forum.ge
reklama
FORUM.GE ... წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (100) « პირველი ... 6 7 [8] 9 10 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) Closed Topic · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> უძველესი ისტორია, ანდრეი სკლიაროვის ფილმები
butkuj
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5928
წევრი No.: 126469
რეგისტრ.: 25-January 11

გამოგზავნილია: 11 Nov 2011, 23:39  #28272660      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
pilo772
არავის არ ვეჩხუბები , მშვიდობიანი ადამიანი ვარ smile.gif ))
უბრალოდ, საკითხებს ვსვამ და ზოგ ოპონენტს პასუხი არ გააჩნია და პასუხის ნაცვლად ეძებს ჩემს დასკვნებში მტრის კვალს ან ხელს , მიუთითებს ჩემს ქართულს და ა.შ.


roko-toko

=ჩვენი ბუტკუჯი კი ყველაფრის სპეციალისტია თავის აზრებს თავს გვახვევს, სულ სიახლის აღმომჩენია. იქამდე ჩვენ, რომ ავ ვიცოდით. არც ის უნდა იყოს საწყენი , მისი ქართულიდან და პოზიციიდან გამომდინარე, ბევრი საეჭვო კითხვას ბადებს.=

პატივცემულო , მე თქვენ დაგისვეთ შეკითხვა : წყარო მოიყვანეთ , სადაც იხსენება ზემოდ ხსენებული პერსონაჟები , თუ არ არის ასეთი წყაროები დიდი ალბათობით გამოგონილები არიან .






--------------------


ლექს ნინას ვაგნასქილიდუანც
ღორონთს ლექს ვა უჭარუ - ზიტყვა თქუ
იბჩიათ მარგალურო

gochaj
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7725
წევრი No.: 115541
რეგისტრ.: 14-May 10

გამოგზავნილია: 12 Nov 2011, 00:57  #28274127      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
pilo772
QUOTE
რა ვიცი რავიცი, წინა გვერდებზე ერთმაც ისტორიკოსი ვარო და ისე აგრესიულად მელაპარაკა ცოცხლად რომ ყოფილიყო დამმუშტავდა


არ მინდოდა შენთან საუბარი, მაგრამ ახლა მაიძულე.

შენ მომწერე: ”შენ ბაგრატიონების გამეფება საქართველოშI აბსურდად მიგაჩნია? ამის მერე შენ გაქვს სადმე რამე სათქმელი? და ისტორიკოსობ კიდე? გარტყმაშI არა ხარ ისტორიის ასე მგონია უკვე”
მართალი გითხრა, ასეთი გამოთქმა ”გარტყმაში არ ხარ ისტორიის”, არასდროს გამიგია. ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ჩვენი საზოგადოების რომელიმე ფენაში ასე ლაპარაკობდნენ. ეტყობა ბირჟაზე უფრო ხშირად დგახარ, ვიდრე საინჟინრო ფრონტზე.

მე გიპასუხე: ”აბსურდი იყო შენი მსჯელობა. რაც შეეხება ”გარტყმას” - მართალია. ”გარტყმაში” არა ვარ ისტორიის. ეს ინჟინრული ტერმინია? მაგრამ არის უკეთესი ლექსი: ”აბა მუშტი-კრივში მნახე, ვინა ვარ”.
მაგრამ გაირკვა, რომ პოეზიაზეც მწყრალად ხარ. შენს აბსურდულ გამოთქმაზე გიპასუხე გრიგოლ ორბელიანის (მეეჭვება, რომ ეს სახელი იცი) ”მუხამბაზის” ერთი ტაეპით. უფრო სრულად ასეა: ”დარდიმანდის ლხინში მნახე, ვინა ვარ! ჯამით ტოლუმბაში მნახე, ვინა ვარ! აბა მუშტი კრივში მნახე, ვინა ვარ! – მაშინ შეგიყვარდე, სთქვა: „ძვირფასი ხარ!“

შენ მომწერე: ”თუ მართლა მეცნიერი ხარ, განმანათლე. თუ მართლა ისტორიკოსი ხარ, შენი ვალდებულებაც კია მსგავს სიტუაციაში ხალხი გაანათლო. რას მეკაჩავები? ვერც მუშტიკრივს მასწავლი კიდე”.
კიდევ ერთხელ უჩვენე, რომ არ იცი, სად გამოიყენო ჟარგონი და როდის ისაუბრო ნორმალურად. არავითარი ვალდებულება შენს წინაშე არ ამიღია, ”არც გეკეჩავები” (კიდევ ერთი ჟარგონი) და არც მუშტიკრივს გასწავლი. განათლებით როგორ უნდა გაგანათლო? რით დავიწყო, ლიტერატურული ქართულით, ისტორიით თუ პოეზიით?
”ვის შევჩივლო, რუსთაველი მკვდარია”!

This post has been edited by gochaj on 12 Nov 2011, 00:58
pilo772
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9240
წევრი No.: 76915
რეგისტრ.: 2-December 08

გამოგზავნილია: 13 Nov 2011, 22:02  #28298944      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
gochaj
QUOTE
არ მინდოდა შენთან საუბარი, მაგრამ ახლა მაიძულე.

