forum.ge
reklama
FORUM.GE ... წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (40) « პირველი ... 25 26 [27] 28 29 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> როგორ დავიანგარიშოთ რა ჯდება აშენება?
tokoaec
Junior Member


**
ჯგუფი: Registered
წერილები: 15
წევრი No.: 171979
რეგისტრ.: 18-August 13

გამოგზავნილია: 26 Aug 2013, 19:09  #37757196      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
ჩემი მოკრძალებული აზრით ეს თემა თუ ეს გვერდი არის დასახური , რადგან აქ საუბარი არ არის იმაზე თუ რა ჯდება მშენებლობა აქ საუბარია იმაზე რომ ხალხი მშენებლობას იწყებს ფორუმელების აზრის გათვალისწინებით ; ვიცი რომ ბევრი ფორუმელი გამოცდილი მშენებელია და სწორეთ მატ გასაგონად ვიძახი რომ ხალხი ნუ შეგყავთ შეცდომაში ცუდათ არ მიიღოთ ოღონთ , თუ ვინმეს სახლის აშენება აქ გადაწყვეტილი იმდენი ფული აუცილებლად უნდა ქონდეს რომ პროექტი გააკეთოს სრულყოფილად ამისთვის საჭიროა საპროექტოში მისვლა და პროექტის დაკვეთა და მერე არქიტექტოები კონსტრუქტორები და რიგი პროფესიის წარმომადგენლები გეტყვიან რა დაგიჯდებათ სახლის აშენება და თან დეტალურად .... მოკლედ ესეა საქმე და თან რაც აქ ვარ ერთი სიტყვა არ დაგცდენიათ საძირკვლებზე ხოშეიძლება ისეთი გრუნტი იყოს რომ იმ გრუნტზე სულაც არ ღირდეს პატარა სახლის აშენება მოკლედ რა ...
dadn
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1673
წევრი No.: 108101
რეგისტრ.: 1-January 10

გამოგზავნილია: 27 Aug 2013, 13:23  #37765605      · პროფილი · პირადი მიმოწერა
tokoaec
QUOTE
სრულყოფილად ამისთვის საჭიროა საპროექტოში მისვლა და პროექტის დაკვეთა და მერე არქიტექტოები კონსტრუქტორები და რიგი პროფესიის წარმომადგენლები გეტყვიან რა დაგიჯდებათ სახლის აშენება და თან დეტალურად

და ეს მომსახურება რა ჯდება?
tokoaec
Junior Member


**
ჯგუფი: Registered
წერილები: 15
წევრი No.: 171979
რეგისტრ.: 18-August 13

გამოგზავნილია: 27 Aug 2013, 21:30  #37770716      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
ეგ ფასებიც განსხვავდება თუმცა საშვალოდ საპროექტოები 10 ლარიდან 15 დოლარამდე აფასებენ სირთულის და სიდიდის მიხედვით
4l2m
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8523
წევრი No.: 43421
რეგისტრ.: 6-October 07

გამოგზავნილია: 5 Sep 2013, 22:52  #37896246      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
tokoaec
QUOTE
ჩემი მოკრძალებული აზრით ეს თემა თუ ეს გვერდი არის დასახური , რადგან აქ საუბარი არ არის იმაზე თუ რა ჯდება მშენებლობა



ძვირფასო gegu987 აბა ქვემოთ მოყვანილი ტექსტები არ ესება იმას თუ რა ჯდება აშენება?

* * *
gegu987
QUOTE
4l2m
შავი კარკასი 170- 230$ ჯდება აშენება. გაყვანილობების და ფანჯარა-კარების გარეშე


gegu987
QUOTE
androabuladze
დაახლოებით 2 სართული ჯამში 160-180 კვადრატული ჯდება 50 000 ლარი +- 5 000 ლარი. შავი კარკასი, ფანჯარა კარების გარეშე. (კარგი საძირკვლით, არმატურა ბეტონით.). კოლონა რიგელი შეთავსებული ''ქამართან''.

