forum.ge
reklama
FORUM.GE ... წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
reklama

Pages: (75) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და, იურიდიულ საკითხთა დახმარების სამინისტრო
FRIDRIX
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 12637
წევრი No.: 135242
რეგისტრ.: 29-August 11

გამოგზავნილია: 21 Dec 2011, 02:53  #28853890      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა



განმარტება

პოლიტიკის განყოფილებაში თავი მოიყარა უამრავმა ინფორმაციამ სასჯელაღრსულების სისტემაში მიმდინარე მოვლენებზე მსჯავრდებულების გარდაცავალლება სხვა უამრავი პრობლემები რომლებიც დღეს არსებობს

მაგრამ ასევე არსებობს გარკვეული სახის წარმატებები რომლებიც უნდა აისახოს და იუზერებს მიეწოდოს ინფორმაციის სახით

ამ თემაში თავს მოიყრის სრული ინფორმაცია მიმდინარე მოვლენებზე როგორც ნეგატიური ისე პოზიტიური

user posted image


user posted image

ექს დეპარტამენტის უფროსი

ბაჩო ახალაია

დაბადების თარიღი: 24.10.1980
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ენების ცოდნა: ქართული, რუსული, ინგლისური, გერმანული





განათლება:

1998 - 2004 მაგისტრის აკადემიური ხარისხი, იურიდიული ფაკულტეტი, თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი

სამუშაო გამოცდილება:

2003 - 2004 პროექტის კოორდინატორი, ასოციაცია ”თავისუფლების ინსტიტუტი”;
2004 - 2005 სახალხო დამცველის მოადგილე, სახალხო დამცველის ოფისი;
2005 - 2008 დეპარტამენტის უფროსი, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტი;
დეკემბერი 2008 - აგვისტო 2009 მინისტრის მოადგილე, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო;
აგვისტო 2009 - დღემდე საქართველოს თავდაცვის მინისტრი


user posted image

ექს მინისტრი

დიმიტრი შაშკინი დაიბადა 1975 წელს 8 აგვისტოს ქ. თბილისში.

1992-1993 წლებში სწავლობდა არისტოტელეს სახელობის ქართულ-ბერძნულ უნივერსიტეტში საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტზე.

1992-93 წლებში მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შეიარაღების სამსახურში.

1993 წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, რომელიც წარჩინებით დაამთავრა 1998 წელს.

1997-98 წლებში მუშაობდა ამერიკის იურისტთა ასოციაციაში (ABA) დირექტორის თანაშემწედ. იღებდა მონაწილეობას საქართველოს სასამართლოს რეფორმის მომზადებაში.

1998 წლიდან მუშაობდა აშშ საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტში (IRI), საქართველოს პროგრამის კოორდინატორად, 2001-2008 პოლიტიკური პროგრამების დირექტორად, ხოლო 2008 წლიდან - IRI საქართველოს პროგრამის დირექტორი.

1998-2008 წლებში მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა დონის საარჩევნო კამპანიების კონსალტინგში და მენეჯმენტში ამერიკის შეერთებულ შტატებში, საქართველოში, უნგრეთში, ლატვიაში, რუსეთში, თურქეთში, სომხეთსა და აზერბაიჯანში.

2009 წლის 6 თებერვალს დაინიშნა საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრად.

2009 წლის 7 დეკემბერს დაინიშნა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრად

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.


user posted image


მინისტრი

ხათუნა კალმახელიძე
დაიბადა 1979 წლის 11 თებერვალს ქ.თბილისში

განათლება:

2001-2005 წწ. სწავლობდა ნიუ-იორკის სითი უნივერსიტეტის ჰანტერის კოლეჯში, პოლიტიკური მეცნიერების ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა წარჩინებით და მიიღო ბაკალავრის წოდება.

