forum.ge
reklama
FORUM.GE ... წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
reklama

Pages: (5) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> ჰემანგიომა, კავერნოზული ჰემანგიომა
ninuchia
Newbie


*
ჯგუფი: Registered
წერილები: 5
წევრი No.: 148883
რეგისტრ.: 14-May 12

  გამოგზავნილია: 14 May 2012, 15:09  #31169640      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
მოგესალმებით ყველას!
მყავს 2.6 წლის გოგონა, რომელსაც მხარზე აქვს ჰემანგიომა (კავერნოზული), პედიატრსაც ვაჩვენეთ, ქირურგსაც, ბოლოს ბავშვთა ონკოლოგსაც... მოკლედ ონკოლოგმა გვირჩია ოპერაცია (რა თქმა უნდა...), მეც ძალიან შევშინდი თავიდან და გადავწყვიტე რაც შეიძლება მალე გაგვეკეთებინა და მოგვეცილებინა ბავშვისთვის, თუმცა რაღაც მიზეზებით გადაიდო და ოპერაცია ჯერაც არ გაგვიკეთებია... შევამჩნიე რომ ჰემანგიომა ოდნავ შემცირდა და თითქოს გაფერმკრთალდა, ასევე პედიატრმაც მითხრა იქნება გაიწოვოსო... მერე რუსულ და ინგლისრუ საიტებზე ბევრგან ვნახე მშობლების ნაწერები, სადაც იუწყებოდნენ რომ მათ შვილებს ქონდათ ჰემანგიომა და თავისით გადავიდა... მოკლედ ცოტა დავფიქრდი, ხომ არ სჰევიცადო და დავაკვირდე....
იქნებ ვინმეს გაქვთ მსგავსი გამოცდილება, ძალიან გთხოვთ გამომეხმაურეთ... ნამდვილად არ მინდა ისეთ რამეზე გავუკეთო ბავშვს ოპერაცია, რაც ისედაც გადავა და გაქრება...
იმედია ვინმე რამეს მირჩევს...
SBS777
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 278
წევრი No.: 86998
რეგისტრ.: 19-March 09

გამოგზავნილია: 14 May 2012, 15:22  #31169812      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
ჩემს შვილს დაბადებისას ჰქონდა ლაქა, პედიატრმა ჰემანგიომააო, მაგრამ სხვებთან რომ გადავამოწმე უბრალოდ ლაქააო. ზოგადად მეც ვიცი რომ დიდი შანსია რომ გაიწოვოს, მთავარია არ გაიზარდოს, თუ რეგრესისკენ მიდის, არსებობს დიდ შანსი რომ გაქრეს
ninuchia
Newbie


*
ჯგუფი: Registered
წერილები: 5
წევრი No.: 148883
რეგისტრ.: 14-May 12

გამოგზავნილია: 14 May 2012, 15:31  #31169931      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
ბევრ საიტზე (ძირითადად უცხოურზე) წავიკითხე რომ პირველი 6 თვის ან 1 წლის მანზილზე სისტემატურად იზრდება კავერნოზული ჰემანგიომა და შემდეგ ძირითადად წყვეტს ზრდას და იწყებს შემცირებას, რის შემდეგაც საერთოს ქრება.. მართალია ამა დიდი დრო სჭირდება (დაახლ. 8 წელი), მაგრამ ნამდვილად მირჩევნია დაველოდო და დავაკვირდე ვიდრე ოპერაცია გავუკეთო, თან სუსტი იმუნიტეტი აქვს საკმაოდ და კიდე ნარკოზის მეშინია ... მადლობა გამოხმაურებისთვის... იქნებ სხვებმაც გამიზიარონ გამოცდილებაა...