Toxic:)
QUOTE
მშენებლობის დაწყებას ვაპირებ და კანალიზაციის ჭა სადაც უნდა მივუერთო, 130 მეტრზეა დაშორებული ნაკვეთიდან, წყალკანილად ვინც იყო მოსული დაახლოებით 100 ლარი ჯდებოა მეტრი წყლის კომპანიას თუ გააკეთებინებო,

juzi_juzi
QUOTE
მაშინ 80 ლარი უთხრეს 1 მეტრის გაჭრა


და გთხოვთ ყველას, ვისაც ეს თემა თვალებში ებლანდება შეუძლია სხვა თემებზე გადავიდეს, ხოლო თემა დაიხუროს თუ არა ამას ამ ფორუმის წესები დაარეგულირებენ.

This post has been edited by 4l2m on 5 Sep 2013, 23:01


--------------------
ეს ოპოზიცია არ გვივარგა,
მაგრამ ხელისუფლება მასზედ უარესია
tokoaec
Junior Member


**
ჯგუფი: Registered
წერილები: 15
წევრი No.: 171979
რეგისტრ.: 18-August 13

გამოგზავნილია: 7 Sep 2013, 11:23  #37913787      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
ხოდა ეს ტექსტები არის ტყუილი და უაზრო რადგან საძირკვლის მოწყობა არ არის განხილული
4l2m
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8523
წევრი No.: 43421
რეგისტრ.: 6-October 07

გამოგზავნილია: 9 Sep 2013, 08:52  #37937700      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
tokoaec
QUOTE
ხოდა ეს ტექსტები არის ტყუილი და უაზრო რადგან საძირკვლის მოწყობა არ არის განხილული

ეგ რა შუაშია?
საძირკველის თემას რომ გავხსნით და მასთან დაკავშირებულ ყველა პრობლემას რომ მოგვარებას რომ დავიწყებთ თქვენნაირი გამოჩნდება რომელიც იტყვის დახურეთ ეს თემა სანამ საძირკველში ბეტონის ჩასხმის საკითხს არ მოვაგვარებო, ხოლო მოგვიანებით კი კიდევ სხვა გამოჩნდება, რომელიც იმ ნიჩაბის გამოკვლევას არ დაიწყებს, რომელმაც ეგ ბეტონი უნდა მოზილოს facepalm.gif
datosia
Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 1147
წევრი No.: 836
რეგისტრ.: 11-April 02

გამოგზავნილია: 9 Sep 2013, 10:08  #37938042      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
ქართულ ინტერნეტში ეს სტატიები ვიპოვე

მეც ვაპირებ სახლის აშენებას და ჯერ ჩემით ვცდილობ ინფორმაციების მოპოვებას

ლენტური საძირკველი

ნებისმიერი სახის საძირკველი, მათ შორის ლენტური საკუთარ თავზე იღებს მასზე მოსულ დატვრითვას, რომელიც გადაეცემა გრუნტს. ბოლო დროს ყველაზე მოთხოვნადი საძირკლის ტიპი გახდა ლენტური საძირკველი, რომლის ფართო გამოყენება განპირობებულია იმით, რომ მიუხედავად იმისა, რომ იგი შრომატევადია – შედარებით ადვილია მისი მოწყობა. იგი თავის მხრივ წარმოადგენს რკინაბეტონის კონსტრუქციას ერთნაირი კვეთით შენობის მთელ პერიმეტრზე. სიგანე უნდა იყოს მზიდი კედლის ზომის (პრაქტიკაში იგი სავარაუდოდ 50 სმ–ია).საძირკვლის მოწყობა უნდა განხორციელდეს წლის თბილ პერიოდში.მონოლითური საძირკვლის კონსტრუქციის ტიპი იძლევა დატვირთვების თანაბრად გადანაწილებას თუნდაც არაერთგვაროვნად საძირკვლის ჯდენის შემთხვევაში. მსგავსი საძირკვლის გამოყენება რეკომენდირებულია იმ შემთხვევაშიც, თუ შენობაში იქნება მძიმე გადახურვა ან მოეწყობა მასიური კედელი (აგური, ბლოკი, ქვა). მისი გამოყენება ოპტიმალურია იმ შემთხვევაში, თუ გათვალისწინებულია ცოკოლის სართულის ან სარდაფის მოწყობა.
განასხვავებენ 2 ტიპის ლენტურ საძირკველს : ბლოკური და მონოლითური.სპეციალისტების მიერ შესრულებული გაანგარიშების შედეგად ირკვევა, რომ საძირკველი, რომელიც აწყობილია ბეტონის ბლოკებისაგან მონოლითურ საძირკველზე ნაკლებად მდგრადია (20%). რაც შეეხება მოწყობის ვადებს, ბლოკური გაცილებით სწრაფად ეწყობა, რომელიც ასევე შეიძლება მოწყობისთანავე დაიტვირთოს.



