forum.ge
reklama
FORUM.GE ... წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (100) « პირველი ... 78 79 [80] 81 82 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) Closed Topic · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> ეპილაცია II, ზედმეტი თმების მოშორება
Kaifistka
შევარდნაძე პატრიაქს ეძახის


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8287
წევრი No.: 28567
რეგისტრ.: 18-January 07

გამოგზავნილია: 8 Jul 2009, 18:36  #14612980      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
მოკლედ ახლა ვწერ, რომ გაიგოს ყველამ რა არის შუგარინგი, რითია ვაქსინგზე უკეთესი და ა.შ.

ცოტა რამ ისტორიიდან
"ბოდი შუგარინგი" - სხეულიდან თმის მოცილების საკმაოდ ეფექტურ და ამავდროულად იაფ საშუალებას წარმოადგენს.თმის მოცილების ეს მეთოდი ჯერ კიდევ ანტიკურ ეგვიპტეში, საბერძნეთში და მესოპოტამიაში იყო პოპულარული. შუაგრინგის ტექნიკა აღწერილი არის ეგვიპტურ იეროგკიფიკაში და ნაწერებში თურქული იმპერიიდან. ასევე, როგორც ცნობილია დედოფალი კლეოპატრა ხშირად მიმართავდა ამ მეთოდს.

რატომ შუარინგი და არა ვაქსინგი?!
ამ მეთოდის უპირატესობა სხვა საშუალებებთან შედარებით ისაა, რომ იგი თმას ფესვიანად იღებს და დროთა განმავლობაში თმის ზრდის ინტენსივობა კლებულობს, შეფერილობაც უფრო ღია ფერის ხდება, ასევე შუგარინგის დროს თმის ამოღება ხდება თმის მიმართულებით და ჩაბრუნების ალბათობაც ძალიან მცირეა და კარგია იმათთვის ვისაც უბრუნდება თმა. ასევე შუგარინგის პროდუქტი აბსოლიტურად ნატურალური შემადგენლობისაა, იგი არ შეიცავს რეზინას და არც სხვა ქიმიური დანამატებს, რაცას უმტესობა ვაქსინგის საშუალებები შეიცავს. (Go Green : ) ) და თაფლი შედარებით ვაქსინგთან მაინც ნაკლებად წვავს და აზიანებს კანს. თაფლი ასევე არ იკრობს ცოცხალ კანის უჯრედებს, აი ვაქსინგის დროს ცვილი იკრობს და აფხრეწვის შემდეგ იზრდება რისკი კანის დაშავების და გაწითლების. შაქარი ასევე არის ჰიპოალერგიული მკურნალი კანის და ვაქსმა კი შეიძლება დააზიანოს კანის ქოსვილები. და შუაგრინგი ძალიან ნაზი მეთოდია თმის მოშორების და ქალის სახეზეც კი უასფრთხოა და ძლიერი ვაქსის მასის დროს კი სახეზე არ არის უსაფრთხო, ნუ ახლა მაინც არის სპეციალური ვაქსები სახისთვის, შედარებით ნაზი ახევისთვის. ასევე ბაქტერიები ვერ წარმოიშვებიან და ვერ ცოცხლობენ შაქარში, რაც არ ხდება ვაქსინგის დროს ანუ თვითონ შუგარინგი რითაც კეთდება, ის პროდუქტი, არის აბოსლიტურად დაცული ბაქტერიებისგან, ანალოგიური გარანტია არ არის ვაქსინგის დროს. ამავდროულად, შაქარი არის წყალში ხსნადი და შემდეგ მისი ჩამობანა ძალიან მარტივია, ვაქსი კი წყლით არ შორდება. და რაც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პლიუსია ქალბატონებისთვის ამ მეთოდში არის ის, რომ იგი, ნაკლებ მტკივნეულია და ძალიან იაფია, მისი დასამზადებელი პროდუქტები შეიძლება ახლაც კი აღმოგაჩნდეთ სახლში. ასევე ვისაც აწუხებს ბუნების და გარემოს დაცვის საკითხები, მათთვის ეს ერთ-ერთი სასურველი მეთოდია, რადგან ამ მეთოდისთვის მიმართვა არანაერად არ აზიანებს და არ ვნებს გარემოს (თაფლის და შაქარის გადამუშავება ბუნებისთვის უფრო ადვილია, ვიდრე რეზინის და სხვა ქიმიური დანამატების).

