forum.ge
reklama
FORUM.GE ... წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (38) « პირველი ... 35 36 [37] 38   ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> VERDIssimo, დიდი იტალიელი
djbachi
Movado


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3247
წევრი No.: 91207
რეგისტრ.: 12-May 09

გამოგზავნილია: 15 May 2011, 23:53  #25479706      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
Pathetikos
არ ვიპოვე სულიერი მეგობარი biggrin.gif:D


მაკბეტი მეც მიყვარს,მაგრამ ნაბუქოს და აიდას მივუმატებდი biggrin.gif


--------------------
ხანდახან კარგ ლექსს შეუძლია ისეთივე სამსახური გაუწიოს რომელიმე საშუალო რომანს,როგორც ქონის პაწია ნაჭერმა მჭლე ძეხვს.


მონასტრის კედლებში ბერი ორი კვერცხის საფასურიც არ ღირს ,მის კდელებს გარეთ კი სამ ათეულ კვერცხსაც არ დაინანებს კაცი(latinuri gamotqmaa)
Pathetikos
დარაზმუს


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7122
წევრი No.: 21479
რეგისტრ.: 9-July 06

გამოგზავნილია: 16 May 2011, 00:45  #25480741      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
djbachi
ნაბუქოში გუნდის და აბიგაილის პარტიის გარდა არაფერი მიყვარს განსაკუთრებით.
აიდა უბრალოდ იმდენად სრულყოფილი მუსიკაა, რომ გულისამრევია უკვე. ნემსის ჩასაგდები ადგილი არაა. ტრუბადურში ერთი-ორი უაზრო ფორმალური რეჩიტატივი მაინცაა.

არ მესმის ერნანის მუღამი, ლომბარდიელებშია ძლიერი ადგილები, მაგრამ მთლიანობაშI კრეტინული შინაარსი ღუპავს და ძალიან გრძელია. ალზირა და ეგეთები არ გამაგონოთ. ლუიზა მილერი მიყვარს ძალიან, ატილაში ოდაბელას პირველ არიას დავტოვებდი მარტო (არ დამავიწყდება ოღონდ ის შოკი, რაც მიშელ კრაიდერმა მოგვგვარა თბილისში, რომ შემოკრიახდა და იქამდე არ იღჭიალა და იწიოკა. სანამ ხალხმა ტაშის გუგუნი არ აუტეხა), ფალსტაფი კაია, მარა ტუტუცობაა, ოტელოს "პატივს ვცემ" biggrin.gif, სიმონ ბოკანეგრაა სრული უცნაურობა და გენიალრობა და ბედის ძალაა ისეთი ოპერა, მარტო არიებს და დუეტებს რომ დავტოვებდი, ისე მტერი დაჯდა თეატრში მაგის მოსასმენად.
შუა ვერდიდან ისე მე მართლა მარტო ლუიზას, ატილას ფრაგმენტებს და მაკბეტს ვუსმენ.

http://www.youtube.com/watch?v=x_xKiyQHyyU

ასეთ კოშმარს და უმღერალს რომ დაწერ, არ დადგამენ, აბა რას იზამენ!


--------------------
Patricia : " Quelle est votre plus grande ambition dans la vie ? "
Le romancier Parvulesco : " Devenir immortel…et puis mourir. "
Charles IX
ვაწყობ ბართლომეს ღამეს! იეფად!!!!


*******
ჯგუფი: co-Moderators
წერილები: 12165
წევრი No.: 15145
რეგისტრ.: 5-December 05

გამოგზავნილია: 16 May 2011, 17:15  #25488791      · პროფილი · პირადი მიმოწერა
djbachi
QUOTE
რატოა რიგოლეტო ჩემი საძულველი და შენი საყვარელი ოპერა ვერ ვხვდები

ალბათ ვერ დაიჭირე ის საოცარი დრამატული მუხტი, რომელიც ამ ოპერსას აქვს - განსაკუთრებით მე-2 მოქმედებას...
უძლიერესია მუსიკალური დრამატურგიით...

Pathetikos
QUOTE
მაგ "სამეულიდან" ტრუბადურისნაირი არცერთი არაა.

