forum.ge
reklama
FORUM.GE ... წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
reklama

Pages: (81) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> არქიტექტურული ნებართვები გამარტივდა
CityDesign
Crazy Member


*****
ჯგუფი: Moderators
წერილები: 1784
წევრი No.: 99576
რეგისტრ.: 11-September 09

გამოგზავნილია: 25 Aug 2011, 16:46  #27057749      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი · im · aim
თბილისის მერის მიერ ინიცირებული იქნა საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი, რომელიც მომსახურების გაუმჯობესებასა და სამშენებლო ნებართვების გამარტივებას ისახავდა მიზნათ. აღნიშნული პროექტი საქართველოს მთავრობამ განიხილა და დაამტკიცა.
ახალი ცვლილების მიხედვით, მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოში წარმოსადგენი სამშენებლო დოკუმენტაციის რაოდენობა შემცირდა და სამშენებლო პროცესში ჩართული კერძო სექტორისათვის დამატებითი ადმინისტრაციული ბარიერები მოიხსნა.
აღნიშნული წესის გამარტივების შედეგად: მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო შეითანხმებს საპროექტო ობიექტის მხოლოდ არქიტექტურულ ნაწილს, დეტალური შიდა გეგმარების, კონსტრუქციული და გეოლოგიური დასკვნის წარმოდგენის გარეშე.
ცვლილების თანახმად შენობა-ნაგებობის კონსტრუქციულ მდგრადობაზე, შესრულებული სამუშაოს ხარისხზე, უსაფრთხოების ნორმებზე და პროექტის შესაბამისობაზე მოქმედ კანონმდებლობასთან მიმართებაში პასუხისმგებლობა მენაშენეს ან დამკვეთს დაეკისრება.
ასევე ის დოკუმენტები, რომლებიც სამსახურში წარმოსადგენად სავალდებულო არ არის პროექტის შეთანხმებისა და ნებართვის გაცემის დროს, მაგრამ აუცილებელია მშენებლობის განხორციელებისას, მენაშენე ან დამკვეთი ვალდებულია იქონიონ, სამშენებლო ობიექტზე მშენებლობის დაწყების დღიდან. მისი არქონის შემთხვევაში კი მათ დაეკისრება შესაბამისი პასუხისმგებლობა.
ასევე აღსანიშნავია, რომ გაიზარდა იმ სამშენებლო სამუშაოების ჩამონათვალი, რომელთა განხორციელებაც არ საჭიროებს მშენებლობის ნებართვას. აღნიშნულ სამუშაოებზე სამსახური შემცირებული დოკუმენტაციის საფუძველზე 5 დღის ვადაში გასცემს წერილობით თანხმობას.
http://architect.tbilisi.gov.ge/
* * *
საინტერესოა რეალურად გამარტივდა თუ ნებართვის შემდეგ ჯარიმების მოცულობა გაიზრდება?
ძალიან ბევრი ჩათვლის რომ აღარ არის საჭირო დამატებითი დოკუმენტაცია, რაც მშენებლობის დაწყებისთვის არის საჭირო, ან "ეკონომიას" გააკეთებს იმის იმედით რომ მერე მოაგვარებს ამ საკითხს და ამ დრო ზედამხედველობა რომ მოსთხოვს და არ ექნება საბუთები წესრიგში, ჯარიმას დააკისრებენ. პასუხისმგებლობა კიდევ ცალკე თემაა.
* * *
დღეს დილით დადეს ახალი დადგენილება, „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების
შესახებ“
* * *
2011 წლის 23 აგვისტო, 13:46

თბილისის მერია სამშენებლო ნებართვებზე განცხადებას ავრცელებს


თბილისის მერიამ სამშენებლო ნებართვების შესახებ ოფიციალური განცხადება გაავრცელა. განცხადება მერიიის ვებგვერდზეც არის განთავსებული.

განცხადების შინაარს უცვლელად გთავაზობთ: "მერიის არქიტექტურის სამსახურმა სამშენებლო ნებართვები გაამარტივა. ნაცვლად 20 სამუშაო დღისა, ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია, მისთვის სასურველი ნებართვა 5 სამუშაო დღეში აიღოს.

