forum.ge
reklama
FORUM.GE ... წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (3) [1] 2 3   ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> ხის სახლების სამშენებლო კომპანია ,,მაგჯორჯია'', ქართული ბუნების სახლი
Elguja
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 50
წევრი No.: 72457
რეგისტრ.: 27-October 08

გამოგზავნილია: 11 Jul 2009, 15:15  #14653910      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
საუკუნეების განმავლობაში ჩვენი წინაპრები აშენებდნენ ხის სახლებს და ცხოვრობდნენ ბედნიერად.

ცივილიზაციის განვითარებისა და სამშენებლო სფეროში ახალი ტექნოლოგიების დანერგვის მიუხედავად, ხე რჩება ერთადერთ ეკოლოგიურად სუფთა სამშნებლო მასალად.
მისი გამოყენებით ჩვენ გთავაზობთ , ბუნებრივად მკურნალი თვისებების მქონე სახლის აშენებას... ბუნების ძალით ხის მორები, თავისი სტრუქტურიდან გამომდინარე, ატარებენ ჟანგბადს (სუნთქავენ) და ოთახში მუდამ შემოდის გაფილტრული სუფთა ჰაერი, რაც ქმნის ბუნებასთან მაქსიმალური სიახლოვის შეგრძნებას.
ხის სახლები არაჩვეულებრივად ინარჩუნებენ სითბოს და ამიტომაც ხე შეუცვლელ და სამშენებლო მასალად არის აღიარებული.


კომპანია ,,მაგჯორჯია'' გთავაზობთ ხის თბილი და ლამაზი სახლების, კოტეჯების, აგარაკების და საუნების მშენებლობას ხარისხის მაქსიმალური კონტროლით.
გამოცდილი სპეციალისტები ახორციელებენ სამუშაოების შესრულების პროცესს ტექნოლოგიური წესების სრული დაცვით.
დიზაინერთა ჯგუფი თქვენი გემოვნების მიხედვით უზრუნველყოფს ინტერიერ-ექსტერიერის დაგეგმარებას, რომ ჩვენს მიერ აშენებული ყოველი კვადრატული მეტრი ოპტიმალურად იყოს გამოყენებული თქვენს სასარგებლოდ.

მშენებლობის პროცესი ხორციელდება რამდენიმე ეტაპად:

პირველი ეტაპი:

1. ხის მორებით კედლების დამზადება; 2. ხის კოჭების დამზადება 3. მორების დამუშავება ანტისეპტიკური ხსნარით (სოკოს და მწერების საწინააღმდეგო) ერთ ფენად 4. სახლის აწყობა და მორების დანომრვა ქარხანაში.

მეორე ეტაპი:

1. ფუნდამენტის მოწყობა ობიექტზე. 2. ხის სახლის კონსტრუქციის აწყობა გადახურვა (ტოლით). 3.საკონტროლო მაიაკების დაფიქსირება 2-4 თვით.

მესამე ეტაპი:

1. აშენებულ სახლში კარ-ფანჯრების ღიობების ამოჭრა. .2 კარ-ფანჯრების მონტაჟი. 3. იატაკის დაგება 4. ჭერის მოწყობა 5. .ანტისეპტიკური საშუალებით დამუშავება. 6. ლაკის წასმა 2 ფენად. 7 ცეწცხლგამძლე სითხით დამუშავება სურვილის შემთხვევაში.
8. თბოსაიზოლაციო მასალების მოწყობა –მონტაჟი. 9. ელ.გაყვანილობა და საკანალიზაციო სისტემის მოწყობა შენობის ფარგლებში.

ერთი სიტყვით, თქვენ გვიკვეთავთ პროექტს, ჩვენ გაბარებთ გასაღებს.

,,მაგჯორჯია’’ გისურვებთ ჰარმონიულ ცხოვრებას და სულიერ სიმშვიდეს!

P. S. რამდენიმე დღეში მოგეცემათ საშუალება კომპანიის ვებგვერდზე მიიღოთ ამომწურავი ინფორმაცია...მანამდე დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დამიკავშირდნენ ქვემოთ მითითებული მობილურის ნომერზე.



მაგჯორჯიას’’ ხის სახლის მშენებლობის ახალი მიდგომა და ფასები

1. ხელით დამუშავებული ფიჭვის მორებისგან აშენებული სახლი

ა) შავი კარკასი მორებით–ფასი:490 ლარი
ბ) თეთრი კარკასი მორებით–620 ლარი
გ) სახლი გასაღების ჩაბარებით–830 ლარი

სამივე შემთხვევაში გათვალისწინებულია სახლების გადახურვა ე.წ.
,,ანდულინის’’ მასალით(ეს არის შიფერის ფორმის სხვადასხვა ფერის რეზინა–კაუჩუკის შენაერთისგან გაკეთებული მასალა, რომელიც საექსპლოატაციოდ უმჯობესია მეტალოკრამიტთან შედარებით...)

