forum.ge
reklama
FORUM.GE ... წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
reklama

Pages: (100) « პირველი ... 78 79 [80] 81 82 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) Closed Topic · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> სირიის კრიზისი, III ნაწილი
DIDGORI-GEO
ანტიბიძინისტი,ანტიპუტინისტი


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 11125
წევრი No.: 131463
რეგისტრ.: 19-May 11

გამოგზავნილია: 8 May 2013, 15:06  #36333897      · პროფილი · პირადი მიმოწერა
hellsurvivor
QUOTE
ჰო ლაივლიკიდიდან ამოკრეფილი და შეთხზული ინფორმაციები სჯობია ...

შენ თუ დააკვირდები ლაივლიკზე დევს ყველა სახის ინფორმაცია და არ არის რომელიმე მხარის მიმართ მიკერძოებული,იდება როგორც ასადის წარმატწებებზე ინფორმაცია ასევე აჯანყებულებისაზე
ასე რომ ყველაზე სანდო ეგ წყარო მგონია
QUOTE
ამ თემაში ალ ჯაზირაც იდება, სანაც, შინჰუაც და აფხაზურ ანნასაც არ ერიდებიან, ყველა უნდა წაიკითხო და საშუალო უნდა გამოიყვანო ...

მეც ეს დავწერე ზემოთ,არც ასადის წყაროა ბოლომდე სანდო და არც პროაჯანყებულების,სიმართლე კი სადღაც შუაშია
ეს შუალედური საიტი კი სწორედ ლაივლიკია

სამშობლო
QUOTE
აჯანყებულების რაოდენობა თუ მართლა ამდენია მაგარ შარში ყოფილა ასადა, ამ რიცხვის დადგენა რეალურად შეუძლებელია.აქ ზოგიერთი აჯანყებულებს უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ეძახის, მე მაინტერესებს მათი ეთნიკური შემადგენლობა. რა ვიდეოებიც ვნახე სირიელები იყვნენ ძირითადად. არსებობს რაიმე ანალიზი ამ თემაზე?

რაც შეეხება აჯანყებულთა რაოდენობას და მათ იდენტიფიცირებას:
1. თავისუფალი სირიის არმია დაახლოებით 120 000-დან 140 000-მდე
2. ალ ნუსრა 10 000-ის ფარგლებში
3. მოჯახედები 5 000-ის ფარგლებში
4 ქურთები 5 000-ის ფარგლებში

სულ კი გამოდის დაახლოებით 150 000 უხეში გათვლებით


Āryā Shahr
QUOTE
Syrian army regains control of strategic town in southhttp://www.presstv.ir/detail/2013/05/08/30...strategic-town/

ეს თუ მართალია და ასადის ჯარმა მართლა აიღო ხირბეტ ღაზალე,არის მათთვის მათლა ძალიან სერიოზული წინწაწევა დარაას პროვინციაში
ფაქტიურად უახლოვდებიან იორდანიიდან მომავალ არხებს,რათა გადაკეთონ ისინი
ასევე ვრცელდება ინფორმაცია რომ ალეპოს ჩრდილოეთით ასადის ჯარებმა დაიკავეს 2 მნიშვნელოვანი პუნქტი აზიზა და ტალ ასანი


პ.ს რაც შეეხება ახალ ამბებს

აჯანყებულთა დანაკარგები ალ-ყუსაირში,100-ზე მეტი ჰესბოლას მებრძოლი უკვე ქალაქშიაო
http://www.liveleak.com/view?i=38f_1367972325

გუშინდელ ბრძოლებში რამდენიმე ათეული აჯანყებული იქნა ლიკვიდირებული ასადის არმიის მიერ და ასევე ამოღებული იქნა დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალა
http://www.liveleak.com/view?i=9ac_1367966462

