forum.ge
reklama
FORUM.GE ... წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (119) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> ქართველთა ეთნოგენეზი, ეთნოგენეზი
JHR
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1705
წევრი No.: 137914
რეგისტრ.: 1-November 11

გამოგზავნილია: 10 Jan 2012, 01:17  #29127973      · პროფილი · პირადი მიმოწერა
კავკასიასა და მის მოსაზღვრე წინა აზიის ტერიტორიაზე წინარე ქართველური ენის მატარებელი კოლექტივების ფორმირება ოთხი ათასწლეულის წინ მოხდა. შემდეგ წინარე ქართველური ენობრივ-ეთნიკური ერთობა ძირითადად ბუნებრივ-გეოგრაფიული პირობებიდან გამომდინარე ერთმანეთს გამოეთიშა და მივიღეთ სამი ქართველურ ენაზე მოლაპარაკე ერთეული: ქართები, ზანები და სვანები. ქართული საისტორიო ტრადიცია ყოველთვის ხაზს უსვამდა სამივე ქართველურ ენაზე (თავდაპირველად დიალექტზე) მოლაპარაკე ერთობის საერთო წარმომავლობას. ქართების განსახლების არეალი ძირითადად აღმოსავლეთ საქართველოს მოიცავდა. ზანები და სვანები კი დასავლეთ საქართველოში ბინადრობდნენ. მიჩნეულია, რომ სამხრეთ-დასავლეთი საქართველოს ძირითადი ტერიტორიაც თავდაპირველად ზანური ერთობით იყო დასახლებული, სადაც შემდეგ ზანები ქართებთან ერთად თანაცხოვრობდნენ, ბოლოს კი ქართების საცხოვრისი იყო. როგორც ყველა ენობრივ-ეთნიკური კოლექტივის, ისე ქართველურად მეტყველი ქართების, ზანების (ჭან-მეგრელების) და სვანების განსახლების არეალი მუდმივი არ იყო. ის ცვლილებებს განიცდიდა, რაც ძირითადად ამ ქართველური ტომების ურთიერთში შერევა-შეღწევით იყო განპირობებული. ასე, მაგალითად, ანტიკური წყაროებითა და ტოპონიმებით აშკარაა, რომ სვანები თავდაპირველად მხოლოდ დასავლეთ საქართველოს მთაში არ მკვიდრობდნენ. მათი განსახლების არეალი უფრო ვრცელ ტერიტორიას მოიცავდა და ისინი კოლხეთის დაბლობსა (მდ. ხობისწყლის ხეობა) და დღევანდელი აფხაზეთის გარკვეულ მონაკვეთშიც ცხოვრობდნენ. უფრო ვრცელი მონაკვეთი ეკავათ ზანებს, რომლებიც არა მხოლოდ დასავლეთ საქართველოსა და შავი ზღვის სამხრეთ-დასავლეთ სანპიროზე, არამედ აღმოსავლეთ საქართველოში, ქართლის დასავლეთ ნაწილშიც კი მკვიდრობდნენ. მაგრამ ქართის ტომის თანდათანმა სამეურნეო-ეკონომიკურმა და კულტურულმა დაწინაურებამ, რაც თავის მხრივ ბუნებრივ-გეოგრაფიული გარემოებით იყო განპირობებული, განსაზღვრა მასში როგორც ზანების, ისე სვანების თანდათანობითი შესვლა.თოფჩიშვილი

გაოფება ისჯება yes.gif
basa-ttt
Super Crazy Member ++


********
ჯგუფი: Members
წერილები: 26520
წევრი No.: 27414
რეგისტრ.: 25-December 06

გამოგზავნილია: 13 Jan 2012, 12:23  #29180582      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
Jihra
სულ მქონდა სურვილი ჩამომეწერა ქრონოლოგიურად ქართველური ტომები

და მათი განსახლების არეალი -
ანუ რომელ საუკუნეში რომელი ტომი სად სახლობდა

კი ბატონო გავაკეთოთ აქ...


yes.gif


--------------------
საყდრისი საქართველოა - საქართველოს ვერ მოკლავთ!

უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში...
[IMG]http://a.pix.ge/l/p0tzt.jpg[/IMG]
Led_Zeppelin
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5126
წევრი No.: 14567
რეგისტრ.: 14-November 05

გამოგზავნილია: 13 Jan 2012, 20:15  #29187800      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
user posted image

Uploaded with ImageShack.us


ტერმინი “ქართველური ტომები” (ასევე, აფხაზურ-ადიღეური, ვაინახური, ლეკურ-დაღესტნური…) შეუძლებელია გამოვიყენოთ III ათასწლეულების კავკასიის და მცირე აზიის ხალხების აღსანიშნავად; ამ პერიოდში არსებობდა “მტკვარ-არაქსის ცივილიზაციის” შემქმნელი წინარექართველური, პირობითად, იბერიულ-კავკასიური-წინააზიური დიდი მოდგმა, რომელის საფუძველზე II ათასწლეულში ჩამოიძერწა მაშინდელ კავკასიაში დომინანტი ქართველური ეთნოსი, რომელმაც შექმნა “კოლხური ცივილიზაცია”; შემდეგ მრავალრიცხოვანი ომებისა თუ მიგრაციის შედეგად ეს ხალხიც დაიქსაქსა 20-ზე მეტ ქართველურ ტომად. ამ ტომთაგან ძვ.წ. I ათასწლეულის მეორე ნახევარში ისევ შეიკრა ქართველი ერი, აღსდგა ქართველთა სახელმწიფოც, რომელიც შემდეგ პერიოდებში დრო და დრო ისევ ცალკეულ თემთა კუთხურ სამთავროებად იშლებოდა და ისევ ერთიანდებოდა…
* * *
სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთ-ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!