This post has been edited by ninuchia on 14 May 2012, 15:31
qetuta2011
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 31
წევრი No.: 144618
რეგისტრ.: 16-March 12

გამოგზავნილია: 14 May 2012, 16:29  #31170795      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
ჩემს გოგოსაც ქონდა მხარზე 3 თვისას შევამჩნიეთ. ონკოლოგიურში მყავდა კალმახელიძესთან და მითხრა ჯერ არაფერი არ უნდა თუ გაიზრდება გავუკეთებთ ოპერაციას თუ არადა თავისით გაიწოვსო, მართლაც 5 წლისაა და ოდნავღაეტყობა, ასე რომ ნუ აჩქარდები და დააკვირდი. წარმატებებიიიი
ketketket
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1419
წევრი No.: 144348
რეგისტრ.: 13-March 12

გამოგზავნილია: 14 May 2012, 16:42  #31171032      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
ninuchia ჩემს ბავშვს დაბადებიდან აქვს წელზე მოყავისფრო ლაქა ოდნავ ბეწვის სიხშირეც იყო იმ ადგილას, ჰემონგიომა აღმოჩნდა, ყველას ვაჩვენე ოპერაცია მირჩიეს, მაგრამ არ გაუკეთე, ჩემმა პედიატრმა მითხრა დააკვირდო თუ გაიზარდა მაგ შემთხვევაში გავაკეთოთო და აგერ უკვე 4 წლისაა და გაუქრა კიდეც 1 წლის მერე დაპატარავება დაიწყო, ერთდერთი ცხელი წყლით რო ვაბანავებ მაშინ უწითლდება ოდნავ ისე საერთოდ აღარ აქვს გაეწოვა. მე გირჩევ დააკვირდე, თუ მატება დაიწყო ზრდაში ალბათ ჯობს გაუკეთო

This post has been edited by ketketket on 14 May 2012, 16:44
KaTeRiN
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1463
წევრი No.: 82013
რეგისტრ.: 9-January 09

გამოგზავნილია: 14 May 2012, 17:13  #31171549      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
ჩემს შვილს აქვს კაპილარული ჰემანგიომა მაჯაზე.

ქირურგმა რათქმაუნდა ოპერაციაზე გაგვიშვა და რაც შეიძლება მალეო, დღესვე თუ იქნება მთლად უკეთესიო. ისე გამანერვიულა რომ არ ვიცოდი რა მექნა.. ერთი თვისაც არ იყო მაშინ.
არ დავთანხმდი, ესე ვერ გადავწყვიტავ სხვა სპეციალისტებსაც უნდა ვანახომეთქი და წამოვედი.

მოკლედ ეხლა არის 1 წლის და თითქმის მესამედი უკვე გაიწოვა.
იმედია რომ 2 წლამდე გაიწოვს. ესე მითხრა ანგიოლოგმა და კიდევ ერთმა ქირურგმა. თუ ორ წლამდე არ გაიწოვა ლაზერით გავაქრობთო, არანაირი ოპერაციაო. იმათ უფრო ვენდე და ფაქტია რომ მესამედი უკვე აღარ აქვს.
ninuchia
Newbie


*
ჯგუფი: Registered
წერილები: 5
წევრი No.: 148883
რეგისტრ.: 14-May 12

გამოგზავნილია: 14 May 2012, 17:31  #31171847      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
ყველას ძალიან დიდი მადლობა, გაიხარეთ...
მეც იმდენი შემთხვევა აღმოვაჩიენ უკვე ჰემანგიომის გაქრობის რომ, ვფიქრობ ჯობია მოვიცადო... არ მგონია ისეთი საჩქარო იყოს ეგ ოპერაცია, როგორც ონკოლოგი მეუბნება (თბილისში ვაჩვენე თენგიზ ზუხბაიას)... რაც მთავარია აშკარად ვატყობ რომ ზრდა შეაჩერა და პირიქით, მოკლებულიცაა ოდნავ...
გაიხარეთ ხალხნო, მადლობა love.gif
* * *
qetuta2011

