forum.ge
reklama
FORUM.GE ... წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (3) 1 2 [3]   ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> აღმოსავლეთ საქართველოს ეთნო-ლინგვისტური ისტორია
Nshoshia505
ამბოხებული


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5753
წევრი No.: 33348
რეგისტრ.: 18-April 07

გამოგზავნილია: 28 May 2010, 13:18  #19850888      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
Phobos
QUOTE
, მსგავს ცინიკურ დამოკიდებულებას ყოველივე ტრადიციულის, ეროვნულისა და რელიგიისადმი, ვგულისხმობდი ფსევდო-ლიბერალიზმში

ლიბერალიზმი თავისთავად იმ ტრადიციებს რომელიც ადამიანის თავისუფლებას ზღუდას, რელიგიურ ელემენტებსაც ნამდვილი ლიბერალიზმი ებრძოდა ევროპაში, იგივე საფრანგეთის რევოლუციის დროის გარდა ახალგაზრდულ XX-საუკუნის 60-იან წლების ახალგაზრდულ გამოსვლებშიც რადიკალური-სეკულარიზმის იდეები გავრცელებული იყო, ანუ ფრანგებიც ფსევდო-ლიბერალები ყოფილან biggrin.gif
ეროვნულობაში რას გულისხმობ, ნაციონალიზმს? პრინციპში სიტყვა ერთი და იგივეა.
QUOTE
ბოლშევიკების ბუდიდან გამომძვრალ მენშევიკებსაც დაახლოებით მსგავსი აზრები აწუხებდათ. ჰოდა, მათი ექსპერიმენტი რად დაუჯდა საქართველოს, კარგად მოგეხსენება.(ჟორდანიამ საფრანგეთში ემიგრაციისას აღმოაჩინა, რომ ,,ვეფხისტყაოსანი'' ,,კარგი'' წიგნი ყოფილა).რახან მემარცხენეობა გიზიდავს, წაიკითხე მათი ნაშრომები ეროვნულ საკითხთან დაკავშირებით, იქნებ, მაშინ მაინც მიხვდე, რა მაქვს მხედველობაში.

ის რაც იყო რუსეთში იმას მემარცხენეობა არ ჰქვია, იმას ჰქვია ბიუროკრატული-ტოტალიტარიზმი, სტალინიზმი.
თუ გინდა გაიგო რა არის სოციალიზმი, შვედეთში ჩადი სადაც უკვე 60 წელია სოხიალისტები არიან სათავეში.
მეშევიკებზე კი იმას ვიტყვი, რომ სოციალიზმის მთავარი მიზანი ძლიერი სახელმწიფოა,იმიტომ რომ მოახდინოს ჩარევა ეკონომიკურ პროცესებში, ხოლო საქართველოში ქართველი მენშევიკებს კი არასახელმწიფოებრივი აზროვნება ჰქონდათ. biggrin.gif
QUOTE
როდესაც რომელიმე ავტორიტეტს აკრიტიკებ, სულ ცოტა წაკითხული მაინც უნდა გქონდეს...სხვათაშორის, აუგად მოხსენიებულ შტაინერს ნაცისტები დევნიდნენ და ავიწროებდნენ ჰიტლერის ბრძანებით.

არანაირი მეცნიერული მტკიცებულება სისხლზე არ არსებობს, არსებობს მხოლოდ მისტიკურ-ეზოთერული ბოდვა.
QUOTE
ბიბლიასთან ოდნავ შეხება თუ მაინც გქონია, მაშინ გეცოდინება, რომ მოსე კრძალავს სისხლის გამოყენებას, ვინაიდან მათთვის ,,სული სისხლშია''.

ჯერ ესერთი ეს ცოტა სადავოა, მოიყვანე ბილიიდან ციტატა სადაც ვნახავთ რომ სული სისხლშია..
QUOTE
ეს ტექსტი მას ეკუთვნის.