--------------------
"ალბათ ქართველებზე ცუდათ არავინ იცი საკუთარი ქვეყნის ისტორია" - პავლე ინგოროყვა

გრიგოლ რობაქიძე - მიმართვა ქართველ ახალგაზრდობას:
"ენდეთ თქვენს ფესვებს !!! და ვერ დაგამარცხებთ ბოლშევიზმის დემონური ძალაც კი "
http://www.link.ge/file/323931/Revaz–Gabasvili.rar.html
basa-ttt
Super Crazy Member ++


********
ჯგუფი: Members
წერილები: 26520
წევრი No.: 27414
რეგისტრ.: 25-December 06

გამოგზავნილია: 14 Jan 2012, 01:14  #29193020      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
ჩამოვწერ ქართველურ და სავარაუდოდ ქართველურ ტომებს:
მუშქები,
დაიანელები, დიაოხები ტაოხები
კოლხები
კოლები
კორაქსები
კარდუხები, კარდუელები
თაბალები, თობელები
ტიბარენები
სასპეირები,სვისპირიტები, იბერები
ქუთები, კოიტები/კვიტები
მარები
ჰალიძონები, ხალიბები
ხალდები/ქალდები
მოსინიკები, მასსინი, მოსინები
მაკრონები
ჰეპტაკომეტები
დიძერები, ბიძერები/ბიზერები
ძიდრიტები??
ფასიანები
სანები, ჭანები
სვანები, მისიმიელები
სანიგები/ სანიკები
ლაზები
ამარანტები
დვალები
კუხები



სავარაუდო კავშირი ქართველურ ტომებთან, სავარაუდო არაქართველური ან დაუდგენელი წარმოშობის ტომები:
ხათები
აბეშლაელები
მელანქლაინები და გელონები
ეკექეირები/ეკხირიელები, ეკრექტიკე
ჰენიოხები
აბაზები, ებზეები/ ობეზები
აფშილები
ტუსკები
სინდები, ძიქები, ზიხები
კერკეტები
Led_Zeppelin
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5126
წევრი No.: 14567
რეგისტრ.: 14-November 05

გამოგზავნილია: 14 Jan 2012, 11:49  #29195888      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
---------------ხურიტები// მითანელები//მატიენები//------------------------------