თბილისის მერის მიერ ინიცირებული იქნა საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი, რომელიც მომსახურების გაუმჯობესებასა და სამშენებლო ნებართვების გამარტივებას ისახავდა მიზნათ. აღნიშნული პროექტი საქართველოს მთავრობამ განიხილა და დაამტკიცა.

ახალი ცვლილების მიხედვით, მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოში წარმოსადგენი სამშენებლო დოკუმენტაციის რაოდენობა შემცირდა და სამშენებლო პროცესში ჩართული კერძო სექტორისათვის დამატებითი ადმინისტრაციული ბარიერები მოიხსნა.

აღნიშნული წესის გამარტივების შედეგად: მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო შეითანხმებს საპროექტო ობიექტის მხოლოდ არქიტექტურულ ნაწილს, დეტალური შიდა გეგმარების, კონსტრუქციული და გეოლოგიური დასკვნის წარმოდგენის გარეშე.

ცვლილების თანახმად, შენობა-ნაგებობის კონსტრუქციულ მდგრადობაზე, შესრულებული სამუშაოს ხარისხზე, უსაფრთხოების ნორმებზე და პროექტის შესაბამისობაზე მოქმედ კანონმდებლობასთან მიმართებაში პასუხისმგებლობა მენაშენეს ან დამკვეთს დაეკისრება.

ასევე, დოკუმენტები, რომლებიც სამსახურში წარმოსადგენად სავალდებულო არ არის პროექტის შეთანხმებისა და ნებართვის გაცემის დროს, მაგრამ აუცილებელია მშენებლობის განხორციელებისას, მენაშენე ან დამკვეთი ვალდებულია იქონიონ, სამშენებლო ობიექტზე მშენებლობის დაწყების დღიდან. მისი არქონის შემთხვევაში კი, მათ დაეკისრება შესაბამისი პასუხისმგებლობა.

ასევე აღსანიშნავია, რომ გაიზარდა იმ სამშენებლო სამუშაოების ჩამონათვალი, რომელთა განხორციელებაც არ საჭიროებს მშენებლობის ნებართვას. აღნიშნულ სამუშაოებზე სამსახური შემცირებული დოკუმენტაციის საფუძველზე 5 დღის ვადაში გასცემს წერილობით თანხმობას", - ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, ამ თემით რამდენიმე დღის წინ, "ინტერპრესნიუსი" და "პალიტრა ტვ" მას შემდეგ დაინტერესდნენ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ თბილისში ფანჯრის გამოცვლაზე არქიტექტურის სამსახურის ნებართვა იყო საჭირო; საცხოვრებელ ბინებზე ფანჯრის უნებართვოდ გამოცვლის შემთხვევაში კი, მოქალაქე შესაძლოა, 10 ათასი ლარით დაჯარიმდეს.

"პირმა ფანჯრის შეცვლის შემთხვევაში მერიას წერილობით უნდა აცნობოს. განაცხადს თან მხოლოდ საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა დაურთოს. თანხმობას 5 დღეში მიიღებს. მაგრამ თუ მას მერიის მიერ გაცემული ნებართვა არ გააჩნია, მეზობლის ჩივილის შემთხვევაში, პირი შესაბამისი სამსახურის მიერ დაჯარიმდება", - განცხადა 19 აგვისტოს არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელმა, არისი ბოჭოიძემ.

მისივე თქმით, ზედამხედველობის სამსახური კანონდამრღვევ მოქალაქეს ჯერ გააფრთხილებს. თუ გაფრთხილების მიუხედავად პირი მიცემულ შენიშვნებს მშენებლობის დროს არ გაითვალისწინებს, მას 10 ათას ლარიანი ჯარიმა დაეკისრება.


წყარო : http://internet.ge/index.php?action=news&c...ome&news=111099
http://www.obieqtivi.net/?newsDetail=4996

This post has been edited by CityDesign on 25 Aug 2011, 17:09


--------------------
City Design LTD
34, S.Chikovani, st.,Tbilisi, 0186, Georgia
Tel: (+995 32) 306 111

e-mail: info@citydesign.ge
www.citydesign.ge
skype ID: citydesign.info
http://facebook.com/CityDesignLTD
nunuka2
გადაშენდი


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1498
წევრი No.: 48624
რეგისტრ.: 6-December 07

გამოგზავნილია: 28 Aug 2011, 10:26  #27095763      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
ხალხო არავინ იცით რა ჯდება მშენებლობის ნებართვის აღება? და მერიის უფასო პროექტები რომ იყო კიდევ არის მოქმედებაში?
chiefangel
Do Your Best


