forum.ge
reklama
FORUM.GE ... წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
reklama

Pages: (101) « პირველი ... 22 23 [24] 25 26 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) Closed Topic · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> კითხვა ბავშვთა ნევროლოგთან, როგორ ვითარდება ჩვენი პატარა?
kukurukuku
Crazy Member


*****
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 1437
წევრი No.: 27196
რეგისტრ.: 19-December 06

გამოგზავნილია: 28 Aug 2009, 23:56  #15263431      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
Doloress

ისე საბავშვო ბაღში არ დადის ეგ ბავშვი? იქ მაინც ხომ უნდა ასწავლიდნენ ელემენტარულს, თუნდაც იგივე ფერების ცნობას ..


--------------------
Love Never Felt So Good
Doloress
პირიქით


********
ჯგუფი: Members
წერილები: 31009
წევრი No.: 15183
რეგისტრ.: 6-December 05

გამოგზავნილია: 29 Aug 2009, 00:05  #15263538      · პროფილი · პირადი მიმოწერა · msn
kukurukuku
დადის.
იქ არ ვიცი, რას ასწავლიან.
ლექსები და სიმღერები ასწავლეს, ზეიმისთვის, ისწავლაო, მშობლებმა, მაგრამ ზეიმზე გაშეშდა, არც ლექსი თქვა, არც იმღერა, არც იცეკვა.. იდგა და უყურებდა ამ ბავშვებს პირდაღებული..

იდეაში, მე თუ ვამჩნევ, ბაღის მასწავლებელიც უნდა ამჩნევდეს, რომ კაკ მინიმუმ, ცოტა მეტი ყურადღება ჭირდება ბავშვს სახლში, და უარეს შემთხვევაში "სპეციალისტის კონსულტაცია"...
მგონი ფსიქოლოგიც ყავთ იქ.
მაგრამ ამას ხო არ ეტყვიან მშობელს, სირცხვილია.
ის არაა სირცხვილი, ოროსანი და მაჩანჩალა რომ უნდა იყოს მთელი ცხოვრება.
kukurukuku
Crazy Member


*****
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 1437
წევრი No.: 27196
რეგისტრ.: 19-December 06

გამოგზავნილია: 29 Aug 2009, 00:07  #15263561      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
Doloress

შენ ეგ კითხვარი ჩაუტარე, მიუხედავად იმისა, რომ სრულყოფილ სურათს ვერ მოგვცემს, თუ პრობლემაა მაგას ნამდვილად დავინახავთ, ხოდა საჭიროების შემთხვევაში ჯობია დროულად მოხდეს სპეციალისტთან გადამისამართება, მოკლედ გელოდები
upwave
რაღაცნაირი


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7686
წევრი No.: 83426
რეგისტრ.: 28-January 09

