forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
Pages: (5) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> სამაგისტრო პროექტი, მაინტერესებს ყველას აზრი
qoiava
Graphics Software Engineer


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 428
წევრი No.: 126389
რეგისტრ.: 24-January 11

  გამოგზავნილია: 3 May 2013, 13:59  #36274280      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · aim
user posted image
ვამთავრებ TSU-ს მაგისტრატურის პირველ კურსს, მეორე კურზე უნდა დაიწეროს სამაგისტრო ნაშრომი. გადავწყვიტე თემა გავაკეთო რენდერის მეთოდებზე და დავწერო სადემონსტრაციო პროექტი რომელსაც მეტნაკლებად დასრულებულ სახემდე მივიყვან. რეალურად ეს პროექტი დიდი ხანია დაწყებული მაქვს და ნელ-ნელა სატესტოდ იმპლიმენტაციებს ამ პროექტში ვაკეთებდი. ბოლო პერიოდია საინტერესო სახე მიიღო და გადავწყვიტე მაგისტრატურის თემის დრო მას მოვახმარო და საბოლოო პროდუქტის სახე მივცე.
უფრო დეტალურად რომ ვთქვათ პროექტზე ეს არის უბრალო გზების მიდევნების მეთოდი (Path Tracer), გაპარალელებული მაქვს CPU-ზე. სამომავლოდ ვგეგმავ გზების ორმხრივი მიდევნების (Bidirectional Path Tracing) და შემდეგ Metropolis Light Transport-ის იმპლემენტაციას. მინდა ასევე GPU-ს მოდულის დაწერა სავარაუდოდ CUDA-ზე. რაც შეეხება UI-ს, მინდა წინა ფენა იყოს openGL, რომელზეც გავაკეთებ ობიექტების ტრანსფორმაციის ინტერფეისებს, მონიშვნას და ა.შ.

დირექტორიაში არის README ფაილი სადაც არის მარტივი ინსტრუქცია.
შემავალი მონაცემები შეგიძლიათ შეცვალოთ Options.ini ფაილში.

ჩამთვის საინტერესოა როგორც Developer-ების ასევე User-ების აზრები. მოკლედ ყველაფერი...

ფაილი შეგიძლიათ ჩამოტვირტოთ google doc-იდან.
qoiava
Graphics Software Engineer


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 428
წევრი No.: 126389
რეგისტრ.: 24-January 11

გამოგზავნილია: 16 May 2013, 17:15  #36448793      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · aim
ტექსტურების მხარდაჭერა გავაკეთე.
მოდელი არის Artec-3d-ს საიტიდან. შედგება 300 000 სამკუთხედისგან.
სურათის რეზოლუცია 800x600-ზე.
რენდერის დროები არის შესაბამისად 1 წთ, 2 წთ, 4წთ და 8წთ.
user posted image
user posted image
user posted image
user posted image
STALKER(zubalama)
ნაიომნიკი


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 898
წევრი No.: 84761
რეგისტრ.: 16-February 09

გამოგზავნილია: 16 May 2013, 21:47  #36452506      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
GPU-ზე realtime არ გამოვა? რამე მოშნი კარტა რომ ჩააყენო და იმაზე გაუშვა, 660 Ti/670 მაგალითად smile.gif

This post has been edited by STALKER(zubalama) on 16 May 2013, 21:48


--------------------
Nvidia - The way it's meant to be played
qoiava
Graphics Software Engineer


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 428
წევრი No.: 126389
რეგისტრ.: 24-January 11

გამოგზავნილია: 16 May 2013, 22:36  #36453376      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · aim
STALKER(zubalama)
კი გამოდის. Brigade არის ასეთი ძრავი და ძალიან წინ წავიდნენ ამ ბოლოს.


ამ ეტაპზე უფრო არქიტექტურულ პრობლემებზე და ალგორიტმულ ოპტიმიზაციებზე ვჩალიჩობ.
CUDA-ს მოდულის დაწერა ტექნიკური საკითხია და სირთულეც არაა.