შენ მომწერე: ”შენ ბაგრატიონების გამეფება საქართველოშI აბსურდად მიგაჩნია? ამის მერე შენ გაქვს სადმე რამე სათქმელი? და ისტორიკოსობ კიდე? გარტყმაშI არა ხარ ისტორიის ასე მგონია უკვე”
მართალი გითხრა, ასეთი გამოთქმა ”გარტყმაში არ ხარ ისტორიის”, არასდროს გამიგია. ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ჩვენი საზოგადოების რომელიმე ფენაში ასე ლაპარაკობდნენ. ეტყობა ბირჟაზე უფრო ხშირად დგახარ, ვიდრე საინჟინრო ფრონტზე.
მე გიპასუხე: ”აბსურდი იყო შენი მსჯელობა. რაც შეეხება ”გარტყმას” - მართალია. ”გარტყმაში” არა ვარ ისტორიის. ეს ინჟინრული ტერმინია? მაგრამ არის უკეთესი ლექსი: ”აბა მუშტი-კრივში მნახე, ვინა ვარ”.
მაგრამ გაირკვა, რომ პოეზიაზეც მწყრალად ხარ. შენს აბსურდულ გამოთქმაზე გიპასუხე გრიგოლ ორბელიანის (მეეჭვება, რომ ეს სახელი იცი) ”მუხამბაზის” ერთი ტაეპით. უფრო სრულად ასეა: ”დარდიმანდის ლხინში მნახე, ვინა ვარ! ჯამით ტოლუმბაში მნახე, ვინა ვარ! აბა მუშტი კრივში მნახე, ვინა ვარ! – მაშინ შეგიყვარდე, სთქვა: „ძვირფასი ხარ!“
შენ მომწერე: ”თუ მართლა მეცნიერი ხარ, განმანათლე. თუ მართლა ისტორიკოსი ხარ, შენი ვალდებულებაც კია მსგავს სიტუაციაში ხალხი გაანათლო. რას მეკაჩავები? ვერც მუშტიკრივს მასწავლი კიდე”.
კიდევ ერთხელ უჩვენე, რომ არ იცი, სად გამოიყენო ჟარგონი და როდის ისაუბრო ნორმალურად. არავითარი ვალდებულება შენს წინაშე არ ამიღია, ”არც გეკეჩავები” (კიდევ ერთი ჟარგონი) და არც მუშტიკრივს გასწავლი. განათლებით როგორ უნდა გაგანათლო? რით დავიწყო, ლიტერატურული ქართულით, ისტორიით თუ პოეზიით?
”ვის შევჩივლო, რუსთაველი მკვდარია”!

პირველი, შეკითხვა რამდენი წლის ხარ?
მეორე, შენ წარმოიდგინე რაღაც რაღაცეები მეც წაკითხული მაქვს, უბრალოდ კონტექსტი კარგად გამეგება და მე ის მივიღე ისე როგორც პასუხი გაგეცი.
მესამე, ბირჟებთან რა პრეტენზია გაქვს? თანაც ეს საბირჟავიკო ჟარგონი არაა, ნორმალური საშუალო ფენის საუბრებია. რომელთან საუბარსაც აშკარად მოკლებული ხარ, მაქვს ეჭვი რომ ასაკოვანი ბრძანდებით, მე ახალგაზრდა ვარ ჯერ კიდევ. ხო და ვსაუბრობ ისეთი კილოთი და ჟარგონით როგორიც ჩემი თაობის ხალხშია გავრცელებული.
ამიტომაც ბოდიშს მოგიხდით ოფიციალურად და გულწრფელად, ყველა იმ ცუდი ნათქვამის გამოთქმის თუ კონტექსტისთვის.
მეოთხე, მას შემდეგ როგორც მელაპარაკე უკვე შენგან აღარაფერზე განათლების მიღება არ მსურს.
მეხუთე, დიახ, პოეზიასთან მწყრალად ვარ, არ მომწონს რითმა გარითმვები. ბავშობიდან მეზიზღება. ამით რამე პრობლემაა? რამით ვკნინდები? სამაგიეროდ სხვა მიმდინარეობები მომწონს. მე მგონი ამის გამო ადამიანზე ზევიდან ყურება არაა ხომ კარგი? არც ერთი ადამიანი არაა სრულყოფილი და მაგიტომ
მეექვსე, მე ვარ ისეთი ინჟIნერი რომ საკუთარ ოჯახს ვინახავ ჩემი შემოსავლით და პროფესიით. არავისი დაყვედრებული და დამადლებული შემოსავალი არა მაქვს. ხოლო თუ ისეთI ინჟინერი ვიქნებოდი როგორადაც წარმოგიდგენია მსგავი რამე შეუძლებელი იქნებოდა ხომ? ხოლო ჩემი ინჟინრული განათლება მაძLევს მე საბაბს ვილაპარაკო იმაზე ისე როგორც ვლაპარაკობ. იმ მაგალითებით და იმ რამეებით რაც მოიპოვება ისე ლიტერატურაში თუ ინტერნეტით. ხოლო რასაც ეგვიპტოლოგები წერენ მაგ თემებზე მართლაც აბსურდფული აბდაუბდაა მშენებლობის ტექნოლოგიებში მცირედ გარკვეული ადამიანისთვის, მაგრამ ყველაზე უარესი რაც შეიძLება იყოს მაგ აბდაუბდიდან, მაინც ისაა რომ ურთიერთ გამომრიცხავ რამეებს წერენ, და ხშIრად 1 და იგივე ნაშრომი სავსეა ხოლმე ისეთი დილეტანტური და აბსურდული ნააზრევებით მშენებლობის ტექნოლოგიაზე, რომ კომედიური ჟანრის გამოვიდოდა რომ ვინმეს ეგ სახელმძღვანელოდ დაედო. როგორც დედამიწა არის ბრტყელი ზუსტად ისეთ რამეს ამტკიცებენ და რა ვქნა.
მეშვიდე, ამ საიტს თბილისის ფორუმი ქვია, ფორუმი რა არის? ფორუმია ადგილი სადაც საკუთარი აზრის გამოთქმის უფლება აქვს ყველას, თუნდაც აბსურდულის და თუნდაც სულელურის. პოლიტ განყს თუ გადახედავ, სისულელეებით და აბსურდული ლაპარაკით სავსეა, იმათთან რატომ არ ხარ კონფრონტაციაშI უკაცრავად? მე დავწერე რაღაც, შენ არ მოგეწონა, გაქვს საპირისპირო აზრი? დაწერე, რას მიყურებ ზემოდან? მით უმეტეს ასაკოვანი ადამიანი, არ დაფიქრებულხარ რომ არც ისე ლამაზად გამოგდის ფორუმზე საპირისპიროს მტკიცების გარეშე ადამიანის მიწაზე გახოხება?
მოკლედ შემეშვი რა ადამიანურად. მე ჩემი მოსაზრება მაქვს და თუ გინდა მთელი ეგფვიპტოლოგების არმია დამადგეს და მაწამოს მაინც ვერ გადამარწმუნებენ იმაშI რომ 100 ტონიან ბლოკს მონები მოათრევდნენ უსასტიკეს პირობებშI და ათრევდნენ 150 მეტრის სიმაღლეზე ხის ამწეებით რომ შემდეგ 0.5 მმ სიზუსტით დაედოთ და ისე დაემუშავებინათ რო სიმქისე დღევანდელი მექანიკური დამუშავებისთვისაც კი ეტალონურად სამაგალითო ყოფილიყო.