გამოგზავნილია: 29 Aug 2009, 00:20  #15263706      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
რა ვიცი აბა, ჩემი შვილიც ძალიან კატეგორიულია ლექსების სწავლაში. ვერ სწავლობს ან არ სწავლობს. არ ვიცი... 2 წლის რომ ვიყავი უამრავი საკმაოდ რთული ლექსი ვიცოდი, ამას რა ჭირს არ ვიცი (პრინციპში სამაგიეროდ, ორი წლის ასაკში მე ლეპტოპზე უმაუსოდ მუშაობა არ ვიცოდი biggrin.gif) ყოველთვის ურევს ლექსებში სიტყვებს და თან თვალებში მიყურებს. რამეს რომ ვუკითხავ, მაწყვეტინებს და თავის ვერსიებს აგებს. განსაკუთრებით უცხოპლანეტელებზე (რატომ ჩაიხვია, არ ვიცი), რომ ისინი ძალიან შორს არიან და ზოგი უბრალოდ ჩვენამდე ვერ აღწევს (მაგისი სიტყვებია), რომ ისინი ცხოვრობენ ბებერ პლანეტაზე. უნდა რომ გახდეს ჯარისკაცი (მე ვუშლი, საკმაოდ აგრესიულია) და რომ ერთხელაც სხვა პლანეტიდან მოვლენ და მე მათ წინააღმდეგ საბრძოლველად წასვლას ვერ დავუშლი, რადგან ომი იქნება (უიმე დედა, თმები ყალყზე მიდგება ხოლმე). სიარული 8,5 თვიდან დაიწყო, ლაპარაკი ცოტა კი საკმაოდ მოგვიანებით 2 წლის იყო და მას მერე განუწყვეტლივ ლაქლაქებს (ძალით ვაჩუმებთ ხოლმე), განსაკუთრებით ტუალეტში რომ ზის და იქიდან გველაპარაკება smile.gif ალბათ ყველა ბავშვს თავისი სამყარო აქვს. ჩემ შვილს საკმაოდ უჭირს თავის ტოლ ბავშვებთან ურთიერთობა, უფრო დიდებთან ყოფნა მოსწონს, არ ვიცი რატომ, ალბათ ისისნი ბევრს უთმობენ და იმიტომ. სხვათ შორის ეს მძაბავს, არ ვიცი სკოლაში როგორ იქნება... მე რატომღაც მის ზედმეტ განვითარებს ყურადღებას არ ვაქცევ (არ ვიცი ეს კარგია, თუ ცუდი), მაგის ასაკში რუსული წერა-კითხვა ჩემით ვისწავლე და ქართული კიდევ უკვე ვიცოდი, + ანგარიში და გამრავლების ტაბულა და კიდევ ბევრი რამ, მაგრამ დღეს ძალიან ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, და რა ვიცი... ისე ვუნდერკინდებიც არსებობენ, მაგრამ მარტო ბავშვობაში და რომ იზრდებიან, მერე ჩვეულებრივები ხდებიან... ნეტავ რატომ? სამაგიეროდ ჩემს შვილს ძალიან ლოგიკური აზროვნება აქვს და თავისი წლოვანებისთვის შეუფერებლად ჩამოყალიბებული (ისე აქ რომ ვკითხულობ, ყველას ჩვენი ბავშვები რაღაცით განსხვავებული გვგონია და ლაბათ ასეც არის) და კჩორტუ ლექსები, თუ ვერ დაიმახსოვრებს, დიდად არ მანაღვლებს...
თუ ასეთი ნიჭიერი თაობა გვეზრდება, აქ როგორც ვკითხულობ, იქნებ გვეშველოს მომავალში.
ისე ინდიგოსფერ რასაზე თუ გსმენიათ რამე?
P.s. ეს ნინო ექიმი სადღა დაიკარგა, კაცო?


--------------------
უფ, რამდენი დამიწერია!
kukurukuku
Crazy Member


*****
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 1437
წევრი No.: 27196
რეგისტრ.: 19-December 06

გამოგზავნილია: 29 Aug 2009, 00:24  #15263757      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
კი მსმენია, წამიკითხავს უფრო სწორად

ნეტა მე რატომ არ მოვხვდი მაგ რასაში smile.gif))))))))
upwave
რაღაცნაირი


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7686
წევრი No.: 83426
რეგისტრ.: 28-January 09

გამოგზავნილია: 29 Aug 2009, 00:44  #15263982      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
kukurukuku
ხოდა, მე როგორც ვიცი, სადღაც 90-იამების ბოლოდ და 2000 დასაწყისიდან ეგ რასა წამოვიდა და არ თქვას არავინ, ტყუილიაო, ძაააალიან განსხვავებული თაობა მოდის და საინტერესოა, რა იქნება მერე...
P.s. Doloress, ეხლა არ მითხრა, რაც დედა, ის შვილიო biggrin.gif
abelo
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 17634
წევრი No.: 63570
რეგისტრ.: 5-June 08

გამოგზავნილია: 30 Aug 2009, 15:36  #15281463      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
ninoeqimi

ლოგონონევროზზე რა შეგიძლიათ გვითხრათ?

თუმცა ბოლომდე არ ვარ დარწმუნებული ამ დიაგნოზში.

ჩემს შვილს დაუსვეს ეს დიაგნოზი, მყავდა 2 ნევროპათოლოგთან.
ჯერ ერთმა სედატიური საშუალებები დაუნიშნა,
1 დღის მიცემის შემდეგ შევუწყვიტეთ წამლის მიღება (ბავშვი თითქმის არაკონტაქტური იყო)
მეორემ კი არაფერიაო და ისეთი პრეპატატი დაუნიშნა რომ ბავშვს ვერ ვაკავებდი, საშინლად აღგზნებული იყო.
ესეც 2 დღეში მოვუხსენი თვითნებურად.


