forum.ge
reklama
FORUM.GE ... წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (17) « პირველი ... 5 6 [7] 8 9 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> ახალი არქეოლოგიური აღმოჩენები, საქართველოში და მსოფლიოში
Led_Zeppelin
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5143
წევრი No.: 14567
რეგისტრ.: 14-November 05

  გამოგზავნილია: 7 Jan 2011, 10:37  #23334731      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
QUOTE
– ჩემი აზრით, დისკო საგანგებოდ იმ ქურუმისთვის დგებოდა, რომელსაც უნდა ეტარებინა. სხვა იმ დისკოს ვერ გამოიყენებდა. საკრალური მნიშვნელობა და დატვირთვა მხოლოდ პატრონის ხელში ენიჭებოდა. ამ დისკოების კვლევისას თავს უცნაური რამ გადამხდა – მე ერთ–ერთი დისკოში შესვლა მოვახერხე.

QUOTE
– მიმახვედრა, დისკოს სინამდვილეში რა დანიშნულება ჰქონდა. მისი დახმარებით ქურუმი ქალები სხვა განზომილებაში გადადიოდნენ. რელიგიური რიტუალის დროს დისკო მთავარ როლს ასრულებდა. სხვათა შორის, შესვლა მხოლოდ ერთ დისკოზე მოვახერხე. იმავე მეთოდით სხვა დისკოებზეც ვცადე შესვლა, მაგრამ უშედეგოდ. მერე ისევ იმ დისკოზე ვცადე და იგივე განმეორდა.

მოხდა ქალბატონო ნაზის ბიოველისა და დისკის მოდულაციური თნხვედრა რამაც გამოიწვია ესეთი რეაქცია , მაგრამ ვინაიდან ყველა დისკი ინდივიდუალურია ეტყობა სხვა პარამერტებში მოდულაცა არ მოხდა
და ქმედება შეწყდა........................................................ აუ ძალიან საინტერესოა...... თუ არის ცნობილი დისკი რა მასალისაგან არის გაკეთებული? ინფორმაციის ჩაწერის სისტემატიზაცია თუ არის ცნობილი??
ადამიანის განეტიკურ კოდში დნმ -ში ოთხობითი სისტემაა (ინფორმაცია ჩაწერილია 4 ამინოჟავის მეშვეობით ადენინი , გუანინი ,თიმინი და ციტოზინი და მათი თანხვედრა მკაცრად ინდივიდუალურია ორი ერთნაირი არ არსებობს) მორზეს ანბანში წერტილი და ტირე ორობითია.
კომპშიც ორობითია ჩართავა და გამორთვა(0.1.) .....................................................ბევრი ისეთი კითხვა იბადება რომელიც ვერ ეტევა ჩვენს დროში სივრცეში , განზომილებაშიც კი და გადადი ასტრალში.........................U.პ
tujji ---up.gif up.gif up.gif
* * *
user posted image


--------------------
"ალბათ ქართველებზე ცუდათ არავინ იცი საკუთარი ქვეყნის ისტორია" - პავლე ინგოროყვა

გრიგოლ რობაქიძე - მიმართვა ქართველ ახალგაზრდობას:
"ენდეთ თქვენს ფესვებს !!! და ვერ დაგამარცხებთ ბოლშევიზმის დემონური ძალაც კი "
http://www.link.ge/file/323931/Revaz–Gabasvili.rar.html
basa-ttt
Super Crazy Member ++


********
ჯგუფი: Members
წერილები: 26739
წევრი No.: 27414
რეგისტრ.: 25-December 06

გამოგზავნილია: 10 Apr 2011, 00:22  #24891214      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
300 ათასი წლის კედლის მხატვრობა


ქართველი მეცნიერების აღმოჩენა
04.04.11 18:46
ქართველმა მეცნიერებმა კედლის მხატვრობის უნიკალური ნიმუში აღმოაჩინეს. ზემო იმერეთში, სოფელ ვაჭევში კირქვაში აღმოჩენილი კედლის მხატვრობა, მეცნიერთა ვარაუდით, 300 ათას წელს ითვლის.
უნდოს მღვიმეში კედელზე გამოსახული ადამიანის ფიგურა შესაძლოა საქართველოში კედლის ერთ-ერთ უძველეს მხატვრობად შეფასდეს.
მღვიმის კედელზე გამოკვეთილ კაცუნას ხელები ცისკენ აქვს აზიდული, რაც მეცნიერებს აფიქრებინებს, რომ ამ ამ ადგილს სარიტუალო დატვირთვა ჰქონდა. ეჭვს ისიც ამყარებს, რომ მღვიმის ბოლოს აღმოჩენილ ბუნებრივ ჭაში ადამიანებისა და ცხოველების ნაშთებს ერთად მიაკვლიეს. აღმოჩენილია ასევე შრომის იარაღები.
მღვიმე მეცნიერმა ნიკა თუშაბრამიშვილმა 2006 წელს აღმოაჩინა. ზემო იმერეთში ბევრ ბუნებრივ გამოქვაბულს მიაკვლიეს, თუმცა უნდო ყველასგან გამორჩეული იმითაა, რომ ის ამ დრომდე შეუსწავლელია.
http://rustavi2.com/news/news_textg.php?id...=1&im=main&ct=3


--------------------
საყდრისი საქართველოა - საქართველოს ვერ მოკლავთ!

უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში...
[IMG]http://a.pix.ge/l/p0tzt.jpg[/IMG]
metalliq
Nuclear Dream


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5293
წევრი No.: 4553
რეგისტრ.: 12-March 04

გამოგზავნილია: 11 Apr 2011, 14:29  #24914666      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
აუ, რატომ არ მაქვს ბევრი ფული sad.gif


--------------------
Ay, caramba!!!
basa-ttt
Super Crazy Member ++


********
ჯგუფი: Members
წერილები: 26739
წევრი No.: 27414
რეგისტრ.: 25-December 06

გამოგზავნილია: 11 Apr 2011, 21:35  #24921630      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
http://www.youtube.com/watch?v=MqdFZlG4jpw

ქართველი მეცნიერები აღმოჩენის მოლოდინში




უძველესი ლითონწარმოების ნიმუშებს ახალი სამეცნიერო კვლევითი აპარატურით შეისწავლიან
http://www.youtube.com/watch?v=IxLN2BQ2-AA&feature=related



This post has been edited by basa-ttt on 11 Apr 2011, 21:37
HEPHAESTUS
მწყემსი კეთილი


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7561
წევრი No.: 82728
რეგისტრ.: 18-January 09

გამოგზავნილია: 12 Apr 2011, 07:30  #24928046      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
სანიტერსოა ძაან

კავკასია ყოლთვის იყო ეპიცნეტრი ასეთი, მოველების... სწორედ რომ ეპიცენტრი იყო...
აქ შეხვდენ ერთმანთს სრულიად სხვადასხვა ენობრივი ჯგუფები ერთამენტს... სხვადასხვა კულტურები...
ეს იწვევდა შოკს, ასიმილაციას, მიგრაციას...

საინტრესოა ამ მასლების შემქმენელბის ლინგვისტური იდენტიფიკცაია... ალბათ ძაან რთულია და მაგრამ კარგი იქნებოდა...

ალბათ ლანდშაფტიც ძაან სხვანაირი იყო... უდაბური და პირქუში ტყეები...


--------------------
ნიცშეანელი

John 14:19
Yet a little while and the world will see me no more, but you will see me. Because I live, you also will live.
strelicia
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7772
წევრი No.: 104062
რეგისტრ.: 4-November 09

გამოგზავნილია: 12 Apr 2011, 14:06  #24931787      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
baskunkula
QUOTE
საქართველოს დამოუკიდებლოსბის მერე მიუხედავად უამრავი პრობლემებისა უამრავი არქეოლოგიური აღმოჩენა გაკეთდა რომლებიც მგონი არ გახმაურებულა


+++
თუ იცით :
90-იან წლებში სვანეთში ნაპოვნი 3 მეტრიანი ქალის ჩონჩხი , ვინ იპოვა თუ იპოვეს და სადაა ახლა?

2009 წელს კურიერში რომ თქვეს გარეჯას უდაბნოში გოლიათის ჩონჩხი იპოვესო , ან ეგ ჩონჩხი სადაა?


tujji
QUOTE
მეტაფიზიკოსი ნაზი ხანიაშვილი თვლის, რომ



– როცა მეცნიერები მაიას, ეგვიპტის, ჩინეთის, შუმერების ცივილიზაციას ახსენებენ, იქვე ქართული ცივილიზაციაც უნდა მოიხსენიონ. დროა ტერმინი – ქართული ცივილიზაცია – მსოფლიოს მეცნიერების ტერმინოლოგიაში დამკვიდრდეს. ჩვენ მსოფლიოსთვის ბევრი რამ გვაქვს სათქმელი. საქართველოში უძველესი ცივილიზაციის კვალი მრავლად არის შემორჩენილი და ამით მეცნიერები სერიოზულად უნდა დაინტერესდნენ.

– კონკრეტულად სად გეგულებათ უძველესი ქართული ცივილიზაციის ნაშთები?

– 25 წელია მითოლოგიურ, ეთნოგრაფიულ და არქეოლოგიურ მასალებზე ვმუშაობ. არქეოლოგიური მასალა უამრავ ინფორმაციას მაწვდის, შემდეგ კი ახსნას მითოლოგიურ და ეთნოგრაფიულ მასალებში ვეძებ. ერთ–ერთმა ქართულმა ტელეარხმა დავით გარეჯის შესახებ სიუჟეტი გაუშვა. მოგეხსენებათ, რომ აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის დავით გარეჯის კომპლექსის ერთ–ერთი ნაწილის შესახებ დავა დღესაც მიმდინარეობს. იმ ტერიტორიაზე ქართველ ჟურნალისტებს არ უშვებდნენ. სიუჟეტში საუბარი იყო, როგორ მოახერხეს იმ ტერიტორიის გადაღება. კადრები აზერბაიჯანის მხრიდან იყო გადაღებული. როცა ამ კადრებს ვუყურებდი, ჩემ წინ ჩიჩენ–იცას გამოსახულება გაჩნდა. მისი ფოტო 1972 წელს გამოცემულ წიგნში მქონდა ნანახი. ამდენი წლის შემდეგ ჩემ წინ სწორედ იმ ფოტოზე ნანახი სურათი გამოისახა.

