forum.ge
reklama
FORUM.GE ... წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (3) [1] 2 3   ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> ხოვლე, ისტორიული სოფელი
ხუციშვილი
პალის ქუჩელი ბიჭი


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3639
წევრი No.: 131765
რეგისტრ.: 27-May 11

  გამოგზავნილია: 26 Apr 2012, 20:10  #30885913      · პროფილი · პირადი მიმოწერა
ძალიან საინტერესო სოფელია, ამ ბოლო დროს უფრო ქატუალური გახდა, ხშირად პოულობენ ძველისძველ ნივთებს, ჩემი სოფელია და მეთითონ ვიცი უძველესი ნაგებობები აი როგორიცაა კოშკი რომელიც ჩემ უბანში დგას smile.gif) user posted image
შიდა ქართლში, კასპის რაიონის სოფელ ხოვლეს სასაფლაოზე დგას კოშკი, რომელიც გვიანდელი ფეოდალური ხანით თარიღდება. გეგმით კავდრატულია. კოშკი (7,3 X 7,3 მ) ხუთსართულიანია. ნაგებია რიყის ქვითა და ქვიშაქვით. დაზიანებულია: ჩაქცეულია სართულშუა გადახურვა, ჩამონგრეულია ზედა სართულის კედლები, პირველი სართული მიწით და ქვებით არის ამოვსებული. კოშკში შესასვლელი მეორე სართულის სამხრეთ კედელშია გაჭრილი. ამავე სართულზე აღმოსავლეთ კედელში ბუხარი და ორი სათოფურია, ჩრდილოეთ კედელში - ორი სათოფური. დასავლეთ კედელი ყრუა. მესამე სართულზე, სამხრეთ და დასავლეთ კედლებში - ორ-ორი სათოფურია, აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ კედლებში - თითო. მეოთხე სართულზე ოთხივე კედელში თითო სათოფურია, მეხუთეზე - ორ-ორი. სართულშუა გადახურვა ხის კოჭებს ეყრდნობა.

კოშკი-სამრეკლო დგას ჯავახიშვილების უბანში. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით. კოშკზე სამრეკლო დაუშენებიათ მოგვიანებით. კოშკი ცილინდრულია (დიამეტრი 5,6 მ), სამსართულიანი, ნაგებია რიყისა და ნატეხი ქვით. კოშკში შესასვლელი მეორე სართულზეა. პირველი სართული ყრუა, მის კედლებში ორი სწორკუთხა ნიშია. მეორე სართულზე ერთი წრიული ნიში და ექვსი სათოფურია, მესამეზე - ოთხი სწორკუთხა ნიში და ექვსი სათოფური. ყველა სათოფური სწორკუთხაა, გადახურულია არქიტრავით. აგურისა და რიყის ქვის შერეული წყობით ამოყვანილი სამრეკლოს თაღები საკმაოდ მასიურ რვა სვეტს ეყრდნობა და გადახურულია ხის კონსტრუქციებზე მოწყობილი თუნუქის პირამიდული სახურავით.


ეხლა ერთკვირიანი გათხრები მიმდინარეობს და შემდეგი წლიდან მთელი სოფლის გამოკლვლევას აპირებენო, დარწმუნებული ვარ რომ ბევრ საინტერესო რამეს აღმოაჩენენ, ამბობენ შეიძლება ისტორია შეცვალოსო და რავი.