butkuj
QUOTE
არავის არ ვეჩხუბები , მშვიდობიანი ადამიანი ვარ  ))

მე უკვე აღარ ვიცი რა ვარ biggrin.gif


--------------------
"უძველესი ცივილიზაციების მკვლევართა კლუბი"
gochaj
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7725
წევრი No.: 115541
რეგისტრ.: 14-May 10

გამოგზავნილია: 14 Nov 2011, 00:50  #28301796      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
pilo772
QUOTE
შეკითხვა რამდენი წლის ხარ?


დაკითხვაა? იმდენის, ჰერრ ობერშტურმანფიურერ, რაც უფლებას მაძლევს შენიშვნა მოგცე.
ჟარგონს თავის ადგილი აქვს და განათლებული ადამიანის საუბარს - თავისი.
მე არ შემიტანია ეჭვი, იმაში, როგორი ინჟინერი ხარ და არჩენ თუ არა ოჯახს. არ მესმის, რა სჭირო იყო ამ საკითხზე მსჯელობა.
პოეზია რომ არ იცი, რას იზამ, მთავარია შენი პროფესია იცოდე კარგად. ხოლო ბოლო წინადადებაზე ”მე უკვე აღარ ვიცი რა ვარ”, მაინც გირჩევდი, პოეზიასაც მიჩოჩებოდი: ”მე კარგად ვიცი, ვინა ვარ, რა ვარ, საიდან მოველ ან საით წავალ და ვეტრფი ძლიერ თბილისის ჰავას, ნიკო ფიროსმანს და საათნავას” (ლადო ასათიანი).
pilo772
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9240
წევრი No.: 76915
რეგისტრ.: 2-December 08

გამოგზავნილია: 14 Nov 2011, 09:27  #28303655      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
gochaj
QUOTE
დაკითხვაა? იმდენის, ჰერრ ობერშტურმანფიურერ, რაც უფლებას მაძლევს შენიშვნა მოგცე.
ჟარგონს თავის ადგილი აქვს და განათლებული ადამიანის საუბარს - თავისი.
მე არ შემიტანია ეჭვი, იმაში, როგორი ინჟინერი ხარ და არჩენ თუ არა ოჯახს. არ მესმის, რა სჭირო იყო ამ საკითხზე მსჯელობა.
პოეზია რომ არ იცი, რას იზამ, მთავარია შენი პროფესია იცოდე კარგად. ხოლო ბოლო წინადადებაზე ”მე უკვე აღარ ვიცი რა ვარ”, მაინც გირჩევდი, პოეზიასაც მიჩოჩებოდი: ”მე კარგად ვიცი, ვინა ვარ, რა ვარ, საიდან მოველ ან საით წავალ და ვეტრფი ძლიერ თბილისის ჰავას, ნიკო ფიროსმანს და საათნავას” (ლადო ასათიანი).

ჯერ ერთი გითხარაი შემეშვითქო, მეორეც ამ თემას დასაწყისში რა უწერია წაიკითხე? მე რომ მეუბნები რამეების წაკითხვას მოდი ჯერ შენ წაიკითხე თუდაც ამ თემის დასაწყისში დაწერილი სათაური, და თუ რამე გაქვს ამ თემაზე ის დაწერე რას აოფებ თემას?
პოეზიას კიდე როგორც აქამდე მივუჩოჩდი ისევე მივუჩოჩდები აწიც. ჩემთვის პოეზია და ბალეტი არც მთლად ისე დიდი ფასეულობაა. აი ასეთი გამორჩეული ადამიანი ვარ. მეც ჩემი ხუშტურები მაქვს.
აი ამ თემაზე რატომ ვმსჯელობ? იმიტომ რომ მაინტერესებს ყველაფერი რაც უძველეს ისტორიასთან არის დაკავშირებული, მაგრამ არა ის ნაბოდვარი რასაც ოფიციალური მეცნიერება აღიარებს. რომელსაც 10 000 წლის უკან არ შეუძLია რა მოხდა თქვას. და გვაჯერებს აქ ხალხს 1000 სისულელით ვითომ 19 საუკუნემდე ბნელეთი იყო მსოფლიოშიო.
აქ ამ თემას აქვს დასათაურება, ამ თემაში დადებულია ლინკები ვიდეოებზე და ფილმებზე ამ თემის გარშემო, შენ თუ გაქვს დასაწერი მაგ თემის გარშემო, გთხოვთ, დაწერეთ რამდენიც გინდათ. მაგრამ აქ მე პოეზიის ლექციების ჩატარებას ნუ დამიწყებ, და ნურც იმაზე დამიწყებ კიდე ლაპარაკს რას ფიქრობს ოფიციალური მეცნიერება ამ თემაზე, მე ადრეც დავპოსტე და კიდევ განვმეორდები. ბოდავენ!!!!!!!!!!!

