forum.ge
reklama
FORUM.GE ... წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (119) « პირველი ... 40 41 [42] 43 44 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> ქართული ენა, შეცდომაა - სწორია
GiGlema
იდეალისტი


*******
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 12000
წევრი No.: 80693
რეგისტრ.: 29-December 08

გამოგზავნილია: 1 Jan 2009, 22:56  #12098396      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · aim
ჩემი აზრით დღეს ყველაზე გავრცელებული შეცდომებია:
1. ჯობს და არა ჯობია ! მინახავს და არა მინახია და ასე შემდეგ!
2. სტილისტური შეცდომები.
3. რუსულ-ინგლისურ-პროგრამისტული ჟარგონები!
4. კარგად ვარ და არა კარგათ ვარ და ასე შემდეგ !
ამ შეცდომებს ყოველ ფეხის ნაბიჯზე ვუშვებთ სამწუხაროდ


--------------------
"სახელმწიფო არის ორგანიზაცია, რომელსაც გააჩნია გარკვეულ ტერიტორიაზე ძალის კანონიერი გამოყენების ლეგიტიმური უფლება." © მაქს ვებერი
pao
Junior Member


**
ჯგუფი: Registered
წერილები: 23
წევრი No.: 78223
რეგისტრ.: 11-December 08

გამოგზავნილია: 1 Jan 2009, 23:11  #12098505      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
ესე იგი შეცდომაა ჯობია; ოღონდ სწორია ჯობს თუ სჯობს?
და თუ ვინმეს არ დაეზარება და "მადლობა"-ს კიდევ ერთხელ განიხილავს პირების მიხედვით, ქართული ენის სწორად ფორმირებას ნადვილად შეუწყობს ხელს wink.gif
დღესაც ვერ გამირკვევია მადლობ, გმადლობ, მადლობა... rolleyes.gif გთხოვთ დამეხმაროთ.
bzzzzz
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 79
წევრი No.: 78891
რეგისტრ.: 16-December 08

გამოგზავნილია: 2 Jan 2009, 10:29  #12101323      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · aim
ხშირად ამბობენ: "მადლობ".
მართებულია: "გმადლობ".

გმადლობ / გმადლობთ ორივე სწორია.

გმადლობ(მე შენ)
გმადლობთ(ჩვენ თქვენ)
-
ვინაიდან გ-მადლობ არის ზმნა და ნიშნავს, რომ მე შენ გმადლობ რაღაცას, ბოლოში - მრავლობითი რიცხვის აღსანიშნად (თუკი ის ზმნაში მოიაზრება მაგ.,
გმადლობ მე შენ
გმადლობთ მე თქვენ
გმადლობთ ჩვენ შენ
გმადლობთ ჩვენ თქვენ ) უნდა დავამატოთ -თ

(შდრ.: გამარჯობა არის არსებითი სახელი და არ შეიძლება მისი უღლება პირების მიხედვით და მრავლობით რიცხვში გადაყვანა).

www.ინტერნეტის ენა

This post has been edited by bzzzzz on 2 Jan 2009, 10:33
სპორტი
ertyuio


********
ჯგუფი: Members
წერილები: 36951
წევრი No.: 10549
რეგისტრ.: 1-June 05

გამოგზავნილია: 2 Jan 2009, 11:28  #12101461      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
bzzzzz
QUOTE
კი, აღ-ვ-ნიშნ-ო სწორი ფორმაა


''გაანთავისუფლა'' და ''რაღაცეები'' რომ არის დამკვიდრებული, მაგრად მიშლის ნერვებსა biggrin.gif


--------------------
ვიშ
ვიშ
ვიშ
pao
Junior Member


**
ჯგუფი: Registered
წერილები: 23
წევრი No.: 78223
რეგისტრ.: 11-December 08

გამოგზავნილია: 2 Jan 2009, 11:43  #12101513      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
QUOTE
ხშირად ამბობენ: "მადლობ".
მართებულია: "გმადლობ".