სოფელი ხოვლე მდებარეობს შიდა ქართლში, კასპის რაიონში, მდინარე ხევხმელას (მტკვრის მარჯვენა შენაკადი) ნაპირზე. კასპიდან 26 კილომეტრის მანძილზე.
ისიდორიანთ ეკლესია მდებარეობს მდინარე ხევხმელას დასავლეთით, სოფლის სასაფლაოზე, თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით. ეკლესია დარბაზულია (13,4 X 7 მ), ნაგებია ნატეხი ქვით, გამოყენებულია რიყის ქვა და ქვიშაქვაც. შენობა დაზიანებულია: დანგრეულია ზედა ნაწილები და სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილი. შესასვლელი დასავლეთიდანაა. ნახევარწრიულ აფსიდში სარკმლის კვალი არ შეიმჩნევა. აფსიდის ჩრდილოეთ მხარეს ნიშია, მარჯვნივ - მცირე ზომის სათავსი. გრძივი კედლები და შეისრული კამარა წყვილი პილასტრით და შეისრული საბჯენი თაღითაა დანაწევრებული. ინტერიერში შეიმჩნევა მოხატულობის ფრაგმენტები. აღმოსავლეთ ფასადზე შემორჩენილია ქვიშაქვის რამდენიმე საპირე ქვა.
კვართის წმ. გიორგის ეკლესია დგას მდინარე ხევხმელას დასავლეთით, სოფლის სასაფლაოზე, თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით. ეკლესია დარბაზულია (6,5 X 4,7 მ), ნაგებია ნატეხი ქვით. შენობა დაზიანებულია: ჩანგრეულია კამარა და კონქი, კრამიტი ჩრდილოეთ ქანობზე მთლიანად აყრილია, ხოლო სამხრეთ ქანობზე მცირე ფრაგმენტებია შემორჩენილი. ჩამოცვენილია ლავგარდნის ქვები ოთხივე მხარეს, დასავლეთ და ჩრდილოეთ კედლებზე გარედან მიწაა მიყრილი. ეკლესიას შიგნიდან თაღოვანი და გარედან არქიტრავული ორი შესასვლელი აქვს - ერთი სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილში, მეორე - დასავლეთ კედელში (ამოშენებულია). ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე თაღოვანი სარკმელია, მის ორივე გვერდზე - სწორკუთხა ნიში. ასეთივე სარკმელია სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლების აღმოსავლეთ ნაწილში. დარბაზის დასავლეთ კედელში სარკმლის თაღი ებჯინება კამაროვან გადახურვას. გრძივ კედლებზე წყვილი პილასტრია.
წითელი საყდარი დგას სოფლიდან ორ კილომეტრზე, მდინარე ხევხმელას მარჯვენა ნაპირზე. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით. ეკლესია დარბაზულია. იგი გარედან წითელი თლილი ქვით ყოფილა მოპირკეთებული (აქედან მომდინარეობს სახელწოდება). შენობა დაზიანებულია: მონგრეულია ზედა ნაწილები, მთლიანად დანგრეულია ეგვტერი, კარიბჭის კედლები ერთი მეტრის სიმაღლეზეა შემორჩენილი, საპირე ქვები ამოცვენილია. შესასვლელი ორი იყო - დასავლეთით და სამხრეთით.
ეკლესიას სამხრეთიდან ეგვტერი, დასავლეთიდან კი კარიბჭე ჰქონია მიშენებული. სამივე ნაწილი გარედან სწორკუთხა გეგმაში იყო ჩასმული. ფასადები უხვად ყოფილა მოჩუქურთმებული.
წმ. გიორგის საყდარი დგას სოფლიდან 5 კილომეტრზე, მდინარე ხევხმელას მარჯვენა ნაპირზე. თარიღდება VI-VII საუკუნეებით. ეკლესია დარბაზულია (7,8 X 7,7 მ), ნაგებია თლილი მოწითალო, ხორბლისფერი ქვით. სამხრეთიდან მიშენებული აქვს დაბალი ეგვტერი. ეკლესია დაზიანებულია: არა აქვს სახურავი და ლავგარდანი, ჩანგრეულია ეგვტერის კამარისა და სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილი. ეკლესიაში შესასვლელი ეგვტერიდანაა. მეორე შესასვლელი ეკლესიის დასავლეთ კედელშია. ორივე შესასვლელი განიერია, გარედან არქიტრავული, შიგნიდან თაღოვანი. როგორც ეკლესიის, ისე ეგვტერის აფსიდები ნალისებრია, ასეთივე ფორმა აქვს კონქების თაღებსაც. ორივე სათავსის საკურთხეველში თითო განიერი სარკმელია. დარბაზი გადახურულია ცილინდრული კამარით.
ეკლესიაში დაცულია სამმალიანი კანკელი, რომელიც ორი, სხვადასხვა ხანის, ფრაგმენტისაგან შედგება. კანკელი პირველად XI-XII საუკუნეებში დაუდგამთ. მისგან შემორჩა მხოლოდ ექვსი პროფილირებული სვეტი და გაშლილი ფოთლების რელიეფით მორთული კაპიტელი, რომელიც მოგვიანებით, შეკეთების დროს ეგვტერის კონქის კონსოლად გამოუყენებიათ. მეორე კანკელი თაბაშირით აღუდგენიათ XIV საუკუნეში. მარყუჟებით შეკრული ფესტონებიანი თაბაშირის თაღები გაუკეთებიათ და შიგ დაუდგამთ თაბაშირისვე ფილები, რომლებზეც ამოჭრილია გეომეტრიული წნულის მედალიონები და ჩარჩო. როგორც ჩანს, ეს კანკელიც დანგრეულა და მისი ხელმეორედ აწყობის დროს ზოგი ნაწილი თავის ადგილას არ ჩაუსვამთ.
ეკლესიის დასავლეთ კედელზე და აფსიდში შემორჩენილია მოხატულობის დაზიანებული ფრაგმენტები. სტილისტური ნიშნებით მოხატულობა XII საუკუნეს უნდა ეკუთვნოდეს.
ფასადების დეკორიდან შემორჩენილია აღმოსავლეთ სარკმლის თავსართის ფრაგმენტი. ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ ფასადებზე, გვიანდელი შეკეთების დროს, რუხი ფერის დაუმუშავებელი ხის ფილები ჩაუსვამთ.
წმ. თევდორეს ეკლესია დგას სოფლის დასავლეთით 300-400 მეტრზე, სასაფლაოზე. მოსახლეობა მას კვირიკწმინდასაც უწოდებს. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით. ეკლესია დარბაზულია (8,7 X 4,8 მ), ნაგებია ნატეხი ქვით, გამოყენებულია ქვიშაქვა და აგურიც. შენობა დაზიანებულია: დაახლოებით ერთი მეტრის სიმაღლეზე ამოვსებულია მიწით. შესასვლელი სამხრეთიდანაა, კარი გარედან არქიტრვულია, შიგნიდან - თაღოვანი. არქიტრავი ქვიშაქვისაა, თაღი მწვანე ფერის ტუფის თლილი კვადრებითაა ნაწყობი. ეკლესიას სამხრეთიდან მიშენებული ჰქონია კარიბჭე, რომლის მხოლოდ დასავლეთ კედლის ნაწილია შემორჩენილი.