– რა ძეგლია ჩიჩენ–იცა, უფრო ვრცლად მოვუთხროთ მკითხველს.

– ჩიჩენ–იცა მექსიკის საზღვართან მდებარეობს, ეგვიპტის პირამიდების მსგავსი ძეგლებია. პირამიდაზე მფრინავი გველის თავებია გამოსახული. ამ ადგილას წელიწადში ერთხელ უდიდესი რიტუალი ტარდება. იქ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლები ჩადიან და მზის ამოსვლას ეგებებიან. მთელ ღამეს იქ ატარებენ. მზის ამოსვლის მომენტში პირამიდებზე რაღაც ტალღები წარმოიქმნება და ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ გველი პირამიდის საფეხურებზე გადაადგილდება. ხალხი ამ ყველაფერს უყურებს.

– ასეთი რამ წელიწადში მხოლოდ ერთხელ ხდება?

– კი, წელიწადში მხოლოდ ერთ დილას ხდება. ეს რიტუალი ტელევიზიით მაქვს ნანახი. მაყურებელს კადრებიდანაც ისეთი შთაბეჭდილება ექმნება, თითქოს გველი მართლა მოძრაობს. როგორც ჩანს, ამ რიტუალს გარკვეული დატვირთვა აქვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ამდენი ადამიანი არ ჩავიდოდა.

– ჩიჩენ–იცა რომელ საუკუნეშია აგებული?

– მეცნიერებს მიაჩნდათ, რომ ეს მაიას ტომების დროინდელი იყო, მაგრამ, როცა ერთ–ერთ პირამიდაზე გადასხმული ვულკანური ლავა გამოიკვლიეს, 8 ათასი წლის აღმოჩნდა. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, მეცნიერების აზრი შეიცვალა და დაასკვნეს, რომ პირამიდა ვულკანურ ლავაზე გაცილებით ძველია. დავით გარეჯის ფოტოებზე ჩიჩენ–იცას ანალოგიური ნაგებობებია. თუ ფოტოებს შეადარებთ, მსგავსებას აუცილებლად შეამჩნევთ. დავით გარეჯში გიგანტური დრაკონის ტანი კლდეშია ნაკვეთი. იქვეა წაკვეთილი პირამიდა, რომელიც ასევე ჩიჩენ–იცას მსგავსია. დავით გარეჯში ერთი ფერდობი დამუშავებულია და ზედ ხელოვნურად არის ამოკვეთილი თევზის ფორმა, სადაც ქართული ასომთავრული ასოები "ა" და "ჯ" არის გამოსახული.

– თქვენ აზრით, მათი გამოსახვა რაზე მიანიშნებს?

– იმაზე, რომ ქართული ანბანი უძველესი აზროვნებისა და ცოდნის მატარებელია და იმ ცივილიზაციას ეკუთვნის, რომელიც ამ ძეგლებს ქმნიდა. ქართულ ანბანში უდიდესი საიდუმლო ინახება. დავით გარეჯს კოსმოსური თანამგზავრიდან თუ გადაიღებენ, დარწმუნებული ვარ, კიდევ ბევრი საინტერესო რამ გაირკვევა. ვარძია და უფლისციხეც უძველესი ცივილიზაციის ძეგლებია.

– ამის თქმის საფუძველს რა გაძლევთ?

– მე, როგორც პროფესიით მშენებელ–ინჟინერს, წარმოუდგენლად მიმაჩნია, რომ არათუ ერთი მეფის, რამდენიმეს მეფობის პერიოდში ამხელა ნაგებობის აშენება მოეხერხებინათ. კლდეში ნაკვეთი ამხელა ქალაქის აგებას საუკუნეები დასჭირდებოდა. მაგალითად, პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი 150 წელი შენდებოდა. თანამედროვე სამშენებლო ტექნოლოგიები რომ გამოვიყენოთ, დღესაც კი გაგვიჭირდება, რომ კლდეში 13 სართულიანი ქალაქი გამოვკვეთოთ. ვარძიაში დაახლოებით 600 ოთახია აღმოჩენილი, მაგრამ ამბობენ, რომ კიდევ არის. წარმოიდგინეთ, იმ ადამიანებს, რომლებიც ამ ყველაფერს ქმნიდნენ, რამხელა ცოდნა უნდა ჰქონოდათ, რომ სართულებს შორის ბუნებრივი გადახურვების სისქე და მდგრადობა ისე გაეთვალათ, სიმძიმისთვის გაეძლო. გამოფუღუროებული მთა შეიძლება ჩამოიშალოს. ვარძიაში კი ყველაფერი დიდი სიზუსტით არის გამოანგარიშებული და ამ ძეგლს დრო ვერაფერს აკლებს.