პირველი პოსტი ნახე და მიხვდები რატომ დავწერე.. wink.gif


--------------------
http://nukriko.blogspot.com/

www.planeta.ge

http://www.youtube.com/watch?v=XXp0eAgqJBY

Мой грех - есть зависть к доблести

in peace vigilance in war victory in death sacrifice
Phobos
შიში ოხერია


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2465
წევრი No.: 6848
რეგისტრ.: 15-October 04

გამოგზავნილია: 28 May 2010, 20:01  #19858519      · პროფილი · პირადი მიმოწერა
Nshoshia505

ერთ რამეს ვხვდები, რომ მარტო გატაცებული კი არა, ატაცებულიც ხარ, დაღვინება გაკლია. არაუშავს, მასეთი ინფანტილური აზროვნება სახადივითაა.
როცა მაგ სახადს მოიხდი, მერე გამიხსენებ!

საფრანგეთთან საქართველოს შედარება ღიმილის მომგვრელია. თავი რომ დავანებოთ მასშტაბებს, საფრანგეთის იმდროინდელი მგომარეობა საქართველოში
არასოდეს ყოფილა და არც იქნება. ვატიკანს ნუ შევადარებთ ქართულ ეკლესიას, ვინაიდან როგორც ცა და დედამიწა ისე განსხვავდება ერთმანეთისგან. ნურც იმით მოტყუვდები, რომ ვატიკანი ახლა სასულიერო საქმეების გარდა არაფერში ერევა. ერევა და ახლა როგორ. უბრალოდ მეთოდი შეცვალა, უფრო შენიღბულად მოქმედებს. ამასთან დაკავშირებით ძალზედ ბევრი იწერება, თუ დაინტერესდები გაიგებ კიდეც. საფრანგეთმა იმ რევოლუციით ეშაფოტების კასკადი და სისხლის მდინარეები მიიღო. ას წელზე მეტხანს მოუნდა სიტუაციის დალაგებას.
რაც შეეხება შვედეთს, მათთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს ვინ იქნება ხელისუფლებაში საიმისოდ, რომ საკუთარ ქვეყანას და ისტორიას პატივი მიაგონ. თუ ნამყოფი ხარ, გეცოდინება რა პატივს სცემენ უცხოელისთვის არცთუისე ისე მომხიბლავ, ნახევრად ველურ წინაპარ ვიკინგებს, როგორც
საკუთარი ისტორიის ნაწილის. ლამის ქვეყანაში ყველაფერს მათი სახელი უწოდონ.ჰოდა, ამის ფონზე ქართველმა არ უნდა იამაყოს თავის გმირი წინაპრებით და წმინდანებით?

QUOTE
ის რაც იყო რუსეთში იმას მემარცხენეობა არ ჰქვია, იმას ჰქვია ბიუროკრატული-ტოტალიტარიზმი, სტალინიზმი.

ყველაფერი, რომ სტალინს დაბრალდა. სტალინი რა მარტო იყო და თანამოაზრენი არ ჰყავდა?

ბოლოს დავასრულებ სიუარესის სიტყვებით:,,იყო ევროპელი იმას კი არ ნიშნავს, ხუთ ენაზე ლაპარაკობდე, ევროპის ქალაქებში დარბოდე, ლონდონში გიცნობდნენ, ბერლინში მეგობრები გყავდნენ, ჟენევაში სახლი გქონდეს, რომში კი საწოლი... იყო ევროპელი იმას ნიშნავს: გერმანელი იყო გოეთესთან
და ვაგნერთან, იტალიელი-დანტესთან და მიქელ-ანჯელოსთან, ინგლისელი-შექსპირთან, სკანდინავიელი-იბსენთან, რუსი-დოსტოევსკისთან''.

თანამოაზრეები გააფრთხილე, ნუ შეეცდებიან ჩემს გამოწვევას!..