--------------------
"თუკი გჯერათ იმის, რომ ადამიანი იმახსოვრებს ყველაფერს, რასაც იზუთხავს და სწავლობს, უნდა გჯეროდეთ იმისიც, რომ ის საკუთარ სხეულში იტევს ყველაფერს, რასაც ცხოვრების განმავლობაში მიირთმევს"

Power is power!

ტრაკის სუნია, გაანიავეთ!!! :მად:
Etrange
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1290
წევრი No.: 128273
რეგისტრ.: 4-March 11

გამოგზავნილია: 26 Apr 2012, 21:49  #30887418      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
საინტერესოა. საერთოდ კასპი ხო ერთ-ერთ უძველეს დასახლებულ ადგილად ითვლება საქართველოს ტერიტორიაზე.


--------------------
"All that the nation had and enjoyed
All that in dreams of
All that it longed for and never had
It keys in folklore"
,Katie
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1371
წევრი No.: 146845
რეგისტრ.: 15-April 12

გამოგზავნილია: 26 Apr 2012, 22:21  #30887955      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი
ივ.ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმიც არისმგონი ხოვლეში.



--------------------
შეხედეთ,რა სირცხვილია,
ტანსაცმლის შიგნით ის სრულიად შიშველია!
qanchi
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 207
წევრი No.: 143512
რეგისტრ.: 23-February 12

გამოგზავნილია: 26 Apr 2012, 23:35  #30889361      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
QUOTE
კასპი ხო ერთ-ერთ უძველეს დასახლებულ ადგილად ითვლება საქართველოს ტერიტორიაზე.

