forum.ge
reklama
FORUM.GE ... წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (23) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> ჩემი საყვარელი ფილმები, მაი ფევორით მუვიზ
jack sparrow
captain jack


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2697
წევრი No.: 13355
რეგისტრ.: 5-October 05

გამოგზავნილია: 21 Jan 2006, 20:42  #2472029      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი
სანამ ოცელოტს გაუხსნია ასეთი ან მსგავსი თემა მე გავხსნი. აქ დავწეროთ სამი ფილმი რომელიც ჩვენ ყველაზე მეტად მოგვწონს და თითოეულს გავუკეთოთ კომენტარი, სასურველია აზრიანი. შეიძლება ითქვას რომ უკომენტაროდ არ მიიღება, კომენტარი იმისთვისაა საჭირო, რომ ნორმალური დისკუსია გამოვიდეს და მთლად უკეთესი კარგმა კომენტარმა შეიძლება სხვა იუზერს ფილმის საყურებლად უბიძგოს და თუ ისე მოხდება, რომ ეს თემა საშინელ ზამთარს გაუძლებს და არ გაიყინება, ანუ ბევრი იუზერი დაპოსტავს, არ დავიზარებ, დავითვლი და გამოვავლენ ფორუმელთა საყვარელ ფილმს.


--------------------
jackie sparrow

უკან არ მოიხედო!
Natuka NGN
მეოცნებე


********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 20712
წევრი No.: 8805
რეგისტრ.: 17-February 05

გამოგზავნილია: 21 Jan 2006, 21:25  #2472272      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
''შერეკილები'' - ყოველთვის ისე ვუყურებ, თითქოს პირველად ვნახე;
''ნატვრის ხე'' - ლიტერატურული ნაწამოებების ეკრანიზაციის ერთ-ერთ საუკეთესო ეკრანიზაციად მიმაჩნია;
პაზოლინის - ''სალო, ანუ სოდომის 120 დღე'' - ეს ფილმი პირველად რომ ვნახე შოპენს ვეღარ ვუსმენდი კარგა ხანს. იმდენი ასოციაცია გამოიწვია რომ.... არ ვიცი, ვერ გეტყვით, მიყვარს კი ეს ფილმი, არა არ მიყვარს, უბრალოდ უსუსურობის განცდა მეუფლება და ვთვლი რომ დიდი ფილმია.

This post has been edited by Natuka NGN on 21 Jan 2006, 21:52


--------------------
http://natalimade.wordpress.com/
http://psiqea.wordpress.com
https://www.facebook.com/TrendyHandmadeBeadsByNatalie
Ocelot
Captain EO


********
ჯგუფი: Members
წერილები: 25454
წევრი No.: 13684
რეგისტრ.: 17-October 05

გამოგზავნილია: 21 Jan 2006, 21:25  #2472277      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
jack sparrow

QUOTE
სანამ ოცელოტს გაუხსნია ასეთი ან მსგავსი თემა მე გავხსნი.


biggrin.gif მე მქონდა გახსნილი, ოღონდ იქ ლიმიტი არ იყო biggrin.gif 3 ფილმის დასახელება ცოტა გამიჭირდება. მერე დავპოსტავ smile.gif



--------------------
პიზდეცი დასკვნითია, განგრძობითი და დაუსრულებელი (c) gabarzgaleba

ღმერთი მაღალია, ოჯახი ხრამია, მტკვარი ახლოა (c) Circus_Closet

კალცო მანახე, პიზდას განახებ (c) გურჯი ქალი
DARKnodo
Яaging


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6322
წევრი No.: 15405
რეგისტრ.: 15-December 05

გამოგზავნილია: 21 Jan 2006, 21:37  #2472344      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
1-Gladiator
2-Kingdom Of Heaven
3-Lord Of The Rings 3

