forum.ge
reklama
FORUM.GE ... წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (10) « პირველი ... 3 4 [5] 6 7 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> ბ ა რ ო კ ო, ისტორიული ეპოქა თუ "სულის მდგომარეობა"?
Pathetikos
დარაზმუს

******
ჯგუფი: Members
წერილები: 7120
წევრი No.: 21479
რეგისტრ.: 9-July 06

გამოგზავნილია: 30 Apr 2008, 20:52  #9416699      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
Fitzcarraldo
Deh, calma il tuo furor, o nobil cavalier. biggrin.gif

--------------------
Patricia : " Quelle est votre plus grande ambition dans la vie ? "
Le romancier Parvulesco : " Devenir immortel…et puis mourir. "
Fitzcarraldo
Crazy Member

*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3323
წევრი No.: 33077
რეგისტრ.: 14-April 07

გამოგზავნილია: 1 May 2008, 00:26  #9419980      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
QUOTE
V I V A L D I

ORLANDO

Orlando - Marilyn Horne
Alcina - Kathleen Kuhlmann
Angelica - Susan Patterson
Bradamante - Sandra Walker
Ruggiero - Jeffrey Gall
Medoro - William Matteuzi
Astolfo - Kevin Langan

Orchestra and Chorus of the San Francisco Opera House
Conductor - Randall Behr

ძაან მაგარია, მალადეც პათეტიკოს, შენი ნიკიდან დამეპოსტოს და შენს ინბოქსში ჩამეჯვას

--------------------
mediocrities everywhere...
texasuri jleta benzoxerxit
Crazy Member

*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2031
წევრი No.: 56445
რეგისტრ.: 23-March 08

გამოგზავნილია: 1 May 2008, 03:19  #9421894      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
QUOTE (agnus dei @ 16 Dec 2007, 18:44 )
ჩემი აზრით, ბაროკოს მუსიკა ყველაზე სუსტი რამაა კაცობრიობის ისტორიაში.
QUOTE
მოცარტის "იდომენეოც" ბაროკოა

ამის მერე ადამიანს მუსიკაზე აღარ უნდა ელაპარაკო.

არა რა,საბოლოოდ მივხვდი,ჩემივე წარმოდგენა საკუთარ ტოლერანტობაზე იმსხვრევა თვალსა და ხელს შუა,და მივხვდი,რომ ეს მხოლდ მითია.
ვერაფრით ვერ ვარ ყველანაირი აზრის "შემწყნარებელი"და პატივისმცემელი.
ბაროკო ყველაზე სუსტი რამაა კაცობრიობის ისტორიაშიო!!!ხარაკირს ჩავიტარებ ჩემივე ბენზოხერხით!

ბაროკოს მუსიკას მე პირადად მივყავარ ღმერთთან,და ეს პოსტი,არის არა მარტო ჩემი-როგორც მელომანის და ესთეტის შეურაცხყოფა,არამედ ეს ჩემი რელიგიური გრძნობების ფეხ-ქვეშ გათელვაა.
და ამას წერს ადამიანი ნიკით agnus dei!! ამ ადამიანც ვიცი თან,რომ საკმეოდ კარგი მუსიკალური გამოვნება აქვს...Agnus deim გაპატიოას მოგცეს შენ pacem! yes.gif