******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 5520
წევრი No.: 11304
რეგისტრ.: 7-July 05

გამოგზავნილია: 28 Aug 2011, 11:09  #27096014      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი · aim · yim · msn
nunuka2
QUOTE
დამიწყევლია ფორუმგეს მოდერები!!!თავი მათ მხრებზე წყეული იყოს, მხრები მკერდზე,მკერდი წელზე, წელი ბარძაყთა ზედა წყეული იყოს, ბარძაყი მუხლზე, მუხლი წვივზე, წვივი კოჭთა ზედა, კოჭი ტერფთა ზედა იყოს წყეული. მის ტერფქვეშ მიწა იყოს წყეული, მიწამ პირი იყოს და ჯოჯოხეთმა შთანთქას სული და ხორცი მათი, ამინ”

Warning:
+20 და 3 დღიანი თუ არ გამოცვლი სამუდამოს აიღებ.



This post has been edited by chiefangel on 28 Aug 2011, 11:09


--------------------
ნაგვისაგან ტორტს ვერ გამოაცხობ!!!!
არ არსებობს იაფი და კარგი!!!
მაგრამ ყოველთვის არსებობს გამოსავალი...



Climat Service გათბობა ფეისზე
Salome_L
LUKAS DEDIKO


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2372
წევრი No.: 95048
რეგისტრ.: 4-July 09

გამოგზავნილია: 30 Aug 2011, 22:33  #27136455      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · aim
ძველი ფანჯარა ახლით რომ შევცვალო ნებართვა მინდა ? drug.gif
ფულის მახეა! ყველაფერზე ნებართვა როგორ უნდა ? მოშენებას ვარემონტებთ და გარედან რომ გალესეს მერია დაგვადგა და მაგის ნებართვა არ გქონდათ და დროზე შეიტანეთ საბუთები ნებართვაზე თორე დაგაჯარიმებთო. მერე ფასადის შეღებვაზე ცალკე ნებართვა უნდა ავიღოთ სავარაუდოდ? არადა ეს დალოცვილი, თუ ამტკიცებ ამ მოშენებას და იქ ლოგიკურად უნდა ეწეროს, რომ დაგიმტკიცებთ, მაგრამ მოპირკეთებაზეც უნდა იზრუნოთ, რომ ფასადი არ მახინჯდებოდეს , მაგისთვის ლესვა-ღებვაში ცალ-ცალკე ნებართვებს რომ მთხოვ არაა ფულის მახე ?? ნუ კონკრეტულ ჩვენ შემთხვევაში იმდენი რამის ნებართვაზე შევიტანეთ საბუთები, რომ ფანჯარა მინდოდა კიდევ და მომავლისთვის გადავდე.

პ.ს. ერთი კია, 5 დღეში იძლევიან პასუხს.

This post has been edited by Salome_L on 30 Aug 2011, 22:34


--------------------
The Only Thing Standing Between Me and Greatness is Me
CityDesign
Crazy Member


*****
ჯგუფი: Moderators
წერილები: 1784
წევრი No.: 99576
რეგისტრ.: 11-September 09

გამოგზავნილია: 31 Aug 2011, 12:55  #27143725      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი · im · aim
Salome_L
კი ფანჯრის გამოცვლაზეც საჭიროა, მართალია ყველა ნებართვა უფასოა ( ზოგადად), მაგრამ ამ ნებართვებისთვის საჭირო დოკუმენტაცია უკვე ფასიანი, პირველ რიგში საჯარო რეესტრის ამონაწერი აბსულიტურად ყველა ნებართვაზე გჭირდება, 5 დღე მერიის პასუხს უნდა მაგრამ კიდევ 5 დღე ამონაწერს, თუ დაჩქარებული გინდა 50 ლარი, ისე 15. ჯარიმას რაც შეეხება იმდენად დიდი თანხაა რომ არამგონია სიმართლე იყოს (იმედი მაქვს ყოველშემთხვევაში)