ვიცი რომ ლოგოპედი სჭირდება და გამწარებული ვეძებ (სერიოზული დეფიციტი ყოფილა smile.gif )
ისიც ვიცი რომ ლოგოპედმა და ნევროპათოლოგმა შეთანხმებულად უნდა იმუშაონ ბავშვთან რომ შედეგი მივიღოთ.



--------------------


მე ვარ მიმინო, ხახამშრალი და კაპოეტი
killer
100% woman


*******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 17796
წევრი No.: 307
რეგისტრ.: 12-September 01

გამოგზავნილია: 30 Aug 2009, 17:15  #15282586      · პროფილი · პირადი მიმოწერა · icq
abelo
კოტეტიშვილის კლინიკაში იყავით?


--------------------
აღმასრულებელი სჯულისაი, სიყვარული არს.
ninoeqimi
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2601
წევრი No.: 97223
რეგისტრ.: 5-August 09

გამოგზავნილია: 30 Aug 2009, 17:30  #15282739      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
ლოგონევროზი როგორც ამას უწოდებენ ანუ ენაბორძიკობა მეტყველების განვითარების თავისებურებად ითვლება. იგი როგორც წესი გენეტიკური წინასწარგანწყობით ხასიათდება, უფრო ხშირია ბიჭებში ვიდრე გოგონებში, და პროგნოზიც შესაბამისად უკეთესია გოგონებში, ხასიათდება პერიოდული გამწვავებებით, ანუ პატარას აქვს ეგრეთ წოდებული ცუდი და კარგი დღეები, ცუდი დღეები უკავშირდება გადაღლას, ნერვიულიობას, ამოციოურ სტრესს და ა. შ. ერთმნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ნებისმიერი სედატიური მოქმედების წამალი პრობლემას ამცირებს, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ეს პრობლემა შეიძლება მთელი ცხოვრება გაგრძელდეს მედიკამენტურ ქრონიკულ მკურნალობას თანამედროვე ნევროლოგიაში, და განსაკუთრებით ბავშბვთა ასაკში აღარ მიმართავენ. პერიოდულად შეიძლება მათი გამოყენება განსაკუთრებით როდესაც ბავშვი მწვავედ განიცდის პრობლემას, ისიც იმ პერიოდში, როცა რაიმე გარემო ფაქტორის ზემოქმედება ძლიერდება რათა არ გამწვავდეს მდგომარეობა. ბავშვთა ნევროლოგმა უნდა შეაფასოს ენაბორძიკობის ხარისხი, რადგანაც სწორედ ხარისხის მიხედვით ხდება მკურნალობის ტაქტიკის შერჩევა. თუ მსუბუქი ხარისხისაა და გამოვლინდა 6 თვეზე ნაკლები დროის წინ ლოგოპედი არ არის აუცილებელი, მით უმუტეს თუ გენეტიკური წინასწარგანწყობაც არ არის 95% ში თავისით გადის, საშუალო და მძიმე ფორმების დროს კი ლოგოპედის და ფსიქოლოგის ერთდროული მუშაობაა საჭირო, რადგან ბავში არ დაკომპლექსდეს ამ მდგომარეობის გამო. არსებობს სპეციალური რეკომენდაციები, რომელიც მე მაგალითად ამობეჭდილი მაქვს და ყოველთვის ვაძლევ მშობელს, როგორ უნდა მოიქცეს და იურთიერთოს ასეთ ბავშვთან, რომ ნაკლები სირთულეები შეუქმნას და კიდევ, არის ერთი ნიუანსი ენაბორძიკობა ყოველთვის ქრება სიმღერის და ხმადაბლა ლაპარაკის დროს, ამიტომ სიმღერაზე ბავშვის მიყვანა დადებითად მოქმედებს მის ფსიქიკურ მდგომარეობაზე
abelo
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 17634
წევრი No.: 63570
რეგისტრ.: 5-June 08

გამოგზავნილია: 30 Aug 2009, 17:50  #15282945      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
killer
არა,
კონკრედულად ვინმეს მირჩევდი?

ninoeqimi
დიდი მადლობა.

ბიჭია 4 წლის, ენა გვიან ამოიდგა,
ერთ დღეს, 8 თვის წინ ბაღიდან რომ მოვიყვანე ბორძიკით დაიწყო ლაპარაკი.
ბაღში გავარკვიე და არაფერი ისეთი არ ყოფილა, თუმცა იმ დღეს თოჯინების თეატრი ჰქონდათ და ცოტა მგლის შეეშინდაო.