ეს კი საკმაოდ საინტერესო სტატია ებრაელი გადადმდგარი გენერალისა სირიაში განვითარებულ მოვლენებზე და ის აღწერს თუ რა მიზნები აქვს ირანს სირიაში
სტატიაში წერია,რომ რამდენიმე დღის წინ ჰესბოლას ლიდერი ჰასან ნასრალა იმყოფებოდა ვიზიტად თეირანში სადაც ის შეხვდა ირანის სულიერ ლიდერ აიათოლა ალი ჰომეინის და ირანის რევოლუციური არმიის მეთაურს გენერალ ქასემ სულეიმანს.ირანელებმა ჰესბოლას ლიდერს გააცნეს ახალი სამოქმედო გეგმა სირიაში სამოქმედოდ.
ირანელების ახალი გეგმით 150 000 ირანელი,ერაყელი(შიიტი) და ჰესბოლას მებრძოლი დამატებით უნდა შევიდნენ სირიაში.ირანი წვრთნას ჩაუტარებს ლიბანელ და ერაყელ მოხალისეებს,რომლებიც შემდგომ გაიგზავნებიან სირიაში და ასევე ირანი ფინანსურადაც და იარაღიცათ შეაიარაღებს ამ ახალ დანაყოფს.
სწორედ ამ ვიზიტის მერე განაცხადა ჰასან ნასრალამ საჯაროდ,რომ ასადის რეჟიმს ყავს მეგობარი,რომელიც არ მიატოვებს და ბოლომდე იბრძოლებს მის გვერდით.ასევე სხვა დეტალებიც წერია ამ სტატიაში და საკმაოდ საინტერესოა
http://jcpa.org/article/irans-plans-to-take-over-syria/


--------------------
საქართველო იქნება ერთიანი,გაბრწყინებული და ძლიერი,როგორიც მას ეკადრება.

ჩვენ არ გვყავს "მოსადი",მაგრამ გვყავს ვანო მერაბიშვილი!!!
Āryā Shahr
Let's Go Grizzlies !


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 686
წევრი No.: 160338
რეგისტრ.: 27-January 13

გამოგზავნილია: 8 May 2013, 16:17  #36335064      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
(Reuters) - The Syrian army captured a strategic southern town from rebel fighters on Wednesday after a ferocious two-month bombardment, in an advance likely to result in President Bashar al-Assad's forces regaining control of an international transit route, opposition sources said.
http://www.reuters.com/article/2013/05/08/...E94703H20130508
P.S
გენარალ მაიორი ქასემ სულეიმანი არის ალ-კოდს-ის (თანამედროვე გაგებით,სამხედრო დაზვერვა) მეთაური,რომელიც მართალია ფორმალურად ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსის ნაწილია,თუმცა რეალურად თითქმის სრუალიად დამოუკიდებელია მისგან და ცალკე სტრუქტურაა.


--------------------
გავიცნობ ტანად საროსა, გოგოსა სატრფიალოსა. სიყვარულშიც თუ გავუგეთ, მის გულმაც გაიხაროსა. და თუ ვერა?! იგი წავა და სხვა მოვა ტურფასა საბაღნაროსა. პატივისცემით (C) მამაჩემოვიჩი (Facebook)
hellsurvivor
Breaking The Law


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4744
წევრი No.: 31885
რეგისტრ.: 23-March 07

გამოგზავნილია: 8 May 2013, 17:56  #36336533      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
QUOTE
(Reuters) - The Syrian army captured a strategic southern town from rebel fighters on Wednesday after a ferocious two-month bombardment, in an advance likely to result in President Bashar al-Assad's forces regaining control of an international transit route, opposition sources said.
http://www.reuters.com/article/2013/05/08/...E94703H20130508


არ დასტურდება ეგ ინფო:

Dera'a province: Violent clashes are still ongoing in the Kherbet Ghazala town between regular forces and rebel fighters. Rebel fighters took hold of the al-Mahatta neighbourhood and redistributed in some of the neighbourhoods of the town

Aleppo province: Rebel fighters destroyed a military airplane that bombarded the perimeter of the Mangh military airport at midnight, the fate of the pilot is still unknown. A rebel fighter was killed by ongoing clashes in parts of the airport and its perimeter. Several towns and villages near the airport were bombarded. Violent clashes broke out at dawn in the al-A'rqoub area in the perimeter of the Hanano barracks of Aleppo city, along with sounds of explosions by reciprocal bombardment. Clashes took place near the Aleppo international airport and the al-Nirab military airport.


https://www.facebook.com/syriaohr



--------------------
«There would be no heavy metal without Judas Priest» — Scott Ian (Anthrax)

პროგრესიუსი
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7282
წევრი No.: 132677
რეგისტრ.: 18-June 11