2005-2007 წწ. სწავლობდა ჯორჯ ვაშინგტონის სახელობის უნივერსიტეტში, საერთაშორისო ურთიერთობების ელიოტის სახელობის სკოლაში, რომელიც დაამთავრა საერთაშორისო უსაფრთხოების მიმართულებით და მიიღო საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრის წოდება.

სამუშაო გამოცდილება:

2004-2006 წწ. მუშაობდა საქართველოს მისიაში გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში.

2006 წელს მუშაობდა საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდში (IFES) პოლიტიკურ-ფინანსური კვლევების მიმართულებით.

2008-2009 წწ. მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროში, პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ.

2009 წლის 21 დეკემბერს დაინიშნა საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრად.

ფლობს ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ და რუსულ ენებს.

user posted image


მინისტრის მოადგილე

დაიბადა 1977 წლის 17 ნოემბერს ქ. თბილისში

განათლება:

1994-1998 საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი,
საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობები. მიიღო ბაკალავრის ხარისხი.

1998-2000 საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. მიიღო მაგისტრის წოდება.

2006-2008 საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, საერთაშორისო სამართალი (მაგისტრატურა)

სამუშაო გამოცდილება:

2001-2004 საქართველოს უშიშროების სამინისტრო.

2004-2005 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, სამმართველოს უფროსი.

2005-2007 საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო. "სსიპ" დიპლომატი, დირექტორის მოადგილე.

2007-2010 საგარეო საქმეთა სამინისტრო. შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი.
* * *
user posted image


მინისტრის მოადგილე

დაიბადა 1980 წლის 18 ოქტომბერს ქ. თბილისში

განათლება:
1998-2003 ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
იურიდიული ფაკულტეტი.

2001-2004 ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ეკონომიკის ფაკულტეტი.

2003 ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
იურიდიული ფაკულტეტის სისხლის სამართლის დოქტორანტურა.
სამუშაო გამოცდილება:
2005-2006 საქართველოს იუსტიციის სამინისტრო სხვადასხვა თანამდებობები
2006-2008 საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმის, მონიტორინგისა და სამედიცინო ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი.

2009-2010 საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სსიპ. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრი. სასწავლო ნაწილის უფროსი.

2010 – 05.2010 სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო. გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილე.

05.2010 – 04. 2011 საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სსიპ. არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო. უფროსის მოადგილე.

ღირსების ორდენის კავალერი


user posted image


მინისტრის მოადგილე

დაიბადა 1951 წლის 5 ივლისს ქ. ცხინვალში

განათლება:

1981 წელს დაამთავრა ჩრდილო-ოსეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი.

სამუშაო გამოცდილება:

1980-1987 მუშაობდა სამხრეთ ოსეთის აღმასკომის იუსტიციის განყოფილების კონსულტანტად.

1987-1992 მუშაობდა ჯავის რაიონის მოსამართლედ.

1992-1994 მუშაობდა სამხრეთ ოსეთის უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარედ.

1994-1998 მუშაობდა სამხრეთ ოსეთის შინაგან საქმეთა მინისტრად.

1998 – 2002 მუშაობდა სამხრეთ ოსეთის იუსტიციის მინისტრად.

2002 – 2005 მუშაობდა სამხრეთ ოსეთის უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარედ.

2008 წლიდან იყო სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი სამართლებრივ საკითხებში.

----
სამინისტრო

საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ, საქართველოს კანონის თანახმად 2009 წლის 1 თებერვლიდან შეიქმნა საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო.

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 იანვრის დადგენილებით დამტკიცდა სამინისტროს დებულება, რომლითაც განისაზღვრა სამინისტროს უფლებამოსილება და სტრუქტურა.

სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებია:

ა) სასჯელაღსრულების დეპარტამენტი;
ბ) არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების და პრობაციის ეროვნული სამსახური.

სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირებია:

ა) იურიდიული დახმარების სამსახური;
ბ) სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრი.