მაინც სამი თვის შემდეგ (ანუ როცა პირველად შეამჩნიეთ) გაიზარდა? თუ ზრდა საერთოდ არ ყოფილა? ჩემს ბავშვსაც მხარზე აქვს, მარცხენა მხარზე და ზუხბაია (ონკოლოგი) მეუბნება, სახსართან რადგან ახლოსაა ჯობია დროულად ამოვჭრათო... მე კიდე ეხო გადავუღე და ეხოსკოპიამ აჩვენა რომ სახსარს არ ეხება საერთოდ... ცალკეა.. კალმახელიძე მეც მირჩიეს, მაგრა, ჯერ აღარავისთან მიმიყვანია ზუხბაიას მერე...
qetuta2011
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 31
წევრი No.: 144618
რეგისტრ.: 16-March 12

გამოგზავნილია: 14 May 2012, 20:35  #31174835      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
ზრდა არ ყოფილა უბრალოდ უფრო მუქდებოდა რამოდენიმე თვე. 7 თვიდან შეწყვიტა გამუქება, რაგაც პერიოდი და მერე ნელნელა გაღიავება დაიწყო. ეხლა თითქმის არ ეტყობა ამასაც მარცხენა მხარზე აქვს
NAD
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 733
წევრი No.: 74858
რეგისტრ.: 16-November 08

გამოგზავნილია: 14 May 2012, 20:47  #31175031      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
ninuchia

კავერნოზული ჰემანგიომა კაპილარულთან და ხვა დანარჩენ ფორმებთან შედარებით არის სისხლდენისკენ მიდრეკილი და შედარებით აგრესიული მიმდინარეობა ახასიათებს, თუმცა გააჩნია მის ზომას,მდებარეობას.

ჰემანგიომა იმდენად ონკოლოგის საქმე არაა, რამდენადაც ქირურგის(მიუხედავად მისი სახელისა).

პირადად მე პრაქტიკებს გავდიოდი ჟვანიას კლინიკაში (ყბა-სახის ქირურგიის დეპარტამენტშI) და უამრავ ჰემანგიომიანი ბავშვი მინახავს. ესევე რადიკალურ გზას, ქირურგიულ ჩარევას სანამ მიმართავენ, ჯერ უტარებენ ჰემანგიომის მასკლეროზირებელ თერაპიას. ანუ სპირტი შეჰყავთ ჰემანგიომაში. ხშირ შემთხვევაში ამ მეთოდს ემორჩილება ჰემანგიომა.მცირდება ზომაში და ზოგჯერ საერთოდ ქრება.

მკურნალობის ეს მეთოდი არ ითქვამს თქვენს ექიმს?


..................................................................



**Azazelo**
Junior Member


**
ჯგუფი: Registered
წერილები: 11
წევრი No.: 148589
რეგისტრ.: 10-May 12

გამოგზავნილია: 15 May 2012, 01:56  #31180881      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
QUOTE (ninuchia @ 14 May 2012, 15:09 )
მოგესალმებით ყველას!
მყავს 2.6 წლის გოგონა, რომელსაც მხარზე აქვს ჰემანგიომა (კავერნოზული), პედიატრსაც ვაჩვენეთ, ქირურგსაც, ბოლოს ბავშვთა ონკოლოგსაც... მოკლედ ონკოლოგმა გვირჩია ოპერაცია (რა თქმა უნდა...), მეც ძალიან შევშინდი თავიდან და გადავწყვიტე რაც შეიძლება მალე გაგვეკეთებინა და მოგვეცილებინა ბავშვისთვის, თუმცა რაღაც მიზეზებით გადაიდო და ოპერაცია ჯერაც არ გაგვიკეთებია... შევამჩნიე რომ ჰემანგიომა ოდნავ შემცირდა და თითქოს გაფერმკრთალდა, ასევე პედიატრმაც მითხრა იქნება გაიწოვოსო... მერე რუსულ და ინგლისრუ საიტებზე ბევრგან ვნახე მშობლების ნაწერები, სადაც იუწყებოდნენ რომ მათ შვილებს ქონდათ ჰემანგიომა და თავისით გადავიდა... მოკლედ ცოტა დავფიქრდი, ხომ არ სჰევიცადო და დავაკვირდე....
იქნებ ვინმეს გაქვთ მსგავსი გამოცდილება, ძალიან გთხოვთ გამომეხმაურეთ... ნამდვილად არ მინდა ისეთ რამეზე გავუკეთო ბავშვს ოპერაცია, რაც ისედაც გადავა და გაქრება...
იმედია ვინმე რამეს მირჩევს...

