინა სახე იყო ძელისა ჯვრისა, ეკლესიისა, და ნათლისღების წყლებისა, რომელთა გზითაც ახალი აღთქმის კაცობრიობა, - განახლდა რა უფლის ჯვარცმითა და ეკლესიური საიდუმლოებებით, მათ შორის ნათლისღებით, - პოულობს ხსნას. ასე რომ, კიდობანში თავშეფარებული მართალი ნოე და მისი ოჯახი ახალ აღთქმისეულ სულიერ ისრაელს ანუ ქრისტიანებს განასახიერებს. ჯვარი, რომლიოაც გამოგვიხსნიდა ცოდვებისაგან, აუცილებლად ხისა რომ უნდა ყოფილიყო, ადასტურებს გამოსვლათა წიგნიც (გამოსვლათა 15,23,25).
მაშ, რად დასჭირდა გ. მაზიაშვილს მტკიცება იმისა, რომ ნოეს კიდობანი იყო არა ხის, როგორც ამას მოსე წინასწარმეტყველი გვამცნობს, არამედ ქვის? ვფიქრობთ იმის გამო, რომ იგი „მთა საქომარში“ „მოღვაწეობს“. ჩვენი დროის ეს „ეგზეგეტი“ ცდილობს დაგვარწმუნოს, რომ ნოეს კიდობანი გაჩერდა არა არარატის ანუ არმენიის მთებთან, არამედ „მთა საქომართან“, რომელიც თურმე საქართველოს ცენტრია.

მთა საქომარი ეგრეგორული ცენტრია არა მარტო საქართველოსი, არამედ სამყაროსი

მოდით გაზეთ „დვრიტასთან“ ერთად ჩვენც ვიკითხოთ ამ ეროვნული განთავისუფლების გზაზე, რომელი საქართველოსი, - საბჭოთა თუ ისტორიული? მისი მსჯელობიდან ჩანს, რომ საბჭოთა საქართველოსი. ვურჩევდით, არ გააღიზიანოს ისედაც ამღვრეული ეროვნული მოძრაობა...
მაინც რა გზა გაიარა ნოეს კიდობანმა, სად გაჩერდა იგი? მართალია, ბიბლია მოგვითხრობს, რომ არარატის მთებზე გაჩერდა, მაგრამ, ჩანს რომ წმინდა წერილი არ არის ავტორიტეტი მაზიაშვილისთვის, რაშიც ქვემოთაც არაერთხელ დავრწმუნდებით. ბიბლიის კომენტატორებისა და არქეოლოგთა აზრით, ნოეს კიდობანმა წარღვნის დროს ევფრატის ნაპირებიდან (ქალაქ ფარადან) არარატის მთებამდე 800 კილომეტრი და, შესაძლოა, მეტიც გასცურა, ვიდრე მიაღწევდა ხსენებულ მთას არმენიისა, რომლის სიმაღლეც 5000 მეტრს აღწევს. ნოემ კიდობანში სულ დაჰყო ერთი წელიწადი და 17 დღე. აქედან ხუთი თვე - ნაოსნობაში, შვიდი დანარჩენი, არარატის მთებთან გაჩერებულ კიდობანში, ვიდრე წყალი დაიწევდა.

მინდიაშვილი ამბობს, რომ რადგან გაჩერდა კიდობანი ე.ი. მანამდე ცურავდა და ის კიდობნის ადგილსამყოფელად არმენიის არარატს ასახელებს. ალაზნისპირელის პასუხი: დედამიწა მარჯვნივ ბრუნავდა ზენაარსის მიმართ. იგი ერთხანს შეაჩერეს და და შემდეგ პირიქით დაიწყო ბრუნვა. ახლა ვიკითხოთ: თუ დედამიწა გაჩერდა (ან დადგა), ხომ გაჩერდებოდა პლანეტის ცენტრში ჩაშენებული კიდობანიც? მასაშადამე წინასწარმეტყველ ნოეს ( და მოგვიანებით ბიბლიის ავტორთა) ცნობიერებისათვის კიდობანი ნამდვილად გაჩერდა ზენაარსის ცენტრის მიმართ. ამას გარდა: კიდობანი გაჩერდა, როგორც დედამიწის მისტერიის პირველი სკოლა, რაც ლაზარეს გარდაცვალების მიზეზიც გახდა. ამიტომ, ეს მომენტი დაფიქსირდა შემდეგნაირად: –„და გაჩერდა კიდობანი... მთათა ზედა არარატისასა“. რაც ნიშნავს , რომ ნოეს ქვის კიდობანი აღარ ბრუნავდა აღარც აქეთ და აღარც იქეთ,– ანუ გაჩერდა! ამგვარად მთა არარატი ჩვენი მეხსიერებისათვის – არა–რაობად, ანუ უარყოფითი თვისებების მქონე სუბსტანციად გადაიქცა... (დედამიწის გაჩერება და მისი უკან დატრიალება ეს უკვე მეცნიერული ფაქტია. იხ. პროფესორი ჰამლეტ წულაია – „სად ვეძიოთ წარღვნით ჩაძირული ნოეს კიდობანი“

