forum.ge
reklama
FORUM.GE ... წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (194) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> თმის მოვლა და გაზრდა, სწრაფად გაზრდის მეთოდები♥ რაპუნცელები Vol 15
narkozeli
გვანც ♥


*******
ჯგუფი: co-Moderators
წერილები: 13396
წევრი No.: 55083
რეგისტრ.: 6-March 08

გამოგზავნილია: 23 May 2013, 22:02  #36554259      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
თმის სწრაფი ზრდისთვის აუცილებელია მისი მოვლის ინდივიდუალური სქემის შედგენა, მოვსინჯოთ, ვის რა მოგვეწონება და იმის მიხედვით ავირჩიოთ თითოეულისთვის საყვარელი ნიღაბი, ზეთი, ვიტამინი და სხვ.

ვიტამინები

არსებობს ვიტამინის უამრავი კომპლექსი, ცვენის საწინააღმდეგო, აღმდგენი, ზრდისთვის და სხვ. ვიტამინის შეძენისას გაითვალისწინეთ, რომ თმისთვის უმთავრესია А, Е, С და В ვიტამინები. უკეთესია თუკი ამ ვიტამინეს ბუნებრივი, ანუ საკვების გზითაც მივიღებთ. A აუმჯობესებს თმის სტრუქტურას, მატებს მას ელასტიურობს და სირბილეს. ის სასარგებლოა მტვრევადი და მშრალი თმისთვის. უხვად არის კვერცხის გულში, სტაფილოსა და კარაქში.. B ჯგუფის ვიტამინები ხდის თმას ძლიერს და ებრძვის ჭარბ ცხიამიანობას. B2 და B8 თმის ცვენის საწინააღმდეგოა, B9 გაჭაღარავებას „უშლის“ ხელს. ეს ვიტამინები საკმაოდ არის მარცვლეულ კულტურებში, მზესუმზირასა და თხილში, ასევე ხალვასა და ლუდშიც. ვიტამინი C სისხლძარღვებს ამაგრებს და იცავს თმის ფოლიკულს. კომბოსტო, ბულგარული, ციტრუსები და სხვ. E თავში სისხლის მიმოქცევას არეგულირებს, ის თმას ბზინვარებას და სიჯანსაღეს მატებს. ზეთი, თხილი და მზესუმზირა.

ვიტამინები, რომლებიც ნდობით და მოწონებით სარგებლობს:

Inneov Густота волос-Vichy, «Перфектил“ - დასავლეთის რჩეული ) მას გლამურულ ვიტამინს უწოდებენ, ძალიან კარგად მოქმედებს თმის ზრდაზე, მის სტრუქტურაზე, კანსა და ფრჩხილებზე. ძალიან ძალიან ეფექტურია, თუმცა გვახსოვდეს, რომ უნდა მივიღოთ ნოყიერი სადილის შემდეგ, რადგან მშიერ კუჭზე იწვევს ცუდ უკუჩვენებებს, კერძოდ, მუცლის ტკივილი, ღებინება და სხვ. Нутрикап, Биотин, Пантовигар-თმის დიფუზური ცვენის საწინააღმდეგო, აღდგენს თმის სტრუქტურას. Мерц Бьюти, Фитовал, Ревалид.. ასევე ე.წ Пивные дрожжи- «Эвисент» , «Нагипол“... ასევე ჩვენთან პოპულარობით სარგებლობ აევიტი და კიდევ ჩემგან გირჩევთ, გაზაფხულია და მოვიმარაგოთ C ვიტამინის მარაგი, დრაჟეს მეშვეობით...

