დავწერ მეც ჩემს მოგონებებს
მოკლედ დანიშნული მქონდა საკეისრო 14 დეკემბერს, საკეისრო გადავწყვიტე (ექიმის რჩევითაც რა თქმა უნდა მხლოდ ჩემი ახირება არ იყო) თუმცა მშობიარობა ძალიან არ მინდოდა რაღაცნაირად გამიხარდა საკეისროზე რომ წავიდა საუბარი, შემოხვევა ჰქონდა არამჭიდრო, პირველი ბავშვი დიდი წონით დაიბადა 41 კვირიას რომ გადაცდა დამაჩქარებელით და ვენები მაწუხებდა ამ ორსულობაზე.
გადავწყვიტე ჯანმრთელობის სახლშიმ გავესაუბრე ქორიძეს, ანალიზები ჩავაბარე და მოვემზედე. თუმცა 11 ში უკვე ცოტა ისე ვიყავი მივხვდი რომ 14 ამდე ვერ გავძლებდი, 13 ში არ მინდოდა რაღაცნაირად საკეისრო

და ბარემ გადავწყვიტე 12 ში წავსულვიყავი
მივედი დილით, მორიგე ექიმმა გამსინჯა და დამტოვეს.
ამიყვანეს ზემოთ დამიდგეს კაპელნიცა, ოყნა არ გავაკეთებინე მე მქონდა გლიცერინის სანთელი წაღებული, ვიყავი ძალიან მშვიდათ, მაკიაჟით და გაპრანჭული

სადღაც 1 სთვის შემიყვანეს საოპერაციოში, გამიკეთეს სპინალური (მალევე იპოვა ანესთეზიოლოგმა მალებს შორის ადგილი) ეგრევე სითბო ვიგრძენი ქვედა კიდურებზე და გამიბუჟდა, წინ რაღაცა ამომაფარეს და დაიწყო, ქორიძე მიკეთებდა და მეორე კაცი ზურა, ძალიან ისე მიდიოდა ლაითად ხუმრობდენ, ეს იმიტომ მოვიდა დღეს განა მართლა ასტკივდა 12 ში უნდოდაო

ერთხელ წნევა დამივარდა და რაღაც გამიკეთეს ნემსი, თავზე 2 ექთანი მედგა როგორ ხარო მეკითხებოდნენ, მე კიდე ცხვირმა დამიწყო ქავილი

მოვიდა ის გოგო აბა სად მითხარიო

ძან სასაცილო იყო..
მალევე რაღაცნაირად შემაქანა თითქოსდა , ამიიყვანეს ბავშვი, ეგრევე წამოიტირა, წაიყვანეს რაღაც პროცედურებზე და ცოტახანში შეხვეული მომიყვანეს დამანახეს და ისევ გაიყვანეს.
მის მერე დაახლოებით კიდევ ალბათ 20-30 წუთი გრძელდებოდა , არაფერს არ ვგრძნობდი საერთოდ, რაღაცეებს მელაპარაკებოდნენ, ექიმები კიდევ რაღაც ძველ რუსულ სიმღერებს ღიღინებდნენ

მოკლედ რომ მორჩა გადამიყვანეს ჩემს პალატაში, ბავშვი მოვიკითხე , 3600 დაიბადა 52 სმ, თუმცა მაინც ცოტა მოუწიფარი არისო მითხრეს, თუმცა ყველაფერი წესრიგში აქვს და სრულიად ჯანმრთელია, რომ მეცლია ალბატ 4500 იქნებოდა ან კიდე მეტი ) მეზით დიუდეითი 23 დეკემბერი მქონდა, ეხოთი 7 დეკემბერი, ანუ ბავშვი უსწრებდა განვითარებით.
პალატაში ნელნელა დავიწყე სპინალურიდან გამოსვლა, ჩემები შემოუXვეს ბავშვი ნახეს, კოკალოკა შემოიტანეთო უთხრეს, კოფეინს შეიცავს და კარგიაო,მოკლედ ეს 2 ლიტრიანი კოკაკოლა იმ დღეს დავცალე სულ, წყალი მომინდა ცოტა რომ მოვხვი გული ამერია, მერე კოკაკოლა დავისხი და კარგად წავიდა, გაზგასული ოღონდ.
ხელებზე გრელკები დამადეს მციოდა სხვა მეტი ედისკომFორტი, ტელევიზორს ვუყურებდი და არ მეძინებოდა, ალბათ სადღაც 2-3 საათში ფეხებიც ნელნელა ვიიგრძენი... ის დღე ვიწექი კათეთერი მედგა და მიცვლიდნნენ ძალიან ხშირად, ერთჯერადი თეთრეული იიიყო.
სულ შემოდიოდნენ, იმ დღეს ბიჭი იყო ექიმი ირაკლძი, ძალიან ყურადღებიანი.
ის ირა ყველა რომ მაგაზე საუბრობს საერთოდ დამიდაქალდა, იმდენს ლაპარაკობს ტვინს ჭამდა ბოლოს უკვე.,,
ძუძუზე პრობლემა არ შემქმნია თუმცა ვინანე რომ გამომწველი არ წავიღე, მე2 თუ მე3 დღეს რძე ჩამიდგა თუცა მაგრად არა. მერე ეს ისეთი მსუნაგი აღმოჩნდა რომ დამატება დასჭირდა სულ შიოდა, დღემდეც ეგრეა, კი მაქვს რძე მაგრამ 1 კვიბას მაინც ვუმატებ დღეღამეში, ჰიპის პრეს მიირთმევს სიამოვნებით.
* * *
მეორე დილით მომხსნეს კათეთერი, იქამდე ღამითაც წამოვჯექი საწოლზე არაფერი არ მტკიოდა, თვითონ გამიკეთეს გამაყუცებელი მე არ მომითხოვია.
თურმე უნდა დავლოდებოდი რეაბილიტოლოგს ასადგომად, მაგრამ ჩემითვე ავდექი, ჯერ ერთი ნაბიჯი გადავდგი, ნორმალურად ვიყავი, მერე გავიარე უფრო თამამამდ და რომ ვნახე რო შემიძლია შკაFისკენ გავედი, ამასობაში შემოვიდა სანიტარი და აკივლდა რატომ ადექიო.