--------------------
''მიწა და ღმერთი–ორივე სისხლს მოითხოვს ერის რჩეულთაგან.
ამაშია ღრმა მისტერია ჩვენი აქ ყოფნისა.''(კ.გამსახურდია)

''როდესაც ორი ერთიდაიგივეს ამბობს, ეს არ არის ერთიდაიგივე''.
(რ.შტაინერი)

''მე შენში მიყვარს ოცნება ჩემი''...(გალაკტიონი)
Nshoshia505
ამბოხებული


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5753
წევრი No.: 33348
რეგისტრ.: 18-April 07

გამოგზავნილია: 28 May 2010, 21:09  #19859527      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
Phobos
QUOTE
საფრანგეთთან საქართველოს შედარება ღიმილის მომგვრელია. თავი რომ დავანებოთ მასშტაბებს, საფრანგეთის იმდროინდელი მგომარეობა საქართველოში არასოდეს ყოფილა და არც იქნება. ვატიკანს ნუ შევადარებთ ქართულ ეკლესიას, ვინაიდან როგორც ცა და დედამიწა ისე განსხვავდება ერთმანეთისგან. ნურც იმით მოტყუვდები, რომ ვატიკანი ახლა სასულიერო საქმეების გარდა არაფერში ერევა. ერევა და ახლა როგორ. უბრალოდ მეთოდი შეცვალა, უფრო შენიღბულად მოქმედებს. ამასთან დაკავშირებით ძალზედ ბევრი იწერება, თუ დაინტერესდები გაიგებ კიდეც. საფრანგეთმა იმ რევოლუციით ეშაფოტების კასკადი და სისხლის მდინარეები მიიღო. ას წელზე მეტხანს მოუნდა სიტუაციის დალაგებას.

რა შუაშია ეს ლიბერალიზმთან და ფსევდო-ლიბერალიზმთან? biggrin.gif
QUOTE
საკუთარი ისტორიის ნაწილის. ლამის ქვეყანაში ყველაფერს მათი სახელი უწოდონ.ჰოდა, ამის ფონზე ქართველმა არ უნდა იამაყოს თავის გმირი წინაპრებით და წმინდანებით?

იამაყე, ვინმე გიშლის ხელს? biggrin.gif
QUOTE
ყველაფერი, რომ სტალინს დაბრალდა. სტალინი რა მარტო იყო და თანამოაზრენი არ ჰყავდა?

არა მარა მოიცილა სტალინმა ნამდვილი კომუნისტები.. მარა ის რაც სტალინიზმის სახელითაა ცნობილი არ არის სოციალიზმი.
QUOTE
ერთ რამეს ვხვდები, რომ მარტო გატაცებული კი არა, ატაცებულიც ხარ, დაღვინება გაკლია. არაუშავს, მასეთი ინფანტილური აზროვნება სახადივითაა. როცა მაგ სახადს მოიხდი, მერე გამიხსენებ!

ეს როგორ ხედავ? მისტიკურ-ეზოთერულ "მეასმე თვალით"? biggrin.gif ეს ხუმრობით

პ.ს შეწყდა არა სისხლზე საუბარი.. wink.gif
ეგრი
bizwebmaster


********
ჯგუფი: Members
წერილები: 27349
წევრი No.: 26365
რეგისტრ.: 1-December 06

გამოგზავნილია: 29 May 2010, 02:24  #19864994      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი · aim
Nshoshia505
Phobos
QUOTE
აღმოსავლეთ საქართველოს ეთნო-ლინგვისტური ისტორია

არ დაგავიწყდეთ. smile.gif


--------------------
www.bizwebmaster.com - საიტების დამზადება
==========================================
საუკეთესო ხარისხი, ფასები, დამზადების ვადა.
უფასო დომენი და ჰოსტინგი.
Phobos
შიში ოხერია


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2465
წევრი No.: 6848
რეგისტრ.: 15-October 04

გამოგზავნილია: 29 May 2010, 15:36  #19870526      · პროფილი · პირადი მიმოწერა
Nshoshia505
ვასრულებ პოლემიკას ამ წერილის მოწერით. მოდერატორი მართალია.




QUOTE
არანაირი მეცნიერული მტკიცებულება სისხლზე არ არსებობს, არსებობს მხოლოდ მისტიკურ-ეზოთერული ბოდვა


მეცნიერულ დასაბუთებას რომ თხოულობ, მეცნიერებმა ღმერთის არსებობა უკვე დაადგინეს? შენ ლოგიკას თუ ვენდობით-არ უნდა არსებობდეს.
გწამს თუ არა, რომ ღმერთი არსებობს?..