როგორ უნდა გავიკეთოთ შუგარინგი-რეცეპტები, უშუალოდ ახევის ტექნიკა და რჩევები ანუ ტუტორიალი დამწყებთათვის
არსებობს შუაგრინგის ორი ტიპი. ერთი ხდება თხევადი მასისა და ნაჭრის გამოყენებით და მერე შუგარინგის პასტით, რომლისთვისაც არ დაგჭირდებათ ნაჭრები და მასაც არის გრილი.

მაშასადამე პირველი ხერხი, ვამზადებთ მასას, რომელსაც წავისმევთ კანზე და ნაჭრის საშუალებით ვიფხრიწავთ თმებს. ძალიან ბევრი განსხვავებული რეცეპტები არსებობს მაინც თითოეულზე, მაგრამ საერთო ჯამში თითქმის იგივეა.
რაც დაგჭირდებათ

ინგედეინეტები

-2 ჭიქა თეთრი შაქარი
-1/4 ჭიქა ლიმონის წვენი
-1/4 ჭიქა წყალი
user posted image

ასევე დაგჭირდებათ
-ბლაგვი საგანი ან დანა ან ხის ბრტყელი ჯოხი წასასმელად
-საბავშვო პუდრა ან ფქვილი
-ბამბის(ან სხვა ფაქტურის) სუფთა ტანსაცმლის ნაჭრები

მაშასადმე ინგერდიენტებს ერთმანეთში ვურევთ და ვაცხელებთ მიკროტალღოვან ღუმელში 2-3 წუთი და მერე ვურევთ და ვაცივებთ 20-30 წუთის განმავლობაში ან შემოდგით დაბალ ცეცხლზე და დაელოდეთ სანამ არ მიიღეებს მოყვითალო შეფერილობას, ძალიან მალე მიიღებს და დადგით გასაგრილებლას, სასურველია მოათავსოთ პლასტმასის კონტეინერში, რათა შემდგომ ხელახლა, რომ მოგინდეთ გამოყენება გააცხელებთ მიკროტალღოვან ღუმელში.

ეს უკვე როცა ავურევთ როგორია
user posted image
ზოგ რეცეპტში წერია რომ ესეთი ფერი უნდა მიიღოს, ბევრგან კი საუბარია აქლემისფერზე ანუ მოყვითალოზე, ფერებზე კიდევ იხილეთ ქვევით
user posted image
შემდეგ მოათავსეთ მსგავსს კონტეინერში
user posted image

ცხელი მასა კანზე არ წაისვათ, არამედ დაელოდეთ მის გაგრილებას, შემდეგ დარწმუნდით, რომ სადაც იხევთ ის ადგილი გაქვთ მშრალი, სასურველი თუ წაისმევთ საბავშვო პუდრს ან ფქვილს და მერე წაისვით თხლად ეს მასა და სწრაფად დაადეთ ტანსაცმლის ნაჭერი, ხელი გადაუსვით რამდენჯერმე ნაჭერს ზევიდან თმის ზრიდს მიმართულებით, მჭიდროდ მიაკარით კანს და შემდეგ თმის მიმართულებით აიფხრიწეთ.
მასის გამოყენება თუ დაგჭირდებათ ხელახლა გააცხელეთ ის მირკოტალღოვან ღუმელში და დაიმახსოვრეთ ძალიან არ გაასქელოთ მასა და არ აადუღოთ, რათა თავიდან აიცილოთ კანის დაწვა.
ამ ლინკზე შეგიძლიათ უყუროთ ვიდეოს თუ როგორ აკეთებს ამას ერთ-ერთი ქალბატონი
http://video.about.com/hairremoval/See-the...g-Technique.htm