მონოლითური საძირკვლის მოწყობის ეტაპებია:

1. მოსამზადებელი სამუშაოები (ნაკვეთის მომზადება, საძირკვლის გაანგარიშება, მასალის შეძენა).
2. ტრანშეის მოწყობა, რომელიც შესაძლოა მოხდეს ხელით ან სპეც–ტექნიკის გამოყენებით. აღსანიშნავია, რომ ტრანშეის ძირზე უნდა გაკეთდეს ქვიშის "ბალიში" და შესრულდეს ჰიდროიზოლაცია.
3. ყალიბის მოწყობა, რომლისთვისაც ძირითადად გამოიყენება ფიცარი.
4. არმატურის მონტაჟი (ეს პროცესი იმართება ყალიბის მოწყობის პარალელურად).
5. ბეტონის ჩასხმა (ბეტონი უნდა ჩაისხას რამოდენიმე ფენად).
6. საძირკვლის ჰიდროიზოლაცია.
7. გრუნტსა და საძირკვლის შორის არსებული შრის ამოვსება (ივსება ხელით, რათა არ დაზიანდეს ჰიდროიზოლაცია).



არმირებული სარტყელი (ე.წ. "ქამარი") მონოლითური რკინაბეტონის კონსტრუქციაა, რომელიც იმეორებს არსებული კედლების კონტურს. იგი ზრდის შენობის მდგრადობას არათანაბარი ჯდენის, ქარის დატვირთვების, ტემპერატურის ცვლილების, მიწისძვრის და სხვა მოსალოდნელი ფაქტორების დროს. სარტყელი თავის თავზე იღებს და ანაწილებს მოსულ დატვირთვას, რომლის მოწყობაც აუცილებელია, თუ შენობა ერთსართულზე მეტია, პირველივე სართულის კედლების ამოყვანის შემდგომ იწყება სარტყელის მოწყობა.
განვიხილოთ მარტივი მაგალითი:
სარტყელის მოსაწყობად ჯერ საჭიროა ყალიბის გაკეთება, რისთვისაც შესაძლებელია გამოყენებულ იქნას ხის ფიცრები (სისქით დაახლოებით 2სმ). იმისათვის, რომ დაცული იქნას ყალიბის სიგანე, საჭიროა ყოველ 1 მეტრში გაკეთდეს სპეციალური განივი დამჭერები (რომ არ "ითამაშოს" და დაკარგოს ფორმა). მას შემდგომ, რაც ყალიბი მზად იქნება, იწყება არმატურის მონტაჟი. არმატურა ისე უნდა მოეწყოს, რომ მინიმუმ 5სმ იყოს დაცილება მის გარშემო არსებულ კედლებთან (ეს დაშორება შეივსება ბეტონით, რაც თავისმხრივ უზრუნველყოფს არმატურის დაცვას გარემოს აგრესიული ზემოქმედებისაგან).
არმატურისაგან იკინძება/იწნება სივრცითი კონსტრუქცია 4 გრძივი არმატურისაგან, რომელიც შეერთებულია პარალელიპიპედის ფორმით.
მას შემდგომ, რაც აიკინძება არმატურის კარკასი და ჩალაგდება ყალიბში, შესაძლებელია ბეტონის ჩასხმა.

ბეტონის ჩასხმის შემდგომ უნდა მოხდეს ჩასხმულ ნაწილში რაიმე სახის ინსტრუმენტით (დავუშვათ არმატურის ღერო) მასში "ჩხვლეტა", რათა გამყარდეს და მოხდეს სიცარიელეების ლიკვიდაცია. გაითვალისწინეთ, რომ სარტყელის ჩასხმა უნდა განხორციელდეს ერთიანად, არ უნდა მოხდეს ჩასხმის პროცესის გაჩერება, კერძოდ: ახალი მოზელილი ბეტონის ჩასხმამდე ჩასხმული ბეტონის მასის გაშრობა. მაშასადამდე, წინასწარ უნდა გავთვალოთ თუ რა საჭირო ოდენობის ბეტონია საჭირო. თუ მაინც მოხდა, რომ არ აღმოგვაჩნდა საკმარისი ბეტონი, უნდა მოხდეს უკვე ჩასხმული ბეტონის ბოლოების მხოლოდ ვერტიკალურ მდგომარეობაში გარკვეული სახის წინაღობით/ფირფიტით დაფიქსირება, ხოლო მას შემდგომ,როდესაც გავაგრძელებთ ბეტონის ახალი მასის ჩასხმას, მოვაცილოთ დაფიქსირებული ფირფიტა, მოვახდინოთ გადამბის ადგილის წყლით დასველება და ამის შემდგომ ახალი მასის ჩასხმა.