მეცნიერი იყო დარვინი და ადამიანის ევოლუციის გზით წარმოშობის თეორია შექმნა(მე პირადად, ჩემ წინაპრებს არ ვთვლი მაიმუნის შთამომავლად).
დარვინის საწინააღმდეგოდ, ჯ.ფრეზერმა ადამიანის დევოლუციის თეორია შემოგვთავაზა. სადაა ჭეშმარიტება?..
არსებობს მეცნიერება განკუთვნილი,,უბრალო მოკვდავთათვის'' და არსებობს მეცნიერება ,,რჩეულთათვის''. მათ ლაბორატორიებში ჩატარებული კვლევის შედეგები ფანტასტიკის სფეროსაც კი სცილდება.ტესლას აღმოჩენები ჩვენი წარმოსახვისთვის წარმოუდგენელად რჩება. ჩნდება კითხვა: სად გაქრა მისი
გამოკვლევები? დაინტერესდი, იქნებ გაიგო რამე.





QUOTE
პ.ს შეწყდა არა სისხლზე საუბარი..

სისხლში მიმდინარეობს ისეთი პროცესი, რომელსაც ჰემოლიზი ეწოდება, რაც გამოწვეულია ინოკულაციით, რის შედეგად დაბალ განვითარებული არსება
იღუპება. ძლიერი თრგუნავს სუსტს. დანარჩენს თვითონ მიხვდი.

პ.ს. ინტერნეტი მარტო ფეისბუკში საღლაბუცოდ, აკვარიუმში თევზების საკვებად და ფორუმში მოუმწიფებელი მსოფლმხედველობის დასაფიქსირებლად
არ შეუქმნიათ...იქ ბევრ საინტერესო რამესაც წაიკითხავ, სურვილის შემთხვევაში.
Nshoshia505
ამბოხებული


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5753
წევრი No.: 33348
რეგისტრ.: 18-April 07

გამოგზავნილია: 29 May 2010, 16:04  #19871016      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
Phobos
QUOTE
ვასრულებ პოლემიკას ამ წერილის მოწერით. მოდერატორი მართალია.

ნება შენი
QUOTE
მეცნიერულ დასაბუთებას რომ თხოულობ, მეცნიერებმა ღმერთის არსებობა უკვე დაადგინეს? შენ ლოგიკას თუ ვენდობით-არ უნდა არსებობდეს. გწამს თუ არა, რომ ღმერთი არსებობს?..

ამიტომაც ღმერთი არ არხსებობს
QUOTE
მეცნიერი იყო დარვინი და ადამიანის ევოლუციის გზით წარმოშობის თეორია შექმნა(მე პირადად, ჩემ წინაპრებს არ ვთვლი მაიმუნის შთამომავლად). დარვინის საწინააღმდეგოდ, ჯ.ფრეზერმა ადამიანის დევოლუციის თეორია შემოგვთავაზა. სადაა ჭეშმარიტება?..

თეორიას როცა რეალურ ექსპერიმენტის შედეგად დაამტკიცებ, მაშინ ის გადაიქცევა თეორიიდან ცოდნათ და მაშინ გახდება ის საყოველთაო ჭეშმარიტება
QUOTE
სისხლში მიმდინარეობს ისეთი პროცესი, რომელსაც ჰემოლიზი ეწოდება, რაც გამოწვეულია ინოკულაციით, რის შედეგად დაბალ განვითარებული არსება იღუპება. ძლიერი თრგუნავს სუსტს. დანარჩენს თვითონ მიხვდი.

რას ჰქვია დაბალ განვითარებული არსება? ძლიერი ევოლუციის თანახმად არა ფიზიკურად ძლიერი და ა.შ არამედ ის ვინც გარემო-პირობას ყველაზე მეტად ეგუება, მაგალითად ტარაკანა. wink.gif
QUOTE
პ.ს. ინტერნეტი მარტო ფეისბუკში საღლაბუცოდ, აკვარიუმში თევზების საკვებად და ფორუმში მოუმწიფებელი მსოფლმხედველობის დასაფიქსირებლად არ შეუქმნიათ...იქ ბევრ საინტერესო რამესაც წაიკითხავ, სურვილის შემთხვევაში.

