forum.ge
reklama
FORUM.GE ... წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
reklama

Pages: (26) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> ***FAQ: აქსისი / Axis, სამშენებლო კომპანია
miqstura
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 485
წევრი No.: 43676
რეგისტრ.: 10-October 07

  გამოგზავნილია: 5 Mar 2008, 01:42  #8724261      · პროფილი · პირადი მიმოწერა
ხალხო, ეს აქსისი რას შვრება ხომ არ იცით? 2008 წლის ივნისს უწერიათ მაგალითად, პალას-2-ის ჩაბარება, (www.axis.ge), მაგრამ რომ ნახოთ მშენებლობა, მაგას უახლოეს მომავალში დამთავრების არაფერი ეტყობა. არც სხვა მშენებლობებია კარგ მდგომარეობაში. გაკოტრდნენ და ხალხის გადადგებას აპირებენ, თუ იცით?

This post has been edited by Sweet Baby Girl on 11 Nov 2008, 16:06
TimeRider
✰✰✰✰✰✰✰


********
ჯგუფი: Members
წერილები: 30013
წევრი No.: 2464
რეგისტრ.: 13-July 03

გამოგზავნილია: 5 Mar 2008, 10:19  #8725650      · პროფილი · პირადი მიმოწერა
miqstura
რატო გაკოტრდნენ, მშენებლობა მიმდინარეობს smile.gif საიტზე მასე უწერიათ კი, მარა რეალურად ეგ მემგონი პირველ ბლოკს ეხება, პალას ორის ზოგი ბლოკი ნოემბერში მთავრდება წესით მარა ისიც წერის რო 3 თვე დაგვიანება შეუძლიათ, ნუ იქაც კიდე 1-2 მიამატე ქართულ პონტში და ეგეც შენი 2009-ის გაზაფხული biggrin.gif


--------------------
A question that sometimes drives me hazy,
am I or are the others crazy?!!!!!!!
Kakha
მამა პროგრამისტი


********
ჯგუფი: Honorary Member
წერილები: 49750
წევრი No.: 1639
რეგისტრ.: 22-January 03

გამოგზავნილია: 5 Mar 2008, 10:28  #8725709      · პროფილი · პირადი მიმოწერა · msn
საერთოდ კრიზისი უფრო საბანკო სექტორშია ვიდრე სამშენებლოში, სამშენებლო ბიზნესი უბრალოდ ჩამოკიდულია საბანკოზე, მალე ალბათ მრავალი სკანდალის მომსწრე გავხდებით და არა მარტო საქართველოში boli.gif


--------------------
არ გაბედო სიკვდილი სანამ ცოცხალი ხარ!

ყველაზე მაგარი ტროლი ღმერთია.

PM-ებით არავის ვეხმარები, არ გეწყინოთ მარა თქვენ ბევრი ხართ და მე ერთი და პენსიაზე არ გავსულვარ ჯერ.

SELECT * FROM Posts WHERE UserID NOT IN (SELECT UserID FROM Users WHERE isintriguant+isstupid+isboor+iskadji<>0)
Ctrl_A_Delete
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 71
წევრი No.: 54491
რეგისტრ.: 27-February 08

გამოგზავნილია: 18 Mar 2008, 12:03  #8872906      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
იმედია ხარისხიანად გააკთებენ და მოსწრების მიზნით არ მიაფუჩეჩებენ რაც არც თუ იშვიათობაა დღესდღეისობით სამწუხაროდ baby.gif

boli.gif
zvi
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5096
წევრი No.: 1354
რეგისტრ.: 23-October 02

გამოგზავნილია: 20 Mar 2008, 15:59  #8899922      · პროფილი · პირადი მიმოწერა
გააკეთებენ გააკეთებენ, ჩაბარება არ ნიშნავს, რომ ხალხი დაიცწებს ეგრევე ცხოვრებას, ჩაბარების მერე კიდე ერთ წელიწადს იტოვებენ, რო კეთილმოწყობა დაამთავრონ (ცხელი წყალი, ლიფტები, დაცვა, გამწვანება,), ჩემი სახლი აშენებულია, ბინაშიც რემონტი მიდის, და 2007-ის მაისში მეწერა ჩაბარება, მაგრამ ეხლა რომ ვუყურებ, აგვისტოში თუ შევსახლდი, კარგი იქნება
THE GODFATHER
thinkin hard


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2149
წევრი No.: 14535
რეგისტრ.: 14-November 05

გამოგზავნილია: 20 Mar 2008, 16:23  #8900223      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ვებგვერდი
miqstura
ჩემი ბლოკი 2009 წლის ივნისის ბოლოს მთავრდება მაგალითად, სხვადასხვა ბლოკი სხვადასხვა დროს მთავრდება .