ხურიტები//მითანელები//მატიენები (მითანი//მითანის მოსახლეობა) – ძვ.წ. III-II ათასწლეულებში ხურის ენაზე მოლაპარაკე ტომები ბინადრობდნენ მდინარე ევფრატის შუა წელს ზემოთ ჩრდილოეთით გადაჭიმულ ოლქებში (ჩრდილო მესოპოტამიაში); ამ ქვეყანას შუმერები სუბირს, აქადელები და ასურელები მას სუბართუს ეძახდნენ (შდრ., სუბართუ – გეოგრაფიული ცნება); ძვ.წ. XVI საუკუნიდან მათ შექმნეს მითანის დიდი სახელმწიფო. სპეციალისტთა დასკვნით, სუბარელების ენა აგლუტინაციური ტიპის და ერგატიული კონსტრუქციისა იყო; ჩანს, მკვლევართა ერთი ნაწილის აზრით იგი ენათესავება იბერიულ-კავკასიურ ენებს (ი.დიაკონოვი, ს.სტაროსტინი, ნ.ნოზაძე). ხურიტების განსახლების საზღვარი ტერიტორიულად ემთხვევა მტკვარ-არაქსის კულტურის გავრცელების არეალს (სპეციალური ლიტერატურის მიმოხილვისათვის იხ., გრ.გიორგაძე, 2002). მითანი დაემხო ძვ.წ. XIII საუკუნეში. სავარაუდოა, რომ ამის შემდეგ გაძლიერდნენ დაიანი, კოლხა, ურარტუ და ე.წ. ნაირის სხვა ქვეყნები. ჰეკატა~ოს მილეტელის (ძვ.წ. 549-472), ჰეროდოტეს (ძვ.წ. 484-425) და სხვათა ცნობებით, მატიენები ცხოვრობდნენ მცირე აზიის ჩრდილო-აღმოსავლეთით, მესოპოტამიის ჩრდილოეთით მოსხების, სასპე~რებისა და ალაროდიელების მეზობლად (თ.ყაუხჩიშვილი, 1976, გვ.42, 144; ჰეროდოტე, 1975, გვ.61, 111, 332).
შდრ.: ს.ჯანაშიას მტკიცებით “ქართლის მოქცევის” თხრობის არიან-ქართლი წარმოადგენს მოგონებას ჰარი-ქვეყნის, როგორც ქართველთა უძველესი საცხოვრისის შესახებ. რეალურად აქ შესაძლებელია იგულისზმებოდეს როგორც, მიტანი, ისე ურარტუც, ვანის ტბის მიდამოები, რადგან ჰარი-ქვეყანა შეიცავდა ერთსაც და მეორესაც” (ს.ჯანაშია, 1952, გვ.70). არნ. ჩიქობავას აზრით, იბერიულ-კავკასიური ენები (მათ შორის ქართულის – ტ.ფ.) ენათესავება წინა აზიის ძველი ციცილიზაციის მკვდარ ენებს: ხეთურს, ჰარულს, მიტანი-ენას, ურარტულს, ელამურს… ქართული ენა არის ხეთურ-იბერიული წრის ცოცხალი ენა; არესებული განსხვავებანი მეორეულია” (არნ. ჩიქობავა, 1950, გვ. 006). ამგვარი აზრი გაზიარებულია თანამედროვე სამეცნიერო ლიტერატურაშიც (იხ., მაგ., კ.ზ. გამსახურდია, 1997, გვ 66: ე. თაყაიშვილის დაკვირვებით არიან-ქართლი არის ჰარი-ქვეყანა – ხურიტების ადგილსამყოფელი); შდრ., გ.მელიქიშვილი, 1999, გვ. 19: “ხურის ენა და მასთან დაკავშირებული ეთნიკური ელემენტი მეორე ათასწლეულში ჩვენს ერამდე მეტად ფართო ტერიტორიაზეა გავრცელებული, თუმცა ამ ხალხის უმთავრეს კერას, პოლიტიკური და სახელმწიფოებრივი ცხოვრების ცენტრს, ამ დროს, ზემო მესოპოტამია და ვანის ტბის სანახები წარმოადგენენ; ზემო მესოპოტამიაშია მითანის სამეფო, ვანის ტბის სანახებში კი – ხურის სამეფო (ადრე ხურის ნაცვლად კითხულობდნენ ხარის). “თავისი ფიზიკური ტიპითა და ენით ხური-მიტანის (შემდგომი ურარტუს) მოსახლეობასთან დღეს მცხოვრებ ხალხთაგან ყველაზე ახლოს ქართველური, კავკასიური მოდგმის ხალხები დგანან” (გ.მელიქიშვილი, 1999, გვ. 19).
ხურიტ- ფუძეში შესაძლოა გამოიყოს ხურ- ძირი, რომელიც ჰარ-/*ხარ-/*ხალ- ვარიანტის სახით შეიძლება ვეძიოთ ხალდ-/ქართ- ფორმებში, ხოლო ხმოვნის ლაბიალიზებული ვარიანტით – კოლ-/კულ-ხ- (<*ქოლ-/*ქულ-<*ხულ-/ჰურ-; ხ//ქ მონაცვლეობისათვის შდრ.: ხალდები//ქალდები) ფუძეში. ხათები – ძვ.წ. XXIII საუკუნიდან ათასი წლის მანძილზე ცენტრალურ ანატოლიაში (მოგვიანო პერიოდების მესხიკეს, კაბადოკიისა და პონტოს ტერიტორიაზე) არსებობდა ძლიერი ხათის სახელმწიფო (სპეციალური ლიტერატურის მიმოხილვისათვის იხ., გრ.გიორგაძე, 2002); შუმერულისა და ხურიტულის მსგავსად ხათური ენა ითვლება ერგატიული კონსტრუქციისა და აგლუტინაციური ტიპის ენად; სპეციალისტთა ვარაუდით, იგი ენათესავება თანამედროვე ქართველურ და აფხაზურ-ადიღეურ ენებს (ქრ. გირბალი, ი.დუნაევსკაია, ვ. ივანოვი). თვლიან, რომ ხათური ყოველდღიური ხმარებიდან გამოვიდა II ათასწლეულის შუა ხანებში (თ.გამყრელიძე); ლოგიკურია, ვიფიქროთ, რომ ხათური, როგორც ოფიციალური ენა, შეცვალა მოსული ინდოევროპული ეთნოსის ენამ – ხეთურმა, მაგრამ ხათური ტომების ენა-კილოები დარჩა ყოველდღიურ გამოყენებაში და გარკვეული ტრანსფორმაციებით შემოგვენახა იბერიულ-კავკასიურ ენების ერთ ნაწილში გარკვეული სიღრმისეული დაფენებების სახით. არ არის გამორიცხული, რომ ხათ- ფუძის ლაბიალიზებული ვარიანტი (ქუთ-) შემონახული იყოს ქუთაისის სახელში: ხათ-/ქათ > ქუთ-.
შენიშვნა: ქართველურისა და ხურიტულის მსგავსად, ქართველურ-ხათური ნათესაური მიმართების კვლევას სერიოზული პერსპექტივა უჩანს (იხ., არნ. ჩიქობავა, 1948; არნ.ჩიქობავა, 1950; შ.გაბესკირია, 2003; შდრ., გრ.გიორგაძე, 2002, გვ.90); მაგ., 2002 წლის მაისში ქართველოლოგთა IV საერთაშორისო სიმპოზიუმზე (“ინტეგრაციისა და დეზინტეგრაციის პროცესები კავკასიაში”) წაკითხულ მოხსენებაში “ქართველურ-ანატოლიურ-ეგეოსური ენობრივი პარალელების საკითხისათვის” რობერტ შმიდტ-ბრანტმა ქრ.გირბალის კვალად ხათური წარმომავლობის სიტყვებად მიიჩნია დიდი, წვიმა, პური, ლაპარაკი, სმენა, ცხვარი, შავი, ცუვა – ძუ (“ცოლი”) და სხვა; მისი აზრით, ხათური ენა კავშირშია საერთოქართველურ ენასთან. შდრ., ურარტული ღვთაება დიდუანი, ქართვ. დიდი და ხათური დიდი…
basa-ttt
Super Crazy Member ++