გამოგზავნილია: 8 May 2013, 18:33  #36337074      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
DIDGORI-GEO

QUOTE
ამის გარდა მის მხარეს იბრძვის ახლად შექმნილი დანაყოფი,რომელშიც გაწევრიანებულია ირანელი(ბასიჯის დანაყოფი და რევოლუციური არმიის დანაყოფები) და ერაყელი მოხალისეები(ამის საერთო რაოდენობა არის 50 000) და ასევე ჰესბოლა(30 000 ეს რიცხვი განაცხადა აჯანყებულთა პრემიერ მინისტრმა


ხო ეგ გამომრჩა smile.gif

QUOTE
ასევე ჰესბოლა(30 000 ეს რიცხვი განაცხადა აჯანყებულთა პრემიერ მინისტრმა


მაინც გადაჭარბებულად მეჩვენება... ჰეზბოლა ალბათ ადგილობრივი ძალების წვრთნაშია ჩართული და ტაქტიკურ ოპერაციებში ეხმარება + შიიტურ სოფლებს და საკულტო ნაგებობებს იცავს (მაგ. საიდ ზაინაბის მეჩეთი დამასკოსთან). სირიაში კი არა ლიბანშიც არ იქნება 30 000 ჰეზბოლას რეგულარული ჯარისკაცი. მაგრამ თუ ერაყელ შიიტებს და ბასიჯებს დავამატებთ ალბათ იქნება მაგდენი

QUOTE
ასე რომ მის მხარეს დღეის მდგომარეობით იბრძვის დაახლოებით 160 000-დან 180 000 სამხედრომდე
ყველაზე უხეში გათვლით კი მინიმუმ 150 000 და მაქსიმუმ 200 000


yes.gif yes.gif
შაბიჰა ცალკე ემატება, ეგენი სამოქალაქოები არიან ოფიციალურად და სადღაც 10 000 იქნება

QUOTE
აჯანყებულების მხარესაც დაახლოებით ეს რაოდენობაა


მათი ყველა გენერალი ამბობს, რომ აჯანყებულებს არ აქვთ ცოცხალი ძალის პრობლემა. და დანაკარგებსაც ასადის ძალებზე მარტივად ინაზღაურებენ yes.gif მაგრამ არც ასადი ზის გულხელდაკრეფილი და ამნისტიით და სხვა დაპირებებით ცდილობს იარაღი დააყრევინოს მათ.

სამშობლო

QUOTE
აქ ზოგიერთი აჯანყებულებს უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ეძახის, მე მაინტერესებს მათი ეთნიკური შემადგენლობა. რა ვიდეოებიც ვნახე სირიელები იყვნენ ძირითადად. არსებობს რაიმე ანალიზი ამ თემაზე?


მოჯაჰედებში ყველა ეროვნების ხალხია - ჩეჩნები, ავღანელები, ლიბიელები, ტუნისელები (ესენი უფრო ალეპოსთან აქტიურობენ და დაფასებული არიან) და ა.შ; ასევე ევროპის ქვეყნებიდან ალბანელები, ფრანგები მოკლედ ყველა ჯიჰადის ფანი smile.gif აშშ-დან, ავსტრალიიდანაც ჩადიან... ბელგიის მთავრობამაც დააკავა სირიაში წასვლის მსურველები

ხოლო "სირიის თავისუფალ არმიაში" ძირითადად სირიელებია.
DIDGORI-GEO
ანტიბიძინისტი,ანტიპუტინისტი


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 11125
წევრი No.: 131463
რეგისტრ.: 19-May 11

გამოგზავნილია: 8 May 2013, 20:15  #36338437      · პროფილი · პირადი მიმოწერა
Āryā Shahr
QUOTE
(Reuters) - The Syrian army captured a strategic southern town from rebel fighters on Wednesday after a ferocious two-month bombardment, in an advance likely to result in President Bashar al-Assad's forces regaining control of an international transit route, opposition sources said.
http://www.reuters.com/article/2013/05/08/...E94703H20130508