ფანჯრის გამოცვლას მე ნებართვასაც ვერ დავარქმევდი, წერილობით უნდა აცნობო , მხოლოდ ამას ითხოვენ, პროექტს(ვიზუალიზაციას) არ ითხოვენ როგორც ფასადის ცვლილებაზე, უბრალოდ ამონაწერი უნდა მარტო და წერილი. რომ წარმომიდგენია რამდენი ადამიანი ცვლის ყოველდღე კარ-ფანჯარას, როგორ არ ეზარებათ მათი სათითაოდ განხილვა smile.gif, ამ დროს ნებართვებიდან ამოიღეს რაც მართლა მნიშვნელოვანია, კონსტრუქციული ნაწილი, გეოლოგია და ა.შ. და ფანჯრების გამოცვლაზე კარგავენ ამდენ დროს, არალოგიკურია

This post has been edited by CityDesign on 31 Aug 2011, 12:59
Salome_L
LUKAS DEDIKO


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2372
წევრი No.: 95048
რეგისტრ.: 4-July 09

გამოგზავნილია: 31 Aug 2011, 13:05  #27143898      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · aim
QUOTE
არალოგიკურია



yes.gif yes.gif

ბევრი რამ
SaamI
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5365
წევრი No.: 74536
რეგისტრ.: 13-November 08

გამოგზავნილია: 31 Aug 2011, 13:35  #27144333      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
CityDesign
QUOTE
როგორ არ ეზარებათ მათი სათითაოდ განხილვა , ამ დროს ნებართვებიდან ამოიღეს რაც მართლა მნიშვნელოვანია, კონსტრუქციული ნაწილი, გეოლოგია და ა.შ. და ფანჯრების გამოცვლაზე კარგავენ ამდენ დროს, არალოგიკურია

"სიყვარულს რას გაუგებ ჩემო ოლღა.." biggrin.gif
CityDesign
Crazy Member


*****
ჯგუფი: Moderators
წერილები: 1784
წევრი No.: 99576
რეგისტრ.: 11-September 09

გამოგზავნილია: 31 Aug 2011, 22:09  #27153165      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი · im · aim
SaamI
ნამეტანი სიყვარულიც არ ვარგა, როგორმე ჩვენ თვითონ მივხედავდით ჩვენს კარ-ფანჯრებს biggrin.gif tuk.gif
PHProgrammer
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 355
წევრი No.: 130627
რეგისტრ.: 27-April 11

გამოგზავნილია: 3 Sep 2011, 12:25  #27194496      · პროფილი · პირადი მიმოწერა
მე უბრალოდ მოშენებას ვუკეთებ საკუთარ სახლს დაბა ზაჰესში (არანაირი ფასადების დარღვევით) და მითხრეს რომ არქიტექტორი უნდა მიიყვანო და დაახაზინო რის აშენებასაც აპირებო და მერე ეს ნახაზი მიიტანო და დაამტკიცებინოვო (ანუ ნებართვა)

ხომ არ იცით, რა ჯდება 1კვმ დაპროექტება? ან როგორ ხდება ეს? რა იგულისხმება დაპროექტებაში? მხოლოდ იატაკის ფართობი? თუ კედლები ცალკე, ჭერი ცალკე, იატაკი ცალკე და ამ ყველაფრის კვმ იგულისხმება?

ამიხსენით და ვინც გარკვეულია ამს აკითხში შემეხმიანოს პმ
CityDesign
Crazy Member


*****
ჯგუფი: Moderators
წერილები: 1784
წევრი No.: 99576
რეგისტრ.: 11-September 09

გამოგზავნილია: 3 Sep 2011, 14:13  #27195922      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი · im · aim
PHProgrammer
მხოლოდ იატაკის ფართობით ანგარიშდება არქიტექტურული პროექტი და ფასადები თუ არის მხოლოდ, მაშინ ფასადის ფართობით, მაგრამ გააჩნია მაინც რამდენი იქნება, შეიძლება რაღაც კონკრეტულ თანხაზე მოილაპარაკოთ. დასამტკიცებლად რაც გჭირდებათ, გარდა იმ საბუთებისა მაინც მოითხოვენ დამატებით საბუთებს მშენებლობის დაწყების მომენტში, კონსტრუქტორის დასკვნას და პოს-ს ( მშენებლობის ორგანიზაციის პროექტს). მერიაში მისატანად დაგჭირდებათ არსებული შენობის აზომვითი ნახაზი, მიშენების პროექტი, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, თუ კერძო სახლია ტოპოც, საკადასტრო რუქა, თუ კორპუსი მეზობლების თანხმობა ნოტარიულად დამოწმებული. რამდენია მოსაშენებელი ფართი?
PHProgrammer
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 355
წევრი No.: 130627
რეგისტრ.: 27-April 11

