მოკლედ ვაპირებ მიწის შესყიდვას პატარა სახლის ასაშენებლად.
მოდერს ბოდიშს მოვუხდი თუ უადგილოდ გავხსენი თემა და ვთხოვ რომ არ დახუროს, მე თვითონ ვიზამ..
მოკლედ მინდა მიწის ყიდვა 350-400-500 კვადრატულის, რომ ავაშენო პატარა სახლი 60-70 კვადრატული, 1 სართულიანი..
თითქმის ყველა უბანი დავათვალიერე და ბოლოს შევჯერდი ლისის ტბის ტეროტირიაზე, კერძოდ კი ახალი იპოდრომის მიმდებარედ
საუბარია ამ ტერიტორიაზე

დენი, გაზი არის.. წყალი ზოგგან არა, ზოგგან კი..
ფასები ცუდი ადგილი 25$, უკეთესი 27, კარგი 30-35 (მხატვრების დასახლება/ფერმწერთა ქუჩა უფრო ძვირი)
ხოდა რას მირჩევთ? მაქვს რამოდენიმე ვარიანტი, უბრალოდ სანამ გადაწყვეტილებას მივიღებ სხვისი აზრიც მაინტერესებს..
ეს უბანი იმიტომ მომეწონა, რომ საბურთალოსთან და ცენტრთან ახლოსაა, ავტობუსები დადის, ადვილად მისადგომია (ლისის ტბიდანაც და ნუცუბიძის მეოთხე პლატოდანაც) ნუ მინუსები აქვს რო ბუნება არაა და ქარი იცის ძალიან