********
ჯგუფი: Members
წერილები: 26520
წევრი No.: 27414
რეგისტრ.: 25-December 06

გამოგზავნილია: 14 Jan 2012, 11:57  #29195955      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
კარდუხები - ქსენოფონტეს ცნობით, ეს მეომარი და უბატონო ტომი ებრძვის როგორც ბერძნებს, ასევე სპარსელებსა და არმენებს; მათი საცხოვრისი ამ დროს მიუვალ მთებშია: "მოლაშქრეებმა ტყვეებისგან გაიგეს, რომ თუ ისინი შეძლებენ კარდუხების მთების გადალახვას და მდინარე ტიგროსის სათავეებზე გადასვლას, მივლენ არმენიაში" (ქსენოფონტე, 1976, გვ. 63-66, 74-75).
კარდუხებით დასახლებული ტერიტორიის საზღვრებია: ჩრდილოეთით - თანამედროვე ბოტან-ჩაი, დასავლეთით - ტიგროსი, სამხრეთით - თანამედროვე ქურთისტანის მთიანეთის დასავლეთი ნაწილი.
ბერძნულ-რომაულ წყაროებში კარდუხების სახელის ვარიანტებია: გორდუენო~ და ჩორდუენი (თ.ყაუხჩიშვილი, 1976, გვ. 52). ტომი კარდუენები ამავე ტერიტორიაზე დასტურდება მოგვიანებითაც; იხ., მაგ., პეტრე პატრიკიოსი (VI ს.): რომაელებსა და სპარსელებს შორის მოლაპარაკების ერთ-ერთი სადავო საგანი იყო ქვეყანა კარდუენე (მას რომაელები ითხოვდნენ), რომელიც ტიგროსის სათავეებთან მდებარეობდა (გეორგიკა, 1936, გვ.193)...
კარდუ/კარდუ-ხ- ფუძესთან აკავშირებდა ქართუ(-ელ-) ფუძეს ივ. ჯავახიშვილი (1960, გვ.411-412); კარდუ- ფორმას ხალდ- ფუძისგან მომდინარედ თვლის ა.სვანიძე (ა.სვანაძე, 1937, გვ.14); შდრ., უფრო ადრე, ქართუ-ელ- ფორმას ქალდ-ე (ქალდეა) სახელთან აკავშირებდა ილია ჭავჭავაძე: "ძალიან ჭკუასთან ახლოა და ადვილად საფიქრებელი, რომ ლურსმულ წარწერებში მოხსენიებული "ქალდი", "ქალდისი" იგივე "ქართლისი" იყოს..." (ი. ჭავჭავაძე, 1941, გვ.376).
ქსენოფონტეს მიერ დადასტურებული კარდუხები მეცნიერთა ერთი ჯგუფის მიერ ქურთთა წინაპრებად მიიჩნევა; ამგვარ დაკავშირებას სხვები უსაფუძვლოდ თვლიან და კარდუხებს ქართველთა წინაპრებად მიიჩნევენ (მსჯელობისათვის იხ. ა.სვანაძე, 1937, გვ.14; შ.გაბესკირია, 2003). ვფიქრობთ, უფრო ლოგიკურია, ინდოევროპელ ტომებთან მებრძოლი კარდუხები და მათი მეზობელი ხალდები მონათესავე ტომებად განვიხილოთ: ძველ ბერძნულ წყაროებშივე ხალდები ქართველურ ტომად ითვლება (იხ. ქვემოთ), ხოლო ძველ სომხურში კორდუ-კ ქართველთა აღმნიშვნელი ეთნონიმია (იხ. შ.გაბესკირია, 2003). პრობლემა შემდგომ კვლევას ითხოვს.
Led_Zeppelin
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5126
წევრი No.: 14567
რეგისტრ.: 14-November 05

გამოგზავნილია: 14 Jan 2012, 14:55  #29197876      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
-------------------------------------------------ქასქები//ქაშქები// და აბაშლალები:---------------------------------------------------

