forum.ge
reklama
FORUM.GE ... წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
reklama

Pages: (8) « პირველი ... 4 5 [6] 7 8   ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> ფიზიოლოგიური მშობიარობა საკეისროს შემდეგ
sivrce
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 854
წევრი No.: 27155
რეგისტრ.: 18-December 06

გამოგზავნილია: 10 Jul 2012, 10:39  #32056282      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
QUOTE (gokieli @ 9 Jul 2012, 23:01 )


მშობიარობა იმდენად სწრაფად დაეწყო, სამშობიაროში მისვლა ძლივს მოასწრო smile.gif
გააჩინა უპრობლემოდ smile.gif

yes.gif ხოოდა საქმეც მაგაშია,გაუმართლა თუ საკეისროს შემდეგ ფიზიოლოგიური მშობიარობა რეალურია და რისკს რაც შეეხება ისედაც შეიძლება წამოიჭრას რაიმე პრობლემა და ისევ მივდივართ იქმადე რომ უნდა იყოს პროფესიონალი მეან გინეკოლოგი...მე პირადად ისეთთან არ მივალ ვინც ხელებს გაასავსავებს,იმიტომ რომ პირველი საკეისროდან გასულია 3 წელზე მეტი,ვარ ჯანმრთელი,+ბავშვიც თუ არ იქნება დიდი წონის ან ჯდომით ამ შემთხვევაში რატომ არ უნდა გავაჩინო?!
* * *
თუ ბოლო წამებში არ შემეშინდა ან სხვა.... პ.ს.ყოველშემთხვევაში ეხლა ეგრე ვფიქრობ ჯერ მხოლოდ გეგმაში მაქვს ბავშვის გაჩენა და იქნებ მანამდე რაღაც-რუღაცეებიც შეიცვალოს smile.gif
* * *
პირველი მშობიარობა თუ საკეისროთი გავიკეთე, შეიძლება თუ არა მეორე და მესამე მშობიარობა ბუნებრივად და როგორი ინტერვალით?


- თუ მიზეზი, რომლის გამოც საკეისრო კვეთა გაკეთდა, ამჟამად არ არსებობს და ორსულობა გართულების გარეშე მიმდინარეობდა, თუ ექოსკანირებით ნაწიბური სრულფასოვანია, ნაყოფი დიდი არ არის, ქალის “გაშვება” ბუნებრივ მშობიარობაში შესაძლებელია.Aამ შემთხვევაში მშობიარობისთვის ოპტიმალური პერიოდია პირველი გადატანილი საკეისრო კვეთიდან 2-წლის შემდეგ.
იმ შემთხვევაში, თუ ქალი 2 –ჯერ და მეტად არის ნაოპერაციები და მითუმეტეს ბოლო ოპერაციიდან გასულია 5 წელი, მშობიარობაში ასეთი ქალის გაშვება ძალზე სარისკოა. მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც ასეთი ქალებიც მშობიარობენ ბუნებრივი გზებით, თუ ექოსკოპიით ნაწიბური სრულყოფილია, ტკივილები ნაწიბურის არეში არ აღენიშნება, ამ შემთხვევაში საჭიროა მშობიარობის დინამიკის მკაცრი კონტროლი.


* * *
ექიმთან იყო ასეთი კითხვა დასმული და მემგონი პასუხიც ამომწურავია smile.gif


--------------------
mitsubishi lancer 1.6 1994
mazda 323f 1.5 1995
opel tigra 1.6 ecotec 1997
bmw 316i 1994
bmw 316i 1.9 1999
volkswagen golf 4 2.0 2000
honda fit 1.5 v-tec 2003
mazda demio 1.3 2003
bmw 523i 2.5 1999
volksvagen golf 5 1.6 fsi 2004
LOTUSi
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4890
წევრი No.: 139314
რეგისტრ.: 22-November 11

გამოგზავნილია: 10 Jul 2012, 13:08  #32058423      · პროფილი · პირადი მიმოწერა
QUOTE
ოპერაციიდან გასულია 5 წელი, მშობიარობაში ასეთი ქალის გაშვება ძალზე სარისკოა.


მე ვაპირებ 5-6 წელ შუალედს.

კიდევ ერთი მიზეზი მაქ განმეორებითი საკეისროსი...