გმადლობ / გმადლობთ ორივე სწორია.

გმადლობ(მე შენ)
გმადლობთ(ჩვენ თქვენ)
-
ვინაიდან გ-მადლობ არის ზმნა და ნიშნავს, რომ მე შენ გმადლობ რაღაცას, ბოლოში - მრავლობითი რიცხვის აღსანიშნად (თუკი ის ზმნაში მოიაზრება მაგ.,
გმადლობ მე შენ
გმადლობთ მე თქვენ
გმადლობთ ჩვენ შენ
გმადლობთ ჩვენ თქვენ ) უნდა დავამატოთ -თ

(შდრ.: გამარჯობა არის არსებითი სახელი და არ შეიძლება მისი უღლება პირების მიხედვით და მრავლობით რიცხვში გადაყვანა).

უღრმესი მადლობა (მგონი სწორად ვთქვიwink.gif), როგორც იქნა გავერკვიე 2kiss.gif
* * *
QUOTE
1. ჯობს და არა ჯობია !

გასაგებია, მაგრამ ჯობს თუ სჯობს? ანუ "ს" უნდა თუ არა წინ?
xachapuridze
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2527
წევრი No.: 35832
რეგისტრ.: 2-June 07

გამოგზავნილია: 2 Jan 2009, 12:59  #12101879      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
pao
QUOTE
გასაგებია, მაგრამ ჯობს თუ სჯობს? ანუ "ს" უნდა თუ არა წინ?

ჯობს სახლში წავიდეთ, მაგრამ
ჩემი სახლი შენსას სჯობს.
შავღონდი ხალხოო!
Annabel Lee
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 171
წევრი No.: 15265
რეგისტრ.: 10-December 05

გამოგზავნილია: 3 Jan 2009, 07:51  #12110135      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
ინგლისურის მცოდნეებო, ხომ ვერ მეტყვით, დაახლოებით მაინც როგორ ვთარგმნო ქართულ-ებრაული "დაგენაცვლე" და საერთოდ, ჩვენი "გენაცვალე"???
KOMA-I
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 175
წევრი No.: 80621
რეგისტრ.: 29-December 08

გამოგზავნილია: 3 Jan 2009, 08:05  #12110148      · პროფილი · პირადი მიმოწერა
QUOTE (Annabel Lee @ 3 Jan 2009, 07:51 )
ინგლისურის მცოდნეებო, ხომ ვერ მეტყვით, დაახლოებით მაინც როგორ ვთარგმნო ქართულ-ებრაული "დაგენაცვლე" და საერთოდ, ჩვენი "გენაცვალე"???

გაააჩნია რას თარგმნი წიგნს თუ ინგლისურად მოლაპარაკე სატრფოს უწერ წერილს?
smile.gif))
xachapuridze
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2527
წევრი No.: 35832
რეგისტრ.: 2-June 07

გამოგზავნილია: 3 Jan 2009, 14:58  #12111993      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
ვერანაირად ვერ თარგმნი პირდაპირ. რამე უნდა მოიფიქრო.
asaqara
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 918
წევრი No.: 75438
რეგისტრ.: 20-November 08

გამოგზავნილია: 3 Jan 2009, 15:13  #12112143      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
ძალიან კარგია, რომ ქართული ენის თაობაზე ვსაუბრობთ. მე ვფიქრობ, მუდმივად საჭიროა სწავლა, ანალიზი, აზრთა გაცვლა-გამოცვლა.
ენა, როგორც ცოცხალი ორგანიზმი, თავის მუდმივ განვითარებაში (ზოგჯერ რეგრესში) აშკარად გასცდა ოდესღაც შექმნილ ლიტერატურულ ნორმებს.

მე პირადად მაინტერესებს პროფესიონალებისაგან გავიგო ზოგადი ტენდენციები (თუ შესაძლოა გამოყოფა) საით მიდის ეს განვითარება.