დონ კარლოსი, სიციულიური მწუხრი, მაკბეტი, ბალ-მასკარადი - ალბათ ყველაზე მეტად ესენი მიყვარს.

ტრუბადური ალბათ ერთერთი უდიდესი მუსიკალური ნაწარმოებია...
დონ კარლოსიც - თუმცა, ვაგნერს მაგონებს. გენიალურ მუსიკას არაფრფის მთქმელი მოჰყვება ხოლმე... ოღონდ, თუ ვაგნერთან 15 წუთს ერთი საათი მოჰყვება, აქ დაახლოებით თანაბარია პროპორცია - შეიძლება გენიალური მუსიკა მეტიც კი იყოს... biggrin.gif
ბალ-მასკარადიც ძალიან მიყვარს და სხვებიც... biggrin.gif

QUOTE
ნაბუქოში გუნდის და აბიგაილის პარტიის გარდა არაფერი მიყვარს განსაკუთრებით

კვარტეტი?


QUOTE
არ მესმის ერნანის მუღამი,

ერთი ფანტასტიკური სცენაა - ფინალური ტერცეტი!

QUOTE
ლომბარდიელებშია ძლიერი ადგილები, მაგრამ მთლიანობაშI კრეტინული შინაარსი ღუპავს და ძალიან გრძელია.

გეთანხმები - მაგრამ გუნდებია ისეთი, რომ...........


This post has been edited by Charles IX on 13 Jun 2011, 16:19


--------------------
გიზების და ყველა ფანატიკოსის დედაც .......... ბართლომესთან

"სახელმწიფოში, რომელშიც უსამართლოდ აპატიმრებენ, ყველა პატიოსანი ადამიანის ადგილი ციხეშია" - ჰენრი დევიდ ტორო

სამოთხეში კარგი კლიმატია, სამაგიეროდ ჯოჯოხეთში - ბრწყინვალე საზოგადოება!
watch_out_someone_is_in_the_room
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 610
წევრი No.: 70346
რეგისტრ.: 4-September 08

გამოგზავნილია: 13 Jun 2011, 14:56  #25956763      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა


wow.gif wow.gif


--------------------
So we beat on, boats against the current, borne back ceaselessly into the past.
Charles IX
ვაწყობ ბართლომეს ღამეს! იეფად!!!!


*******
ჯგუფი: co-Moderators
წერილები: 12165
წევრი No.: 15145
რეგისტრ.: 5-December 05

გამოგზავნილია: 13 Jun 2011, 16:18  #25958064      · პროფილი · პირადი მიმოწერა
watch_out_someone_is_in_the_room
ერთერთი ყველაზე მაგარი ოპერის ნამდვილად საუკეთესო ფრაგმენტი და IMHO საუკეთესო არია, რაც კი დაწერილა ბარიტონისთვის!
თან უბრწყინვალესი მომღერლის შესრულებით!!!
რანატოს არია "ბალ-მასკარადის" მე-4 მოქმედებიდან. ტიტო გობი.... (მათთვის, ვინც არ იცის)
watch_out_someone_is_in_the_room
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 610
წევრი No.: 70346
რეგისტრ.: 4-September 08

გამოგზავნილია: 13 Jun 2011, 18:01  #25959803      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
Charles IX
QUOTE
ერთერთი ყველაზე მაგარი ოპერის ნამდვილად საუკეთესო ფრაგმენტი და IMHO საუკეთესო არია, რაც კი დაწერილა ბარიტონისთვის!
თან უბრწყინვალესი მომღერლის შესრულებით!!!
რანატოს არია "ბალ-მასკარადის" მე-4 მოქმედებიდან. ტიტო გობი.... (მათთვის, ვინც არ იცის)


ცოტა ხნის წინ მოვუსმინე "ბალ-მასკარადს" შოლტი-დომინგო-ნუცი სასტავით - დადგმა საკმაოდ ეფექტური იყო, შესრულებასაც არა უშავდა და ძლიერი შთაბეჭდილება დატოვა ოპერამ მთლიანობაში.
მერე პუჩინის თემაში ვნახე ეს არია ჯინო ბეკის შესრულებით, იქიდან იუთუბზე ამოვყავი თავი, ბოლოს ტიტო გობის შესრულებით ჩავრთე და... სადღაც შუაში, წინა კომენტარში რო სმაილებს ჭირთ ეგეთი რაღაც დამემართა biggrin.gif

ტიტო გობიანი ბალ-მასკარადი მინდა baby.gif
Charles IX
ვაწყობ ბართლომეს ღამეს! იეფად!!!!