თუმცა ახლა ფერთან დაკავშირებთ ძალიან ბევრი სხვადასხვა აზრი არსებობს. ზოგ რეცეპში ღია ყვითელი უნდა გადმოიღოთ ზოგში კიდე მოყავისფრო. გამოცდილება კიდე გვაჩვენებს, რომ ღია ყვითელი გაცივებისას ძალიან არ მაგრდება და უფრო ადვილი წასასმალია, როცა ოდნავ ცივია, ხოლო მუქი ყავისფერი უფრო პასტად გამოიყენება.

ახლა როგორ უნდა გააკეთო შუგარინგის პასტა
ეს პასტა გამოიყენება ცივად და არ არის საჭირო ნაჭრები და ბლაგვი საგნები გადასასმელად. ისაც ის მეთოდი არ გამოგდით ეს არანაერად არ დაგწვავთ

-1 ჭიქა თეთრი შაქარი
-1/4 ჭიქა ლიმონის წვენი
-1/4 ჭიქა თაფლი

მოკლედ ამ ინგრედიენტებს ურევთ და ძალიან დაბალ ცეცხლზე ადუღებთ სანამ არ მიიღებს მოყავისფრო შეფერილობას. მერე გადმოიღებთ და აცივებთ და ცივ მასას იღებთ უკვე და სადაც გინდათ იმ ადგილას თითებით გასწევთ, თმის ზრდის მიმართულებით და ასევე თმის ზრდის მიმართულლებით იფხრიწავთ.
შეგიძლიათ პასტად როგორც თაფლით გაკეთებულის მასა გამოიყენოთ, ასევე შეგიძლიათ უთაფლოდ რომ გააკეთებთ ის მასა გამოიყენოთ, თუ მაგალითად თაფლზე გაქვთ ალერგია და აცალოთ გაცივება და როგორც პასტა ისე გამოიყენოთ.
ესეც სურათები
user posted imageuser posted imageuser posted image

ხოდა კიდევ ერთი რეცეპტი თაფლით და შაქრის გარეშე, ჩემი ფავორიტი რეცეპტი.

-5 სავსე კოვზი თაფლი (ს.ფ. კოვზი ჯობია უფრო მეტი გამოდის )
-1 სავსე კოვზი ლიმონის წვენი (კოვზები ერთნაერი, როგორც თაფლზე აიღებთ ისეთი)
უნდა ადუღოთ დაბალ ცეცხლზე 30 წუთი
შემდეგ გადმოდგათ და დაამატოთ რამდენიმე წვეთი გლიცერინი (იყდიდება აფთიაქებში, 5-3 ლარამდე ღირს : ) )

ხოდა დაელოდეთ გაცივებას და შეგიძლიათ გამოიყენოთ ორივენაერად, როგრც თბილი და ასევე როგორც პასტა, მაგრამ ეს რეცეპტი აშკარად როგორც პასტა ისე ჯობია.

შუგარინგის მინუსები
დამუღამება უნდა, მასის გაკეთებასაც, ახევასაც. და დრო მიაქვს ვაქსინგზე ცოტა მეტი. ნაჭრებით გაკეთებისას ცოტა იწეპები. რაც არ ხდება პასტით გაკეთებისას, პასტა იმიტომ მირჩევნია მე ლიჩნად. სალონებშიც პასტა უფრო ურჩევნიათ პასტის მინუსი ის არის, რომ ძალიან პატარა თმა შეიძლება არ აიღოს. ხო ამჟამად მეტი მინუსი არ მახსენდება, თქვენ დაწერეთ კიდევ თქვენი გამოცდილებები,თუ გინდათ. მონეტას ყოველთვის აქვს ორი მხარე, ნუ თავისთავად ამასაც აქვს.