როდესაც ეგვიპტის საიდუმლოებებს დაუწყებ ჩაწვდომას ადამიანი, გარდა იმისა რომ თარიღები იცი კარაგად რომელმა ფარაონმა როდის რა გააკეთა აგრეთვე სამშენებლო ტექნოლოგიებც უნდა იცოდე, ასტრონომიასთან ერთად. მე ასე ვფიქრობ. წინააღმდეგ შემთხვევაში ამ ტექნოლოგიებშI გაურკვეველი ადამიანის დაწერილი დასკვნები კი გამოვა ის ნაბოდვარი რასაც დღეს ოფიციალური ეგვიპტოლოგია წერს.
მაგრამ შენ არ მოგწონს როდესაც მსგავსად ამბობენ ეგვიპტოლოგიაზე, ხო და მიდი რა შენთვის სხვა თემა გახსენი, ისეთი სადაც გულდასმით დაამტკიცებ იმაზე რომ დედამიწა ბრტყელია და 3 ცალი ხარის რქებზე დგას, ხოლო მზე ამ ბრტყელი დაფის გარშემო ამოდის და ჩადის. დამერწმუნე არავინ შეგეწინააღმდეგება თემის გახსნაზე
roko-toko
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3525
წევრი No.: 84793
რეგისტრ.: 17-February 09

გამოგზავნილია: 14 Nov 2011, 19:06  #28310912      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
pilo772

QUOTE
მშენებლობის ტექნოლოგიებში მცირედ გარკვეული ადამიანისთვის, მაგრამ ყველაზე უარესი რაც შეიძLება იყოს მაგ აბდაუბდიდან, მაინც ისაა რომ ურთიერთ გამომრიცხავ რამეებს წერენ, და ხშIრად 1 და იგივე ნაშრომი სავსეა ხოლმე ისეთი დილეტანტური და აბსურდული ნააზრევებით მშენებლობის ტექნოლოგიაზე, რომ კომედიური ჟანრის გამოვიდოდა რომ ვინმეს ეგ სახელმძღვანელოდ დაედო. როგორც დედამიწა არის ბრტყელი ზუსტად ისეთ რამეს ამტკიცებენ და რა ვქნა.


არა არის ეგრე მარტივად მშენებლობას ვგულისხმობ, თუნდაც იერუსალიმის მაგალითი ავიღოთ ჰეროდეს პერიოდში, მის მიერ წარმოებული უზარმაზარი მშენებლობები, სადაც ქვებად გამოყენებულია საშუალოდ 10 ტონიანი და ზოგგან 30-40 ტონიანი ქვები და მეტიც. ზოგ უბანზე გამოყენებულია ქვები , რომმლის სიდიდე 20 ჯერ დიდია , ვიდრე პირამიდების მშენებლობისას გამოყენებული ყველაზე დიდ ქვები. ეს ზუსტად 2000 წლის წინანდელი პერიოდია. ფართობი მოიცავდა დაახლოებით 25 ფეხბურთის მოცულობის ტერიტორიას, სადაც მშენებლობა მიმდინარეობდა და იქ არსებული ნაგებობები. იგივე იქ არსებული ებრაელების ცნობილი სალოცავი, რომელიც სიმაღლით 15 სართულიან კორპუსს უტოლდებოდა. მოზიდულ იქნა 1 მილიონი ტონა ქვის მასა, რომელასაც 8 წელიწადი დასჭირდა, იგივე ქვების მოტანის ტექნოლოგია, ქვის გამოჭრის და გადმოზიდვის, ნაჩვენებია კარიერები, საიდანაც მოქონდაც და დღესაც ეტყობა მუშაობის კვალი baby.gif
მოკლედ ამ დოკუმენტურ ფილმს შეხედე ვფიქრობ საინტერესო რაღაცეებია yes.gif

http://georgien-berlin.de/TV-1.htm ახალ არხზე დააყენე 18:07-ზე გადაახვიე და შეხედე.

This post has been edited by roko-toko on 14 Nov 2011, 19:10
pilo772
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9240
წევრი No.: 76915
რეგისტრ.: 2-December 08

გამოგზავნილია: 14 Nov 2011, 20:25  #28312081      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
roko-toko
QUOTE
არა არის ეგრე მარტივად მშენებლობას ვგულისხმობ, თუნდაც იერუსალიმის მაგალითი ავიღოთ ჰეროდეს პერიოდში, მის მიერ წარმოებული უზარმაზარი მშენებლობები, სადაც ქვებად გამოყენებულია საშუალოდ 10 ტონიანი და ზოგგან 30-40 ტონიანი ქვები და მეტიც. ზოგ უბანზე გამოყენებულია ქვები , რომმლის სიდიდე 20 ჯერ დიდია , ვიდრე პირამიდების მშენებლობისას გამოყენებული ყველაზე დიდ ქვები. ეს ზუსტად 2000 წლის წინანდელი პერიოდია. ფართობი მოიცავდა დაახლოებით 25 ფეხბურთის მოცულობის ტერიტორიას, სადაც მშენებლობა მიმდინარეობდა და იქ არსებული ნაგებობები. იგივე იქ არსებული ებრაელების ცნობილი სალოცავი, რომელიც სიმაღლით 15 სართულიან კორპუსს უტოლდებოდა. მოზიდულ იქნა 1 მილიონი ტონა ქვის მასა, რომელასაც 8 წელიწადი დასჭირდა, იგივე ქვების მოტანის ტექნოლოგია, ქვის გამოჭრის და გადმოზიდვის, ნაჩვენებია კარიერები, საიდანაც მოქონდაც და დღესაც ეტყობა მუშაობის კვალი 
მოკლედ ამ დოკუმენტურ ფილმს შეხედე ვფიქრობ საინტერესო რაღაცეებია

