დღეს გავიკეთე. შეგრძნება ნორმალური, არადა ხელი ისეთ რაღაცეებს მომაწერინეს გამისკდა გული

ანდერძი დავწერე ლამის.
ჯანაშიასთან გავიკეთე დამწვრობის ცენტრში. მოკლედ ძალიან კარგი მედ პერსონალი დამხვდა, თბილები და ყურადღებიანები არიან.
ვენური სედაციით და ადგილობრივი გაუტკივარებით გამიკეთეს, რაღაცეები მახსოვს, რაღაცეები არა, როგორც მერე გაირკვა

გამაფრთხილეს, რომ თავბრუსხვევა და გულისრევის შეგრძნება შეიძლება მქონოდა, თუმცა 10 საათზე გავიკეთე და საერთოდ არ მიგვრძნია მსგავსი რამ

არ მაქვს ტამპონები, სისხლი მომდის, მაგრამ ცოტა. ძგიდი რო გავიკეთე, უმთავრეს დისკომფორტს ტამპონებით გამოტენილი ცხვირი მიქმნიდა, პირი ღია მქონდა, შოშიასავით>

ეხლა ჩვეულებრივ ვსუნთქავ ცხვირით, რაც ჩემთვის დიდი პლიუსია. თვალები დამილურჯდა, თუმცა ძალიანაც არა

ორშაბათს მოვიხსნი პლასირებს და ვნახავ შედეგს