1.
2.
3.
4.
ეს ჩვენი სტიმულის ფრაზა იყოს...... ^_^
სასარგებლო ინფოსილამაზის ვიტამინები:
A - კანს გლუვსა და ელასტიურს ხდის,ხელს უშლის თმის ცვენას
B1- თმასა და ფრჩხილებში ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლის ნორმალურ პროცესებს.
B2 – უჯრედებში ენერგიის გამომუშავებას ასტიმულირებს.
B5 – ხელს უშლის ნაოჭების ნაადრევ წარმოქმნას.
B12 – ხელს უწყობს ძვლოვანი მასის შენარჩუნებასდა სისხლის წარმოქმნას
H – უზრუნველყოფს კანისა და თმის პიგმენტაციას,ეწინააღმდეგება კანის სიმშრალესა და აქერცვლას.
B10 – ანელებს დაბერების პროცესს.ეწინააღმდეგება ჭაღარას და ნაოჭების წარმოქმნას
C – ანტიოქსიდანტია,ამაგრებს სისხლძართვების კედლებს,ხელს უწყობს იმუნურ დაცვს.
D – ხელს უწყობს ძვლოვნი მსის გამაგრებას.
E-აფერხებს უჯრედების დაბერების პროცესს,აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას,ებრძვის თრომბის წარმოქმნას.
თუთია - ხელს უწყობს თმის ნორმალურ ზრდასა და რეგენერაციას.აქრობს ქერტლს ,კანზე გამონაყარსა და ეგზემას.
კალციუმი(Ca) - ეწინაღმდეგება კუნთოვან სისუსტეს.
სიცილიუმი(Si) – აუცილებელია კოლაგენის წარმოქმნისთვის,საჭიროა თმის,ფრჩხილების გასამაგრებლად (წყარო: janmrtelobainfo.ge)
აღნიშნული ვიტამინების შერევა შესაძლებელია თქვენს მერ მომზადებულ ნიღბებში.
გაითვალისწინეთ ნიღბის გაკეთება რეკომენდირებულია კვირაში 2-ჯერ,საღამო ხანს, რის შემდეგაც სახეზე უნდა წაისვათ თქვენი კანის ტიპის შესაბამისი მკვებავი კრემი. აუცილებელია ნიღბის გაკეთებისას გაითვალისწინოთ მასში შემავალი ინგრედიენტების მიმართ თქვენი ორგანიზმის ალერგიულობა.
____________________________
ზეთებიისევე როგორც ვიტამინების,ზეთების შერევაც შესაძლებელია სახლის პირობებში მომზადებულ ნიღბებში,თუმცა ამისთვის აუცილებელია გავითვალისწინოთ თუ რომელი ზეთია შესაფერისი ჩვენი კანისა და იმ პრობლემისთვის რომლისთვისაც ვიყენებთ......
ზეთების თვისებების დადგენაში დაგეხმარებათ შემდები ბმული:
http://www.naturesgift.com/aromatherapycar_ord.htm____________________________
ნიღბებიმშრალი კანისთვის:კვერცხის გულისა და თაფლის ნიღაბი...
კვერცხის გული, 1 ჩაის კოვზი თაფლი და ამდენივე ნუშის ზეთი (შესაძლებელია ზეითუნისა და მზესუმზირის) ერთმანეთში აურიეთ, ათქვიფეთ და წაისვით სახეზე. გაიჩერეთ 15-20 წუთი. ჩამოიბანეთ თბილი ანადუღარი ან რძეგარეული წყლით.
•2 ჩ/კ ხილის წვენი (ვაშლი, ლიმონი, გრეიფრუტი)
•ნახევარი კვერცხის გული
•2ჩ/კ ცხიმიანი ხაჭო
•1ჩ/კ მცენარეული ზეთი
ინგრედიენტები აურიეთ, მიღებული მასა წაისვით სახეზე და გაიჩერეთ 20 წუთი, შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ სახე და წაისვით მკვებავი კრემი.
ნორმალური კანისთვის:კვერცხის ნიღაბი...