ეს ძალიან სერიოზული წარმატებაა ასადის ძალებისათვის,ფაქტიურად მტავარი მოწოდების არხის გადაკეტვას შეძლებენ იორდანიიდან მომავალს
რადგან როიტერი აცხადებს,ეს ფაქტიურად 95% ნიშნავს რომ ეს ასეა

hellsurvivor
QUOTE
Aleppo province: Rebel fighters destroyed a military airplane that bombarded the perimeter of the Mangh military airport at midnight, the fate of the pilot is still unknown. A rebel fighter was killed by ongoing clashes in parts of the airport and its perimeter. Several towns and villages near the airport were bombarded. Violent clashes broke out at dawn in the al-A'rqoub area in the perimeter of the Hanano barracks of Aleppo city, along with sounds of explosions by reciprocal bombardment. Clashes took place near the Aleppo international airport and the al-Nirab military airport.

მოკლედ რით ვერ აიღეს ეს მენაგის ბაზა რა,როგორც ჩანს კიდე უჭირთ აჯანყებულებს ამ მიმართულებით
როგორც ჩანს აჯანყებულები შესულები არიან ბაზის გარკვეულ ნაწილში მარა სერიოზული დანაკარგები აქვთ

პროგრესიუსი
QUOTE
მაინც გადაჭარბებულად მეჩვენება... ჰეზბოლა ალბათ ადგილობრივი ძალების წვრთნაშია ჩართული და ტაქტიკურ ოპერაციებში ეხმარება + შიიტურ სოფლებს და საკულტო ნაგებობებს იცავს (მაგ. საიდ ზაინაბის მეჩეთი დამასკოსთან). სირიაში კი არა ლიბანშიც არ იქნება 30 000 ჰეზბოლას რეგულარული ჯარისკაცი. მაგრამ თუ ერაყელ შიიტებს და ბასიჯებს დავამატებთ ალბათ იქნება მაგდენი

მეც გადაჭარბებული მგონია,მარა სწორედ ეს რუცხვი თქვა აჯანყებულთა პრემიერ-მინისტრმა
QUOTE
შაბიჰა ცალკე ემატება, ეგენი სამოქალაქოები არიან ოფიციალურად და სადღაც 10 000 იქნება

კი,ეგ ციფრიც შევიყვანე საერთო რაოდენობაში
hellsurvivor
Breaking The Law


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4744
წევრი No.: 31885
რეგისტრ.: 23-March 07

გამოგზავნილია: 8 May 2013, 20:39  #36338801      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
DIDGORI-GEO
QUOTE
ეს ძალიან სერიოზული წარმატებაა ასადის ძალებისათვის,ფაქტიურად მტავარი მოწოდების არხის გადაკეტვას შეძლებენ იორდანიიდან მომავალს


აუ დიდიგორ არ გეწყინოს და წარმოდგენა არ გაქვს რას ლაპარაკობ, იორდანიის არხები არა ტოროლა ... იცი საერთოდ სად მდებარეობს ეგ ქალაქი? ეგ ქალაქი მდებარეობს დამასკოსა და დარაა სიტის შორის, მთავარ მაგისტრალზე, ხოლო მისი სტრატეგიული მნიშვნელობა იმაში მდგომარეობს, რომ სანამ ამ ქალაქს არ გაანთავისუფლებს ასადის ჯარი, მანამ დარაა სიტი (დარაას პროვინციის დედაქალაქი) ალყაში იქნება, სანამ რამეს იტყვი ჯობია სირიის რუკას დახედო ...

QUOTE
რადგან როიტერი აცხადებს,ეს ფაქტიურად 95% ნიშნავს რომ ეს ასეა


როიტერი ამბობს რომ ოპოზიციურ წყაროზე დაყრდნობით ხომ? ჰოდა დაგიდევი მთავარი ოპოზიციური წყაროს განმარტება, რომ დაბრუნდნენ ამბოხებულები შიგნით, მაგრამ მაინც შენსას აწვები, აჰა გაგიმეორებ კიდევ
QUOTE
Dera'a province: Violent clashes are still ongoing in the Kherbet Ghazala town between regular forces and rebel fighters. Rebel fighters took hold of the al-Mahatta neighbourhood and redistributed in some of the neighbourhoods of the town


ამ წყაროს იმოწმებს როიტერიც და ყველა დასავლური საინფორმაციო სააგენტო

This post has been edited by hellsurvivor on 8 May 2013, 20:41
iviko18
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5910
წევრი No.: 56617
რეგისტრ.: 24-March 08

გამოგზავნილია: 8 May 2013, 20:52  #36339014      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
მენაგის ბაზის აღების შემთხვევაში წარმომიდგენია რას უზამენ ტყვედ აყვანილ ჯარისკაცებს facepalm.gif


--------------------
ამაშია საქმე ...............................