* * *
QUOTE (Pathetikos @ 18 Dec 2007, 21:54 )
ჯიბ
კი, გეთანხმები. ბაროკოს სხვანაირი სიცინცხლე და სისვეჟე ( biggrin.gif ) აქვს, რაც ჩემთვის თვითონ მუსიკასთან როგორც ასეთთან იგივდება და რაც საძირკვლად გაჰყვა შემდგომი პერიოდების მუსიკას. ბაროკოს შეუძლია - ორგანიზების რაღაც სრულიად გამაოგნებელი უნარის მეშვეობით - ერთდროულად მარტივიც იყოს და ამავე დროს საოცრად მრავალმხრივიც. ერთი მხრივ, სახეზეა თავიდან ბოლომდე კალკულირებული, "სიმეტრიული" ფორმა, მეორე მხრივ კი, ამ ფორმის როგორც შინაარსის სრული ბუნებრიობა და ძალდაუტანებლობა (რის მწვერვალადაც ბახისეული ფუგა შეიძლება იქნას მიჩნეული).
ჩემთვის (ჩემ ენაზე რომ ვთქვა smile.gif) ბაროკოს ერთი დიდი უპირატესობა აქვს: მას არ აქვს პრობლემა, დაარღვიოს საკუთარი ფორმა, რაც ყოველ ეპოქაში დიდი ბრძოლების და შემოქმედების რეტროგრადებად და ინოვატორებად გაყოფის მიზეზი იყო და არის. ბაროკო იწესებს რაღაც ფორმას და რადგან ეს ფორმის სრულიად განსაკუთრებული, წმინდად ბაროკოსეული "ფორმაა", როცა მუსიკაში შინაარსობრივი გარდატეხის დრო მოდის, ამას უშუალოდ ფორმის რღვევაში, ფორმის რღვევად და ფორმის რღვევით გამოხატავს. ეს მარტო მუსიკას არ ეხება. ჟაკ დერიდა ბაროკოს პოეზიის მაგალითებზე აჩვენებს, თუ როგორ ირღვევა მწყობრი ლექსის მწყობრი ფორმა, როცა შინაარსი "დამანგრეველი" ხასიათისაა (ჯოჯოხეთი, კატაკლიზმები და ა.შ.). იხილეთ ბახის "მათეს ვნებანში" ქრისტეს გარდაცვალების და მისი მომდევნო ქორალის შემდეგ მიწის შეძვრის, ტაძარში კრეტსაბმელის ჩამოხევის და სხვა "რღვევების" შესახებ ევანგელისტის მონათხრობის მუსიკა.
ამდენად, თანახმა ვარ, რომ ბაროკო განსაკუთრებული ეპოქაა და უკეთ "გადახარშა" ბევრი რამ, ვიდრე მომდევნო ეპოქებმა.

patheticos! უბრალოდ მიხარია,რომ არსებობენ შენნაირი ადამიანები.ისეთ წიაღსვლებში ჩაწვდომა,რაც შენ ამ და სხვა პოსტებით გადმოეცი,ძალიან ცოტას შეუძლია და მე მიყვარს ეს "ძალიან ცოტა ადამიანი",იმიტომ,რომ ისინი არ შეიძლება იყვნენ ცუდი ადამიანები,იმ მარტივი მიზეზით,რომ იმას,რასაც ასე ღრმად ჩასწვდი,შენი გაკეთილშობილების და განწმენდის იმპერატიული თვისება გააჩნია!
honey-bunny
Crazy Member

*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1763
წევრი No.: 53679
რეგისტრ.: 17-February 08

გამოგზავნილია: 1 May 2008, 03:40  #9422015      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
QUOTE

ბაროკოს მუსიკას მე პირადად მივყავარ ღმერთთან,და ეს პოსტი,არის არა მარტო ჩემი-როგორც მელომანის და ესთეტის შეურაცხყოფა,არამედ ეს ჩემი რელიგიური გრძნობების ფეხ-ქვეშ გათელვაა.

არ გედავები ასეთ შეფასებაში. ჩემი აზრით, ბაროკოს მუციკაც და მთელი კულტურაც, მთელი ბაროკოს ესთეტიკა - ესაა პირველი დიდი სუბვერსიული გამოძახილი კაცობრიობის ისტორიაში, ყველაზე ძლიერი ფორმა კლიშეებისა და ნორმატივების აბუჩად აგდებისა, - და ესაა ბაროკოს სრული გენიალურობისა და რევოლუციურობის მთავარი მიზეზიც და ნიშანიც. მისი დაუფასებლობა, მისდამი აგრესიაც კი, სწორედ იქიდან მომდინარეობს, რომ ბაროკო არათუ ეჭვქვეშ აყენებს სამყაროს "წესრიგს", არამედ მასხრად იგდებს მას, თავისი აგნუს დეითაც და პეკატა მუნდითაც.
texasuri jleta benzoxerxit
Crazy Member

*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2031
წევრი No.: 56445
რეგისტრ.: 23-March 08

გამოგზავნილია: 1 May 2008, 04:02  #9422102      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
არა,ჩემო honey-bunny,ბაროკო ნამდვილად არ იგდებს მასხრად agnus dei-ს,qui tollis peccata mundi. პირიქით,აბსოლუტურად საოცრად ადიდებს მას და თავისი ერთგული მსმენელი(რომელიც ბოლომდე მისდევს და სწვდება მას)მიჰყავს მასთან(აგნუს დეისთან).ის უგალობს მას "გლობითა ახლითა"(Singet dem Herrn ein neues Lied),როგორითაც ჯერ არავის უდუდებია ღვთის კრავი!