1:მიუხედავად იმისა,რომ ისტორიული ფაქტები ამ ფილმში დამახინჯებულია ეს სრულებით არ მოქმედებს მის გენიალურობაზე,ანუ მთავარი ამ ფილმში ეგ არაა.რავი ჩემი აზრით უძლიერესი ფილმია.არ აკლია არც სპეცეფექტები და რაც მთავარია აზრიანია შეიძლება ითქვას(რაც ამ ჭანრის ფილმებში ნაკლებად იგრძნობა ბოლო ხანს)მსახიობებიც საკაიფოდაა შერჩეული.ისე რასელ ქროუს უხდება ეგეთი ტანჯული გმირების თამაში.ხოაკინ ფენიქსმაც მაგრად ითამაშა.რავი მემგონი დებილი უნდა იყო ადამიანი ამ ფილმზე რომ თქვა ცუდიაო.მარტო ის მომენტები რად ღირს როცა ცოლშვილი ესიზმრება(ხილვები რომ აქ) და რა თქმა უნდა hans zimmer-მაც თავისი პატარა როლი ითამაშა ამ ფილმის წარმატებაში.ვაი კინაღამ დამავიწყდა Ridley Scott-გენიალური რეჭისორი ბაზარა ნეტ
* * *
აუ მაგარი მეზარება ყოველ ფილმზე კომენტარის გაკეთება givi.gif
ხოდა 3 ფილმში საუკეთესოების ჩატევა ცოტა კი არა ძაან ძნელია.რა ვუყო ახლა Cinderela man-ს ან Lord Of The Rings 2-ს.ასევე Black Hawk Down-ს
ბევრია ეგეთი ფილმი კიდევ......... yes.gif

მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)
kinopoisk_image_1_.jpg


--------------------
Veritas - Aequitas
Ocelot
Captain EO


********
ჯგუფი: Members
წერილები: 25454
წევრი No.: 13684
რეგისტრ.: 17-October 05

გამოგზავნილია: 22 Jan 2006, 16:18  #2475831      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
პირველი 2 ფილმი ბეზ პრაბლემ დავწერე. აი მე-3 ცოტა გამიჭირდა იმიტო რო ძაან ბევრი ფილმი იყო კანდიდატი smile.gif ნო ვსё პა პარяდკუ:


THE LEGEND OF 1900

ამ ფილმზე შემიძლია უსასრულოდ ვილაპარაკო. ფილმი რო ძაან ძლიერია ამას არ ჭირდება ბევრი ბაასი. პროსტა რატო მომწონს ეს ყველაზე ძაან. პირველი რიგში იდეაა ფილმის ძაან მაგარი. ვინც უყურებს ალბათ მრავალი აზრი შეიძლება ბოლოში დაებადოს. ვინ როგორ გაიგებს გააჩნია. არის სასაცილო მომენტებიც, რომანტიულიც და სევდიანიც. იტოგში ესე ძნელია აღწერა. როგორც იტყვიან, ეტა ნადა უვიდიწ. ყველაზე ძაან დამამახსოვრდა ეს მომენტები: პიანინოთი სრიალი, როდესაც ტიმ როტი თავის მეგობარს ხალხს ანახებს და პიანინოზე აკეთებს იმპროვიზაციებს მათ შესახებ, მისი და იმ ჯაზმენის დუელი, როცა მუსიკას წერს და გოგოს დაინახავს, როცა წვიმაში დგას პლასტინკით და ის გოგო გვერძე ზონტიკით და ბოლოს როცა მისი მეგობარი გემზე მივა და ჩართავს ამ პლასტინკას და შემდეგ მათი დიალოგი. კიდევ სხვა მომენტებიცაა რა თქმა უნდა. რეალურ ამბავზე არაა ეს ფილმი და ალბათ ამაზე მსჯელობა ცოტა ძნელი იქნება, მაგრამ მაინც უნდა აღინიშნოს ერთი ძაან მნიშვნელოვანი მომენტი. ალბათ იმ გოგოსთვის რო მიეცა ის თავისი ფირფიტა შეიძლება სუ სხვა ფინალი ქონოდა ამ ფილმს. განსაკუთრებით ბოლოში როცა ბაზრობენ იქ ერთ წინადადებას ეუბნება ტიმ როტი მეგობარს და ამ მომენტთან დავაკავშირე რატომღაც. ძაან სამწუხაროა რო ეს ფილმი არა აქ ბევრს ნანახი. თემაც მქონდა გახსნილი და მარტო 5-მა კაცმა დაპოსტა მგონი. IMDB-ს საიტზეც სადღაც 4 ათასი ხმა აქ, მეტი არა, იმ დროს როცა "მისტერ და მისის სმიტს", "სინ სიტის" და ეგეთ ანანიზმებს 50 ათასი. ეს ალბათ იმითაა განპირობებული რო ჰოლივუდურ ფილმად არ ითვლება. გადაღებულია იტალიაში, ამავე ეროვნების რეჟისორის მიერ და შესაბამისად ითვლება იტალიურ ფილმად. რეკლამაც არ ქონია დიდი. ხო მართლა, ფილმის მუსიკაც აღნიშვნის ღირსია. თავამ მორიკონემ იზრუნა მის გაფორმებაზე, ძაან კარგადაც გამოუვიდა და ოქროს გლობუსიც აიღო. ეს კაცი მართლა გენიოსია. ვისაც დრამები მოსწონს ყველამ უნდა ნახოს ეს ფილმი.