მართალია ციხია გორის ნაქალაქარი უძველესია ანტიკურ ქალაქებს შორის აღმ. საქართველოში
ხუციშვილი
პალის ქუჩელი ბიჭი


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3639
წევრი No.: 131765
რეგისტრ.: 27-May 11

გამოგზავნილია: 27 Apr 2012, 16:07  #30897932      · პროფილი · პირადი მიმოწერა
,Katie
ხო, ივანე ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმიც ხოვლეშია smile.gif

kato_stropa
კატუშა


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8826
წევრი No.: 117434
რეგისტრ.: 21-June 10

გამოგზავნილია: 27 Apr 2012, 16:15  #30898092      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
კარგი უქნიათ თუ განაახლეს გათხრები.მე რომ ვიყავი 2009ში,შეჩერებული და მიტოვებული იყო
ყველაგან იყო მიმოფანტული თავისქალები და ძვლები
user posted image
user posted image

1xucishvili1
ეგ კოშკი არ მახსოვს,სად დგას?


--------------------
სამი წელიწადია სიცარიელეში ვარ ბატონო ვაჟა.

А я стихи тебе писала, А ты меня не замечал,Теперь гори в аду скотина, И даже рифмы тут не будет
ხუციშვილი
პალის ქუჩელი ბიჭი


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3639
წევრი No.: 131765
რეგისტრ.: 27-May 11

გამოგზავნილია: 27 Apr 2012, 18:30  #30900114      · პროფილი · პირადი მიმოწერა
kato_stropa
ეგ კოშკი, ერთ-ერთ უბანში დგას, შენ არ გეცოდინება biggrin.gif სოფლის ბოლოშია smile.gif

ქვახიდა <3 რამდენჯერ ვარ გადასული მაგ ხიდზეეეე, კიდე სასაფლაოზე დგას დიდი კოშკი, უზარმაზარი, ბევრი ლეგენდაა მაგაზე დაწერილი
Future>
__________


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7312
წევრი No.: 89498
რეგისტრ.: 21-April 09

გამოგზავნილია: 28 Apr 2012, 22:18  #30918147      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ვებგვერდი
რამოდენიმე წლის წინ მეგონა მარტო მე ვიცოდი ეს სოფელი givi.gif
20 წელიდან არცერთი გამიმაზავს მგონი ზაფხულში facepalm.gif


მოკლედ რა მაინტერესებს, შეიძლება მითხრათ რა ადგილას ტარდება გათხრები?
რუკის საშუალებით



--------------------
þú ert einn ♥

We might be dead by tomorrow
ხუციშვილი
პალის ქუჩელი ბიჭი


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3639
წევრი No.: 131765
რეგისტრ.: 27-May 11

გამოგზავნილია: 28 Apr 2012, 22:54  #30918914      · პროფილი · პირადი მიმოწერა
Future>
აჰაამ, ყოველ ზაფხულს ჩავიდვარ, მითუმეტეს ჩემი მეზობელი ყოფილხარ biggrin.gif

ახლაც ვიყავი.

აი ეგ ზუსტად არც მე ვიცი, ხოვლეგორაზეო, აი იცი საით? ანძა რო დგას დიდი, კვართის მარცხნივ
kato_stropa
კატუშა


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8826
წევრი No.: 117434
რეგისტრ.: 21-June 10

გამოგზავნილია: 28 Apr 2012, 23:13  #30919307      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
მე ვიყავი დაპატიჟებული აღდგომების მერე რომ დღეობაა,სახელი რა ჰქვია,დამავიწყდა,ხოდა ვეღარ წავედი.
ისე,მომწონს ეგ სოფელი.ადგილობრივებს რომ ვესაუბრე,მანდ ბევრი სიანტერესო გადასასვლელები ყოფილა.გამოქვაბულებსაც ახსენებდნენ.
შენ გეცოდინება 1xucishvili1 ხოვლედან დრისის ციხესთან ბილიკები მიდის რამე? რუკაზე გზა არ ჩანს ყოველშემთხვევაში


Future>
__________


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7312
წევრი No.: 89498
რეგისტრ.: 21-April 09

გამოგზავნილია: 29 Apr 2012, 01:24  #30921932      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ვებგვერდი
1xucishvili1
QUOTE
აი ეგ ზუსტად არც მე ვიცი, ხოვლეგორაზეო, აი იცი საით? ანძა რო დგას დიდი, კვართის მარცხნივ