სტრუქტურა



user posted image

This post has been edited by FRIDRIX on 21 Dec 2011, 04:15


--------------------
თქვენზე დესტრუქციული და ავანტიურისტი ქართულ პოლიტიკაში მეორე არ არის © Moor

Fედერალნი ოკრუგ გრუზია გუბერნატარ ბორის ივანიშვილი

"მივმართავ ყოველ ჩეჩენს რომელსაც შეუძლია ხელში იარაღის აღება მოკლას იმდენი რუსი რამდენსაც შეძლებს"

ახმად კადიროვი
burke
ჟგუტის კოლოფი


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3721
წევრი No.: 108032
რეგისტრ.: 31-December 09

გამოგზავნილია: 21 Dec 2011, 03:00  #28853920      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
FRIDRIX

ხუტა ოდიშარიას ბიოგრაფიაც დაგედო შე კაცო biggrin.gif


--------------------
მერე რა, რომ სველია სველი იასამანი, არტემა მაინც ბოზია
SPLIYVI
არ დაგივიწყებ გამზრდელო


********
ჯგუფი: Members
წერილები: 22694
წევრი No.: 311
რეგისტრ.: 15-September 01

გამოგზავნილია: 21 Dec 2011, 03:02  #28853929      · პროფილი · პირადი მიმოწერა
კარგი გუნდია
wink.gif

----------------


--------------------
ოხ შავარდნაძე შენ შთამომავალს არ გაეთბოს ლოგინი უგრელკოდ!

ჯანმრთლობაზე ძვირფასი თუ რამე გეგულება არ ვიცი....ტედათვალიერება ჩეთვის არის პრიორიტეტი...სხვა ყველფერი მოდის შემდეგ...@kvarkvara როდიონოვნა
gulcvari
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2427
წევრი No.: 124398
რეგისტრ.: 2-December 10

გამოგზავნილია: 21 Dec 2011, 03:03  #28853941      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
FRIDRIX
გაიხარე!
შენც გილოცავთ დამდეგ ახალ წელს jump.gif

QUOTE
ხუტა ოდიშარიას ბიოგრაფიაც დაგედო შე კაცო

biggrin.gif
FRIDRIX
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 12637
წევრი No.: 135242
რეგისტრ.: 29-August 11

გამოგზავნილია: 21 Dec 2011, 03:07  #28853969      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
user posted image


ტუბერკულოზით დაავადებულ მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულება


ტუბერკულოზით დაავადებულ მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულება ექსპულატაციაში 1987 წელს შევიდა. დაწესებულებაში სხვადასხვა დროს ჩატარებულია სარემონტო სამუშოები. დაავადებულ პატიმართა მკურნალობას უზრუნველყოფს სპეციალიზირებული მედპერსონალი.დაწესებულბაში ხორციელდება სამედიცინო პროექტები.დაგეგმილია უახლოეს მომავალში ახალი სამედიცინო დაწესებულების მშნებლობა,რომელიც ჩაანაცვლებს არსებულს.




მისამართი: მცხეთის რაიონი, დაბა ქსანი. ტელ: 758311

საფოსტო ინდექსი 3312


------------


არასრულწლოვანთა აღმრზრდელობითი დაწესებულება

არასრულწლოვანთა აღმზრდელობითი დაწესებულება ექსპლუატაციაში 2002 წელს შევიდა. 2008 წელს ჩატარდა სარემონტო სამუშოები - შეიცვალა და დამონტაჟდა ცენტრალური გათბობის სისტემა. დაწესებულაბაში ფუნქციონირებს საგანმანათლებლო საშუალო სკოლა. 2008 წლიდან არასრულწლოვან მსჯავრდებულებს საშუალება აქვთ მონაწილეობა მიიღონ საერთო ეროვნულ გამოცდებში. აღმზრდელობით დაწესებულებაში სხვადასხვა სახის ფსიქო–სარეაბილიტაციო და პროფესიული გადამზადების პროგრამები ფუნქციონირებს. 2008 წლიდან დაწესებულებაში გაიხსნა მინანქრის სახელოსნო, სადაც მსჯავრდებულები ტიხრული მინანაქრის ხელობას სწავლობენ.დაწესებულებაში ფუნქციონირებს სხადასხვა სპორტული სახეობების, კომპიუტერისა და ინგლისური ენის შემსწავლელი კურსები.