P.S. ნუ ეხლა ჯარმუშის და კუშტურიცას დონე არაა, მაგრამ მაინც biggrin.gif ღირს ნამდვილად ყურება.


21 GRAMS

ეს ფილმიც ჩემი აზრით ერთ-ერთი შედევრია. შეიძლება წინას ვერ შეედრება ორიგინალობით, ჩანაფიქრით, სიღრმით და სიუჟეტით, მარამ აქ სუ სხვა რამეა. უბრალოდ ნაჩვენებია 3 სხვადასხვა ოჯახის ცხოვრება და როგორ აკავშირებს მათ ერთი ტრაგიკული შემთხვევა. აღსანიშნავია ძაან მაღალი დონის რეჟისურა, ჩემი აზრით საუკეთესო რაც ოდესმე ამ ჟანრის ფილმებში ყოფილა, მონტაჟი, მუსიკალური გაფორმება, რომელიც კარგად ასახავს ფილმის მძიმე ატმოსფეროს და მსახიობების ძაან ძლიერი თამაში. განსაკუთრებით დიდი დატვირთვაა ნაომი ვოთსზე. 3-4 მომენტია ფილმში სადაც თითქმის ისტერიკის ზღვარზე თამაშობს. ოსკარზეც იყო ნომინირებული. გასაკვირია შარლიზ ტერონმა როგორ აიღო იმ წელს ეს ჯილდო. ბენისიო დელ ტოროც ძაან მაგრა თამაშობს, ეგეც ოსკარზე იყო, მაგრამ ვერც მაგან აიღო. შონ პენიც მშვენივრად მოუხდა. იმდენად რეალურად არის ნაჩვენები ყველაფერი რო კაცმა შეიძლება იფიქრო რო ნაღდი ცხოვრებაა გადაღებული ფარული კამერით. იტოგში ყველაფერი უმაღლეს დონეზეა. სერიოზული ფილმები ვისაც მოსწონს ყველამ უნდა ნახოს.