ქასქები//ქაშქები და აბეშლაელები – ძვ.წ. XVII-XIII საუკუნეების ხეთურ ლურსმულ წყაროებში, ასევე, ასურულ, ეგვიპტურ უგარიტულ ტექსტებში მოხსენიებულია ხალხი, რომელთა აღმნიშვნელი იყო: ქასქა, ქაშქა, გაშგა, კაშკა, კაშქა, ქაშკა; კაშკაშ (ეგვიპტ.), კაშკაია, კაშკა, კაშკუ (ასურ.); Kტკყმ (უგარიტ.)… ისინი ცხოვრობდნენ ხეთებისგან ჩრდილოეთითა და ჩრდილო-აღმოსავლეთით, მოგვიანო ხანის ანატოლიაში (პონტოში). მკვლევართა ერთი ნაწილის (გ.მელიქიშვილი, ი.დუნაევსკაია, ი.დიაკონოვი, ა.კამენხუბერი, ვ.არძინბა, გ.ჩირიკბა) აზრით, ქასქების ენა ერთ-ერთი აფხაზურ-ადიღეური ენაა (ტერმინის ფონეტიკური ვარიანტებისა და ლიტერატურის მიმოხილვისათვის იხ. გ.გიორგაძე, 2000); ასურული და ხეთური წყაროების ქაშქებ//ქასქების ერთ-ერთ სახელად (სინონიმად) მიჩნეულია ასურულ ლურსმულ ტექსტებში მოხსენიებული აბეშლაელები. მიუხედავად იმისა, აბეშალა და ქასქა სინონიმებად გამოცხადდება თუ მონათესავე ტომებად (მსჯელობისათვის იხ., გ.ქავთარაძე, 1985, გვ. 125; გ.გიორგაძე, 2002, გვ.113-121), ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ შეუძლებელია 40-50 საუკუნის წინანდელი და თანამედროვე ენების ამგვარ ახლო ნათესაობაზე ლაპარაკი; ასეთი მსჯელობა ლინგვისტურ-ისტორიული გულუბრყვილობაა; შდრ., აგრეთვე, მაგ., მ.ქურდიანის აზრით, დაახლოებით 40 საუკუნის წინ არსებობდნენ ზანურენოვანი (?) ხუბუშქიელები; ავტორის ვარაუდით, პარალელურად იყვნენ ქართულენოვანი აბაშებიც, რომელთა სახელიც შემონახულია ტოპონიმ აბაშას სახით (არადა, სწორედ დღევანდელი თუ ისტორიული აბაშელები მეტყველებენ ერთ-ერთ ზანურ დიალექტზე!); მისივე ვარაუდით, ხუბუშქიელები აბაშიდან (?) ერთ-ერთი სამხედრო ექსპედიციის (?) დროს ამიერკავკასიიდან გადასახლდნენ ვანის ტბის მიდამოებში; სალმანასარ III-სთან დამარცხების შემდეგ მათგან მხოლოდ “ქვეყნის სახელი და სამეფო დინასტია (? – ტ.ფ.) დარჩა” (მ.ქურდიანი, 2001, გვ. 130-131)… მ.ქურდიანი ამ დასკვნებს აკეთებს ერთი სიტყვის – ხუბუშქიას – სათუო ეტიმოლოგიის მიხედვით; კერძოდ, მისი აზრით, საერთოქართველურ (რესპ. ქართულ) აბაშ- ფორმისგან წარმოიქმნა ზანური ხუბუშქ- ვარიანტი; ამგვარ ლინგვისტურ ვარჯიშობას არავითარი სხვა დასაბუთება არ ახლავს. უფრო ლოგიკურია აბაშ- ფუძის დაკავშირება აბაზ-და აბეშალ- ფორმებთან (იხ., ქვემოთ)… ივ.ჯავახიშვილის, პ.უშაკოვის და სხვათა აზრით, ქაშქები მერმინდელი კოლხების წინაპრები არიან; გრ.გიორგაძის ვარაუდით, ტომთა გაერთიანებენი ქასქები და აბეშლაელები მეგრულ-ლაზური წარმოშობისანი შეიძლება იყვნენ, რამდენადაც, ეთნონიმ მუშქშიც და მათ სხვა ტოპონიმებშიც, ხშირია სქ//სგ//შქ თანხმოვანთკომპლექსები, რომლებიც ზანურ-სვანური რიგის კომპლექსებია (გრ.გიორგაძე, 2000, გვ.16; გრ.გიორგაძე, 2002, გვ. 121). პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ მოსხ-//მუშქ- ფუძეში, სავარაუდოა, გამოიყოფა -ხ( > ქ) კრებითობის გამომხატავი სუფიქსი, ამდენად, შესაძლოა ქასქ- ფუძეშიც გამოიყოს შეხორცებული უძველესი -ხ//-ქ მორფემა, შესაბამისად, ს-ქ (შ-ქ) იყოს მორფემათა ზღვარი; მეორეც, სქ//შქ კომპლექსი არ იკრძალება არც საერთოქართველურის, არც სამწიგნობრო ქართულის და არც სხვა ქართველური დიალექტების ფონემატური სტრუქტურით; ამდენად, მხოლოდ ამ კომპლექსის მიხედვით მსჯელობა გაჭირდება. უფრო ლოგიკურია ვთქვათ, რომ ხათების მონათესავე ქასქები და აბეშლაელები (შესაძლოა, ხუბუშქიელებიც) წინარექართველურ-კავკასიური ტომთა გაერთიანებების ერთი ნაწილის აღმნიშვნელია, ვინაიდან მათ ლექსიკაში შთამბეჭდავია როგორც ქართველური, ასევე, ჩრდილოკავკასიური ელემენტები. ამ და სხვა წენარექართველურ-კავკასიური ტომებისგან კი მომდევნო ათასწლეულებში ჩამოიძერწნენ ქართველებიც და ჩერქეზებიც (მათ შორის დღევანდელი აფხაზებიც), ვაინახებიც და ლეკებიც… სხვაგვარად ვერ აიხსნება ის ფაქტი, რომ ამ ძველი წინააზიური ენების კვალი ქართველურშიც აშკარაა და სხვა იბერიულ-კავკასიურ (აფხაზურ-ადიღეურ, ვაინახურ, დაღესტნურ) ენებშიც.
Obscured
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1347
წევრი No.: 15779
რეგისტრ.: 29-December 05