– ვარძიის შესახებ ისტორიულ წყაროებში რა არის ნათქვამი?

– ისტორიულ წყაროებში ვერ ნახავთ ცნობას, ვარძია ვინ გამოკვეთა. რამდენიმე წლის წინ მეცნიერებათა აკადემიაში კონფერენცია ჩატარდა. ერთ–ერთი თემა ვარძიის მოხატულობა იყო. მკვლევარს ვკითხე, ვარძია როდის, ვის მიერ აშენდა და ამის შესახებ რა წყაროები არსებობს–მეთქი. მომხსენებელმა საჯაროდ განაცხადა, მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ თამარ მეფის მიერ არის აშენებული, ამის დამადასტურებელი კი არავითარი წყარო არ არსებობსო.

ვარძია და უფლისციხე ისეთივე ფენომენია, როგორიც ეგვიპტის პირამიდები და ისინიც ანალოგიურ კვლევა–ძიებას საჭიროებს. ეგვიპტის პირამიდების აშენების საიდუმლო დღემდე ვერავინ ახსნა. ზოგიერთი მეცნიერი თვლის, რომ მის ირგვლივ მიწაყრილებს აკეთებდნენ და 220 ტონიან ქვებს ისე ეზიდებოდნენ. პრაქტიკულად ამის განხორციელება შეუძლებელია. ამხელა წონის ტვირთის აღმართზე გადაადგილება თანამედროვე ტექნოლოგიითაც კი ვერ მოხერხდება. ეს უძველესი ცივილიზაციის გაკეთებულია. მათ ბევრი ისეთი უნარი გააჩნდათ, რაც დღეს დაკარგულია. ერთ–ერთი მოსაზრებით, მათ შეეძლოთ, საგნებისათვის უწონადობის უნარი მიენიჭებინათ. ისეთი ენერგიების გამოსხივება შეეძლოთ, რომ გიგანტურ ქვას, სადაც სურდათ, იქ გადაჭრიდნენ. ისიც საინტერესოა, მაშინ დედამიწის მიზიდულობის ძალა რამდენი იყო. ჩვენ რომ ახლა ერთი კილოგრამი გვგონია, მაშინ შეიძლება ის ერთ გრამს იწონიდა. როცა მეცნიერებს დედამიწის მიზიდულობის ძალაზე ვკითხე, მიპასუხეს, რომ დედამიწის მიზიდულობის ძალა მაშინ შედარებით მცირე იყო.

– ფენომენური უნარის მქონე ინგლისელი ური გელერი თვალისა და გონების ენერგიით ლითონს ღუნავს. თუ ამ მაგალითს გავითვალისწინებთ, შეიძლება არცთუ დაუჯერებლად ჟღერდეს ის, რომ ადამიანებს შინაგანი ენერგიის გამოსხივებით ქვის დამუშავება შეეძლოთ.

– ერთხელ ტელევიზიით აჩვენეს, ტუბერკულოზით დაავადებული ჩია კაცი როგორ ეზიდებოდა გიგანტურ ქვებს და რაღაცეებს აშენებდა. ვერაფრით ხსნიდნენ, მასში ამხელა ძალა საიდან იყო, რომ ეს ქვები მარტოს ეზიდა. ახლაც არიან ადამიანები, რომლებიც გასაოცარ უნარებს ფლობენ, მაგრამ ეს ძალიან იშვიათია. აუცილებელია, საქართველოში ძეგლების შესწავლა სხვა კუთხითაც გაგრძელდეს. თუ მეცნიერები ამით დაინტერესდებიან, უდიდესი აღმოჩენების მოწმენი გავხდებით. სამწუხაროდ, ჯერ ისეთი სამეცნიერო კონფერენცია არ ჩატარებულა, სადაც ამგვარი თემები იქნება განხილული.

– სამეცნიერო წრეებს თქვენი თეორია გააცანით?

– გავაცანი, კარგადაც მიიღეს, მაგრამ მაინც შორს დგანან. მათ უამრავი შრომა აქვთ გამოქვეყნებული, სადაც ამტკიცებენ, რომ, მაგალითად, დავით გარეჯი ქრისტიანული ძეგლია, იმის აღიარება კი არ უნდათ, რომ ეს ქრისტიანული ძეგლი უძველესი ცივილიზაციის ძეგლების ნაშთებზეა აგებული. ეკლესია–მონასტრებს ძველ სარიტუალო ადგილებზე აშენებდნენ და ხშირ შემთხვევაში მშენებლობაში სარიტუალო ქვებსაც ატანდნენ. დროა, საქართველოში არსებული ძეგლების კვლევა სხვა მასშტაბებით გაგრძელდეს.