თუმცა ჩემზე "ცელქ"გენიას-მოცარტსაც იგივე ზეგავლენა აქვს
Pathetikos
დარაზმუს

******
ჯგუფი: Members
წერილები: 7120
წევრი No.: 21479
რეგისტრ.: 9-July 06

გამოგზავნილია: 1 May 2008, 10:40  #9422944      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
Fitzcarraldo
QUOTE
ძაან მაგარია, მალადეც პათეტიკოს, შენი ნიკიდან დამეპოსტოს და შენს ინბოქსში ჩამეჯვას

ჩემი ნიკიდან დაპოსტვას უბრალოდ იმ მარტივი მიზეზით ვერ ეღირსები, რომ სადაც მე ვარ და სადაც ჩემი ექაუნთი მუდმივადაა ჩართული, იმ კომპიუტერზე ვერასდროს ვერ გაჭაჭანდები. biggrin.gif
ორლანდო და მერილინი კი მართლა მაგარია.

texasuri jleta benzoxerxit
მადლობა "კომპლიმენტისთვის".
რაც შეეხება ბაროკოს და ჰანი-ბანის ნათქვამს, რომ ბაროკო პირველი "ამრევი" ეპოქაა და ერთნაირად დასცინის აგნუს დეისაც და უკანასკნელ სიმდაბლესაც, არ შემიძლია მას არ დავეთანხმო. მთავარია, "დაცინვა" არ გავიგოთ ნეგატიურად. ბაროკო თავიდან ბოლომდე პაროდიაა (ამ სიტყვის ყველანაირი გაგებით). ბახთან რომელიმე სასულიერო კანტატაში რომ იტყვის სოპრანო "Ich lass von meinem Jesum nicht"-ო და "ყავის", საერო კანტატაში რომ იტყვის გოგო: "Ich lass von meinem Coffee nicht"-ო, აქ მუსიკალური ხერხები, მელოდიაც და საერთოდ ყველაფერი აბსოლუტურად იდენტურია. ყავის და იესოს სიყვარული ერთი პონტია. biggrin.gif მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ბახი ამას "აცნობიერებდა" ან რომ დასცინოდა ღმერთს. ჰენდელიც დასცინოდა?
უბრალოდ, ბაროკოს ხელოვანებს ისეთი დამოკიდებულება ჰქონდათ ფორმასთან, ავტორობის საკითხთან და, საერთოდ, ნაწარმოების "ადგილთან" და დანიშნულებასთან, რომ ჩვენთვის ალბათ კიდევ ბევრი რამაა გაუგებარი მათ მიერ ამ უშველებელი კარნალავიდან და ქეიფიდან ჩვენთვის დატოვებულ ნამცეცებში.

ბაროკო პირველი ფორმაა, რომელიც არღვევს ფორმას და ფორმის რღვევა თავისი ფორმის არსებით შემადგენელ ნაწილად გაუხდია, იქნება ეს ჰარმონიის და დისჰარმონიის შეპირისპირება (ტყუილად არ ამბობენ, რომ ბახი ჰარმონიის მჭედელია - მან შექმნა ის ჰარმონია, რომელიც ჩვენთვის დღემდე ჰარმონიაა და უპირისპირდება დისონანსს, რაც არ უნდა გათავისებული გვქონდეს ატონალური მუსიკა) თუ სრული მუსიკალური სიმეტრიის უცებ დარღვევა. აგერ ზემოთ რომ ორლანდო დავდე ვივალდის, მანდაც, იწყება თუ არა როლანდის სიგიჟე, მუსიკაც მაშინვე გიჟდება. ბაროკო, რომელიც თითქოს ასეთი სიმეტრიული და გაწიკწიკებულია ფორმის ამბავში, ყველაზე უფრო ქაოტური და მრავალმხრივი და დესტრუქციულია ფორმის ამბავში. ამიტომ შეიძლება მასში ფორმის "როგორც ასეთის" ამოკითხვა, როგორც ჰაიდეგერს მიაჩნდა, რომ ჰოლდერლინის პოეზიაში შეიძლებოდა პოეზიის როგორც ასეთის არსის ამოკითხვა. ეს რა შუაში იყო, მაგრამ სხვა შედარება ვერ მოვიფიქრე. biggrin.gif