--------------------
http://www.facebook.com/pages/AXIS-FANCLUB/183511865765?ref=ts
Luka
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 13336
წევრი No.: 158
რეგისტრ.: 24-June 01

გამოგზავნილია: 20 Mar 2008, 17:11  #8900964      · პროფილი · პირადი მიმოწერა
იგვიანებენ გრუზინულად რა, ალბათ გაზაფხულზე ჩააბარებენ.

Kakha
QUOTE
საერთოდ კრიზისი უფრო საბანკო სექტორშია ვიდრე სამშენებლოში, სამშენებლო ბიზნესი უბრალოდ ჩამოკიდულია საბანკოზე, მალე ალბათ მრავალი სკანდალის მომსწრე გავხდებით და არა მარტო საქართველოში boli.gif

გინდა თქვა "ამერიკა 2" მოხდება?
Kakha
მამა პროგრამისტი


********
ჯგუფი: Honorary Member
წერილები: 49750
წევრი No.: 1639
რეგისტრ.: 22-January 03

გამოგზავნილია: 20 Mar 2008, 22:51  #8904723      · პროფილი · პირადი მიმოწერა · msn
Luka
რაც გინდა ის დაარქვი მარა ფაქტია რომ ბევრი ბანკი შეხარბდა ამერიკულ ბანკების კრედიტებს და ეხლა მოდის ”გადახდის” დრო.
Lenovo
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 40
წევრი No.: 56980
რეგისტრ.: 28-March 08

გამოგზავნილია: 28 Mar 2008, 16:50  #8997299      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
QUOTE (Kakha @ 5 Mar 2008, 10:28 )
საერთოდ კრიზისი უფრო საბანკო სექტორშია ვიდრე სამშენებლოში, სამშენებლო ბიზნესი უბრალოდ ჩამოკიდულია საბანკოზე, მალე ალბათ მრავალი სკანდალის მომსწრე გავხდებით და არა მარტო საქართველოში boli.gif

საიდან მოიტანეთ რომ საბანკოშია კრიზისი და არა სამშენებლოში?

საქართველოში არც ერტი სექტორი არაა ისეთი გამჭირვალე როგორც საბანკო და თუ ბანკების ფინანსურ მაჩვენებლებს დააკვირდებით (რაც იგივე სამშენებლო სექტორისაგან განსხვავებით ყველასათვის ხელმისაწვდომია) ნახავთ, რომბანკები დინამიურად ვითარდებიან და ყოველწლიურად იუმჯობესებენ მაჩვენებლებს. სამწუხაროდ იგივეს თქმა ნამდვილად არ შეიძლება სამშენელო სექტორზე სადაც კაცმა არ იცის (მათ შორის არც ბანკებმა რომლებიც სესხებს იძლევიან) ვის რა ვალდებულებები აქვს და რა ფინანსური მდგომარეობა.

გარდა ამისა რამოდენიმე სამწუხარო ფაქტს გეტყვით მათ ვინც ბინა იყიდეთ რამოდენიმე წლის წინ და ჯერ კიდევ დამთავრებას ელოდებით:

1. მშენებლობის ხარჯების ყოველწლიური ინფლაცია დაახლოებით 20-30%-ია

2. დეველოპერული თუ სამშენებლო კომპანიების უმეტესობა მშენებლობის 80%-ს წინასწარი გაყიდვებით აფინანსებს

3. კონკურენციისა და სამომხმარებლო იპოთეკური სესხების ბაზრის შედარებით განუვითარებლობის გამო კომპანიების იძულებულები არიან საკუთარი განვადებით გაყიდონ ბინები, რის გამოც თანხა თანდათან შემოდით და ხარჯების დასაფარად ხშირად ბინების 50-60%-ს მშენებლობის დაწყებამდე 6-12 თვით ადრე ჰყიდიან.