ხა ხააა, აი ზუსტად კარგ რამეს შეეხე biggrin.gif
იერუსალიმშI რომ არის სატაძრო მთა, დღეს რომ უსლიმანური სალოცავი იწონებს თავს და თღავის დროზე რომ დავითის ტაძარი იდგა აი ის. მართლაც არის აშენებული ისეთი ტექნოლოგიით რომელიც ჰეროდეს არანაირად არ უნდა ჰქონოდა. აი თუნდაც აიღე ერთ ერთ კედელშI ჩატანებული უზარმაზარი ბლოკი, რომლის სიგრძე სიგანე რომ გაიანგარიშო, 690 ტონა გამოდის biggrin.gif. თუ კი საცოდავ ეგვიპტელებს 100 ტონიან ბლოკებზე ვედავებით (როელიც თეორიულად მართლაც იყო ვარიანტი რომ გადაეთრია სადღაც 1000 ადამიანს 10 წლის მანძIლზე) ჰეროდეს რომ მაგ რაოდეობის მონები ყოლოდა ვერავინ დამალავდა, თუნდაც იმიტომ რომ ჰეროდე შედარებით თანამედროვე მეფეა ვიდრე ეგვიპტის ფარაონები.
თვითონ ისრაელის ტერიტორიაზე მისვლა გაიხსენე ებრაელი ერისა. როდესაც პირველად მივიდა მოსე აღთქმულ მიწაზე და მზვრავები გააგზავნა, გაიხსენე რა ამბები მოუტანეს
მიწას რძე თაფლი და ზეთი მოსდისო, ისეთი ნაყოფიერი და კარგი ადგილიაო, მაგრამ გოლიათები ცხოვრობენო, მათთან ომის შემთხვევაში ერთიანად გავნადგურდებითო. ებრაელებს შეეშIნდათ და არ დაუჯერეს მოსეს, რომელიც ამბობდა რომ უფალი დაგევხმარებაო. რის შემდეგაც მოსეს ებრაელი ერი 40 წელი დაჰყავდა უდაბნოში ერთი მხრიდან მეორეში, სანამ ერი არ განიწმინდა მონური აზროვნებისგან და თავისუფალი და თვითმოფადი ხალხისგან არ გახდა ჩამოყალიბებული, რაც მთავარია თვითOნ მოსეს არ ეღირსა ისრაელში ჩასვლა, გარკვეული ცოდვების გამო იგი უფალმა დასაჯა და აღესრულა. მისმა ძმამ ჩაიყვანა ებრაელი ერი უფლის აღთქმულ მიწაზე.
რომელიც მათ დაიპყრეს, რომელზე მაცხოვრებელი ხალხიც მათ დედაბუდიანად გაჟლიტეს. რომელ ადგილასაც მანამდე გოლიათები ცხოვრობდნენ!!!!!
ეს ბიბლიაში სწერია. მოსეზე წაიკითხე. შემდეგ მე რაც მომისმენია, მათ ადგნენ და ის კარავი რომელიც ტაძრად იყო წოდებული დასცეს ერთ ადგილზე და იმ ადგილზე აღაშენეს დიდი ტაძარი. ყველგან არის საუბარი ტაძრის მშენებლობაზე და არა იმ გორაკზე არსებული ნაგებობის მშენებლობაზე. ახლა უკევ რთულია ლაპარაკო რა იყო იქ მანამდე ან მის მერე, იმიტომ რომ ჯერ ბაბილონელებმა დაანგრიეს დავითის ტაძარი, შემდეგ რომაელებმა. შემდეგ მუსლიმები გამეფდნენ და იმ ტაძრის ადგილზე თავისი ტაძარი აღმართეს. ერთად ერთი რასაც ხელი არავინ არ ახლო, ეგ არის სატაძრო მთის საძირკვლის ნაგებობები, რომელიც მასშტაბებით გიზეს პირამიდებს აღემატება კიდეც, თანაც იქაც იგრძნობა მშენებლობის იგივე სტანდარტი რაც ეგვიპტეშI, ეთიოპიაში და ამერიკის კონტინენტზე გვხვდება.
მანდაც, თუ არის მშენებლობის საშუალება რომ 690 ტონიანი ბლოკი დავამუშავო, გადავიტანო და ადგილზე დავდო, სად გაქრება იგი? დროთა განმავლობაშI ხომ უფრო უნდა განვითარდეს? ჩვენ კი რა გვაქვს ხელთ? ააშენეს ებრაელებმა 1 გან უზარმაზარი რაღაც. და შემდეგ დაივიწყეს ყველაფერიდ ა სხვაა დგილებზე უკვე გინდა ციხე სიმაგრეები გინდა ისე რამე ნაგებობები ააშენეს ჭოჭყა ქვებისგან? ცოტა გულუბრყვილოა ჩემი აზრით ამაზე ლაპარაკი რომ ასეა.
მე წინა პოსტშI რის გამოც უკვე გამტყიპეს ვთქვი კიდეც, რომ არის დედამიწეაზე გარკვეული საცავები წინა ცივილიზაციის ნაშთებითქო, ერთ ერთ ადგილად სწორედ ისრაელი ვთქვი.