ვიტამინების ქვეპუნქტი, გულისხმობს კვების მოწესრიგებასაც :

ვჭამოთ ბევრი ხაჭო, ბოსნეული, ხილი, მოხარშული კვერცხი და ხორცი, თევზეული, ზეითუნის და სელის ძეთი მივიღოთ უზმოზე ან სალათებში მაინც გავურიოთ, ჰერკულესის ფაფა, თაფლი, ნატურალური წვენები და რაც მთავარია მინიმუმ 2 ლ. წყალი. შევამციროთ: ტკბილეული, მარილიანი და ცხიამიანი საჭმელი, გაზიანი სასმელები, ყავა და სიგარეტი, ალკოჰოლი. ასევე ამ პუნქტში დავამტებ, რომ ნორმალური ძილი, ჯანსაღი თმის ერთ-ერთი უმთავრესი შემადგენელია.. * ჩემთვის ყველაზე ძნელი ეს ნაწილია : )

სახლის პირობებში დამზადებული ნიღბები

ოპტიმალური რეზულტატისთვის კვირაში ერთხელ ვიკეთებთ “გამახურებელ“ ნიღბებს, ერთხელ დანარჩენებს (ცვენის საწინააღმდეგო, ბზინვარებისთვის, მოცულობისთვის და სხვ. ). ყოველი ნიღბის წინ აუცილებლად ვხმარობთ ზეთებს, თუკი ნიღბებზე უარს ამბობთ, იხმარეთ მხოლოდ ზეთები. შეიძლება შედეგი ისეთი სრაფი არ იყოს, მაგრამ თმა გაჯანსაღდება, გამოიკვებება და შედეგად კი სიგრძეც არ დააყოვნებს : )ბევრს მოწონს სკრაბები : მარილის და ყავის.. პირველი არ არის მიზანშეწოლილი ნაზი კანის მფლობელებისთვის..

როგორ დავამზადოთ ნიღბები :


მდოგვი

-2 სუფრის კოვზი მდოგვის ფხვნილი;
-2 სუფრის კოვზი ცხელი წყალი;
-1 კვერცხის გული;
-1 სუფრის კოვზი ზეითუნის ან ნებისმიერი სხვა ზეთი (თუ სიმხურვალეს არ გრძნობთ შეამცირეთ ზეთის ოდენობა);
-2 ჩაის კოვზი შაქარი (რაც მეტია შაქარი მით უფრო „ცხელია“ ნიღაბი)
მდოგვს ჯერ წყლით ვაზავებთ, შემდეგ ვუმატებთ დანარჩენ ინგრედიენტს, თუკი ვერ გრძნობთ გამახურებელ ეფექტს, დააყენეთ ნიღაბი ბნელ ადგილას რამდნეიმე საათის ან თუნდაც მთელი ღამის განმავლობაში. ნიღაბს ვისმევთ „პრაბორებზე“, ყველანაირად ვცდილობთ არ მოგვიხვდეს თმაზე, განსაკუთრებით მშრალ ბოლოებზე. ვიჩერებთ 15-40 წუთი. უნდა შევიხვიოთ ცელოფნით, ან დუშის ქუდით, ზევიდან პირსახოციც კარგი იქნება, მეტად იმქომედებს . ჩამოვიბანოთ გრილი წყლით და შამპუნით. ყურადსაღებია, რომ ჯობს ჯერ რომელიმე ზეთი წავისვათ თავზე გავიჩეროთ მინიმუმ ერთი საათი (ზეთს თუ მთელს სიგრძეზეც წაისმევთ, მხოლოდ გააუმჯობესებთ საბოლოო შედეგს) და მხოლოდ შემდეგ დავიდოთ თავზე მდოგვის ნიღაბი. მე შამპუნის მერე ბალზამსაც ვისმევ. !!! მაღალწნევიანებისთვის არ არის რეკომენდებული, რადგან სისხლის მიმოქცევას აჩქარებს, სწორედ ამის ხარჯზე ფოლიკულებს აცოცხლებს ასე რომ ვთქვათ, შესაძლოა ოდნავ წნევა აწიოს, ამიტომ, ჯერ გაარკვიეთ ხართ თუ არა ჰიპერტონიკი. (იმედი მაქვს არცერთს გვაქვს ეს პრობლემა ). კურსი 2-3 თვე.


