forum.ge
reklama
თბილისის ფორუმი ... წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (114) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> BODYBUILDING ნაწილი 31
bedo-bedo89
W219


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2239
წევრი No.: 126456
რეგისტრ.: 25-January 11

გამოგზავნილია: 9 Apr 2013, 01:21  #35938026      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
მაშ ასე

წინა თემის 10 ყველაზე აქტიური მონაწილე:
user posted image

წინა თემების ბმულები:
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


მაშ ასე,
თუ გინდათ გახდეთ ასეთი:
user posted image
user posted image

ან ასეთი:
user posted image
user posted image

ან თუნდაც ასეთი:
user posted image
user posted image

მაშინ მოგვყევით.......

პირველ რიგში მივიღოთ მოტივაცია:





პირველადი რჩევები დამწყებთათვის:
1). კვება
კვება არის ბოდიბილდინგის უმნიშვლოვანესი ნაწილი.

კალორიები
http://nutritiondata.self.com/tools/calories-burned დღის განმავლობაში მიღებული კალორიების რაოდენობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. იმ შემთხვევაში, თუ დღის განმავლობაში მიღებული კალორიები აჭარბებს დახარჯულს, ხდება წონის მომატება. თუ იღებ ნაკლებ კალორიას, ვიდრე ხარჯავ, მოხდება პირიქით, ანუ დაიკლებ წონას. თუ რამდენი კალორიია თითოეული ადამიანისთვის საჭირო, დამოკიდებულია ასაკზე, სქესზე, წონაზე, სხეულის მშრალ წონაზე, სიმაღლეზე და აქტიურობის დონეზე.
თუ გინდათ, რომ მოიმატოთ კუნთოვანი წონა, დღიურად მიღებული კალორიების რაოდენობა უნდა იყოს დახარჯულზე რამდენიმე ასეულით მეტი. თუ გინდათ, რომ დაიკლოთ ცხიმი, საჭიროა დახარჯოთ მიღებულზე რამდენიმე ასეულით მეტი კალორია.

1 გრამი ნახშირწყალი - 4 კალორია
ცილა (პროტეინი) - 4 კალორია
ცხიმი - 9 კალორია
ალკოჰოლი - 7 კალორია


წყალი
წყალი არის ყველაზე მნიშვნელოვანი ნივთიერება თითქმის ყველა ცოცხალი ორგანიზმისთვის. წყლის სმა არის ჯანმრთელობისთვის ძალიან კარგი, განსაკუთრებით თირკმელებისთვის. დღის განმავლობაში დალიეთ დაახლოებით 3 ლიტრი წყალი.
* * *
ცილა (პროტეინი)
ცილა, ნებისმიერი ბოდიბილდერისთვის არის უმნიშვნელოვანესი საკვები ნივთიერება. მიიღეთ მინიმუმ 2 გრამი ცილა, სხეულის 1კგ -ზე. ცილა წარმოადგენს კუნთების საშენ მასალას.
ცილებით მდიდარი პროდუქტები:
შემცველობა 100 გრამზე
ნიანგის ხორცი=========33-37გ
სოიო================26-30გ
ლობიო==============19-24გ
საქონლის ხორცი=======24-29გ(სხვადასხვა ნაწილების მიხედვით)
მიწის თხილი========= 20-30გრ
თევზი============== 10-25გრ
ყველი===============7-25 გრ(მკვეთრად ცვალებადი სახეობების მიხედვით)
ღორის ხორცი==========4-22გ(მკვეთრად ცვალებადი ნაწილების მიხედვით)
ქათმის ხორცი=========22-28გ
კვერცხი(1ცალი)========8გ
ხაჭო(უცხიმო)=========15-17გ
იოგურტი(უცხიმო)======5-6გ
უცხიმო რძე=========== 2.5-3 გრ
პური ================4-12 გრ

ნახშირწყალი
ნახშირწყალი საუკეთესო ენერგიის წყაროა. ის ადვილად იქცევა გლიკოგენად (კუნთებში მოთავსებული ენერგიის მთავარი ფორმა). შაქრის და სხვა მაღალი გლიკემიური ინდექსის მქონე ნახშირწყლების მიღება სასურველია მხოლოდ ვარჯიშის დამთავრებისთანავე. დღის განმავლობაში შეგიძლიათ მიიღოთ: ცოცხალი ხილი, ბოსტნეული, ბრინჯი, მაკარონი, დაღერღილი ფქვილის პური, კარტოფილი, შვრია, ხორბალი...
ნახშირწყლებით მდიდარი პროდუქტები:
შემცველობა 100 გრამზე
თაფლი=========75-84გრ
შოკოლადის ბურთულები(start, nesquik)=======78გრ
შოკოლადი=======15-75გრ(ცვალებადი სახეობის მიხედვით, შეამოწმეთ შეფუთვაზე)
მაკარონი========50-75გრ
წიწიბურა========30-65გრ(ცვალებადი სახეობის მიხედვით)
ჰერკულესის ფაფა===35-45გრ
კარტოფილი=======20-25გრ
ხილის წვენები=====13-20გრ
ბანანი===========22-30გრ