ერთი პრაქტიკული რამ: გული მწყდება, რომ "მაგარმა" თითქმის ყველა სხვა ზედსართავი ჩაანაცვლა, რომლებიც "კარგს", "ლამაზს", "შესანიშნავს" ..... აღნიშნავდნენ.
xachapuridze
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2527
წევრი No.: 35832
რეგისტრ.: 2-June 07

გამოგზავნილია: 3 Jan 2009, 21:55  #12116020      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
asaqara
QUOTE
ერთი პრაქტიკული რამ: გული მწყდება, რომ "მაგარმა" თითქმის ყველა სხვა ზედსართავი ჩაანაცვლა, რომლებიც "კარგს", "ლამაზს", "შესანიშნავს" ..... აღნიშნავდნენ

ეგ მარტო სასაუბრო მეტყველებაშია.
GiGlema
იდეალისტი


*******
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 12000
წევრი No.: 80693
რეგისტრ.: 29-December 08

გამოგზავნილია: 3 Jan 2009, 22:37  #12116549      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · aim
QUOTE
ჯობს სახლში წავიდეთ, მაგრამ
ჩემი სახლი შენსას სჯობს.
შავღონდი ხალხოო!

ეგრეა yes.gif
ჯობს - ის ! <- როცა ზმნა 1 პირიანია !
სჯობს - ის მას ! როცა ზმნა 2 პირიანია ! ამ შემთხვევაში ზმნა არის ირიბი ! ხოლო ს-ჯობ-ს - პრეფიქსი "ს" არის ირიბი ობიექტის ხოლო სუფიქსი "ს" არის 3 პირის smile.gif გრამატიკა ასე თუ ისე ვიცი smile.gif
xachapuridze
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2527
წევრი No.: 35832
რეგისტრ.: 2-June 07

გამოგზავნილია: 3 Jan 2009, 23:38  #12117332      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
giglema_g
QUOTE
ჯობს - ის ! <- როცა ზმნა 1 პირიანია !
სჯობს - ის მას ! როცა ზმნა 2 პირიანია ! ამ შემთხვევაში ზმნა არის ირიბი ! ხოლო ს-ჯობ-ს - პრეფიქსი "ს" არის ირიბი ობიექტის ხოლო სუფიქსი "ს" არის 3 პირის  გრამატიკა ასე თუ ისე ვიცი 

მადლობა ღმერთს!
bzzzzz
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 79
წევრი No.: 78891
რეგისტრ.: 16-December 08

გამოგზავნილია: 4 Jan 2009, 00:57  #12118393      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · aim
QUOTE (xachapuridze @ 3 Jan 2009, 21:55 )

ეგ მარტო სასაუბრო მეტყველებაშია.


არაფერია ენაში ისეთი , რაც არ იყო მეტყველებაში

ხოდა, არ არის გამორიცხული, ოდესმე, რომელიღაც საუკუნის ქართულში შევხვდეთ უკვე იმავე ფორმას ლიტერატურაში, პოეზიაში...

"დავსითდაუნდეთ"-ო ხომ ეწერა რომელიღაც მოთხრობაში ჯერ კიდევ 1995 წელს (დავაზუსტებ, ავტორს, არაა პრობლემა)?






www.სასვენი ნიშნები ემოციების გამომხატველი სიტყვების ნაცვლად





This post has been edited by bzzzzz on 4 Jan 2009, 00:59
le01993
Just Coder


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 783
წევრი No.: 49961
რეგისტრ.: 24-December 07

გამოგზავნილია: 4 Jan 2009, 13:20  #12121698      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი
QUOTE

3. რუსულ-ინგლისურ-პროგრამისტული ჟარგონები!


ეს შენ მაინც არ უნდა გეთქვა ..
კოდინგის ენა = ინგლისურია და მაგას ვერაფრით შეცვლი .. აბა ქართულად როგორ იქნება DFS ?? biggrin.gif
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (119) « პირველი ... 40 41 [42] 43 44 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: კავკასუს ონლაინი
[ Script Execution time: 0.0464 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]