რემისიის პერიოდი გვაქვს ხოლმე, ამ ბოლო დროს სიტყვებს მარცვლავს ან ჩურჩულზე გადადის როცა იძაბება და ლაპარაკი უჭირს.
გენეტიკური განწყობა არ არის, პირის აპარატი წესრიგშია, უფრო შიშის ბრალია, ძალიან მგრძნობიარეა.
აქ ცოტა კომპლექსურად არის ყველაფერი.
გლანდები და ადენოიდები ჰქონდა,ორივე ფარული იყო, არ ავადმყოფობდა და გვიან შევამჩნიეთ.
მეტყველების დარღვევის ერთ - ერთი ფაქტორი ის იყო რომ ბავშვი ამის გამო არასწორედ სუნთქავდა და ხორხისმიერ და ცხვირისმიერ ბგერებს არასწორად წარმოთქვამდა.
ამას თვითონაც გრძნობდა.
გლანდების ოპერაციის შემდეგ 2 თვიანი რემისია გვქონდა, მერე კი ისევ დაიწყო.

იქნებ მირჩიოთ კარგი ლოგოპედი და ნევროპათოლოგი,



killer
100% woman


*******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 17796
წევრი No.: 307
რეგისტრ.: 12-September 01

გამოგზავნილია: 30 Aug 2009, 18:01  #15283079      · პროფილი · პირადი მიმოწერა · icq
ninoeqimi
7 თვენახევრის გოგო, ფეხებზე როცა დგას (ჩვენი დახმარებით, რა თქმა უნდა, ისიც მისი სურვილის შემთხვევაში), ფეხის წვერებზე დგება.
არ გამოთქვავს არანაირ სურვილს ჯერ, რომ იაროს.
თუმცა დამოუკიდებლად ზის, ხოხვას ცდილობს, აკეთებს ბუქნებს, და არის საკმაოდ აქტიური და კომუნიკაბელური.
ninoeqimi
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2601
წევრი No.: 97223
რეგისტრ.: 5-August 09

გამოგზავნილია: 30 Aug 2009, 18:39  #15283451      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
შევეცადე ამეხსნა დაახლოებით მაინც, თუმცა აქიდან ძალიან ძნელია ზუსტად განვსაზღვრო სიმძიმე, რადგან ამ დროს ბავშვთან ურთიერთობაა საჭირო, ერთი კი შემიძლია ერთმნიშვნელოვნად გითხრა, თუ 6 თვეზე ნაკლები დრო გავიდა ამ ამბის შემდეგ, გენეტიკა დატვირთული არაა და ყველა სიტყვის დაწყება არ უჭირს შემიძლია დაგამშვიდო და გითხრა რომ არის დიდი შანსი ლოგოპედთან მიშოაბის გარეშე თავისით გაუაროს, სხვა შემთხვევაში კი ბავშვის გარეშე ვერაფერს გეტყვი, ერთის კი გირჩევ წამალი არ დაალევინო, მაინც არ მოაგვარებს საბოლოოდ ამ პრობლემას,
* * *
სიმგერაზე შეიყვანე, ცოტა ხანი შეხედე და თუ არ გამოასწორა მერე ლოგოპედთან მიიყვანე
* * *
QUOTE (killer @ 30 Aug 2009, 18:01 )
ninoeqimi
7 თვენახევრის გოგო, ფეხებზე როცა დგას (ჩვენი დახმარებით, რა თქმა უნდა, ისიც მისი სურვილის შემთხვევაში), ფეხის წვერებზე დგება.

თითის წვერებზე ზოგჯერ იმიტომ დგებიან, რომ თამაშობენ, ხოლო ზოგჯერ კუნთთა მომატებული ტონუსის გამო სხვანაირად არ შეუძძლიათ, ამიტომ ეს 2 მდგომარეობა ერთმანეთისაგან ბავშვთა ნევროლოგმა უნდა გამიჯნოს, თუ ტონუსი ნორმალურია, არაფერი არ არის საჭირო, ანუ ბავშვი მხოლოდ "თამაშობს", ხოლო მეორე შემთხვევაში საჭიროა ფიზიკური თერაპია.
Doloress
პირიქით


********
ჯგუფი: Members
წერილები: 31009
წევრი No.: 15183
რეგისტრ.: 6-December 05

გამოგზავნილია: 30 Aug 2009, 23:15  #15287093      · პროფილი · პირადი მიმოწერა · msn
ninoeqimi
აი ამ პოსტზე მიპასუხო იქნებ?