ამ მთის ძირში არის ქალაქი ნაკსუანა ანუ ნახიჭევანი, სადაც გადმოცემით, ნოეს საფლავია. თვით ქალაქის სახელწოდებაც ადასტურებს, რომ ნოეს აქ უცხოვრია. ქალაქის სახელწოდება ნიშნავს: აქ დასახლდა ნოე, აქ და არა „საქომარის მთის“ ძირას. აქ მხოლოდ გ. მაზიაშვილი სახლობს და ამიტომაა ეს ადგილი საქართველოსა და მსოფლიოს ცენტრი. ჩვენ დავრწმუნდებით მსჯელობის კვალდაკვალ, რომ არაფერია გაზვიადებული, დავასკვნით რა გ. მაზიაშვილის მტკიცებიდან, რომ „იგი ქრისტეა ინკარნაციით მესამედ მოსული დედამიწაზე“. მტკიცება?! - „ნივთი (თეთრი ქვა) ნამდვილად გამოხატავს ქრისტეს მესამედ მოსვლის აუცილებლობას (მკითხველო ეს უკვე „ნივთმტკიცებაა“?). „არ არსებობს, არ სცოდნოდა იესოს თავისი მესამედ მოსვლის (მესამე ინკარნაციის) დრო და ადგილი და არ მოენახულებინა მთა, კოსმიური ცენტრი (საქომარის მთა - ა.მ.)“ - იხ. გაზ. ,.დვრიტა“. 1990 წ. 25 სექტემბერი. კიდობნის გაჩერებიდან, დაახლოებით ასი წლის შემდეგ, ბაბილონში მოხდა ენების ცნობილი აღრევა. წმიდა მამათა და არქეოლოგთა მოსაზრებით, მართალია, ნოე დარჩა არარატის მთის ძირას ქალაქ ნაკსუანში, მაგრამ მისი ვაჟები ოჯახებთან ერთად საცხოვრებლად კვლავ ბაბილონში დაბრუნდნენ. ენების აღრევის შემდეგ, მოედვნენ რა მთელს დედამიწას, ისინი თაობიდან თაობაში გადასცემსზენ ისტორიულ ამბავს წარღვნის შესახებ. სახელდობრ, წარღვნა ცნობილი იყო: ეგვიპტელი, ძველი ბერძენი, ინდოელი, ჩინელი, პოლინეზიელი, ინგლისელი, პერუელი, ამერიკელი ინდიელების, გრელანდიელი, ფიჯის კუნძულების ხალხებისათვის. ხოლო ყველაზე მდიდარი გადმოცემა ეკუთვნის ძველ ქალდეველებს. ყველა ეს გადმოცემა საოცრად ჰგავს ერთმანეთს და ბიბლიურ მოთხრობას წარღვნაზე. უცხოურ პრესაში არაერთხელ გამოქვეყნდა ცნობა იმის შესახებ, რომ რუსმა ავიატორებმა რევოლუციის წინ არარატის მაღალსა და მიუვალ მწვერვალებზე იხილეს ვეებერთვლა კუნძული დიდი ხომალდისა, რაც აცნობეს რუსეთის მთავრობას. გარდა ამისა, თუ არ ვცდები ამ საუკუნის 70-იან წლებში ერთერთი ფრანგი მეცნიერი ორჯერ ავიდა არარატის მთებზე, თუმცა მრავალი განსაცდელი გადახდა, რათა მოეძებნა იქ ნოეს კიდობნის ნაშთები. მეორე მოგზაურობისას, მან მიაგნო ამ ნაშთებს და მათი მცირე ნაწილი ჩამოიტანა კიდეც. მეცნიერებმა ჩაატარეს ექსპერტიზა და დაადასტურეს, რომ ეს ხის ნაშთები მართლაც ეკუთვნის ნოესდროინდელ ერას. ამ მეცნიერის მონათხრობი დაიბეჭდა ჟერნალ „ნაუკა ი რელიგიაში“-ში და საქაროველოს საპატრიარქოს ჟურნალ „საღვთისმეტყველო კრებულში“ რამდენიმე წლის წინათ.

- და მაინც რითი აიხსნება გ. მაზიამვილის ფენომენი?

- წმინდა და ქებული მოციქული პავლე გვმოძღვრის „სიცოფისათა მათ ძიებათა... განეშორე, რამეთუ არიან ურგებ და ამაო“ (ტიტეს მიმართ 3.9).

როგორც სჩანს, სიცოფის, ანუ მბოდვიარე იდეების გამოძიებას არ უნდა მივსდევდეთ. მაგრამ რაკი ამ იდეებმა დღის ნათელი ნახეს გაზეთ „დვრიტას“ დახმარებით, სარწმუნოებასა და ჭეშმარიტებაში განუმტკიცებელი სულები რომ არ დაბრკოლდნენ ქრისტეს მიმართ, ვეცადოთ, პირი დავუყოთ, ანუ გავაჩუმოთ „ამაოჲსა მეტყუელ და გონებამაცთურ... რომელნი ყოველსა სახლებსა გარდააქცევენ. ასწავებენ, რომელ-იგი არა ჯერ-არს, საძაგელისა შეძინებისათვის... ღმერთსა აღიარებენ, ვითარმედ იციან, ხოლო საქმითა უარ-ჰყოფენ, საძაგელნი არიან და ურჩნი და ყოვლისა მიმართ საქმისა კეთილისა გამოუცდელ“ (ტიტეს მიმართ 1.10,11,17).
ქრისტეს მეორედ მოსვლის ერთ-ერთი უტყუარი ნიშანია ქრისტემტყუარების, ცრუწინასწარმეტყველებისა და ცრუსასწაულების მომრავლება: „მიუგო იესო და ჰრქუა მათ: ეკრძალენით, ნუ ვინმე გაცდუნნეს თქუენ. რამეთუ მრავალნი მოვიდოდიან სახელითა ჩემითა და იტყოდიან, ვითარმედ მე ვარ ქრისტე. და მრავალთა აცდუნებდენ... მაშინ უკუეთუ ვინმე გრქუან თქუენ: აჰა უდაბნოსა არს, ნუ განხუალთ; აჰა ესერა საუნჯეთა შინა არს, ნუ გრწამნ; რამეთუ ვითარცა ელვაჲ რაჲ გამობრწყინდის მზის აღმოსავალით და ჩანან ვიდრე დასავალადმდე, ეგრეთ იყოს მოსლვაჲ ძისა კაცისაჲ“ (მათე 24.4-5,23-27).
გ. მაზიაშვილი და მისთანანი, მამათა ენით რომ ვთქვათ, ხიბლში არიან. წმინდა გრიგოლ სინელი ხიბლის რამოდენიმე მიზეზს ასახელებს: ამპარტავნება, შური ეშმაკისა მოღვაწეთა მიმართ, ღვთის მიერ დემონთა მიშვება ამა თუ იმ ადამიანზედ ცოდვების გამო. მოდით, მოვიგონოთ გ. მაზიაშვილის მსჯელობიდან რამდენიმე ადგილი და ვნახოთ, რა არის მიზეზი მისი ხიბლისა. იგი ეკლესიის სწავლების საწინააღმდეგოდ ამტკიცებს, რომ ქრისტე მეორედ კი არ უნდა მოვიდეს, არამედ მესამედ და ისიც საქართველოში. ანუ მისი სიტყვებით რომ ვთქვათ, მთელი ქვეყანა „საქომარის მთა-გამოქვაბულიდან“ უნდა ამხილოს. დავით მეფე კი იტყვის ერთ-ერთ ფსალმუნში: „საყდარნი სასჯელისანი იერუსალიმსა დაიდგნეს.“