ხო წყარო ჩემი ინფორმაციისა გუგლი და მისი საიტები. დაგიდეთ ბევრი ლინკი, მაგრამ ისევაა კითხვები ხოდა ესეც ქართულად შეგიკრიბეტ და იმედია მოგეწონებათ ერთად შეკრებილი.

თუ კიდე რაიმე კითხვები გაქვთ მკითხეთ და გიპასუხებთ ან ჩემი გამოცდილებიდან ან დავგუგლავ (რაც თქვენც შეგიძლიათ გააკეთოთ givi.gif )

და ვისაც ეს ინფორმაცია დააინტერესებს მეტკა: nite iazva anano77

Hate_eternal
QUOTE
სახლში რომ ვცადო ჩემით და ბებიაჩემის კონსულტაციით მგოი არაფერი დაშავდება ხოო???

არა პირიქით არ იქნება ბრიტვით ძალიან გაუხეშებული ჯერ. smile.gif


აუF რამდენი ვწერე user.gif უთმო ზაფხულს გისურვებთ biggrin.gif

This post has been edited by Kaifistka on 8 Jul 2009, 18:40


--------------------
იმ დღეს მოვუტყან დამდგენელი აქ რო დავრეგისტრირდი და კიდე ზემოდან ბეზდელნიკობას ამ ყლის დოღში მეც რომ ვპოსტავ © metro123

http://ninaiverieli.wordpress.com/ <ჩემი პერსონალური ბლოგი

C'est la vie!
iazva
ზონდერი


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5612
წევრი No.: 54772
რეგისტრ.: 2-March 08

გამოგზავნილია: 8 Jul 2009, 19:56  #14614029      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
Kaifistka
გაიხარე 2kiss.gif
ამის მერე თუ კიდე ვინმე ბანჟღვლიანი ივლის არ ვიცი რა vis.gif biggrin.gif

QUOTE
უთმო ზაფხულს გისურვებთ

ეჰჰ...
შენც 2kiss.gif


--------------------
ზოგი თანამშრომელს დღნავს ზოგი თანამშრომლის დედას, ზოგი მეზობლის ძაღლს და ზოგსაც ცოლს უდღნავენ და აქ ხსნის თემას რა ვქნაო? რა უნდა ქნა შე პატრონ მოდღნულო ისე მოდღანი შენი ცოლი რომ სხვასთან არ წავიდეს ან თუ წავიდა მაშინ დააკალი ერთმანეთს©chiabera
~
ვერ ვიტან თვალის ჩაკვრის სმაილს:@
~
კანონმორჩილი
ROXYGIRL
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 405
წევრი No.: 88051
რეგისტრ.: 3-April 09

გამოგზავნილია: 8 Jul 2009, 20:53  #14614800      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
QUOTE (Kaifistka @ 8 Jul 2009, 18:36 )
შუგარინგის დროს თმის ამოღება ხდება თმის მიმართულებით და ჩაბრუნების ალბათობაც ძალიან მცირეა და კარგია იმათთვის ვისაც უბრუნდება თმა.

რა ვიცი,ეგ პირველად გავიგე.ვიდეოში როგორც ჩანს თმის ზრდის საწინააღმდეგო მიმართულებითაა ახევა,და..