This post has been edited by pilo772 on 14 Nov 2011, 20:33
roko-toko
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3525
წევრი No.: 84793
რეგისტრ.: 17-February 09

გამოგზავნილია: 14 Nov 2011, 20:50  #28312501      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
pilo772

ხო მაგრამ ამ კონკრეტულ მაგალითში, სადაც მეფე ჰეროდეს მიერ წარმოებულ მშენებლობაზეა საუბარი, თითქმის ყველაფერი დეტალებშია ცნობილი, ეს რათქმაუნდა დოკუმენტური ფილმია და ყველაფერი ვერ ითქმებოდა, იგივე საიდან მოჰქონდათ ქვები ნაჩვენები იყო, ეტყობოდა გამოჭრილი ქვის დეტალები, ნახსენები იყო ზუსტად რამდენი მონა მუშაობდა 18 000 ათასი, მშენებლობის ხანგრძლივობა და ასშ.
მე რო მკითხო არაფრით არაა ნაკლები იგივე რომაელების მშენებლობები და მათი არქიტექტორული გადაწყვეტები, რომლეთა მშენებლობები უფრო დეტალებშია მოსული ჩვენამდე, იგივე აკვედუკზე და ასშ.
pilo772
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9240
წევრი No.: 76915
რეგისტრ.: 2-December 08

გამოგზავნილია: 14 Nov 2011, 20:56  #28312597      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
user posted image
აგერ ა ერთი სურათი მაგ მთიდან. ადგილია სამხრეთ დასავლეთ კედელთან გადაღებული, რომელიც საუკუნეების განმავლობაშIი იყო ნარჩენებით მიწით და ნამსხვრევებით სავსე, ამ ადგილს ჰქვია არქეოლოგიური პარკი. გრძელი წიტელი ხაზით გამოვყავი ის ბლოკი რომელიც გადატეხილია ახლა, მაგრამ თავის დროზე აშკარად 1 მთლიანი იყო, სიგრძეში სადღაც 7 მეტრი მაინც ინქება, ისრებით დავხატე 2 ადგილი, ერთით სატაკელაჟო ხვრელი, რომლითაც ის ასწიეს თავის დროზე. მეორე ისრით კიდე აღნიშNულია არქიტექტურული დეკორაციის ხაზი. წარმოიდგინეთ ძველი ადამიანისთვის რამხელაზე დამატებითი სამუშაო იქნებოდა მაგ ხაზის დატანა კედლის ბლოკზე, რომელიც მაინც მიწის ქვეშ უნდა ჩაიმარხოს. აბსოლუტურად უაზრო სამუშაო იქნებოდა, არც არავინ გააკეთებდა, მაგრამ მანდ არის. მსგავსი რამეები ხელით აკეთო მიწაში ჩასამარხი ბლოკისთვის სრული უაზრობა და დროის და ენერგიის უაზრო ხარჯია. მაგრამ თუ ხელით თლი რა თქმა უნდა, აი თუ მანქანა გაქვს biggrin.gif, ბლოკის დასამუშავებელი, მაშIნ არც არაფერი, უბრალოდ სტანდარტული ფორმა მიეცა ბლოკს და დაიდო.
რომაელები ჩემო ბატონო ადამიანური ტექნოლოგიებით აკეთებდნენ ყველაფერს, მათ აშენებულს მხოლოდ 1 ნაგებობას ვიცნობ რომელიც მეგალითურ საძირკველს შეიცავს, დანარჩენი ჩვეულებრივი ნაგებობებია, ადამიანისთვის და რომაელებისთვის მარტივად სატრანსპორტო სამშენებლ მასალებით.
უი ისე ხო, გადავამოწმე და დავითის ტაძარი სოლომონმა ააშენა პირველად biggrin.gif
* * *
user posted image
ეს ის 628 ტონიანი ბლოკის აღმნიშვნელი სურათი
user posted image
ეს კიდე ამ ბლოკის სქემის სურათი
user posted image
აჰა თვითონ ბლოკიც, ისე ცნობისათვის რომ არ იფიქრო რომ ეს ბლოკი ადგილის კლდესგან არის გამოჭრილი, ამას ის მეტყველებს რომ საშუალო და მცირე ბლოკებზე დევს ზემოდან ეს ბლოკი biggrin.gif. ალბათ სეისმური ინტერესებით, მშენებლობა აშკარად არა ორდინალური და ჩვენთვის უცნობი გათვლებით მიმდინარეობდა

This post has been edited by pilo772 on 14 Nov 2011, 20:59
CENTURIONI
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1292
წევრი No.: 70325
რეგისტრ.: 3-September 08

გამოგზავნილია: 20 Nov 2011, 01:26  #28389663      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
დაახლოებით იგივე სახისაა ბაალბექის ტაძარი თანამედროვე ლიბანში
http://en.wikipedia.org/wiki/Baalbek
ეს ტაძარი ერთერთი უძველესი წარმაღთული ტაძარია მსოფლიოში და მანდ იმხელა ზომის და წონის მონოლითებია გამოყენებული რაც დღევანდელი ტექნოლოგიების გამოყენებითაც კი ძალიან რთული ასაწევია და ახლა ვიღაცა როგორ წევდა რამოდენიმე ათასი წლის წინ 300 ტონიან ლოდებს ცოტა გაუგებარია სულ მცირე. დწეს მსოფლიოში სულ 4 თუ 5 არსებობს რომელიც 300 ტონას აწევს და მის ასაწევად მოსამზადებელ სამუშაოებს დაახლოებით 4 კვირა უნდა და ამ დროს ვიღაცეები მაგხელა ლოდებს წევდნენ უპრობლემოდ უძველეს ხანაში მაღალი ტექნოლოგიების გარეშე ცოტა წარმაოდგენელია.
pilo772
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9240
წევრი No.: 76915
რეგისტრ.: 2-December 08