განსჯა ზეციური იერუსალიმიდან მოხდება, რასაც მინდიაშვილის მიერ მოყვანილი ფსალმუნიც ადასტურებს, მაგრამ მამა არჩილმა ზეციური იერუსალიმის მაგივრად პალესტინის (ცოდვილი) იერუსალიმი წარმოიდგინა რითაც თვითონ ჩავარდა ცდომილებაში

თავისი აზრის განსამტკიცებლად იშველიებს წმიდა წერილის შემდეგ ადგილებს: მათე 19.28; გამოცხადება იოანესი 2.17; 2 კორინთელთა 13.1,2; ასევე წიგნი იონა წინასწარმეტყველისა, - სადაც, რა თქმა უნდა, არაფერია მსგავსი ნათქვამი.
პავლე მოციქული კორინთელებს მისწერს: „აჰა ესერა მესამედ მოვალ თქუენდა. პირითა ორისა და სამის მოწამისაჲთა დაემტკიცების ყოველი სიტყუაჲ. წინაჲსწარ ვთქუ და აწცა წინაჲსწარ ვიტყჳ, ვითარცა-იგი პირისპირ მეორედ მაშინ, და აწ შორით მივსწერ წინაჲსწარ შეცოდებულთა მათ და სხუათა ყოველთა; და რამეთუ, უკუეთუ მოვიდე კუალად, არღარაჲ ვჰრიდო“ (2 კორინთელთა 13.1,2).

დასჯის უფლება მხოლოდ უფალს აქვს ნაბოძები მამისაგან და ეს დოგმა ნაბრძანებია მრავალ ადგილას წმინდა წერილში : 17. რაჲთა აღესრულოს თქუმული იგი ესაია წინაწარმეტყუელისაჲ, რომელსა იტყჳს: 18. აჰა ესერა ძე ჩემი, რომელი მე სათნო-ვიყავ, საყუარელი ჩემი, რომელი სთნავს სულსა ჩემსა. დავდა სული ჩემი მის ზედა, და სამართალი წარმართთა მიუთხრას. 19. არა ჰჴდებოდის, არცა ღაღადებდეს, არცა ესმეს ვის უბანთა ზედა ჴმაჲ მისი. (მათე 12–17,18,19.)

გ. მაზიაშვილი ხსენებული გაზეთის ინტერვიუში ამბობს: „...უფალი იესო ქრისტე მეორედ მოდის... საქართველოში, ხოლო საერთოდ კაცობრიობა იხილავს მას მესამედ“. თავისი ამ მკრეხელური აზრის დასტურად, წმიდა პავლეს ზემოთმოტანილი ციტატა მოჰყავს. ის, რომ პავლეს ამ ეპისტოლეში ლაპარაკია არა ქრისტეს მესამედ მოსვლაზე, არამედ თვითონ პავლე მოციქულის მესამე მოგზაურობაზე კორინთოში, იმავე ეპისტოლეს შესავალში ჩანს. მოციქულს სურს მისიონერული მოგზაურობა, მაგრამ პირველად იგი კორინთოში უნდა ჩავიდეს: „მინდა მისვლად თქუენდა პირველად, რაჲთა მეორე სიხარული გაქუნდეს, და თქუენ მიერ წარსლვად მაკედონიად და კუალად მაკედონიაით მოსლვად თქუენდავე, და თქუენ მიერ წარგზავნად ჰურიასტანად (2 კორ. 1.15-16).
მაზიაშვილი თავისი ამ აზრის განსამტკიცებლად მათე მახარებელსაც მოუხმობს: „ხოლო იესო ჰრქუა მათ: ამინ, გეტყჳ თქუენ, რამეთუ თქუენ, რომელი-ეგე შემომიდეგით მე, მერმესა მას შობასა, რაჟამს დაჯდეს ძე კაცისაჲ საყდართა დიდებისა თჳსისათა, დაჰსხდეთ თქუენცა ათორმეტთა საყდართა განსჯად ათორმეტთა ტომთა ისრაელისათა“ (მთ. 19.28). „ხედავთო, - ამბობს გ. მაზიაშვილი, - თვითონ ქრისტე წინასწარმეტყველებდა თავის მეორედ შობას.