ხოდა, უბრალოდ, იმას ვამბობდი, რომ ბაროკო ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ ღმერთის ქება ან გმობა. და თუ მაინცდამაინც ასე დადგა საკითხი, მაშინ ბაროკოსეული გმობაა სწორედ ყველაზე დიდი ქება, რადგან ეს ბაროკოა. biggrin.gif რომელ ეპოქაზე თუ არა ბაროკოზე შეიძლება ითქვას მაისტერ ეკჰარტის სიტყვები: Deum ipsum quis blasphemando Deum laudat. ვინც გმობს ღმერთს, ადიდებს მას.
texasuri jleta benzoxerxit
Crazy Member

*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2031
წევრი No.: 56445
რეგისტრ.: 23-March 08

გამოგზავნილია: 1 May 2008, 16:54  #9427381      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
QUOTE (Pathetikos @ 1 May 2008, 10:40 )

ძალიან საინტერესოა.პოდუმაიუ ობ ეტომ,ნაწილობრივ უკვე გეთანხმები კიდეც,მაგრამ ბაროკო არათუ ბევრად მეტია იმაზე,ღმერთს ადიდებს,თუ გმობს,ბაროკო ბევრად მეტია ყოველი ჩვენგანის და მთელი სამყაროს მუსიკათმცოდნეების "კომპეტენტურ" აზრზე.

უდაოთ ეს ძველი ფორმების რღვევა და რაღაც ახლის შექმნაა.
ეს მუსიკათმცოდნე მეეუბნებოდა,მუსიკის ისტორიაში,ახალი ფორმის და სტილის შექმნის კუთხით 3 დიდი გადატრიალება მოხდაო:1.ბახი 2. ბეთჰოვენი 3. შოსტაკოვიჩი
weisenhaus
Crazy Member

*****
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 3498
წევრი No.: 45056
რეგისტრ.: 28-October 07

გამოგზავნილია: 1 May 2008, 18:27  #9428653      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
texasuri jleta benzoxerxit
QUOTE
ეს მუსიკათმცოდნე მეეუბნებოდა,მუსიკის ისტორიაში,ახალი ფორმის და სტილის შექმნის კუთხით 3 დიდი გადატრიალება მოხდაო:1.ბახი 2. ბეთჰოვენი 3. შოსტაკოვიჩი

მოცარტი რო არ ყოფილიყო, არ იქნებოდა ბეთჰოვენი . ბეთჰოვენს არასოდეს უმუშავია ახალ ჰარმონიებზე და არც რამე ახალ სტილზე უფიქრია, უბრალოდ მან დახვეწა მოცარტი და ორკესტრულად გააფართოვა. ბახი და შოსტაკოვიჩი საერთოდ რა სახსენებელი იყო ვერ მივხვდი. მონტევერდიდან დაწყებული ჰენდელამდე დამთავრებული თითქმის სულ ბახის სტილის მუსიკა იწერებოდა, თან არაფრით ნაკლები, მეტი თუ არა. ასე რომ, მუსიკის ყველაზე დიდი რეფორმატორი მოცარტი იყო.