2.კარკასიანი ხის სახლი(ე.წ. ფინური ვარიანტი)

ა) შავი კარკასი(ანტისეპტიკურად დამუშავებული მასალისგან(ფიცრისგან) აწყობილი კარკასი, სადაც დამონტაჟებულია ,,სათბური’’(ბაზალტის ან პენოპლასტის 10 სმ. სისქის პლიტები, რომელიც ინარჩუნებს სითბოს და არ ატარებს სიცივეს; გარედან მოპირკეთებულია ე.წ. ,,ვაგონკით’’ (თხელი ფიცრის მოსაპირკეთებელი მასალა) ფასი 390 ლარი;

ბ) სახლი გასაღების ჩაბარებით(დაგჭირდებათ მარტო ავეჯის შეტანა)–620 ლარი

სახლის მშენებლობის საგარანტიო პერიოდი განისაზღვრება ხელშეკრულებით, რომელიც გაფორმდება კომპანიასა და შემკვეთს შორის.

სახლის მშენებლობის ვადები საშუალოდ მერყეობს 2 თვიდან 6 თვემდე;
მაგ; 100 კვადრატული ერთსართულიანი სახლის მშენებლობა დასრულდება მაქსიმუმ 4 თვეში.


პ.ს. პირველი 10 კლიენტისთვის მოქმედებს ფასდაკლების 10%–იანი სისტემა. გარდა ამისა, გათვალისწინებულია ეტაპობრივი გადახდა, რაც უშუალოდ მოლაპარაკებისა და შეთანხმების თემაა.


--------------------

მისამართი: თბილისი , რობაქიძის გამზირი#7
ტელsad.gif+995 32) 477 844
მობsad.gif+995 99) 188 093
მობsad.gif+995 71)016 004
* * *


This post has been edited by Elguja on 11 Jul 2009, 15:37

მიმაგრებული სურათი
MAG_Georgia_SITE2.JPG
Elguja
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 50
წევრი No.: 72457
რეგისტრ.: 27-October 08

გამოგზავნილია: 11 Jul 2009, 15:39  #14654197      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
ესეც ამ არაჩვეულებრივი სახლის ფოტო...
ფოტოები ბევრი მაქვს და შემიძლია ინდივიდუალურადაც მოგაწოდოთ....

This post has been edited by Elguja on 11 Jul 2009, 15:43

მიმაგრებული სურათი
foto3.JPG
israfel
ubi nil vales ibi nil velis


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 978
წევრი No.: 21097
რეგისტრ.: 24-June 06

გამოგზავნილია: 11 Jul 2009, 18:55  #14656419      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
საინტერესოა..და თქვენ მიწის ნაკვეთსაც ყიდით თუ ჩემს მიერ ნაყიდ ნაკვეთზე აშენებთ? და სად ხდება მშენებლობა?


--------------------
And I find it kind of funny, I find it kind of sad
The dreams in which I'm dieing are the best I've ever had...
The13thFloor
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 16307
წევრი No.: 25980
რეგისტრ.: 22-November 06

გამოგზავნილია: 11 Jul 2009, 22:55  #14658874      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
ძალიან დიდი სურვილი მაქვს ხის სახლის აშენების
მარა ცეცხლი რომ წაუკიდოს ვინმემ მერე რა ვქნა ? biggrin.gif
Sharky
El Tiburon


********
ჯგუფი: Members
წერილები: 41653
წევრი No.: 2110
რეგისტრ.: 25-April 03

გამოგზავნილია: 11 Jul 2009, 23:41  #14659465      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
აუფ, რა ფასებია...... biggrin.gif
მაგას ბლოკის სახლის აშენება სჯობს, უფრო იაფი დაჯდება.......