This post has been edited by L0TUS on 10 Jul 2012, 13:08
KaTeRiN
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1463
წევრი No.: 82013
რეგისტრ.: 9-January 09

გამოგზავნილია: 10 Jul 2012, 13:19  #32058579      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
kristen
QUOTE
ეგ როგორ ხდება??/ ცალკე უნდა მოვითხოვო რამე თუ სხვა ოპერაციაა???

არა, სხვაა, მუცლის პლასტიკა და ნაწიბურის დაბლა ჩამოწევა მინდა.
Brown-eyed Girl
Desperate Housewife


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1625
წევრი No.: 77889
რეგისტრ.: 9-December 08

გამოგზავნილია: 10 Jul 2012, 13:31  #32058762      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
ინფინიტი
წარმოიდგინე ეხლა იმ ორსულის რეაქცია რომელსაც ჩვენება აქვს, საკეისრო ჭირდება, შემოდის და კითხულობს რომ ვიღაც ამტკიცებს თითქოს საკეისროთი გაჩენილი ბავშვები არ არიან ისე ჯანმრთელები როგორიც ფიზიოლოგიური მშობიარობის დროს. როგორ ინერვიულებს ხო? არადა არაა ეგრე
ფიზიოლოგიურითაც და საკეისროთიც ჩნდებიან ჯანმრთელი ბავშვები , გართულება ორივე შემთხვევაში შეიძლება იყოს

This post has been edited by Brown-eyed Girl on 10 Jul 2012, 13:32


--------------------
A dog doesn't care if your rich or poor, clever or dull, smart or dumb. Give him your heart and he'll give you his.


რაც უფრო მეტად ვიცნობ ხალხს,
მით უფრო მეტად ვაფასებ ჩემს ძაღლს
kristen
baby doll


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 535
წევრი No.: 97838
რეგისტრ.: 15-August 09

გამოგზავნილია: 10 Jul 2012, 13:58  #32059166      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
KaTeRiN
QUOTE
არა, სხვაა, მუცლის პლასტიკა და ნაწიბურის დაბლა ჩამოწევა მინდა.

ააა გასაგებია, მე მეგონა მეანთან შეგეძლო "შეგეკვეთა" მუცლის პლასტიკა smile.gif


--------------------
Be yourself, babydoll
merymaki
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 126
წევრი No.: 141669
რეგისტრ.: 17-January 12

გამოგზავნილია: 10 Jul 2012, 14:12  #32059388      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
QUOTE (ინფინიტი @ 9 Jul 2012, 23:53 )
რატომ გაქვთ ხოლმე მძაფრი რეაქცია, როცა ვიღაც ამბობს, რომ ფიზიოლოგიური მშობიარობა სჯობს? რა თქმა უნდა, როცა რაიმე რისკია, თუნდაც მცირედი, საკეისრო უალტერნატივოა, მაგრამ რად უნდა ეხლა ბევრი ლაპარაკი იმას, რომ ბუნებრივი გზა უფრო მისაღებია, ვიდრე ხელოვნური, ნებისმიერ ასპექტში და ამბავში.
ეგრევე მიდის ლაპარაკი: "აი, ჩემი საკეისროთი გაჩნდა და ვისზე რა ნაკლებია " და ა.შ. ნაკლები და მეტი რა შუაშია, ხომ გიყვართ ყველაფერი ბუნებრივი, სტაფილოდან დაწყებული ტყავის ჩექმით დამთავრებული, ეგაა და გორის ციხე. ეგრე მე სამ თვემდე ძლივს ვაჭამე რძე ბავშვს და ნუ, ეხლა , ნაკლები არაფრითაა იმათზე, ვინც წლამდე აჭამა, მაგრამ ხომაა უკეთესი ბუნებრივი კვება, ვიდრე ჰიპი-ჰუმანა-ჯუმანა.

რატომ იწვევს ასეთ გაღიზიანებას, ვერ ვხვდები. თავად გაგუას აზრიც იგივეა, რაც ჩემი და ძალიან ბევრი მეანის . დაწესებულია ასე ბუნების მიერ, ბავშვი უნდა გამოძვრეს იქედან, საიდანაც საჭიროა, მაგრამ თუ ტრავმის ან სხვა რაიმე საფრთხე არსებობს, ამისთვის გამოიგონეს საკეისრო.

თუმცა საკეისროს მერე ფიზიოლოგიურად მშობიარობის რისკის გაწევის აზრს ვერ ვხვდები. ერთი პროცენტიც კი რომ არსებობდეს რაიმე საშიშროება, მე არ გავრისკავდი !