თითქოს არაფერი, მაგრამ კომპანიები რომლებიც თავიდან ძალიან ბევრი გაყიდეს მშენებლობის გაჩერების რისკის ქვეშ დგანან და აი რატომ: როდესაც თავიდან ბევრი გაყიდე (40%-50%) და ხარჯების ზრდა გათვალისწინებული არ გქონდა (ორი წლის წინანდელ ფასებს თუ გადავხედავთ არ ჰქონდათ) მშენებლობის ფასების გაძვირებისას უკვე აღარ შეგიძლია გაძვირებით გამოწვეული დეფიციტი გასაყიდი პროდუქციის ფასის ზრდით დააკომპენსირო.


ბანკები ამ პრობლემისაგან ძალიან შორს არიან. ასე რომ ბანკებზე ტყუილად გაქვთ ასეთი წარმოდგენა ნეტა ყველა სექტორი ეგრე განვითარებული და სტაბილური იყოს.


Spill
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 68
წევრი No.: 14976
რეგისტრ.: 29-November 05

გამოგზავნილია: 28 Mar 2008, 16:57  #8997409      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
Lenovo
QUOTE
საქართველოში არც ერტი სექტორი არაა ისეთი გამჭირვალე როგორც საბანკო და თუ ბანკების ფინანსურ მაჩვენებლებს დააკვირდებით (რაც იგივე სამშენებლო სექტორისაგან განსხვავებით ყველასათვის ხელმისაწვდომია) ნახავთ, რომბანკები დინამიურად ვითარდებიან და ყოველწლიურად იუმჯობესებენ მაჩვენებლებს. სამწუხაროდ იგივეს თქმა ნამდვილად არ შეიძლება სამშენელო სექტორზე სადაც კაცმა არ იცის (მათ შორის არც ბანკებმა რომლებიც სესხებს იძლევიან) ვის რა ვალდებულებები აქვს და რა ფინანსური მდგომარეობა.


გეთანხმები აბსოლიტურად. დღეს საქართველოს საბანკო სექტორი საკმაოდ განვითარებული. ჩემი აზრით ბევრ ჩვენ მეზობელ ქვეყნებს გავუსწართ ამ სფეროში. სისულელეა საბანკო კრიზისზე საუბარი ეხლა.

და ამ თემას "აქსისი" რატო ქვია???
Lenovo
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 40
წევრი No.: 56980
რეგისტრ.: 28-March 08

გამოგზავნილია: 28 Mar 2008, 17:11  #8997587      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
QUOTE (Luka @ 20 Mar 2008, 17:11 )
იგვიანებენ გრუზინულად რა, ალბათ გაზაფხულზე ჩააბარებენ.

Kakha
QUOTE
საერთოდ კრიზისი უფრო საბანკო სექტორშია ვიდრე სამშენებლოში, სამშენებლო ბიზნესი უბრალოდ ჩამოკიდულია საბანკოზე, მალე ალბათ მრავალი სკანდალის მომსწრე გავხდებით და არა მარტო საქართველოში boli.gif

გინდა თქვა "ამერიკა 2" მოხდება?

ამერიკა 2 ჩვენ არ გვემუქრება უახლოესი 10 წლის მანძილზე მაინც.

ამერიკაში დიდი ოდენობით სამომხმარებლო იპოთეკური სესხების ერთბაშად გაფუჭებამ გამოიწვია კრიზისი რაც ჩვენთან ჯერ მოსალოდნელი არაა ვინაიდან სამომხმარებლო იპოთეკური სესხების გაცემა სულ რამოდენიმე წელიწადია რაც დაიწყო და თან ბანკები ისეთი სიფრთხილით გასცემდნენ ამ სესხებს საწყის ეტაპზე (და დღესაც ასე აგრძელებენ), რომ ამ პორტფელების გაფუჭებას საფრთხე არ ემუქრება.