ერთ-ერთი უსისხლო და ეფექტური არის ლაზერული თერაპია. რამდენად იყენებენ ამ მეთოდს საქართველოში არვიცი.

ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს Hემანგიომის სიღრმეს, რამდენად ვრცელ უბანზეა გავრცელებული და რამდენად კარგად იკვებება სისხლით. გაიკეთეთ ულტრა ბგერითი გამოკვლელვა.


* * *
QUOTE (NAD @ 14 May 2012, 20:47 )
ninuchia

კავერნოზული ჰემანგიომა კაპილარულთან და ხვა დანარჩენ ფორმებთან შედარებით არის სისხლდენისკენ მიდრეკილი და შედარებით აგრესიული მიმდინარეობა ახასიათებს, თუმცა გააჩნია მის ზომას,მდებარეობას.

ჰემანგიომა იმდენად ონკოლოგის საქმე არაა, რამდენადაც ქირურგის(მიუხედავად მისი სახელისა).

პირადად მე პრაქტიკებს გავდიოდი ჟვანიას კლინიკაში (ყბა-სახის ქირურგიის დეპარტამენტშI) და უამრავ ჰემანგიომიანი ბავშვი მინახავს. ესევე რადიკალურ გზას, ქირურგიულ ჩარევას სანამ მიმართავენ, ჯერ უტარებენ ჰემანგიომის მასკლეროზირებელ თერაპიას. ანუ სპირტი შეჰყავთ ჰემანგიომაში. ხშირ შემთხვევაში ამ მეთოდს ემორჩილება ჰემანგიომა.მცირდება ზომაში და ზოგჯერ საერთოდ ქრება.

მკურნალობის ეს მეთოდი არ ითქვამს თქვენს ექიმს?


..................................................................

გააჩნია ჰემანგიომას, თუ ის ავთვისებიანი ქირურგი უძლურია. თუ გემანგიომა დიდია და ღრმა სპირტის შეყვანა ძალიან არაეფექტურია. თან საკმაოდ მტკივნეული პროცესია. მაგ მეთოდს მგონი მხოლოდ პოსტ საბჭოთა ქვეყნებში მიმართვაენ. წინასაოპერაციოდ პრედნიზოლონითაც ამზადებენ, რაც უამრავ უკუჩვენებას იწვევს, განსაკუთრებით ახალშობილებში.






* * *
QUOTE (ninuchia @ 14 May 2012, 15:09 )
მოგესალმებით ყველას!
მყავს 2.6 წლის გოგონა, რომელსაც მხარზე აქვს ჰემანგიომა (კავერნოზული), პედიატრსაც ვაჩვენეთ, ქირურგსაც, ბოლოს ბავშვთა ონკოლოგსაც... მოკლედ ონკოლოგმა გვირჩია ოპერაცია (რა თქმა უნდა...), მეც ძალიან შევშინდი თავიდან და გადავწყვიტე რაც შეიძლება მალე გაგვეკეთებინა და მოგვეცილებინა ბავშვისთვის, თუმცა რაღაც მიზეზებით გადაიდო და ოპერაცია ჯერაც არ გაგვიკეთებია... შევამჩნიე რომ ჰემანგიომა ოდნავ შემცირდა და თითქოს გაფერმკრთალდა, ასევე პედიატრმაც მითხრა იქნება გაიწოვოსო... მერე რუსულ და ინგლისრუ საიტებზე ბევრგან ვნახე მშობლების ნაწერები, სადაც იუწყებოდნენ რომ მათ შვილებს ქონდათ ჰემანგიომა და თავისით გადავიდა... მოკლედ ცოტა დავფიქრდი, ხომ არ სჰევიცადო და დავაკვირდე....
იქნებ ვინმეს გაქვთ მსგავსი გამოცდილება, ძალიან გთხოვთ გამომეხმაურეთ... ნამდვილად არ მინდა ისეთ რამეზე გავუკეთო ბავშვს ოპერაცია, რაც ისედაც გადავა და გაქრება...
იმედია ვინმე რამეს მირჩევს...