რავა კონსტიტუციასავით იცვლი ქალებს? (с)...
DIDGORI-GEO
ანტიბიძინისტი,ანტიპუტინისტი


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 11125
წევრი No.: 131463
რეგისტრ.: 19-May 11

გამოგზავნილია: 8 May 2013, 21:00  #36339146      · პროფილი · პირადი მიმოწერა
hellsurvivor
QUOTE
აუ დიდიგორ არ გეწყინოს და წარმოდგენა არ გაქვს რას ლაპარაკობ, იორდანიის არხები არა ტოროლა ... იცი საერთოდ სად მდებარეობს ეგ ქალაქი? ეგ ქალაქი მდებარეობს დამასკოსა და დარაა სიტის შორის, მთავარ მაგისტრალზე, ხოლო მისი სტრატეგიული მნიშვნელობა იმაში მდგომარეობს, რომ სანამ ამ ქალაქს არ გაანთავისუფლებს ასადის ჯარი, მანამ დარაა სიტი (დარაას პროვინციის დედაქალაქი) ალყაში იქნება, სანამ რამეს იტყვი ჯობია სირიის რუკას დახედო ...

სწორედ რუკას რომ შეხედო,ძალიან კარგად დაინახავ,რომ მაგ ქალაქს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა აჯანყებულთათვის დარაას მოსამარაგებლად იორდანიიდან,ასევე ამ პუნქტის აღებით ასადის ჯარი მომარაგების არხს გახსნის დამასკოდან დარაას მიმართულებით
ნუთუ ვერ ატყობ რომ ამ თემაში მხოლოდ შენ აწვები ერთ რაღაცას,რომელიც უკვე აბსურდისთ თეატრს ემსგავსება?
დამიჯერე,შენზე არანაკლებ მინდა ასადის რეჟიმის დამხობა,მარა ეს იმას არ ნიშნავს,რომ მხოლოდ აჯანყებულებისათვის დადებითი ინფორმაციები ვავრცელო
QUOTE
როიტერი ამბობს რომ ოპოზიციურ წყაროზე დაყრდნობით ხომ? ჰოდა დაგიდევი მთავარი ოპოზიციური წყაროს განმარტება, რომ დაბრუნდნენ ამბოხებულები შიგნით, მაგრამ მაინც შენსას აწვები, აჰა გაგიმეორებ კიდევ

ეს ინფორმაცია პირველი ირანულმა წყარომ გაავრცელა,მარა მას არ ვენდე ბოლომდე რადგან მაინც ასადისტული სწაყოა
ეხლა კი როცა უკვე სხვა საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებიც ავრცელებენ ამას,მაშინ სანდოა

ასევე ამ პუნქტის დაკარგვა ნიშნავს,რომ აჯანყებულების ოპერაცია სამხრეთის ფრონტზე 'Hawran Volcano' ჩავარდა
ეს მორიგი წყარო:
SAA captures strategic town of in southern Syria(08-May-2013)

http://www.liveleak.com/view?i=d59_1368032353

iviko18
QUOTE
მენაგის ბაზის აღების შემთხვევაში წარმომიდგენია რას უზამენ ტყვედ აყვანილ ჯარისკაცებს

ისე მაგ ჯარისკაცების გმირობა მართლა დასაფასებელია რა,იმენა სისხლის ბოლო წვეთამდე იბრძვიან

This post has been edited by DIDGORI-GEO on 8 May 2013, 21:25
hellsurvivor
Breaking The Law


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4744
წევრი No.: 31885
რეგისტრ.: 23-March 07

გამოგზავნილია: 8 May 2013, 21:39  #36339814      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
DIDGORI-GEO