რაც შეეხება ამერიკას ვეცდები აგიხსნათ იქ რა მოხდა:

20-30 წლის წინ ძალიან ბევრი 20 და 30 წლიანი კრედიტი გაიცა. კრედიტის პირობით მომხმარებელს სესხის ძირი სესხის ვადის გასვლის შემდეგ ანუ 20-30 წლის მერე უნდა დაეფარა, ამნამდე კი მხოლოდ პროცენტები ეხადა.
ამას ისიც დაემატა, რომ ბანკები ბაზრის წილს გამოეკიდნენ და ბევრი კრედიტი ისეთ ტიპზე გასცეს ვისზეც არ უნდა მიეცათ. მოვიდა სესხის ძირების დაბრუნების დრო და კლიენტების დიდმა ნაწილმა ძირი ვერ დააბრუნა.

ბანკებმა რაღა თქმა უნდა უზრუნველყოფა გამოიყენეს, ანუ სახლები დაიბრუნეს, თუმცა ბანკს სახლი რად უნდა? ხოდა გამოიტენეს ეს სახლები ბაზარზე გასაყიდად. თან ამასობაში ამერიკაში უძრავი ქონების ბუმია ბაზარი გადატვირთულია და ერთბაშად კიდევ დიდი რაოდენობით ბინები გამოდის გასაყიდად. ანუ ბაზარზე დაახლოებით ისეთი სიტუაცია წარმოიშვა როგორც ჭავჭავაძის გამზირზე პიკის საათში ქუჩას 10 წამში 3 მანქანის გატარება შეუძლია მაგრამ 20 მიძვრება. მოკლედ ბაზარი გადაივსო. ბანკები იძულებულნი გახდნენ ფასები დაეგდოთ რომ ბინები გაეყიდათ და თანხა ამოეღოთ, ამან დეველოპერები ზარალში გაუშვა, ვინაიდან მათი ეხლა წარმოებული პროდუქცია ფასებით ბანკების მიერ გამოყრილ პროდუქტს კონკურენციას ვერ უწევდა, რის გამოც ბანკებს უკვე დეველოპერებზე გაცემული ბიზნეს-სესხებიც გაუფუჭდათ, ამას მოჰყვა პროლემები საფონდო ბაზარზე, ვინაიდან ბევრ ფონდს აქტივები უძრავ ქონებაში ჰქონდა განთავსებული, ამის პარალელურად 10-ჯერ გაიზარდა სახლების განზრახ გადაწვის ფაქტები (ვინაიდან სახლმა ღირებულება დაკარგა მათმა მფლობელებმა დაზღვევის მიღების მიზნით სახლი დაწვეს, ფული აიღეს ახალი სახლი იყიდეს და კიდევ მოგება ნახეს), რის გამოც სამშენებლო და საბანკო სექტორს მიჰყვა სადაზღვევო სექტორიც... მოკლედ აღარ გავაგრძელებ.

ეს ნათელი მაგალითია თუ რა შეიძლება მოჰყვეს უძრავი ქონების სექტორის კრიზისს. ჩვენთან დაახლოებით ანალოგიური შეიძლება მოხდეს, მაგრამ გამომწვევი მიზეზები სხვა იქნება.

თუმცა ბანკებს ეს ძალიან არ დაარტყამს, ვინაიდან მათი პორტფელი ამ სექტორში იმდენად დიდი არაა, რომ ბანკებმა ეს კრიზისი ვერ დაძლიონ.

სამწუხაროდ ეს ისევ მომხმარებლებზე აისახება.
* * *
QUOTE (THE GODFATHER @ 20 Mar 2008, 16:23 )
miqstura
ჩემი ბლოკი 2009 წლის ივნისის ბოლოს მთავრდება მაგალითად, სხვადასხვა ბლოკი სხვადასხვა დროს მთავრდება .

ჩემ ახლობელს აქვს შეძენილი ბინა აქსისში ყაზბეგის გამზირზე, მისი ბლოკი უნდა ჩაბარებულიყო 2006 წლის ზაფხულში და მას მერე ყოველთვიურად უწევენ ჩაბარების თარიღს არც კონტრაქტში ჩადებულ ჯარიმას უხდიან, ასე რომ არ გამიკვირდება შენი სახლი თუ არ ჩაბარდა.

ისე დაგვიანებების მიხედვით პირველი მემგონი იბერიაა. ვაკეში აქვთ ერთი სახლი გურამიშვილის ძეგლის უკან 2004 წელს უნდა ჩაბარებულიყო და ჯერ კიდევ ბევრი უკლია მოკლედ სადღაც 4 წლიანი დაგვიანების კანდიდატია.