თუ მცირდება და გამოკვლებებიც ამაზე მიუთითებს. ანუ ზოგჯერ სიღრმეში იზრდება და ეს არ გამოგეპაროთ. ბავშვს არ უშლის ხელს. მაშინ ოპერაცია შეგიძლიათ გადასდოთ და თუ მართლა მცირდება უფრო პატარა უბანი იქნება შEმდეგ მოსაკვეთი. ოღონდ ექიმიც გირჩევდათ, რომ am ubans სასურველია mzis sxivebi ar xvdebodes.
NAD
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 733
წევრი No.: 74858
რეგისტრ.: 16-November 08

გამოგზავნილია: 15 May 2012, 09:21  #31182097      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
**Azazelo**
QUOTE
გააჩნია ჰემანგიომას, თუ ის ავთვისებიანი ქირურგი უძლურია. თუ გემანგიომა დიდია და ღრმა სპირტის შეყვანა ძალიან არაეფექტურია. თან საკმაოდ მტკივნეული პროცესია. მაგ მეთოდს მგონი მხოლოდ პოსტ საბჭოთა ქვეყნებში მიმართვაენ. წინასაოპერაციოდ პრედნიზოლონითაც ამზადებენ, რაც უამრავ უკუჩვენებას იწვევს, განსაკუთრებით ახალშობილებში.



ყბა-სახის ქირურგიაში, სადაც ხანდახან ჰემანგიომის ზომა თავის ნახევარი სიდიდის ტოლი ,იყო ქირურგიულ მეთოდს ვერ გამოიყენებ. ლაზერული არ მინახავს . დარჩა მასკლეროზებელი მეთოდი მხოლოდ. ნარკოზის ქვეშ აკეტებენ
yes.gif
ninuchia
Newbie


*
ჯგუფი: Registered
წერილები: 5
წევრი No.: 148883
რეგისტრ.: 14-May 12

გამოგზავნილია: 15 May 2012, 10:06  #31182401      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
QUOTE (NAD @ 14 May 2012, 20:47 )
მკურნალობის ეს მეთოდი არ ითქვამს თქვენს ექიმს?


..................................................................

ონკოლოგმა მითხრა ეთილის სპირტი არ გამოდგება ასეთ შემთხვევაშიო, უნდა ამოიჭრასო.. თუმცა მე სანამ ონკოლოგს ვაჩვენებდი ბავშვს, მანამდე ქირურგთან მყავდა, რომელიც მაგ მეთოდით (ეთილის სპირტით) მკურნალობს ჰემანგიომას.. მოკლედ არ ვიცი.. ბევრი ისეთი შემთხვევა გავიგე უკვე, როცა ჰემანგიომა თავისით გადადის და არ მინდა ოპერაცია გავუკეთო ბავშვს თუკი არსებობს იმის რეალური შესაძლებლობა, რომ ჰემანგიომა თავისით გადავიდეს.. ეს რა თქმა უნდა სპეციალისტმა უნდა შეაფასოს, მაგრამ მე ექიმებს ნამდვილად ვერ ვენდობი მასეთ საკითხში, სულ არ ადარდებთ ბავშვის ბედი... ჭირდება თუ არ ჭირდება დარწმუნებული ვარ ეს ონკოლოგი მაინც გაუკეთებს ოპერაციას, ამას უკვე კი მივხვდი...
* * *
QUOTE
ერთ-ერთი უსისხლო და ეფექტური არის ლაზერული თერაპია. რამდენად იყენებენ ამ მეთოდს საქართველოში არვიცი.