*******
ჯგუფი: co-Moderators
წერილები: 12165
წევრი No.: 15145
რეგისტრ.: 5-December 05

გამოგზავნილია: 13 Jun 2011, 21:14  #25962826      · პროფილი · პირადი მიმოწერა
watch_out_someone_is_in_the_room
QUOTE
ტიტო გობიანი ბალ-მასკარადი მინდა

http://yan-sibelius.narod.ru/maria_callas.html
აქ CD 36, 37 ნახე - გობი, კალასი...

საერთოდ ეს საიტი მაგარია - მარია კალასის ყველა სტუდიური ჩანაწერია - 70 დისკი ape-cue ფორმატში
watch_out_someone_is_in_the_room
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 610
წევრი No.: 70346
რეგისტრ.: 4-September 08

გამოგზავნილია: 14 Jun 2011, 00:33  #25966673      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
QUOTE
http://yan-sibelius.narod.ru/maria_callas.html
აქ CD 36, 37 ნახე - გობი, კალასი...


დიდი მადლობა.

ჩანაწერმა უკვე დაიკავა საკადრისი ადგილი ჩემს მუსიკალურ არქივში


QUOTE
საერთოდ ეს საიტი მაგარია - მარია კალასის ყველა სტუდიური ჩანაწერია - 70 დისკი ape-cue ფორმატში


ხოლო საიტმა - ბუქმარქებში biggrin.gif
NikaKuprashvili
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 130
წევრი No.: 132640
რეგისტრ.: 17-June 11

გამოგზავნილია: 2 Aug 2011, 22:37  #26746280      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
user posted image

სრული სახელი: ჯუზეპე ფორტუნინო ფრანჩესკო ვერდი
დაბადების წელი, თვე, რიცხვი: (10 ოქტომბერი, 1813 – 27 იანვარი, 1901)

მე-19 საუკუნის იტალიური ოპერის ყველაზე გავლენიანი ხელოვანი. მისი ნამუშევრები ხშირად იდგმება მსოფლიოს ყველა საოპერო თეატრში...

ჯუზეპე ვერდი დაიბადა ლე რონკოლში( სოფელი ბუსეტოსთან ახლოს).

შემოქმედება:

პირველი ცდები კომპოზიციაში 1828 განეკუთვნება (უვერტიურები, მარშები სასულე ორკესტრისთვის, საფორტეპიანო პიესები). 1833 ვერდი ქალაქის სასულე ორკესტრის დირიჟორია, 1836 წელს ხელმძღვანელობს ფილარმონიულ საზ-ბას ბუსეტოში. 1839 მილანში დაიდგა ვერდის პირველი ოპერა "ობერტო, გრაფი ბონიფაჩო", რომელიც საზოგადოებამ თბილად მიიღო. 1840 ოპერა "მეფე ერთი საათით ანუ ცრუსტანისლავის" წარუმატებელი დადგმის შემდეგ ვერდიმ ზედიზედ დაწერა ორი ოპერა - "ნაბუკო" ("ნაბუქუდონოსორი", 1841, დაიდგა 1842) და "ლომბარდიელები ჯვაროსნულ ლაშქრობაში" (1842, დაიდგა 1843, ფრანგ. რედაქცია "იერუსალიმი", 1847). ჰეროიკულ-რევ. პათოსით გამსჭვალულ ოპერებს იტალიაში აღტაცებით შეხვდნენ, ხშირად ოპერის შემდეგ იმართებოდა პოლიტიკური მანიფესტაციები. 1842-49 ვერდიმ ცამეტი ოპერა დაწერა, მ.შ. "ერნანი" (1844), "ატილა" (1846), "მაკბეთი" (1847), "ლუიზა მილერი" (1849). ვერდის პატრიოტულმა განწყობილებებმა გამოხატულება ჰპოვა 1848 დაწერილ ჰიმნში "იჟღერე საყვირო" (გ. მამელის ტექსტზე). ვერდის სახელი მოუხვეჭა 50-იან წლებში შექმნილმა ოპერებმა "რიგოლეტომ" (1851, ვ. ჰიუგოს დრამის "ხელმწიფე ერთობა" - მიხედვით), "ტრუბადურმა" (1852, დაიდგა 1853), "ტრავიატამ" (1853, დიუმა შვილის დრამის -"ქალი კამელიებით" - მიხედვით). ამ ოპერებში რომანტიული ტენდენციები ადგილს უთმობს მკაფიო რეალიზმს, ღრმა ფსიქოლოგიზმს. კომპოზიტორის ყურადღების ცენტრშია უბრალო ადამიანების ბედი (ვიოლეტა, რიგოლეტო, აზუჩენა), სოციალური უთანასწორობა, წოდებრივი გადმონაშთები. ვერდის რეალისტური ხელოვნება ხშირად მახვილ, კრიტიკულ ხასიათს იძენს. ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ზრდასთან დაკავშირებით, 50-60-იან წლებში შქმნილ ოპერებში ვ. კვლავ ჰეროიკულ სიუჟეტებს მიმართავს, რომლებშიც გმირების პირადი ბედი მჭიდროდაა გადახლართული პოლიტიკურ მოვლენებთან ("სიცილიური მწუხრი", 1854, დაიდგა 1855) "სიმონ ბოკანერგა" (1857, მე-2 რედაქცია 1881); "ბალ-მასკარადი" (1859). 1862 პეტერბურგის მარინინის თეატრის დაკვეთით დაწერა ოპერა "ბედისწერის ძალა" (მე-2 რედაქცია 1869). ოპერის დაწერასთან დაკავშირებით ვ. ორჯერ ეწვია რუსეთს (1861, 1862). 1866 პარიზის თეატრ "გრანდ ოპერასთვის" დაწერა ოპერა "დონ კარლოსი" (დაიდგა 1867, მე-2 რედაქცია იტალ. ლიბრეტოთი 1884). 1870 ვერდიმ დაწერა საოპერო ხელოვნების ერთ-ერთი მშვენიერი ოპერა "აიდა" (დაიდგა 1871, კაირო). ოპერაში აღმოსავლური ეგზოტიკა, თეატრალური ბრწყინვალება და პომპეზურობა შერწყმულია ღრმა ფსიქოლოგიზმთან და დრამატიზმთან. შემდგომ 15 წელიწადში ვერდის არ დაუწერია არც ერთი ოპერა. იტალიელი მწერლის ა. მანძონის ხსოვნის აღსანიშნავად შექმნა "რეკვიემი" (1874), რამდენიმე ვოკალური ნაწარმოები. რეალისტური ხელოვნების შედევრს და ფსიქოლოგიურ-მუსიკალური დრამის უბრწყინვალეს ნიმუშს წარმოადგენს ოპერა "ოტელო" (1886, დაიდგა 1887). ვერდის უკანასკნელი ოპერა "ფალსტაფი" გონებამახვილური, კომიკური, იტალიური ოპერა-ბუფის ჟანრის ნაწარმოებია განახლებულ მუსიკალურ-დრამატულ საფუძველზე (უილიამ შექსპირის კომედიის "უინძირელი მხიარული ქალების" მიხედვით, 1892, დაიდგა 1893). მუსიკის ისტორიაში ვერდი შევიდა როგორც საოპერო ხელოვნების რეფორმატორი, უდიდესი კომპოზიტორ-რეალისტი. იდეურ-მხატვრულმა სიმდიდრემ, ჰუმანურობამ, იტალიურ ეროვნულ-დემოკრატიულ კულტურასთან კავშირმა განაპირობა ვერდის ოპერების პოპულარობა მთელს მსოფლიოში. იტალიურ ბელკანტოს პრინციპებზე დაყრდნობით, ვერდიმ თავისი ოპერების ვოკალური მელოდიკა გაამდიდრა დრამატიზმითა და ჰეროიკული ინტონაციებით. კომპოზიტორმა მნიშვნელოვნად შეცვალა ტრადიციული იტალიური ოპერის ხასიათი და სტრუქტურა. სასიმღერო არიისა და დეკლამაციური პრინციპების შერწყმით მან შექმნა თავისი "შერეული" ვოკალური სტილი, რომელიც საფუძვლად დაედო მონოლოგისა და დიალოგის თავისუფალ ფორმას ოპერაში. დრამატული განვითარების მნიშვნელოვან რგოლს ვერდისთან წარმოადგენს დიდი ვოკალური სცენები. ვერდის საუკეთესო ოპერებში მნიშვნელოვანი დრამატურგიული დატვირთვა ორკესტრს აწევს, თუმცა კომპოზიტორისთვის მთავარი მაინც ვოკალური საწყისის პრიორიტეტია. "ხმა და მელოდია ჩემთვის ყოველთვის ყველაზე მთავარი იქნება" , ამბობდა ვერდი. მან დაწერა 26 ოპერა (აქედან 6 ორი რედაქციით), კანტატები, მ.შ. "ერის ჰიმნი" (1862), სას. ნაწარმოებები "რეკვიემი" (1862), Te Deum (1869), Stabat Mater (1897), სიმებიანი კვარტეტი (1873), ვოკალური ანსამბლები, რომანსები, სიმღერები და სხვა.