ცხიმები
ეცადეთ, რომ ცხიმი შეზღუდოთ. თავი აარიდეთ არაჯანსაღ ცხიმებს, რომლებიც ძირითადად ცხოველური წარმომავლობისაა. ცხიმის კარგი წყაროებია: თევზი, თხილი, მარცვლეული, ზეითუნის ზეთი, მზესუმზირის ზეთი.

ალკოჰოლი
1) ალკოჰოლი 20%-ით ამცირებს ცილის სინთეზს.
2) ნაბახუსევზე ვარჯიში არის უხარისხო (გაკარგვინებს ინტენსივობას).
3) ახდენს კუნთუვანი ბოჭკოების დეჰიდრირებას რაც ასევე ცუდად აისახება ვარჯიშზე.
4) ამცირებს ტესტოსტერონის დონეს.
ამოტომ რჩევა იქნება, უარი თქვათ ალკოჰოლზე!

ვიტამინები და მინერალები
ვიტამინები და მინერალები არიან ძირითადი საკვები ნივთიერებები, რომლებიც ძალიან კარგია ჯანმრთელობისთვის. თუ რეგულარულად მიიღებთ მარცვლეულს, ცოცხალ ხილს და ბოსტნეულს, თქვენი ორგანიზმი აივსება აუცილებელი ვიტამინებით და მინერალებით.


2). ვარჯიში
user posted image
http://muscleandstrength.com/exercises/abs... ინალი (მუცლის კუნთები))
http://muscleandstrength.com/exercises/back.html ზურგი
http://muscleandstrength.com/exercises/biceps.html ბიცებსი
http://muscleandstrength.com/exercises/calf.html წვივები
http://muscleandstrength.com/exercises/chest.html მკერდი
http://muscleandstrength.com/exercises/forearms.html მკლავი
http://muscleandstrength.com/exercises/hamstrings.html ჰამსტრინგი
http://muscleandstrength.com/exercises/quads.html კვადრიცებსი
http://muscleandstrength.com/exercises/shoulders.html მხარი
http://muscleandstrength.com/exercises/traps.html ტრაპეცია
http://muscleandstrength.com/exercises/triceps.html ტრიცეფსი

ეს კი ჩვენი მეგობრის shogun -ის მიერ შედგენილი პროგრამა დამწყებთათვის
QUOTE
დამწყებისთვის ყველაზე ეფექტურია და ოპტიმალური კვირაში 3-ჯერ ვარჯიში. მაგალითისთვის დავწერ პროგრამას ზოგადი ბაზის ჩამოსაყალიბებლად დამწყებისათვის

დღე 1 ორშაბათი

მკერდი (3 ვარჯიში, 3 მისვლა თითო ვარჯიშში, 8-10 გამეორება)
ზურგი(ე.წ. ბაკავიკი) 2X3X8-10
ფეხი - 1-2 ვარჯიშიX4მისვლაX8გამეორება + წვივები 3 მისვლაX15 გამეორება
პრესი - ზედა, ქვედა, გვერდები. 10-15 წთ.

დღე 2 ოთშაბათი

მხარი 3 ვარჯიში, 3 მისვლა, 8-10
წელი 3X10
ხელები:
ბიცეპსი 3 ვარჯიში, 3 მისვლა, 8-10 გამეორება
ტრიცეპსი 3 ვარჯიში, 3 მისვლა, 8-10 გამეორება
პრესი - ზედა, ქვედა, გვერდები. 10-15 წთ.