მისამართლი: ქ. თბილისი, გრ. ხანძთელის ქ. 33 ტელ 65 85 38

საფოსტო ინდექსი 0117


----------


user posted image


გლდანის საპყრობილე ექსპლუატაციაში 2007 წლის ბოლოს შევიდა. საპყრობილე თანამედროვე სტანდარტების დაცვით არის აშენებული. საპყრობილის კომპლექსში ხუთი საცხოვრებელი კორპუსი შედის. საპყრობილეში ნარკოტიკზე დამოკიდებულ პატიმართათვის ფუნქციონირებს მეტადონით მკურნალობის პროგრამა. კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზეა პატიმართა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულება.



მისამართი: ქ. თბილისი, გლდანის #7 მ/რ +2კმ. ტელ 580055 578833

საფოსტო ინდექსი 0107


user posted image


მე-7 საპყრობილე

მე-7 საპყრობილე 2004 წლიდან ფუნქციონირებს. საპყრობილეში 2007 წელს ჩატარდა სარემონტო სამუშოები. დაწესებულებაში დამონტაჟებულია თანამედროვე სტანდარტების უსაფრთხოების სისტემა. საპყრობილეში სასჯელს იხდიან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის მქონე და ყოფილი ე.წ. “კანონიერი ქურდები”.







მისამართი: ქ.თბილისი, გულუას ქ. #31. ტელ. 27 28 92

საფოსტო ინდექსი 0114


user posted image


6-საპყრობილე

6-საპყრობილემ ფუნქციონირება 2006 წლიდან დაიწყო. 2007 წლის ბოლოსთვის კი კომპლექსს ახალი კორპუსი დაემატა. #6 საპყრობილე უსაფრთხოების თანამედროვე სისტემით არის აღჭურვილი. დაწესებულებაში მოქმედებს ნარკოტიკებზე და სხვა ქიმიურ ნივთიერებებზე დამოკიდებულ პატიმართა რეაბილიტაციის პროგრამა ”ატლანტისი”.




მისამართი: ქ.რუსთავის მიმდებარე ტერიტორია, (სოფ. ციხისძირი). ტელ: 18 04 77. საფოსტო ინდექსი 3312
burke
ჟგუტის კოლოფი


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3721
წევრი No.: 108032
რეგისტრ.: 31-December 09

გამოგზავნილია: 21 Dec 2011, 03:12  #28854006      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
ფრიდრიქს
ეს სად არის გეცოდინება უეჭველი biggrin.gif

user posted image
FRIDRIX
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 12637
წევრი No.: 135242
რეგისტრ.: 29-August 11

გამოგზავნილია: 21 Dec 2011, 03:13  #28854010      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
user posted image


მე-4 საპყრობილე

მე-4 საპყრობილე აშენებულია 1954 წელს. საპყრობილის შენობას სხვადასხვა დროს ჩუტარდა სარემონტო სამუშოები, თუმცა თანამედროვე სტანდარტებთან მისი მოყვანა სარემონტო სამუშაოებით შეუძლებელია. ამის გამო დაგეგმილია საპყრობილის დახურვა და მისი ახლით ჩანაცვლება.







მისამართი: ქ. ზუგდიდი ც/დადიანის ქ. #9 ტელ 551614

საფოსტო ინდექსი 2100


user posted image


მე-3 საპყრობილე

მე 3 საპყრობილის შენობა 1914 წელს არის აგებული. როგორც საპყრობილე 1960 წლიდან ფუნქციონირებს. საპატიმროს სხვადასხვა დროს ჩაუტარდა სარემონტო სამუშაოები. საპყრობილეში ცალკე არის ქალ და არასრულწლოვან პატიმართა განყოფილებები. საპყრობილის სიძველის გამო დაგეგმილია მისი დახურვა და პატიმრების განთავსება ახალ თანამედროვე სტანდარტებით აშენებულ დაწესებულებაში.