წყარო: sana.ge



--------------------
imagination is everything. its a preview of life's coming attractions.

Time is the evolutionist's magic wand.
Fairy tales come in many forms!

ეკვატორზე მყოფი ადამიანის სიმაღლე ჩრდ. პოლუსზე მყოფისთვის სიგანეა.
Phobos
შიში ოხერია


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2521
წევრი No.: 6848
რეგისტრ.: 15-October 04

გამოგზავნილია: 16 Apr 2011, 18:12  #25001921      · პროფილი · პირადი მიმოწერა
user posted image

სამეცნიერო ჟურნალმა The Great Beyond-მა სულ ახლახან (2011,11 აპრილი)
გამოაქვეყნა სტატია დმანისის გათხრებთან დაკავშირებით. შემთხვევით წავაწყდი
ამ სტატიას და გადავწყვიტე მისი ქართულად აქ დადება შემოკლებული სახით.
ალბათ, საინტერესოა, რას ფიქრობენ უცხოელი მეცნიერები ამ გათხრებთან
დაკავშირებით. სტატიის სათაურია ''დატოვეს თუ არა კვალი პირველყოფილმა
ადამიანებმა ევრაზიაში''.

წარმოდგენილი საკითხი საჭოჭმანო და კიდევ განსახილველია, მაგრამ ის ეფუძნება
მტკიცებულებებს, რომელიც აღმოჩნდა დმანისში(საქართველო) და წარმოადგინეს
მიმდინარე თვეს კალიფორნიის შტატის საკრამენტოს ამერიკელ არქეოლოგთა საზოგადოების სხდომაზე. ჩრდ. ტეხასის უნივერსიტეტის გეოარქეოლოგი რ.ფერინგი
იცავს თავის აზრსა და საკუთარ ინტერესებს დმანისში აღმოჩენილი ქვების გამო.
user posted image
ქვები გათხრების დროს აღმოაჩინეს და მათ მიმართ ინტერესის გაღვივება გამოწვეულია
იმით, რომ ისინი ვულკანურ ქანებს არ განეკუთვნება.მეცნიერმა იქ აღმოჩენილი 200
ქვა შეისწავლა და მიაჩნია, რომ ისინი იმ ადგილზე ბუნებრივი გზით არ მოხვედრილან.
ფერინგის აზრით, ხევი სადაც ეს ქვებია მოპოვებული ზომით შეესაბამება ამ
ქვების მოქნევისა და სროლის საშუალებას, რაც ნათელს ჰფენს ჰუმანოიდების
გადარჩენის სტრატეგიას, რომლებმაც პირველებმა მოახდინეს დმანისის ოკუპაცია.
სწორედ ესაა პირველყოფილი ადამიანის პირველი ნამოსახლარი აფრიკის შემდეგ.
-''დმანისში იმაზე მეტი ნადირია, ვიდრე ეს გვინახავს სხვაგან გათხრების დროს,
სადაც კი შესაძლებელი იყო ადამიანს ფეხი მოეკიდებინა ''-თქვა ფერინგმა.
მისი აზრით, ჰუმანოიდები ქვების სროლით ერთიანი ძალით იცავდნენ თავს და
ადგილობრივი ნადირის საკვებად გამოყენების მიზნით. ადაპტაციის მიზნით
ქვების სროლას ადგილი ჰქონდა ადამიანის უძველესი წინაპრის მხრიდან აფრიკაში,
მაგრამ ამას ადგილი არ ჰქონია ევრაზიულ სივრცეში.
user posted image
გათხრების ადგილზე ხრამის ერთ მონაკვეთში ფერინგმა ადამიანთა ნამოსახლარზე აღმოაჩინა 75 ქვა და ნადირის ძვლები. ფერინგის თვალსაზრისს მხარს უჭერს
ჰალი ბონიარდი და მართებულად მიიჩნევს ჰიპოთეზას ქვების იმპორტის თაობაზე.
ამჟამად, ყველაზე მნიშვნელოვანია ადამიანთა აფრიკიდან მიგრაციის საკითხის განხილვა.
დმანისში მოპოვებულია სხვადასხვა ეპოქის არტეფაქტები ადამიანის იქ ბინადრობის
შესახებ. უამრავი მასალა კარგადაა შენახული ვულკანურ დანალექებში. ამ ფენებში
არქეოლოგებმა 1991 წელს აღმოაჩინეს პირველი ჰუმანოიდი აფრიკის გარეთ, 1, 77
მილიონი წლის ყბის ძვალი, რომელიც გამართულად მოსიარულე ადამიანს ეკუთვნოდა.
თავის ქალებისა და ძვლების აღმოჩენამ მეცნიერებს მისცა საშუალება შეექმნათ მიახლოებითი სურათი დმანისის ბინადართა შესახებ.
-''დმანისში(პირველი ადამიანები) კარგად იყვნენ შეგუებულნი გარემო პირობებს.
მათ საკმარისი გონებრივი პოტენციალი ჰქონდათ, რათა შეექმნათ ქვის იარაღი''-
ამბობს გათხრების ხელმძღვანელი დ.ლორთქიფანიძე.