დიმექსიდი

ვამატებთ ნიღბებში რათა მკვებავმა ნივთიერებებმა უკეთ და უფრო ადვილად შეაღწიონ თმის ძირებში,ფოლიკულში.
-1 კოვზი „რეპეინოე“ + 1 კოვზი „კასტორკა“+1 კოვზი ვიტამინი ა + 1კოვზი ვიტამინი ე + დიმექსიდი 1/3 კოვზი.
დიმექსიდის ნიღაბს ვისმევთ მხოლოდ ძირებზე, იგივეაირად, როგორც მდოგვისას. ის არ უნდა ახურებდეს ან წვავდეს, თუ ეს ხდება სასწრაფოდ უნდა ჩამოვიბანოთ, რადგან დიმექსიდის დოზაა გადამეტებული. კურსი 1 თვე,შემდეგ 2 თვიანი შესვენება .


პერცოვკა

აფთიაქებში იყიდება настойки стручкового перца («перцовка»), თუმცა შეგიძლიათ თავად დაამზადოთ : ვჭრით წიწაკას რგოლებად, ვაწყობთ სტექკლოს ქილაში ვასხამთ კონიაკს ან არაყს, დაყენებას უნდა მინიმუმ 4 დღე.
-1 სუფრის კოვზი „პერცოვკა“;
-1 სუფრის კოვზი კასტორკა ან რეპეინოე;
-1 სუფრის კოვზი თმის ნებისმიერი ბალზამი ! მე არ ვუმატებ.
!!! გავუფრთხილდეთ თვალებს. ვისმევთ თმის ძირებზე, ვიხვევთ თავს თბილად.
უნდა გრძნობდეთ გარკვეულ წვას, თუ ასე არ ხდება პერცოვკა უნდა გავაზავოთ წყალში 1:1, თუ მეტი წვა გინდათ 1:3-თანაც შეიძლება. ნიღაბი მოქმედებს უშუალოდ ზრდაზე და თმის ძირების გაძლიერებაზე. თმის ცვენის შესაჩერებლად ნიღაბს ვიკეთებთ 10 დღეში ერთხელ, თმის ინტენსიური ზრდისთვის 2ჯერ. კურსი 2-3 თვე.

კაკაო. აბსოლუტური ლიდერი ჩვენს თემაში.. ყველას სიყვარული ))))

-200მლ კეფირი, არაჟანი, მაწონი ან ნაყიდი ნიღაბი (უსილიკონო და პარაბენების გარეშე მასს-ში არის ელსევის ვარდისფერი ნიღაბი );
-2კოვზი კაკაოს ფხვნილი (შაქრის, რძის ფხვნილის და სხვა დანამატების გარეშე, ჩვეულებრივი კაკაო);
-1კოვზი ზეთი-ზეითუნი,ქოქოსი,რეპეინოე,კასტორკა, ნუში, აბრიკოსი-ნებისმიერი;
-კვერცხის გული.
ავურიოთ ერთმანეთში,ოდნავ შევათბოთ და წავისვათ თმაზე, შევიხვიოთ ცელოფანის პარკით, დავუაროთ ფენით, შემდეგ პირსახოცით გავიხვიოთ თავი. გავიჩეროთ 1-2 საათი. შედეგი: მოცულობა, თმა საოცრად ბზინავს, ლამაზ ფერს იღებს და შოკოლადის სუნი , ამაგრებს თმის ძირებს.. ზოგს უშრობს ბოლოებს, ამიტომ აქაც ჯობს ჯერ ზეთი წავისვათ და ერთი საათის შემდეგ კაკაოს ნიღაბი.

ჟელატინის

თმის ცვენის საწინააღმდეგო, თმის სრუქტურის გამაჯანსაღებელი ნიღაბი.
-2 სუფრის კოვზი ჟელატინი;
-6 სუფრის კოვზი ცხელი წყალი;
-2 ცალი კვერცხის გული.
ნიღაბი ოდნავ გაცივდეს, ბოლომდე არა, გაქვავდება.მერე ვუმატებთ კვერცხის გულს. შემდეგ წავისვათ ნამიან თმაზე, გავიჩეროთ ნახევარი საათი.