კვართა biggrin.gif
როგორ არ ვიცი , თან ხუციშვილი ყოფილხარ givi.gif

ვახო ან ნოშრევანი ხომ არ გქვია, ბარემ ნათესავიც იქნები givi.gif

ხუციშვილებს ვიცნობ თU ვიცნობ givi.gif
ანუ ძალიან ახლოს ყოფილხარ, მაგ ხოვლეგორაზე ველიკის გზებს ვიყვანდიდ დასაშვებათ biggrin.gif

QUOTE
ჩემი მეზობელი ყოფილხარ biggrin.gif

შენ რა იცი? spy.gif

This post has been edited by Future> on 29 Apr 2012, 01:30
ხუციშვილი
პალის ქუჩელი ბიჭი


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3639
წევრი No.: 131765
რეგისტრ.: 27-May 11

გამოგზავნილია: 29 Apr 2012, 09:45  #30923813      · პროფილი · პირადი მიმოწერა
Future>

ვახისი და ნოშიკოს ბიძაშვილი ვარ smile.gif)

QUOTE
შენ რა იცი? 


მარგუშასთან ახლოს ვცხოვრობო შენ არ მითხარი კასპის თემაში? biggrin.gif

kato_stropa
კვართობა ქვია მაგ დღეობას
QUOTE
ხოვლედან დრისის ციხესთან ბილიკები მიდის რამე? რუკაზე გზა არ ჩანს ყოველშემთხვევაში

არ ვიცი sad.gif
Future>
__________


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7312
წევრი No.: 89498
რეგისტრ.: 21-April 09

გამოგზავნილია: 29 Apr 2012, 13:15  #30925763      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ვებგვერდი
1xucishvili1
QUOTE

მარგუშასთან ახლოს ვცხოვრობო შენ არ მითხარი კასპის თემაში? biggrin.gif

ხო givi.gif

QUOTE
ვახისი და ნოშიკოს ბიძაშვილი ვარ

ნათესავები ვყოფილვართ )
ისე არ გიცნობ? biggrin.gif

QUOTE
შენ არ მითხარი კასპის თემაში?

სკლეროზ sad.gif

This post has been edited by Future> on 29 Apr 2012, 13:15
ხუციშვილი
პალის ქუჩელი ბიჭი


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3639
წევრი No.: 131765
რეგისტრ.: 27-May 11

გამოგზავნილია: 29 Apr 2012, 13:17  #30925795      · პროფილი · პირადი მიმოწერა
Future>
შენ ლაშაც გეცოდინება, ვახოსთან არის ხოლმე ხშირად biggrin.gif
აი ქერა როა, დაც რო ყავს, ეგეც ველოსაპედით დადის ხოლმე

ვახოს გვერდით სახლში ვცხოვრობ მე biggrin.gif
Future>
__________


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7312
წევრი No.: 89498
რეგისტრ.: 21-April 09

გამოგზავნილია: 29 Apr 2012, 13:26  #30925928      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ვებგვერდი
1xucishvili1
QUOTE
შენ ლაშაც გეცოდინება, ვახოსთან არის ხოლმე ხშირად biggrin.gif
აი ქერა როა, დაც რო ყავს, ეგეც ველოსაპედით დადის ხოლმე

ვახოს გვერდით სახლში ვცხოვრობ მე biggrin.gif

კეეეჰ, ლაშას როგორ არ ვიცნობ, ერთხელ მე და ეგ წავედით ველიკებით მეტეხამდე
მოვკალი ბავშვი . ხოვლემდე აღმართზე ხელით ატარა უკანა გზაზე givi.gif

წელს თუ ჩავალ ველოდები რამე სერიოზული ველიკით დამხვდეს, დავარიგე წინაზე givi.gif

QUOTE
ვახოს გვერდით სახლში ვცხოვრობ მე biggrin.gif

აქეთ ლაშა და იქით შენ , გვერდებს უმშვენებთ biggrin.gif
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (3) [1] 2 3  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: კავკასუს ონლაინი
[ Script Execution time: 0.0424 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]