ჰარვარდის უნივერსიტეტის არქეოლოგი და კურატორი ოფერ-ბარ-იოსების აზრით,
ადამიანები თავიდან აქ მოვიდნენ, შემდეგ, აქიდან გაეშურნენ ევრაზიისკენ.ზოგი
ევროპისკენ გაემართა, ზოგი აზიისკეენ და სხვა მხარეებისკენ. მისი აზრით, ფერინგის
მიერ წამოყენებული ჰიპოთეზა ქვების თავდაცვითი მიზნით გამოყენების შესახებ,
სიმართლეს უნდა შეესაბამებოდეს, მაგრამ სრულიად შესაძლებელია, რომ ქვების
შემოტანას სხვა მიზეზიც ჰქონოდა, რგორიცაა მისი ხორცის დასანაწევრებლად
გამოყენება. ფერინგი დაეთანხმა ამ მოსაზრებას. მისი აზრით, მოზრდილ ქვებს
სავარაუდოდ, იყენებდნენ იარაღად, ხორცის დასანაწევრებლად და ძვლების
დასამტვრევად, მაგრამ მომცრო ზომის ქვებს უფრო აგრესიული დანიშნულება
ჰქონდა.

დმანისში გაკეთებულმა აღმოჩენამ გადამწყვეტი როლი ითამაშა ადამიანის აფრიკიდან
მიგრაციის საკითხის უკეთ გაცნობის საკითხში. ახლა მეცნიერებისთვის უფრო
მნიშვნელოვანია მოწოდებული მასალა და ინფორმაცია კარგად შეისწავლონ, რათა მოხდეს შეფასება და რეკონსტრუქცია იმისა, როგორ მოახერხეს ჰუმანოიდებმა
იმ გარემოსთან შეგუება. რომელიც სრულიად განსხვავდებოდა აფრიკული სავანისგან.
ფერინგის აზრით, დმანისის აღმოჩენები იძლევა დიდ შესაძლებლობას, რათა
წარმოსახვით მაინც მოხდეს იმდროინდელი მდგომარეობის აღდგენა, რისი გაკეთების
საშუელება ადრე მეცნიერებს არ ჰქონდათ.






--------------------
''მიწა და ღმერთი–ორივე სისხლს მოითხოვს ერის რჩეულთაგან.
ამაშია ღრმა მისტერია ჩვენი აქ ყოფნისა.''(კ.გამსახურდია)

''როდესაც ორი ერთიდაიგივეს ამბობს, ეს არ არის ერთიდაიგივე''.
(რ.შტაინერი)

''მე შენში მიყვარს ოცნება ჩემი''...(გალაკტიონი)
Phobos
შიში ოხერია


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2521
წევრი No.: 6848
რეგისტრ.: 15-October 04

გამოგზავნილია: 21 Apr 2011, 23:57  #25094015      · პროფილი · პირადი მიმოწერა
user posted image

2009 წელს ესპანეთის ქალაქ ლა-კორუნიეში ჩატარებულ კონგრესზე წარდგენილ იქნა
მოხსენება ,რომელზედაც ამჟამად ვისაუბრებთ. მოცემული მასალა ეხება პიქტურ წარწერებს.
ბრიტანელ მეცნიერთა ჯგუფმა ეკზეთერის უნივერსიტეტიდან დაადგინა, რომ
ცნობილი პიქტური ქვების ჩუქურთმები წარმოადგენს მანამდე უცნობ დამწერლობას.
წარწერები წარმოადგენს პატროგლიფებს-ეს არაა პრიმიტიული პიკტოგრაფი, არამედ
საკმაოდ განვითარებული სიმბოლური დამწერლობა. მეცნიერებმა გაანალიზეს
სიმბოლოები, რომლებიც ხვდებოდათ პიქტურ ქვებზე და გამოიტანეს დასკვნა, რომ
წარწერები მეტად ინფორმატიული იყო და მხოლოდ ორნამენტის დანიშნულება არ
ჰქონდა. ცალკეული სიმბოლოების ხშირი გამეორება იმის მტკიცების საშუალებას
იძლეოდა, რომ ჩუქურთმები ნამდვილად დამწერლობას წარმოადგენს, რაც ჯერ გაშიფრული არ არის, მაგრამ მკვლევარები დარწმუნებულნი არიან, რომ წარწერები პიქტურ ენაზეა გაკეთებული და არა ლათინურზე, ანგლო-საქსონურზე, ნორვეგიულ, ან რომელიმე კელტურ ენაზე.
მეცნიერთა მიერ გამოყოფილი ცალკეული სიმბოლოები ჰგავს
სხვადასხვა ცხოველს(ცხენს, ძაღლს), იარაღს და სამეურნეო ნივთებს.
user posted image
მკვლევარები ფიქრობენ, რომ ''კელტური კვანძებიც''(დაწნული ორნამენტი) უნდა
შეიცავდეს გარკვეულ ინფორმაციას და წარმოადგენს დამწერლობის ერთგვარ
პრიმიტიულ ნაირსახეობას. მეცნიერები თავიდან შეაცდინა სტელაზე ხაზოვანი თანმიმდევრობის არქონამ, რაც ტიპიურია განვითარებული დამწერლობისთვის.
მე-8 ს-ის ისტორიკოს-მონაზონი წერდა, რომ ბრიტანეთში იმ დროს არსებობდა
ოთხი ენა: ბრიტული, სკოტური, პიქტური და ინგლისური. მიუხედავად ამ აღმოჩენისა,
პიქტური ენის დეშიფრირება ჯერაც შეუძლებელია. უმთავრესია ჯერ ''პიქტური
კვანძის'' ანუ ''გრეხილის'' მნიშვნელობის ამოცნობა გახლავთ.
user posted image
აქვე, საჭიროა შეგახსენოთ, რომ პიქტები უძველესი ხალხია, რომლებიც ბინადრობდნენ
ბრიტანეთის ჩრდ. კუნძულებზე და ჩვ.წ. პირველ საუკუნეებში ებრძოდნენ რომაელებს.
მოგვიანებით მოხდა მათი შერწყმა სკოტებთან, რის შემდეგ, ჩამოყალიბდა შოტლანდიელი
ხალხი. სწორედ შოტლანდიაშია ნაპოვნი ბევრი პიქტური ქვა, რომლებიც რთული
ჩუქურთმებითაა დაფარული. ერთი რამაა საყურადღებო- რომაელები ბასკებს პიქტონებს
უწოდებდნენ.