იბერიონი არა მეორედ შობაზე არამედ შემდგომ დაბადებაზე საუბრობს. მაზიაშვილის ციტატა: „მერმესა მას შობასა“– ნიშნავს უფლის მოსვლას დაბადებით

წმინდა მამათა მიხედვით, სახარების ხსენებულ ადგილას უფალი წინასწარმეტყველებს საყოველთაო აღდგომასა და მეორედ მოსვლაზე. წმინდა ბასილი დიდი იტყვის: ჩვენ ვიცნობთ სამ შესაქმეს წმიდა წერილიდან. 1) როცა ღმერთმა არაფრისაგან შეჰქმნა ცა და ქვეყანა; 2) როცა იორდანეს წყლებში ანუ ქრისტიანულ ნათლობაში განაახლა ადამიანი და 3) როდესაც მეორედ მოსვლისას საყოველთაო აღდგომით აღმოშობს ადამიანს, - ცათა სასუფევვლის მოქალაქეს.
საერთოდ რომ ვთქვათ, ჩვენი კეთილი მეგობარი, ანუ როგორც თავად უწოდებს თავის თავს - „მოძღვარი იბერიონთა საძმოსი“, ქრისტეშობას უწოდებს ინკარნაციას, რითაც ის ერეტიკოს შტაინერსა და ინდუისტებს ეხმაურება.
იონა წინასწარმეტყევლის წიგნიც უკუღმა ესმის. მისი აზრით, იონას სასწაული ასევე დაკავშირებულია უფლის დაბადებასთან. სახელდობრ, ვეშაპმა რომ ამოაგდო იონა, ეს იგივეა, რაც ქრისტეს შობაო. ეკლესიის მამები კი განმარტავენ: იონას ყოფნა ვეშაპის მუცელში სამი დღე და ღამე წინასახე იყო ჯვარცმული მაცხოვრის პატიოსანი გვამის აკლდამაში დადებისა და მესამესა დღეს მისი აღდგომისა.
დრო რომ აღარ წაგართვათ, ძვირფასო მკითხველნო, გ. მაზიაშვილის მიხედვით, მაცხოვარი „საქომარის მთა-გამოქვაბულიდან“ გააფრთხილებს კაცობრიობას ქვეყნის აღსასრულზე. მას ნიშანი ექნება ხელში - თეთრი ქვა, რომელიც დღეს ამ „იდეის“ ავტორსა აქვს. და როგორც ის თვლის, ეს აპოკალიფსში ნახსენები ქვაა (გამოცხ. იოანესი 2.17). თუმცაღა, ეკლესიის ეგზეგეტების მიხედვით, ეს „თეთრი ქვა“ სულიერი მნიშვნელობით უნდა გავიგოთ, როგორც საზღაური, ჯილდო მომავალ ცხოვრებაშა წმინდა ცხოვრებისათვის.
მისი საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენის დამადასტურებელია ისიც, რომ თავისი „მოღვაწეობის“ ამა თუ იმ მომენტს დიდ საუფლო დღესასწაულებს უკავშირებს: „ცხრა მეტრის სიღრმეზე აღმოჩენილია ლოდით დაგალული შესასვლელი!“ 28 აგვისტოს ანუ ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულზე“ (29 აგვისტოს ამ ამბავს მწყემსებს ახარებს, რითაც ძალაუნებურად მოგვაგონებს ანგელოზის მიერ მწყემსების ხარებას ქრისტეშობისას. ამ „აღმოჩენით“ მაზიაშვილი იღებს ნიშანს, რომ უფალი ინკარნაციით მასში მოვიდა და მისი სახით, ანუ... „იშვა დაბადებით“ („დვრიტა“ 1990 წლის 11 სექტემბერი).
19 აგვისტოს, ანუ ფერისცვალების დღეს შემდეგი „აღმოჩენა“ მოხდა: „უფლის ბეჭედმა გაანათა... თევზით ხსნილს, შუა გამოქვაბულში სამი მოწმის თანდასწრებით დაფიქსირდა თევზის საიდუმლო“. ანუ მარტივი ენით რომ ვთქვათ, „თეთრი ქვა“ იპოვეს, რომელიც „მეცნიერებისთვის“ ეგებ საინტერესო იყოს, ხოლო ღვთისმეტყველებისათვის აპოკალიფსის „თეთრი ქვა“ ვერასდროს მოხვდება, თუნდაც ისეთი „მოძღვრის“ ხელში, როგორიც ბატონი გია მაზიაშვილია.
აღარას ვიტყვით იმაზე, რომ იგი უკუღმა განმარტავს აბრაამ მართლისა და მელქისედეკის შეხვედრას. მელქისედეკი მამათა განმარტებით, არის არა უფალი იესო ქრისტე, როგორც მაზიაშვილი ფიქრობს, არამედ მხოლოდ წინასახე მაცხოვრისა, რომელიც განკაცებით უნდა შობილიყო.

user posted image
სურათზე გამოსახულია იბერიონი (გ. მაზიაშვილი),
რომელსაც გულზე ჩამოკიდებული აქვს თეთრი ქვა



( ამ ციტატით დასტურდება მელქისედეკის ღმერთობა)
1.რამეთუ ესე მელქისედეკ, მეფე სალემისაი, მღვდელი ღმრთისა მაღლისაი, რომელი შეემთხვია აბრაჰამსა, მო–რაი– ქცეულ იყო იგი მოწყუედისა მისგან მეფეთაისა, და აკურთხა იგი, 2.რომელსაცა–იგი ათეული მისცა ყოვლისა მისგან ნაწილად აბრაჰამ, პირველად უკუე ითარგმანების „მეუფე სიმართლისაი“ , და მერე–„მეფე სალემისაი“, რომელ არს მეუფე მშვიდობისაი, 3.უმამო, უდედო, ნათესავ–მოუხსენელებელ; არცა დასაბამი დღეთაი, არცა აღსასრული ცხოვრებისაი აქუს, ხოლო მიმსგავსებულ არს იგი ძესა ღმრთისასა და ჰგიეს იგი მღვდლად სამარადისოდ. (ებრაელთა 7–1,2,3.)


ერისკაც მაზიაშვილის ამპარტავნებაზე მიუთითებს მისი მენტორულ-წინასწამეტყველური ტონიც: „კურთხეულო იაფეტელნო, გიხაროდენ! ვისაც არ მიგიღიათ ჯვარცმაში მონაწილეობა, უფალი თქვენთანაა“ ან „ისმინე ზარი ქართველო ერო! ლაზარეს საიდუმლოება მხოლოდ ერთმა მოციქულმა უწყოდა, ვისზეც იყო ნაბრძანები დარჩენა უფლისაგან. ეს არის იოანე მოციქული“ (აქ გ. მაზიაშვილი ამჯერად იოანე მოციქულად გვევლინება, რამდენადაც მან „იცის“ ლაზარეს საიდუმლოება).