მისამართი: დაბა ხელვაჩაური , ურეხის დასახლება; ტელ 71302

საფოსტო ინდექსი 6400


user posted image


მე-2 საპყრობილე

მე-2 საპყრობილე ექსპლუატაციაში 2005 წელს შევიდა. ცალკეა საპატიმრო კორპუსი ქალებისთვის და არასრულწლოვანი პატიმრებისთვის. საპყრობილეში სხვადასხვა დროს ხორციელდებოდა ფსიქო–სარეაბილიტაციო და პროფესიული გადამზადების პროგრამები. ამჟამად #2 საპყრობილეში კაპიტალური რემონტი მიმდინარეობს, რომელიც 2009 წლის ნოემბერში დასრულდება.









მისამართი: ქ. ქუთაისი, ხარებავას ქ. #85 ტელ. 96067

საფოსტო ინდექსი 4600



user posted image


პირველი საპყრობილე

პირველი საპყრობილის ძირითადი კორპუსი აშენებულია 1912 წელს. დაწესებულება რამდენჯერმე გარემონტდა თუმცა შენობის სიძველის გამო დაგეგმილია დაწესებულების გაუქმება და პატიმრების ახალ დაწესებუელბაში გადაყვანა.





მისამართი: ქ. თბილისი, გორგასლის ქუჩა #85 ტელ 752687; 752689

საფოსტო ინდექსი 0114


user posted image


მე-10 საერთო და მკაცრი რეჟიმის დაწესებულება

მე-10 მკაცრი და საერთო რეჟიმის დაწესებულება 2005 წლიდან ფუნქციონირებს, მანამდე იქ არასრულწლოვანთა და ქალთა დაწესებულება იყო. როგორც ყველა დაწესებულებაში აქაც არის ბიბლიოთეკა სადაც სისტემატიურად ხდება წიგნების განახლება. დაწესებულების ტერიტორიაზე ფუნქციონირებს ეკლესია რომელიც პატიმართა ინიციატივით და ძალისხმევით აშენდა. შემდეგ კი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ აკურთხა. დაწესებულებაში არის სპეცკონტიგენტი -ძალოვანი უწყების ყოფილი თანამშრომლები.






მისამართი: ქ.თბილისი, ავჭალის გზატკეცილი #17 ტელ. 658566; 658568. საფოსტო ინდექსი 0192


----------


მე-9 საერთო და მკაცრი რეჟიმის დაწესებულება

მე-9 საერთო და მკაცრი რეჟიმის დაწესებულების შენობის სიძველის გამო დაგეგმილია დაწესებულების დახურვა და ახალი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი დაწესებულების აშენება. დაწესებულებაში ფუნქციონირებს ეკლესია.






მისამართი: ხონის რაიონი (ჩაის მეურნობა). ტელ: 823111090

საფოსტო ინდექსი 5900


----------------


მე-8 საერთო და მკაცრი რეჟიმის დაწესებულება

მე-8 საერთო და მკაცრი რეჟიმის დაწესებულების ახალი კომპლექსის ფუნქციონირება 2009 წლის თებერვალში დაიწყო. დაწესებულების შემადგენლობაში რვა ინდივიდუალური კორპუსი შედის. მათ შორის – ადმინისტრაცია, ოთხი საცხოვრებელი, სამედიცინო და ორი სამეურნეო კორპუსი. დაწესებულებას აქვს დასასვენებელი და სასპორტო მოედნები. დაწესებულების კომპლექსი აშენებულია თანამედროვე სტანდარტებით. მისი მშენებლობა–რეკონსტრუქცია 2007 წლის ბოლოს დაიწყო და წელიწადსა და ორ თვეში დასრულდა.