ბავშვის ნეიროგანვითაება (post #15205921)

და შემდეგ 2 გვერდზეც წერია ჩემს პოსტებში დამატებითი ინფორმაცია.

ninoeqimi
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2601
წევრი No.: 97223
რეგისტრ.: 5-August 09

გამოგზავნილია: 31 Aug 2009, 11:52  #15291766      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
QUOTE (Doloress @ 24 Aug 2009, 16:34 )
მარტლა მაინტერესებს, საჭორაოდ არ ვკითხულობ, ახლობელია ის ბავშვი ჩემთვის

ზოგადად ბავშვის განვითარების შეფასებისას ვიყენებთ სხვადასხვა ობიექტურ ტესტებს, ეს ტესტები სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფზეა გათვლილი, 4 წლის ასაკში ყველაზე ხშირად მე დენვერი-2 ის სკრინინგ ტესტს ვაკეთებს. მე მოგიყვები ზოგადად რას უნდა აკეთებდეს მაგ ასაკის ბავშვი და შენ შეადარე, თუ მიხვდები რომ რაღაც მართლა უჭირს მერე ბავშვი ევაფასოთ და ზუსტად გვეცოდინება მისი ნეირომოტორული განვითარება ასაკშ შეესაბამება თუ ჩამორჩება. ზოგადად ბავშვის განვითარების შეფასებისას ვაფასებთ ოთხ ძირითად სფეროს, ეს არის უხეში მოტორიკა, ნატიფი მოტორიკა, სოციალიზაცია- პერსონალიზაცია და მეტყველება, ამას კიდევ ემატება კომუნიკაციიის სფეროს შეფასება, რათა გამოვრიცხოთ აუტიზმის ან მისი სპექტრის დარღვევები, მაშ ასე 4 წლის ბავშვს უხეში მოტორიკიდან უნდა შეეძლოს:
1. იჭერდეს დიდ ბურთს ორივე გაშლილი ხელით.
2ისროდეს დიდი ბურთს მისგან სულ ცოტა 6 ნაბიჯის მანძილზე გაშლილი ხელებით.
3. დარბოდეს თავისუფლად
4.თავისუფლად ადიოდეს კიბეებზე
5. ხტუნავდეს ცალ ფეხზე წონასწორობის დაკარგვის და დაცემის გარეშე
6. ერთ ფეხზე იდგეს სულ ცოტა 5 წამის მანძილზე
7. შეტყუპებული ფეხებით ხტებოდეს წინ.
8. უნდა ცდილობდეს ქუსლებით და თითის წვერებით სიარულს, თუმცა ამას შეიძლება 5 წლამდე ვერც აკეთებდეს.
ნატიფი მოტორიკა:
1. უნდა ხსნიდეს და კრავდეს ღილებს.
2. უნდა აწყობდეს 8 კუბს ერთმანეთზე ისე, რომ არ დაენგრეს
3. უნდა აწყობდეს 6 ნაწილისაგან შემდგარ ლეგოს
4.უნდა გაჭრას საბავშო მაკრატლით თითქმის სწორ ხაზზე ქაღალდი
5. უნდა იხატავდეს მარტივ ფიგურებს
6.უნდა ხატავდეს ადამიანს, რომელსაც აქვს სულ ცოტა 3 სხეულის ნაწილი
7.აფერადებდეს გასაფერადებელ წიგნებს
სოციალიზაცია- პერსონალიზაცია:
1.იცვამდეს დამოუკიდებლად
2.იხეხავდეს კბილებს
3.თამაშობდეს სხვა ბავშვებთან
4. დამოუკიდებლად იბანდეს ხელებს
5. ჭამდეს დამოუკიდებლად
მეტყველება
1. უნდა საუბრობდეს გასაგებად
2.ასახელებდეს სურატებს
3.იცოდეს მოქმედებები
4.იცოდეს 4 ფერი
5. იცოდეს რამოდებიმე ზედსართავი სახელი
6 უნდა იცოდეს სხეულის ნაწილები
7. აკავშირებდეს სიტყვებს
8.იცოდეს სულკ ცოტა 3 წინდებული (ქვეშ, ზე, ში)
ეს არის მინიმალური მოთხოვნები რაც 3 წლის ბავშვს მოეთხოვება, თუ ბავში ამ მოთხოვნებს ვერ ასრულებს, მისი ნეირომოტორული განვითარება ჩამორჩება ასაკშ, აუცილებკად ესაჭიროება უფორ ნატიფი კვლევა და სასწრაფო ჩარევა და კიდევ ერთი ეს ჩარევა არამც არამც არ არის ნედიკამენტოზური. ასე რომ რაც უფრო დროულად შევაფასებთ ბავშვის განვითარებას და აღმოვაჩენთ ჩამორჩენას და რაც უფრო სწრაფად მოხდება ჩარევა მით უფრო კარგ შედეგს უნდა ველოდოთ.
მგონი გასაგებად აგიხსენი
* * *
ნეირომოტორული განვითარების შეფერხებაზე ეჭვის შემთხვევაში აუცილებეილა ბავშვტა ნევროლოგთან ვიზიტი, რომელიც დეტალურად შეაფასებს ბავშვის როგორც მოტორულ (მოძრაობით) ასევე სხვა სფგეროების განვითარებას, დაგიწერთ დეტალურ დასკვნას და შემდეგ გადაგამისამართებს მეთოდისტთან, რომელიც მოტორული სფეროს პრობლემებს მოაგვარებს და ფსიქოლოგთან, რომელიც ფსიქოემოციურ განვითარებაზე იმუშავებს ბავშვთან, ხოლო შემდეგ პერიოდულად შეაფასებს მის განვითარებას სრულყოფილად და კიდევ ერთი არანაირი მედიკამნტოზური თერაპია ამ შემთხვევაში არ არის ეფექტური, გადამწყვეტია სწორად დაგეგმილი მუშაობა, წვრთნა და ვარჯიში!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
რაც უფრო ადრე მოხდება განვითარების შეფერხების აღმოჩენა და ჩარევა მით უფრო კარგია გამოსავალი, ამიტომ ყველა ჯანმრთელი ბავშვიც აუცილებლად უნდა შეაფასოს ნევროლოგმა 2, 4, 6, 8 და 12 თვის ასაკში, რათა ზუსტად იცოდნენ მიყვება თუ არა მისი ნეირომოტორული განვითარება ასაკს.
kukurukuku
Crazy Member


