forum.ge
reklama
FORUM.GE ... წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (82) « პირველი ... 35 36 [37] 38 39 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> ტამპლიერები - ტაძრის რაინდები, ქრისტეს მხედრები თუ უბრალოდ მკვლელი ბერები ?
sokeir
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 161
წევრი No.: 97774
რეგისტრ.: 14-August 09

გამოგზავნილია: 11 Sep 2009, 16:37  #15468566      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
Phobos
წერის ეს სტილი და გრაალის სიმბოლიკის ესეტი დეტალური ცოდნა საიდან? შემთხვევით გრაალის სიმბოლიკაზე საკანდიდატო ხომ არ გაქვს დაცული თსუ-ში მაშინდელ ფილოლოგიის ფაკულტეტზე? 26.11???
ახლა რაც შეეხება ტემპლიერებს: დამეზარა მტელი თემის გადაკითხვა და შეიზლება სხვაც წერს ამას: გავრცელებული მოსაზრებით მათი ქონება გადარჩენილმა რაინდებმა მომავალში შვეიცარიაში დააბანდეს და ამ კაპიტალმა დაუდო სათავე ცნობილი შვეიცარიული ბანკებს. ტემპლიერები ცნობილნი არიან როგორც პირველი საბანკო სისტემის სულისჩამდგმელნი. მეტის დაწერა მეზარება, ალბათ ეს ისედაც ბევრმა იცის აქ.


Phobos
შიში ოხერია


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2453
წევრი No.: 6848
რეგისტრ.: 15-October 04

გამოგზავნილია: 11 Sep 2009, 16:52  #15468831      · პროფილი · პირადი მიმოწერა
[LoD]-Bagra


რომ არ გიცნობთ, შესაძლოა, ამიტომ მომივიდა ზედმეტი; მაგრამ ქართველებიც ხომ ვცოდავთ. ხშირად, ჩვენი კუთვნილი სხვისთვის უფრო გვემეტება, სხვებს კი, საკუთარიც არ ჰყოფნით.ქართველებს ,,სომხური დაავადება'' არ შეეყრებათ, ვინაიდან საკუთარი დაავადება სჭირთ, ამასთან არსებული რეალობაც ამის
მაჩვენებელია. სომხები სხვისი კარგის მითვისების მანიით არიან დაავადებულნი. შესაძლოა, გენეტიკური კომპლექსიც იყოს. აი, ქართველები კი,
,,პირველკაცობის'' მანიით არიან შეპყრობილნი. შესაბამისად, ქვეყანაც თავზე გვექცევა. არსებობს ანდაზა, რომელიც ოლივერ უორდროპს ჰქონდა მოყვანილი:
,,სომხის სული თავშია, ქართველისა-თვალებში.


nika asatiany

პიპინი მოკლე პირველი მინისტრი კი არ იყო, არამედ ჩვენებურად-მოურავი.მეროვინგებს მეფედ თვლიდნენ არა ამ სიტყვის თანამედროვე გაგებით , არამედ
მეფე-მოძღვრებად, ღმერთის მიწისეულ განსახიერებად, როგორც ფარაონი- ეგვიპტეში. მათი რიტუალები უფრო საღვთოს გავდა, ვიდრე-სამეფოს.ისინი
წარმართული მოძღვრები იყვნენ, ხოლო მართვა და სამეურნეო საქმის წარმოება ევალებოდა არა სამეფო გვარის კანცლერს(იგივე მოურავს), რაც რაღაცით
ჩამოჰგავდა თანამედროვე კონსტიტუციურ მონარქიას. ქრისტიანობის მიღების შემდეგ, იგივე გრძელდებოდა. მეროვინგებს ,,ზარმაც მეფეებსაც''ეძახდნენ.
მათი ბოლო მემკვიდრე იყო ჰილდერიკ მე-3, რომელიც პიპინი მოკლემ ბერად აღკვეცა და მონასტერში გაუშვა.
რაც შეეხება იმას, რომ კაროლინგების დინასტია იყო მეროვინგების, არაა მართებული. ისტორიკოსებს მიაჩნიათ, რომ კაროლინგების დინასტიას როდისღაც
ქალის ხაზით შეუერთდა მეროვინგი, მაგრამ როდის და ვინ, არ არის გარკვეული. მასე, რუსებს რომ ჰკითხო, ივანე მრისხანე და რომანოვების დინასტია
მეროვინგებს ენათესავებოდნენ.