მართალია..

ეგრი
პირველი პოსტი ნახე
QUOTE
აღმოსავლეთ საქართველოს ეთნიკურ ისტორიაზე , ანუ იმაზე, თუ რამდენი ხანია რაც აღმ. საქართველოში ქართველური ელემენტი არსებობს,

აქ თუ სისხლის და ბიოლოგიურ ქართველობაზე არ იყო საუბარი აბა რაზე იყო საუბარი? მაგათ წარმოდგენაში, მოსულმა ქართველებმა გადა%$# ადგილობრივები ან გაყარეს და გააქართველეს. მაგათ ჰგონიათ რომ გაქართველება ნიშნავს, სისხლის გადასხმას biggrin.gif (სხვადასხვა მეთოდებით) საერთოდ უარყოფენ ერის როგორც კულტურულ ფენომენს. გაქართების თეორიაც მეტი არაფერი არ არის...

აასე რომ თემას უშვალოდ ეხება ნაციონალისტების წარმოდგენები "წმინდა ქართულ სისხლზე" და მსგავს მარაზმებზე.
მათი წარმოდგენით, არ შეიძლება სხვაასხვა "სისხლის" მქონე ტოიმები დღეს ყველა ქართველი იყოს, მეტიც მათ მიაჩნიათ რომ თავად ქართველებნში არსებობს "არაწმინდა სისხლის ქართველებიც" ანუ უცხო თესლში არეულები, ამიტომ ისინი არ უნდა მიიჩნეოდნენ "წმინდა სისხლის ქართველებად" ეს:წმინდა სისხლი" და ა.შ რა უბედურებაა არავინ არ იცის, ერთადერთი რაც ვიცით ესაა ესეთი მისტიკური ბოდვა ამ წმინდა სისხლის შესახებ.

კაროჩე ეს ნაციონალიზმი (არა სამოქალაქო-ნაციონალიზმი, არამედ ჩვენთან რაც არის) არის სრულიად მარაზმატიკული რამ და ამ მარაზმის მსხვერპლს ამ ფოურმზეც აშკარად ვხედავ.
ლაბარნა
ტერმინოლოგიასაც გააჩნია


******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 8967
წევრი No.: 121777
რეგისტრ.: 29-September 10

გამოგზავნილია: 11 May 2012, 21:39  #31128312      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · yim
Phobos,

აქ ახალი ვარ, ბიოლოგი და ექიმი უფრო ვარ განათლებით, ვიდრე ისტორიკოსი, მაგრამ ისტორია მაინტერესებს და ამიტომაც შემოგიერთდებით. თქვენი და ენ-შოშია#505-ის პოლემიკა გადავიკითხე და უნდა გითხრათ, რომ ყველანაირად მას ვეთანხმები. ქართული გენი, როგორც ასეთი, არ არსებობს. თანამედროვე გენეტიკური ცოდნის დონიდან შეიძლება ვილაპარაკოთ მხოლოდ უფრო დიდი გეოგრაფიული ერთეულების, მაგალითად, კავკასიელების ან მცირე-აზიელების გენეტიკაზე. აქ სისხლი ისე ირეოდა, რომ ქართველებს, სომხებს, აზერებს, ჩრდილო-კავკასიელებს და თუნდაც ანატოლიის ხალხებს შორის განსხვავებები წაშლილია. ბოლოს და ბოლოს, დამპყრობლები გვერეოდნენ და შემოქონდათ თავისი გენეტიკა, ანდა ტყვედ და მონად მიასხამდნენ ქართველებს მუსულმანურ ქვეყნებში და იქ მიჰქონდათ ჩვენი გენეტიკა. გენეტიკით და სისხლით ქართველი, ასეთი განმარტება ბიოლოგიამ და გენეტიკამ ჯერ არ იცის. რაც შეეხება ენას და კულტურას, მანდ 2 აზრი არ არსებობს, რომ არსებობს ქართული ენა და არათუ ერთიანი ქართული კულტურა, არამედ სხვადასხვა ქართული სუბკულტურებიც კი. ზანგის ან ინდიელის ბავშვი რომ გაზარდოთ ქართულ კულტურაზე, ქართველს მიიღებთ და იქნება სისხლიც უყიოდეს და ბალანიც ებურძგნებოდეს, როცა დიდგორს გაიხსენებს, მაგრამ ეს იქნება მხოლოდ ფსიქოლოგიურ-კულტურული ფენომენი და არა გენეტიკურ-სანგვური.