QUOTE
სწორედ რუკას რომ შეხედო,ძალიან კარგად დაინახავ,რომ მაგ ქალაქს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა აჯანყებულთათვის დარაას მოსამარაგებლად იორდანიიდან

facepalm.gif

QUOTE
ეს მორიგი წყარო:
SAA captures strategic town of in southern Syria(08-May-2013)

http://www.liveleak.com/view?i=d59_1368032353


ეს ტიპია წყარო belisarius? ჩემი ატვირთული ვიდეოები რატო არ მოგყავს წყაროდ მაქედან? ან ვიდეოპორტალი როდის მერე გახდა წყარო? lol.gif

QUOTE
ნუთუ ვერ ატყობ რომ ამ თემაში მხოლოდ შენ აწვები ერთ რაღაცას,რომელიც უკვე აბსურდისთ თეატრს ემსგავსება?
დამიჯერე,შენზე არანაკლებ მინდა ასადის რეჟიმის დამხობა,მარა ეს იმას არ ნიშნავს,რომ მხოლოდ აჯანყებულებისათვის დადებითი ინფორმაციები ვავრცელო


დიდგორ შენ ხარ ლატენტური ასადისტი, არცერთი ინფორმაცია თუ ვიდეო არ დაგიდვია აქ ამბოხებულების წარმატებების შესახებ, არადა სავსეა იგივე ლაივლიკი მაგეთებით. არა განა ვალდებული ხარ, მარა "სტრანნო" ...

მეც კაი სულელი ვარ ისე, რომ გეკამათები, რაც გინდა ის პოსტე, არ გიცნობდე მაინც პოლიტიკის გან-ყიდან ...
DIDGORI-GEO
ანტიბიძინისტი,ანტიპუტინისტი


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 11125
წევრი No.: 131463
რეგისტრ.: 19-May 11

გამოგზავნილია: 8 May 2013, 22:00  #36340185      · პროფილი · პირადი მიმოწერა
hellsurvivor
QUOTE
ეს ტიპია წყარო belisarius? ჩემი ატვირთული ვიდეოები რატო არ მოგყავს წყაროდ მაქედან? ან ვიდეოპორტალი როდის მერე გახდა წყარო?

მთელი მედია საუბრიბს რომ ასადის არმიამ შეძლო ამ პუნქტის აღება,შენ კი ჯიუტად შენსას გაიძახი,გიმეორებ შენ თუ იმ ინფორმაციების დაჯერება არ გინდა,რომლებიც შენ არ გაწყობს ეგ შენი პრობლემაა.ხოდა ეხლა ისევ განაგრძე ერთიდაიგივეს ძახილი

QUOTE
დიდგორ შენ ხარ ლატენტური ასადისტი, არცერთი ინფორმაცია თუ ვიდეო არ დაგიდვია აქ ამბოხებულების წარმატებების შესახებ, არადა სავსეა იგივე ლაივლიკი მაგეთებით. არა განა ვალდებული ხარ, მარა "სტრანნო" ...

მე ყველა ინფორმაციას ვდებ როგორც მეამბოხეების წარმატებას,ასევე ასადის წარმატებას
შენ კი მხოლოდ იმ ინფორმაციებს დებ რომელიც შენ გაწყობს
რაც შეეხება ჩემს ასადისტობას,ნუ ამაზე კომენტარსაც არ გავაკეთებ იმ დონის აბსურდების წერაზე გადახვედი lol.gif
hellsurvivor
Breaking The Law


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4744
წევრი No.: 31885
რეგისტრ.: 23-March 07

გამოგზავნილია: 8 May 2013, 22:17  #36340454      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
შევეცდები ორი სიტყვით ავხსნა რაზეა საუბარი, ეს არის დარაას პროვინციის რუკა, მწვანე ფერით მონიშნულია ამბოხებულების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიები, იორდანიის საზღვარი არის ქვემოთ, სადაც მაწვანე ფერი იწყება, მწვანე ფერის შუაში არის დარაა სიტი (ყავისფერი გარშემორტყმული მწვანეთი), Kherbet Ghazala არის დარაა სიტის ზემოთ გაყოლებაზე, მთავარ მაგისტრალზე, რომელსაც მარჯვენა მხრიდან ესაზღვრება მწვანე ფერი (ამბოხებულები), ჰოდა რა შუაშია აქ იორდანიული არხები ჰა? დარაა სიტის დებლოკირებისთვის იკლავს ასადი თავს, ბიჯოს ...