მისამართი: ქ. წყალტუბო, სოფ. გეგუთი (ვარციხის დასახლება). ტელ: 823111094. საფოსტო ინდექსი 5404
SPLIYVI
არ დაგივიწყებ გამზრდელო


********
ჯგუფი: Members
წერილები: 22694
წევრი No.: 311
რეგისტრ.: 15-September 01

გამოგზავნილია: 21 Dec 2011, 03:15  #28854021      · პროფილი · პირადი მიმოწერა
FRIDRIX

გვახარბებ თუ რა პონტია?
wink.gif
burke
ჟგუტის კოლოფი


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3721
წევრი No.: 108032
რეგისტრ.: 31-December 09

გამოგზავნილია: 21 Dec 2011, 03:17  #28854039      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
FRIDRIX


გაქცევა შაუშენკიდან მაგარი არ გევასება ხო? biggrin.gif
gulcvari
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2427
წევრი No.: 124398
რეგისტრ.: 2-December 10

გამოგზავნილია: 21 Dec 2011, 03:18  #28854052      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
SPLIYVI
QUOTE
გვახარბებ თუ რა პონტია?

გვანაწილებს yes.gif
FRIDRIX
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 12637
წევრი No.: 135242
რეგისტრ.: 29-August 11

გამოგზავნილია: 21 Dec 2011, 03:19  #28854058      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
user posted image


პირველი საერთო და მკაცრი რეჟიმის დაწესებულება

პირველი მკაცრი და საერთო რეჟიმის დაწესებულებაში დღეისათვის ერთი თანამედროვე სტანდარტებით რეკონსტრუირებული საცხოვრებელი კორპუსი ფუნქციონირებს. დაწესებულება 1948 წლიდან ფუნქციონირებს, სიძველის გამო მოხდა მისი დემონტაჟი და დაიწყო ახლით ჩანაცვლება. სრულად კომპლექსის მშენებლობა 2010 წლის ბოლოსთვის დასრულდება, პატიმართა საცხოვრებელი ლიმიტი 2093-მდე გაიზრდება. ძველი ინფრასტრუქტურიდან დარჩება მხოლოდ ეკლესია. ეკლესიების მშენებლობა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში სწორედ #1 საერთო და მკაცრი რეჯიმის დაწესებულებიდან დაიწყო.





მისამართი: ქ. რუსთავი, მშენებელთა ქუჩა #60 ; ტელ 202240; 185391

საფოსტო ინდექსი 0114


user posted image


მე-3 საერთო და მკაცრი რეჟიმის დაწესებულება

მე3 საერთო და მკაცრი რეჟიმის დაწესებულების მთავარი შენობა ექსპლუატაციაში 1985 წლიდან შევიდა. თავდაპირველად იქ მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულება იყო განთავსებული. ახალი სამკურნალო დაწესებულების გახსნის შემდეგ შენობა გარემონტდა და 2008 წლიდან ფუნქციონირება დაიწყო როგორც #3 საერთო და მკაცრი რეჟიმის დაწესებულებამ. საპატიმროს ტერიტორიაზე განთავსებულია ეკლესია.





მისამართი: ქ. თბილისი გორგასლის ქ. # 77 ა ტელ: 752691

საფოსტო ინდექსი 0114


user posted image


მე2 საერთო და მკაცრი რეჟიმის დაწესებულება

მე-2 საერთო და მკაცრი რეჟიმის დაწესებულების კომპლექსში ოთხი საცხოვრებელი კორპუსი შედის. დაწესებულება თანამედროვე სტანდარტების დაცვითაა აგებული. 2006 წლიდან პატიმართა რესოციალიზაციისთვის სხვადასხვა პროექტი განხორციელდა. ამჟამად პატიმრები დაწესებულებაში კომპუტერულ საოფისე პროგრამებს ეუფლებიან. დაწესებულების ტერიტორიაზე ფუნქციონირებს ეკლესია, რომლის აღდგენითი სამუშაოები 2008 წელს ჩატარდა. ამჟამად მიმდინარეობს ეკლესიის მოხატვა.