Beqarioni

ფილიპე ლამაზს ძალიანაც უნდოდა ტამპლიერების ფული, მაგრამ დარჩა ხახამშრალი. მთელი ავანტიურა სწორედ მათი სიმდიდრისთვის დაიწყო. მას ამ
სიმდიდრიდან ძალზედ ცოტა შეხვდა. დიდი ნაწილი იოანიტებს გადაეცა. გადმოცემით, ფილიპე ლამაზს სურდა ტამპლიერთა და იოანიტთა ორდენის გაერთიანება და გაერთიანებული სასულიერო-საერო ძალის სალუთარი ძალით მართვა. საფრანგეთის ტახტს უთმობდა თავის თექვსმეტი წლის ვაჟს, თვითონ
კი, გახდებოდა იერუსალიმის მეფე. ეს იქნებოდა ზენაციონალური მონარქია, სადაც ქრისტიანული დასავლეთის ფულადი სახსრები თავს მოიყრიდა ერთი
ადამიანის ხელში. ტამპლიერთა საგანძურში, რაც ფილიპემ ჩაიგდო ხელში, ინახებოდა უძვირფასესი ჯვარი, მორთული ძვირფასი ქვებით. ჯვრის გადაკვეთის
ადგილას დამაგრებული იყო პატარა კოლოფი, რომლის კრისტალით დაფარული ნასვრეტიდან მოჩანდა ქრისტეს ჯვრის პატარა ნაწილები. ფილიპეს სიკვდილის
შემდეგ, ანდერძის თანახმად, ეს რელიქვია, ფილიპეს ბალზამირებულ გულთან ერთად, გადაეცა პუასის სააბატოს. ორივე რელიქვია ერთროულად გაქრა,იმ
დროს, როცა მონასტერს ელვამ დაარტყა და ხანძარი გაჩნდა.



საერთოდ,ტამპლიერ რაინდს არ უნდა ჰქონებოდა კერძო საკუთრება.რაც გააჩნდა, ეკუთვნოდა ორდენს. ტამპლიერთა ორდენი მდიდარი იყო, მაგრამ ამავე დროს
თითოეული ბერი-რაინდი-ღარიბი.(თუ არ ჩავთვლით რიგით ავანტიურისტებს). თუკი, სიკვდილის შემდეგ, ორდენის წევრს ფულს უპოვნიდნენ, მას სჯიდნენ
სამარადჟამოდ, ე.ი. მარხავდნენ პატივმიუგებლად, უკურთხებელ მიწაში, ლოცვების გარაშე, როგორც მონას. გამონაკლისს არც დიდი მაგისტრები წარმოადგენდნენ.


Seth

,,ბერძნული მითები მიუთითებენ კოლხეთზე, როგორც ისეთ ადგილზე, სადაც არგონავტებს ,,ოქროს საწმისის'' მოპოვება სურდათ. ეს აშკარად მიანიშნებს იმაზე, რომ აქ იყო მისრტერიული ცენტრი, რომელიც არსებობდა ჯერ კიდევ გმირების ეპოქაში, ანუ 1400წ.ჩვ-მდე.კოლხეთი კავკასიის მთების ძირშია, სადაც დაირწა ინდოევროპული რასის აკვანი''( უ. ველტმანი).

,,კოლხეთში, შავი ზღვის სანაპიროზე, უძველეს დროს დაარსდა მისტერიული სკოლა, რომელმაც იარსება დიდხანს, ქრისტიანული დროის ჩათვლით...ამ
მისტერიათა მოწაფეებს ისეთ მიმართულებას აძლევდნენ, რომ მათ შესძლებოდათ ქრისტეს იმპულსის მიღება განსაკუთრებული ინტენსივობით. მათ
შეეძლოთ განევითარებინათ ნათელხილვა და ამგვარად, ხდებოდნენ განსაკუთრებული ხელდასმულები.''(რ.შტაინერი).