საფუარის

-0,5 ჭიქა კეფირი (მაწონი ან არაჟანიც შეიძლება);
-2 კოვზი „დროჟი“;
-1კოვზი შაქარი ან თაფლი.
ყველა კომპონენტი შევურიოთ ერთმანეთში, სანამ ქაფი არ გაჩნდება, შემდეგ წავისვათ თმის ძირებზე და ჩამოვიბანოთ 40 წუთში.

დარიჩინი

ვურევთ 1-2 კოვზ დარიჩინს ნებისმიერ ზეთში, ნაყიდ ნიღაბში ან არაჟანში. ვისმევთ თმის ძირებზე, შევიხვიოთ თავი პარკით, შევათბოთ ფენით, შემდეგ გავიხვიოთ თავი პირსახოცით. 30-60 წუთში ჩამოვიბანოთ. უნდა იყოს „წვის“, „წიწკნის“ ეფექტი.


ნიორი, ხახვი

- გავურიოთ ზეთებში, შეგვიძლია დავუმატოთ კონიაკი, კვერცხის გული, მოკლედ ფანტაზიას მივენდოთ. იგულისხმება ხახვის წვენი და გატარებული ნიორი..
ყველაზე ეფექტური თმის ცვენის საწინააღმდეგოდ !!!


შავი პური

შავი პური 100-200გრ. დავასხათ 0.5 ჭიქა მდუღარე წყალი,ბალახეულის ნაყენი ან ლუდი. დავტოვოთ 1 სთ - 10სთ. გამოვწუროთ მარლაში მიღებული, დავუმატოთ კვერცხის გული, ზეთი (ცოტა), თაფლი. შეგიძლიათ კონიაკის დამატებაც ბზინვარებისთვის.შევიხვიოთ. გავიჩეროთ 30-60 წუთი. შამპუნს არ საჭიროებს. მე ბალზამს ვხმარობ, ამ ნიღბის/შამპუნის(მოხსენებულია, როგორც ნატურალური შამპუნი) მერე.


თმის სწრაფი ზრდისთვის

გათქვეფილ კვერცხის გულს დაუმატეთ 1სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი, ათი წვეთი ვიტამინი ა და 50გრამი სპირტი ან არაყი. მიღებული მასა ტმის ძირებში სეიზილეთ და ჩამოიცვით პოლიეთილენის პარკი. გააწერეტ 1საათი და ცამოიბანეთ. ნირაბი კვირაში ერთხელ კეთდება.


თმის სავლები დამზადებული ბალახეულის ნაყენისგან

პოპულარობით სარგებლობს : გვირილის, ჭინჭრის, ოხრახუშის, პიტნის ( უფრო ძირებზე, სპრეის სახით) და უამრავი სხვა. ნაყენები მოქმედებენ თმის ფერზეც.


თმისთვის ასევე არაჩვეულერივი ბუნებრივი საშუალებაა ხნა

უფერულიც და ჩვეულებრივიც. გირჩევთ ნიღბებს ხნით. აქ მიეცით გასაქანი თქვენს ფანტაზიას. მე მომწონს ასე : ხნა გაზავებული გვირილის ნაყენით, დამატებული ცოტა ყავა (იგულისხმება არა მარცვლები ან ფხვნილი , არამედ ნახარში -სითხე), ლიმნის წვენი, კონიაკი. თმა არის საოცრად დავარდნილი, თითქოს უფრო სქელი, საოცრად მზინავი და რაღაც მოოქროსფრო ხაზები დაყვება. ფერი გვირილის და ლიმნის შედეგია. თუკი ეს არ გინდათ დააყენეთ წყალზე დაუმატეთ ყავა და სულ ეგ არის. ხნა არაჩვეულებრივი საშუალებაა ქერტლის საწინააღმდეგოდ.
თუ გინდათ, რომ თმას მიეცეს არა წითელი არამედ მოოქოსფრო ფერი, ხნა უნდა გავაზავოთ გვირილის ნაყენით, დავუმატოთ კვერცხის გული, თაფლი, კურკუმა, დარიჩინი, ლიმნის წვენი, ზეთები და ვიტამინები ( გემოვნებით ) ))