სამწუხაროდ სამსახურში არ მაქვს პეინტი და ვერ მოვნიშნე ადგილები, თუმცა არამგონია გაგიჭირდეთ მიხვედრა ...

user posted image

user posted image
ringo001
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1337
წევრი No.: 159432
რეგისტრ.: 14-January 13

გამოგზავნილია: 8 May 2013, 22:49  #36340935      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
DIDGORI-GEO
Kherbet Ghazala ს აღების შემთხვევაში დარა სიტისკენ გაეხსნება გზა რომ დებლოკადა გაკეთოს დარას.. მომარაგების არხების გადაკეტვა იორდანიიდან რა შუაშია?
იორდანიასთან საზღცრის პერიმეტრის 80 % აკონტროლებენ რებელები ასე რომ იარაღი და ხალხი უპრობლემოდ შედიან იორდანიიდან
QUOTE
მენაგის ბაზის აღების შემთხვევაში წარმომიდგენია რას უზამენ ტყვედ აყვანილ ჯარისკაცებს

და რა გიკვირს? იასნია რო სულს ამოხდიან წამებაში..
QUOTE
ისე მაგ ჯარისკაცების გმირობა მართლა დასაფასებელია რა,იმენა სისხლის ბოლო წვეთამდე იბრძვიან

სხვა რა გზა აქვთ რომ..ტყვედ ჩავარდნას ბრძოლაში სიკვდილი ურჩევნიათ.. ლოგიკურია რო ბოლომდე იბრძოლებენ..
DIDGORI-GEO
ანტიბიძინისტი,ანტიპუტინისტი


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 11125
წევრი No.: 131463
რეგისტრ.: 19-May 11

გამოგზავნილია: 8 May 2013, 23:06  #36341223      · პროფილი · პირადი მიმოწერა
hellsurvivor
user posted image

მოკლედ რატო არის ამ პუნქტის დაკავება ძალიან მნიშვნელოვანი ასადისათვის
1.მათ მომარაგების გზის გაჭრისაკენ ქალაქ დარააზე დამასკოდან,სერიოზული დაბრკოლება აიღეს,ეს იგივე მაშტაბის სტრატეგიული ადგილია,როგორც ალეპოსაკენ მარაატ ალ ნუმანი
2.ამ წინაღობის გარღვევის მერე,უკვე მაგისტრალის გაწმენდის ოპერაციის დაწყებაა შესაძლებელი,ეს მაგისტრალი კი არის სწორედ მთავარი მომარაგების არხი აჯანყებულთათვის იორდანიიდან სამხრეთის ფრონტზე(ბოლომდე რომ მიყვნენ მაგისტრალს გადიან იორდანიის საზღვარზე,ეს პუნქტი კი მაგისტრალის გასაწმენდად საზღვრამდე იყო ყველაზე ნიშვნელოვანი
3. აჯანყებულების ოპერაცია სამხრეთის ფრონტზე სახელად 'Hawran Volcano' ჩავარდა,რაც მიზნად ისახავდა დარაიაში გამაგრებული აჯანყებულებისათვის მომარაგების არხის გაჭრას იორდანიის მხრიდან


პ.ს რუკაზე მონიშნული წითელი რგოლი არის პუნქტი რომელიც ასადმა აიღო,ხოლო ლურჯი რგოლი არის მაგისტრალი,რომელიც შემოდის იორდანიიდან და არის აჯანყებულთა მთავარი მომარაგების არხი

QUOTE
Kherbet Ghazala ს აღების შემთხვევაში დარა სიტისკენ გაეხსნება გზა რომ დებლოკადა  გაკეთოს დარას.. მომარაგების არხების გადაკეტვა იორდანიიდან რა შუაშია?