მაზიაშვილი ამბობს: „ისმინე ზარი ქართველო ერო! ლაზარეს საიდუმლოება მხოლოდ ერთმა მოციქულმა უწყოდა, ვისზეც იყო ნაბრძანები დარჩენა უფლისაგან. ეს არის იოანე მოციქული“ – იოანე მოციქული რომელიც მეორედ მოდის საქართველოში, მსოფლიოსათვის მესამედ, მსოფლიოს ეზოთერულ მოძღვართათვის კი– მეოთხედ!– მინდიაშვილის ამ სტატიიდან გამომდინარე გავიგეთ, რომ მაზიაშვილი იესოს მესამე შობაზე ლაპარაკობდა–ციტატა ამავე სტატიიდან: მოდით, მოვიგონოთ გ. მაზიაშვილის მსჯელობიდან რამდენიმე ადგილი და ვნახოთ, რა არის მიზეზი მისი ხიბლისა. იგი ეკლესიის სწავლების საწინააღმდეგოდ ამტკიცებს, რომ ქრისტე მეორედ კი არ უნდა მოვიდეს, არამედ მესამედ და ისიც საქართველოში. - თუ მაზიაშვილი იესოს მესამე მოსვლაზე ლაპარაკობს, რაც მამა არჩილმაც დაადასტურა და ჩვენ ვნახეთ მაზიაშვილის ციტატა იოანე მოციქულის მეოთხედ მოსვლის შესახებ და თუ მამა არჩილისავე მტკიცებით მაზიაშვილი ქრისტეა მესამედ მოსული, როგორღაა იგი ამავე დროს მეოთხედ მოსული იოანე–– დასკვნა: მაზიაშვილის ციტატები დამახინჯებულია მამა არჩილის მიერ.

ან „ისმინე, თუ რას ეუბნება სული ეკლესიებს: ქართველებო და მსოფლიოს მართლმადიდებელო ქრისტიანებო, გაებით უფლის ბადეში... ვისაც თვალი აქეს - ხედვიდეს, რას დაანახვებს სული ეკლესიებს“, რომელიც რაღა თქმა უნდა, ამ ახალი „მოძღვრის“ პირით გვეზრახება“.

...დრო დადგა ასეთი! როგორც ჯერ კიდევ ოცი საუკუნის წინათ პავლე მოციქული წინასწარმეტყველებდა: „იყოს ჟამი, ოდეს სიცოცხლისა ამა მოძღურებასა (ანუ ქრისტიანობას - ა.მ.) არა თავს-იდებდენ, არამედ გულის თქუმისაებრ თავისა თჳსისა შეიკრებდენ მოძღუართა ქავილითა ყურთაჲთა. და ჭეშმარიტებისაგან სასმენელნი თჳსნი გარე-მიიქცინენ და ზღაპრებსა მიექცჳნ“ (2 ტიმოთეს მიმართ 4.3,4).

ვფიქრობთ, მის დანარჩენ „კონგენიალურ“ აზრებზე აღარ ღირს საუბარი, ინტერვიუს დასასრულს ბატონი გივი ალაზნისპირელი-რიკიაშვილი, ეკითხება თავის „მოძღვარს“:

- გიორგი, კაცობრიობა გაჟღენთილია ყველა ჟამს თვითგანადგურების ტენდენციით. იმ შემთხვევაში, თუ საზოგადოება ვერ გაიგებს და შემოგიტევს...

ამ შემთხვევაში მე დიდი ხმით გავიმეორებ სიტყვებს: „გააჩერეთ სამყარო, უნდა ჩავიდე! - პასუხობს გ. მაზიაშვილი.

ჩვენ სამყაროს შეჩერება არ შეგვიძლია, ცოდვილ და უღირს მონებს ღვთისა, მაგარამ კაცთმოყვარე უფალს კი ვევედრებით, შეიწყალოს მაზიაშვილი და ძმანი მისნი, ჩამოიყვანოს ისინი ამპარტავნების მოხიბლული მწვერვალებიდან და გულისხმაუყოს, რომ თავმდაბლობის გარეშე ვერ გადარჩება ძე ხორციელი. ანუ როგორც უფალივე ქადაგებს ცხრა ნეტარებიდან პირველში: „ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათა“.

დეკანოზი არჩილ მინდიაშვილი


--------------------
სიმონ იონაჲსო, გიყუარ მეა უფროჲს ამათსა? ჰრქუა მას პეტრე: ჰე, უფალო, შენ უწყი, რამეთუ მიყუარ შენ
Hammerfest
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7878
წევრი No.: 123114
რეგისტრ.: 30-October 10

გამოგზავნილია: 22 Jul 2011, 17:37  #26582812      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა

ჰეგელის კრიტიკისას კარლ მარქსმა უკვდავი ფრაზა წარმოთქვა: "რელიგია ხალხის ოპიუმია"

მაგან რაც იგულისხმა იმაში არ ვეთანხმები, მაგრამ მე როგორც მესმის რელიგია მაგაში კი 100%-იანი იყო ...

QUOTE
იოანე მოციქული რომელიც მეორედ მოდის საქართველოში, მსოფლიოსათვის მესამედ, მსოფლიოს ეზოთერულ მოძღვართათვის კი– მეოთხედ!


ტაში პაირიიიიიი .... sad.gif


--------------------
ქრისტე ცოდვილებთან მეგობრობდა, შედეგად კი "მორწმუნეებმა" მოკლეს ...