მერე შემოცვივდნენ ყველანი და ნახეთ ნახეთ ადგაო თვითონო, რა გაუვირდათ ვერ გავიგე,
მოკლედ გამოვიცვალე, ცავიცვი ჩემი ძვირფასი 180 ლარიანი ვენების კალგოტკი და ოპერაციის შემდგომი

მის მერე სულ ეგ მაცვია, ღამე ვიხდი მარტო, მუცელზეც კარგაიო მითხრეს...
ინტერნეტის პაროლი ვითხოვე და შემომიტანა ქორიძის ბიჭმა, საჭმელიც მომიტანეს მოკლედ მშვენივრად ვიყავი ,დავივარცხნე დავმაკიაჯდი ლაითად

იცინოდნენ ამას უყურეთო. მე 3 თითებზე ლაკი მომაშორეს ოპერაციის წინ

მე წაღებული მქონდა ლაქიც და წავისვი, გაგიჟდა ის ირაკლი ექიმი შენ რა ღღეში ხარო აქო, საიდან მოიტანე ლაქიო

რა სუნი დააყენეო, მეთქი მე მომზადებული მოვედი
ის დღე ღამე ამტკივდა მხლოდ ისიც ყრუდ აი მოითმენდა კაცი მაგრამ მოვითხოვე ეგრევე გამიკეთეს რაღაცა კოკტეილი და გამიყუჩდა.
ბავშვი გაყავდათ ღამე, მერე დილისკენ შემოყავდათის წინა დღეს ისეთი თOვლი წამოვიდა გამიჩერდა გული : ) , აი ყველაზე ალიან რომ ციოდა იმ დღეს გავეწერეთ, კვირას...ბავშვს ანალიზები გაუკეთეს, სონოგრაფია, აცრებიც გაუკეთდა რა თქმა უნდა, ექო გამიკეთეს, კარგად არის შეკუმშულიო და მე 5 დღეს გამწერეს.
რავიცი ძალიან კმაყოფილი დავრჩი ვერაფერზე ვერ ვიტყვი რომ აი რაღაც დამაკლდა თქო, ყურადღებიანები იყვნენ ძალიან, ეტყობათ რომ კონტროლის ქვეშ არიან და უფრთხილდებიან სამსახურებს. ძედმეტად არაფერი არ იყო სათქმელი..
პალატაში ხალათი, პერანგი, კბილის ჯაგრისი, ჩუსტები არის, მე ჩემი მქონდა ყველაფერი. ერთჯერადი ტრუსებიც მომცეც, მე რომ ვიყიდე ზუსტად ისეთი, თუმცა ვერ ვიხმარე, ზუსტად ჭრილობასთან ეხახუნებოდა და ჩემი ჩვეულებრივი მაღალი ტრუსი გამომადგა უფრო, კიდევ კაი ვიყიდე რამოდენიმე.
პაკეტებიც აქვთ, მე ცემი ოლვეისი მქონდა 7 წვეთიანი, გამონადენი გაცილებით ნაკლებია ვიდრე ფიზიოლოგიურის დროს.
გუშინ ნაკერიც მომხსნეს, 2 დღე ზელიონკა წაისვი ხოლმეო და საფენი გედოსო.
ეხლა ერთედერთი ის მაწუხებს როცა ძუძუს ვაწმევს იკუმშება საშვილოსნო როგორც ჩანს და აი ძალიან მქაჩავს, მაგრამ ეგ ფიზიოლოგიურზეც მქონდა.
საერთო ჯამში კმაყოფილი ვარ რომ საკეისრო გავიკეთე, რავიცი ვინც რა უნდა ის თქვას, ჩემთვის ფიზიოლოიურზე ადვილი აღმოჩნდა.
თუ ვინმეს რამე გაინტერესებთ გიპასუხებთ, ყველას კარგ მშობიარობას და სასიოამოვნო მოგონებებს გისურვებთ :*
მოკლედ გაწერ