სხვადასხვა ნიღბები

ერთი კვერცხის გული, 1 სუფრის კოვზი თაფლი, 1 სუფრის კოვზი კონიაკი და თითო კოვზი ატმისა და კომბოსტოს ახალგამოწურული წვენი კარგად აურიეთ ერთმანეთში. მიღებული ნარევი წაისვით სუფთა თმაზე და ორ საათს გაიჩერეთ. თუ ამ ნიღაბს სამი თვის განმავლობაში კვირაში ერთხელ გაიკეთებთ, შედეგს აუცილებლად დაინახავთ – თმის ცვენა შეგიმცირდებათ და თქვენს ბუნებრივ სამკაულს ბრწყინვალება შეემატება.

ერთი პაკეტი (25 გრამი) უფერული ინა გააზავეთ იმდენ კეფირში, რომ არაჟანისებრი მასა მიიღოთ. ნარევი წაისვით თმაზე, გაიჩერეთ 30 წუთს და კარგად ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ეს ნიღაბი არამარტო გაამაგრებს თმის ძირებს და შეაჩერებს ცვენას, არამედ თმას არაჩვეულებრივ ბზინვარებას შესძენს.

თმის ცვენის შეჩერება შესაძლებელია კოსმეტიკური თიხისა და ზღვის მარილის ნიღბების საშუალებით. შეიზილეთ მათი მასა თმაში, გაიჩერეთ 15 წუთის განმავლობაში და შემდეგ, თბილი წყლით ჩამოიბანეთ. თიხასა და ზღვის მარილს ადრსობრირების თვისება გააჩნიათ და თმის ფოლიკულებს ზედმეტი ცხიმისგან ათავისუფლებენ.




თმის ფერის გაღიავებისთვის: 2 კოვზი თაფლი, 6 კოვზი წყალი - დავაყენოთ 1 საათით, შემდეგ დავუმატოთ 1 კოვზი დარიჩინი, 1 კოვზი ზეითუნის ზეთი, დავიდოთ თავზე, გავიჩეროთ 2 საათი. შემდეგ შეგიძლიათ გაზარდოთ ხანგრძლივობა.

თუკი თქვენ თმის ფერის გამუქებაგსურთ, სავლების სახით გამოიყენეთ შავი ჩაისა და ყავის ნაყენი, ასევე ზეთებიდან უპირატესობა აბულათანის მიანიჭეთ და არ დაგავიწყდეთ კონიაკი უმეტეს ნიღაბში.. შეგიძლიათ მიმართოთა ხნისა და ბასმის ნაზავს )) აღსანიშნია, რომ გამაღიავებელი ბუნებრივი საშუალებებისგან განსხვავებით, ზემოთ აღნიშნულები აცილებით უფრო მკვეთრ ბზინვარებას და ტონს ანიჭებენ თმას..


ასევე თმის ზრდისთვის დღეს მთელს მსოფლიოში იყენებენ ცხენის შამპუნს . შეგიძლიათ მოიპოვოთ უამრავი ინფორმაცია გუგლში.

ეფექტურია თმის ძირების გაძლიერება ხელების მასაჟით გაიკეთეთ თითებით წრიული მოძრაობები თავის კანის აქტიური გაწმენდისთვის 3-ჯერ _ თავის ყველა პერიფერიიდან ცენტრის მიმართულებით. იგივე მოძრაობები გაიმეორეთ 3-ჯერ _ ცენტრიდან პერიფერიებისკენ. ასეთი მასაჟი ჩაიტარეთ ყოველ დღე 3-4 წუთის განმავლობაში. უმჯობესია, დღეში ორჯერ _ დილას და საღამოს.