ქრისტესთვის სიცოცხლე გაცილებით ძნელია, ვიდრე ქრისტესთვის სიკვდილი

ღმერთი გვცვლის შინაგანად, რელიგია კი ცდილობს შეგვცვალოს გარეგნულად (დერეკ პრინსი)
tatuline
crazy train


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4671
წევრი No.: 123965
რეგისტრ.: 21-November 10

გამოგზავნილია: 23 Jul 2011, 11:14  #26592158      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
QUOTE
 გივი ალაზნისპირელი

ამ კაცს ჯიბეები რო მოუქექო თეთრ ბილეთს უპოვი yes.gif

მაგრამ რა არ მესმის იცით?
კაი, ეს კაცი გიჟია, რაებს ამბობს , მაგრამ ხალხი რო უჯერებს მის ნაბოდვარს?? :| (ნუ ყველა არა, მაგრამ ზოგი ხო უჯერებს).
(არადა კაი ფულს კი აკეთებს, 4ტომი გამოსცა თIთოეული წიგნი საკმაოდ ძვირი ღირს...)



--------------------
''whoever saves one life, saves the world entire''.

guji
აუდიო ინჟინერი


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 660
წევრი No.: 79736
რეგისტრ.: 22-December 08

გამოგზავნილია: 23 Jul 2011, 11:19  #26592203      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი
QUOTE
 გივი ალაზნისპირელი


მაგ კაცის წიგნების სამი ტომი წაკითხული მაქვს, სანამ ბიბლიის კითხვას დავიწყებდი მაგრად მომწონდა, მაგრამ როგორც კი ბიბლიის კითხვა დავიწყე მაგარი გაუფერულდა იმიტომ რომ წიგნზე უწერა "ბიბლიის კვალდაკვალ" და იმდენი გადახვევები აქვს ბიბლიიდან ეზოთერია კი არა ერესი უფროა biggrin.gif


--------------------
მუსიკა ცვლის ადამიანებს, ზოგს კარგისკენ, ზოგს ცუდისკენ.
becka144
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1151
წევრი No.: 133805
რეგისტრ.: 15-July 11

გამოგზავნილია: 23 Jul 2011, 11:46  #26592464      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
Hammerfest
ქალბატონო თუ ბატონო, ეზოთერული აზროვნების მიმართ თქვენ ჯერ ბალღი ხართ, ამიტომ სჯობს კომენტარებისაგან თავი შეიკავოთ.

თუ ვინმეს გაუჩნდა შეკითხვა რა კავშირია იოანე მოციქულსა და საქართველოს შორის? გაეცანით ზვიად გამსახურდიას ნაშრომებს მაგ. „საქართველოს სულიერი მისია“. ასევე მოვიყვან ეპიზოდს წიგნიდან „თავნი და ბოლონი იტყვიან გიორგი“, სადაც მამა გიორგი ბასილაძე იოანე მოციქულზე და საქართველოზე საუბრობს:

კითხვა: მამა გიორგი, ნეტარი ანდრია სალოსის ცხოვრებაში არის ასეთი ეპიზოდი, როდესაც წმიდა ეპიფანე მისი მოწაფე ეკითხება მას წმიდა ილია წინასწარმეტყველზე: – „რაი არს ჭეშმარიტი სიტყვა, რომელსა იტყვიან, ვითარმედ ილია წინასწარმეტყველი არს ღრუბელთა ზედა განმგე და ეტლთა მისგან გამოვალს ხმა ქუხილისა, რამეთუ სძლევს ვეშაპსო? – ნეტარი ანდრია კი პასუხობს შემდეგნაირად: „ნუ იყოფინ, შვილო, ეგე ვითარნი, თუმცა ყოვლადვე რაიცა იყოს (თუმცა, მუდამ ადრე სწამდათ, რაიცა იყო აქნობამდის), ეგე ვითარნი სიტყვანი, რამეთუ უმეცართა კაცთა არს სიტყვა ეგე, – და გინა მწვალებელთა ანუ უსჯულოთა და ყოვლადვე არა ჯერ–არს ქრისტიანეთა ეგე ვითარცა სიტყვა რწმუნებად, რამეთუ ილია ცად არა აღსრულ არს, არამედ ფრიად პატივ–სცა ღმერთმან პირველ აქაბ მეფისაზე, და მისცა ხელმწიფება ჰაერთა ზედა, ცვარისა და სიხმილისა. და აწ ოდესცა ვინმეს ენებოს, ევედროს, აქვს კადნიერება წინაშე ღვთისა, მიანიჭებს თხოვნასა მვედრებელთა მისთასა, გინა წვიმისათვის, გინა სიხმილისათვის. ხოლო ცად არავინ აღსრულ არს, გარნა ძე ღვთისა, მხოლოდ–შობილი, რომელი იგი გარდამოხდა ზეცით და მისცა ცხოვრება სოფელსა. ხოლო ესე ვუწყით ილიასათვის, ვითარმედ ცხოველ არს (ცოცხალ არს) ხორცითა, ხოლო ადგილი არა ვინ უწყის, თუ სადა იყოფების და ეგრეთვე იოანე მახარობელი და ღვთისმეტყველი ხორცითა არს, არამედ ადგილი არავინ უწყის, თუ სადა იყოფების და არცა ვინ ღირს არს ჩვენ უღირსთაგანი ხილვად მისსა, ხოლო მართალნი და წმიდანნი კაცნი მრავალ–გზის იხილვიან. და ეგრეთვე ენუქ წინასწარნეტყველიც ცოცხალ არს და იქცევის ერთა შორის და ვერვინ სცნობს თუ რომელ არს იგი. – ეს ადგილი ჩვენ რამოდენიმე მოძღვარს ვკითხეთ, რათა განემარტათ, თუ რას ნიშნავდა, ანდრია სალოსის ეს სიტყვები – რომ ილია წინასწარმეტყველი ცად არ ასულაო, არცა იოანე და არცა ენუქ წინასწარმეტყველი, და კიდევ – ხოლო ცად არავინ აღსრულ არს, გარნა ძე ღვთისაო, მოძღვრებმა გვიპასუხეს, რომ ეს მოსაზრება არის პირადად ნეტარი ანდრიასი და არა ეკლესიის მიერ დადგენილი ჭეშმარიტება. თქვენ რას გვეტყოდით?
პასუხი: ნეტავ, ანდრია სალოსზე დიდებს ვის დაუსვით ეს შეკითხვა?.. ანდრია სალოსის სიტყვები ჭეშმარითებაა! ცოტა ვინმეს სულიერი ხედვა თუ გაუტოლდება წმინდანთაგან ნეტარ ანდრიას ხედვას!.. ის ძალიან შორს იხედებოდა!.. ყველაფერი ეს მალე განმჟღავნდება. მე კი გეტყვით – მოციქული და მახარობელი იოანე დღეს საქართველოში არის!.. ის ჩვენში დადის ხორცით!.. ელიასაც ნახავთ საქართველოში!..