BRUTHA
hotz


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2362
წევრი No.: 89009
რეგისტრ.: 15-April 09

გამოგზავნილია: 22 Apr 2011, 00:28  #25094689      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
Phobos
QUOTE
რთი რამაა საყურადღებო- რომაელები ბასკებს პიქტონებს
უწოდებდნენ.

საინტერესოა, საიდანაა ეგ ცნობა?


--------------------
ჰე, ღმერთო ერთო

hazerik badituzte zilhoak eta zeruko hegastonek, gizonaren semeak ez du ordean non etzan burua!
Phobos
შიში ოხერია


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2521
წევრი No.: 6848
რეგისტრ.: 15-October 04

გამოგზავნილია: 22 Apr 2011, 00:43  #25095008      · პროფილი · პირადი მიმოწერა
BRUTHA



QUOTE
საინტერესოა, საიდანაა ეგ ცნობა?

ავტორი, მკვლევარი-იზაბელ ჰანდერსენი ''პიქტები. ძველი შოტლანდიის იდუმალი მეომრები''.
CENTURIONI
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1462
წევრი No.: 70325
რეგისტრ.: 3-September 08

გამოგზავნილია: 23 Apr 2011, 09:54  #25115902      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=rustavi2

ამ სიუჟეტს ვინ უყურა რუსთავი2 ზე ? საკამოდ საინტერესო პროექტი უნდა იყოს .
pteranouka
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2970
წევრი No.: 46274
რეგისტრ.: 9-November 07

გამოგზავნილია: 23 Apr 2011, 12:44  #25117254      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
basa-ttt
QUOTE
ამ ინფორმაციას დავდებ აქ
ვინ იცით გერმანული?


გერმანული რად გინდა? ეგ ყველაფერი ქართულადაც არის გამოქვეყნებული smile.gif


ბრინჯაოს დისკოებს რაც შეეხება, უამრავი საინტერსო სტატია არის ქართულად, სხვადასხვა სამეცნიერო ჟურნალში გამოქვეყნებული. smile.gif

basa-ttt
ერთი-ორი ქართული სტატია მაქვს დასკანირებული , შენი საიტისთვის მოგაწვდი თუ გინდა


--------------------
ძირს პოლიეთილენის ერთჯერადი პარკები!

basa-ttt
Super Crazy Member ++


********
ჯგუფი: Members
წერილები: 26739
წევრი No.: 27414
რეგისტრ.: 25-December 06

გამოგზავნილია: 23 Apr 2011, 14:30  #25118772      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
QUOTE
ბრინჯაოს დისკოებს რაც შეეხება, უამრავი საინტერსო სტატია არის ქართულად, სხვადასხვა სამეცნიერო ჟურნალში გამოქვეყნებული.

basa-ttt
ერთი-ორი ქართული სტატია მაქვს დასკანირებული , შენი საიტისთვის მოგაწვდი თუ გინდა

როგორ არ მინდა!!!!

ძალიან მინდა!

jump.gif
pteranouka
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2970
წევრი No.: 46274
რეგისტრ.: 9-November 07

გამოგზავნილია: 23 Apr 2011, 17:12  #25121337      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
basa-ttt
QUOTE
როგორ არ მინდა!!!!