მე მყავს მასე გაჩენილი,პირველი 11წლის წინ ფიზიოლოგიურად და მეორე ახლა პირდაპირიჩვენების გამო საკეისროთი,ვინც იტყვის,რომ საკეისრო კომფორტია ფიზიოლოგიურთან შედარებით,ცემი მოკრძალებული აზრით სტყუის:-)
tamar1586
თამარა


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7050
წევრი No.: 107785
რეგისტრ.: 28-December 09

გამოგზავნილია: 10 Jul 2012, 14:19  #32059493      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
narkozeli
QUOTE
თუ ვინმეს რამე საწინააღმდეგო აქვს დამიმტკიცოს,დამისაბუთოს და არგუმენტირებულად ჩამოაყალიბოს,ეს მოწოდებები რა უბედურებაა

სიმართლე გითხრა, აქაური მოწოდებებით რომ იმსჯელო, საკეისროს უფრო მეტი აგიტაცია ეწევა ვიდრე ფიზიოლოგიურს, მე ასე ვხედავ ყოველ შემთხვევაში.

აგერ ვარ ცოცხალი მაგალითი, რომელმაც გავიკეთე საკეისრო და ვიცი რა ცუდი იყო. ახლა წარმატებულ-საკეისროიანები მეტყვიან, ჩვენ მშვენივრად ვგრძნობდით თავსო მაგრამ ჩემი მხარეც რომ დავაფიქსირო ხომ შეიძლება?

1. ვერ ვმოძრაობდი, მაწუხებდა საშინლად ნაკერი. "სხვა" ნაკერებიც მქონდა სამწუხაროდ მაგრამ გამიარა 1 დღეში საკეისროს ნაკერისგან განსხვავებით.
2. ბავშვი ვერ მეჭირა დიდი ხნით, ქმარი რომ არ მყოლოდა სულ თან ვიქნებოდი საცოდავზე საცოდავი.
3. დიდი ხანი ვებრძოდი დარჩენილ მუცელს, რომელიც იმიტომ დამრჩა რომ ვერ ვივარჯიშე და იმიტომ ვერ ვივარჯიშე რომ აკრძალული მქონდა საკეისროს გამო.
4. ახლა უნდა ვიფიქრო ნაწიბურებზე და ჯანდაბებზე რომ დავგეგმო მეორე ბავშვი, როცა უკვე ძალიან მინდა მაგრამ მეშინია ხსენებული ჯანდაბების გამო.

ესაა ჩემი მიზეზები, რაც მჭირდა და ნამდვილად არ ვიყავი ისე ბევრი რომ ხატავს როგორ გაუჭრეს მუცელი, ამოიყვანეს პატარა, ადგა მერე ფეხზე და არაფერი უგრძვნია მეტი.
გამოუცდელ გოგოებს კიდევ არავინ ავალდებულებს გინდა თუ არა ფიზიოლოგიურად გააჩინეო, თვითონ გადაწყვეტენ. მიეცით საშუალება იცოდნენ ორივე ტიპის მშობიარობის + და -. ეს ფორუმი სწორად მაგისთვისაა რომ მოისმინონ ორივე ტიპის გამოცდილება.

პ.ს. აქ დადის ეგეთი აზრი რომ ახლომხედველობა არის საკეისრო ჩვენება. აღუნიშნავს ვინმეს რომ ეს არაა საკეისრო ჩვენება?

უკაცრავად თუ თემას გადავუხვიე. ჯობდა საკეისროების თემაში დამეწერა მაგრამ კითხვა აქ იყო დასმული და ... rolleyes.gif


--------------------
Make love, not war!
blblbl
bl miyvarxar


********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 38213
წევრი No.: 58030
რეგისტრ.: 9-April 08

გამოგზავნილია: 10 Jul 2012, 14:27  #32059619      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
merymaki
QUOTE
ვინც იტყვის,რომ საკეისრო კომფორტია ფიზიოლოგიურთან შედარებით,ცემი მოკრძალებული აზრით სტყუის:-)

რატომ ვითომ :დ ეგ შეიძლება შენთვის და სხვისთვის პირიქითაა,ყველას ერთნაირად არ გადააქვს ფიზიოლოგიური და საკეისროდა მხოლოდ საკუთარი გამოცდილებით ვერ იმსჯელებ.