--------------------
mshia magrad ! bigmacs shevchamdi
qalachuna bertmeni
life without love is like a song without lyrics
anano77
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 536
წევრი No.: 64295
რეგისტრ.: 12-June 08

გამოგზავნილია: 8 Jul 2009, 22:10  #14616008      · პროფილი · პირადი მიმოწერა
ვაიმეეეეეეეე შენ გაიხარეეეე, რამდენი გიწერიააა დაწვრილებითთთთთთთთ
ბევრი საჩლიჩო კია, სანამ დაამუღამებ
ბურზო
Super Crazy Member ++


********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 39274
წევრი No.: 58828
რეგისტრ.: 18-April 08

გამოგზავნილია: 8 Jul 2009, 22:29  #14616315      · პროფილი · პირადი მიმოწერა
Kaifistka

ეს რა კარგად და საფუძვლიანად ჩამოგიწერია ჩემო კაიფმაიკერო, ლამისაა საკუთარ თავზე ჩავიტარო ეს პროცედურა user.gif



--------------------
დამპლებო :|
Hate_eternal
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4173
წევრი No.: 31321
რეგისტრ.: 13-March 07

გამოგზავნილია: 8 Jul 2009, 22:33  #14616369      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
ღმერთი რა დგენერატი ვარ

წარმატებით ჩაიარა მომზადების პროცესმა
ცეცხლიდან რო ფგამოვდგი
გადავასხი კონტეინერში ქვაბში ცოტა დარჩა
მეგონა უკვე არ იქნებოდა ისეთი ცხელი
კოვზით ამოვიღე ცოტა თითი დავადე
და 3 თითი საშინლად დავიწვი
ეხლა კოლუხი მისვია sad.gif


მე მაინც არ დავნებდები

ველოდებIტ 20 წუთი
* * *
ესიი მოგახსენებთ შედეგებს


შედეგი 0 biggrin.gif

ჯერ დავიწვი
მერე გაგრილდა ძაან


გემოთი არაუშავდა შაქარი ქონდა მეტი chups.gif

This post has been edited by Hate_eternal on 8 Jul 2009, 23:22


--------------------
We COULD be rare specimens of an exotic breed of dancing African elephants, but we're not. At least, I'M not.
natali kalandadze
/იზვრაშენკა ბლიად/


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 11498
წევრი No.: 8359
რეგისტრ.: 20-January 05

გამოგზავნილია: 8 Jul 2009, 23:55  #14617608      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი · yim · msn
დღეს გავიკეთე მედიზე ზედა ტუჩის ეპილაცია.

შედეგი:
ტყუილი ის რომ "უმტკივნეულოა"
უზრდელი სტაFი


მარა ტუჩს არაუშავს biggrin.gif


--------------------
<3
iazva
ზონდერი


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5612
წევრი No.: 54772
რეგისტრ.: 2-March 08

გამოგზავნილია: 9 Jul 2009, 00:55  #14618565      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
Hate_eternal
მესმის შენი მეც პირველ ჯერზე დავიწვი თან რამდენიმე ადგილზე biggrin.gif არაუშავს დაამუღამებ ცოტა ხანში smile.gif
Hate_eternal
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4173
წევრი No.: 31321
რეგისტრ.: 13-March 07

გამოგზავნილია: 9 Jul 2009, 01:00  #14618648      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
iazva
რას დავამუღამებ :დ
არაფერი უქნია
ხელზზე არ მაქ თმა თითქმის არ მეტყობა
მაგრამ მანდ ვცადე
და არაფერი უქნია

iazva
ზონდერი


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5612
წევრი No.: 54772
რეგისტრ.: 2-March 08

გამოგზავნილია: 9 Jul 2009, 02:08  #14619493      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
Hate_eternal
თუ არ გაქ რას იხევდი? biggrin.gif
მე თავიდან გამომივიდა ძალიან ცხელი, რო გავაზიე მერე გახდა მამალოსავით, მერე გავადნე მერე ისევ გავაციე მერე წყალი გავამატე და ძალიან თხელი გამოვიდა გამეტყლარწა სულ. და ბოლოს მივიღე რაღაც კონსისტენცია რომელიც დავიდე და ავიხიე bis.gif drug.gif
Hate_eternal
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4173
წევრი No.: 31321
რეგისტრ.: 13-March 07