This post has been edited by ლაბარნა on 11 May 2012, 21:43


--------------------
დუმილი არაა თანხმობის ნიშანი, ჭკუის ნიშანია; ორმხრივი ჭკუა კი თანხმობის საწინდარია © მე თვითონ :)
mosamziri
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 908
წევრი No.: 143342
რეგისტრ.: 19-February 12

გამოგზავნილია: 26 May 2012, 20:04  #31366479      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
QUOTE (Nshoshia505 @ 22 May 2010, 19:42 )
სანამ ერი ბიოლოგიურ ფენომენადაა მიჩნეული და არა კულტურულ ფენომენად, იქამდე არაფერი გვეშველება..

არ არსებობს არანაირი "ქართული სისხლი" თუ წმინდა ქართული სისხლი, არსებობს კულტურულად ქართველი ..

მთლიანად ვერ დაგეთანხმები! გენეტიკური იდენტურობას ერთი ხელის მოსმით ვერ უარყოფ! ტუმცა ეთნიკური ერთეულები კულტურულმა იდენტურობამ გააერთიანა!
* * *
ამ ფორუმზე ზოგირთი პირი ცდილობს სხვადასხვა ტემებიში გაამეფოს აზრი რომ ქარტველბი საერთოდ არ ვართ კავკასიელები საიდანღაც მოვეთრიეთ და საეღტოდ ვარსებობთ ეგეთი ერი ტუ გამოგონილები ვართ მაგ კითხვის ნიშანსაც სვამენ! ხან აღმოსავლეთში მოვედით, დასვლეთი კი სხვა ტომებით ყოფილა დასახლებული აფხაზური ვაინახური და ასე შემდეგ! მოდი საქარტველოს სახელიც გადაარქვათ! და ვის აწყობს ეს ბევრისტვის გასაგებია! ქარტველებს ეხლა ჭკუა და განატლება გმართებს არმენების იდეოლოგიური შეტევა მოვიგერიოთ და აქეტ გადავიდეთ სეტევაზე! თუმცა სიმართკლე ადრე თუ გვიან იზეიმებს! ამ ფორუმზე აშკარად აარმენთა ხელი ფათურობს!
* * *
კავკასია იბერიულ კავკასიური მოდგმის იყო არის და იქნება! და არ არსებობს ერი რმომელიც ამაში შეგვეცილება! თრიალეთური, მტკვარ არაქსის, ურარტუული კოლხური იბერიული კულტურები ერთ პროტო ქართულ მოდგმას ეკუთვნის!
maferi
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 516
წევრი No.: 44820
რეგისტრ.: 25-October 07

გამოგზავნილია: 26 May 2012, 20:40  #31367020      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
აი ისტორია http://www.youtube.com/watch?v=rJ-Mn9-20dU
butkuj
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5874
წევრი No.: 126469
რეგისტრ.: 25-January 11

გამოგზავნილია: 26 May 2012, 22:22  #31368645      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
maferi

))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))

სომხებს ახსოვთ თავიანთი წარსული.


--------------------


ლექს ნინას ვაგნასქილიდუანც
ღორონთს ლექს ვა უჭარუ - ზიტყვა თქუ
იბჩიათ მარგალურო

0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (3) 1 2 [3]  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: კავკასუს ონლაინი
[ Script Execution time: 1.5213 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]