Hammerfest
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7878
წევრი No.: 123114
რეგისტრ.: 30-October 10

გამოგზავნილია: 23 Jul 2011, 13:50  #26593903      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
becka144

QUOTE
გაეცანით ზვიად გამსახურდიას ნაშრომებს მაგ. „საქართველოს სულიერი მისია“


მაგის ნაშრომებს ჯაბა იოსელიანი და თენგიზა კიტოვანი გაეცნენ და ეტყობა არ დაევასათ ... smile.gif

becka144

QUOTE
მოციქული და მახარობელი იოანე დღეს საქართველოში არის!.. ის ჩვენში დადის ხორცით!.. ელიასაც ნახავთ საქართველოში!


ეს ყველაფერი იმით უნდა დაგვირგვინდეს, რომ იესო ქრისტე იდგება მთაწმინდის პარკთან ხელში ხმლით ხომ? ანტიქრისტე რომ არ შემოუშვას თბილისში ... ასეა?

იოანე თუ საქართველოში ეხლა არის, აუცილებლად შემახვედრებენ მასთან ... უკვე არ ვხუმრობ ...
Internet_Contraband
☠ ქართველი მეკობრე ☠


********
ჯგუფი: Members
წერილები: 26965
წევრი No.: 4293
რეგისტრ.: 9-February 04

გამოგზავნილია: 23 Jul 2011, 14:15  #26594223      · პროფილი · პირადი მიმოწერა
becka144
გამარჯობათ, მე ვარ ეზოთერული აზროვნების მადიდებელი, გივი ალაზნისპირელი ჯერ კიდევ ბავშვი იყო, როცა მსოფლიო ეზოთერული ასოციაციიდან მიღებული მაქვს საპატიო წევრის ტიტული და ვარ მაგისტრი. გივიმ ბევრი რამე ისწავლა ჩემგან, თუმცა ახლა ამას არ აქვს მნიშვნელობა.

მაინტერესებს გივისთვის ან თქვენთვის თუ არის ცნობილი იმის შესახებ, რომ ბიბლია თავდაპირველად ასომთავრულ ქართულზე დაიწერა?

მე ვინცობ ისეთ მეცნიერებს და არქეოლოგებს, რომლებიც ასევე მსჯელობენ ადამის შესაძლო ქართველობაზე, თუმცა ეს ჯერ ნაადრევია საქართველოსთვის... თავის დროზე ყველაფერი გაცხადდება!


--------------------
ᕕ( ᐛ )ᕗ
Achterberg
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 423
წევრი No.: 131788
რეგისტრ.: 27-May 11

გამოგზავნილია: 23 Jul 2011, 14:25  #26594353      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
Internet_Contraband
QUOTE
მე ვინცობ ისეთ მეცნიერებს და არქეოლოგებს, რომლებიც ასევე მსჯელობენ ადამის შესაძლო ქართველობაზე, თუმცა ეს ჯერ ნაადრევია საქართველოსთვის... თავის დროზე ყველაფერი გაცხადდება!

უკაცრავად, რომ თქვენს ლაპარაკში შემოვიჭერი, მაგრამ გთხოვთ აქ რამენენიმე აღნიშვნას გავაკეთებ.
ადამის ქართველობა, უკვე დამტკიცებულია მეცნიერების მიერ. უბრალოდ დრო სჭირდება, ამის შესახებ ხალხმა გაიგოს.
მეცნიერებმა გადაამოწმეს ადამის ნეშთი, და მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ის მიწა, რითღაც ადამი გამოიძერწა, მოპოვებულია საქართველოში.
მეტსაც დავამატებ. ევას ნეკნის (რომელიც თავდაპირველად ადამს ამოაჩიჩქნეს წერაქვით და თოხით, და გადაუნერგეს ევას) ლაბორატორიული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ის შესყიდული იყო ღმერთის მიერ კომპანია შინხოფერის ქართულ მაღაზიაში.
Realism4Life
კედელი აბოროტებს!


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3541
წევრი No.: 123450
რეგისტრ.: 8-November 10

გამოგზავნილია: 23 Jul 2011, 14:32  #26594428      · პროფილი · პირადი მიმოწერა
Achterberg
QUOTE
უკაცრავად, რომ თქვენს ლაპარაკში შემოვიჭერი, მაგრამ გთხოვთ აქ რამენენიმე აღნიშვნას გავაკეთებ. ადამის ქართველობა, უკვე დამტკიცებულია მეცნიერების მიერ. უბრალოდ დრო სჭირდება, ამის შესახებ ხალხმა გაიგოს. მეცნიერებმა გადაამოწმეს ადამის ნეშთი, და მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ის მიწა, რითღაც ადამი გამოიძერწა, მოპოვებულია საქართველოში. მეტსაც დავამატებ. ევას ნეკნის (რომელიც თავდაპირველად ადამს ამოაჩიჩქნეს წერაქვით და თოხით, და გადაუნერგეს ევას) ლაბორატორიული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ის შესყიდული იყო ღმერთის მიერ კომპანია შინხოფერის ქართულ მაღაზიაში.