გამოგზავნილია: 9 Jul 2009, 03:39  #14620058      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
iazva
მეც ეგრე მომივიდა biggrin.gif

ჯერ თითი ჩავყავი შიგნით და დავიწვი
მერე გავაციე ესე 30 წუთი და ძაან გაცივდა დაჟე ნაჭერს ახმებოდა biggrin.gif
რავიიი ცოტა მაქ ძაან მარა მაინც ვიხევდი
ფეხებზე ვერ გავბედე
ფეხი წმინდაა biggrin.gif
ისევ ხელზე ჯობდა დამეტესტა
არ გამოვიდა
მერე გავსინჯე და საზიზღრად ტკბილი იყო biggrin.gif ( ეს გამოვტოვოთ )
ეხლა დევს მიყინულუ წყანარად სამზარეულოში
ხვალ მოვუხერხებ რამეს იმედია

თუ არადა თაფლისას ვცდი
მაინც იმდენი მაქ სახლში თაფლი აღარ ვიცით რა ვუყოთ და მოვუძებნი რამე დანიშნულებას თუ მაინც არ გამოვიდა ეს biggrin.gif
nite
Pocahontas


*******
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 16729
წევრი No.: 54083
რეგისტრ.: 22-February 08

გამოგზავნილია: 9 Jul 2009, 12:40  #14623121      · პროფილი · პირადი მიმოწერა
Kaifistka
QUOTE
ვისაც ეს ინფორმაცია დააინტერესებს მეტკა: nite iazva anano77

გაიხარე ნინ, დიდი მადლობა, ვცდი, იმედია კარგად გამომივა,


--------------------
I'got a feeling you could use a little smile : )))
Ninuka82
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3625
წევრი No.: 66930
რეგისტრ.: 9-July 08

გამოგზავნილია: 9 Jul 2009, 15:53  #14625972      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა


ახლა ვიკეთებ მარჯვენა ფეხზე. ბევრი ახევა გავიკეთე და საბოლოოდ მივედი იმ დასკვნამდე, რომ ნემსით გაკეთებულ ეპილაციას არაფერი სჯობს. სამუდამოდ გათავისუფლდები თმისაგან.


--------------------
მჭირდება ბევრი ფული, რომ მქონდეს ჩემი სასტუმრო, სადაც ვიცხოვრებთ ერთად. ჩვენი ლუქსი ცისფერი ყვავილებით იქნება მოხატული, აივნის ხედი კი ხმელთაშუა ზღვას გადაჰყურებს:)
taktakuna
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3670
წევრი No.: 41141
რეგისტრ.: 4-September 07

გამოგზავნილია: 9 Jul 2009, 16:33  #14626577      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
დღეს ვცადე ზემოთ აღწერილი მეთოდით ასაფხრეწის გაკეთება თაფლით რომაა და არაფერი გამომივიდა,ცოტა რომ გაგრილდა ქვასავიტ იყო და ვერაფერი მოვახერხეsad.gif
Barklai
Members


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4938
წევრი No.: 89399
რეგისტრ.: 20-April 09

გამოგზავნილია: 9 Jul 2009, 16:45  #14626783      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
გოგოებო, ქერა თმა მაქვს ოდნავ, და ამ ასაფხრეწების გამოყენების შემდეგ, თმის სტრუქტურა შეიცვლება? ანუ გაუხეშებული და შავი ამოვა მეორედ თუ არა? მოკლედ მინდა გავიკეთო და ვერ გადამიწყეტია ღირს ხელი მოვკიდო თუ მქონდეს ჩემი ქერა ბუსუსები?
smile.gif


--------------------

არ გაბედო სიკვდილი, სანამ ცოცხალი ხარ!
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (100) « პირველი ... 78 79 [80] 81 82 ... ბოლო » Closed Topic · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: კავკასუს ონლაინი
[ Script Execution time: 0.0669 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]