გამოგზავნილია: 20 Nov 2011, 22:01  #28400453      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
CENTURIONI
QUOTE
ეს ტაძარი ერთერთი უძველესი წარმაღთული ტაძარია მსოფლიოში და მანდ იმხელა ზომის და წონის მონოლითებია გამოყენებული რაც დღევანდელი ტექნოლოგიების გამოყენებითაც კი ძალიან რთული ასაწევია და ახლა ვიღაცა როგორ წევდა რამოდენიმე ათასი წლის წინ 300 ტონიან ლოდებს ცოტა გაუგებარია სულ მცირე. დწეს მსოფლიოში სულ 4 თუ 5 არსებობს რომელიც 300 ტონას აწევს და მის ასაწევად მოსამზადებელ სამუშაოებს დაახლოებით 4 კვირა უნდა და ამ დროს ვიღაცეები მაგხელა ლოდებს წევდნენ უპრობლემოდ უძველეს ხანაში მაღალი ტექნოლოგიების გარეშე ცოტა წარმაოდგენელია.

ნუ ახლა ნორმალური ლოგიკით თუ მივუდგებით ასეა, მაგრამ აქ ისტორიკოსებს ბრმად სჯერათ რომ დედამიწა ბრტყელია biggrin.gif. და 3 ხარის რქებზე დგანან. მთავარია ხარები არ გავაბრაზოთ თOრე წავლენ და დედამიწას დაერხევაო biggrin.gif.

აი რამდენ ისტორიკოსთან მქონდა პირადშI თუ ისენ ეკIთხვა მსგავსი კუთხის რომ როგორ ახერხებდნენ მაგას, ძირითადშI მიდის ოგორი ლაპარაკი იცი, აუ მოდი რა სისულელეზე ნუ მელაპარაკები, ისტორიაში წერია რომ ფარაონმა დადგა ესეიგი ფარაონმა დადგა, ისტორიაში წერია ჰეროდემ ააშენა ესეიგი ჰეროდემ ააშენა, ისტორია გეუბნება რომ რომაელებმა ააშენეს? რაღა შეკითხვაა? რა თქმა უნდა რომაელების ნამოქმედარია, მერე რა რომ აუხსნელია როგორ გააკეთეს. ზედმეტ კითვებს ნუ სვავ, უაზროდ ნუ ლაპარაკობ და ასე შემდეგ.
ან არის ხოლმე შკვალი აბსურდული მოსაზრება თეორიებისა, რომელსაც არა როგორც თეორიას არამედ ნამდვილ ამბავს ეძახიან. როდესაც ჩაეკითხები ეს თუის როგორ? პასუხი იხილე პირველ სიტუაციაში gigi.gif
butkuj
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5928
წევრი No.: 126469
რეგისტრ.: 25-January 11

გამოგზავნილია: 20 Nov 2011, 22:11  #28400638      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
pilo772
CENTURIONI

მარტივი შეკითხვა მაქვს :
- თუ ეს ნაგებობები აგებული არის თანამედროვე თექნოლოგიებით , მაშ მითხარით , პირამიდა რაში უნდოდათ , ეს ხომ არის ქვათა გროვა , რატომ არ ააშენეს უფრო ლამაზი შენობა , ტაჯ-მაჰალის მსგავსი ?)))
pilo772
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9240
წევრი No.: 76915
რეგისტრ.: 2-December 08

გამოგზავნილია: 20 Nov 2011, 23:42  #28402222      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
butkuj
QUOTE
მარტივი შეკითხვა მაქვს :
- თუ ეს ნაგებობები აგებული არის თანამედროვე თექნოლოგიებით , მაშ მითხარით , პირამიდა რაში უნდოდათ , ეს ხომ არის ქვათა გროვა , რატომ არ ააშენეს უფრო ლამაზი შენობა , ტაჯ-მაჰალის მსგავსი ?)))

ზოგ ზოგიერთ ისტორიკოსს რომ ჰკითხო ეს ძვირადღირებული საფლავის ქვაა. ისე ცნობისათვის biggrin.gif არც ერთ მათგანში არასოდეს არ უპოვიათ ცხედარი მუმია თუ რამე ეგეთი, ხოლო როდესაც ერთ ერთი პირამიდა დაპლომბილი იპოვნეს და გახსნეს, მოლოდინით რომ შიგნით აურაცხელი ძვირფასეულობა და ფარაონის მუმია უნდა ეპოვნათ, კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ biggrin.gif. საერთოდ ცარიელი იყო პირამიდა. მოკლედ მაგ ნაგებობებში არასოდეს არ ყოფილა ცხედარი, ნუ მე რაც წამიკითხია. რაც მინახია დოკუმენტური ფილმი თუ რამე მსგავსი.
აი თუ მის კონსტრუქციას გავითვალისწინებთ, შიგნითა მოწყობილობებს, ქვის კამერებს არხებს გაყვანილობებს რომელთაც შეცდომით დაარქვეს სავენტილაციო არხები, არა და არსად არ გადიან ამ დროს. უფრო შეგრძXნება დაგრჩება რომ მას რაღაც ტექნიკური დანიშNულება ჰქონდა, იმ ხალხისთვის რომელმაც ის ააშენა. მაგრამ არანაირად ფარაონებისთვის.