თუმცა მხოლოდ ეგ არაა პრობლემა, ერთ ჩემ ახლობელს ყიფშიძის 7ა-ში აქვ ნაყიდი ბინა. გახსოვთ ალბათ რეკლამა მინდა სახლი. ხოდა ეგ სახლი ეხლა უნდა ჩაბარებულიყო ივნისში. არადა ჯერ ოთხი სართულის კარკასია აშენებული სახლი კიდევ 12 სართულიანია მემგონი. თუ გავითვალისწინებთ, რომ სახლის მშენებლობა 2005-ში დაიწყო და 3, ნუ კარგი 2 წელიწადში 4 საართულის კარკასი ააშენეს ერთი 4 წლით ეს სახლიც დაიგვიანებს (თუ რა თქმა უნდა დამთავრდა).

მიდი მერე და ენდე ვინმეს.

არსი რომ გაიძახის 19 წლიანი ტრადიციაო მე რაც ვიცი მაგათაც აქვთ მაგ მხრივ მაგარი გამაზვები. მაგალითად ბაგებში დააგვიანეს ჩაბარება 6 თვით. ვაკეში ერთი პატარა სახლის ჩაბარება დააგვიანეს ერთი წლით. მომავალში რას იზამენ არ ვიცი.


ცენტრ-პოინტზე შეგნებულად არაფერს ვამბობ.
GIO-14
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 31
წევრი No.: 56966
რეგისტრ.: 28-March 08

გამოგზავნილია: 28 Mar 2008, 19:08  #8999061      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
აქსისს მაგხელა დაგვიანება ააქვს? არადა რა მაგარი სახლია ეგ ყაზბეგის გამზირზე რომ ააშენეს, თვალს და გულს უხარია.. ისე რა უცნაურია, რეკლამებით ისეთი კარგი იმიჯი აქვს აქსისს და თუ გინდაც იბერიას, ასეთ კრიზისებზე საერთოდ არ იფიქრებ კაცი.. კიდევ კარგი არ შევცდი აქსისის ბინაზე, ძალიან მინდოდა მაგ კორპუსში, ძალიან მომწონდა და რეალურად ერთი ბინა ქონდათ დარჩენილი მეშვიდე სართულზე ოროთახიანი, 720 დოლარად იყო თუ სწორად მახსოვს..ეხლა ხომ მეც miqstura-ს დღეში ვიქნებოდი...თან არ მომეწონა უკანა მხარე მაგ კორპუსის, ამასწინათ ანტონოვსკაიაზე ახლობელთან მივედი, მაგ კორპუსის უკანა მხარეს, ისე გამიტყდა, წინიდან ხომ ეგეთი ლამაზი და შთამბეჭდავია, უკნიდან საერთოდ არ არის მოპირკეთებული, უბრალოდ ბრიზგს უკეთებენ თუ ღებავენ რაღაც მრუმე ფერში, მარტო ფასადი ხო არ არის მთავარი, ეგაც გაეკეთებინათ ბარემ, რა მოხდებოდა...თან ისეთი მიწყობილია კორპუსები ერთმანეთზე, შიდა ეზო საერთოდ არ ჩანს და მიკვირს, მზე არ უნდა ხვდებოდეს ეზოში? თან მამენტ, მაგრად ტეხავს, საძინებლის ფანჯარაში რომ გაიხედავ და მეზობლის საწოლ ოთახში რომ შეიხედავ jump.gif და ის უფრო ტეხავს, ის რომ შემოიხედავს და შენ რომ საცვლებში დგეხარ smile.gif და თან ესეთ ბინას რომ სამი წელი გიგვიანებს კომპანია, საერთოდ შეიძლება გაგიჟდე კაცი sa.gif
Kakha
მამა პროგრამისტი


********
ჯგუფი: Honorary Member
წერილები: 49750
წევრი No.: 1639
რეგისტრ.: 22-January 03

გამოგზავნილია: 28 Mar 2008, 19:25  #8999254      · პროფილი · პირადი მიმოწერა · msn
Lenovo
ის რაც მოხდა აშშ-ში სულ სხვა მექანიზმები ქონდა და სულ სხვა რამეზე ვლაპარაკობდი მე.
მე ვლაპარაკობდი იმაზე თუ რა კაპიტალით დაიწყეს ბანკებმა მუშაობა და როგორ დახარბდნენ ამერიკულ იაფასიან კრედიტებს.
ცხადია ყველა ბანკი არ იყო ჩამოკიდებული ამ კრედიტებზე მარა საკმაოდაც იყო.
SuperGirl
SOBER