ბახს ფალიაშვილი მირჩევნია ბევრად.
honey-bunny
Crazy Member

*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1763
წევრი No.: 53679
რეგისტრ.: 17-February 08

გამოგზავნილია: 1 May 2008, 19:17  #9429238      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
QUOTE
ბარათი · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
არა,ჩემო honey-bunny,ბაროკო ნამდვილად არ იგდებს მასხრად agnus dei-ს,qui tollis peccata mundi. პირიქით,აბსოლუტურად საოცრად ადიდებს მას და თავისი ერთგული მსმენელი(რომელიც ბოლომდე მისდევს და სწვდება მას)მიჰყავს მასთან(აგნუს დეისთან).ის უგალობს მას "გლობითა ახლითა"(Singet dem Herrn ein neues Lied),როგორითაც ჯერ არავის უდუდებია ღვთის კრავი!

ბაროკო "ოფიციალურად" იეზუიტების გამოგონილია, როგორც რეაქცია რეფორმაციაზე. ის რაც ამ მსოფლმხედველობამ თუ ესთეტიკამ მოიტანა - მისი გადაჭარბებული ესთეტიზმი, ყველაფერში გადამეტება და ყველაფრით, განსაკუთრებით პროპორციებით თამაში, ეს ყველაფერი მის "თეოლოგიურ" საფუძვლებშივე იყო ჩადებული პროტესტანტული ეკონომიურობისა და "სიღარიბის" წინააღმდეგ. ბაროკოში რენესანსზე ბევრად მეტად შემოვიდა "მიწიერება", თან არა უბრალოდ ხალხური თემატიკით, არამედ საკრალურის ლამის პორნოგრაფირებით. ჩემთვის პირადად ბერნინის "წმინდა ტერეზას ექსტაზზე" მეტად ეროტული ნიმუში არ არსებობს და არაფერი ყოფილა ჩემთვის უფრო მეტად ამაღელვებელი, ვიდრე ამ ეროტული სახის საკუთარ შეყვარებულში დანახვა biggrin.gif მოლედ, ბაროკომ ეროტიკა "სუბლიმაციისაგან" გაათავისუფლა "აგაპე" ისევ "ეროსად" გაამიწიერა, თან თავისი ამაღლებული და პათეტეტიკით, რომელზეც თვითონაც ეცინება და შენც გაცინებს. ჩემთვის ამის ნიმუში ბახის B-მინორული მესაცაა, მისი უზომო პათოსით. არაფერს ვამბობ ჰენდელზე, ბოკერინიზე, ვივალდიზე, მამა-შვილ სკარლატიზე და ა.შ. და საერთოდაც, ოპერის დაბადებით "კემპი" დაიბადა, ან მისი ლეგალიზაცია მოხდა და , საბოლოო ჯამში, დღემდე ყველაფერი სუბვერსიული და "პერვერსიული" ბაროკული საწყისისაა.
honey-bunny
Crazy Member

*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1763
წევრი No.: 53679
რეგისტრ.: 17-February 08

გამოგზავნილია: 1 May 2008, 19:30  #9429384      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
"ილუსტრაციები" დამავიწყდა, ბერნინის ტერეზა მაინც:

მიმაგრებული სურათი
02_Baroque_Bernini_Ecstasy_of_St_Theresa.jpg
Pathetikos
დარაზმუს

******
ჯგუფი: Members
წერილები: 7120
წევრი No.: 21479
რეგისტრ.: 9-July 06

გამოგზავნილია: 1 May 2008, 19:50  #9429684      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
honey-bunny
QUOTE
და საერთოდაც, ოპერის დაბადებით "კემპი" დაიბადა, ან მისი ლეგალიზაცია მოხდა და , საბოლოო ჯამში, დღემდე ყველაფერი სუბვერსიული და "პერვერსიული" ბაროკული საწყისისაა.

yes.gif yes.gif yes.gif yes.gif

მე მგონი მივიღეთ თემის ქვესათაურზე პასუხი: ბაროკო სულის მდგომარეობაა და არა ერთი კონკრეტული ისტორიული ეპოქა. smile.gif
Pathetikos
დარაზმუს

******
ჯგუფი: Members
წერილები: 7120
წევრი No.: 21479
რეგისტრ.: 9-July 06

გამოგზავნილია: 1 May 2008, 23:03  #9432468      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
penelope
უბრალოდ, ერთი რამაა აქ გასათვალისწინებელი:
ზოგს ტრაკში პეროს შერჭობის ტრაკიც არ აქვს. biggrin.gif
სულ ესაა. biggrin.gif
oroveso
Junior Member