მთელი მისი კონსტრუქცია არის უზარმაზარი რაციონალური გადაწყვეტილებები ტექნიკურ სფეროში, მისი კონსტრუქცია განსაზღვრულია იმაზე რომ უნდა იდგეს თავის ადგილზე არა 10 15 საუკუნე, არამედ ათასწლეულები, დღეისათვის ჩვენი მიღწევები რა არის აბა? ჩვენს მიერ აშენებული რომელი შენობა გასძლებს ამდენ ხანს? იმიტომ რომ არაა საჭიროება და არც ტექნოლოგიები არ გვაქვს. დღეისათვის მასეთი გაანგარიშებები და მასეთი გათვლები ან არ არსებობს, ან უბრალოდ არავინ იყენებს, იმიტომ რომ ჩვენ არ გვჭIრდება პირამიდის აშენება. იმიტომ რომ ჯერ არ ვიცით ეგ რისთვის იყო აშენებული თავის დროზე, თანაც სხვა კონტინენტებზე არსებულ პირამიდებს თუ დააკვირდები, მისი გვერდი როგორც გიზეს პირამიდების გვერდი, არ არიან ორიენტირებული პოლუსების მიმართ, რაც გვაძლევს ეჭვის საფუძველს იმაზე რომ სავარაუდოდ ის პირამიდები აშენებულია იმ ეპოქაშI როცა მათI გვერდი იყო ორიენტირებული პოლუსებზე. ანუ პლანეტის პრეცესიის შუა ან დასაწყის ხანებში. აი პრეცესია რა არის მოიძIე თვითონ ჯობია და დასკვნები მის ასაკზე თვითონ გამოიტანე biggrin.gif.
ისე კი სამხრეთ ამერიკაში, იუკატანის ნახევარ კუნძUლზე არის ერთი პირამიდა, რომელსაც უწერია რომ ჩვენი წელთ აღრიცხვით არის აგებული მაიას ტომის მიერ. მაგრამ ამ პირამიდას ერთი უცნაურობა ახასიათებს, იგი სულ 1 მხრიდან ჩანს, დანარჩენი 2.5 გვერდი დაფარული აქვს ლავით. გეოლოგიური ანალიზის შედეგად მაგ რაიონშI ვულკანი უკანასკნელად აქტიური იყო 8000 წლის უკან biggrin.gif, ხოლო მაგ ამოფრქვევა რომელმაც პირამიდა დაფარა სავარაუდოდ 15 000 წლის წინ მოხდა.
ახლა ამის გამო ვიცი აქ ზოგიერთები გამტყიპავენ biggrin.gif
მე დარწმუნებულივარ ამ ნაგებობების აშენების ეპოქაში, ტაჯმაჰალზე არანაკლები რამეებიც იქნებოდა, მაგრამ უბრალოდ არ შემორჩა. იმიტომ რომ ნებისმიერი სხვა სახის შენობა სხვა სტრუქტურისა და კონსტრუქციისაა, რომელიც ადრე თუ გვიან ნადგურდება, აი პირამიდა კი თუ არ დაშალეს არ დაინგრევა. ტაჯმაჰალი კი რა არის? ჩვეულებრივი შენობაა, ინდური არქიტექტურის ულამაზესი შედევრი, პოეზიაა ქვაში, რომელიც მისმა მშენებელმა თავის ადრეულად გარდაცვლილ საყვარელ მეუღლეს მიუძღვნა, შედეგად მან ძვირად ზღო ამისათვის. მაგ ტაჯმაჰალს არ ქონია რამე ტექნიკური დანიშNულება, რაც პირამიდებს ჰქონდათ აშკარად. აი თუ რა დანიშNულება ჰქონდათ თუ ვინმე გამოპიცნობს, შემდეგ კიდევ გამოიყენებს კიდეც დანიშNულებით, დარწმუნებული ვარ ამისათვის მას ნობელის პრემიას მიცემენ ტექნიკურ სფეროში, აი ისტორიკოსები კიდევ მკრეხელობაშI დაადანაშაულებენ და ადლობა უფალს ინკვიზიცია რომ არაა თორემ ცეცხლზეც დაწვავდნენ biggrin.gif
მე ჩემი მოსაზრება მაქვს მათი დანიშNულების შესახებ, თუმცა ამას არ დავწერ, არ მსურს ზოგზოგიერთებისგან კიდევ მოვისმინო რომ უაზრო და გაუნათლებელი ჩერჩეტი ადამიანი ვარ.
butkuj
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5928
წევრი No.: 126469
რეგისტრ.: 25-January 11

გამოგზავნილია: 21 Nov 2011, 00:05  #28402640      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
pilo772
თქვენ ამბობთ , რომ სხვა დანიშნულება ქონდაო პირამიდებს , მაგრამ რათ უნდოდათ განვითარებულ ცივილიზაციას ქვათა გროვა ? დაწინაურებული რომ ყოფილიყონ ეს იგივეა რაც თქვენ ეხლა გამოუშვებთ ვეებერთელა საიდუმლო დანიშნულების პატიფონს და მოამზადებთ 1 კმ დიამეტრში პლასტინკას , თან 21 ს. ტექნოლოგიების გამოყენებით smile.gif
ეს ხომ უაზრობაა , რათ უნდა პატიფონი , როდესაც უკვე 5D კინოთეატრია და DVD ?
Смерть шпионам
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 318
წევრი No.: 123663
რეგისტრ.: 14-November 10

გამოგზავნილია: 21 Nov 2011, 00:53  #28403471      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
კაცობრიობისა და მთლიანად ჩვენი პლანეტის ისტორია თავიდანაა დასაწერი.
უამრავი შეცდომა თუ შეუსაბამობაა სხვადასხვა მიმართულებით yes.gif
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (100) « პირველი ... 6 7 [8] 9 10 ... ბოლო » Closed Topic · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: კავკასუს ონლაინი
[ Script Execution time: 0.0751 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]