მე მესმის მათი ვიცნ სურვილით იკეთებს და ვთვლი რომ თუ უნდატ მატი გადასაწყვეტია.

მე პირადად დიდი იმედი მაქვს რომ არანაირ ჩვენება არ ემქნება საკეისროსი და გავაჩენ აუცილებლად ფიზიოლოგიურად,სხვათაშორის ადრე ვამბობდი რომ საკეისროს გავიკეთებდი მხოლოდ და მხოლოდ იქამდე სანამ არ ვნახე მშობიარობა,ამ სასწაულზე უარს არაფრის გამო არ ვიტყვი,რაც არ უნდა მტკიოდეს რაც არ უდნა გავწვალდე,რაც არ უნდა მეშინოდეს ეს გრხნობა უნდა გამოვცადო ,იმისდამიუხედავად რომ ვუმინე ორი დღე მსობიარეების ყვირლს ტირილს ვუყურე ყველაფერს ,გირს ის ტკივილი ამ გრზნობის გამოცდის ფასად დარწმუნებული ვარ love.gif


--------------------
bll miyvarxar dzalian dzalian :* ♥
nichivo xo she rava xar :D
ME ♥ BL
dushamberi :*

me namdvili saswauli vnaxe,imedia male am saswauls Cven erTad vnaxavt sayvarelo ♥



.
narkozeli
გვანც ♥


*******
ჯგუფი: co-Moderators
წერილები: 12389
წევრი No.: 55083
რეგისტრ.: 6-March 08

გამოგზავნილია: 10 Jul 2012, 17:00  #32062103      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
merymaki
QUOTE
ვინც იტყვის,რომ საკეისრო კომფორტია ფიზიოლოგიურთან შედარებით,ცემი მოკრძალებული აზრით სტყუის:-)


მატყუარებო გამოჩნდით! biggrin.gif მე პირადად 3 ასეთი ახლობელი მატყუარას მაგალითი მაქვს yes.gif მეეჭვება იტყუებოდნენ spy.gif

tamar1586
შენ ფიზიოლოგიურადაც გყავს გაჩენილი? ანუ ორივე გამოგიცდია და ამის საფუძველზე წერ ამას? ))






p.s.
ფიზიოლოგიური თუ საკეისრო?-დედა უფრო გიყვარს თუ მამა? givi.gif >>ამას არ გაგონებთ? :დ

This post has been edited by narkozeli on 10 Jul 2012, 19:36


--------------------
ელიტარული კასტის წარმომადგენლები© TEU


Trust me I'm a doctor ©
Neno_
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 18704
წევრი No.: 71192
რეგისტრ.: 17-October 08

გამოგზავნილია: 10 Jul 2012, 17:19  #32062423      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
tamar1586
ანუ, ქვედა სართულის ნაკერები უფრო სწრაფად შუშდება, ვიდრე მუცლის? biggrin.gif

მაგიჟებს იქ ნაკერების წარმოდგენაც კი (და მოტუალტებისას განცდილი ტკივილები, თან მშობიარობის შემდეგ კოლიტი იცისო biggrin.gif)

ამავდროულად, ცხადია, საკეისროს არ გავიკეთებ ჩვენების გარეშე mo.gif


--------------------
Sarcasm - Is a way of offending idiots so they couldn't even understand it (c) House


www.calories.ge
ნენოტექნოლოგია: იდეალი, მაგალითად, ხომ ცხვება ნიგვზით, თაფლით, სგუშონით და ა.შ. ნენო აკეთებს რკოთი, სახარინით და კარტოფილით... (c) infinity-infinity <3
nikmaik
მაიკო


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2544
წევრი No.: 121950
რეგისტრ.: 2-October 10

გამოგზავნილია: 10 Jul 2012, 17:41  #32062797      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
Neno_
QUOTE
მაგიჟებს იქ ნაკერების წარმოდგენაც კი (და მოტუალტებისას განცდილი ტკივილები, თან მშობიარობის შემდეგ კოლიტი იცისო

არ გამახსენო. საშIნელებაა
საკეისროს 7 ნაკერს უფრო გავუძელი ვიდრე იმ ერთ მშობიარობის შენდეგ კოსმეტიკურ ნაკერს
gokieli
Ani gokieli


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 419
წევრი No.: 112732
რეგისტრ.: 14-February 10

გამოგზავნილია: 10 Jul 2012, 17:42  #32062819      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
sivrce

QUOTE
უნდა იყოს პროფესიონალი მეან გინეკოლოგი.