გამოგზავნილია: 15 Jan 2012, 12:00  #29211125      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
კოლები - კოლები პირველად დასტურდებიან ჰეკატა~ოს მილეტელთან (ძვ.წ. 549-472); ფსევდო-სქილაკსის (ძვ.წ. IV ს.) ცნობების მიხედვით, კორაქსები და კოლები დაახლოებით ბზიფის შესართავის რაიონში არიან საგულვებელი (თ.ყაუხჩიშვილი, 1976, გვ.83). ახალი წელთაღრიცხვის V საუკუნის ანონიმური პერიპლუსის ავტორი კოლების ქვეყანას - კოლიკეს ასახელებს, ერთი მხრივ, ჰენიოხების, კორაქსებისა და, მეორე მხრივ, მელანქლაინების, მაქელონების, კოლხების მეზობლად (თ.ყაუხჩიშვილი, 1976, გვ.105); შდრ., სტეფანე ბიზანტიელი: კოლები - ტომი კავკასიონთან; კავკასიონის ქვედა ფერდებს ეწოდება კოლების მთები, ქვეყანას კი კოლიკე ჰქვია (გეორგიკა, 1936, გვ.281).
ლოგიკურია დავუშვათ, რომ საქართველოს ისტორიული პროვინცია კოლა, ეთნონიმი კოლ-ხ-ი/კოლ-ხ-ა და კოლები/კოლიკე საერთო ფუძისგან წარმომავალი სიტყვები იყოს (შდრ., პ.ინგოროყვა, 1954, გვ.138: კოლხი და კოლაელები სინონიმებია); ასევე, შესაძლებელია, ვივარაუდოთ, რომ ტრაპიზონისა და ბიჭვინთის რეგიონებში ერთსა და იმავე დროს დაფიქსირებული კოლხები და კოლები მონათესავე ტომები არიან. პ.ინგოროყვას აზრით, კოლასგანაა ნაწარმოები კლარჯი: კოლ-არ-ი > კოლარჯი (პ.ინგოროყვა, 1954, გვ.138); მას ახსნილი არა აქვს ჯ-ს წარმომავლობა, მაგრამ დაკავშირება სწორი ჩანს:
შეიძლება დავუშვათ, რომ *კოლარ- და დიალექტური კოლაჯ- (ზანურში ბუნებრივია რ > ჯ პროცესი სიტყვის ბოლოს: ხარი > ხოჯი, ქმარი > ქომონჯი...) ფორმების კონტამინაციით მივიღეთ კოლარაჯ- ფორმა, რომელმაც მოგვცა კლარჯ- ფუძე; ასევე, არაა გამორიცხული, -რ ფონეტიკურ ჩანართად მივიჩნიოთ: კოლარ- > კოლაჯ- > კლაჯ- > კლარჯ- (საკითხი შემდგომ კვლევას ითხოვს).
basa-ttt
Super Crazy Member ++


********
ჯგუფი: Members
წერილები: 26520
წევრი No.: 27414
რეგისტრ.: 25-December 06

გამოგზავნილია: 15 Jan 2012, 12:06  #29211180      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
ხათები - ძვ.წ. XXIII საუკუნიდან ათასი წლის მანძილზე ცენტრალურ ანატოლიაში (კაბადოკიისა და პონტოს ტერიტორიაზე) არსებობდა ძლიერი ხათის სახელმწიფო (სპეციალური ლიტერატურის მიმოხილვისათვის იხ. გრ.გიორგაძე, 2002).
შუმერულისა და ხურიტულის მსგავსად, ხათური ენა ითვლება ერგატიული კონსტრუქციისა და აგლუტინაციური ტიპის ენად; სპეციალისტთა ვარაუდით, იგი ენათესავება თანამედროვე ქართველურ და აფხაზურ-ადიღურ ენებს (ქრ. გირბალი, ი.დუნაევსკაია, ვ. ივანოვი). ლოგიკურია, ვიფიქროთ, რომ ხათური, როგორც ოფიციალური ენა, შეცვალა მოსული ინდოევროპული ეთნოსის ენამ - ხეთურმა, მაგრამ ხათური ტომების ენა-კილოები დარჩა ყოველდღიურ გამოყენებაში და გარკვეული ტრანსფორმაციებით შემოგვენახა ქართველურ და სხვა იბერიულ-კავკასიურ ენებში სიღრმისეული დაფენების სახით.
შენიშვნა: ქართველურისა და ხურიტულის მსგავსად, ქართველურ-ხათური ნათესაური მიმართების კვლევას სერიოზული პერსპექტივა უჩანს (იხ.: არნ. ჩიქობავა, 1948; არნ.ჩიქობავა, 1950; შ.გაბესკირია, 2003; შდრ., გრ.გიორგაძე, 2002, გვ.90)...
http://georgianpage.ge/qartvelebi/links/1.2..htm

გარდა ენობრივი მსგავსების დავამატებდი კიდევ ერთ საინტერესო დეტალს ხათების კულტურიდან:
ესაა ხათურ სამარხში ნაპოვნი შტანდარტები - უფრო სწორედ ქურუმის საფლავში, თუ არ ვცდები ქურუმი ქალი იყო

user posted image
ამ სიმბოლოებს ვხვდებით ამ ქვეყნების კულტურაში + ქართულ კულტურაშიც

user posted image
http://www.kriptoistoria.com/forum/index.p...tst=all&m=12197

http://ancient-anatolia.blogspot.com/2006/...n-anatolia.html
http://ancient-anatolia.blogspot.com/2008/...d-geometry.html

ჰოდა იმის თქმა მინდოდა, რომ აფხაზო ადიღეურ კულტურაში ეს სიმბოლოები არ გვხვდება-
ის გვხვდება დღესაც მხოლოდ ქართულ კულტურაში და არქიტექტურაში

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

ეს კი ქართული დედაბოძია ახალგორის მუზეუმიდან - მე-19 საუკუნის!
user posted image

This post has been edited by basa-ttt on 15 Jan 2012, 13:59
Phobos
შიში ოხერია


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2520
წევრი No.: 6848
რეგისტრ.: 15-October 04

გამოგზავნილია: 17 Jan 2012, 21:03  #29251270      · პროფილი · პირადი მიმოწერა


მეტად საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა და ჩემის აზრით, საინტერესო
იქნება სხვებისთვისაც, რომ მას გაეცნონ.
У Наполеона нашли кавказские корни
Французский ученый сделал сенсационное открытие относительно генетики великого императора
Предки Наполеона Бонапарта были выходцами с Кавказа, полагает французский ученый Жерар Люкотт. К сенсационному открытию генетик пришел после трех лет работы над ДНК французского императора.
В распоряжении Люкотта были пять волосков с головы полководца. Исследовав ДНК императора, ученый определил его галлогруппу - Elblblcl. Известно, что она характерна для населения Ближнего Востока.

После этого к генетику обратился родственник Наполеона - потомок его брата Жерома 60-летний Шарль Наполеон. Он предложил ученому продолжить исследование и использовать также и его ДНК.