This post has been edited by qoiava on 16 May 2013, 22:40
qoiava
Graphics Software Engineer


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 428
წევრი No.: 126389
რეგისტრ.: 24-January 11

გამოგზავნილია: 28 May 2013, 14:13  #36615204      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · aim
ესეც თემა ჩემს ბლოგზე სხივების მიდევნებაზე:
http://koiavablog.blogspot.com/2013/05/blog-post.html
rezomegrelidze
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5428
წევრი No.: 133058
რეგისტრ.: 28-June 11

გამოგზავნილია: 28 May 2013, 15:31  #36616212      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
არაფერი გამეგება ამ ტექნოლოგიის, მარა ამ ვიდეომ დიდი შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე.



--------------------
A person who never made a mistake never tried anything new. (c) Albert Einstein
STALKER(zubalama)
ნაიომნიკი


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 898
წევრი No.: 84761
რეგისტრ.: 16-February 09

გამოგზავნილია: 29 May 2013, 11:24  #36626343      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
rezomegrelidze
CPU-ზე ამის გაკეთება სისულელეა smile.gif
qoiava
Graphics Software Engineer


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 428
წევრი No.: 126389
რეგისტრ.: 24-January 11

გამოგზავნილია: 29 May 2013, 11:58  #36626694      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · aim
STALKER(zubalama)
რა თქმა უნდა როცა გაქვს ამხელა საშუალება როგორიც არის GPU აუცილებლად უნდა გამოიყენო, თუმცა კარგ CPU-ზეც არ მუშაობს ცუდად.
ძალიან მომეწონა Embree, კარგად აქვთ დაწერილი. დემოც უდევთ შეგიძლია გადმოწერო და ნახო. intel ვიდეოკარტაზე ხომ არ გააპარალელებს biggrin.gif
qoiava
Graphics Software Engineer


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 428
წევრი No.: 126389
რეგისტრ.: 24-January 11

გამოგზავნილია: 14 Jun 2013, 14:25  #36843263      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · aim
ვიდეოზე ნაჩვენებია 2 მეთოდი : "გზების მიდევნება ენერგიის გადანაწილებით" და "ცალმხრივი გზების მიდევნება".
აშკარა და თვალში საცემია განსხვავება წარმადობაში რადგან იმ დროს როდესაც სინათლის გადამთანი გზა გრძელია(სიგრძეში იგულისხმება გადათეხვების რაოდენიბა) ცალმხრივი მეთოდი დიდი ხნის მანძილზე ვერ პოულობს ასეთ გზებს. მისგან განსხვავებით ენერგიის გადანაწილების მეთოდი პირველი წარმატებული ძებნის შემდეგ იყენებს ნაპოვნ გზას და მისი მუტაციის გზით იღებს სხვა გზებს, რაც მკვეთრად აჩქარებს ხმაურის შემცირებას.
http://www.youtube.com/watch?v=c7wTaW46gzA
Dixtosa
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2930
წევრი No.: 95742
რეგისტრ.: 14-July 09

გამოგზავნილია: 14 Jun 2013, 17:03  #36845144      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
QUOTE
ჩამთვის საინტერესოა როგორც Developer-ების ასევე User-ების აზრები. მოკლედ ყველაფერი...

კაი ვთქვათ იუზერი ვარ რა კომენტარი შეიძლება გავაკეთო ?biggrin.gif



სპპ რა არის?

და ვაფშე რატო იხატება ასე?

ადვისორ ვინ გყავს?


QUOTE
გაპარალელებული მაქვს CPU-ზე

რატო გპუზე არა?
ან ცპუ-ზე გაპარალალებას რა აზრი აქ?


--------------------
25 წლის რომ გავხდები.....
ოცდამეექვსეში შევალ!