--------------------
მოგითყანთ დემოკრატია
Elguja
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 50
წევრი No.: 72457
რეგისტრ.: 27-October 08

გამოგზავნილია: 14 Jul 2009, 13:22  #14690445      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
ცეცხლის წაკიდება თუ მოუნდა ვინმეს, შეიძლება ნებისმიერ სახლს წაუკიდო...სხვათა შორის მასალა ისე მუშავდება სპეციალური ხსნარით, რომ ძალიან ძნელი იქნება ცეცხლის წაკიდება...უცხოეთში დიდი მოთხოვნაა ამგვარ სახლებზე და იქ იმას არ ფიქრობენ, ვინ წაუკიდებთ ცეცხლს...მათ იციან, რომ ამგვარ სახლში ცხოვრება კომფორტთან ერთად ჯანმრთელობის საწინდარიცაა...გარდა ამისა, სახლი შეიგიძლია ნებისმიერ დროს დაშალო და სადაც გინდა თავისუფლად გადაიტანო...ეს შეიძლება ვინმეს სასაცილოდ მოეჩვენოს, მაგრამ მნიშვნელოვანი დეტალია...ჩვენთან არ არის ჯერჯერობით ამგვარი მიდგომა, მაგრამ დადგება დრო და ეს დეტალიც მნიშვნელოვანი გახდება...იქნებ, სხვა ადგილზე მოგინდეს მომავალში ცხოვრება?...ადგები, დაშლი შენს სახლს და გადაიტან უმტკივნეულოდ...ესც ამ სახლების უპირატესობაა სხვა უპირატესობებთან ერთად...ფასებიც აბსოლუტურად მისაღებია, რადგან ხის მასალას ვერ შეადარებ რკინა-ბეტონის კონსტრუქციას...მოგეხსენებათ, ხე არც ისე იაფია და ამდენად სახლიც შეიძლება ძვირი მოგეჩვენოთ, მაგრამ თუ კარგად გაიანგარიშებთ, შეიძლება ბეტონის კარგი სახლი, ევრორემონტით და ასე შემდეგ გაცილებით ძვირი დაგიჯდეთ...აქ კი 475 დოლარი გამოდის გასაღების ჩაბარებით....მინუს ამას 10%...ანუ 428 დოლარი...ეს სავსებით ძვირი არ არის ამგვარი განსხვავებული და არაჩვეულებრივი სახლისათვის...თქვენ მარტო დაგჭირდებათ ავეჯის შეტანა...ეს, როცა აშენებთ მორებით, მაგრამ თუ მოგინდებათ ე.წ. ,,ფინური ტიპის'' სახლი, მაშინ გასაღების ჩაბარებით სახლი დაგიჯდებათ 355 დოლარი...მინუს ამას 10%-იანი შეღავათი პირველი ათი კლიენთისათვის, გამოდის 320 დოლარი...გარდა ამისა, კლიენტი იხდის ეტაპობრივად და ეს ძალიან მნიშვნელოვანია...
winmast
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 75
წევრი No.: 88979
რეგისტრ.: 15-April 09

გამოგზავნილია: 14 Jul 2009, 20:27  #14696080      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
ეს თქვენი აშენებული სახლის ფოტოა?
გამომიგზავნე პმ ში სხვა სურათები
taj_mahal
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 802
წევრი No.: 92264
რეგისტრ.: 26-May 09

გამოგზავნილია: 15 Jul 2009, 00:14  #14699116      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
რა მაინტერესებს და აგება მინდა სხვა დაგეგმარებით და მაგასაც ხო ააგებებ ჩემი დიზაინით რაა?
* * *
ხო და მე ხვალ გავზომავ რამდენი კვადრატული იქნებაა და გეტყვით მაინტერესებს მიახლოებით რა დაჯდება თანხა smile.gif
Elguja
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 50
წევრი No.: 72457
რეგისტრ.: 27-October 08

გამოგზავნილია: 15 Jul 2009, 15:02  #14705701      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
QUOTE (taj_mahal @ 15 Jul 2009, 00:14 )
რა მაინტერესებს და აგება მინდა სხვა დაგეგმარებით და მაგასაც ხო ააგებებ ჩემი დიზაინით რაა?
* * *
ხო და მე ხვალ გავზომავ რამდენი კვადრატული იქნებაა და გეტყვით მაინტერესებს მიახლოებით რა დაჯდება თანხა smile.gif

პრობლემა არ არის...გაზომეთ და გეტყვით, რა დაგიჯდებათ სახლი...smile.gif
ეგრი
bizwebmaster


********
ჯგუფი: Members
წერილები: 27353
წევრი No.: 26365
რეგისტრ.: 1-December 06

გამოგზავნილია: 15 Jul 2009, 16:01  #14706598      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი · aim
Elguja
QUOTE
ხე რჩება ერთადერთ ეკოლოგიურად სუფთა სამშნებლო მასალად.