ლაზერით მკურნალობაზე მეც წავიკითხე, თუმცა საქართველოში ეგ მეთოდი ვერ დავადგინე არის თუ არა.. მითხრეს ესთეტიური სილამაზის ცენტრებსჰი გააკეთებენო... რატომღაც მაგ ტიპის დაწესებულებას ამ დიაგნოზით არ მინდა რომ მივმართო...

QUOTE
გააჩნია ჰემანგიომას, თუ ის ავთვისებიანი ქირურგი უძლურია.


მე ვიცოდი რომ ჰემანგიომა კეთილთვისებიანია მხოლოდ, ავთვისებიანიაო არავის უთქვამს პირიქით...
**Azazelo**
Junior Member


**
ჯგუფი: Registered
წერილები: 11
წევრი No.: 148589
რეგისტრ.: 10-May 12

გამოგზავნილია: 15 May 2012, 13:28  #31184907      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
QUOTE (ninuchia @ 15 May 2012, 10:06 )
QUOTE (NAD @ 14 May 2012, 20:47 )
მკურნალობის ეს მეთოდი არ ითქვამს თქვენს ექიმს?


..................................................................

ონკოლოგმა მითხრა ეთილის სპირტი არ გამოდგება ასეთ შემთხვევაშიო, უნდა ამოიჭრასო.. თუმცა მე სანამ ონკოლოგს ვაჩვენებდი ბავშვს, მანამდე ქირურგთან მყავდა, რომელიც მაგ მეთოდით (ეთილის სპირტით) მკურნალობს ჰემანგიომას.. მოკლედ არ ვიცი.. ბევრი ისეთი შემთხვევა გავიგე უკვე, როცა ჰემანგიომა თავისით გადადის და არ მინდა ოპერაცია გავუკეთო ბავშვს თუკი არსებობს იმის რეალური შესაძლებლობა, რომ ჰემანგიომა თავისით გადავიდეს.. ეს რა თქმა უნდა სპეციალისტმა უნდა შეაფასოს, მაგრამ მე ექიმებს ნამდვილად ვერ ვენდობი მასეთ საკითხში, სულ არ ადარდებთ ბავშვის ბედი... ჭირდება თუ არ ჭირდება დარწმუნებული ვარ ეს ონკოლოგი მაინც გაუკეთებს ოპერაციას, ამას უკვე კი მივხვდი...
* * *
QUOTE
ერთ-ერთი უსისხლო და ეფექტური არის ლაზერული თერაპია. რამდენად იყენებენ ამ მეთოდს საქართველოში არვიცი.


ლაზერით მკურნალობაზე მეც წავიკითხე, თუმცა საქართველოში ეგ მეთოდი ვერ დავადგინე არის თუ არა.. მითხრეს ესთეტიური სილამაზის ცენტრებსჰი გააკეთებენო... რატომღაც მაგ ტიპის დაწესებულებას ამ დიაგნოზით არ მინდა რომ მივმართო...

QUOTE
გააჩნია ჰემანგიომას, თუ ის ავთვისებიანი ქირურგი უძლურია.


მე ვიცოდი რომ ჰემანგიომა კეთილთვისებიანია მხოლოდ, ავთვისებიანიაო არავის უთქვამს პირიქით...

სპირტით მცირე ზომის იკურნება.მაგრამ მტკივნეული პროცესია და როგორც წესი აღარ მიმართავენ. ძალიან სამწუხაროა, მაგრამ საქართველოში მაგ მიმართულებით სპეციალისტები არ არიან. მე, მაინც ლაზერულ თერაპიას გირჩევდით, რომელიც მართლა ეფექტურია, განსაკუთრებით მსგავს სიტუაციებში. ლაზერით მკურნალობენ ევროპაში, დუსელდორფის ბავშვთა კლინიკა უშუალოდ მაგ მიმართულებით მუშაობს. ასევე რუსეთში, კერძოდ მოსკოვში, და შესაძლოა უკრაინაშიც იყოს. შემიძლია დაგიზუსტოთ. თქვენ შეგიძლიათ ინტერნეტის საშუალებით ესაუბროთ ექიმს. ორივე შემთხვევაში საჭირო ცნობებს მოგაწოდებთ, თუ დაგაინტერესებთ.