გამოგზავნილია: 3 Sep 2011, 15:33  #27197025      · პროფილი · პირადი მიმოწერა
CityDesign
და მე ამ ეტაპზე მშენებლობა დაწყებული მაქვს, სადღაც ჭერამდე ვარ მისული (პირველი სართული მხოლოდ და რატომღაც ეხლა გავიგე რომ ესე გამწვავებულიაო ეს საკითხიდ ა უკვე შევშინდი sad.gif რა უნდა ვქნა ეხლა? 35 კვმ -მდეა...

საკუთარი ბინაა და ამ ბინას ვუშენებ გვერდით საკუთარ ეზოში (ყველასგან იზოლირებულად) არანაირი ფასადების დარღვევით...

QUOTE
მოითხოვენ დამატებით საბუთებს მშენებლობის დაწყების მომენტში, კონსტრუქტორის დასკვნას და პოს-ს ( მშენებლობის ორგანიზაციის პროექტს)


კაი რააა sad.gif ესენი სადღა ავიღო ეხლა? sad.gif საცაა პირველ სართულს დავამთავრებ... რა ვქნა ეხლა? sad.gif
CityDesign
Crazy Member


*****
ჯგუფი: Moderators
წერილები: 1784
წევრი No.: 99576
რეგისტრ.: 11-September 09

გამოგზავნილია: 3 Sep 2011, 20:01  #27200988      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი · im · aim
PHProgrammer
არაუშავს, რადგან ჯერ არავის უნახავს, შეგიძლია ეხლა მოასწრო შეტანა სანამ ნახავენ, ერთი პრობლემაა უბრალოდ, არსებული სიტუაციის სურათებს ითხოვენ, და თუ გაქვს ძველი გადაღებული რამე სურათი ის მიიტანე, ან მეორე გამოსავალი, არასდროს არ უნდა ნახონ და გაიგონ smile.gif (ეგ უკვე მეზობლებზეა დამოკიდებული). ეგ ნაწილი გარედან რომელიმე მხრიდან ჩანს??

რაც შეეხება საბუთებს, ეგ პროექტში ისედაც შედის, უბრალოდ მერია არ ითხოვს დამტკიცების დროს

This post has been edited by CityDesign on 3 Sep 2011, 20:02
Salome_L
LUKAS DEDIKO


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2372
წევრი No.: 95048
რეგისტრ.: 4-July 09

გამოგზავნილია: 4 Sep 2011, 22:34  #27219561      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · aim
QUOTE
არასდროს არ უნდა ნახონ და გაიგონ


მართალია, ამიტომ ბარემ დაამთავრე ეგ შენ მონაშენები და მერე შეიტანე დამტკიცებაზე smile.gif


არა ??????
CityDesign
Crazy Member


*****
ჯგუფი: Moderators
წერილები: 1784
წევრი No.: 99576
რეგისტრ.: 11-September 09

გამოგზავნილია: 5 Sep 2011, 19:47  #27233515      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი · im · aim
Salome_L
2007 წლამდე რომ ყოფილიყო პირდაპირ ლეგალიზებაზე შეიძლებოდა, რავიცი ეხლა აღარც აქვს მგონი მნიშვნელობა როგორ შეიტანს smile.gif
PHProgrammer
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 355
წევრი No.: 130627
რეგისტრ.: 27-April 11

გამოგზავნილია: 6 Sep 2011, 12:03  #27243731      · პროფილი · პირადი მიმოწერა
CityDesign
Salome_L
კი მაგრამ, რომ არ გაიგონ და არ ვაჩვენო რომ მშენებლობა დაწყებული მაქვს უკვე და მე მივიდე მათტან და ზეპირად დახაზონ და გააკეთონ პროექტი, ეს შესაძლებელია? აბა სხვანაირად როგორ გამოვა? ესეიგი უნდა ნახონ ხო?

და ის ფაქტორი რომ მეზობლებმა დამაბეზღონ ან რამე გამორიცხულია... ყველა ახლობელია ჩემს ირგვლივ...
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (81) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: კავკასუს ონლაინი
[ Script Execution time: 0.0413 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]