*****
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 1437
წევრი No.: 27196
რეგისტრ.: 19-December 06

გამოგზავნილია: 31 Aug 2009, 12:26  #15292187      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
DOLPHIN
დიდი ბოდიში ეხლა ვნახე შემთხვევით შენი მოწერილი პოსტი 1,2 თვის ბავშვის განვითარების შესახებ,
12-15 თვემდე ბავშვი წესით უნდა ასრულებდეს შემდეგს :

ნატიფი მოტორიკა - ანუ წვრილი მოტორიკა (ანუ ხელის თითების მოძრაობა)
1) შეუძლია გადაშალოს მუყაოს ფურცლებიანი წიგნის გვერდებს
2)სათამაშო ჩადე ოთხკუთხედ ყუთში დააფარე თავსახური და შემდეგ აჩვენე როგორ უნდა მოხსნას თავსახური, ბავვმა უნდა შეძლოს თავსახურის მოხდა.
3)მოზაიკის სარჭები ჩაურჭე დაფაში და ამოაძრე მის თვალწინ, შემდეგ წააქეზე რომ თვითონ ჩაარჭოს, 2 მაინც უნდა ჩაარჭოს, ან ორჯერ მაინც უნდა ჩაარჭოს ერთი და იგივე სარჭი.
4) ერთმანეთზე უნდა დადოს 2 კუბიკი
5) დაუდე ფურცელი და დააჭერინე ფანქარი და თუ დაჯღაბნის ინსტრუქციის მიცემის გარეშე


კოგნიცია - ანუ აღქმა
1) აიღე თოჯინა და აკოცე, მოეფერე, შემდეგ მიეცი ბავშVს და თუ გაიმეორებს იგივეს
2) თამაშის დროს როდესაც ბავშვი სათამაშოს სEხედავს, დაუმალე სათამაშო (მაგ: 3 ნაჭერი აიღე და რომელიმე გადააფარე) ბავშვმა უნდა იპოვოს ეგრევე რომელი ნაჭრის ქვეშ დევს, ოღონდ უნდა უყუროს დამალვის პროცესს
3) კუბიკზე დაუდე ზემოდან ოდნავ პატარა კუბიკი და ბავშვს თხოვე აიღოს პატარა კუბიკი, წესით ისე უნდა აიღოს რომ არ შეეხოს დიდ კუბიკს.