"Мы определили гаплогруппу по большему числу маркеров и с гораздо большей точностью: Наполеон не был арабом, он был кавказцем", - заявил в итоге Люкотт. Это величайшее открытие, считают эксперты. "Если оно подтвердится, наш генетик заслуживает Нобелевской премии", - цитируют "Известия" президента Фонда Наполеона Тьерри Ленца.

Однако некоторые ученые скептически отнеслись к результатам исследования Люкотта. Их смущает то, что ученый сделал важное открытие в одиночку. "Во избежание всяких сомнений результаты анализа должны быть проверены в другой лаборатории", - полагает генетик Даниэль Коэн.

Сам Люкотт считает, что власти страны должны разрешить вскрыть могилу императора в парижском Доме инвалидов для более детального исследования. Потомок императора не против.

"Для меня не существует ни предрассудков, ни запретов. Почему бы не положить конец дебатам научными доказательствами? Во имя простого принципа: истины. Я считаю, что не бывает плохих способов для ее выяснения", - говорит Шарль Наполеон.

К тому же, вскрытие тела поможет достоверно установить причину смерти императора. Считается, что это был рак, однако существует версия, что Наполеон был отравлен.
user posted image
http://www.utro.ru/articles/2012/01/16/1022793.shtml




--------------------
''მიწა და ღმერთი–ორივე სისხლს მოითხოვს ერის რჩეულთაგან.
ამაშია ღრმა მისტერია ჩვენი აქ ყოფნისა.''(კ.გამსახურდია)

''როდესაც ორი ერთიდაიგივეს ამბობს, ეს არ არის ერთიდაიგივე''.
(რ.შტაინერი)

''მე შენში მიყვარს ოცნება ჩემი''...(გალაკტიონი)
JHR
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1705
წევრი No.: 137914
რეგისტრ.: 1-November 11

გამოგზავნილია: 17 Jan 2012, 23:25  #29254008      · პროფილი · პირადი მიმოწერა
ქართველთა ეთნოგენეზისათვის [თბილისი, 2001]
ავტორი: ლ. ბითაძე
გამოცემის წელი: 2001

ქართველთა ეთნოგენეზისათვის
JHR
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1705
წევრი No.: 137914
რეგისტრ.: 1-November 11

გამოგზავნილია: 21 Jan 2012, 00:33  #29303685      · პროფილი · პირადი მიმოწერა
როლანდ თოფჩიშვილი – ქართველთა ეთნიკური ისტორია
JHR
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1705
წევრი No.: 137914
რეგისტრ.: 1-November 11

გამოგზავნილია: 31 Jan 2012, 22:37  #29481757      · პროფილი · პირადი მიმოწერა
ბერძნულ-რომაული წყაროების მიხედვით ერთი და იგივე სახელის მქონე
ტომები სხვადასხვა ადგილას ცხოვრობდნენ. მაგალითად. ჰენიოხები ჩრდილო
შავიზღვისპირეთსა და სამხრეთ იბერიაში. მესხები და სვანები სტრაბონის
მიხედვით ჩრდილო შავიზღვისპირეთსა და კოლხეთის სიღრმეებში. ისტორიულ
გალატეაში ეგრიტიკის ტბასთან და ჩრდილო-აღმისავლეთ ანატოლიაში მდ.
ეგრისუსთან მცხოვრები მეგრელები და მაკრისელები. მდ. ეგრისწყალი
აფხაზეთთანაც იყო, ისტორიულ ეგრისთან. შეიძლებოდა გვეფიქრა, რომ
სამხრეთიდან ჩრდილოეთისაკენ გადასახლების დროს ეს ტომები ერთმანეთს
ენაცვლებოდნენ, ხოლო ნაწილი ესახლებოდა შემდგომი ტომის მეზობლად. ყოველ
შემთხვევაში ეტიმოლოგიური ძიება იძლევა ძალზე საინტერესო მასალას.
საზოგადო სახელების „არგონავტების“ „მაკრონებისა“ და „მაკრისელების“ ძვ.
ბერძენ ავტორთა მიერ მოხსენიებული „კერკეტების“ გეორგების, კავკასიაში
მცხოვრებ „გელების“ ტომის, ქართული მხარეების „არგვეთის“, „ეგრისის“,
„გურიის“ „გუგარქის“, „გარდმანის“, „ გარდაბნის“, „ალგეთი“, „გარისის“, სხვა
ქართული და მც. აზიური სამყაროს ეთნონიმებისა და ტოპონიმების ფუძეების
იგივეობა თესალიურ ეთნიკასა და ტოპონიმიკასთან ქმნის საინტერესო იდენტურ
სურათი.
სურათი შემდეგია:
“არგოსი” (I ვარიანტი, პელაზგური ქვეყანა) ------------------- ა -- რგ -- ოსი
“არგოსი” (II ვარიანტი, მედეას დისშვილის ფრიქსეს ვაჟი) -- ა _ რგ -- ოსი
“აკრისია” (არგოსის მეფე) ----------------------------------------- ა _ კრ _ ისია
“არკადია” (პელაზგური მხარე) ------------------------------------ ა _ რკ _ ადია
“არგო” (თესალიური ხომალდი) ------------------------------- ა _ რგ _ ო
“მეგაროსი” (მედეას ვაჟი II ქმარ ეგეოსთან) -------------------- მე _ გარ _ ოსი
“არგონავტი” (არგოს ეკიპაჟი) ------------------------------------- ა _ რგ _ ონავტი
“მაკრონი” (პელაზგური ტომი) ------------------------------------ მა _ კრ _ ონი
“მაკრისი” (თესალიური ქვეყანა) ---------------------------------- მა _ კრ _ ისი
”არგვეთი” (კოლხური მხარე) ------------------------------------- ა _ რგ -- ვ_ეთი
“ეგრისი” (კოლხური მხარე) ----------------------------------- ე _ რგ _ ისი
„კეგრიტიკა“ (მდ.როანასთან მდებარ მხარე დასავლეთ
საქართველოში პლინიუს უფროსის მიხედვით
„ტაციტუსის ცნობები1973 გვ.32) --------------------------------------- კე -- გრ _ იტიკა
„გეორგები“ (კავკასიური ტომი პლინიუს უფროსის
მიხედვით, იქვე. გვ. 37) ------------------------------------------------- გეო _ რგ _ ები
„კერკეტები“ (ჩრდილო შავიზღვისპირა ტომი, სტრაბონი) --- კე _ რკ _ ეტები
„გუგარქ“ (ქვემო ქართლი სომხური წყაროებით) ----------- გუ _ გარ _ ქი
„გურია“ (კოლხური მხარე) ------------------------------------ გურ _ ია „გარდმან“ (ქვ. ქართლის მხარე სომხური წყაროებით) -------- გარ _ დმან
„გარდაბანი“ (ქვ. ქართლის მხარე) -------------------------------- გარ _ დაბან
„გელები“ (კავკასიური ტომი პტოლემეოსის მიხედვით) --------- გელ _ ი
„ალგეთი“ (ქვემო ქართლის მხარე) --------------------------------- ა _ ლგ _ ეთი
“გარისი” (ქვემო ქართლის მხარე) --------------------------------- გარ _ ისი
„ქართლი“ (ქვეყანა) --------------------------------------------------- ქარ _ თლი
„გორდა“ (სოფელი) -------------------------------------------------- გორ _ და
“კოლხი“ (ტომი) ----------------------------------------------------- კოლ _ ხი
butkuj
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6491
წევრი No.: 126469
რეგისტრ.: 25-January 11