**
ჯგუფი: Registered
წერილები: 30
წევრი No.: 58890
რეგისტრ.: 19-April 08

გამოგზავნილია: 1 May 2008, 23:59  #9433522      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
პალნდრომი ხომ ვერ დავიჭირე
Pathetikos

texasuri jleta benzoxerxit
Crazy Member

*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2031
წევრი No.: 56445
რეგისტრ.: 23-March 08

გამოგზავნილია: 2 May 2008, 00:01  #9433566      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
QUOTE (weisenhaus @ 1 May 2008, 18:27 )
texasuri jleta benzoxerxit
QUOTE
ეს მუსიკათმცოდნე მეეუბნებოდა,მუსიკის ისტორიაში,ახალი ფორმის და სტილის შექმნის კუთხით 3 დიდი გადატრიალება მოხდაო:1.ბახი 2. ბეთჰოვენი 3. შოსტაკოვიჩი

მოცარტი რო არ ყოფილიყო, არ იქნებოდა ბეთჰოვენი . ბეთჰოვენს არასოდეს უმუშავია ახალ ჰარმონიებზე და არც რამე ახალ სტილზე უფიქრია, უბრალოდ მან დახვეწა მოცარტი და ორკესტრულად გააფართოვა. ბახი და შოსტაკოვიჩი საერთოდ რა სახსენებელი იყო ვერ მივხვდი. მონტევერდიდან დაწყებული ჰენდელამდე დამთავრებული თითქმის სულ ბახის სტილის მუსიკა იწერებოდა, თან არაფრით ნაკლები, მეტი თუ არა. ასე რომ, მუსიკის ყველაზე დიდი რეფორმატორი მოცარტი იყო.

ბახს ფალიაშვილი მირჩევნია ბევრად.

მართალია ეს სამი კომპოზიტორი უკვე არსებულ ჰარმონიაზე მუშაობდა,მაგრამ ეს სამი კომპოზიტორი,არის ერთგვარი არომორფოზი,უზარმაზარი ნახტომი,უკვე არსებული ჰარმონიის და ფორმის ბაქნიდან.მოცარტი მეც ტითქმის ყველაზე ძალიან მიყვარს,მაგრამ მოცარტამდე -ჰაიდნი იყო...
შოსტაკოვიჩის თითზე ჩამოსათვლელი ნაწარმოებები მიყვარს.
* * *
QUOTE (honey-bunny @ 1 May 2008, 19:17 )
QUOTE
ბარათი · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
არა,ჩემო honey-bunny,ბაროკო ნამდვილად არ იგდებს მასხრად agnus dei-ს,qui tollis peccata mundi. პირიქით,აბსოლუტურად საოცრად ადიდებს მას და თავისი ერთგული მსმენელი(რომელიც ბოლომდე მისდევს და სწვდება მას)მიჰყავს მასთან(აგნუს დეისთან).ის უგალობს მას "გლობითა ახლითა"(Singet dem Herrn ein neues Lied),როგორითაც ჯერ არავის უდუდებია ღვთის კრავი!

ბაროკო "ოფიციალურად" იეზუიტების გამოგონილია, როგორც რეაქცია რეფორმაციაზე. ის რაც ამ მსოფლმხედველობამ თუ ესთეტიკამ მოიტანა - მისი გადაჭარბებული ესთეტიზმი, ყველაფერში გადამეტება და ყველაფრით, განსაკუთრებით პროპორციებით თამაში, ეს ყველაფერი მის "თეოლოგიურ" საფუძვლებშივე იყო ჩადებული პროტესტანტული ეკონომიურობისა და "სიღარიბის" წინააღმდეგ. ბაროკოში რენესანსზე ბევრად მეტად შემოვიდა "მიწიერება", თან არა უბრალოდ ხალხური თემატიკით, არამედ საკრალურის ლამის პორნოგრაფირებით. ჩემთვის პირადად ბერნინის "წმინდა ტერეზას ექსტაზზე" მეტად ეროტული ნიმუში არ არსებობს და არაფერი ყოფილა ჩემთვის უფრო მეტად ამაღელვებელი, ვიდრე ამ ეროტული სახის საკუთარ შეყვარებულში დანახვა biggrin.gif მოლედ, ბაროკომ ეროტიკა "სუბლიმაციისაგან" გაათავისუფლა "აგაპე" ისევ "ეროსად" გაამიწიერა, თან თავისი ამაღლებული და პათეტეტიკით, რომელზეც თვითონაც ეცინება და შენც გაცინებს. ჩემთვის ამის ნიმუში ბახის B-მინორული მესაცაა, მისი უზომო პათოსით. არაფერს ვამბობ ჰენდელზე, ბოკერინიზე, ვივალდიზე, მამა-შვილ სკარლატიზე და ა.შ. და საერთოდაც, ოპერის დაბადებით "კემპი" დაიბადა, ან მისი ლეგალიზაცია მოხდა და , საბოლოო ჯამში, დღემდე ყველაფერი სუბვერსიული და "პერვერსიული" ბაროკული საწყისისაა.