ძალიან მინდა!

პმ-თი მეილი მომწერე და გადმოგიგზავნი
სადღაც ჯაფარიძის სტატია უნდა მქონდეს, კოლხურ ცულებზე და ვერ ვპოულობ, თუ ვიპოვნი გადმოგიგზავნი იმასაც smile.gif

CENTURIONI
QUOTE
http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=rustavi2

ამ სიუჟეტს ვინ უყურა რუსთავი2 ზე ? საკამოდ საინტერესო პროექტი უნდა იყოს .

ამ ლინკზე მარტო ლაივი ირთვება
ზუსტი ლინკი რომ დადო, ზუსტ დროზე შეგიძლია? smile.gif


Phobos
შიში ოხერია


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2521
წევრი No.: 6848
რეგისტრ.: 15-October 04

გამოგზავნილია: 26 Apr 2011, 18:37  #25165591      · პროფილი · პირადი მიმოწერა
user posted image


ხმელთაშუაზღვის ის ნაწილი, სადაც მდებარეობს კუნძ. იერი, მოფენილია უძველესი
ამფორებით. ამფორები ზღვაში აღმოაჩინეს ანრი დელოზმა და ლიუკ ლონგმა. აღმოჩენილი
ამფორები ეკუთვნის ეტრუსკებს და აშკარად ჩაძირული გემის ტვირთი უნდა ყოფილიყო.
ცნობილია, რომ ეტრუსკები დახელოვნებული მეზღვაურები იყვნენ. მათი ხომალდები
სერავდნენ ხმელთაშუაზღვის პერიმეტრს. მამაცი ეტრუსკები ხშირად მეკობრეობდნენ
კიდეც.
ყველაზე დიდი მოწონებით სარგებლობდა ეტრუსკული ღვინო. ზღვის ფსკერზე აღმოჩნდა
70 თიხის ჭურჭელი. ბევრი მათგანი მთელი იყო. მოგვიანებით გაირკვა, რომ უფრო მეტი
-ასობით ამფორა რამდენიმე ფენად დალაგებული იყო ზღვის ფსკერზე, რაც იმის
მანიშნებელი იყო, რომ ჩაძირული სავაჭრო ხომალდი თავისთავად დიდი უნდა ყოფილიყო.

ანტიკურ დროში ეტრუსკული ღვინო ფუფუნების გამომხატველი გახლდათ და დიდი
მოთხოვნით სარგებლობდა სხვადასხვა ქვეყნის მოსახლეობის მდიდარი ფენის მხრიდან .
ეტრუსკები ძირითადად ვაჭრობდნენ ლითონით, კერამიკით და ღვინით.
თავად ეტრუსკებს უყვარდათ დროსტარება. პატარა მიზეზი ჰყოფნიდათ თავშესაყრელად
დიდებულ ქეიფ-სიმპოზიუმებზე, სვამდნენ არაჩვეულებრივ ღვინოს და მიირთმევდნენ
მრავაფეროვან საკვებს. ღვინოს სპეციალური თიხის თასებით სვამდნენ. ეტრურიაში,
განსხვავებით იმ დროის ანტიკური კულტურებისგან, დროსტარებას ესწრებოდნენ ქალები.
ეტრუსკთა საზოგადოებაში ქალს მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა. ცოლები ქმრებს კი არ ემორჩილებოდნენ, არამედ მათთან თანაბარი უფლებებით სარგებლობდნენ.

არქეოლოგების მოპოვებული მასალა გულდასმით შეისწავლეს. ვინაიდან ხომალდის
ტვირთის დიდი ნაწილი ამფორები იყო ე.ი. ხომალდი სპეციალურად ღვინის გადასაზიდად გამოიყენებოდა და მას სავაჭრო დანიშნულება ჰქონდა.
user posted image
user posted image
ამფორებთან ერთად არქეოლოგებმა აღმოაჩინეს თიხის ლარნაკები, კარგად შემონახული
ასკოსები-ნელსურნელების ჭურჭელი. მკვლევარები დაინტერესდნენ სავაჭრო ხომალდის მარშრუტის მიმართულებით. ხმელთაშუაზღვის საფრანგეთის სანაპიროზე,
მონპელიესთან, არქეოლოგებმა აღმოაჩინეს ნასახლარი, სადაც მოიპოვეს გალური და
ეტრუსკული ნაკეთობები, ზღვაში-მსგავსი ამფორები. სასმისები ისეთივე სტილით
იყო დამზადებული, როგორც ჩაძირულ ხომალდზე. ლიუკ ლონგისა და მისი კოლეგების
ვარაუდით, ღვინით დატვირთული ხომალდები ნავსადგურ კაირედან
მიემართებოდა გალიის ანუ დღევანდელი საფრანგეთის ერთ-ერთი პატარა ყურისკენ.



0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (17) « პირველი ... 5 6 [7] 8 9 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: კავკასუს ონლაინი
[ Script Execution time: 0.0606 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]