მეტალოკრამიტი ერთ–ერთი ყველაზე გავრცელებული და საიმედო მასალაა, რომელიც მზადდება მოთუთიებული ლითონისაგან და დაცულია რამოდენიმე ფენის მქონე საფარით. იგი ფართოდ გამოიყენება გადახურვაში და ვინაიდან მსუბუქია, მარტივია მონტაჟის დროს.
ჩვენთან მეტალოკრამიტის გამოყენება შედარებით გვიან დაიწყო, თუმც ევროპაში იგი უკვე 30 წელია რაც გამოიყენება და დღესაც აქტუალურია, რაც მისი ძირითადი დადებითი მხარის დამსახურებაა, რაც მდგომარეობს შემდეგში : მთავარი პლიუსი თვით მასალაა, რომელიც როგორც უკვე ავღნიშნეთ მსუქუბია და მარტივი მონტაჟისას, რომელიც დაცულია იმავდროულად რამოდენიმე ფენის საფარისგან რაც უზრუნველყოფს როგორც მასალის დაცვას მრავალი წლის მანძილზე (კოროზიისგან), ასევე ტემპერატურის ცვლილებასთან მიმართებაში ფორმის შენარჩუნებას. მეტალოკრამიტს ასევე უკეთებენ მეორე – დეკორატიული ხასიათის მქონე ფენას რაც ასევე დამატებით იცავს მასალას ბუნების მხრიდან აგრესიული ზემოქმედების დროს. მეტალოკრამიტში მთავარი მაინც მასალის სისქეა, რომლის სტანდარტიც მიღებულია 0,05სმ და მასალის ვიზუალური მხარე, რომელიც შესაძლოა იყოს სხვადასხვა ფორმის და ფერის (მწარმოებლები გვთავაზობენ ფერთა და ფორმის უამრავ სახეობას). მეტალოკრამიტის სახურავი შესაძლოა იყოს სხვადასხვა დიზაინერული გადაწყვეტის, რომელიც მარტივად რეალიზებადია მშენებლობის დროს.

რაც შეეხება მეტალოკრამიტის უარყოფით მხარეს, იგი შედარებით ძვირია სხვა გადახურვის მასალასთან შედარებით, მისი მოწყობა დასაშვებია მხოლოდ სპეციალურად მომზადებულ საფარზე, რომელიც კარგად უნდა იყოს იზოლირებული : ჰიდრო და თბო იზოლაციის მასალით. ეს ყველაფერი კი მოითხოვს დამატებით დროს და ხარჯებს, თუმც ეს ყველაფერი ღირს იმისათვის, რათა თქვენი სახლის სახურავი ლამაზი და დახვეწილი იყოს.

რაც შეეხება ფასებს, იგი დამოკიდებულია მასალის ხარისხსა და ფორმაზე, რომელიც ძირითადად 1 კვ.მ–ზე მერყეობს 7 ლარიდან ზემოთ (10–15–18–22–25..)



ღობის მოწყობა


ღობეს ფუნქციურად სხვადასხვა დანიშნულება აქვს. ის წარმოადგენს გარკვეული სახის საზღვარს, რომელიც იცავს ნაკვეთს : არასასურველი სტუმრებისგან, ცხოველებისგან, ქარისგან და რაც მთავარია თუ ოჯახში პატარა ბავშვია იგი ვერ მოახერხებს ქუჩაში გაღწევას.
ღობის მოსაწყობად გამოიყენება აგური, ხე, ბეტონი, მეტალის ბადე, მაგრამ ყველაზე მეტად სანდოა ქვის (იგი თითქმის სამუდამოა) და აგურის (დახლოებით 50 წლის გამძლეობით) ღობე. აღნიშნული ასევე იმით არის გამართლებული, რომ არ მოითხოვს ზედმეტ მოვლას (შეღებვა, შეზეთვა, გაწმენდას). ღობის კონსტრუქციის არმირებისას ძირითადად გამოიყენება 10–12 მმ დიამეტრის მქონე არმატურა