SCENT OF A WOMAN

ალბათ მე-3 მაინც ეს ფილმია. პირველ რიგში ალ პაჩინოს გენიალური თამაშია აღნიშვნის ღირსი. კრის ო დონელიც ძაან კარგად თამაშობს. რა თქმა უნდა მარტო ეგ არაა. რაც არ უნდა მაგრა ითამაშონ მსახიობებმა, თუ ფილმი ნაგავია ეს მას ვერ გადაარჩენს. აქაც პირველ რიგში კარგი ჩანაფიქრია, პირველი ფილმის მსგავსად. ანახებენ ომის ერთ-ერთი ვეტერანის ცხოვრებას. უბედური შემთხვევის გამო იგი ბრმავდება. ფილმის ერთ-ერთი იდეაა ანახონ თუ რა ძნელია შემდეგ ცხოვრების გაგრძელება ესეთი ადამიანისთვის. მაგრამ ბოლოში ირკვევა რო ფილმს კიდე ერთი აზრი აქვს. ვინც არ იცის, ამერიკაში ჩაშვება მოსული პონტია. ეგეთ ადამიანებს დაჟე მედალს აძლევენ. ამ ფილმით კიდე რეჟისორი გამოდის ამის წინააღმდეგ. ჩემი აზრით სწორედ ამიტომ არ მისცემს ამ ფილმს ოსკარი. თორე გამოვიდოდა რო ამერიკელი ხალხი ამას თითონ აღიარებდა (კოპოლას "აპოკალიფსის ვარიანტია". ტიპმა 79-ში რაღაცა სასწაული გადაიღო და ბოლოს ოსკარის მაგივრად დიდი შამბალა მისცეს. ეს საერთოდ არანაირ ახსნას არ ექვემდებარება). ფილმის ალბათ მთავარი მომენტია როდესაც ალ პაჩინო რეჩით გამოვა სკოლაში. შეიძლება დიდი სიახლე მას არ უთქვია, განსაკუთრებით ჩვენი ხალხისთვის, მაგრამ ამერიკელი მოსწავლეებისთვის საკმაოდ დიდ შთაბეჭდილებას მოახდენდა მისი სიტყვები. მათ ხო ბავშობიდან მშობლები იმას ასწავლიან რო ჩაშვებაში ცუდი არაფერია. ასევე ძაან მაგარი მომენტია როცა ალ პაჩინო თავის მოკვლას გადაწყვეტს და მისი და კრის დონელის დაძაბული საუბარი. შეიძლება ბევრმა თქვას რო ძაან ჰოლივუდური ფილმია. შეიძლება ეგრეც არის. მაგრამ ამერიკელებსაც შეუძლიათ კაი ფილმების გადაღება.
NIXON
morning yearning


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5401
წევრი No.: 7407
რეგისტრ.: 21-November 04

გამოგზავნილია: 22 Jan 2006, 17:12  #2476069      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
Natuka NGN
QUOTE
პაზოლინის - ''სალო, ანუ სოდომის 120 დღე''

devushka, vi' ekstremalka? smile.gif
ALEXA
ბაცაცო


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 14269
წევრი No.: 1338
რეგისტრ.: 18-October 02

გამოგზავნილია: 22 Jan 2006, 17:22  #2476110      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი · im · icq · aim · yim · msn
Natuka NGN
შერეკილები , ნატვრის ხე და სალო სამეულისთვის კაი ზბორკაა biggrin.gif


--------------------
პяნი მასტეrი
UncaS
absolute beginner


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1355
წევრი No.: 7453
რეგისტრ.: 23-November 04

გამოგზავნილია: 22 Jan 2006, 17:42  #2476180      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ვებგვერდი · msn
ALEXA
lol.gif

ჩემი საყვარელი ფილმებია:

- dvoinoi udar

- odinokii volk

- da po tu storonu polunochi

user posted image


--------------------
I have come here to chew bubblegum and kick ass !
Jgenti`
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5622
წევრი No.: 15794
რეგისტრ.: 30-December 05

გამოგზავნილია: 22 Jan 2006, 18:11  #2476307      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
1.Clockwork Orange
2. I.T (Stephen King's)
3.Sweet November

ეს ფილმები ყველამ იცის მარა მაინც დავწერ ცოტას, ე.იიი პირველი - სტენლი კუბრიკის მექანიკური ფორთოხალი,გადაღებულია 1971ში,ინგლისში, ენტონი ბერჯესის ნოველის მიხედვით.
მთავარ როლში არის მალკოლმ მაკდაუელი, ჟარნი Crime Drama Sci-Fi Thriller, ფილმი არის 1:36 იანი. ძალადობა, რძე და ბეთხოვენი tongue.gif
ტრაილერი http://www.imdb.com/rg/TITLETRA_VIDDET//ht...ublishedID=1799

სურათი http://www.pcs.ne.jp/~yu/sf/clock_l.jpg

მეორე ფილმი არის სტივენ კინგის რომანის ეკრანიზაცია, რეჟისორია ტომი ლი ვოლესი, გადაღებულია 16 წლის წინ უსაში.
შვიდი დამამანდრაჟებული ადამიანის და ბოროტი ჯამბაზის ისტორია, რომელიც ბავშვებს შთანთქავს.ტიმ ქარი არის მთავარ (კლოუნის) როლში, დანარჩენი 7 კაცი + 7 მაგათი ბავშობა არგვაინტერესებს.
მე მომწონს პირველ რიგში როგორც სტივენ კინგის ეკრანიზაცია და მერე თვითონ ფილმი. ხო სულ დამავიწყდა, ფილმი არის 3 საათზე ცოტა მეტიანი biggrin.gif
ტრაილერი http://www.imdb.com/rg/TITLETRA_VIDDET//ht...ublishedID=2968

მესამე - რომანნტიკკაა 1968 წლის რიმეიქი, პეტ ოკონორის ფილმი გადაღებული 2001ში, ჟანრი:ომედია,დრამა,რომანსი(?), ხანგძლივობა 2 საათი, მთავარ როლებში რივზი და სტერონი, რაღაც კარგი საყურებელია..

მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)
ITTTTT.JPG


--------------------
all round me burdens
seem to fall
I'm not worried at all
I'm not worried
ALEXA
ბაცაცო


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 14269
წევრი No.: 1338
რეგისტრ.: 18-October 02

გამოგზავნილია: 22 Jan 2006, 18:16  #2476331      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი · im · icq · aim · yim · msn
ფორთოხალი, აითი და სვითენლოუ ნოვემბერიც საინტერესო ზბორკაა
ისე სამეულები უფრო საინტერესო ყოფილა ვიდრე ათეულები და ასეულები biggrin.gif
BEKO
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 10214
წევრი No.: 6543
რეგისტრ.: 24-September 04

გამოგზავნილია: 22 Jan 2006, 21:58  #2477427      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
ALEXA
დაწერე შენი სამეული.
მე ვერ ვწერ
gigi.gif


--------------------
Кто делает, тот не понимает. Кто понимает, тот не делает. Он занимается пониманием.
А. П.
nakash
ოლიუნიდიზ


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7131
წევრი No.: 10939
რეგისტრ.: 21-June 05

გამოგზავნილია: 23 Jan 2006, 00:28  #2478331      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი · aim
კარგი ცუდი და ბოროტი
შეშლილი შეშლილი შეშლილ სამყარო
რაც გინახავს ვეღარ ნახავ


--------------------
ვაჰმე, რა უგზოდ დავდივართ,
ვაჰმე, როგორა ბნელაო! © ვაჟა ფშაველა
Ocelot
Captain EO


********
ჯგუფი: Members
წერილები: 25454
წევრი No.: 13684
რეგისტრ.: 17-October 05

გამოგზავნილია: 23 Jan 2006, 03:48  #2479304      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
QUOTE

''შერეკილები'' 
''ნატვრის ხე''
''სალო, ანუ სოდომის 120 დღე''


QUOTE

1-Gladiator
2-Kingdom Of Heaven
3-Lord Of The Rings 3


UncaS

QUOTE

- dvoinoi udar
- odinokii volk
- da po tu storonu polunochi


გვეკაიფები? biggrin.gif

QUOTE

1.Clockwork Orange
2. I.T (Stephen King's)
3.Sweet November


QUOTE

კარგი ცუდი და ბოროტი
შეშლილი შეშლილი შეშლილ სამყარო
რაც გინახავს ვეღარ ნახავ


ტიტუჰ-ტიტუჰ-ტიტუჰ-ტიტუჰ biggrin.gif ეს რას ხედავს ჩემი თვალები biggrin.gif არა ნუ, ამის ატანა უკვე შეუძლებელია. ძალიან მძიმე მდგომარეობაა შექმნილი კინემატოგრაფიის თემაში. სასწრაფოდ ზომებია მისაღები biggrin.gif


jack sparrow
captain jack


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2697
წევრი No.: 13355
რეგისტრ.: 5-October 05

გამოგზავნილია: 23 Jan 2006, 03:52  #2479316      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი
Ocelot
ხო ეს თემა ჯერჯერობით აშკარად არ ამართლებს ჩემს იმედებს, მერე ვნახოთ რა იქნება biggrin.gif
Ocelot
Captain EO


********
ჯგუფი: Members
წერილები: 25454
წევრი No.: 13684
რეგისტრ.: 17-October 05

გამოგზავნილია: 23 Jan 2006, 04:02  #2479347      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
jack sparrow

და შენ რას ელოდები? რატო არ წერ შენ სამეულს?
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (23) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: კავკასუს ონლაინი
[ Script Execution time: 0.0479 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]