lol.gif lol.gif lol.gif lol.gif
up.gif


--------------------
ცხოვრება უსამართლოა შვილო. რაც უფრო მალე მიხვდები ამას, მით უფრო მალე გაგიადვილდება მასთან შეგუება.
რატომ უნდა იყო 1 პიროვნება, როცა შეგიძლია იყო მრავალი?
Internet_Contraband
☠ ქართველი მეკობრე ☠


********
ჯგუფი: Members
წერილები: 26965
წევრი No.: 4293
რეგისტრ.: 9-February 04

გამოგზავნილია: 23 Jul 2011, 16:27  #26595924      · პროფილი · პირადი მიმოწერა
Achterberg
QUOTE
უკაცრავად, რომ თქვენს ლაპარაკში შემოვიჭერი, მაგრამ გთხოვთ აქ რამენენიმე აღნიშვნას გავაკეთებ.
ადამის ქართველობა, უკვე დამტკიცებულია მეცნიერების მიერ. უბრალოდ დრო სჭირდება, ამის შესახებ ხალხმა გაიგოს.
მეცნიერებმა გადაამოწმეს ადამის ნეშთი, და მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ის მიწა, რითღაც ადამი გამოიძერწა, მოპოვებულია საქართველოში.
მეტსაც დავამატებ. ევას ნეკნის (რომელიც თავდაპირველად ადამს ამოაჩიჩქნეს წერაქვით და თოხით, და გადაუნერგეს ევას) ლაბორატორიული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ის შესყიდული იყო ღმერთის მიერ კომპანია შინხოფერის ქართულ მაღაზიაში.

რის უკაცრავად კოლეგავ, გეკადრებათ? უბრალოდ, მე არ მსურდა ეზოთერიულ მოძღვრებაში გაუთვიცნობიერებელი ხალხისთვის ეს ინფო მიმეწოდებინა, რადგან ისინი ჯერ მზად არ არიან.

მაგრამ რადგან ამ თემას შევეხეთ, მინდა სხვებსაც გავუმხილოთ, რომ იესო ქრისტე, არც მეტი არც ნაკლები, სამხრეთ-მეგრული აქცენტით საუბრობდა და მხოლოდ მოგვიანებით უთარგმნეს ის ებრაელებს! ამას მოწმობს მთელი რიგი არქეოლოგიური და მეცნიერული მტკიცებულებები, ხოლო ეზოთერიაში ჯერ კიდევ ფეხაუდგმელ მკითხველს, შეუძლია შეიძინოს ჩემი წიგნი, რომელსაც მალე დავამთავრებ და სულ რაღაც 70 ლარად გავყიდი ამ სიბრძნეს.

salamander_r
ექსცენტრიული


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7388
წევრი No.: 130602
რეგისტრ.: 26-April 11

გამოგზავნილია: 23 Jul 2011, 16:59  #26596336      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
საოცარი მსჯელობა აქვს ამ კაცს.

მაგ.ქართული და ებრაული სიტყვა გავს ერთმანეთს(გავს რაა,ასე ყველაფერი ერთმანეთს გავსbiggrin.gif) და ამ მსგავსებაზე ისეთ თეორიებს აგებს გული გაგისკდება.


--------------------
"Nur der ist zur Kritik berechtigt, der eine Aufgabe besser lösen kann."(C) Hitler

შარავანდედი გამორთე, დენს წვავს(C)


Sorry my life is so much more bitchin' than yours. I planned it this way.
უჩინარი
მოკეთილბოროტო


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4372
წევრი No.: 24906
რეგისტრ.: 27-October 06

გამოგზავნილია: 23 Jul 2011, 18:59  #26598009      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
გახსნა თუ არა ბოლო ბოლო ნუნისში ის ჯურღმული ჯოჯეხეთიდან რო ყმუოდნენ?


--------------------
მე ვარ ზარმაცი, მაშასადამე მე ვარ ქართველი!
tatuline
crazy train


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4671
წევრი No.: 123965
რეგისტრ.: 21-November 10

გამოგზავნილია: 23 Jul 2011, 19:10  #26598147      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
QUOTE
გახსნა თუ არა ბოლო ბოლო ნუნისში ის ჯურღმული ჯოჯეხეთიდან რო ყმუოდნენ?

არა, ესე თქვა ეგ ღმერთმა უნდა გახსნასო, 2012-13 ში.
yes.gif
Achterberg
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 423
წევრი No.: 131788
რეგისტრ.: 27-May 11

გამოგზავნილია: 23 Jul 2011, 22:26  #26601116      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
Internet_Contraband
სხვათა შორის თქვენი წიგნისთვის შემიძლია მეტად საინტერესო ინფორმაცია მოგაწოდოდ. კერძოდ კი, ჩემი სოფლის ეზოს გათხრისას, აღმოჩნდა თეთრი გრაგნილები, რომლებზეც გამოსახული იყო ყავისფერი ზოლები. ჩემი დასკვნით ესენია სამწუხაროდ ჯერჯერობით გაუშიფრავი იეროგლიფები, რომლებიც თავად ადამის ხელითაა შესრულებული.

(ჩემმა მეზობლებმა კი მითხრეს, ესენი ტუალეტის ქაღალდებიაო, მანდ ადრე ბაბუაშენს ეზოს ტუალეტი ჰქონდაო, მაგრამ ხომ იცი, ადამიანს რომ ეშმაკი შეუჩვდება რას არ ათქმევინებს)
ArxeoptericS
non omnis moriar


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2764
წევრი No.: 75367
რეგისტრ.: 20-November 08

გამოგზავნილია: 24 Jul 2011, 04:10  #26604894      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif spy.gif spy.gif


--------------------
Every breath you breathe deep
I feel you circulating through me
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (35) [1] 2 3 ... ბოლო » Closed Topic · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: კავკასუს ონლაინი
[ Script Execution time: 0.6378 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]