--------------------
''მიწა და ღმერთი–ორივე სისხლს მოითხოვს ერის რჩეულთაგან.
ამაშია ღრმა მისტერია ჩვენი აქ ყოფნისა.''(კ.გამსახურდია)

''როდესაც ორი ერთიდაიგივეს ამბობს, ეს არ არის ერთიდაიგივე''.
(რ.შტაინერი)

''მე შენში მიყვარს ოცნება ჩემი''...(გალაკტიონი)
nika asatiany
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 337
წევრი No.: 97086
რეგისტრ.: 2-August 09

გამოგზავნილია: 12 Sep 2009, 10:25  #15479017      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
Phobos
riches familles aristocratiques franques qui, via leur rôle de "Maire du Palais" (sorte de 1er Ministre), vont tenir les rênes de l'état. Les rois mérovingiens perdent donc le pouvoir et sont qualifiés de "rois fainéants".

Pépin le Bref, Maire du Palais d'Austrasie et de Neustrie, va ainsi déposer sous le couvert de la papauté le dernier roi mérovingien en 751 : il deviendra ainsi le 1er roi de la dynastie des Carolingiens.

ფრანგული თუ იცი გადათარგმნე ,არანაირი მოურავი. ანუ დღევანდელი პრემიერ მინისტრის პონტში იყო ჩვენი ღრმად პატივცემული პიპინი smile.gif ნუ ვაკნინებთ მის ღირსებებს როვა უბრალო მოურავს ვეძახით .
წყარო : http://pagesperso-orange.fr/jean-francois....giens/index.htm პროსტა ფრანგულია .
* * *
ფილიპეს დროს იერუსალიმი უკვე დაკარგული იყო ,ყოველ შემთხვევაში მაშინ როცა ტამპლიერებზე წავიდა დაგნარი ,fobos საიდან ესეთი თავდაჯერება ამ საკითხებში ?!


--------------------
Jésus le Nazaréen, roi des Juifs
© Pontius Pilate
«Clément, juge inique et cruel bourreau, je t'assigne à comparaître, dans quarante jours, devant le tribunal de Dieu ! Et toi aussi, roi Philippe !»
©Jacques de Molay
L'Ordre des Pauvres Chevаliers du Temple de Jerusalem.
Phobos
შიში ოხერია


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2453
წევრი No.: 6848
რეგისტრ.: 15-October 04

გამოგზავნილია: 12 Sep 2009, 12:10  #15479973      · პროფილი · პირადი მიმოწერა
nika asatiany

ჩემი ენების ცოდნა ინგლისურით და რუსულით ამოიწურება. ასე ,რომ დიდი სურვილის მიუხედავად მაგ ტექსტს ვერ წავიკითხავ. ,,მაჟორდომი'' იგივე
მოურავია მდიდართა სასახლეში. ფრანკებმა შესძინეს შემდეგ ამ სიტყვას მეტი დატვირთვა. ყურადღებით, რომ წაგეკითხა, იქვე მიწერია, რომ ის კანცლერის
მსგავსი თანამდებობა იყო.

რაც შეეხება იერუსალიმის საკითხს, დაკარგული იყო, მაგრამ ფილიპე ლამაზს მისი დაბრუნების და იქ მეფობის დიდი წყურვილი ჰკლავდა, ისევე, როგორც-
ტამპლიერების ქონების ხელში ჩაგდების.ოცნებას კაცი ჯერ არ მოუკლავს. ეს მისი სურვილი იყო.
nika asatiany
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 337
წევრი No.: 97086
რეგისტრ.: 2-August 09

გამოგზავნილია: 12 Sep 2009, 19:45  #15485872      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
ფილიპზე ამბობენ მამათმავლობდაო smile.gif
Meine18
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1774
წევრი No.: 52393
რეგისტრ.: 25-January 08

გამოგზავნილია: 12 Sep 2009, 21:41  #15487732      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი · yim
რამდენი ზღაპარი იწერება აქ :DDDDD

This post has been edited by Meine18 on 12 Sep 2009, 21:41


--------------------
ich hasse die masse
Led_Zeppelin
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4981
წევრი No.: 14567
რეგისტრ.: 14-November 05