ჩემი აზრით, მეანის პროფესიონალიზმზე არაა დამოკიდებული ნაწიბური გაუძლებს თუ არა მშობიარობის ჭინთვებს.
მე ასე მგონია, რომ ამას წინასწარ ვერანაირად განსაზღვრავ და ამიტომ არ უნდა არავის პრობლემა შეიქმნას.

თუ ექიმია აქ ვინმე , დაწეროს , ვცდები?


--------------------

რატომ - მე?
tamar1586
თამარა


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7050
წევრი No.: 107785
რეგისტრ.: 28-December 09

გამოგზავნილია: 10 Jul 2012, 17:56  #32063014      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
narkozeli
QUOTE
შენ ფიზიოლოგიურადაც გყავს გაჩენილი? ანუ ორივე გამოგიცდია და ამის საფუძველზე წერ ამას? ))

ჯერ ერთი საფუძველი რა შუაშია? მე დავწერე ის რაც მაწუხებდა საკეისროს მერე? რა შუაშია აქ ფიზიოლოგიური მშობიარობა?
ფიზიოლოგიურ მშობიარობაზე რომ წერენ აუცილებელია საკეისროც ჰქონდეთ გაკეთებული რომ მათი გამოცდილება გავითვალისწინოთ?


მეორეც, 1 შვილი მყავს და საბოლოოდ საკეისროთი გავაჩინე მაგრამ ფიზიოლოგიური მშობიარობის ყველა ეტაპი გავიარე თავისი ჩაჭრიანად, რაც ყველასთან არ ხდება.
რატომ გწყინთ ვერ ვხვდები?
QUOTE
ფიზიოლოგიური თუ საკეისრო?-დედა უფრო გიყვარს თუ მამა? 
-ს
არ ჯობს ყველას აზრს პატივი ვცეთ?

ჩამოწერეთ პუნქტებად არგუმენტებიო და ეგ გავაკეთე.
ასევე ჩამოწერს სხვა ფიზიოლოგიურმშობიარობაგამოვლილი.
ორსული კი ვინც ჯერ კიდევ ფიქრობს რომელი უნდა ორივეს წაიკითხავს და რამენაირად თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას.


Neno_
QUOTE
ანუ, ქვედა სართულის ნაკერები უფრო სწრაფად შუშდება, ვიდრე მუცლის?

აქ უკვე მეშინია გიპასუხო მაგრამ ჩემი გამოცდილებით, კიდევ ერთხელ ვიმეორებ - ჩემი გამოცდილებით biggrin.gif ის ბევრად უფრო მალე მომიშუშდა ვიდრე საკეისროს ნაკერი. ყოველ შემთხვევაში, ეს უკანასკნელი უფრო დიდხანს მაწუხებდა. იქ ქვემოთ ნაკერებისთვის ნიშნავენ აბაზანას სპეციალურს, ასევე არსებობს რაღაც სამკურნალო სითხეები სპრეის სახით რომელიც მე არ დამჭირდა. ყოველ შემთხვევაში, არაა ისეთი კოშმარი როგორც წარმოგიდგენია. მე რომ ვფიქრობდი და წარმოვიდგენდი იქ ქვემოთ რა ხდებოდა ის ბევრად უფრო ცუდად მოქმედებდა ვიდრე თვითონ ნაკერები.
narkozeli
გვანც ♥


*******
ჯგუფი: co-Moderators
წერილები: 12389
წევრი No.: 55083
რეგისტრ.: 6-March 08

გამოგზავნილია: 10 Jul 2012, 18:06  #32063200      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
tamar1586
QUOTE
ჯერ ერთი საფუძველი რა შუაშია?


რის საფუძველზე წერ რომ ფიზიოლოგიური მშობიარობა უფრო ადვილია ვიდრე საკეისროთქო? spy.gif რატომ მეჩხუბები,რამე ცუდად გითხარი? კითხვა დაგისვი უბრალოდ და ასეთი აგრესია რით დავიმსახურე არ ვიცი smile.gif

QUOTE
ფიზიოლოგიურ მშობიარობაზე რომ წერენ აუცილებელია საკეისროც ჰქონდეთ გაკეთებული რომ მათი გამოცდილება გავითვალისწინოთ?