კვერცხის გულს შეურიეთ 1 ჩაის კოვზი მცენარეული ცხიმი, 1/2 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი და 1/2 ჩაის კოვზი წყალი.გაიჩერეთ 10 წუთს და თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
•1ს/კ კეფირი
•1ს/კ ჰერკულესი
ინგრედიენტები აურიეთ, მიღებული მასა წაისვით სახეზე და გაიჩერეთ 20 წუთი, შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ სახე და წაისვით მკვებავი კრემი.
ცხიმიანი კანისთვის:კარგად ათქვიფეთ კვერცხის ცილა,შეურიეთ რამდენიმე წვეთი ლიმონის წვენი და 10 წუთის განმავლობაში გაიჩერეთ კანზე. შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით და წაისვით მკვებავი კრემი. (შენიშვნა: აღნიშნულ ნიღაბს გააჩნია ე.წ. "ლიფტინგ" ეფექტი და ხურავს ფორებს)
აღნიშნული ლოსიონით ცხიმიან კანს ყოველ საღამოს იწმენდენ. (ავიწროვებს ფორებსაც)
მინერალურ წყალს (1 ჩაის ჭიქა) უმატებენ 1 ს.კ. გრეიფრუტის წვენს (შესაძლებელია ლიმონიც) და იწმენდენ ცხიმიან, ფორებიან კანს.
რჩეულები 
უბრალოდ ჩვენი "რჩეული" რამდენიმე საშუალება სხეულის მოსავლელად.....
1) ყინულის კუბიკები: ვიყენებთ წლის ნებისმიერ დროს,ყოველდღიურად. გვირილის, პიტნის (შესაძლებელია სხვა ნებისმიერი მცენარის ნაყენი,რომელიც თქვენს კანს უხდება) კუბიკს წრიული მოძრაობით ვისვამთ სახეზე,რის შედეგადაც უმჯობესდება სისხლი მიმოქცევა და კანი უფრო რბილი ხდება. (არ არის რეკომენდირებული კუპეროზისკენ მიდრეკილი კანისთვის)
2) ცისფერი თიხა. აახალგაზრდავებს კანს. აქვს "ლიფტინგ" ეფექტი, ხურავს ფორებს, კანს კვებას მინერალებით.
თიხას ვამატებთ წყალს (თვალით) და მიგვყავს არაჟანის კონსტიტენციამდე. კანზე (შესაძლებელია მთელ სხეულზე) ვიდებთ და ვიჩერებთ 10-12 წუთს, შემდეგ სველი თითებით ვამასაჯებთ თიხის ზედაპირს,რის შემდეგაც დარჩენილ მასას თბილი წყლით ვიშორებთ.
3) სკრაბი სახლის პირობებში: ვიღებთ 3 ს.კ. შაქარს, ვამატებთ 2 ს.კ. ზეითუნის ზეთს (უმჯობესია იყოს პირველადი "ნაწური") და აღნიშნული მასით სხეულის ნებისმიერ ადგილას ვიტარებთ "ხეხვის" პროცედურას...მოცემული სკრაბის გამოყენების შემდეგ ტანის კრემისა და ლოსიონის წასმა საჭირო აღარ არის. რეკომენდირებული კვირაში 1.
სკრაბის დამზადება ასევე შესაძლებელია ყავის ნალექისა და ყავის გრანულებისაგან (გააჩნია ანტიცელულიტური თვისებები).
4) იმ შემთხვევაში თუკი კანი გამოგიშრათ სუფთა, სველ კანზე წაისვით რამდენიმე წვეთი ნუშის ან ზეითუნის ზეთი... დაელოდეთ სანამ ზეთს კანი წყალთან ერთად შეიწოვს და დარჩენილი მასა აიღეთ სალფეთქით... 10 წუთისმერე კანი დაიბანეთ "გამდინარე"წყლით. (გაითვალისწინეთ აღნიშნული პროცედურა არ არის რეკომენდირებული ზაფხულში და ნაკლებად სასურველია ცხიმიანი კანისთვის,გარდა იმ შემთხვევისა როცა კანი (მაგ: სიცივისაგან) გამოგიშრათ