ნაყიდი ნიღბებიდან მოგვწონს დომაშნიე რეცეპტის და ბებია აგაფიას სერიები, ასევე ელსევი და გარნიეს მწვანე სერია, პროფ კოსმეტიკა კერასტაზი, ლაში, ლაკმე, მოკლედ სალონის საშუალებები..
.. სრულიად "ჯანმრთელი" შამპუნი და ბალზამი აქვს ნატურა სიბერიკას..

ზეთები, რომლებიც გვიყვარს : რეპეინოე, კასტორკა - აბუსალათინი, ქაცვი, ზეითუნი... ასევე კარგია ქოქოსი, ჟოჟობა, ნუში, ატამი და უამრავი სხვა.. კარგია ეთერზეტებიც, როგორც ნიღბებში, ასევე შამპუნებსა და ბალზემებში ( საკმარისია 2-3 წვეთი ). ზრდის სტიმულატორები როზმარინი, ლავანდა; ბზინვარებისთვის, პირველ რიგში, ილანგ-ილანგი, ასევე ნებისმიერი ციტრუსის ეთერზეთი.

ზეთებს ვიზელთ თმის ძირებსა და მთელს სიგრძეზე ვიჩერებთ 1-2 საათს, სიგრძეზე შეგიძლიათ მთელი დღე და ღამეც კი გაიჩეროთ.. სასურველია ყოველი ნიღბის წინ წავისვათ ზეთი..
ზეთების ჩამობანას გირჩევთ ბალზამის ან ნაყიდი ნიღბის საშუალებით. ანუ ჯერ ვისმევთ ბალზამს, ჩამოვიბანთ ამ ზეთებს და მხოლოდ შემდეგ შამპუნს. გაცილებით გაგიადვილებთ ზეთების გამორეცხვას თმიდან.
კიდე ზრდის მასტიმულირებელია თმის ხშირად ვარცხნა. დავასხათ ხის ჯაგრისს 1-2 წვეთი და ცავიტაროთ არომავარცხნა )))) სასიამოვნო და სასარგებლო პროცესი.

ზეთები კვებავს თმას, ანიჭებს მას ბზინვარებას, აუმჯობესებს სტრუქტურას და თავიდან გვაცილებს ისეთ პრობლემას, როგორიცაა გამომრალი ბოლოები, ანუ თმის გაყოფის"ფენომენი" )))) ამისთვის ასევე გირჩევთ "ნაწნავს ზეთში " . ანუ ვასხამთ ჭიქაში, სასურველია ერთჯერადი, ზეთებს ვიტამინებს, ისე რომ იყოს მინიმუმ 2 სმ, ვიწნით ნაწნავს, ვკეცავთ ორ ნაწილად და ვყოფთ ამ ჭიქაში, ჭიქას ვამაგრებთ თმაზე, ვისაც როგორ მოგვეხერხება, მე თმისსამაგრით მსვენივრად ვაფიქსირებ )))) ვიჩერებთ 1 საათს მაინც, მე ვცდილობ 2 საათი მაინც დავუთმო ამ პროცედურას... ძალიან მარტივია სინამდვილეში და უზომოდ შედეგიანი. თავად ნახავთ როგორ შეიწოვს თმა ამ ზეთს.. შეგიძლიათ მერე ისე ზეთი გადაინაწილოთ მთელს თმაზე.


თმისთვის საზიანოა ისეთი ნივთიერებები როგორიცაა:

sodium laureth sulfatiსილიკონები,პარაბინები.ეს ნივთიერებები არღვევს თმის სტრუქტურას და ხდის მას მტვრევადს.შეეცადეთ გამოიყენოთ ამ ნივთიერებებისგან თავისუფალი ნიღბები და შამპუნები.ქვემოთ მოცემულია სილიკონებზე მცირ ინფო
Amodimethicone, Behenoxy Dimethicone, Stearoxy Dimethicone-ესენია ყველაზე მძიმე, რასაც ჰქვია..
Cetearyl methicone, Cetyl Dimethicone, Cyclomethicone, Cyclopentasiloxane, Dimethicone, Dimethiconol, Stearyl Dimethicone, Trimethylsilylamodimethicone - ეს რომ ნახო არ გაიკარო თავზე საერთოდ არ ირეცხებაო ამბობენ და თმის სტრუქტურას აზიანებს დროთა განმავლობაში.. საერთოდ სილიკონებზე შამპებში და ნიღბებში უამრავი რამ თქმულა, ბიბისიმ 3 გადაცემა მიუძღვნა, მერე რუსეთში დაიწყო ეს ანტისილიკონური პროპაგანდა და მეც მაშინ გავიგე რა და როგორ.. გუგლშიც ბევრი ინფოა და გადახედე..
ტrideceth-12, Dimethicone Copolyo, Dimethicone copolyol/HWP, Hydroxypropyl, Polysiloxane, Lauryl methicone copolyol -ესენი ირეცხება წყლით და არ გროვდება .


წინა თემის ლინკი:

თმის მოვლა და გაზრდა

წინა თემის ტოპ.20 მპოსტავი:
narkozeli 146
merciamercia 97
Fallen From The Mars 86
sallli1 50
bernka 48
megsmegs 42
madinka 40
anna1501 39
ქეთუზა 37
საკურა. 33
ingageo24 33
ქეთუ 32
tatulia 32
khatia88 31
rock in rose 28
vedzma 26
sonata 20
GogonaParalelepipedidan 19
Sargerass 18
roxdesigner 18

user posted image


--------------------
ლიბერალიზმი გადაგვარჩენს! :up :ელიტარული კასტა© TEU


Trust me I'm a doctor ©
sallli1
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 12015
წევრი No.: 123257
რეგისტრ.: 3-November 10

გამოგზავნილია: 23 May 2013, 22:07  #36554338      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
დავფიქსირდებიიი love.gif


--------------------
^_^
holden kolpildi
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 10795
წევრი No.: 136294
რეგისტრ.: 25-September 11

გამოგზავნილია: 23 May 2013, 22:10  #36554391      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · im
QUOTE
დავფიქსირდებიიი

რა კავშირი მაქვს მაგრამ მაინც biggrin.gif


--------------------
«სიცარიელე»
Special_1
ϟ ექსპექტო პატრონუმ ϟ


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1795
წევრი No.: 159468
რეგისტრ.: 15-January 13

გამოგზავნილია: 23 May 2013, 23:19  #36555485      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
ფიქს პირველ გვერდზე...
ჩემი თმას მაინც ვერ მოვუხერხე ვერფერი...


--------------------
წერილი სიკვდილს: ვიჩუქებ უხილავ მანტიას ϟ
tatulia
დედიკოს „პაპლაოკი„


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1881
წევრი No.: 14756
რეგისტრ.: 22-November 05

გამოგზავნილია: 24 May 2013, 00:08  #36556304      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი
მიყვარს ეს თემა love.gif ვფიქსირდები smile.gif


--------------------
Как пиранья..
с шиком и блеском...

Мы не ангелы мы не умеем обманывать время...

Time after time I think " Lord what's the use?"

i`ve got high heel stilettos

В суете будних дней мы как герои кино, суть которого в том,Что толи время изменило людей, толи люди изменили его…
Blue October
Floydian


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1145
წევრი No.: 162433
რეგისტრ.: 25-February 13

გამოგზავნილია: 24 May 2013, 11:35  #36560083      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
(ფიქსირ) chups.gif



------------


--------------------
There is no dark side of the moon really. Matter of fact it's all dark.
ingageo24
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 204
წევრი No.: 154730
რეგისტრ.: 3-October 12

გამოგზავნილია: 24 May 2013, 12:53  #36560903      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
გილოცავთ ახალ თემას love.gif love.gif love.gif
merciamercia
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 11617
წევრი No.: 79596
რეგისტრ.: 21-December 08

გამოგზავნილია: 24 May 2013, 14:23  #36562066      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
user posted image


--------------------
"მე კი დავრწმუნდი რომ შენი ხელი
ჩემს დაღლილ ხელზე შეცდომით იდო,
შეცდომით იდო და ნელა-ნელა
თავის შეცდომას ხვდებოდა თვითონ.''