სამჭუხაროდ,ქირურგია არ არის ყოველთვის გამოსავალი. თორემ რა ჯობია, მოიკვეთებოდა ის ნაწილი და დამთავრდებოდა. ოპერაციის ასე რატომ გეშინიათ? თუ არ აქვს ისეთი სიღრმე და არც მოცულობა რატომ არ გინდათ რომ მოკვეთოთ? რაც მცირეა ასაკი მით მეტია შანსი იმ ადგილს არ დაეტყოს არაფერი და შემდეგში არ დასირდეს პლასტიკური ქირურგია. თუ ღმაა გემანგიომა მისი მოკვეთა რარაც გარკვეულ რისკებს უკავშირდება ადრეულ ასაკში. არ ყოფნით კანი რომ ნაკერი დაედოს და ა.შ.

laliko
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1019
წევრი No.: 17310
რეგისტრ.: 17-February 06

გამოგზავნილია: 15 May 2012, 14:02  #31185385      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
ჩემ შვილს აქვს კაპილარული ჰემანგიომა ქვედა ქუთუთოზე. ძალოიან აგრესიული იყო სწრაფად იზრდებოდა. ყოველდღიურად ვხედავდი როგორ მიდიოდა კაპილარები საღ კანზე. ჟვანაში გავუკეთე ვადაჭკორიასთან ოპერაცია სპირტი+ელექტროკოაგულაცია . 4 ჯერ დაჭირდა. პირველად 40 დღის იყო და ყოველ მესამე-მეოთხე კვირას ახლიდან ჭირდებოდა.
ეხლა აქვს ნაწიბური იმ ადგილას, მაგრამ ნელ ნელა უფერმკრთალდება. იმედი მაქვს რომ პლასტიკური არ დაჭირდება მარა შეიძლება დაჭირდეს. წითელ ლაქას (თან მთელ სახეზე მოდებულს )ნამდვილად ჯობია.
შემომთავაზეს სხვა მეთოდებიც მკურნალობის ჰორმონალური მკურნალობა, რენტგენის სხივით და ა. შ მაგრამ მაინც ეს მეთოდი ავირჩიე,.


--------------------
-----------------------------------------------
ninuchia
Newbie


*
ჯგუფი: Registered
წერილები: 5
წევრი No.: 148883
რეგისტრ.: 14-May 12

გამოგზავნილია: 15 May 2012, 14:41  #31185978      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
QUOTE
თქვენ შეგიძლიათ ინტერნეტის საშუალებით ესაუბროთ ექიმს. ორივე შემთხვევაში საჭირო ცნობებს მოგაწოდებთ, თუ დაგაინტერესებთ.

ინტერნეტით არ დავკავშირებივარ რომელიმე ექიმს, თქვენ თუ იცით როგორ შემიძლია ეს გავაკეთო ან ვის მივმართო კონკრეტულად, ძალიან მადლიერი ვიქნები.. მადლობა დიდი ყურადღებისთვის.. მასეთ შემთხვევაში სურათებსაც ვაჩვენებდი ექიმს...

QUOTE
ოპერაციის ასე რატომ გეშინიათ?

კი არ მეშინია, თუ საჭიროა რა თქმა უნდა გავუკეთებ აუცილებლად... მაგრამ თუ არსებობს იმი რეალური შანსი რომ ისედაც გაიწოვს, მაშინ ხომ ტყულად უნდა გავუკეთო ოპეერაცია... ნარკოზი მაფიქრებს, ისედაც სუსტი იმუნიტეტის ბავშვია საკმაოდ და... რა ვიცი
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (5) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: კავკასუს ონლაინი
[ Script Execution time: 0.0405 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]