მისამართი: ქ. რუსთავი, მშენებელთა ქუჩა #64 ტელ. 268083; 824 185332. საფოსტო ინდექსი 3700

------------


მსენებარე დაწესებულებები


user posted image


სასჯელაღსრულების მშენებარე დაწესებულება


ნინოწმინდის რაიონის სოფელ საღამოში სასჯლაღსრულების დაწესებულების მშენებლობა 2007 წელს დაიწყო, თუმცა რამდენიმე თვეში დროებით შეჩერდა. პროექტის მიხედვით ახალი დაწესებულება იქნება თანამედროვე სტანდარტების. კომლექსში შევა საერთო, მკაცრი და საპყრობილის რეჟიმის კორპუსები, ასევე სამედიცინო, ადმინისტრაციის და სამეურნეო შენობა-ნაგებობები. დაწესებულების საცხოვრებელი ლიმიტი იქნება 3 500, აქედან 2 000 ადგილი გათვლილია მსჯავრდებულზე (ზონა) და 1 500 საპყრობილის რეჟიმის მქონე პატიმარზე.





მის: ნინოწმინდის რაიონი, სოფელი საღამო.


user posted image


მე-7 საერთო და მკაცრი რეჟიმის დაწესებულება

მე-7 საერთო და მკაცრი რეჟიმის დაწესებულება 1952 წლიდან ფუნქციონირებს. დაწესებულებას რამდენჯერმე ჩაუტარდა რემონტი. დაწესებულების ტერიტორიაზე ფუნქციონირებს ეკლესია. #7 საერთო და მკაცრი რეჟიმის დაწესებულების მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი, თანამედროვე სტანდარტების დაწესებულება შენდება. მშენებლობა დასრულდება 2010 წლის ნოემბერში. ახალი კომპლექსი ამჟამად მოქმედ დაწესებულებას ჩაანაცვლებს. ის 2 180 საცხოვრებელ ადგილზეა გათვლილი. კომპლექსში შედის სამი საცხოვრებელი და ერთი ადმინისტრაციის კორპუსი. დაწესებულების ტერიტორიაზე განთავსდება რამდენიმე სასპორტო მოედანი. პროექტში გათვალისწინებულია თანამედროვე სტანდარტების უსაფრთხოებისა და კომუნიკაციების სისტემები. საცხოვრებელი ოთახების ტევადობა ორიდან რვამდე იქნება. ყველა ოთახს ექნება სველი წერტილი (ხელსაბანი), საპირფარეშო, ვინტილაცია და სათავსოები. დაწესებულების კომპლექსში გათვალისწინებულია რამდენიმე პალატიანი სამედიცინო ნაწილი (მსუბუქი ავადობისა და პირველადი დახმარებისთვის).



მისამართი: მცხეთის რაიონი, დაბა ქსანი. ტელ: 758312; 758313

საფოსტო ინდექსი 3312


user posted image


ოზურგეთის რაიონის სოფელ ლაითურში სასჯლაღსრულების დაწესებულების მშნებლობა 2007 წელს დაიწყო, თუმცა საძირკვლის ჩასხმის შემდეგ რამდენიმე თვეში დროებით შეჩერდა. ამ ეტაპზე დაგეგმილია საამშენებლო სამუშაოების გაგრძელება. ახალი დაწესებულება იქნება თანამედროვე სტანდარტების. კომლექსში შევა საერთო, მკაცრი და საპყრობილის რეჟიმის კორპუსები, ასევე სამედიცინო, ადმინისტრაციის და სამეურნეო შენობა-ნაგებობები. დაწესებულების საცხოვრებელი ლიმიტი იქნება 3 500 აქედან 2 000 ადგილი გათვლილია მსჯავრდებულზე (ზონა) და 1 500 საპყრობილის რეჟიმის მქონე პატიმარზე.