ვერდის ოპერები:

Oberto, 17 November 1839
Un giorno di regno, 5 September 1840
Nabucco, 9 March 1842
I Lombardi alla prima crociata, 11 February 1843
Ernani, 9 March 1844
I due Foscari, 3 November 1844
Giovanna d'Arco, 15 February 1845
Alzira, 12 August 1845
Attila, 17 March 1846
Macbeth, 14 March 1847
I masnadieri, 22 July 1847
Jérusalem (a revision and translation of I Lombardi alla prima crociata) 26 November 1847
Il corsaro, 25 October 1848
La battaglia di Legnano, 27 January 1849
Luisa Miller, 8 December 1849
Stiffelio, 16 November 1850
Rigoletto, 11 March 1851
Il trovatore, 19 January 1853
La traviata, 6 March 1853
Les vêpres siciliennes, 13 June 1855
Simon Boccanegra, 12 March 1857
Aroldo (A major revision of Stiffelio), 16 August 1857
Un ballo in maschera, 17 February 1859
La forza del destino, 10 November 1862
Don Carlos, 11 March 1867
Aida, 24 December 1871
Otello, 5 February 1887
Falstaff, 9 February 1893



--------------------
საკუთარი ერისადმი მსახურება ისე, რომ მიზნად ისახავდეს სხვა ერისათვის ზიანის მოტანას, ეს უკვე არაა ეროვნულობა, შოვინიზმია. - ზვიად გამსახურდია
Pathetikos
დარაზმუს


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7122
წევრი No.: 21479
რეგისტრ.: 9-July 06

გამოგზავნილია: 7 Aug 2011, 20:52  #26814097      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
http://www.megaupload.com/?d=XXVI5HXU


ძველი დიადი გერმანული სკოლა. თეოდორ შაიდლი. ვერ ვწყდები.
Charles IX
ვაწყობ ბართლომეს ღამეს! იეფად!!!!


*******
ჯგუფი: co-Moderators
წერილები: 12165
წევრი No.: 15145
რეგისტრ.: 5-December 05

გამოგზავნილია: 8 Aug 2011, 12:23  #26821095      · პროფილი · პირადი მიმოწერა
Pathetikos
QUOTE
ძველი დიადი გერმანული სკოლა. თეოდორ შაიდლი. ვერ ვწყდები.