საქართველოს სამშენებლო კოდექსის I ნაწილის V თავის 31–ე და 32–ე მუხლის შესაბამისად:

1. სამეზობლო საზღვარზე საზიარო კედელი/ღობე უნდა განთავსდეს შესაბამისი მოსაზღვრე მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე.
2. საზიარო კედელი/ღობე უნდა აშენდეს ისე, რომ მან თავისი მზიდუნარიანობით, სხვადასხვა სიმაღლის ბლოკირებულ (შეწყვილებულ) შენობათა მშენებლობის შემთხვევაში დააკმაყოფილოს მეზობლების მოთხოვნები.
3. საზიარო კედლის/ღობის სიგანე თანაბრად უნდა გადანაწილდეს სამეზობლო საზღვრიდან ორივე მეზობლის მხარეს.
4. თუ ერთ-ერთ სამშენებლო მიწის ნაკვეთზე ასაშენებელი შენობა მოითხოვს საზიარო კედლის მეტ სიგანეს, ვიდრე კედლის ნახევარია, მაშინ კედლის ეს ნაწილი უნდა აშენდეს ამ ნაკვეთის ფარგლებში.
5. საზიარო კედლის საძირკვლის მშენებლობისას ერთ-ერთმა მეზობელმა შეიძლება მოითხოვოს საზიარო კედლისათვის ისეთი საძირკვლის მოწყობა, რომელიც მის მიერ გამოყენებული იქნება შემდგომი მშენებლობისათვის. ეს უკანასკნელი ვალდებულია აანაზღაუროს საძირკვლის მოწყობის დამატებითი სამუშაოების ღირებულება.
6. საზიარო კედლის/ღობის გამოყენებისას გასაწევი ხარჯები ნაწილდება ორივე მეზობელზე კედლის შესაბამისი წილის პროპორციულად.
7. შენობის რეკონსტრუქციისას, მეზობლების ურთიერთშე-თანხმების საფუძველზე, შესაძლებელია საზიარო კედლის/ღობის დანგრევა კანონმდებლობის დაცვით.
8. სამშენებლო მიწის ნაკვეთის თითოეულ მესაკუთრეს უფლება აქვს თავის მხარეს გაამაგროს საზიარო კედელი/ღობე კანონმდებლობის დაცვით.
9. შესაძლებელია ასევე, სამშენებლო მიწის ნაკვეთის საზღვარზე სასოფლო-სამეურნეო ნაგებობათა ერთი (საზიარო) კედლით შეწყვილება მხარეთა შეთანხმებით, იმ ზონებში სადაც სასოფლო-სამეურნეო ნაგებობათა განთავსება დასაშვებია.
10. თუ ორი სამეზობლო კედლის შეერთებისას, ერთ-ერთ მეზობელს თავისი შენობისათვის სჭირდება საძირკვლის მეტი ჩაღრმავება, ვიდრე არსებული კედლის საძირკველია, მაშინ კანონმდებლობის დაცვით მას უფლება აქვს თავისი კედლის საძირკველი ჩააღრმავოს საპროექტო დოკუმენტით გათვალისწინებულ ნიშნულამდე, ისე რომ ამით ზიანი არ მიაყენოს უკვე არსებულ კედელს.
11. თუ საძირკვლის ჩაღრმავებისას დაზიანდა არსებული შენობის კედელი ან საძირკველი და დადგინდა, რომ ეს გამოწვეულია მიმდინარე მშენებლობით, მაშინ დაზიანებული საძირკვლის კედლის აღდგენა-გამაგრება ეკისრება მეზობელს, რომელიც ახარციელებს ასეთ მშენებლობას.