ვერ წარმოიდგენთ როგორ მსიამოვნებს ასეთი რანგის და რეგისტრის დისკუსია.ძალიან ბევრი რამე ახლებურად დამანახეთ,მიუხედავად იმისა,რომ ბაროკოს პანრევოლუციონიზმსა და პანცინიზმში ვერაფრით ვერ გეთანხმებით.კი,წმ.ტერეზას ექსტაზი ჩემშიც წმ.ტერეზას ორგაზმის შთაბეჭდილებას უფრო ტოვებს,მაგრამ ამგვარი მისტიკა და ექსტატური მდგომარეობები,ეგნატე ლოიოლას ასკეზის პრაქტიკის ნაყოფია და სიწმინდის სიმპტომად მიიჩნევა კათოლიციზმში,მაშინ როდესაც აღმოსავლური(მართლმადიდებლური)ასკეტიკა ამას "ხიბლის"მდგომარეობას,ნერვული აგზნების და ხორციელის (რაშიც ცხადია ეროტიზმიც იგულისხმება)გამოვლინებად თვლის. აღმოსავლური ასკეტიკაც ბევრი საუკუნეა უკვე დასავლური საღვთისმსახურო ფორმების თუ თეორიული პოსტულატების გამიწიერებაზე საუბრობს.

მოკლედ ჩემი აზრით ბაროკო,აღმოსავლურ,დასავლურ ასკეტიკაზე,იეზუიტიზმზე,ჩვენ-პოსტმოდერნული ეპოქის წარმომადგენლების შეფასებაზე და სხვა და სხვა პოზიციის მუსიკათმცოდნეების შეფასებაზე მაღლა დგას.
ყველა ადამიანი "თავისას"ნახულობს მასში და ბედნიერია ამით.
მასშტაბებს არ ვადარებ,მაგრამ გოეთეს ფაუსტიც ასევეა.ეს არის უკიდეგანო სივრცე სიმბოლიკის,ასოციაციების...ხშირად ანტინომიური...მაგრამ ყოველ ადამიანს შეუძლია მისი შესაძლებლობის,გაქანების,სულიერ-ფსიქიკური მდგომარეოის და მსოფლმხედველობის შესაბამისად "ამოიღოს" მისთვის ყველაზე შესაფერისი.

ხელოვნება მაშინ არის ჩემთვის განსაკუთრებით მომხიბლავი,როდესაც ყოველგვარი იდეოლოგიისაგან თავისუფალია(ფორმაში!!!).ხელოვნება ხელოვნებისთვის...

This post has been edited by texasuri jleta benzoxerxit on 2 May 2008, 00:02
JORJ MORISSONI
Differentiate Or Die

*******
ჯგუფი: Members
წერილები: 14161
წევრი No.: 13207
რეგისტრ.: 29-September 05

გამოგზავნილია: 4 May 2008, 12:36  #9464666      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
თემა გასუფთავებულია!
============================

This post has been edited by JORJ MORISSONI on 4 May 2008, 12:37

--------------------
The true man wants two things: danger and play. For that reason he wants woman, as the most dangerous plaything.
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (10) « პირველი ... 3 4 [5] 6 7 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

ფორუმის ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: კავკასუს ონლაინი
[ Script Execution time: 2.1107 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]