სიმართლე გითხრა, ვერ მივხვდი რატომ ვერ წყდები - საშუალოზე საშუალოდ მეჩვენა შესრულება.
ერთადერთი, რასაც ვერ დავიწუნებ ხმაა...
Pathetikos
დარაზმუს


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7122
წევრი No.: 21479
რეგისტრ.: 9-July 06

გამოგზავნილია: 8 Aug 2011, 12:41  #26821262      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
Charles IX
ლეგატო აქვს იმისთანა, იტალიელებს არაფრით ჩამოუვარდება, ისევე როგორც მისი სხვა გერმანელი კოლეგები - ჰაინრიხ შლუზნუსი, ჰერბერტ იანსენი ან იოზეფ შვარცი. როგორც მაშინ - ომამდე და მთელი ვოკალური გემოვნების და ტექნიკის ადღვებამდე - იტალიურ ოპერას გერმანულენოვან სივრცეში მღეროდნენ, ბევრ იტალიელსაც შეშურდებოდა. ყოველ შემთხვევაში არაფრით ჩამოუვარდებიან.



პ.ს. იტალიელებთან შედარებას ბარემ ჩემით მივაწექი, იმიტო რომ, ვიცი რომ ეგ გაწუხებს შენ. biggrin.gif როგორ შეიძლება გერმანელი იტალიელზე უკეთ მღეროდეს. biggrin.gif
Charles IX
ვაწყობ ბართლომეს ღამეს! იეფად!!!!


*******
ჯგუფი: co-Moderators
წერილები: 12165
წევრი No.: 15145
რეგისტრ.: 5-December 05

გამოგზავნილია: 8 Aug 2011, 20:09  #26826732      · პროფილი · პირადი მიმოწერა
Pathetikos
QUOTE
ლეგატო აქვს იმისთანა, იტალიელებს არაფრით ჩამოუვარდება

კი, ნამდვილად კარგი ლეგატო აქვს, მაგრამ მარტო ლეგატო ხომ არაა შესრულება?
QUOTE
ვიცი რომ ეგ გაწუხებს შენ.  როგორ შეიძლება გერმანელი იტალიელზე უკეთ მღეროდეს.

და მღერის რო იტალიელებზე უკეთ?
საუკეთესო იტალიელს შეგნებულად არ ვდებ... biggrin.gif



მაგრამ, მაინც ვერ ვითმენ:



This post has been edited by Charles IX on 8 Aug 2011, 20:10
Pathetikos
დარაზმუს


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7122
წევრი No.: 21479
რეგისტრ.: 9-July 06

გამოგზავნილია: 8 Aug 2011, 20:34  #26826976      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
Charles IX
სიმართლე გითხრა, შაიდლის რენატო ბევრად მირჩევნია. შაიდლს ბევრად უფრო ლირიული მიდგომა აქვს, მართლა განდობილივით ესაუბრება საუკეთესო მეგობარს. ბეკის რენატო მეგობრის გარდა სახელმწიფო მოხელეცაა. ტექნიკურ დონეზე ორივე უბადლოა. ორივეს ხმა ყველა რეგისტრში ჰომოგენურია, დინამიკა და ბგერის მოდელირების უნარი ორივეს უმდიდრესი აქვს, თავისუფალი და ბოლომდე ჟღერადია ყველა ბგერა, სუნთქვაზე ნატარებია ყველა ფრაზა (აქედან ეს ბრწყინვალე ლეგატოც), მაგრამ ინტერპრეტაციის ამბავში მთლიანობაში შაიდლი მირჩევნია. მიჩვევის ამბავიცაა. თან ამ ბოლო დროს ძალიან ბევრს ვუსმენ ძველ გერმანელებს და ვხვდები, რამხელა სკოლა დაასამარეს - იტალიელებზე 30-40 წლით ადრე.
nacarqeqiaisback
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 264
წევრი No.: 134341
რეგისტრ.: 1-August 11

გამოგზავნილია: 3 Sep 2011, 05:19  #27192673      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
85 წლის ალდო ჩიკოლინი ვერდი-ლისტის აიდას ტრანკრიპციით

http://www.youtube.com/watch?v=HZRv8FfMMAs&feature=related
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (38) « პირველი ... 35 36 [37] 38  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: კავკასუს ონლაინი
[ Script Execution time: 0.0798 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]