პარასკევს იქნება ისევ დღე 1, ორშაბათს უკვე დღე 2. ასე და ამრიგად თითოეულ კუნთზე კვირაში ხან ერთი ვარჯიში ხან 2 გამოდის(პრესის გარდა, პრესი ყოველ ვარჯიშზე კეთდება). თუმცა აქვე გაითვალისინეთ რომ იგივე კუნთზე თუ ამ დღეს შედარებით მძიმე წონებით ივარჯიშეთ, შემდეგი ვარჯიში იგივე კუნთზე ნაკლები წონით უნდა მოხდეს ხოლო შემდეგი უკვე შეიძლება მოუმატოთ.
ასე დაახლოებით 2,5 -3 თვის განმავლობაში. ამ პერიოდში თქვენ მიაღწევთ თქვენი მოკლევადიანი შესაძლებლობების მაქსიმუმს,ამ პერიოდს ციკლი ეწოდება. შემდეგ უნდა შეისვენოთ 7-10 დღე.
შესვენების შემდეგ შედეგბი რა თქმა უნდა შემცირდება მაგრამ შემდგომი ციკლის დამთავრებისას თქვენი მონაცემები 10-20% უკეთესი იქნება ვიდრე წინა ციკლის დასრულებისას. შემდეგ კვლავ დასვენება და კვლავ ახალი ციკლი.

თუმცა შეგიძლიათ შეიტანოთ ცვლილებები პროგამაში. ჩაატარეთ ექპერიმენტები ეს საუკეთესო საშუალებაა შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი პროგრამა რადგანაც ყველას ინდივიდუალური აღქმა აქვს ვარჯიშებისადმი.


ამ ვებ გვერდებზე შეგიძლიათ თქვენი სურვილისამებრ აარჩიოთ სავარჯიშო პროგრამა.
http://www.bodybuilding.com/fun/workout.htm
http://www.muscleandstrength.com/workouts/main.html

ინფორმაცია კვებაზე:
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

* * *
ინფორმაცია საკვებ დანამატებზე:
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


რა "სარგებლობა" მოაქვს ალკოჰოლს!
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


ჩამონათვალი დარბაზებისა სადაც შეძლებთ ვარჯიშს. მიაქციეთ ყურადრება, რომ ფასები იცვლება და შეიძლება არ დაემთხვეს აქ მოყვანილს[B]
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


[B]ესეც საინტერესო საიტები:

http://sportswiki.ru/
http://www.smolpower.ru/


წარმატებებს და მჭლე ხორცს გისურვებთ!!!


This post has been edited by bedo-bedo89 on 9 Apr 2013, 01:22
vasovaso92
amunt valencia


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1876
წევრი No.: 151015
რეგისტრ.: 16-June 12

გამოგზავნილია: 9 Apr 2013, 01:29  #35938136      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
მოვედი bis.gif
--------------------
Twister
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 11193
წევრი No.: 89973
რეგისტრ.: 27-April 09

გამოგზავნილია: 9 Apr 2013, 01:43  #35938279      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი
ფიქსირ smile.gif


--------------------
http://forum.ge/?showuser=89973
i-L-i-A-D-i-S-i
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5946
წევრი No.: 82685
რეგისტრ.: 18-January 09

გამოგზავნილია: 9 Apr 2013, 02:15  #35938561      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
ფიქსირ მეც smile.gif) .



--------------------
გაანებე მაგას თავი, ეგ პიდარასტი არაა!! (c) აქციის მონაწილე
vasovaso92
amunt valencia


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1876
წევრი No.: 151015
რეგისტრ.: 16-June 12

გამოგზავნილია: 9 Apr 2013, 02:21  #35938607      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
რა მაინტერესებს საქართველოში კაი დარბაზებში სიარული ძვირი რო ღირს საზღვარგარეთაც ძვირია სიარული თუ უფრო დაბალი ფასებია?

This post has been edited by vasovaso92 on 9 Apr 2013, 02:21
i-L-i-A-D-i-S-i
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5946
წევრი No.: 82685
რეგისტრ.: 18-January 09

გამოგზავნილია: 9 Apr 2013, 02:32  #35938697      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
vasovaso92
მე ბუდაპეშტში ვარ და ძაან მაგარი დარბაზი+ბასეინი+საუნები+ჟაკუზი და ნებისმიერ დროს შესვლა, რამდენჯერაც გინდა, 100 ლარი გამოდის ამ კურსით. არადა თბილისში 140 ლარს ვიხდიდი, ძაან პატარა დარბაზში და ბასეინში 1 საათში. biggrin.gif

This post has been edited by i-L-i-A-D-i-S-i on 9 Apr 2013, 02:33
zvio89
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2936
წევრი No.: 58503
რეგისტრ.: 15-April 08

გამოგზავნილია: 9 Apr 2013, 05:09  #35939245      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი
0000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000


--------------------
1.fiat chinkuechento 0.9 mt
2.nissan micra 1.3 mt
3.subaru forester S20 at
4.toyota altezza 2.0 mt
5.mitsubishi galant VR4 2.5 tt
6.bmw 318 is mt
elfox
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 771
წევრი No.: 105663
რეგისტრ.: 23-November 09

გამოგზავნილია: 9 Apr 2013, 06:43  #35939310      · პროფილი · პირადი მიმოწერა
დავფიქსირდე smile.gif)))
წარმატებები ყველას


--------------------
[img]http://r9.fodey.com/2191/0656b61960b84583b2d2af24461cb20c.0.gif[/img]
Mr Adam
ფრთხილად!