  გამოგზავნილია: 14 Sep 2009, 20:33  #15518027      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
ჩვენ გვაქვს მონაცემები უმჭიდროესი კავშირებისა ქართველ რაინდებსა და ტამპლიერებს შორის. ტამპლიერობა იყწ მოძრაობა, რომელმაც გააერთიანა დასავლური და აღმოსავლური სიბრძნე, დასავლური და აღმოსავლური ინიციაცია. ამიტომ არის რომ ამ შავ-თეთრი ვაჟის, პარციფალის ნახევარი ძმის ძეა მეფე-ხუცესი იოანე. მეფე-ხუცესი იოანე ჯვაროსნულ ქრონიკებში იდენტიფიცირებულია დავით აღმაშენებელთან, მაგრამ ეს არის არა მხოლოდ პიროვნულად დავით აღმაშენებელის სიმბოლო, არამედ საერთოდ მთელი იმ სიბრძნის სიმბოლოა, რომელიც დაიბადა დასავლეთში და შემდეგ შეერწყა ფღმოსავლურ სიბრძნეს. ამ გაერთიანებული, სინთეზური სიბრძნის შვილია ის კულტურა, რომელიც მოხსენიებულია ვოლფრამ ფონ ეშენბახის " პარციფალში" როგორც ტაბრონიტი, ანუ კავკასიის მთიანეთი. საქართველო იქ პირდაპირ ნახსენები არ არის, ვინაიდან ეს ალეგორიული პოემაა. ეშენბახის პოემაში არც ერთი ისტორიული პირი არ არის მოხსენიებული, იქ არის მხოლოდ სიმბოლური და ალეგორიული სახელები როგორც ქვეყნებისა, ასევე პიროვნებებისა და პერსონიფიკაციები ამა თუ იმ მოძრაობისა, ამა თუ იმ ინიციაციური გზისა მოცემულია სხვადასხვა გმირის სახით. კერძოდ, პარციფალის მამა გაჰმურეტი იმ ეტაპის სიმბოლოა, როდესაც ჯერ არ იყო განთავსებული გრაალის მოძრაობა და გრაალის ქრისტიანობა ჯერ არ იყო გამოსული ასპარეზზე. პარციფალი თვითონ გრაალის მოძრაობის სიმბოლოა, ხოლო ფაირეფიცი, როგორც ვთქვით, არის აღმოსავლეთში გადმოსული გრაალის მოძრაობის, ანუ ტამპლიერული მოძრაობის სიმბოლო და ყოველივე ამის წყაროდ ვოლფრამ ფონ ეშენბახს პირდაპირ აქვს მითითებული ტაურონიტი, ანუ საქართველო. საქართველოს ფსევდონიმი, ასე ვთქვათ, ამ ნაწარმოებში არის ტაურონიტი, ანუ ტაბრონიტი. რატომ არის ეს ნახმარი? ეს სიტყვა დაკავშირებულია ტაურუსთან, ანუ კუროს კულტურასთან, ხარის კულტურასთან; ხარის კულტურა, როგორც მოგეხსენებათ, პროტოქართულ, პროტოიბერიულ სამყაროში იყო წამყვანი, ვიდრე კოსმიურად, ზოდიაქალურად იყო კუროს ეპოქა. თქვენ იცით კრეტა-მინოსის ხარის კულტი, მინოტავრის კულტი, მასთან ბრძოლა და სხვა. და, ამასთან დაკავშირებით, ვოლფრამ ფონ ეშენბახი აღნიშნავს, რომ ეს არსი წყარო მისტერიალური კულტურისა. აი, ამ კავკასიის მთიანეთზე, ამ ტაურონიტზე, ამ ზღაპრულ ქვეყანაზე, სადაც მეფობს მეფე-ხუცესი იოანე,


--------------------
"ალბათ ქართველებზე ცუდათ არავინ იცი საკუთარი ქვეყნის ისტორია" - პავლე ინგოროყვა

გრიგოლ რობაქიძე - მიმართვა ქართველ ახალგაზრდობას:
"ენდეთ თქვენს ფესვებს !!! და ვერ დაგამარცხებთ ბოლშევიზმის დემონური ძალაც კი "
http://www.link.ge/file/323931/Revaz–Gabasvili.rar.html
Phobos
შიში ოხერია


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2453
წევრი No.: 6848
რეგისტრ.: 15-October 04