გaːψ

There are 10 types of ppl ones who understand binary, ones who don't and ones who know that this list can be endless.
qoiava
Graphics Software Engineer


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 428
წევრი No.: 126389
რეგისტრ.: 24-January 11

გამოგზავნილია: 14 Jun 2013, 18:30  #36846251      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · aim
QUOTE
სპპ რა არის?

spp(Sampels Per Pixel) აღნიშნავს სინათლის გადამტანი რამდენი გზის დათვლა მოხდა თითოეული პიქსელის ფერის გამოსათვლელად. ალგორითმი იტერაციულია და ყოველი ახალი გზის დათვლის შემდეგ ნელ-ნელა, უფრო და უფრო უახლოვდება ამონახსნს.
QUOTE
და ვაფშე რატო იხატება ასე?

ასე დახატვაშიც ალბათ ამას გულისხმობ, რომ ნელ-ნელა სუფთავდება. ხმაური გამოწვეულია ალგორითმის მუშაობის პრინციპიდან გამომდინარე, რადგან იყენებს შემთხვევით რიცხვებს ზედაპირზე არეკვლების სიმულაციისას.

QUOTE
ადვისორ ვინ გყავს?

არავინ. ამ ეტაპამდე ყოველ შემთხვევაში.

QUOTE
რატო გპუზე არა?

როგორც ზემოთ ვთქვი ვაპირებ CUDA-ს გამომთვლელი მოდულის დაწერას თუმცა ამ ეტაპზე ვთვლი რომ ეგ ტექნიკური საკითხია და შესაბამისად ნაკლებად პრიორიტეტულია, უფრო სხვადასხვა მეთოდებზე და ალგორითმულ ოპტიმიზაციებზე ვაკეთებ აქცენტს.
QUOTE
ან ცპუ-ზე გაპარალალებას რა აზრი აქ?

რატომ არ აქვს? იმისთვის არის პროცესორი რომ გამოვიყენოთ მაქსიმალურად. CUDA-ს მოდული რომ დაიწერება რენდერის გამოთვლების ნაწილს მთლიანად იქით გადავიტან და CPU-ს დავტოვებ დამატებითი ფუნქციონალობებისთვის.

პირველ პოსტზე რა ვერსიაც დევს იმის მერე საკმაოდ კარგი რაღაცეები დავამატე(ტრანსფორმაციები, Motion Blur, Glossy Reflection, ობიექტების მონიშვნა, OpenGL-ზე გადავიტანე ხათვის ნაწილი), ახლა ვამატებ კიდე და ვასტაბილურებ, მერე დავდებ შემდეგ ვერსიასაც. smile.gif

This post has been edited by qoiava on 14 Jun 2013, 18:31
qoiava
Graphics Software Engineer


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 428
წევრი No.: 126389
რეგისტრ.: 24-January 11

გამოგზავნილია: 9 Jul 2013, 11:15  #37171517      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · aim
მოდელი Infinite-Realities საიტიდან.
რეზოლუცია: 512x512

Normal Mapping-ის მხარდაჭერა არ მაქვს ჯერ ბოლომდე დამთავრებული, შემდეგ დავდებ სურათს კიდე.
Head model from Infinite-Realities rendered with glossy reflections and smooth shading.
user posted image
* * *
user posted image
qoiava
Graphics Software Engineer


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 428
წევრი No.: 126389
რეგისტრ.: 24-January 11

გამოგზავნილია: 11 Jul 2013, 11:55  #37198748      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · aim
ესეც ვიდეო:
https://www.youtube.com/watch?v=1O75Zd5z5eE
qoiava
Graphics Software Engineer


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 428
წევრი No.: 126389
რეგისტრ.: 24-January 11

გამოგზავნილია: 23 Jul 2013, 12:37  #37350481      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · aim
მოძრავი კამერით გადღაბნილი გამოსახულება.
user posted image
qoiava
Graphics Software Engineer


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 428
წევრი No.: 126389
რეგისტრ.: 24-January 11

გამოგზავნილია: 30 Jul 2013, 11:18  #37439864      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · aim
XYZRGB დრაკონი. მილიონი სამკუთხედი. smile.gif
user posted image
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (5) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0148 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]