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6384
წევრი No.: 91471
რეგისტრ.: 15-May 09

გამოგზავნილია: 9 Apr 2013, 09:05  #35939463      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
blue_velvet

QUOTE
კი მარა ხაჭოს რამდენი ხანი უნდა გადამუშავება? კონტეინერში მოხარშული ქათმის ხორცი.. 150 გრამი მეტი არ გინდა. სადღაც 35-40 გრამი ცილა არი.


დიდი ხანი უნდა ვიცი.. user.gif
პროსტა ვერ ვატარებ ამ კონტეინერს წინ და უკან..

DaviD Davidson

QUOTE
არ ვარგა ეგეთ დროს, ნახშირწყლები არაა საერთოდ, ცილა კასეინია და რამდენიმე საათი უნდა ათვისებას და თუ მშიერი ხარ, ეგ ცილაც ენერგიაზე წავა...


სულ არაფერს ხო ჯობია მაინც?.. user.gif


--------------------
456 8789 444441 11554541789310245
121212 54544546 585787 6699999
789845658798 54 36453879 458
7878489103 4587 45877
grindelvaldi
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3026
წევრი No.: 120105
რეგისტრ.: 26-August 10

გამოგზავნილია: 9 Apr 2013, 09:07  #35939470      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
დავფიქსირდეთ ახალ თემაში biggrin.gif

30 ფიქსირ


--------------------
Out of every one hundred men, ten shouldn't even be there, eighty are just targets, nine are the real fighters, and we are lucky to have them, for they make the battle. Ah, but the one, one is a warrior, and he will bring the others back

Heraclitus
blue_velvet
My brain thinks bomb like So I listen he's a calm type


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 932
წევრი No.: 153653
რეგისტრ.: 3-September 12

გამოგზავნილია: 9 Apr 2013, 09:39  #35939569      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
რაც მეტ წონას ვიმატებ სულ უფრო და უფრო ვატყობ რომ არ მიხდება არც ტანზე და არც სახეზე. გამოშრობის დროა ალბათ
ucxo777
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 474
წევრი No.: 152570
რეგისტრ.: 1-August 12

გამოგზავნილია: 9 Apr 2013, 10:11  #35939696      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
ფიქსირ ფიქსირ bis.gif

---------------------------
ROLIKA_24
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3728
წევრი No.: 105053
რეგისტრ.: 16-November 09

გამოგზავნილია: 9 Apr 2013, 10:27  #35939776      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
გილოცავთ bis.gif

სულ გაზდაში და გამოშრობაში

vasovaso92

პრაიმფიტნესი საკაიფო დარბაზი +ჯაკუზი +ბასეინი +საუნა+ პარნოი.

2 წლის წინ დავიდოი ვაკეში ზუმის აქცია იყო 70 ლარი გამოდიოდა კაცზე ყოველდღე დილის9ცხრიდან გამის 10მდე ეგ ზუმის აქცია თუ აქვთ ძალიან კაი ფასი გამოდის საბურთალოზეა ეხლა როგორც ვიცი იქიდან გადავიდნენ

This post has been edited by ROLIKA_24 on 9 Apr 2013, 10:30
Top-Gun
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3044
წევრი No.: 81815
რეგისტრ.: 7-January 09

გამოგზავნილია: 9 Apr 2013, 10:33  #35939807      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
პირველი გვერდი. bis.gif

წარმატებები. smile.gif


--------------------
+
Reser
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1714
წევრი No.: 115377
რეგისტრ.: 10-May 10

გამოგზავნილია: 9 Apr 2013, 10:36  #35939836      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
ლიპო არის სირობა კიდევ ერთხელ ვიმეორებ!!!

მეორე თვეა ვსვამ ლიპო 6X-ს და არანაირი შედეგი (არადა მოგეხსენებათ კვებას სერიოზულ ყურადღებას ვაქცევ + ვარჯიში არც კარდიოს ვაგდებ)
მაგრამ სტაბილურად თვეში 1.3 კგს ვიკლებ მეტს ვერა

ალბათ ეს ჩემზე არ მოქმედებს...


--------------------
posted by genius :drug:
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (114) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: კავკასუს ონლაინი
[ Script Execution time: 0.0360 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]