როცა ერთმანეთს ადარებენ ამ ორს,ყველაზე კომპტენტურად იმ ადამიანის კომენტარი მიმაჩნია ვისაც ორივე აქვს გამოცდილი,რა არის ამაში გასაოცარი?

QUOTE
მეორეც, 1 შვილი მყავს და საბოლოოდ საკეისროთი გავაჩინე მაგრამ ფიზიოლოგიური მშობიარობის ყველა ეტაპი გავიარე თავისი ჩაჭრიანად, რაც ყველასთან არ ხდება.
რატომ გწყინთ ვერ ვხვდები?


რა მწყინს,სად შეამჩნიე წყენა? ღმერთმა გაგიზარდოს პატარა,მე არ მყავს ჯერ გაჩენილი არც ფიზიოლოგიურად და არც საკეისროთი და მაინტერესებს ორივე მეთოდის დადებითი და უარყოფითი მხარეები,დეტალურად და არგუმენტირებულად )


QUOTE
ორსული კი ვინც ჯერ კიდევ ფიქრობს რომელი უნდა ორივეს წაიკითხავს და რამენაირად თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას.


კამათიც მაგისთვის არსებობს რომ ჭეშმარიტება გამოჩნდეს yes.gif


* * *
nikmaik
QUOTE
არ გამახსენო. საშIნელებაა

ანუ შენ ამბობ რომ საკეისროს ნაკერზე საშინელებაა? user.gif ზედა იუზერი წერს რომ იქ უფრო მალე მოუშუშდა ვიდრე მუცელზე.(ისე სამედიცინო კუთხით ლორწოვანზე უფრო სწრაფად შუშდება ვიდრე კანზე)

gokieli
QUOTE
ჩემი აზრით, მეანის პროფესიონალიზმზე არაა დამოკიდებული ნაწიბური გაუძლებს თუ არა მშობიარობის ჭინთვებს.
მე ასე მგონია, რომ ამას წინასწარ ვერანაირად განსაზღვრავ და ამიტომ არ უნდა არავის პრობლემა შეიქმნას.

თუ ექიმია აქ ვინმე , დაწეროს , ვცდები?


კი,გარკვეულწილად არის მეანის პროფესიონალიზმზეც დამოკიდებული,როგორ ნაკერს დაადებს ამას აქვს მნიშვნელობა yes.gif მაგრამ ამის გარდა არის კიდევ რიგი გარემოებები რაც განსაზღვრავს ნაკერის გახსნას,მაგრამ მეანის პროფესიონალიზმზე ძალიან ბევრია დამოკიდებული

This post has been edited by narkozeli on 10 Jul 2012, 18:22
nikmaik
მაიკო


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2544
წევრი No.: 121950
რეგისტრ.: 2-October 10

გამოგზავნილია: 10 Jul 2012, 20:23  #32065061      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
narkozeli
QUOTE
ანუ შენ ამბობ რომ საკეისროს ნაკერზე საშინელებაა?ზედა იუზერი წერს რომ იქ უფრო მალე მოუშუშდა ვიდრე მუცელზე.(ისე სამედიცინო კუთხით ლორწოვანზე უფრო სწრაფად შუშდება ვიდრე კანზე)

პლიუსებს და მინუსებს დაგიწერ მაშინ
ქვედა ნაკერის შემთხვევაში ვერ ჯდები,(არ შეიძლება დაჯდომა 2 კვირა) ვერც უნიტაზზე. კუჭის შეკრულობა ამას ახლავს ბევრი საცუდი რამ biggrin.gif მაგ ოყნა. და ამ ოყნის მერეც საშინელი ტკივილი. 40 დღის მერეც ტკივილი. ჩემს შემთხვევაში სექსზე უარის თქმა 2-3 თვემდე
საკეისროს შემთხვევაში ნაკერი გტკივა რომელსაც უმკლავდები ტკივილგამაყუჩებლით, რა თქმა უნდა თუ ძუძუს არ აჭმევ და ყოველდღე უფრო და უფრო ნაკლებად გტკივა მხოლოდ ნაკერი, ჯდები თავისუფლა და სხვა დანარჩენიც თავისუფლად
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (8) « პირველი ... 4 5 [6] 7 8  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: კავკასუს ონლაინი
[ Script Execution time: 0.0404 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]