საკამათოა. smile.gif


--------------------
www.bizwebmaster.com - საიტების დამზადება
==========================================
საუკეთესო ხარისხი, ფასები, დამზადების ვადა.
უფასო დომენი და ჰოსტინგი.
krespo
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 69
წევრი No.: 95734
რეგისტრ.: 14-July 09

გამოგზავნილია: 15 Jul 2009, 18:45  #14709003      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
მგონი ძაან ძვირია, 150 კვადრატი რომ ააშენო 56 000 დოლარამდე ჯდება გასაღების ჩაბარებით. მგონი ამას ჯობია რკინის კონსტრუქციებით აშენება.
Elguja
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 50
წევრი No.: 72457
რეგისტრ.: 27-October 08

გამოგზავნილია: 16 Jul 2009, 20:54  #14725309      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
რომ გითხრათ, იაფიათქო, არ ვიქნები მართალი...მაგრამ არც ძვირია და ესეც სიმართლეა...ანუ ეს ფასები ზუსტად მორგებულია იმ პროექტებზე, რის აშენებასაც ჩვენ ვგეგმავთ...და უკვე არის დაინტერესება და შეკვეთები...მოკლედ, ეს სახლები იმსახურებენ ამ ფასს...smile.gif
Elguja
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 50
წევრი No.: 72457
რეგისტრ.: 27-October 08

გამოგზავნილია: 11 Aug 2009, 12:34  #15045309      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
კომპანია ..მაგჯორჯია'' წარმოგიდგენთ კომბინირებული სახლების კონკრეტულ პროექტებს:

1. კომბინირებული სახლი(ხე და სხვა თქვენთვის სასურველი სამშენებლო მასალა)-141 კვ.მეტრი -56910$

2.კომბინირებული სახლი( ხე და თქვენთვის სასურველი სამშენებლო მასალა)-252 კვად.მეტრი-88519$

3. კომბინირებული სახლი( ხე და თქვენთვის სასურველი სამშენებლო მასალა)-84 კვადრატ.მეტრი-38028$

4. კარკასი-74 კვადრატ.მეტრი-24551$

5.მონოლითი-130 კვადრატ.მეტრი-55241$

6. კომბინირებული სახლი(ხე და თქვენთვის სასურველი სამშენებლო მასალა)-277 კვადრატ.მეტრი-89646$

7. კარკასი-185 კვადრატ.მეტრი-185 კვადრატ.მეტრი-57571$

8. პანელის კარკასი-24,5+8,5 კვადრატ.მეტრი-12186$

9. კომბინირებული სახლი( ხე და სხვა თქვენთვის სასურველი სამშენებლო მასალა)-74 კვადრატ.მეტრი-32164$

10. კომბინირებული სახლი( ხე და თქვენთვის სასურველი სხვა სამშენებლო მასალა)-190 კვადრატ.მეტრი-69885$

11. კომბინირებული სახლი( ხე და თქვენთვის სასურველი სხვა სამშენებლო მასალა)-116 კვადრატ.მეტრი-49093$

მისამართი: თბილისი, რობაქიძის გამზირი#7
ტელ:+995 32 477 844
მობ:871 016 004; 899 188 093
ელ-ფოსტა:info@maggeo.ge
ვებ-გვერდი:www.maggeo.ge

,,მაგჯორჯია''-თქვენი ბუნების სახლი...ისურვეთ და აიხდინეთ ოცნება!



მიმაგრებული სურათი
______________27a_116__2_49093________9.JPG
GSKI
ALT1OO


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1338
წევრი No.: 23371
რეგისტრ.: 18-September 06

გამოგზავნილია: 11 Aug 2009, 12:52  #15045555      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი
Boss Online
Business Analytic


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4502
წევრი No.: 41067
რეგისტრ.: 3-September 07

გამოგზავნილია: 12 Aug 2009, 21:21  #15064001      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი
Elguja

მე დიზაინები რომ დაგითოთ შეგიძლიათ მითხრათ რა დაჯდება ზუსტად იგივე ..

პირველი ვარიანტი საერთოდ ფართი 62 მ2.

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

ეს პირველი ვარიანტი მაინტერესებს რა დაჯდება ( ფასი )


* * *
Elguja
ეს კი მეორე ვარიანტი

საერთო ფართი 65 მ2

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

ესეც მეორე ვარიანტი..

ამ ორი ვარიანტის ფასი მაინტერესებს რა დაჯდება რადგან უკვე გადაწყვეტილია ყიდვა.


--------------------
www.mhosti.com კარგი ხარიასხნიანი სტაბილური - პროფესიონალური ჰოსტინგი.
www.tbilisibusiness.com D&M Corporation LTD Transportation Company, IT Service & Development , Web, Development, Business, Services
SUBARU CLUB GEORGIA | MITSUBISHI CLUB GEORGIA | AUDI CLUB GEORGIA | American Cars Club GEORGIA
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (3) [1] 2 3  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: კავკასუს ონლაინი
[ Script Execution time: 0.9772 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]