მუხლი 32
მიწის ნაკვეთის საზღვრებში ღობის განთავსება და მისი მაქსიმალური სიმაღლის განსაზღვრა

1. მიწის ნაკვეთის საზღვრებში შესაბამისი მოსაზღვრე მიწის ნაკვეთის მესაკუთრესთან შეთანხმების გარეშე შესაძლებელია განთავსდეს ღობე, რომლის სიმაღლეც არ უნდა აღემატებოდეს 2,2 მეტრს.
2. მიწის ნაკვეთის საზღვრებში შესაბამისი მოსაზღვრე მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შესაძლებელია განთავსდეს 2,2 მეტრზე მეტი სიმაღლის ღობე






This post has been edited by datosia on 9 Sep 2013, 10:16
4l2m
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8523
წევრი No.: 43421
რეგისტრ.: 6-October 07

გამოგზავნილია: 16 Sep 2013, 23:56  #38038063      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
datosia
ძალიან მნიშვნელოვანი პოსტია
Bosaxi
José Padilla


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1848
წევრი No.: 101458
რეგისტრ.: 2-October 09

გამოგზავნილია: 19 Sep 2013, 14:44  #38071611      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ვებგვერდი · aim
მოგესალმებით!

მაგრად მაინტერესებს რა ჯდება 1 კვ.მ? (მშენებლობა)

ვინმეს ხომ არ აგიშენებიათ ამ ახლო წარსულში, ან ეხლა ხომ არ იშენებთ?

სანდო და კარგი სამშენებლო კომპანია (ფირმა) ხომ არ იცით?


--------------------
mettalmag
Peyote


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4937
წევრი No.: 18607
რეგისტრ.: 25-March 06

გამოგზავნილია: 19 Sep 2013, 14:52  #38071735      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი · msn
Bosaxi
QUOTE
მოგესალმებით!

მაგრად მაინტერესებს რა ჯდება 1 კვ.მ? (მშენებლობა)

ვინმეს ხომ არ აგიშენებიათ ამ ახლო წარსულში, ან ეხლა ხომ არ იშენებთ?

სანდო და კარგი სამშენებლო კომპანია (ფირმა) ხომ არ იცით?

რისი აშენება გინდა გააჩნია ?


--------------------
≡v≡ Online

ერთი ხევიდან ძლივს ამოსული, უფრო უარეს ხევში ვეშვები.
Bosaxi
José Padilla


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1848
წევრი No.: 101458
რეგისტრ.: 2-October 09

გამოგზავნილია: 19 Sep 2013, 14:54  #38071765      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ვებგვერდი · aim
mettalmag
კერძო სახლის smile.gif

http://oda.ge/2013/mu-026/
SaamI
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5583
წევრი No.: 74536
რეგისტრ.: 13-November 08

გამოგზავნილია: 19 Sep 2013, 20:50  #38076458      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
Bosaxi
QUOTE
ვინმეს ხომ არ აგიშენებიათ ამ ახლო წარსულში, ან ეხლა ხომ არ იშენებთ?სანდო და კარგი სამშენებლო კომპანია (ფირმა) ხომ არ იცით?
mettalmag
Peyote


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4937
წევრი No.: 18607
რეგისტრ.: 25-March 06

გამოგზავნილია: 20 Sep 2013, 14:04  #38084409      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი · msn
Bosaxi
QUOTE
კერძო სახლის

სიმართლე გითხრა ვის რა ფასები აქვს არ ვიცი მაგრამ ის ვიცი ვინ არის საუკეთესო
misho_misho
რაჭველი member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 690
წევრი No.: 100475
რეგისტრ.: 20-September 09

გამოგზავნილია: 20 Sep 2013, 21:28  #38089633      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
გამარჯობათ,
ერთი კითხვა მაქვს: არისტონის წყლის გამათბობელი ქვაბები როა 80 ლიტრიანი , დაყენების შემთხვევაში ცხელ წყალს როგორი წნევა აქვს, ?
სამზარეულოში და სააბაზანოში რომლებიც ახლოსაა ერთმანეთთან, გაქაჩავს ცხელი წყალი ორივეგან?


--------------------
ბევრი რამ უნდა ისწავლო, რათა შეიგნო, რომ ცოტა რამ იცი!
orphan
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 151
წევრი No.: 151394
რეგისტრ.: 22-June 12

გამოგზავნილია: 1 Oct 2013, 00:42  #38215825      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
117 კვ.მ ზე 4 სართულიანი სახლი სარდაფით, შავი კარკასი დაახლოებით რა დამიჯდება ვერ მეტყვით?


--------------------
Life isn't about finding yourself. Life is about creating yourself.
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (40) « პირველი ... 25 26 [27] 28 29 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: კავკასუს ონლაინი
[ Script Execution time: 0.0415 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]