კარგად დააკვირდი რუჯაზე,მაგისტრალი სად მიდის და რომელ ქვეყანაში გადადის
ეს მაგისტრალია სწორედ ყველაზე დიდი მომარაგების არხი აჯანყებულთათვის იორდანიიდან
მე კი არ მითქვამს,რომ Kherbet Ghazala-ს აღებით ასადმა სრულად გადაკეთა მომარაგების არხები,არამედ დიდი ნაბიჯი გადადგა თქო ამ არხის გადასაკეტათ,რადგან ყველაზე დიდი დაბრკოლება სწორედ ეს პუნქტი იყო,როგორც ალეპოს მომარაგების არხის გაჭრისთვის ყველაზე დიდი დაბრკოლება მარაატ ალ ნუმარია


This post has been edited by DIDGORI-GEO on 8 May 2013, 23:08
ringo001
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1337
წევრი No.: 159432
რეგისტრ.: 14-January 13

გამოგზავნილია: 8 May 2013, 23:13  #36341378      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
QUOTE
წარმოიდგინე მარაატ ალ ნუმარი,ის რომ ასადმა აიღოს ფაქტიურად გზა ეხსნება ალეპოსკენ,ასევეა ამ შემთხვევაშიც

ხო დამასკო დარას მაგისტრალზეა სტრატეგიული ქალაქი.. და ასადი ცდილობს დარასკენ გზის გახსნას სწორი ანალოგია ალ ნუმანთან და ალეპოსთან
უნდა მოაშორონ ავიაცია ან ჰთს მისცენ რებელებს თორე ძალიან დიდ უპირატესობას აძლევს ასადს..
არამგონია ჰთს მისცენ(ტერორისტების შიშით)
დღეს ლავროვი და ქერი შეხვდნენ ერთმანეთს იქნებ გააჩერონ ეს ომი მართლა უაზრო სისხლისღვრას დაემსგავსა და უსაშველოდ გაიწელა..
DIDGORI-GEO
ანტიბიძინისტი,ანტიპუტინისტი


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 11125
წევრი No.: 131463
რეგისტრ.: 19-May 11

გამოგზავნილია: 8 May 2013, 23:33  #36341754      · პროფილი · პირადი მიმოწერა
ringo001
QUOTE
ხო  დამასკო დარას მაგისტრალზეა სტრატეგიული  ქალაქი.. და ასადი ცდილობს დარასკენ გზის გახსნას სწორი ანალოგია ალ ნუმანთან და ალეპოსთან

კი და ამ პუნქტის აღებით ასევე მაგისტრალის გაწმენდის ოპერაციის დაწყებაც შეიძლება,რომელიც საბოლოოდ იორდანიის საზღვრამდე მიდის და მთავარი მომარაგების არხია აჯანყებულებისთვის ანუ ორი კურდღლის დაჭერა ხდება
QUOTE
უნდა მოაშორონ ავიაცია ან ჰთს მისცენ რებელებს თორე ძალიან დიდ უპირატესობას აძლევს ასადს..

კი გეთანხმები
თუნდაც Kherbet Ghazala-ს ასადი ავიაციით 2 თვის მანძილზე განუწყვეტლივ უტევდა და საბოლოოდ მიაღწია მიზანს
ავიაცია ძალიან დიდ უპირატესობას აძლევს ასადს
იგივე სიტუაციაა მენაგის ბაზასთან დაკავშირებითაც,რომ არა ავიაციის განუწყვეტელი დაბომბვა აჯანყებულების პოზიციებისა ამ ბაზის გარშემო,ეს ბაზა უკვე დიდი ხნის აღებული იქნებოდა
რამდენიმე დღეა აჯანყებულებმა შეაღწიეს ამ ბაზის გარკვეულ ნაწილში,მარა მისი სრული აღება დრემდე ვერ ხერხდება.გუშინ მთელი დღის და ღამის განმავლობაში ხორციელდებოდა ასადის ავიაციის შეტევა აჯანყებულების პოზიციებზე ამ ბაზის გარშემო,რამაც დიდი დანაკარგები მიაყენა აჯანყებულებს და წინსვლა შეჩერდა მათი

hellsurvivor
რამე ინფორმაციას ხომ არ ფლობ აზიზას და ტალ ასანის აღებაზე ასადის ჯარის მიერ?
ალეპოს ჩრდილოეთითაა
ეს ინფორმაცია ვრცელდება ასადის მედიის მიერ მთელი დღეა და რამე ხომ არ იცი თუ რა ხდება იქ?

This post has been edited by DIDGORI-GEO on 8 May 2013, 23:43
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (100) « პირველი ... 78 79 [80] 81 82 ... ბოლო » Closed Topic · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: კავკასუს ონლაინი
[ Script Execution time: 0.0720 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]