“I have the simplest tastes. I am always satisfied with the best.” :chups:
simato
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 450
წევრი No.: 150091
რეგისტრ.: 1-June 12

გამოგზავნილია: 24 May 2013, 16:35  #36563765      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
დაბანის შემდეგ ძაან მიფუვდება თმა , ხოდა აი სადღაც მეორე დღეს კარგ მდგომარეობაშია უკვე და მაინტერესებს არსებობს რაიმე საშუალება რომელიც ახალდაბანილ თმას ესე რომ ვთქვათ ცოტათი დაუბანლის ეფექტს რომ მისცემს?
meme1234
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 554
წევრი No.: 134031
რეგისტრ.: 21-July 11

გამოგზავნილია: 24 May 2013, 23:31  #36569592      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
მეეეც მეც აქ ვაარ, დავფიქსირდიი smile.gif .
Nitsa_a
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1342
წევრი No.: 152434
რეგისტრ.: 27-July 12

გამოგზავნილია: 25 May 2013, 00:08  #36570173      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
"Сто рецептов красоты"-ს ლუდის შამპუნი მომიხდა.
მესამეჯერ დავიბანე უკვე მაგით და კარგად მაქვს თმა,ისეთი თხელი აღარ მიჩანს,როგორც ადრე.



--------------------
არა, მეგობარო, აქ აღარ დაბრუნდე,
აქ გაგეფანტება ოცნების ნიჭი,
ოცნება დაალპეს, წაბილწეს, გაქურდეს,
ცრემლსაც კი დაკარგავ ლამაზი ბიჭი...
narkozeli
გვანც ♥


*******
ჯგუფი: co-Moderators
წერილები: 13396
წევრი No.: 55083
რეგისტრ.: 6-March 08

გამოგზავნილია: 25 May 2013, 06:22  #36572481      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
Nitsa_a

ეთი სურათი შეგიძლია დადო ზუსტად როგორია? ^_^
2kiss.gif
ninunin
I" m on my way


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1227
წევრი No.: 65123
რეგისტრ.: 20-June 08

გამოგზავნილია: 25 May 2013, 13:31  #36574941      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
თიხისგან ნიღაბს როგორ ამზადებთ შეგიძლიათ მითხრათ?


--------------------
მე ისევ მოვალ,
მხოლოდ არავის არ გაუმხილო,
რომ მე დავბრუნდი.
narkozeli
გვანც ♥


*******
ჯგუფი: co-Moderators
წერილები: 13396
წევრი No.: 55083
რეგისტრ.: 6-March 08

გამოგზავნილია: 25 May 2013, 13:36  #36575020      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
ninunin
QUOTE
თიხისგან ნიღაბს როგორ ამზადებთ შეგიძლიათ მითხრათ?


იყიდი თიხას (დაფხვნილი სახით იყიდება) გახსნი ცოტა წყალში ისე რომ მიიღო ფაფისებური კონსისტენცია და დაიდებ თავზე გაიჩერებ საშუალოდ ნახევარი ან 1 საათით
ninunin
I" m on my way


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1227
წევრი No.: 65123
რეგისტრ.: 20-June 08

გამოგზავნილია: 25 May 2013, 13:38  #36575036      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
narkozeli
smile.gif
QUOTE
იყიდი თიხას (დაფხვნილი სახით იყიდება) გახსნი ცოტა წყალში ისე რომ მიიღო ფაფისებური კონსისტენცია და დაიდებ თავზე გაიჩერებ საშუალოდ ნახევარი ან 1 საათით

მადლობა smile.gif
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (194) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: კავკასუს ონლაინი
[ Script Execution time: 0.0399 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]