მისამართი: ოზურგუთეის რაიონი, სოფელი ლაითური





lasha1997
Super Crazy Member ++


********
ჯგუფი: Members
წერილები: 20914
წევრი No.: 36441
რეგისტრ.: 13-June 07

გამოგზავნილია: 21 Dec 2011, 03:19  #28854059      · პროფილი · პირადი მიმოწერა
სანამ ვინმე ამ თემაში დაპოსტავთ,ამ თემაში შეიხედეთ.

ხელისუფლების მორიგი მსხვერპლი


მორიგეა ეტყობა გენიოსა დღესაც და .................................პოლიტიკასთან რა კავშირშია ეს თემა შეგიძლიათ ამიხსნათ?


--------------------
გენიოსი-იუზერი რომელიც აზრზე არ არის რამე საკითხზე,მაგრამ უპორნად აწვება პირველ ჩვენებას.
FRIDRIX
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 12637
წევრი No.: 135242
რეგისტრ.: 29-August 11

გამოგზავნილია: 21 Dec 2011, 03:28  #28854109      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

This post has been edited by FRIDRIX on 21 Dec 2011, 03:48
re_vera
Non omnis moriar!


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 16662
წევრი No.: 104852
რეგისტრ.: 13-November 09

გამოგზავნილია: 21 Dec 2011, 03:51  #28854213      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
SPLIYVI

QUOTE
FRIDRIX

გვახარბებ თუ რა პონტია?


გვაშინებს user posted image
QUOTE
ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ პრობაციის რეფორმის განხორციელება უშუალო გავლენას ახდენს მიმდინარე სასამართლო რეფორმის წარმატებით დასრულებაზე.


პატიმრების ცემის ისტორიები ახალ ანგარიშში

"იმის გამო, რომ მსჯავრდებულის საქმე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ წარმოებაში მიიღო, საქართველოს N18 მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულების თანამშრომლებმა ის დასაჯეს – არ აძლევდნენ მედიკამენტებს და უზღუდავდნენ ტელეფონით, გასეირნების და აბანოთი სარგებლობის უფლებას" - ეს არის მძიმე ისტორია პრევენციის ეროვნული მექანიზმის ანგარიშიდან, რომელსაც სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიულ საკითხთა დახმარების მინისტრმა ბოლომდე არ მოუსმინა.

პრევენციის ეროვნული მექანიზმის მორიგი ანგარიში სახალხო დამცველის აპარატმა 13 დეკემბერს გამოაქვეყნა და მისი პრეზენტაცია "ქორთიარდ მერიოტში" შედგა.

სპეციალური ანგარიშში ასახულია 2011 წლის პირველ ნახევარში სასჯელაღსრულების დაწესებულებასა და დროებითი მოთავსების იზოლატორებში განხორციელებული მონიტორინგის შედეგები. შედეგად, გამოვლენილია პატიმართა მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტები, ჯანმრთელობის დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობა. დოკუმენტში დეტალურად არის აღწერილი სასჯელაღსრულების დაწესებულებებში და შსს–ს დროებითი მოთავსების იზოლატორებში არსებული სიტუაცია. თითოეულ კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში შესაბამისი რეკომენდაციით მიმართავს საქართველოს მთავრობას, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს, სასჯელაღსრულების დეპარტამენტს, შსს–ს, მთავარ პროკურატურას, საქართველოს პარლამენტს და მათ პრობლემებზე რეაგირებისკენ მოუწოდებს.
//////////////////////////////////
http://netgazeti.ge/GE/84/law/7412/ად


--------------------
Quod facimus nos ? Quis? quid? ubi? quibus auxiliis? cur? quomondo? quando?

FRIDRIX
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 12637
წევრი No.: 135242
რეგისტრ.: 29-August 11

გამოგზავნილია: 21 Dec 2011, 03:56  #28854227      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (75) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: კავკასუს ონლაინი
[ Script Execution time: 0.0337 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]