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1745
წევრი No.: 48033
რეგისტრ.: 28-November 07

გამოგზავნილია: 29 Mar 2008, 12:31  #9006763      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
Lenovo
QUOTE
ჩემ ახლობელს აქვს შეძენილი ბინა აქსისში ყაზბეგის გამზირზე, მისი ბლოკი უნდა ჩაბარებულიყო 2006 წლის ზაფხულში და მას მერე ყოველთვიურად უწევენ ჩაბარების თარიღს არც კონტრაქტში ჩადებულ ჯარიმას უხდიან, ასე რომ არ გამიკვირდება შენი სახლი თუ არ ჩაბარდა.

ვინაა შენი ახლობელი? ჩემზე ხო არ ლაპარაკობ?
2006-იუს ზაფხულში ხომ უნდა ჩაებარებინათ და ნუ რამოდენიმე კაცი კი ცხოვრობს,
მაგრამ ყველაზე მაგარია ის რომ ყოველ თვე იღებენ იმ ამწეკრანს და ვერაფრით ვერ აიღეს,. 2 წლის განმავლობაში როცა არ უნდა კითხო გეუბნებიან რო ერთ თვეში აიღებენ.. biggrin.gif

თან მაგარი გაუმართავობაა, ლიფტი ძაან ხშირად არ მუშაობს, არადა კონტრაქტში უწერიათ რომ სუპერმენის ლიFტია დამონტაჟებული, ღამე ლიფტის მუშაობისას მაგარი გრუხუნი ისმის საძინებლებში.
კედლების გალესვაზე თურმე მარტო გარედან იყო კონტროლი და ამიტომ სადარბაზოებში სუპერსწორი კედლებია და შიგნით სახლებში საშინელებაა..
შუქი ძაან ხშირად ითიშება, 2-3 კვირის წინ სოჩიკებთან წყალი ჩავიდა და მაგის გამოც კარგა ხანი არ იყო შუქი და რავი რა, იმენა სულ პრობლემებია
GIO-14
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 31
წევრი No.: 56966
რეგისტრ.: 28-March 08

გამოგზავნილია: 31 Mar 2008, 17:16  #9033716      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
SuperGirl
QUOTE
თან მაგარი გაუმართავობაა, ლიფტი ძაან ხშირად არ მუშაობს, არადა კონტრაქტში უწერიათ რომ სუპერმენის ლიFტია დამონტაჟებული, ღამე ლიფტის მუშაობისას მაგარი გრუხუნი ისმის საძინებლებში.
კედლების გალესვაზე თურმე მარტო გარედან იყო კონტროლი და ამიტომ სადარბაზოებში სუპერსწორი კედლებია და შიგნით სახლებში საშინელებაა..
შუქი ძაან ხშირად ითიშება, 2-3 კვირის წინ სოჩიკებთან წყალი ჩავიდა და მაგის გამოც კარგა ხანი არ იყო შუქი და რავი რა, იმენა სულ პრობლემებია


თვითონ აქსისმა იცის ამ პრობლემების შესახებ, იქნებ მოაგვაროს, რომ თხოვონ მაცხოვრებლებმა, მე არ მგონია, რომ უყურადღებოდ დატოვოს - უბრალოდ ალბათ თქმა უნდა...

ისე თამარაშვილის ობიექტის მაცხოვრებლებისაგან გამიგია ეგეთი პრობლემების შესახებ, ძალიან უცნაურია, ასეთი ძლიერი ბრენდია და პრობლემებზე რომ არ ზრუნავს.. მე სხვა კომპანიაში მაქვს ნაყიდი ბინა და იქ ერთი წელი უფასოდ უგვარებენ კლიენტებს იმ პრობლემებს, რომლებიც მშენებლობის დროს შემთხვევით გაიპარა ან მერე გამოვლინდა, მშენებლობა ისეთი რამეა წვრილმანებს ვერ გათვლი ყოველთვის..
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (26) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: კავკასუს ონლაინი
[ Script Execution time: 0.1706 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]