გამოგზავნილია: 19 Feb 2012, 21:07  #29802522      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
Jihra

QUOTE
ტრაგიკული რა არის იცი, შენ ცდილობ ჯიუტად არგუმენტების გარეშე დაამტკიცო, რომ ქართველებამდე სხვა ტომები ცხოვრობდნენ აღმოსავლეთ საქართველოში ...


არგუმენტები ხომ მოგიყვანე smile.gif

აღმოსავლეთი და დასავლეთი საქართველო ერთდროულად შეუძლებელია რომ ქართველების სამშობლო ყოფილიყოს , რადგან მათ ყოფს ლიხის ქედი . ამიტომ , ან იბერიაა სამშობლო , ან კოლხეთი . იქიდან გამომდინარე , რომ სვანური ენა წარმოიქმნა პროტო-ქართველების ნაწილის ბარიდან მთაში დასახლების შემდეგ , და ეს მოხდა ლინგვისტური ანალიზიდან გამომდინარე , ძვ. წლ. 1000-1500 წწ. აბეშლას და ქაშქების აფხაზობა გამორიცხულია , რადგან თუ სვანური გამოეყო საერთო-ქართველური ენიდან მოხსენებულ პერიოდში , ეს ნიშნავს რომ ქართველები უკვე მინიმუმ რამდენიმე ასეული წელი მანამდე ცხოვრობდნენ კოლხეთში.
ეხლა შევადაროთ ლიხის ქედი და ენგურის ხეობა .
იმისათვის , რომ გადალახო ლიხის ქედი სტრაბონის და ლამბერტის დროსაც სჭირდებოდა 3 დღე , ხოლო ს. ჯვარიდან ს. ხაიშამდე ადამიანს დასჭირდება რამოდენიმე საათი ფეხით სვლა . მაშ სვანური გაცილებით უფრო ახლოს უნდა ყოფილიყო მეგრულთან , ვიდრე მეგრული ქართულთან , იმ შემთხვევაში თუ ქართული ენა ძველითგან გავრცელებული იყოს ქართლში . ეს აქსიომაა !


--------------------


ლექს ნინას ვაგნასქილიდუანც
ღორონთს ლექს ვა უჭარუ - ზიტყვა თქუ
იბჩიათ მარგალურო

basa-ttt
Super Crazy Member ++


********
ჯგუფი: Members
წერილები: 26520
წევრი No.: 27414
რეგისტრ.: 25-December 06

გამოგზავნილია: 19 Feb 2012, 21:27  #29802840      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
QUOTE
აღმოსავლეთი და დასავლეთი საქართველო ერთდროულად შეუძლებელია რომ ქართველების სამშობლო ყოფილიყოს , რადგან მათ ყოფს ლიხის ქედი . ამიტომ , ან იბერიაა სამშობლო , ან კოლხეთი

კი შეუძლებელია რავა არა...
ქედს ვერ გადმოივლიდნენ ქართველები...
gigi.gif

ეს აქსიომაა !
lol.gif

QUOTE
მაშ სვანური გაცილებით უფრო ახლოს უნდა ყოფილიყო მეგრულთან , ვიდრე მეგრული ქართულთან , იმ შემთხვევაში თუ ქართული ენა ძველითგან გავრცელებული იყოს ქართლში

ქართული ენა რას ნიშნავს?
gigi.gif

This post has been edited by basa-ttt on 19 Feb 2012, 21:43
3 წევრი ათვალიერებს ამ თემას (2 სტუმარი და 1 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (119) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: კავკასუს ონლაინი
[ Script Execution time: 0.0538 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]