მეტყველება
1)თუ გამოთქვამს 2 სიტყვას მაინც, ოღონდ აზრიანად და მიზანმიმართულად.
2)თუ იყენებს სხვადასხვა ჯესტებს (მაგ: თავის დაქნევას, ხელის გაშვერას) სურვილის გამოსახატავად
3)თუ ასრულებს მარტივ დავალებას (მაგ: წინ დაუდე ბურთი და უთხარი რომ მოგცეს, )
4) კითხე სად აქვს ცხვირი, პირი, ხელი, ფეხსაცმელი - უნდა გაჩვენოს.


სოციალურ- ემოციური სფერო
1)დააკვირდი ბავშვის ქცევას როდესაც იმყოფება სხვა ბავშვებთან ერთად, თუ გამოხატავს მათ მიმართ ინტერესს, თუ მიუახლოვდება, გაუღიბემს, ეტიტინება
2) როდესაც თამაშობს მიდით ხელი გაუშვირეთ და სთხოვეთ რომ მოგცეთ სათამაშო,
3) თუ იწყებს უფროსთან თამაშს თითონ, მაგ გაუგორებს ბურთს და გიწვევს სათამაშოდ, ან ჭიტას გეთამაშება


თვითმოვლა
1) თუ შეუძლია კოვზით მიტანოს საჭმელი პირთან, მნიშვნელობა არაა აქვს დაისვრება თუ არა
2)თუ იღებს ფინჯანს, სვამს წყალს და შემდეგ ისევ დებს მას მაგიდაზე. დალევისას თუ დაეღვარა სითხე არაუშავს
3) თუ ღეჭავს საჭმელს რომელიც დაჭრილია ლუკმის ტოლა ნაჭრებად
4) თუ მშრალი აქვს პამპერსი 1-2 საათის მანძილზე
5)თუ გამოხატავს დისკომფორტს როდესაც ჩასვრილია ან ჩაფსმული
6)თუ იძრობს ქუდს, ხელთათმანს და წინდებს, როდესაც თხოვ რომ გაიხადოს
7)თუ პამპერსის ჩაცმისას წევს და შლის ფეხებს და არ გეწინააღმდეგება
8) მიეცი სავარცხელი და ნახე, თუ ცდილობს რომ დაივარცხნოს თმა ან დაიდოს იგი თმაზე


ფიზიკური განვითარება
1) თუ შეუძლია დახმარების გარეშე რამოდენიმე ნაბიჟის დამოუკიდებლად გადადგმა
2) თუ შეუძლია 2 საფეხურზე მაინც აცოცება 4-ზე მდგარს
3) დგომისას, თუ შეუძლია ორივე ხელით ოდნავ მაინც გადააგდოს ბურთი
4) სიარულის დროს თუ შეუძლია გაჩერება, მიმართულების შEცვლა
5)დააწვინე ზურგზე და წააქეზე რამენაირად რომ ადგეს (დაანახე სათამაშO ან რამე..) და ნახე თუ დგება დახმარების გარეშე
6)თუ შეუძლია ჩაკუზვა და ადგომა, ისე რომ არ დაეყრდნოს არაფერს\


მოკლედ ეს არის ის ელემენტარული რასაცუნდა აკეთEბდეს 1 წლიდან 1,3 თვემდე ბავშვი. მემგონი გასაგებად დავწერე, არ დაგავიწყდეს რომ შემოწმების დროს უნდა იყო ორიგინალური და ბავშვს თხოვო ამ დავალებების შესრულება მისთვის გასაგებ ენაზე smile.gif აბა წარმატებები






















0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (101) « პირველი ... 22 23 [24] 25 26 ... ბოლო » Closed Topic · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: კავკასუს ონლაინი
[ Script Execution time: 0.0616 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]