გამოგზავნილია: 15 Sep 2009, 15:44  #15529948      · პროფილი · პირადი მიმოწერა
Meine18
sokeir

,,შავი ზღვის სანაპირო დედამიწაზე წარმოადგენს გ ა ნ ს ა კ უ თ რ ე ბ უ ლ ასტრალურ ტერიტორიას, სადაც მცხოვრები ხალხის დანიშნულებაა,რომ შეიმეცნოს
ეს.და თუ კი, ისინი ამ ამოცანას ასრულებენ ე.ი. ასრულებენ იმას, რაც დაეკისრათ მათ კაცობრიობის საერთო განვითარებისათვის, რასაც ძალზედ დიდი
მნიშვნელობა აქვს''.(რ.შტაინერი).

ახლა, ჩემო უერწმუნო და ირონიით აღსავსე მეგობრებო,მოგაწვდით იმ წიგნების სიას რომელთა წაკითვხვა მოგიხსნით ყოველგვარ გაუგებრობას.იმედია ამ
წიგნების ავტორთა ავტორიტეტში ეჭვი არ შეგეპარებათ. ვიმედოვნებ, ,,დისერტაციას'' დაიცავთ ?...წელს გრაალის თემაზე.

უ.ველტმანი-,,ტაძარი და გრაალი''
გ.ზენგერი-,,შავი ზღვის სანაპირო და მისტერიული იმპულსები წარსულში და აწმყოში''.
რ. მაიერი-,,სივრცეში-დრო აქაა-გრაალის ისტორია''.
ფონ სკერსტი-,,გრაალის ტაძარი კავკასიაში:წინაქრისტიანობა სომხეთსა და საქართველოში".
რ. შტაინერი-,,რიჰარდ ვაგნერი და გრაალის ახალი ძიება''.
რ.შტაინერი-ლექციები გრაალზე.
ღ. შტაინერი-1912წელს ჩატრებული ლექციებში მოხსენიებული კოლხური მისტერიული ცენტრები.

დანარჩენს, სურვილის შემთხვევაში დავამატებ.
sokeir
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 161
წევრი No.: 97774
რეგისტრ.: 14-August 09

გამოგზავნილია: 15 Sep 2009, 18:14  #15532728      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
QUOTE
ახლა, ჩემო უერწმუნო და ირონიით აღსავსე მეგობრებო,მოგაწვდით იმ წიგნების სიას რომელთა წაკითვხვა მოგიხსნით ყოველგვარ გაუგებრობას.იმედია ამ
წიგნების ავტორთა ავტორიტეტში ეჭვი არ შეგეპარებათ. ვიმედოვნებ, ,,დისერტაციას'' დაიცავთ ?...წელს გრაალის თემაზე.

კი მაგრამ მე აბსოლიტური სერიოზულობით გკითხე.... ვიფიქრე ჩემი მეგობარი ხომ არ იყავი. გრაალის სიმბოლიკაზე ლიტერატურაში ჩემმა მეგობარმა დაიცვა დისერტაციაა. იმიტომ არა რომ ჩემი მეგობარია ავტორი, მართლაც იშვიათი სიძლიერის და სიღრმის ნაშრომი დაწერა( არც არცთუ ხშირი მოვლენა არის ფილოლოგიაში ამ ბოლო დროს). თუ გაინტერესებს შეგიძლია წაიკითხო. თუ დაგაინტერესებს მომწერე პირადად და გეტყვი .
ისე თუ რამეს მომწერთ ეგრეთ წოდებულ პმ-ში მანამდე ინსტრუქცია მომიყევით როგორ გავხსნა და ვნახო თორემ ახალი ვარ და არ ვიცი wink.gif
Phobos
შიში ოხერია


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2453
წევრი No.: 6848
რეგისტრ.: 15-October 04

გამოგზავნილია: 18 Sep 2009, 16:13  #15580805      · პროფილი · პირადი მიმოწერა
sokeir ამ სურათს დააჭირე და ნახავ wink.gif
user posted image

This post has been edited by Phobos on 18 Sep 2009, 16:14
Ninaly
Super Member


****
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 231
წევრი No.: 97631
რეგისტრ.: 11-August 09

გამოგზავნილია: 18 Sep 2009, 16:23  #15580954      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
sokeir

