ესეიგი მინდა პატარა მოხსენებით გამოვიდე (არა რეკლამა))
ზევით არის ინტერესი რეტრო სკუტერის ყიდვის. არჩევანი 3 მოდელიდან Vino, scoopy , და Jiorno.
ესეიგი:
1) Yamaha Vino არის 2 ტაქტიანი და აქვს 7,2 ცხენის ძალა, არის 4 ტაქტიანი ვინოებიც მაგრამ ამ პარტიაში არა
. მოპედი კი არ დადის დაფრინავს, მე თვითონ მიტარებია მთელი შარშანდელ ზაფხული ბათუმში.
ადგილიდანაც მაგარია და მერეც ხსნის. ჩინური 100 კუბიანებიც ვერ დაუდგება გვერდზე. ასევე მაგარი სასიამოვნო ხმა აქვს ძრავს. თითქოს არც არის 2 ტაქტიანი. ეს პლუსები
მინუსებიდან 4 ლიტრამდე წვავს თუ სწრაფად ატარებ, და დარწმუნებული ვარ ყველა ამ მოპედს სწრაფად ატარებს, ვინოთი ნელა სიარული ტეხავს)
2) HONDA Jiorno af54 ეს მოპედი 4 ტაქტიანია. მატორის ხმა ვაბშე არ ისმის. მაგარი რბილია. აქვს 4 ცხენის ძალა. დიზაინს რაც შეეხება არის ფანტასტიური) ასეთი მოპედით სადმე კარგ party -ზე უნდა გაიჩითო და ყველა გოგოს ყურადღება მიპყრობილი იქნება შენს ჯიორნოზე და შეიძლება შენზეც, თუმცა მაგის გარანტიას ვერავინ მოგცემს)) ასევე პლუსია დაბალი ბენზინის წვა 2 ლიტრამდე 100 კილომეტრზე
მინუსებიდან – ნელია, 55 ს თუ გაქაჩავს კარგია) ასევე წყლის გაგრილებითაა და ზოგს არ უყვარს ბაჩოკში ჩახედვა და მოპედს ძრავის გადახურების შედეგად დედა ეტყ///ბა. რა თქმა უნდა ნაწილები ძვირია და ძნელად საშოვი.
3) Honda crea scoopy af55 ამ მოპედს ახლაც უშვებენ. ამერიკაში ცნობილია როგორც metropolitan. კაროჩე რაც კი თანამედროვე ტექნოლოგიები არსებობს სკუტერებში ყველაფერი შიგნითაა. მოპედის გამონაბოლქვი ბუნებას არ ავნებს Co ფილტრი უყენია

ასევე უყენია კომპიუტერი კომუტატორის მაგივრათ, იმდენად ბევრი ელექტროობაა შიგნით. ძრავი უმაგრესი 4 ტაქტიანი ოღონდ ჯიორნოსაგან განსხვავებით უფრო დიდი ცილინდრი და პორშინი. აქვს რუჩნიკი რომელიც ფეხზე წამოყენებულს ბლოკავს (ვერ მოიპარავენ, თუ დიდ მანქანაში მთლიანად არ ჩააგდეს) წვავს ყურადღება 1 ლიტრს 100 კილომეტრზე
მინუსებიდან აქვს საკმაოდ ფაქიზი წინა ამორტიზატორები და ქალაქ გარეთ არ გამოდგება, ცოდოა.