QUOTE
კი მაგრამ მე აბსოლიტური სერიოზულობით გკითხე.... ვიფიქრე ჩემი მეგობარი ხომ არ იყავი. გრაალის სიმბოლიკაზე ლიტერატურაში ჩემმა მეგობარმა დაიცვა დისერტაციაა. იმიტომ არა რომ ჩემი მეგობარია ავტორი, მართლაც იშვიათი სიძლიერის და სიღრმის ნაშრომი დაწერა( არც არცთუ ხშირი მოვლენა არის ფილოლოგიაში ამ ბოლო დროს). თუ გაინტერესებს შეგიძლია წაიკითხო. თუ დაგაინტერესებს მომწერე პირადად და გეტყვი .


ძალიან მინდა მაგ სადიერტაციო ნაშრომის წაკითხვა... სულის შიმშილს დავაკმაყოფილებდი ... შეიძლება რომ მეც მიმიწვდებოდეს ხელი ?

სალამი თემაში ყველა მონაწილეს... მართალია აქ არაფერს ვფოსტავ (ცოდნა არ მყოფნის), მაგრამ ყოველდღე ვკითხულობ ამ თემას და ძალიან მომწონს... ჰაერივით ველოდები ყველა ახალ პოსტს წასაკითხად.... დიდი პატივისცემა მინდა გამოვხატო ამ თემის ყველა მონაწილის მიმართ...
დიდი მადლობა! ძვირფასი ადამიანები ხართ!!!
sokeir
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 161
წევრი No.: 97774
რეგისტრ.: 14-August 09

გამოგზავნილია: 23 Sep 2009, 19:56  #15664691      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
ბოდიში დაგვიანებული პასუხისთვისPhobos
და Ninaly გითხრათ რომ დისერტაცია დიდი ხნის წინ დაიწერა და არმაქვს მისი ელექტრონული ვერსია, მხოლოდ ნაბეჭდი მაკქს სახლში და ახლა საზღგვარგარეთ ვარ.
დისერტაციის ავტორია ლალი ნემსაძე, ზუსტ სათაურს ვერ გეტყვი, არ მახსოვს... ასე დაახლოებით: გრაალის თასისი სიმბოლიკა ქართულ და ევროპულ სარაინდო ლიტერატურაში ( შინაარსობრივად გადმოვეცი სათაური wink.gif დაწერილია დაახლოებით 2000-2001 წლებში. ინახება საჯაროში, ყოფილ აკადემიის ბიბლიოთეკაში და უნივერსიტეტის ( მაღლივში) ბიბლიოთეკაში. Mაღლივის ბიბლ-ში მესამე სართულზე არის ( ან იყო) დისერტაციების განყოფილება და იქ შეგიზლია მოიძიოთ თუ ძალიან მოგშივდათ wink.gif .
Ninaly
Super Member


****
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 231
წევრი No.: 97631
რეგისტრ.: 11-August 09

გამოგზავნილია: 24 Sep 2009, 12:50  #15674691      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
sokeir - მადლობა საჯაროში ვნახავ, იქ მირჩევნია... მაღლივში ხანძარი იყო და რაღაცეები განადგურდა...
რაც შეეხება შიმშილს, ამ მედიის შემყურეს მართლაც ცუდ დღეში ვარ.
sokeir
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 161
წევრი No.: 97774
რეგისტრ.: 14-August 09

გამოგზავნილია: 24 Sep 2009, 13:03  #15674886      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
QUOTE
რაც შეეხება შიმშილს, ამ მედიის შემყურეს მართლაც ცუდ დღეში ვარ.


cry.gif
magdali
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 117
წევრი No.: 46450
რეგისტრ.: 11-November 07

გამოგზავნილია: 31 Oct 2009, 19:33  #16242900      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
ეს კაცი ამბობს რომ თანამედროვე ტამპლიერია და საინტერესო ამბებს ყვება გნოსტიციზმზე და ალქიმიაზე
http://www.youtube.com/watch?v=0gPMCwt_RG8
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (82) « პირველი ... 35 36 [37] 38 39 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: კავკასუს ონლაინი
[ Script Execution time: 0.0726 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]